IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
დამეხმარეთ, კითხვა ვეტერინართან
კულე
პოსტი Jan 14 2022, 22:36
პოსტი #1


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 14-January 22
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობათ.
დაახლოებით 3 კვირის წინ საღამოს სეირნობის შემდეგ რომ დავბრუნდით სახლში შევამჩნიე, რომ ძაღლს თვალი ჰქონდა გაღიზინებული.სავარაუდოდ წამოკრა რამეს ან სხვა ძაღლებთან თამაშის დროს დაიზიანა. წამოუვიდა ცრემლები და ის ცალი თვალი ჩაუწითლდა. დავრეკე ვეტ-ექიმთან და ციპროფლოქსაცინი ჩააწვეთეო. მკურნალობა დავუწყე იმავე ღამეს და სიწითლე და ცრემლდენა მაშინვე შეუწყდა, არც თვალს იტკიებდა, რამდენიმე საათში თვალი ჩადგა ფორმაში და მიიღო ნორმალური მდგომარეობა. ოღონდ თვალის გუგაზე დარჩა პატარა თეთრი წერტილი, ექიმმა ტრავმის შედეგად არის ეგ წერტილი წარმოქმნილიო და დროთა განმავლობაში გაიწოვებაო. ჩავატარეთ 10 დღიანი ამ ციპროფლოქსაცინის კურსი მაგრამ ეს წერტილი ისევ არის. ახლა დავუწყეთ ტობრადექსის ჩაწვეთება ერთი კვირა უნდა ჩავაწვეთო დღეში 2-ჯერ 3 წვეთი. ეს წერტილი თითქოს შემცირდა ზომაში, აი ძალიან პატარაა, ჩემს გარდა მგონი ვერც ვერავინ ვერ ამჩნევს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ აქვს პატარაზე მაინც დარჩენილი. თბილისში ვერ ჩამოვდივარ, ქუთაისში კი დავდივართ რეგულარულად შემოწმებაზე და ვეტ-ექიმსაც სულ ვეხმიანები
მაინტერესებს თუ გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა, რამდენად სწორად დამინიშნა ვეტ-ექიმმა მკურნალობა? საშიშია თუ არა ეს თეთრი წერტილი? როდის უნდა გაქრეს სრულად?
ძალიან დამეხმარებით თუ მირჩევთ რამეს. ცოტა ფეთიანი ვარ, ცოტა არა ძალიან ფეთიანი ვარ როცა საქმე ამას ეხება. მე მთელი წელი ვერ ვიხედებოდი წესიერად სათვალეში მინუსი გამზრდია და ძლივს მიმიყვანეს ექიმთან, მარა ამას რომ ვხედავ რომ რაღაც ისე არ აქვს როგორც უნდა იყოს ვერ ვეგუები. ძაღლი არის ერთი წლის, ხვადი ლაბრადორი. სურათს ვერ ვუღებ, ამას ვინ გააჩერებს. ძაღლი მოწყენილი არაა, ჭამს, სვამს, თამაშობს, გიჟობს. newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th August 2022 - 22:20