ნაფოტა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ნაფოტა, Rutilus Rutilus - Плотва
ნოსო
პოსტი May 16 2009, 09:43
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



სიგრძე__37სმ. წონა__0.7კგ.

საქართველოს წყლებში ადგილობრივი ბინადარია, მტკვრის ქვემო დინებაში ნახევრად გამსვლელი.


ი კ ვ ე ბ ე ბ ა :მწერებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, მცენარეულობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sergeevich
პოსტი Jul 11 2009, 21:50
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 347
რეგისტრ.: 18-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Rutilus rutilus-Плотва

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Dec 19 2009, 15:49
პოსტი #3


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მტკვრის ნაფოტა ბორჯომში გამაცნეს
ისეთივე პატარაა და გემრიელი როგორიც გუმისტაში დაჭერილი მახსოვს
ნაფოსტას სამოთხე ორწყალში იყო
(ასე ერქვა დასავლეთ და აღმოსავლეთი გუმისტების წყალშესაყარს)
თუ დასავლეთის ტოტს მაღლა აუყვებოდა
აუცილებლად შეამჩნევდა კაცი ულამაზეს ადგილს
"ცისფერ გამოქვაბულს"
აქაური ქსანივით დაპატარავებული გუმისტა
იქ ბუნებრივ კლდოვან ქვაბულში ჩაედინებოდა
გუბდებოდა
და ქმნიდა ძალიან გამჭვირვალე
ძალიან პატარა
მაგრამ ღრმა ტბას
(ყოველშემთხვევაში ჩვენ ფსკერს ვხედავდით, მაგრამ ფსკერისათვის ფეხი არასდროს დაგვიდგამს)
პატარა ტბა დიდი აკვარიუმივით იყო
ნაპირებზე დაბერებული ლოდები
ყოველმხრივ გვიწყობდა ხელს
საბანაოდ და სათევზაოდაც.
იქ იმდენი ნაფოტა ცხოვრობდა
რომ თავისუფლად შეიძლებოდა ეს ტბა-გამოქვაბული ნაფოტქალაქად გამოგვეცხადებინა
თევზი დღისით საერთოდ არ იმალებოდა
სანაპირო ლოდიდან რომ დახედავდი
პირდაპირ შენ ფეხებს ქვეშ ცურავდნენ
მათ დასაჭერად არანაირი ჯოხი
არანაირი ტივტივა არ იყო საჭირო
მოუბავდი ნემსკავზე წყლის ხოჭოს (იგივე კაზიავკა)
ან სულაც იქვე ნაკვერჩხალზე შემწვარი ვაშლის ნაჭერს
მიუტანდი თევზს პირდაპირ პირთან ან ცხვირთან
მოუღიტინებდი
და თევზი ჩვენი იყო
ნაფოტას ზოგჯერ (როცა ძალიან გვშიოდა) ვჭამდით კიდეც
მაგრამ ძირითადად ვუშვებდით
კი არ გვეცოდებოდა
უბრალოდ გაშვების პროცესი გვსიამოვნებდა
ხელისგულიდან რომ გაფართხალდებოდა და გაიქცეოდა თევზი

მოკლედ ეგ ადგილი საუკუნეა არ მინახავს
ჯერკიდევ ომამდე დანაღმეს ვიღაცეებმა
და როგორც ვიცი
17 წელზე მეტია იქ კაციშვილი არ ასულა.
მანდ ასვლა მშვიდობიან დროს ჭირდა
და
წარმომიდგენია რა ამბავი ექნებათ ახლა იქ თევზებსnewsmile05.gif

სხვათა შორის ომის დროს
როდესაც გასაგები მიზეზების გამო შეწყვეტილი იყო გუმისტაზე ბრაკონიერობა
კიაზო ცხვიტავა 10 კილოიან ორაგულებს იჭერდა აჩადარაში
სულ ფეხებზე ეკიდა ომი და ამბავი
ნახევარ ბატალიონს ეგ გვაჭმევდა პურს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Aug 31 2010, 14:03
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



დიდი ხანია მინდოდა ამ თევზზე დამეწერა 2 სიტყვა და ეხლა მიყურეთ რა სიბრძნეები ვილაპარაკო newsmile05.gif

რა თქმა უნდა ამ სტატიას მხოლოდ ჩემი პირადი დაკვირვებით და გამოცდილებით ვწერ,
არანაერი პრეტენზია არ მაქვს იხტიოლოგობაზე newsmile045.gif

ნაფოტა არის ერთერთი და ძალიან კარგი სპორტული თევჭერის ობიექტი, საქართველოში
მისი ჭერა საერთოდ არ წარმოადგენს სპორტულ ინტერესს გარდა ზამთრისა როდესაც
მტკნარ წყლებში ყველა სხვა თევზის სახეობების ჭერა პრაქტიკულად ნოლამდე დადის და როდესაც
გვახსენდება ჯანდარის არხი.

ჩემი სტატიაც მხოლოდ ჯანდარის არხს ეხება

ნაფოტას ნამდვილად არ აქვს განსაკუთრებული გასტრონომიული ფასეულობა, მე მის გემოს ავღწერდი როგორც
"თევზია რა" newsmile05.gif თან იმის გათვალისწინებით რომ ჯანდარის არხში ძალიან იშვიათად გვხვდება
ნორმალური ზომის ნაფოტები, მის ისედაც ფხიან ტანში ის პატარა ხორცის ნაჭრებიც პინცეტით არის საჩიჩქნი
რომ რაიმე გემო გაუგო, ცხიმოვნებაზე ხომ საერთოდ არ ვილაპარაკებ, ანუ ეგ რომ ვთქვა, სხვა თევზს უნდა
შევადარო და ნამდვილად არ მომდის თავში ეგეთი თევზის სახეობა რომელსაც სიმშრალეში შეედაროს newsmile05.gif

ნაფოტა ე.წ. "კასიაკებად" მოძრაობს, ამიტომ მათი მოძრაობის არეალზე მოხვედრისას, დიდი შანსია რომ
უსაქმურად არ დაჯდეს მეთევზე. მისაჩვევიც ანუ "პრიკორმკა" ზოგადად ძალიან დიდ როლს არ თამაშობს,
შეიძლება ითქვას რომ უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს და თუ ჩავყრით წყალში რაიმე საინტერესოს
უბრალოდ უფრო კარგი იქნება.

როგორ ვთევზაობ მე. ზამთარში როდესაც თევზაობის ჟინი უკვე მოწყურებული მაქვს სანადირო
არდადეგების მანძილზე და როდესაც არც იხვია, არც ფასკუნჯი და არც მაჩვზღარბა, თან ყინვებიც კარგადაა
ანუ ზენიტშია, დგება ჯანდარაზე გასეირნების დროც. მომზადების პროცესი შემდეგია: პრიორიტეტი
შედეგიანი თევზაობისთვის მაინც ანკესის გაწყობაა, რასაც შემდგომში შევეხები...
ჯოხი: მოსაქნევი, ანუ რუსულად "მახოვაია", 4 მტ, ტელესკოპური, არავითარი კოჭა და გამტარი რგოლები,
ყველა შემთხვევაში მყოფნის, რადგან არხის სიფართე ნამდვილად არ აღემატება 6-7 მტ-ს, ტესტი რაც შეიძლება დაბალი.....
ტივტივა: ფიქსირებული 2 ან 3 ადგტილზე 1-4 გრ-მდე, საკმაოდ ნორმალურია, ჩარტყმებიც ადვილად ეტყობა და
საჭიროების ადგილამდეც უფრო მსუბუქად მიდის, ხშირად ვხედავხოლმე ხალხს რომლებიც მაინცდამაინც
ლილოში ნაყიდ ტივტივენს ხმარობენ, უფრო გასაგებად რომ ვთქვა ე.წ. "პლასტიკის" თუ რაღაც დაგვარი
უცნობი მასალისას, რომლებსაც ბუნებაში ვერ დაუდგენ ტვირთამწეობას, აბავენ 8736489756 გრამ საფანტს და
ტივტივა მაინც ვერ მუშაობს, ხან სულ ურტყავს და არ ძირავს, ხან არ მიაქვს, მოკლედ მიზეზები ყოველთვის აქვთ
და შედეგიც ყოველთვის ნაკლები, ჩემი რჩევაა რომ შეეშვათ ყველანაერ აღკაზმულობას რომელსაც
აწერია "developed by lilos bazroba" newsmile05.gif ჯობია ცოტა მეტი გადაიხადოთ ნორმალურ მაღაზიაში (განსაკუთრებით ტივტივაში)
და სიამოვნების გარდა შედეგსაც უკეთესს მიიღებთ.
ძუა:რადგან ანკესი საკმაოდ "ლაითია" თავისი" კონსტრუქციით მე ვიყენებ დაბალი დიამეტრის სადავეს 14-16 მმ.
რაც შეეხება ლიდერს; ჯანდარის არხზე აუცილებელია ლიდერის(პავადოკის) დაყენება გამომდინარე იქიდან, რომ
ხშირად მოგიწევთ ლიდერის შეცვლა თუ რაიმე განსაკუთრებულ ადგილს არ მიაგენით რომელიც თავისუფალია წყალქვეშ
გამოკიდებული ტოტებისგან და სხვადასხვა ნაგვისგან. სიგრძე სრული აღკაზმულობით უნდა შეესაბამებოდეს
ჯოხისას "პლიუს-მინუს" 20 სმ newsmile05.gif
"ვერტლიუჟოკი":(ქართულ სინონიმებს ვერ ვპოულობ) მხოლოდ ერთი სიტყვით შემიძლია აგიხსნათ მიკრო
ნემსკავი:გამომდინარე იქიდან რომ მაინცდამაინც სპორცმენები არ ვართ და აუცილებლად ყველა ჩარტყმა თუ არ
ამოვკარით თევზით ლიდეზე არ დავიღუპებით, შეგვიძლია დავაყენოთ ნებისმიერი პატარა(საყლაპავი) ნემსკავი, სასურველია
თავად ნემსკავის დიასმეტრი იყოს რაც შეიძლება პატარა, ანუ იყოს თხელი რომ ადვილად გამოედოს ტუჩზე.
სატყუარა:პირადად მე არასოდეს, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა არ გამომიყენებია წითელი ჭია ან ნაკელის
ჭია, ისიც იმ შემთხვევაში თუ ძირითადი სატყუარა გამომელეოდა და იძულებული ვიყავი მემათხოვრა მეზობლებში რაიმე რაც
ნემსკავზე წამოედებოდა newsmile05.gif ყოველთვის ვიმარაგებ ბეეეეეეეევრ "თეთრ ჭიას"-ბუზის მატლს(თუ რაც ქვია იმას) ყოველთვის ამართლებდა.

ეს არის ის ძირითადი აღკაზმულობა რომელსაც პრაქტიკაში ვიყენებ ხოლო მოსაჩვევად ვხმარობ ნებისმიერ "სმესს",
მაგალითად საფანელი, კოპტონი, ქატო და ა.შ. ყოველთვის უყრი 4-6 მეტრით ზევით დინებაში იმ ადილიდან სადაც ვთევზაობ,
რომ სატყუარასკენ გამოვლილმა თევზმა ჯერ ჩემ სატყუარას ჩაუაროს გვერდი, ყოველთვის ვცდილობ რომ გავატარო,
ანუ ჯოხი მაძლევს საშუალებას რომ ლავირება ვაკეთო თევზაობის წერტილიდან 10 მეტრის რადიუსში.

კიდევ ერთი, არასოდეს არ ვხმარობ 1 საფანტს ტივტივის დასარეგულირებლად, ბევრნაერი მიცდია და ბოლოს მივედი
3-4 ერთეულამდე, ანუ ვანაწილებ რამოდენიმეცალს 5-10 სანტიმეტრის დაშორებით, როგორც ლიტერატურაში ამოვიკითხე
ესეთი გადანაწილება დინებაზე ქმნის საფანტების შახმატურ ვიბრაციას რაც აკეთებს ცოცხალი სატყუარას იმიტაციას და თევზი უფრო თამამად
აკეთებს ნემსკავის დაცხრილვას, "პრტაქწტიკამაც"(newsmile05.gif ) მაჩვენა რომ ესეთი გაწყობა უფრო ეფექტურია....

კიდევ არსებობს გარკვეული ნიუანსები რომლებიც თავში არ მომდის, თუ კითხევები გაქვთ გიპასუხებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Sep 1 2010, 10:26
პოსტი #5


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ვაა აბა ტობი რომელ თევზს ქვია?
ეგ თევზი. ქობულეთის აბსოლიტურად ყველა მტკნარ წყალშია.
რატომღაც ჩვენ ტობს უძახით. გამოდის შეცდომით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Caldera
პოსტი Aug 5 2011, 14:10
პოსტი #6


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(sergeevich @ Jul 11 2009, 22:50) *
Rutilus rutilus-Плотва



ისე კარგი იქნება მაგხელა პლატვები მტკვარზე რომ მოდიოდეს, საერთოდაც მაგხელები არსად მეგულება საქართველოში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th June 2022 - 00:01