კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V  « < 2 3 4  
Closed TopicStart new topic
კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა
AlekoN
პოსტი Oct 7 2009, 22:42
პოსტი #46


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (შარკი @ Oct 7 2009, 07:15 PM) *
სამინისტროში არსებობს ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, რომელიც პროფესიონალ მონადირეებთან შეთანხმების გარეშე ლამის არცერთ გადაწყვეტილებას არ ღებულობს. თავად ვყოფილვარ ამის მოწმე არაერთხელ და ასეთ უაპელაციო განცხადებებს არ გავაკეთებდი თქვენს ადგილას.

სად ბიომრავალფეროვნების და სად ნადირობის დეპარტამენტები??
რომელ მონადირეებს უთანხმდებიან?
საქართველოში უძველეს სანადირო გაერთიანებასთან თუ აქვთ კავშირი?
და თუ საიდუმლო არაა, რა გადაწყვეტილებებია მათთან შეთანხმებით მიღებული?

აბსურდები და უაპელაციო განცხადებები მერე მოვიკითხოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 7 2009, 23:04
პოსტი #47


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



AlekoN
ციტატა(AlekoN @ 7th October 2009 - 11:42 PM) *
საქართველოში უძველეს სანადირო გაერთიანებასთან თუ აქვთ კავშირი?

ეგ რომელია, მონკავშირი? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 7 2009, 23:42
პოსტი #48


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



AlekoN
გასაგებია თქვენი გულისტკივილი...მაგრამ დღევანდელ საქართველოში(და არა ევროპასავით მოძლიერებულ, მომავლის)...რა გამოსავალს გვთავაზობთ?????....ამბობთ მგელს ვერ გაანადგურებთო...(ნეტა ეგ ევროპის ქვეყნებმა როგორ მოახერხეს)....რეგულირებაა საჭიროო...კიმაგრამ მაგას ვინ კრძალავს???...გარკვევით გვითხრეს შეხვედრაზე..."აგერ ბატონო...53 მგელია გასანადგურებელი და თუ შეგიძლიათ მიხედეთო"....არადა ჩვენ ხომ გვაწუხებს ეს საკითხი...მივხედოთ რა...წავიდეთ და გავანადგუროთ. სამინისტრო წინააღმდეგია...ადამიანები შევარდნენ ტყეში და გაწყვიტონ მგლები..ვისაც როგორ მოუნდება და რა საშუალებით...აი მაგას კრძალავენ....თორემ გამგეობებთან შეთანხმებით..(კანონიერად) ნებადართულია იმ მგლების მოსპობა..რომელიც...ფიქსირდება ამა თუ იმ მიდამოებში და აწუხებს მოსახლეობას...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Oct 8 2009, 11:20
პოსტი #49


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ლევანი
QUOTE (ლევანი @ Oct 8 2009, 12:42 AM) *
ამბობთ მგელს ვერ გაანადგურებთო...(ნეტა ეგ ევროპის ქვეყნებმა როგორ მოახერხეს)

QUOTE (ლევანი @ Oct 8 2009, 12:42 AM) *
სამინისტრო წინააღმდეგია...ადამიანები შევარდნენ ტყეში და გაწყვიტონ მგლები..ვისაც როგორ მოუნდება და რა საშუალებით...

მემგონი ყურადღებით არ კითხულობ ჩემს პოსტებს, რადგან ამ კითხვების პასუხები უკვე დავწერე.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ.
დას. და ცენტრ. ევროპა კარგა ხანია მჭიდროდაა დასახლებული, ამან გამოირვია პირველყოფილი ლანდშაფტის შეცვლა და სავარგულების გაკულტურება (ტყე-პარკები, სასოფლო-სამეურნეო მიწები), პრაქტიკულად, აუთვისებელი და უდაბური ადგილები აღარ დარჩა (ნაკრძალებისა და ცალკეული მთიანი რეგიონების გარდა). სწორედ ამან გახადა მოწყვლადი მგელი. ანუ ბუნებრივი პირობების გლობალურმა ცვლილებამ და მოსახლეობის დიდმა სიმჭიდროვემ მას შანსი აღარ დაუტოვა.
საქართველოში კი ყველაფერი პირიქითაა. მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა,(ძირითადად პროვინციების ხარჯზე), სოფლები იცლება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მიუხედავია და უდაბურდება, რაც ნადირის გამრავლებას ხელს უწყობს.
კიდევ ვიმეორებ, რომ კავკასიაში მგელს ვერ გაწყვეტ, ისევე, როგორც რუსეთსა და ზოგ. აღმ. ევროპულ ქვეყანაში, თუ იგივე გლობალური ცვლილებები არ მოხდა რაც დას. ევროპაში. ამას დაუმატე მგლის კარგი რეზერვატები უკლებლივ ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან, რომელიც შეავსებს ჩვენს პოპულაციას, შემცირების შემთხვევაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 8 2009, 12:14
პოსტი #50


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გასაგებია...უბრალოდ ეგ ან არის ეგრე და ან არა...ტაიგა და უღრანი არც იმათ აკლიათ..(ეგ ჩრდილოეთია)...ტაიგა კი ნამდვილად ვიცი რასაც წარმოადგენს...ბევრჯერ ვარ ნამყოფი...ღრმა ტაიგაში...მანდ რამის მიგნება და განადგურება...პრაქტიკულად შეუძლებელია...საუკეთესო პირობებია ისეთი მტაცებლისთვის, როგორიც მგელია...თუმც ამაზე დავა ნამდვილად არ ღირს....მგლის ბოლომდე განადგურემა მაინც არ შეიძლება..და ვერც მოახერხებს ვერავინ...რეგულირებას კი არავინ კრძალავს...ასე რომ შეგვიძლია პრაქტიკულ მხარეზე ვიფიქროთ...რა შეგვიძლია ჩვენ....მაგ კუთხით გავაკეთოთ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 8 2009, 13:36
პოსტი #51


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(AlekoN @ Oct 7 2009, 11:42 PM) *
სად ბიომრავალფეროვნების და სად ნადირობის დეპარტამენტები??
საქართველოში უძველეს სანადირო გაერთიანებასთან თუ აქვთ კავშირი?


რომელია უძველესი სანადირო გაერთიანება? ან სად არიან? მე გადმოცემით თუ ვიცი მაგათ შესახებ ბაბუაჩემიდან და ბაბუაჩემიც აღარ არის ცოცხალი 80 წლიდან. მას მერე არაფერი მსმენია!
სანადირო გაერთიანება აქ ვართ (მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში).

ხოლო რაც შეეხება ევროპაში ადამიანების გაფართოვებით შევიწროვებულ მგლებს - მოხდა ამ მგლების ამოღება და არა "შევიწროვება" რისი შედეგიც ის არის, რომ ეხლა ფიქრობენ მათი პოპულაციის ისევ მოშენებაზე. არ მგონია აქ მყოფთაგან ჩემზე უფრო მეტი ინტენსიური ურთიერთობა ქონდეს ვინმეს ევროპასთან, ამიტომ ვიცი დაზუსტებით, რომ ევროპაში, ფერმერების გარდა ყველა უკმაყოფილოა მგლების გაწყვეტით!!!!!!!!!! იმ ფერმერებს კი სათანადო განათლება არ აქვთ, მათ ზიანის შემთხვევაში (თუ მგელი მათ საქონელს დაგლეჯდა) სახელმწიფო ზარალს სრულად უნაზღაურებდა, მაგრამ განათლება არ ყოფნით მეტი და იმიტომ არიან კმაყოფილები...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შარკი
პოსტი Oct 8 2009, 13:46
პოსტი #52


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 103
რეგისტრ.: 8-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქ.თბილისი




AlekoN
ის რომ, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის სანადირო სავარგულებში ჩლიქოსნების სიმჭიდროვე ოპტიმალურზე მაღალია, ძირითადად, სანადირო მეურნეობის განვითარების ინტენსიური ხასიათისა და მაღალი სანადირო კულტურის შედეგია. გარეულ ჩლიქოსნებს ისე უვლიან და კვებავენ, ჩვენთან ბევრი შინაურ პირუტყვს რომ ვერ მიხედავს... რომ დასჭირდეთ, თავისუფლად შეამცირებენ მათ რიცხვს - ან ნადირობის კვოტას გაზრდიან და ან შეუწყვეტენ დამატებით კვებას (განსაკუთრებით ზამთარში). ანუ, ძვირფასი სანადირო-სარეწაო ცხოველების მაღალი რიცხოვნება ხელოვნურად და სავსებით შეგნებულადაა გაზრდილი და შენარჩუნებული. მეტი ნადირი - მეტი ნადავლი - მეტი შემოსავალი, ესაა სანადირო მეურნეობების მოტივაცია. ეს ინფრასტრუქტურა კარგადაა აწყობილი ამ ქვეყნებში - გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი, სლოვაკეთი. აქ არავინ მოინდომებს მგლების გამრავლებას და ჩლიქოსნების რაოდენობის მათი მეშვეობით დარეგულირებას.
გერმანელმა მწვანეებმა შეიძლება უარესებიც თქვან...
------------------------------------------

newsmile035.gif

გერმანელი მწვანეების არ ყოფილან, გერმანელი ბიომრავალფეროვნების სპეციალისტები იყვნენ და რატომღაც მგონია, რომ ზოგიერთ მონადირეზე უკეთესად იციან საკუთარი პრობლემები.

არასწორია ამის მტკიცება:
ზოგიერთი ქვეყნის სანადირო სავარგულებში ჩლიქოსნების სიმჭიდროვე ოპტიმალურზე მაღალია, ძირითადად, სანადირო მეურნეობის განვითარების ინტენსიური ხასიათისა და მაღალი სანადირო კულტურის შედეგია. გარეულ ჩლიქოსნებს ისე უვლიან და კვებავენ, ჩვენთან ბევრი შინაურ პირუტყვს რომ ვერ მიხედავს
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სანადირო სავარგულებში არაა პრობლემა. პრობლემაა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით და ამას ვერანაირი კვოტებით თამაშით ვერ დაარეგულირებენ. ასეთია მათი აზრი. მიზეზსაც ასახელებენ - თავის დროზე მგლების გაწყვეტა.

AlekoN
სად ბიომრავალფეროვნების და სად ნადირობის დეპარტამენტები??
რომელ მონადირეებს უთანხმდებიან?
საქართველოში უძველეს სანადირო გაერთიანებასთან თუ აქვთ კავშირი?
და თუ საიდუმლო არაა, რა გადაწყვეტილებებია მათთან შეთანხმებით მიღებული?
----------------------------------------------------------------------------------------

newsmile035.gif

ბიომრავალფერონების სპეციალისტები მუშაობენ ბაიომრავალფეროვნების ბალანსისი შენარჩუნებაზე.
მათი მოვალეობაა სხვადასხვა კვლევების წარმოება და ამის საფუძველზე ნადირობის სეზონის გახსნა, სხვადასხვა ცხოველებსა და ფრინველებზე ნადირობის ნების დართვა ან აკრძალვა, ნადირობის და ტევზაობის წესების შემუშავება, ცვლილება, კვოტების დაწესება და ასე შემდეგ. ახლა ტქვენ თუ ფიქრობთ, რომ ამას მონადირეები უნდა აკეთებდნენ, მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით.

თანამშრომლობის კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, ჯერ ერთი ყველა ამ შეხვედრების აქტიური მონაწილე და ინიციატორები სწორედ ამ დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ სხვებთან ერთAდ.

მეორეც, ტევზაობის და ნადირობის წესების დამტკიცების დროს სამონადირეო მეურნეობების და მეთევზე-ლიცენზიანტების წარმომადგენლების მოწვევა ხდება რეგულარულად.

იმედია არ ფიქრობთ, რომ მონადირეები ტყე-ტყე უნდა ეძებონ ან მტკვარზე ეკრანშიკებს უნდა შეუთანხმონ რამე.
მონკავშირთან დაკავშირებით რა გითხრათ, კიდევ არსებობს? newsmile035.gif

ბესო
მოგვიანებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Oct 8 2009, 17:21
პოსტი #53


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ლევანი
QUOTE (ლევანი @ Oct 8 2009, 01:14 PM) *
ტაიგა და უღრანი არც იმათ აკლიათ..(ეგ ჩრდილოეთია)

სკანდინავია არაა დას. და ცენტრ. ევროპა და ამიტომაც არ მქონია მხედველობაში. მანდ შეიძლება არის მგელი, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.
კარგად იცი, რომელ ქვეყნებსაც ვგულისხმობ.


QUOTE (ლევანი @ Oct 8 2009, 01:14 PM) *
გასაგებია...უბრალოდ ეგ ან არის ეგრე და ან არა...

კონკრეტულად რაში არ მეთანხმები?

QUOTE (ლევანი @ Oct 8 2009, 01:14 PM) *
მგლის ბოლომდე განადგურემა მაინც არ შეიძლება..

და მერე ვინ თქვა, რომ საქართველოში მგელი უნდა გავწყვიტოთ?

QUOTE (ლევანი @ Oct 8 2009, 01:14 PM) *
და ვერც მოახერხებს ვერავინ...რეგულირებას კი არავინ კრძალავს...ასე რომ შეგვიძლია პრაქტიკულ მხარეზე ვიფიქროთ...რა შეგვიძლია ჩვენ....მაგ კუთხით გავაკეთოთ...

ესე იგი, ამაში მეთანხმები.
რეგულირებას სერიოზული ჯგუფების შექმნა ჭირდება და დღეს მგონი, ეს მექანიზმი მხოლოდ ქაღალდზე დარჩება.


QUOTE (ლევანი @ Oct 8 2009, 12:42 AM) *
გარკვევით გვითხრეს შეხვედრაზე..."აგერ ბატონო...53 მგელია გასანადგურებელი და თუ შეგიძლიათ მიხედეთო"....

ცნობილი შემთხვევების შემდეგ ხომ დარაზმეს მონადირეები, ზოგს ტყვია-წამალი მისცეს და ა. შ.
მოდი ვიკითხოთ, ამ რეაგირებების მერე ერთი მგელი მაინც თუ იქნა მოპოვებული?
ანუ, მიღებული ზომების ეფექტურობა როგორი იყო?


QUOTE (ლევანი @ Oct 8 2009, 12:42 AM) *
არადა ჩვენ ხომ გვაწუხებს ეს საკითხი...მივხედოთ რა...წავიდეთ და გავანადგუროთ.

ახლა მე და შენ რომ წავიდეთ, მგლებს დავხოცავთ?!

QUOTE (ლევანი @ Oct 8 2009, 12:42 AM) *
სამინისტრო წინააღმდეგია...ადამიანები შევარდნენ ტყეში და გაწყვიტონ მგლები..ვისაც როგორ მოუნდება და რა საშუალებით...აი მაგას კრძალავენ...

შენი ფორმულირების მიხედვით, სამინისტრო უტოპიურ იდეასაა აყოლილი.
გულწრფელად გეკითხები, მართლა ასე ადვილი გგონია მგლის მონადირება?
ცოფიანი მგელი ნებისმიერი საშუალებით არ უნდა გაანადგურო??
-----------------------------------------------------------------------------------------


ბესო
QUOTE (ბესო @ Oct 8 2009, 02:36 PM) *
რომელია უძველესი სანადირო გაერთიანება? ან სად არიან? მე გადმოცემით თუ ვიცი მაგათ შესახებ ბაბუაჩემიდან და ბაბუაჩემიც აღარ არის ცოცხალი 80 წლიდან. მას მერე არაფერი მსმენია!
სანადირო გაერთიანება აქ ვართ (მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში).

ეს ის გაერთიანებაა, რომელმაც შექმნა და აქამდე მოიტანა მონადირული ტრადიციები, სანადირო მეძაღლეობა, და დღეს თუ ვერაა სათანადო დონეზე, მაგის მიზეზი სხვაა.
საქართველოში სანადირო ორგანიზაციების ისტორია 2009-დან არ იწყება.

QUOTE (ბესო @ Oct 8 2009, 02:36 PM) *
ხოლო რაც შეეხება ევროპაში ადამიანების გაფართოვებით შევიწროვებულ მგლებს - მოხდა ამ მგლების ამოღება და არა "შევიწროვება" რისი შედეგიც ის არის, რომ ეხლა ფიქრობენ მათი პოპულაციის ისევ მოშენებაზე.

ვსაუბრობდი არა "შევიწროებაზე" ევროპაში, არამედ გაწყვეტაზე.
რაღაც, გაუგრძელდათ ფიქრი, მგონი... newsmile053.gif

პ.ს. ეს "ამოღება" რაღაა?! ტიპიური კალკაა.

QUOTE (ბესო @ Oct 8 2009, 02:36 PM) *
ამიტომ ვიცი დაზუსტებით, რომ ევროპაში, ფერმერების გარდა ყველა უკმაყოფილოა მგლების გაწყვეტით!!!!!!!!!! იმ ფერმერებს კი სათანადო განათლება არ აქვთ, მათ ზიანის შემთხვევაში (თუ მგელი მათ საქონელს დაგლეჯდა) სახელმწიფო ზარალს სრულად უნაზღაურებდა, მაგრამ განათლება არ ყოფნით მეტი და იმიტომ არიან კმაყოფილები...

ბუნებრივიცაა, ერთი აზრი არ ექნებათ - ერთს, რომელსაც ცისფერ ეკრანზე თუ უნახავს მგელი და მეორეს, რომელსაც საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი მისი მეზობლობა. მეორის გრძნობები სულაც არ იქნება სენტიმენტალური.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Oct 8 2009, 19:15
პოსტი #54


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



შარკი

რესპეკტ, შარკი რესპეკტ!
ოქროს სიტყვებს წერ, გეტყობა რომ კითხვაც და აზროვნებაც
არ გაკლია - 100%ით გეთანხმები

და კიდევ, ვინმემ თუ იცით გერმანული მეურნეობების პრეისკურანტი?
გაიგებთ და ინსულტს ვერ გადაურჩებით... მერწმუნეთ იქ ხალხი ვერ
ნადირობს სიძვირის გამო. გერმანელები სანადიროთ ბულგარეთს, ჩეხეთს,
სლოვაკეთს და საფრანგეთს სტუმრობენ იმიტომ, რომ იქ ნადირობა
"შვაინ-იშტოიერ"-ი არ არის ანუ უნამუსოდ ძვირი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 8 2009, 23:03
პოსტი #55


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(AlekoN @ Oct 8 2009, 06:21 PM) *
ეს ის გაერთიანებაა, რომელმაც შექმნა და აქამდე მოიტანა მონადირული ტრადიციები, სანადირო მეძაღლეობა, და დღეს თუ ვერაა სათანადო დონეზე, მაგის მიზეზი სხვაა.


მონადირული ტრადიციები არ შეუქმნია მაგ გაერთიანებას!!!!!!!!! და არც მის გაქრობასთან ერთად გამქრალა ნადირობის კულტურა საქართველოში!!!
ნადირობის ტრადიციაც და კულტურაც საქართველოში შეიქმნა და იხვეწებოდა მრავალი საუკუნეების განმავლობაში. ამიტომ კომუნისტების მიერ შექმნილი "მონკავშირი" და მისი მსგავსი სხვა ორგანიზაციები დღევანდელობასთან არაფერ შუაში არ არის... თუ ვინმეს უნდა კიდევ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ურთიერთობა არ მგონია, რომ უარი ეთქვათ ვინმესთვის. მაგალითად: ჩვენ, მივაკითხეთ და კარი გაგვიღეს!!!!!!!!

ციტატა(AlekoN @ Oct 8 2009, 06:21 PM) *
საქართველოში სანადირო ორგანიზაციების ისტორია 2009-დან არ იწყება.


2009 წელს დაიწყო ჩვენი კლუბის ისტორია (იმედი მაქვს, რომ არც დამთავრდება newsmile05.gif ) და ვიმედოვნებთ, რომ ველოსიპედს არ გამოვიგონებთ და ამ საუკუნეების ნამოღვაწარს ღირსეულად დავიცავთ და შევინახავთ - როგორც მინიმუმ - ჩვენ წილ ქვას მაინც გადავაგორებთ!!!

ციტატა(AlekoN @ Oct 8 2009, 06:21 PM) *
ვსაუბრობდი არა "შევიწროებაზე" ევროპაში, არამედ გაწყვეტაზე.
რაღაც, გაუგრძელდათ ფიქრი, მგონი... newsmile053.gif

პ.ს. ეს "ამოღება" რაღაა?! ტიპიური კალკაა.


გაუგრძელდათ თუ არ გაუგრძელდათ ამის მსაჯი არ მგონია საქართველო იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამაზე სერიოზულად ფიქრობენ და გზებს სახავენ და 1 და 2 თვეში არ ხდება ამგვარი საქმეების დაგეგმვა და განხორციელებაც, როდესაც ყველა დეტალი გასათვალისწინებელია!

ციტატა(AlekoN @ Oct 8 2009, 06:21 PM) *
ბუნებრივიცაა, ერთი აზრი არ ექნებათ - ერთს, რომელსაც ცისფერ ეკრანზე თუ უნახავს მგელი და მეორეს, რომელსაც საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი მისი მეზობლობა. მეორის გრძნობები სულაც არ იქნება სენტიმენტალური.


რა თქმა უნდა არ ექნებათ 1 აზრი. ის "არასენტიმენტალური" ფერმერი ხარობს, მაშინ, როდესაც მგლის არსებობის დროსაც კი მისი ზიანი 0-ის ტოლი იყო. და "სენტიმენტალური" ქალაქის მოსახლეობა კი წუხდება უკვე გაცოფებული ირმებით!!, რომლებიც ავტობანებზე რქებით ერჭობათ საქარე მინებში... და მომრავლდნენ ავადმყოფი ჩლიქოსნები ევროპაში, ვინაიდან ეს "გარეწარი" მგლები აღარ არიან და აღარ ხდება ამ ავადმყოფი ცხოველებისგან ფაუნის გასუფთავება. მგლები და მათი მსგავსი მტაცებლები გარკვეულ წილად ტყის სანიტრები არიან და მათი ამოწყვეტა სრული უმეცრებაა, რაც უკვე აღიარა ევროპამ და აქ მესამედ ნაღდად არავინ მიუბრუნდება ველოსიპედის გამოგონებას!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 8 2009, 23:11
პოსტი #56


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(AlekoN @ 8th October 2009 - 06:21 PM) *
კონკრეტულად რაში არ მეთანხმები?

კონკრეტულად ვერ ვიტყვი ვერაფერს...უბრალოდ ეგეთი რამე რაღაც გარკვეულ ფაქტებს უნდა ეყრდნობოდეს...საინტერესოა..ვინ დაადგინა, რომ ცენტრალურ ევროპაში მგლები ადამიანებმა შეავიწროვეს და მათი ტერიტორიები აითვისეს...რაიმე დასკვნა არსებობს???...
ციტატა(AlekoN @ 8th October 2009 - 06:21 PM) *
მოდი ვიკითხოთ, ამ რეაგირებების მერე ერთი მგელი მაინც თუ იქნა მოპოვებული?
ანუ, მიღებული ზომების ეფექტურობა როგორი იყო?

ვკითხოთ...საინტერესოა..თუმცა მე რაც ტელევიზიით ვნახე...გლდანში მოკლეს(ცემი ნაცნობიც იქ იყო) კახეთშიც იყო 2 თუ 3 განადგურება...ერთერთის სურათები ჩვენ ფორუმზე დევს...
ციტატა(AlekoN @ 8th October 2009 - 06:21 PM) *
ახლა მე და შენ რომ წავიდეთ, მგლებს დავხოცავთ?!

შეიძლება მე და შენ ვერ დავხოცოთ...მაგრამ ჩვენ კლუბში არიან იმ დონის მონადირეები...თუ გინდა ლომებს დაგიხოცავენ...
ციტატა(AlekoN @ 8th October 2009 - 06:21 PM) *
შენი ფორმულირების მიხედვით, სამინისტრო უტოპიურ იდეასაა აყოლილი.
გულწრფელად გეკითხები, მართლა ასე ადვილი გგონია მგლის მონადირება?
ცოფიანი მგელი ნებისმიერი საშუალებით არ უნდა გაანადგურო??

არაფერი არ მგონია...და არ არისი საჭირო ჩემგან ისეთი მონადირის პროტოტიპის ჩამოყალიბება..ვისაც მარტო სურათზე ყავს მგელი ნანახი...მგელი 3 ჯერ მყავს ნანახი 8-10 მეტრის მანძილზე...რუსეთში..უღრან ტაიგაში... ისიც კარგად ვიცი რასაც წარმოადგენს...და რა მანძილს გადის მოკლე დროში...ჩემ ნააზრევში...სამინისტრო რატო აწვება უტოპიურს..მაგას ვერ მივხვდი..ხოლო რაც შეეხება ცოფიან მგელს...უცოფოს განადგურებაც ნებისმიერი ხერხით შეიძლება...თუ მოსახლეობას აწუხებს...ხოლო ცოფიანია თუ არა მგელი...მაგის დადგენა სხვა თემაა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 8 2009, 23:19
პოსტი #57


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩემი პოსტები, რომ წავიკითხე დავიშოკე - არ გამომიყვანეს მგლის დამცველად? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif არა და მგონი პირველი მე გავყვიროდი ამოსაღებია მეთქი newsmile035.gif newsmile035.gif მაგრამ მათი გარკვეული რაოდენობის ამოღება არ ნიშნავს მგლის ჯიშის სრულ ამოწყვეტას!! newsmile058.gif newsmile058.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 8 2009, 23:46
პოსტი #58


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



და საერთოდ ეს თემები ეხება ჩვენი კლუბის ურთიერთობას სამინისტროსთან და გაოფებას არ ექვემდებარება....
სხვადასხვა პრობლემები განიხილება შესაბამის თემებში
ამიტომ -
- ცლოსედ!!!



არადა 2 სიტყვის დამატება მინდოდა, კარდი დისკუსია იყო

ვიტო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  « < 2 3 4
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 07:18