ქობულეთის პრიჩალი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

6 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
ქობულეთის პრიჩალი
სტუმარი_triglit_*
პოსტი Nov 20 2009, 16:25
პოსტი #31





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



линь - გუწუ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Nov 20 2009, 16:41
პოსტი #32


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



amroci
მინდა რომ მადლობა გადაგიხადო შენი პოსტებისათვის, ავღნიშნავ რომ ძალიან საინტერესოდ წერ, მადლობა მეგობარო

და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, იქნებ დეტალურად დაწერო რა აღჭურვილობაა საჭირო ზღვაზე თევზაობისათვის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Nov 23 2009, 10:38
პოსტი #33


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



მადლობთ კომპლიმენტებისთვის, მაგრამ ბევრი არ მოგივიდეთ თორე გავფუჭდები newsmile090.gif
ზღვაზე თევზაობა მკვთრად განსხვავდება სეზონების მიხედვით. თუმცა ართი შეხედვით ერთნაირი აღჭურვილობით ვართ ყოველთვის. სამწუხაროდ მსოფლიო სათევზაო ტერმინოლოგიებს და კლასიფიკაციებს ახლა ვეუფლები (მანამ ინტერნეტი არ მქონდა), ამიტომ აღწერის დროს შემოვიფარგლები უშუალობით და ბუკვალობით.
ჯოხი და კოჭა - რაც შეეხება ჯოხსა და კოჭას - მე ბევრი სახის ჯოხი მინახია ამ ბოლო წლებში ზღვაზე მოთევზავეების ხელში, მაგრამ თითქმის ყველას ან მარილი აფუჭებს ან მზე. და თუ ვინმეს რაიმე განსაკუთრებული ჯოხი აქვს (ძვირად ღირებული), რომელიც არ ფუჭდება ზღვაზე მე ესეთებს არ ვიცნობ, ამიტომ გეტყვით იმას რაც მე მაქვს უკვე 15 წელია და ჯერჯერობით მედგრად არის. ეს არის საბჭოთა წარმოების თეთრი ტელესკოპური ჯოხი. ძალიან მძიმე და დრეკატი. 4 მ. სიგრძის. 5მ.-ანი იყო, უბრალოდ მე ერთი მუხლი მოვაკელი.
კოჭებს ყოველთვის ვყიდულობ უინერციოს, 15-20 ლარის ღირებულების და აუცილებლდ ერთი მოდელისას. რადგან როცა ერთი გაფუჭდება, მისი ნაწილები სათადარიგოდ გამოვიყენო მომდევნოზე. არ დავდებ თავს იმაზე, თითქოს ზღვაზე არცერთი ჯოხი და კოჭა არ არის გამძლეო, მაგრამ სანამ პირადად არ ვნახავ მანამ არ ვიცი რომელი ძლებს. კოჭას ჯობია ქონდეს ბევრი ადგილი ძუისათვის და კარგი შორსქნევის მახასიათებელი. რაც შეეხება მის ტვირთამწეობას, პრიჩალზე ამას დიდი მაჩვენებელი არ სჭირდება, ხოლო ნავიდან თევზაობისას ჯობია ინერციული გამოიყენოთ.
კავები და სიმძიმე კი ნამდვილად განსხვავებულია საჭირო. ზღვაზე ყოველთვის ვიყენებთ ეროზიისგიან კარგად დაცულ კავებს. ასორტიმენტი ძალზე დიდია. მე პირადად ამ წუთას თითებზე ჩამოვთვალე და 8 ერთეულზე ავედი. სიმძიმე მარტო ტყვიისაგან გვაქვს. ზოგიერთს თავისებურებები ახასიათებს (როგორც სკუმბრიის შემთხვავაში მოგახესენეთ). რაც შეხება მათ აცმულობის არქიტექტურას, ეს ცალკე თემაა.
აცმულობა (იგივე პავადოკი) - აქაური პავადოკები რომც საკუთარი თვალით ნახო ეს ბევრ შეღავათს არ მოგცემს მისი საკუთარი ხელით გაკეთებისას. ბევრი გამზადებულს ყიდულობს, მაგრამ თუ მოყვარულობის კატეგორიიდან გამოსვლას აპირებ პავადოკს აუცილებლად საკუთარი ხელით უნდა აკეთებდე (თან ეს გაცილებით იაფი გამოდის). აქ პრიჩალზე პავადოკს ვეძახით ნებისმიერ აცმულობას , რომელიც ძირითად ღერძზეა მიბმული. თუმცა სხვაგან პავადოკს ეძახიან მარტო სტავრიდაზე სათევზაო აცმულობას. ეხლა ჩამოგითვლით აცმულობის სახეობებს.
ღორჯოს - ყველაზე უბრალოა. ერთი მცოცავი ტყვია (მთელ სიგრძეზე წვრილი ნახვრეტით) და ერთი კავი (ჯობია შავი) 15მმ. სიგრძის და 6-8მმ. სიგანის. თუმცა ხშირად რამოდენიმე კავსაც უკეთებენ. შესაბამისად წყობა იცვლება. ტყვიის შემდგომ ორი თანაბარი სიგძის ყუნწით და ერთიც ზემოთ, ყველა 5-6სმ. სიგრძის ყუნწით. ზედა კავი ფსკერს (ტყვიას) არ უნდა შორდებოდეს 10 სმ.-ზე მეტს. ძუა 0.2მმ.-დან 0.3მმ.-მდე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ტყვია 15გრ.-დან 40გრ.-მდე იმისდა მიხედვით დინება რამდენად ძლიერი იქნება.
ასეთ კავზე მარტო ღორჯო კი არ იჭირება. თუ თევზის ფილეს დააგებ, ღორჯოსთან ერთად ზღარბი ან დრაკონიც შეიძლება მოყვეს. თუ გარჩეულ მიდიებს ან ჭიებს, ბარაბულკებზეც გამოდგება. თუ ზღვაზე ორი ან მეტი ჯოხით მოდიხარ ესეთი აცმულობა ყოველთვის უნდა იქონიო. თან ჯობია ორი-სამი ცალი, რადგან ღორჯოს ამბავი ყველამ იცით. თუ დროზე ვერ შეამჩნიე აუცილებლად სადღაც შეათრევს და ჩაგიბავს.
კამბულის - ძალიან გავს ღორჯოსას თავისი არქიტექტურით, ორი განსხვავებით: კავები, ძუა და სიმძიმე გაცილებით დიდი ზომის არის საჭირო და ყუნწები კავებზე 12-16სმ სიგრძის უნდა იყოს. სიმძიე დაახლოებით 40-60გრ. ამ აცმულობით გარდა კამბულისა იჭირება ასევე სკატი, კატრანი და ერთი ამ ბოლოს ძალიან დაკარგული თევზი, სახელად "ლოსიკს" უწოდებთ ჩვენ. თუმცა თუ ბევრი კატრანი წამოვიდა აჯობებს კავების ყუნწები მეტალის სპეციალური სათევზაო ტროსებისგან იყოს.
ცომისათვის - ვიყენებთ ეგრედ წოდებულ "ჩაშკებს" და "ჩაკიდულს". ესენი მხოლოდ შავთვალა კეფალზე გამოდგება და ისიც აგვისტო-სექტემბერში. დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ამას სიტყვიერად ვერ აგიხსნით. ამის მარტო ჩვენებას აქვს აზრი. თუ ჩამივარდა ფოტოაპარატი ხელში შეიძლება კიდეც გაჩვენოთ. თვითონ ცომის შეზავებასა და დაგებას მინიმუმ ვიდეო ჭირდება.
სტავრიდის - პავადოკი ყველაზე ხშირად გამოყენებადია და მისი წყობა გამოყენებულია ასევე სარღანის, სკუმბრიის, სელდის, ლუფას, ხამსას, მერლანკის და ქორჭილას საჭერად.
მე როგორც წესი ორი ან სამი სხვადასხვა სტავრიდის პავადოკი მაქვს ხოლმე მზად. განსხვავება მათ შორის საკმაოდ დიდია და შეიძლება ვარიაცებით ათეულზე ავიდეს. განსვავება შემდეგში მდგომარეობს: 1. კავების ზომა; 2. ძუის სიწმინდე (სიმსხვილე); 3. კავებზე სატყუარის სახეობები; 4. დაშორება კავებს შორის (შესაბამისად მათი რაოდენობა).
კავები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს გრძელ ღერძიანი, უყუნწო, ბრჭყვიალა და უჟანგავი ლითონისგან. აი ზომები კი გააჩნია რა ზომის სტავრიდაზე გაქვს გათვლილი (რომელი წამოვა თევზაობის დროს). შესაბამისად ზომა მერყეობს 0.5სმ სიგანიდან 1სმ. სიგანემდე.
ძუა რა თქმა უნდა მონოლითი და თანაც რაც შეიძლება წმინდა (გამჭვირვალე). არცერთი ფერი არ იპატიება. მხოლოდ უფერო. სისქე მერყეობს 0.12მმ.-დან 0.2მმ.-მდე. რა თქმა უნდა როცა წვრილი კავები გიყენია ძუაც წვრილი უნდა იყოს. მაგრამ ეს არ ნისნავს რომ, მსხვილ კავებზე აუცილებლად მსხვლი ძუა უნდა იყოს. უნდა გქონდეს: მსხვილ კავიანი და მსხვილ ძუით, ასევე მსხვილ კავიანი და წვრილი ძულით და წვრილ კავიანი და წვრილი ძულით. და აი რატომ: როცა სტავრიდა იჭირება მოზრდილი და კაპრიზობს, დავაგებთ მსხვილ კავიან და წვრილ ძუიანს. მაგრამ თუ უეცრად მოვარდა ძალიან ბევრი და არცერთ კავს უკვე ცარიელს არ გიტოვებს (ასეთი ხშირად ხდება) ჯობია სასწრაფოთ შეცვალო მსხვილი ძუიანზე, რომ პავადოკმა გაუძლოს. ხშირად მოდის წვრილი სტავრიდები და თუ დააგებ წვრილ კავიან და წვრილ ძუაიან პავადოკს, ერთი ორის ნაცვლად სუ ბრინჯივით ამოყრი წვრილ სტავრიდებს.
რაც შეეხება სატყუარებს კავზე. მე პირადად დიდი ხნის განმავლობაში ვცდიდი ნაირნაირი ფერის ბუმბულსა და კაკილაკებს (მძივის ბურთულები). თანაც ექსპერიმნტს სელექციური წესებით ვატარებდი იმისათვის, რომ გამომერჩია კაკილაკების ფერი და ზომა (დავითხარე თვალები მაგ კაკილაკების კეთებაში). შედეგი ჯერჯერობით ასეთია: განსხვავება კაკილაკებიანი და უკაკილაკებო პავადოკში შეუმჩნეველა, ხოლო ბუმბულიან და უბუმბულო პავადოკში კარდინალური. აქაც ერთი ნიუანსია. ზოგჯერ ბუბმულიან პავადოკზე კატეგორიულად წინააღმდეგია სტავრიდა, ხოლო უბუმბულო პავადოკზე ყოველთვის მოდის. უბრალოდ, ხშირად გაცილებით ნაკლები ვინემ ბუმბულიანზე. ბუმბულს ვიყენებთ ბატის ან თოლიის. გამოდგება ასევე ნებისმიერი წყლის ფრინველის (ლასტისფეხიანის) ბუმბული. როგორც წესი თეთრი ფერის. არის ასევე ზოგიერთი მტკიცებულება, რომ ხანდახან შავი ფერის ბუბულზე გაცილებით უკეთესად მოდის, თუმცა მე ვერ დავადგინე ზუსტად როდის და რა შემთხვევაში. თუ როგორ კეთდება ბუმბული კავზე ამას მარტო სურათი ან ვიდეო უნდა მინიმუმ.
სიმძიმე 20გრ.-დან 30 გრ.-მდე გააჩნია დინებას.
ასეთ კონკრეტულად სტავრიდის პავადოკზე, ყოველგვარი გადაკეთებების გარეშე მოდის ასევე სელდი, ხამსა, მერლანკა, ლიფიორი (მალევე გაგიფუჭებს პავადოკს) და უბუმბულოზე თუ დაჭრილ თევზის ხორცს დააგებ და ფსკერზე გააჩერებ მოვა ასევე ქორჭილა და დრაკონი.
სარღანას - პავადოკი ზუსტად ისე გამოიყურება როგორც სტავრიდის, ოღონდ ბუმბულებისა და კაკილაკების გარეშე. ასევე ძუა უნდა იყოს 0.25მმ. კავები 2-2.5სმ.სიგრძის და 1სმ. სიგანის. ტყვია უნდა იყოს ჩამოსხმული მონიკელებული რადიოანტენის ან ქოლგის ტარის მილის ნაჭერში ჩასხმული. დაახლოებით 30 გრ.
ხშირად სარღანის პავადოკს კავებზე უგებენ ნაძვის ხის წვიმებს. ეს მართლა ეფექტიანია მაგრმა დროებითი. ერთ თევზაობის შემდეგ წვიმები უფერულდება და რჩება მარტო ცელოფნები.
სკუმბრია - ამის პავადოკის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ აქ ნახოთ: http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=844 ან კიდე აქ: http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=1226
ზღვის ჭიის - პავადოკიც ცოტათი გავს სტავრიდის პავადოკს. მასზე არის 3 ან ოთხი კავი. ოღონდ ყუნწები უნდა ონდეს 4-5 სმ. სიგრძის. კავი უნდა იყოს შავი. თხელი მავთულისგან, რადგან ზღვის ჭია ძალიან ფაქიზია და ნაკლებად რომ დაზიანდეს. ძუა 0.25მმ.+-0.5მმ..
ამ პოსტში სხვა უფრო ეგზოტიკურ პავადოკებს არღარ ჩამოვთვლი, რადგან ისინი დიდი იშვიათობობით გამოიყენება და განსაკუთრებული მოწყენილობის დროს თუ მიმართავს ვინმე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Aug 25 2010, 15:10
პოსტი #34


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს თემა არ წამოვწიოთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Aug 25 2010, 15:16
პოსტი #35


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(ვიტო @ Aug 25 2010, 16:10) *
ეს თემა არ წამოვწიოთ?


ამ თემას წამოწევა კი არა, ჩასვლა უნდა newsmile05.gif newsmile05.gif

ჩემი აზრით სექტემბრის მეორე ნახევარში აჯობებს... ეხლა ნამეტანი რია რიააა მაქეთ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Aug 25 2010, 15:40
პოსტი #36


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გიორგი
მე ვაპირებ სექტემბრის პირველ ნახევარში 4-5 დღით აჭარის ავტონომიაში სტუმრობას, მგონი ბასასუნასაც უნდა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Aug 25 2010, 16:19
პოსტი #37


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ია ია უნდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Aug 25 2010, 18:28
პოსტი #38


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვიტო
T A M P L I E R
აწერს.....
ხოოო მე რომ წამოვალ აქედან, მერე ჩამოდით თქვენ აბა თქვენ იცით.........

როგორც ამროციმ მომწერა არ იჭირებაო, ანუ ძნელად იჭირება თევზიო, რა ვიცი მე რომ ვყვინთავ, კაი დიდ ეგზემპლარებს ვხედავ ხოლმე და რატომ არ იჭირება ალბათ ეს კაცი უკეთესად დ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Aug 25 2010, 19:32
პოსტი #39


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(chele @ 25th August 2010 - 19:28) *
უკეთესად დ


ხო მეც ეგრე მგონია.... იქაურია და მაინც უკეთესად დ newsmile035.gif

მწყერი !
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Aug 26 2010, 15:52
პოსტი #40


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გიორგი
დაწერს შე იაღოველო, დაწერს..........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
.ZB.
პოსტი Aug 26 2010, 23:09
პოსტი #41


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 97
რეგისტრ.: 16-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სექტემბერში მეც ვაპირებ წასვლას და მოვსინჯავ რა იქნება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Aug 27 2010, 13:39
პოსტი #42


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



თევზით გაბნელებული იყო პრიჩალის ქვეშ წყალი, მაგრამ არ ჭამდა. ეგ კიარა და მიდიებიც კი ჩაცვინდა სიცხისაგან.
დადიაოდა გამოთაყვანებული სიცხისაგან. 26 გრადუსამდე ავიდა წყლის ტემპერატურა. ხუმრობაა?!
ეხლა გვარიანად წვიმსუკვე მეორე დღეა. როგორც კი ციკლონი გადაიარს მესამე ან მეოთხე დღეს შემოაჭრის თევზი.
პირველ რიგში ლიფიორას ველოდები და სარღანას რათქმაუნდა.
ვნახოთ მოკლედ რა იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Aug 27 2010, 13:53
პოსტი #43


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



amroci
რამე რომ იყოს ხომ დაგვეხმარები, თუ მუშაობის გრაფიკი როგორი გაქვს?
მე ვიყიდე ტაბუკოს ანკესი, 240სმ სპეციალურად ზღვისთვის, უფრო სწორებ "პრიჩალებიდან სათევზაოდ, სადაც მოკლე
ჯოხი უფრო კომფორტულია, 20-140 გრ ტესტით, კოჭაც იქვე ვიყიდე, არაინერციული,300 მეტრი ლურჯი ძუით, ეგეც
მარილიანი წყლისთვის, დანარჩენი კიდევ რა დამჭირდება, ან რა ნემსკავებია საჭირო,
ამ თემასაც გადახედე აბა, მგონი ზღვის ნემსკავებია
http://forum.ochopintre.ge/index.php?showt...mp;#entry103086
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Aug 29 2010, 14:44
პოსტი #44


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ვიტო
შაბათ-კვირას ამინდებში როგორც წესი პრიჩალზე გავდივარ. ასე რომ იქ რო შემხვდებით რათქმაუნდა დაგეხმარებით.
პრიჩალზე არ გაქვს შეზღუდვა ანკესის სიგრძესთან დაკავშირებით. ეს უფრო ნავში.
პრიჩალი იმით არის კარგი რომ ყველანაირი ანკესით ითევზავებ. ანი ნავში კი 3 მეტრზე გრძელი ანკესით თევზაობა წვალებაა.
დანარჩენის შესახებ მითითებულ თემაში დავწერე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Sep 12 2010, 12:39
პოსტი #45


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



სკუმბრია შემოვიდააა ! haied.gif

მე კი დე უანკესოდ ვარ. ანკესი მინდა სასწრაფოდ ! shiverr.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

6 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th May 2024 - 18:09