სასპინინგე ჯოხი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
სასპინინგე ჯოხი
ბესო
პოსტი Mar 7 2011, 11:38
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოოოოო...

რაც შეეხება საკალმახე, სასპინინგე ჯოხს!

ეს იმდენად დიდი და ვრცელი თემაა, რომ რამდენი სპინინგისტიც არის იმდენი განსხვავებული აზრია. მაგრამ მე მაინც ვეცდები, რომ აქ ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი ამ თემაზე მეტ-ნაკლებად მოკლედ. ანუ ის რაცუნდა იცოდეს დამწყებმა და არა მარტო, სპინინგის შერჩევისას.

პირველ რიგში სასპინინგე ჯოხის არსში გასარკვევად გადაიკითხეთ "ბუმბერაზი კლასიკოსები" newsmile05.gif http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=839

დავიწყოთ იმით, რომ მოკალმახე სპინინგისტისთვის ჯოხის საინტერესო კლასები არის ულტრალაითი (0-7 გრ), ლაითი (3-15 გრ) და მედიუმ-ლაითი (5-20 გრ).
ეს ტესტები ზოგადი წარმოდგენისთვის არის, თორემ მე მაგალითად 3.5-17 გრამზე ტესტის სპინი მაქვს, რომელიც მედიუმ ლაითში გადის მისი სიგრძის გამო.

ულტრალაითი სპინინგი გამოიყენება ისეთ ადგილებზე სათევზაოდ სადაც არ არის ღრმა ადგილები და მეთევზეს არ ჭირდება შორ დისტანციებზე სროლა! ეს ყველაფერი გამომდინარეობს სატყუარას წონიდან. ანუ დაბალი წონა არც შორს გადაგდების საშუალებას იძლვა და ვერც ღრმად ვერ ჩადის წყალში გატარებისას.
სამაგიეროდ ულტრალაითი სპინინგის ძირითადი პლიუსი ის არის, რომ 200 გრამიანმა თევზის გამოყვანა შეიძლება შევადაროთ 2-3 კილოგრამიანი საზანის გამოყვანას ფსკერული ანკესით თევზაობისას...

ლაითი სპინინგი უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა - ულტრალაითზე შორს გადაგდების შესაძლებლობა და უფრო მეტ წონიანი სატყუარების გამოყენება.

მედიუმ-ლაითი ეს დიაპაზონი მეტ ნაკლებად უნივერსალურია ზოგადად სპინინგში ვინაიდან შესაძლებელია ისეთ თევზებზე თევზაობა, რომელთა წონაც აღემატება კალმახისას. შესაბამისად სასროლი სატყუარების დიაპაზონიც დიდია და სროლის მანძილიც!
ამასთანავე უფრო დიდი ეგზემპლარების გამოყვანისას ლაითი და ულტრალაითი სპინინგები ვერ შეედრება!

სასპინინგე ჯოხის მასალა - ერთმნიშვნელოვნად მრავალმოდულური გრაფიტი! არც კი იფიქროთ ბოჭკოვანი მინისგან დამზადებულ ჯოხებზე. თანამედროვე მასალებია IM6, IM7, IM8, არსებობს კიდევ უფრო მტკიცე მასალებიც, მაგრამ IM6-დან დაწყებული ყველა კარგია! გრაფიტით დამზადებული ჯოხები გამოდის უფრო მსუბუქი ვიდრე მინა-ბოჭკოვანი მასალის ქმნილებები. გარდა ამისა მაღალმოდულური გრაფიტის ჯოხების მოხმარებისას უნდა ვიყოთ ფრთხილად ვინაიდან მაღალი სიმტკიცის და წვრილი ტანის გამო შეიძლება მყისიერ დიდი დატვირთვებზე გავტეხოთ.

ჯოხის სიგრძე - ჩემი აზრით საკალმახე სასპინინგე ჯოხის სიგრძე უნდა მერყეობდეს 1.5-2.7 მ დიაპაზონში გამომდინარე სათევზაო გარემოდან. მეტ-ნაკლებად უნივერსალური სიგრძე კი ამ დიაპაზონის შუაში თამაშობს 1.9-2.3 მ
ჯოხის სიგრძე დამოკიდებულია გარემოზე და ყველა სპინინგისტის ინდივიდუალურ არჩევას საჭიროებს. თუმცა კი უნდა ითქვას, რომ ვიწრო და პატარა ადგილებში 2.7 მეტრიანი ჯოხის ტარება საკმაოდ მოუხერხებელია.

ჯოხის ტიპი - ტელესკოპური ან შტეკერული. ყველა პარამეტრში შტეკერული ჯოხი ჯობია ტელესკოპურს გარდა ერთისა... ტელესკოპური კომპაქტურია სატარებლად. ასე, რომ თუ სპინინგისტის აღჭურვილობაში მსგავსი წყობის ჯოხი დაიკავებს ადგილს - ის უსაქმოდ ნამდვილად არ დარჩება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 11 2011, 15:30
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



To Be Continued...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი Mar 11 2011, 20:33
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი Jun 21 2011, 17:18
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



და სად ვიყიდო 1.5 იანი ვერსად ვერ ვიშოვე

და სად ვიყიდო 1.5 იანი ვერსად ვერ ვიშოვე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Jun 22 2011, 09:47
პოსტი #5


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(nikoloza_migina @ 21st June 2011 - 18:18) *
და სად ვიყიდო 1.5 იანი ვერსად ვერ ვიშოვე

1.5 რა არის?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი Jun 23 2011, 10:06
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



მეტრი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishing Club
პოსტი Jun 23 2011, 10:28
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,952
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Mitckevichis N 15



3 მეტრიანი იყიდე და გაჭერი შუაზე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი Jun 23 2011, 13:17
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2024 - 03:04