გასროლის შიში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
გასროლის შიში, გავრცელებული ფენომენი
Davitus
პოსტი May 19 2010, 21:50
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



"შიში გრეხი არაა... " ბევრისთვის ცნობილი ქუჩური ფრაზა, საკმაოდ ობიექტური შეფასების მატარებელია. ამ სტატიის სათაურის წაკითხვისას დარწმუნებული ვარ ბევრმა იფიქრა, რომ თემის შინაარსი ეხება მონადირე ძაღლებს, რომლებსაც ხშირად აქვთ თოფის სროლის დროს გავარდნილი ხმიანობის შიში... მაგრამ ეს ცალკე ტემაა, დღევანდელი სტატია ეხება შიშს, რომელიც საკმაოდ არცთუისე მცირერიცხოვან ადამაიანებს და მათ შორის პროფესიონალ მსროლელებს აქვთ იარაღიდან სროლის მომენტში, და შეიძლება ეს მათ არც კი იციან, რაც ძალიან ცუდია, რადგან სროლის საბოლოო შედეგზე საკმაოდ შთამბეჭდავად აისახება



რას წარმოადგენს გასროლის შიში, ეს არის ადამიანის ორგანიზმის თავდაცვითი საპასუხო რეაქცია ისეთ კომპლექსურ გამღიზიანებელზე როგორიც არის იარაღის უკუცემა, სროლის დროს წარმოქმნილი ძლიერი ხმა და ცეცხლის ალი... აქედან ყველაზე მნიშვნელოვან როლს სროლის დროს წარმოქმნილი ძლიერი ხმა თამაშობს.



ჩემი პირველი დაინტერესება და დაკვირვება ამ მნიშვნელოვანი და ხშირი მოვლენისა გამოიწვია ერთმა შემთხვევამ: სასროლად გავედით მეგობრები, ორივე მეგობარს ქონდა ნასროლი სანადირო თოფი, მაგრამ ერთ-ერთს არ ქონდა ნასროლი ე.წ. სუპერ მაგნუმის ვაზნები. პირველი მეგობრის ნასროლმა ჩემში არანაირი ემოცია არ გამოიწვია, ჩვეულებრივი დამიზება, სასხლეტის გამოკვრა, ძლიერი ხმა, სუპერ მაგნუმისთვის დამახასიათებელი ძლიერი უკუცემა... თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, მართალია მიზანს საკმაოდ აცდა მაგრამ ეს მსროლელის არაპროფესიონალიზმს დავაბრალე.
ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა მეორე მეგობრის გასროლის მცდელობამ, მომზადება, დამიზნების პროცესი, მცირედი დაძაბულობა, სასხლეტის გამოკვრა... და გასაიცარი ფაქტი დავინახე, რამდენიმე კუნთის სპასტიური შეკუმშვა, გრიმასების არაადეკვატური სპაზმი, სანახაობა იყო იმდენად შთამბეჭდავი რომ პირი ღია დამრჩა, მიუხედავად იმისა რომ გასროლა არ მოხდა, უკუცემის ისეთი ცრუ იმიტირება დავინახე აშკარად დავრწმუნდი, გასროლა რომ მომხდარიყო სამიზნეს 2 მეტრით აცდებოდა ალბათ... და ეს იყო ე.წ. "ატსეჩკის" დამსახურება
მაშინვე გამიჩნდა იდეა, მცირედი ექსპერიმენტი ჩამეტარებინა, თოფი გამოვართვი მსროლელს და ჩუმად ჩავდე გასროლილი ვაზნა, გადავეცი პირველ მსროლელს, რომელმაც პირველი აცილება ქარს დააბრალა... დამიზნება, სასხლეტის გამოკვრა და... დანახული კიდევ უფრო გამაოგნებელი... სასხლეტის გამოკვრისას თოფის ლულა იმდენად ამოძრავდა რომ სიცილი ვერ შევიკავე, თუმცა ჩემი დაკვირვება არ გამიმჟღავნებია, იმ დღეს მხოლოდ თოფის კრიტიკა მოვისმინე



სახლში მისვლისთანავე დავიწყე ინტერნეტში ამ ფენომენის ძებნა, ჩემდაგასაკვირად, მედიცინის ენციკოლოპედიებში სადაც უამრავი ფობეიებია აღწერილი, დაწყებული ცოდნის შიშით (Gnosiophobia) დამთავრებული ქაღალდის შიშით (Papyrophobia) ვერ აღმოვაჩინე გასროლის შიში, თუმცა ბევრი სტატია წავიკითხე ამ ფენომენის შესახებ და ჩემი გარკვეული შეხედულებაც ჩამომიყალიბდა.



გეშინიათ თუ არა გასროლის? ბევრმა დაუფიქრებლად შეიძლება თქვას რომ არ ეშინია, და პირიქით ერთი სული აქვს როდის გაისვრის იარაღს, მაგრამ ეს ასეც არ არის.

რას წარმოადგენს გასროლის დროს არსებული შიში? მე ამას აღვწერდი როგორც გაუთვითცნობიერებული, დაძაბული, უნებლიე სპაზმური შეტევით სასხლეტის გამოკვრა, რაც გასროლის დროს არ ჩანს, მაგრამ რომ ჩავწეროთ ვიდეოზე და შენელებული კადრებით დავაკვირდეთ, აშკარად დავინახავტ ტიპიურ სიმპტომებს, რაც გამოიხატება: სახი მიმიკების და გრიმასების მყისიერი ცვლილება, თავის არაადეკვატური მოძაობა სალოყის ან უკუცემის საპირისპიროდ მიმართული, ზოგ შემთხვევაში თვალების რეფლექსური დახუჭვა



ეს სიმპტომები ხშირია ახალბედებშიც, (რომლებსაც არ უსვრიათ იარაღი და დაუფარავი შიში აქვთ) და გამოცდილ მსროლელებშიც, რომლებიც მათთვის აქამდე უცნობ, ახალი კალიბრის იარაღს ისვრიან ან უფრო ძლიერი მუხტის ვაზნებს იყენებენ. ყველაზე საყურადღებო, კი არის უკვე პროფესიონალ მსროლელებში ჩვევად გადაქცეული გასროლის შიშით გამოწვეული სპაზმები, რომელიც შეიძლება შეუიარაღებელი თვალით ვერ შევამჩნიოთ, სამაგიეროდ გასროლის ხარისხზე მაინც მოქმედებს

როგორ უნდა გავიგოთ, გვაქვს თუ არა მსგავსი ქვეცნობიერი შიში, ამისათვის გვჭირდება პარტნიორის დახმარება, სროლის დროს პარტნიორმა ჩუმად უნდა ჩადოს უკვე გასროლილი ვაზნები, სხვადასხვა მონაცვლეობით: მაგალითად 2 ვარგისი ვაზნა, 1 გასროლილი, 3 ვარგისი, 2 გასროლილი, და ა.შ.



შეგვიძლია, პარტნიორის გარეშე, ”ვაზნების მოხარშვის” წესით, ვარჯიში-ტესტირება. ცნობილია რომ ვაზნები ადუღებულ წყალში ჩაყრით, კარგავენ დეტონაციის თვისებას, (ადუღებულ წყალში ხარშვისას არ გავარდება არასდროს) საკმარისია 10 წუთი ვადუღოთ, რომ მივიღებთ ”ფალშ ვაზნებს” რომლებიც არ გამოირჩევა თავიანთი ”თანამოძმეებისგან” სასროლი ვაზნების რაოდენობაში ავურევთ პროპორციით 1/3 და ვიწყებთ სროლას, თან ვაკვირდებით ჩაკვრების სიმძაფრეს

ან მხოლოდ რევოლვერის ტიპის ცეცხლსასროლი თუ გვაქვს, შეგვიძლია რამდენიმე ადგილის გამოტოვებიტ ვაზნის ჩალაგება, შემდეგ ბარაბნის დატრიალება, და გასროლა, შეიძლება ჩვენ თვითონ ვერ შევამჩნიოთ ცრუ გასროლის დროს წარმოქმნილი რეაქცია, მაგრამ დამკვირვებელს ეს არ გამოეპარება


პირადად მეც განვიცდიდი მსგავს "დაავადებას" არამარტო ცეცხსასროლზე, არამედ ზამბარდგუშიან პნევმატიკაზეც კი, საკმაოდ დამეხმარა PCP (წინასწარ დატენვადი პნევმატიკა) ტიპის პნევმატური შაშხანიდან სროლაში ვარჯიში, რადგან ამ ტიპის შაშხანას ხმა და უკუცემა პრაკტიკულად არ გააჩნია



ამ შიშის დასაძლევად, უამრავი მეთოდები არსებობს, ზემოტხსენებული ვაზნების მოხარშვა, მათ შორის მონაცვლეობითი სროლა ფუჭი ვაზნებით და საბრძოლო ვაზნებით, ისე რომ წინასწარ არ ვიცით რას ვისვრით. აგრეთვე დროებით გადასვლა დაბალმუხტიან იარაღზე, შემდეგ ისევ მაღალ მუხტიანი იარაღის თუ ვაზნების ჩანაცვლება და.შ.


შედეგების მიღწევა არ არის რთული და საკმაოდ მალე მიიღწევა, ეს ფენომენი ხშირად უვითარდებათ იმატაც ვინც საკმაოდ ბევრს ისვრის, მაგალიტად იგივე "სტენდავიკებს". ცნობილი ფაქტია რომ ამ დროს ისინი ვარჯიშობენ სპეციალიზირებულ სასხლეტიანი თოფებით, სადაც გასროლა ხდება სასხლეტზე ხელის აშვებით, ასეთი ცანაცვლებითი ვარჯიშები მათ ეხმარება ამ ჩამოყალიბებული ქვეცნობიერი შიშის აღმოფქხ**აში, რაც საუკეათესოდ აისახება სროლის ხარისხში

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი May 19 2010, 22:14
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



საინტერესო მოსაზრებებია. თითეულმა გავიხსენოთ დაკვრების("ასეჩკების") დროს ჩვენი რეაქციები და მოძრაობები, უნებლიედ უკუცემის იმიტაციას ვაკეთებთ, ამიტომ ლულა დაბლა მიდის. წამით თვალსაც ვხუჭავთ. ასეა ფეხბურთშიც - თავით დარტყმის დროს ბევრი ბავშვი თვალს ხუჭავს და თუ დროზე არ გამოასწორა მწვრთვნელმა, ასეთი ფეხბურთელი დიდობაშიც მარტო თავით ბურთის უმისამართო მომგერიებელი იქნება, ვერასოდეს გახდება თავურის ოსტატი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი May 19 2010, 22:19
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გასაგებია მაგრამ ამას შიშს ვერ დავარქმევდი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი May 19 2010, 22:24
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Davitus

აღფრთოვანებული ვარ, შენი დაკვირვების ნიჭით. ბევრჯერ შემიმჩნევია, მაგრამ არასოდეს მომსვლია თავში ის, რომ ეს რეფლექსები,"გასროლის შიშის" სიმპტომია. საკმაოდ საინტერესოდ გაქვს ჩამოყალიბებული შენი აზრები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი May 19 2010, 22:44
პოსტი #5


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მაგ მოვლენას ჩაკვრა ქვია, ანუ ადამიანი როდესაც მიუჩვეველია იარაღთან აქვს შიში და ინსტიქტურად კრავს, ეს ზოგჯერ გამოცდილ მსრორელსაც მოსდის თუ სისტემატიურად არ ისვრის, ყველაზე შესამჩნევია ეს მოვლენა პატარა იარაღზე პისტოლეტ რევოლვერებზე, ყველაზე კარგი ვარჯიშია დაუდგე იმ ადამიანს უკან რომელიც ჩაკვრას აკეთებს ის გაწოდებს იარაღს და არ იცის დებ იარაღში ვაზნას თუ არა. ისვრის ხან ცარიელს ხანაც დატენილს. 10 ესეთი ვარჯიში და ჩაკვრის პრობლემა 80% მცირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი May 19 2010, 23:21
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



საღოლ კარგადა დაკვირვებულხარ დავით ამ ფაკტს რამდენიმე ხნის უკან როდესაც ნადირობა დავიწყე ტოზ 63 მქონდა და 2 წლის მერე ცოტა არ იყოს აურია თოფმა და ასაჩჭკები დაიწყო და მაშინ მივხვდი რომ ზოგ გასროლის დროს და ეეს გასროლა ხანდახან ფუჭი იყო ლულა ქანაობდა და დაბლა ვიქნევდი ლულას დაახლეებით 15 სანტიმეტრამდე და წარმოდგენა არ მინდა მოხვედრის დროს აცდენა რა იქნებოდა, დავიწყე საკუთარი თავის მომზადება რომ ეეგეთი რამე არ გამეკეთებინა, საბოლლოდ დამეხმარა მპ -153 მაგაზინში ვდებდი სხვადასხვა სიძლიერის გილზებს 0.50 გრამიანს და 0.32 გრამიანებს უფრო ისე რომ რა რის მერე იყი არ ვიცოდი და ჩემს თავს ხშირად ვამოწმებ ამჯერადაც, ხშირადა სხვა თოფითათ და საკუთარი დატენილი ვაზნებსაც ვხმარობ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი May 20 2010, 01:11
პოსტი #7


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(gogitam @ 19th May 2010 - 23:19) *
გასაგებია მაგრამ ამას შიშს ვერ დავარქმევდი


გეთანხმები, ზოგისთვის ეს შიში არ არის, მაგრამ ამ სტატიაში, ნაგულისხმებია ძირიტადად დამწყები, რომელსაც აქვს გასროლის შედეგად მიღებული ეფექტის "წინასწარ წაემოდგენილი" შიში. მაგალითისთვის, შენ რომ დაგაკავონ ხელში რპგ-7 და გამოკვრისას არ გავარდეს, დარწმუნებული ვარ ისეთ "ჩაკვრას" გააკეთებ შეიძლება დამკვირვებელს სასაცილოდაც მოეჩვენოს newsmile05.gif

მე ფსიქოლოგიური ლიტერატურა წავიკითხე და ეს არის ქვეცნობიერი შიში რომელიც გამყარებულია თავდაცვის ინსტინკტით, პირადად მე ნამდვილად არ მეშინია გასროლის, მაგრამ გაუაზრებლად მაინც მომდიოდა მსგავსი "ჩაკვრები" და იშვიათად მაინც ვაკეტებ ხოლმე, როცა ახალ, ჩემთვის უცნობ იარაღს ვისვრი...

მოკლედ, მართალია ცოტა ცუდად და დამამცირებლად ჟღერს მაგრამ მაინც შიშია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი May 20 2010, 08:13
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Davitus
გეთანხმები ეს შიშია, შიში ძლიერი ხმის, უკუცემის და ცეცხლის ალის, მე შემჩნეული მყავდა ერთი ჩემი მეგობარი გასროლისას სულ თვალებს ხუჭავდა, დაცილებებიც ბლომად ქონდა . . . .


ეს გაუთვიცნობიერებელი შიშია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იკა კაპანაძე
პოსტი May 20 2010, 08:49
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 465
რეგისტრ.: 6-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



პატარობისას ყველა ჩვენგანი თამაშობდა ომობანას, გვეკავა ხელში პლასტმასის ან ხის იარაღი და თამაშისას ვახდენდით გასროლის იმიტაციას ხმით, უკუცემით და ა.შ.
იქნებ ამ თამაშების დროს გასროლის იმიტირების შესრულება რეფლექსად ყალიბდება ადამიანში და ამიტომაც ხდება ჩაკვრები შემდეგში?
თუმცა ჩაკვრები რა მოსატანია ისეთი შიშები მაქ ნანახი როცა 2 მეტრიანი ვაჟკაცები ტირილამდე მიდიოდნენ ზოგი ისტერიკაშიც ვარდებოდა და გასროლაზე ლაპარაკიც ზედმეტია ხელს ვერ კიდებდნენ იარაღს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი May 20 2010, 10:08
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ქათამზე ერთერთ უშედეგო ნადირობისას მოგვივიდა აზრად რომ ცოტა სკს ით გავრთობილიყავით და სამიზნეზე გვესროლა( თოფზე ნაღდად არა მაქ არანერი სიმპტომი) თუმცა რომ დავწექი და მოვწკიპე სკს რაც ადრე არასოდეს გამიკეთებია, რატომღაც გამიჩნდა შიში, ოღონდ ეს შიში გამოიხატებოდა შემგედში( რატომღაც ვიფიქრე რომ ვაზნა არგავარდებოდა და უკან მე გამიხვრიტავდა შუბლს) დავძლიე მარგამ 5 გასროლიდან 4 მიზანს აცდა 30 მეტრში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი May 20 2010, 10:23
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მე ეგეთი რამე მომივიდა 22 კალიბრზე წლების წინ როდესაც პირველი ხრახნიანი იარაღი ვისროლი მიზანში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 20 2010, 11:06
პოსტი #12


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კარგია დავითუს მეც ვაკვირდები ამ ფენომენს და მინდა ვთქვა რომ ბევრ ჩემ მონადირე მეგობარსა აქვს იგივე პრობლემა ეს ,, თვისება,, შეიძლება შეძენილიც იყოს აი მაგალითად ეტთი პერიოდი ძალიან დიდმუხტიან ვაზნებს ვტენიდით მე და ჩემი მეგობარი სპეციალურად ახალი თოფის საფანტის ჭრისა და მიტანის მაჩვენებელი და სხვადასხვა ტიპის ცალი ტყვიის სუზუსტეს სხვადასხვა მანძილზე სხვადასხვა ჩოკიანი ლულიდან და სხვასასხვა რაოდენობა დენთის დოზირებით ,, ვიკვლევდი,, ხოდა დავაკვირდი რომ რამდენიმე ძლიერი ვაზნის გასროლის მერე მეგობარს გასროლის წინა წამებში დაეწყო თვალების პარპალი მოჭუტვა და უნებურე უკან გასაკვრა აი დაახლოებით ისეთი როგორც დიდმუხტიანი ვაზნის გასროლის დროს მოუვიდა პირველად. (არადა ასეთი რამე მანამდე არასდროს შემიმჩნევია) თვითონ არ ჯეროდა საანამ ტელეფონით არ გადავიღე (ჩუმად გასროლილი ვაზნა ჩაუდე თოფში და ისე გადავიღე გასსროლისწინა რეაქცია) სიცილით მოკვდა ეს რეები დამმართვიაო. ესე იყო საქმე მაგრამ მინდა ვთხვა რომ ეს გამოსწორებადი ჩვევაა და არ წარმოადგენს კატასტროფას თუ მონდომებულია ადამიანი გადაეჩვევა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი May 20 2010, 11:41
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩემთვისაც ნაცნობია ეს მოვლენა! ჩემი აზრით უფრო მოლოდინზე დამყარებული შიშის ამბავია ეს მოვლენა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი May 20 2010, 11:46
პოსტი #14


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




Davitus
საღოლ დავით!! small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ამაზე არასდროს მიფიქიქრია, თუმცა მეც ხშიარად დამმართვნია მასეთი რამე(სანამ დამწყები ვიყავი newsmile035.gif).. გეთანხმები, მიუხედავად იმისა რომ უკვე მივეჩვიეთ თოფის ხმასაც და უკუცემასაც მაინც ხშირად ვაკეთებთ ე.წ "ჩაკვრას" და თვალებსაც ვხუჭავთ. ეს არა ნებით არამედ ინსტიქტურად ხდება.. newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი May 20 2010, 19:06
პოსტი #15


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Davitus
კარგათ ჩამოყალიბებულია ყველაფერი newsmile027.gif
მაგრამ ეგ ამბავი შიში არ მგონია მე.უბრალოდ როცა ძლიერ ვაზნას ისვრი(მაგალითად მაგნუმს),შესაბამისად დგები სხვანაირად,უფრო მყარად და ლულის დაწევაც იმიტომ ხდება რო იარაღს აწვები წინ უკუცემის აღმოსაფხვრელად.მაგალითად როცა მწყერზე ნადირობ შეგიძლია ორივე ფეხი მიატყუპო ერთმანეთს და ისე ისროლო.მწყერის ვაზნა არ არის ისეთი სიძლიერი რო უკან გადაგაგდოს.აი როცა ისვრი მაგალითად მაგნუმს,ამ დროს ერთ ფეხს წინ დგავ და ერთს უკან ტოვებ რო სროლის დროს უკუცემამ არ წაგაგციოს ან არ წაგაბორძიკოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 22:41