ბრაკებთან ბრძოლის მეთოდიკა! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

12 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
ბრაკებთან ბრძოლის მეთოდიკა!, მაინც გავიმარჯებთ! ჩვენც და ბუნებაც!
ბესო
პოსტი Sep 23 2009, 22:36
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაქვს 1 იდეა, რომელიც ჩემი რწმენით ბოლოს მოუღებს ბრაკების თარეშს ამ ქვეყანაში და მინდა აქ განვიხილოთ.

ძირითადად შევეხები და მაგალითად მოვიყვან ელექტრო-შოკური აპარატით "თევზჭერა"-ს, მაგრამ იგივე წარმატებით შეიძლება ამ იდეის მორგება ყველა ტიპის ბრაკონიერულ საქმიანობაზე.

როგორც ვიცი ელექტრო-შოკური აპარატით თევზაობის ფაქტის გამოვლენისას, თუ დაჭრილი თევზი არ იქნა აღმოჩენილი - ჯარიმა არის 400 ლარი...

რა ხდება შემდეგ...

ეს ჯარიმა არტყმული, "საწყალი ბრაკი" მიდის და იხდის "პატიოსნად" და "დარცხვენილად" ამ ჯარიმას, შემდეგ "ვალმოხდილი" "ამაყად" ჩაიდებს ჯიბეში 100-150 ლარს, გააკეთებინებს ახალ აპარატს და არხეინად და მშვიდად აგრძელებს იმავე საქმიანობას...

რატომ?

ბრაკების მონაყოლითა და ბრაკებისაგან გაწამებული ხალხის მონაყოლით ვიცი, რომ 1 კგ მთის მდინარის, წითელ წინწკლებიან კალმახს "შავ ბაზარზე" გადამყიდველი ყიდულობს 30-50 ლარად (ფასი მერყეობს კალმახის ჭერის ინტენსივობიდან გამომდინარე).

ეს პროცესი თან ისეა, აწყობილი, რომ საკალმახე მდინარეების მიმდებარე სოფლებში, გადამყიდველები (ძირითადად მარნეულიდან - ეხება აღმოსავლეთ საქართველოს) თავის ხარჯებით ჩადიან და ყიდულობენ თევზს. ანუ თუ საშუალო ფასს ავიღებთ 40 ლარს. ამ ჩვენს "ბუნჩულა" ბრაკს თავისი ჯარიმა და ახალი აპარატი უჯდება 13-14 კილო კალმახი...

საბაზრო ეკონომიკა გენიალური რამ არის... რა თქმა უნდა ამ ფასების შემხედვარეს უღირს, რომ ის ჯარიმებიც იხადოს და ისევ ის საქმიანობა გააგრძელოს... ამას ემატება პასუხისმგებელი ორგანოების მოქრთამვის სიმარტივე და ა.შ.

პატრული სიმთვრალეზე 150 ლარიან ჯარიმას რომ წერს, განმეორებაზე 300 ლარია... ერთხელ რომ დაიჭირეს მავანი, ის დაფიქრდა - და გადაწყვიტა - 300 ლარი აზარალებს ჩემს ოჯახსო და მეორედ აღად დაჯდა საჭესთან ნასვამი. ვინც გადაწყვიტა, რომ 300 ლარი ფული არ არისო...იმას მესამე შემთხვევაზე 500 გაუფორმეს. ესეც, რომ ეცოტავა - საერთოდ წაართვეს მართვის მოწმობა და დადის ეხლა მეტროთი.

ეს მაგალითი თვალსაჩინოებისთვის მოვიტანე, მაგრამ იდეა ეს არის... რომ იყოს აპარატის გამოყენებაზე ჯარიმა 10,000 გელა - ხოლო განმეორების შემთხვევაში კი - ციხე - ასე 10-15 წელი. დარწმუნებული ვარ ამგვარი ბრაკების მინიმუმ 90% შეეშვება მსგავს საქმიანობას...

აპარატის ხელოსნებზეც უნდა იყოს ასე 20-25 წლიანი "სროკი" და ვნახავ მერე ვინ მოკიდებს ხელს "გამოგონებებს"...

ის ვინც გადაწყვეტს, რომ ქრთამს გაიღებს და ადვილად გამოძვრება - მეორე დილემას წააწყდება - ჩვენი კორუმპირებული "ძმები" ეტყვიან: "იცი ძმაკაც - ეს უკვე 400 ლარიანი საქმე კი აღარ არის 10,000 გელა გეჯღანება და ამიტომ მეც ოდნავ მსუყე ნაჭერი მეკუთვნისო... 200 გელას ნაცვლად - ასე 3,000-5,000 გელა დაგიჯდებაო..." ადგება ეს "ჭკვიანი" ბრაკიც და დაფიქრდება - "მიღირს კი ამის დედაც ჯეკ წვალებადო?" და დაანებებს თავს.

მე და არჩილი ვაგროვებთ ეხლა ინფოს ევროპაში რა დონეზე დგას ეს საკითხი, რომ შევადაროთ და იქნება რაიმე მსგავსი გადმოვიღოთ ჩვენც... მაგ: ლიტვაში თუ ლატვიაში ლიცენზირებული კალმახის ჭერის დროს თუ არის დაშვებული 3 კალმახის დაჭერა დღეში - მე-4 დაჭერისას (და არ გაშვებისას) ჯარიმა არის 800 ევრო... და აპარატით თევზაობაზე "დაწვრილმანება" ამ შემთხვევაში აზრს კარგავს მგონი...

გარდა ამ სიკეთეებისა - კალმახზე ლიცენზირებული სპორტული მეთოდებით თევზჭერის დაშვება და მისი პოპულარიზაცია არის აუცილებელი. ჯერ ერთი ლიცენზია იქნება თუ მოსაკრებელი - შეიძენს ადამიანი და ეს ფული ბიუჯეტს შეუვა. და მეორეც - რაც უფრო მომრავლდება ამგვარი მეთოდით მეთევზეთა რიცხვი - პირდაპირპროპორციულად შემცირდება ბრაკების რიცხვიც. უბრალოდ ამ ხალხის სიმრავლე არ მიცემს ბრაკებს თავისუფლად თარეშის საშუალებას.

მოკლედ სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა "2 სიტყვით" newsmile05.gif

პატივისცემით,

...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 23 2009, 23:01
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბესო
ჯიგრიკუზა ხარ

ჩემ პატარა მოსაზრებასაც დავამატებდი რაც აქამდე მარტო იქ განგვიხილია..........

ერთად ერთი არ დაგეთანხმებოდი ჯარიმის რაოდენობაში, გავანახევრბდი თორე მართლა მეცოდებიან,
ნაღდად მჯერა რომ ეს მეთოდი შედეგს გამოიღებს

ციტატა(Beso @ 23rd September 2009 - 11:36 PM) *
მაგ: ლიტვაში თუ ლატვიაში ლიცენზირებული კალმახის ჭერის დროს თუ არის დაშვებული 3 კალმახის დაჭერა დღეში - მე-4 დაჭერისას ჯარიმა არის 800 ევრო...

სავსებით დასაშვებია ჩვენთანაც იგივე რომ გაკეთდეს, მე ნორმალური ზომის 3 ცალი კალმახი
მადას დამიკმაყოფილებს, ისიც თუ მშია, თუ არადა საერთოდ გაუშვებ და იცხოვროს




ციტატა(Beso @ 23rd September 2009 - 11:36 PM) *
გარდა ამ სიკეთეებისა - კალმახზე ლიცენზირებული სპორტული მეთოდებით თევზჭერის დაშვება და მისი პოპულარიზაცია არის აუცილებელი. ჯერ ერთი ლიცენზია იქნება თუ მოსაკრებელი - შეიძენს ადამიანი და ეს ფული ბიუჯეტს შეუვა. და მეორეც - რაც უფრო მომრავლდება ამგვარი მეთოდით მეთევზეთა რიცხვი - პირდაპირპროპორციულად შემცირდება ბრაკების რიცხვიც. უბრალოდ ამ ხალხის სიმრავლე არ მიცემს ბრაკებს თავისუფლად თარეშის საშუალებას.

აი ეს მიმაჩნია ამომავალ წერტილად, მაგას ვღაღადებ რამდენი ხანია, სპორტული ჭერა არის ერთ ერთი ძალიან ეფექტური მეთოდი
ამ სენის ცოტათი მაინც გადასაჯიშებლად, რაც მეტი აიღებს ანკესს ხელში მით უფრო შეიზღუდება ელექტრიკების რაოდენობა........
ცოტას განვმარტავ: ავიღოთ 10 ელექტოინჟინერი, და 1 წლის ხელშეუხებელ მდინარეზე ანკესით დავაჭერინოთ კალმახი ოღონთ
ვასწავლოთ როგორ უნდა, რას მივიღებთ? იგივე რაოდენობის დაჭერილ თევზს რასაც თითონ იჭერდა აპარატით, რა უნდა იფიქროს ეხლა
ასეთმა კაცმა? დავიჭირე, ვიკაიფე, და "სტუმარსაც" პატივი ვეცი, ის თევზი კიდე რაც ვერ ამომყავდა ცოცხალი დარჩა და მომავალ წელს დიდი იქნება.......
მგონი ლოგიკურია.............

პატარა ტელე პრომოუშენი უნდა ამ საქმეს სამინისტროს მხრიდან, დანარჩენს ჩვენნაირი ხალხი გააკეთებს, არ მაქვს ილუზია რომ
წელს მოხერხდება ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ 3 წელიწადშიც რომ იყოს ეგეც საქმეა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 23 2009, 23:19
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აი ესეთი "რეკლამაც" იმუშავებს ტელევიზიაში. newsmile05.gif

http://fion.ru/elektroudochka/elektroudochka.html
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 23 2009, 23:24
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბესო
ე რა კარგი რამეა ტო, ხვალ თუ გამახსენდა გადმოვთარგმნი და დავდებ, კითხვა პასუხი მომეწონა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Sep 24 2009, 08:07
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



გეთანმხებით ყველაფერში,მაგრამ ერთი პრობლემა დგას, ავიღოთ პაპუა ახალი გვინეას ზედა სოფლები,პოლიციის უფროსებთან ერთად რომ დადიან ბრაკები და პლიუს ამას არანაერი გდის ჯგუფი იქ რომ ვერ მოახდენს რეაგირებას ეგ როგორ არის?მაშინ სპეცოპერაცია უნდა ჩატარდეს.
ამის გარდა გამოუწერე რამდენიც გინდა ჯარიმა,არ გადაიხდიან მიხვალ და თოფს გესვრის,მე არ ვარტულებ ბესო,ეგრეა,ანუ შენი მიდგომა ბევრ პობლემას გადაწყვეტს მარგამ ამას რა ვუყოთ?და პაპუა ახალ გვინეაში (სომალში, ჯიბუტში) ამფეთქებლების დიდი ჯგუფი მუშაობს და ეგ კიდევ სხვა საკითხია!

ამაზე მოვიფიქროთ იქნებადა რამე!


მე რა გითხარი გიგი ნუ წერ საკალმხე ადგილებს მეთქი?
ბესო!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 24 2009, 12:26
პოსტი #6


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ნოსო

მაგას რა ეშველება გიგი და - ჯარიმა 10,000 გელას ოდენობით პირველ რიგში არის ფსიქოლოგიური ფაქტორი... ამიტომ ვამბობ, რომ მინიმუმ 90%-ს შეეშინდება და შეეშვება ამ მარაზმს - და მეორეც ამხელა ჯარიმის გამოსავლენად იკადრებენ და ავლენ შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებიც შესამოწმებლად... "ჯარიმას არ გადაიხდის" დრო ჩაბარდა ისტორიას. თოფს არა რაგატკას გესვრის კიდევ. არ გადაიხდის და გააყიდინებენ სახლ-კარს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Sep 24 2009, 12:27
პოსტი #7


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ბესომ კარგი წინადადება დადო ნუ რათქმაუნდა 20 და25 წლიან სროკებს არ ვგულისხმობ(მაგრა გააბრაზეს ეტყობა) უბრალოდ ერთი რამეა სახიფათო როდესაც კანონი ან ჯარიმა მკაცრდება და შესაბამისად იზრდება, დამრღვევის მხრიდანაც (თავის გადარჩენის გამო) იზრდება შესაძლო წინააღმდეგობა- კრიმინალამდე, ამიტომ დასჯის(აუცილებელი) ხარისხი პირდაპირ პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 24 2009, 12:46
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(შალვა @ Sep 24 2009, 01:27 PM) *
ბესომ კარგი წინადადება დადო ნუ რათქმაუნდა 20 და25 წლიან სროკებს არ ვგულისხმობ(მაგრა გააბრაზეს ეტყობა) უბრალოდ ერთი რამეა სახიფათო როდესაც კანონი ან ჯარიმა მკაცრდება და შესაბამისად იზრდება, დამრღვევის მხრიდანაც (თავის გადარჩენის გამო) იზრდება შესაძლო წინააღმდეგობა- კრიმინალამდე, ამიტომ დასჯის(აუცილებელი) ხარისხი პირდაპირ პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისა.


ჩემმა შვილმა მინდა, რომ ითევზაოს კალმახზე და არ ნახოს მხოლოდ "ახოტა ი რიბალკაში" სხვისი თევზაობა.. ამიტომ 25 წელი მაგათთვის ცოტაა მე სამუდამოს მივარჭობდი თან ის აპარატი ერთ ადგილას უნდა ქონდეთ გაკეთებული!!!

რაც შეეხება დანაშაულის და სასჯელის შესაბამისობის... ვერცერთი სასჯელი ვერ აანაზღაურებს იმ რეალურ ზიანს რაც ბუნებას მოსდის...

ეს უბრალოდ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რისკების შეფასება მოახდინონ ბრაკებმა რა იგებენ და რა შეიძლება დაკარგოს და რა შანსია ამისი.
როდესაც დაკარგვის ალბათობა და დანაკარგის რაოდენობა გადააჭარბებს მისაღებ სარგებელს , შეეშვება აბა სად წავა? მაშინ მაზოხისტი უნდა იყოს ან ალქაიდას წევრი ისევ, რომ გააგრძელოს იგივე საქმიანობა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Sep 24 2009, 13:11
პოსტი #9


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ბესო
ნამდვილად არ მინდა ამთემაზე შენთან კამათი, რადგან პრინციპზეც და პრინციპშიც გეთანხმები, უბრალოდ რაც მე დავწერე დასჯის პირდაპირ პროპორციულობაზე ეს იურისტებისაგან ვიცი, მაგალითიც შემიძლია მოვიყვანო მაგრამ თემას მაგრად ავცდებით თან 99.9% გეთანხმები და რავიცი რა ვქნა ტო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 24 2009, 17:04
პოსტი #10


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შალვა

ხოდა თუ მეთანხმები მაშინ მივაწვეთ და გავაკეთოთ ეს ამბავი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Sep 24 2009, 17:41
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ბესო
წავიდეთ,ოღონდ ბესო ერთი რაღაცა არ დავავიწყოთ,რომ არის "რეგიონები"რომელშიც მისივე თანამშრომლები აკეთებენ ამ აუგ საქმეს!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 24 2009, 20:15
პოსტი #12


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მისივე თანამშრომლებსაც შეეშინდებათ თბილი ადგილის დაკარგვის და ჯარიმის არტყმის - თუ არა და თანამშრომლები მე იმ დარცენილ 10%-ში გავუშვი და მაგათ სხვა მეთოდებს მივახმართ.

ხო ისე სად მიდიხარ? წავიდეთო რომ იძახი?

newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Sep 24 2009, 20:20
პოსტი #13


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ბესო
ნოსო ომისთვის ემზადება მგონი newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 24 2009, 23:49
პოსტი #14


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეგ მეთოდი უტყუარია..ნამდვილად მუშაობს...(იაპონიის მაგალითზე შეიძლება ამისი თქმა) უბრალოდ ჩვენთან ჯერჯერობით ალბათ არ გამოვა...არ მინდა პოლიტიკაში გადავიჭრა(ბოდიშით) მაგრამ..ეგეთი ჯარიმები(მითუმეტეს სროკი) რომ დააწესოს გარემოს დაცვამ...მართლა 100 000 კაციან ბრაკონიერების მიტინგს ვნახავთ რუსთაველზე მეორე დღესვე...ტირანი გდი-ს დამხობის მიზნით....მერე მაგათ შეუერთდებიან ლეიბორისტები და ლეიბორისტისნაირნი....წამოაყენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Sep 24 2009, 23:50
პოსტი #15


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



ბრაკებს დაერხათ თანაც მაგრად newsmile051.gif newsmile055.gif newsmile089.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

12 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 00:08