ტბების ევოლუცია, წყალმცენარეულობის როლი ტბების ევოლუციაში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ტბების ევოლუცია, წყალმცენარეულობის როლი ტბების ევოლუციაში
Caldera
პოსტი Jul 13 2011, 11:33
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ტბების კალაპოტის ფსკერს ღელვისაგან სანაპირო ზოლში ნაშალი მასალა, ცოცხალი ორგანიზმების ნარჩენები და მდინარეთა მიერ ჩატანილი მასალა ყოველწლიურად ამაღლებს. ამის შედეგად საუკუნეებისა და ათასეული წლების მანძილზე ადგილი აქვს ტბების შემცირებას როგორც სიღრმით, ისე წყლის ზედაპირის ფართობის მიხედვით. უკანასკნელს თანდათან ამცირებს ნაპირებთან ნაშალი მასალის დალექვა და სანაპიროდან წყალმცენარეულობის განვითარება.
ამ მხრივ ტბათა არსებობაში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ფაზები:

1) ახალგაზრდობის ფაზა - როდესაც ახლად გაჩენილი ტბა ინარჩუნებს თავის ქვაბულს ხელუხლებლად და თუ ადგილი აქვს ნაშალი მასალის დალექვას, იგი ტბის კალაპოტზე ჯერ კიდევ ვერ ახდენს შესამჩნევ გავლენას.

2) სიმწიფის ფაზა - როდესაც ტბის ირგვლივ ჩნდება სანაპირო მეჩეჩები, ხოლო მდინარეთა შესართავებთან - ნალექტი დელტები.

3) სიბერის ფაზა - როდესაც ტბაში ყველგან არის მონატანი მასალა და ფსკერი წარმოადგენს მოსწორებულ ერთფეროვან არეს, რომლის ირგვლივ დელტების ფერდობები და სანაპირო მეჩეჩების ქვაყრილების განლაგებული.
თავის განვითარების შემდგომ ფაზებში ტბა პირველად შემცირდება სანაპირო ზოლში განვითარებული მცენარეულობით. შემდგომ სტადიაში სანაპირო ფლორა ვრცელდება ყველგან და ტბა ტბორად იქცევა. ბოლოს, წყალქვეშა ფლორა შეიძლება თანდათანობით წყალზედა ჭაობის მცენარეულობამ შეცვალოს. ამ შემთხვევაში გვაქვს ტბის განვითარების უკანასკნელი ფაზა - ჭაობი.

ცნობისთვის დღესდღეობით საქართველოში არსებული ტბების ნაწილი სიბერის ფაზაშია, მაგ ყველასათვის კარგათ ცნობილი კუმისის ტბა, რომელიც საზრდოობს ხელოვნურად გაჭრილი მტკვრის არხით, ეს უკანასკნელი რომ არა იგი თანდათანობით დაშრებოდა და გაქრებოდა ისე როგორც იმ მიდამოებში არსებული სხვა პატარა ტბები გაქრა. კუმისის ტბაბზე სიბერის ფაზა ადვილი შესამჩნევია წყლის სუნზე და შეფერილობაზე დაკვირვებით, რაც პირდაპირ აისახება იხტიოფაუნის ხარისხის მაჩვენებელზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
2 გვერდი V  < 1 2  
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 16)
Deutschland
პოსტი Jul 14 2011, 11:21
პოსტი #16


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 398
რეგისტრ.: 16-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხო მართალი ხარ და სისუფთავის და სიონიდან მომავალი წყის წყალობით თევზაც შესაბამისი გემო აქვს... და თუ დააკვირდებით თევზის ფასიც უფრო მაღალია ვიდრე სხვა წყალსაცავის თევზისა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Caldera
პოსტი Jul 14 2011, 11:31
პოსტი #17


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(misterio @ 14th July 2011 - 12:21) *
ხო მართალი ხარ და სისუფთავის


ყინვარული წარმოშობის ტბები რომლებიც ასევე თოვლის ნადნობი წყლებით საზრდოობენ, წყლის ხარისხის მაჩვენებლით ყველაზე სტაბილურ მაჩვენებელზე იმყოფებიან newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 14:57