IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კლუბთაშორისი შეჯიბრი, 02 . 06 . 2013
Bone
პოსტი May 23 2013, 09:57
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგესალმებათ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,,

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,, ატარებს პირველ კლუბთაშორის შეჯიბრს სპორტინგში მოყვარულ - მონადირეთა შორის.
კლუბებიდან ან გაერთინებებიდან უნდა იქნან წარმოდგენილი , სამი (3) ადამიანისაგან შემდგარი გუნდები.

მაშ ასე იმედია არავითარი ექსცესები არ იქნება - პირველ ყოვლისა უსაფრთხოების ნორმები უნდა იქნას დაცული !

1. თოფებს ვკეტავთ, სასროლად, მხოლოდ ნომერზე გასვლისას. მანამდე გახსნილი თობებით ვმოძრაობთ.
2. მრავალვაზნიანი - ნახევრად ავტომატური თოფის მფლობელები გახსნიან რესივერს და ასე ივლიან ვიდრე პოზიციაზე არ გავლენ.
3. ადამიანზე მიშვერა ცარიელი თოფის და რათქმაუნდა დატენილისაც, კატეგორიულად არ შეიძლება
4. ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს ნასროლი თიხის თეფშებზე, ასეთი ადამიანის მონაწილეობა შეჯიბრზე არ არის სასურველი
5. სროლის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიჩუმე.
6. აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრება.
7. სასურველია სმენის დამცავებისა და მხედველობის დამცავების ქონა
8. არ არის სასურველი მუქი ფერის და ასევე სამხედრო (სამხედრო კამუფლირება ) ტანისამოსით შემოსვა
9. დამსწრე საზოგადობას შეადგენს მხოლოდ მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, რომელთა ქცევასა და უსაფრთხოებაზე, მასპინძლები იქნებიან პასუხისმგებელნი.
10. თოფი სიცოცხლისათვის საშიში იარაღია. ყურადღებით ! ! !
11.შეჯიბრის დროს, მონაწილის მიერ თოფის დამიზნება რაიმე საგნისადმი, ვიდრე ნომერზე არ გავა. კატეგორიულად აკრძალულია. ჯარიმა: ავტომატური დისკვალიფიკაცია.
12.ვაზნა თოფში ჩაიდება ნომერზე დადგომისას, უშუალოდ სროლის წინ
13. ყველა მონაწილე ისვრის მხოლოდ 12 კლიბრიანი, გლუვლულიანი თოფით.
14. ყველა , ვინც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ჩასახრახნ ჩოკებიანი თოფებით, უნდა ჩაახრახნოს , 0.5 -ი ჩოკი ანუ ნახევარჩოკი. ან უფრო ვიწრო (სურვილის მიხედვით)


ქულა ითვლება: თუ თეფში დაიმტვრევა, ან თუ თეფშს მოცილდება ხილული ნაწილაკი. ამას წყვიტავს მთავარი მსაჯი და ორი გვერდითი მსაჯი საჭიროების შემთხვევაში. სადაო მომენტი გადაწყდება სამივე მსაჯის ერთობლივი თათბირის საფუძველზე.

თუ ვაზნა რიგი მიზეზთა გამო არ გავარდა:
შემოწმდება ფისტონი, თუ ნემსას კვალი აღინიშნება, მოხდება ამ ვაზნის გადასროლა, თუ ისევ არ გავარდა, მოხდება გადასროლა სხვა ვაზნით.
თუ სროლა არ დაფიქსირდა:
ძირითადად არ გავრდნა ხდება თოფებზე, მცველის დაბლოკილ მდგომარეობაში დარჩენის გამო. ამ მიზეზით ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა
ნახევრად ავტომატებში, ნებისმიერი მიზეზით ვერ გადატენვა და შესაბამისად მეორე ვაზნის ვერ გასროლა ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა დ



მონაწილეობის მისაღებად ,გუნდის შემოსატან თანხას შეადგენს 170 ლარი (3 მსროლელზე)

თანხაში შედის : 35 ვაზნა 35 თეფში. მედლები, სიგელები, თასი და პრიზი (პრიზები)

მონაწილეები გადმორიცხავენ თანხას მისამართზე:

სს "თიბისი ბანკი" >> საბანკო კოდი : TBCBGE22 >> ააიპ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე." >> ანგარიშსწორების ანგარიში: GE34TB1130836080100002 , დანიშნულებაში მიუთითეთ, კლუბის დასახელება რომლის სახელითაც გამოდიან მონაწილეები


შეჯიბრი ჩატარდება 2 ივნისს



გისურვებთ წარმატებებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Bone   კლუბთაშორისი შეჯიბრი   May 23 2013, 09:57
- - Bone   დაწერონ მხოლოდ რეა...   May 23 2013, 15:15
- - rezident   Bone შეჯიბრის ჩატარე...   May 23 2013, 18:33
- - Bone   შეჯიბრი ჩატარდება ...   May 23 2013, 18:36
- - iva75   რა აპარატიდან ისვრ...   May 23 2013, 21:49
- - Bone   iva75 ორი აპარატიდან. ...   May 24 2013, 07:34
|- - iva75   ციტატა(Bone @ May 24 2013, 08...   May 24 2013, 07:42
- - Bone   ცალობით ავტომატი დ...   May 24 2013, 07:56
- - Bone   თითო თეფშზე სასროლ...   May 26 2013, 15:43
- - simona   ბაზიერლები მოვდივ...   May 28 2013, 21:36
- - T A M P L I E R   არა ჯერ! წელცომე   May 28 2013, 21:39
- - Bone   simona მობრძანდით არა,...   May 28 2013, 22:06
- - simona   ჩვენი თანხა ჩარიცხ...   May 29 2013, 10:55
- - Bone   ძალიან კარგი   May 29 2013, 12:55
- - simona   Bone რამდენი ჯგუფი მო...   May 29 2013, 13:10
- - T A M P L I E R   41 46 22.54 N 44 55 14.79 E   May 29 2013, 13:50
- - Bone   simona აუცილებლად ოღო...   May 29 2013, 13:57
- - simona   სტენდთან რომ შევიკ...   May 29 2013, 20:34
- - ზახარა   simona ერთად ავალთ აუც...   May 29 2013, 20:37
- - Davitus   შეკრება მოხდება სტ...   Jun 1 2013, 08:04
- - Bone   მადლობა ყველა მონა...   Jun 2 2013, 16:46
- - gagrinski   ნიუსიც გავიდა რუსთ...   Jun 2 2013, 17:26
- - ჩელე   ამ თემას ვხურავ რა...   Jun 2 2013, 17:40


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 09:08