ნაბული |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნაბული |
Sep 1 2014, 22:50
პოსტი
#31
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ნაბულის მდგომარეობა არის ძაღლის გენეტიკური, თანდაყოლილი ჩვევა. ისევე როგორც ადამიანებს სიცილი აქვთ განსხვავებული, ყველა ძაღლს განსხვავებული ნაბული აქვს, ზოგს მეტად დაძაბული და გამოხატული, ზოგს თითქმის შეუმჩნეველი.
იმის გამო რომ გაჭიმული "სტოიკა" სანახაობრივად მოსწონდათ ჩვენს წინაპრებს, სელექციით გამოიყვანეს, განსაკუთრებული და სანახაობრივი ნაბულის გემეტიკის მტარებელი ჯიშები, ზოგს დაკნინებული აქვს ზოგს კარგად გამოხატული აქვს. მაგის სწავლება აბსურდია. როგორიც აქვს, ეგეთი ექნება სიკვდილამდე. (გამოსარიცხია ისეთი ფაქტები, როცა ძაღლს მაქსიმალური დაძაბულობის დონეები აქვს, მაგალითად ჩემი ირლანდიური სეტერს, ძლიერ გამოხატული და დაძაბული ნაბული ქონდა როცა დაჭრილ მწყერს გადააწყდებოდა ან ძალიან მძარი სუნი მისდიოდა და ვიზუალური სტიმულიც ქონდა, წმინდა ინსტინკტური ფენომენია და ბევრ გარემოებასთან არის "შეჭიდული") ბევრ კარგი გენეტიკის ძაღლებს, ულამაზესი ნაბული, ნებისმიერი მათთვის საინტერესო ობიექტის დანახვისას "ემართებათ" . "ემართებათ", ყველაზე მისადაგებადი სიტყვაა ნაბულთან მიმართებაში. |
|
|
Sep 2 2014, 07:23
პოსტი
#32
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
ადამიანებო ძაღლი მხოლოდ 1 წლისაა, შესაძლოა პატრონს სულ პირველადაც ყავდა გაყვანილი და უკვე ნაბულს ითხოვს ძაღლისგან, იმიტომ დავუწერე, გაზაფხულზე ნატარებია თუ არა ძაღლი, ნაბული აქვს თუ არა ოდისმე გაკეთებული, ნაბული გენეტიკურია მარა ნაბულამდე ძაღლი უნდა ატარო და ბევრ რამეს უნდა მიხვდეს, ბევრი 1 წლის ძაღლი მინახავს პირველ გაყვანებზე რომ უნაბულოდ აფრენდა და შემდეგში მშვენიერი ნაბული ჰქონიათ.
|
|
|
Sep 2 2014, 09:24
პოსტი
#33
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,386 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ეგრეა არაგველ 100%
ჩემი პრაკტიკიდან გეტყვით,რომ ,,ტუკომ,, მე-5 გაყვანაზე გააკეთა ნაბული ხოლო ,,ზიკომ,, მა პიურდაპირ სეზონი მოუწია და იქ გააკეტა 10 ნაბული,მერე გაზაფხულზე კი 5-6 გაყვანა დაჭირდა რომ გაეკეთებინა ანუ 0-იდან დავიწყეთ ასე გამოდის ანუ: ზოგი ასე უბერავს - ზოგი ისე უბერავს ნაბულს ვერ ასწავლი,მაგრამ შეგვილია გაუმყაროთ, ამერიკაში სეტერებს კუდის აწევასაც(ანტენასავით) კი ასწავლიან ნაბულის დროს ასე რომ ბევრი რამე პატრონზეც არის დამოკიდებული... |
|
|
Sep 2 2014, 09:33
პოსტი
#34
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,355 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: mtskheta |
ჩემი პრაქტიკიდან გეტყვით,შარშან პოინტერი მთელი გაზაფხული ვატარე ,მაგრამ ერთი ნაბული არ გაუკეთებია(სამაგიეროდ სირბილი და მორჩილება ისწავლა) სეზონი რო გაიხსნა იმ დღესვე ვანახე მოკლული მწყერი და მის მერე ნაბულს აკეთებს,ასე რომ სანამ ნაბულს გააკეთებს,ჯერ ის ასწავლეთ რაც თქვენზეა დამოკიდებული.ნაბულს თავის დროზე გააკეთებს.
image hosting 10mb limit |
|
|
Sep 2 2014, 09:33
პოსტი
#35
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
მეორე სეზონი უწევს ჩემს ძაღლს. შარშან პირველ სეზონზე მშვენივრად მანადირა. 10-15 მეტრიდანაც გაუკეთებია ნაბული. წელს 4 ჯერ ვიყავი გასული და მარტო ერთი ნაბული გააკეთა. მაგრამ არ ვნერვიულობ. ვიცი რომ ყველაფერი მალე ისევ ისე იქნება. წვიმა მოგვივიდა და მიწაც ნამს გაუშვებს დილით. აქამდე სულ გამშრალზე მიწევდა ნადირობა. დილით რომ გაივლი და ფეხი ოდნავაც არ გისველდება ჩემი აზრით ასეთ პირობებში ძნელია ძაღლს რამე მოსთხოვო.
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 19:15 |