IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

პნევმატიკიდან სროლის სიზუსტე
minchanin
პოსტი Sep 1 2014, 14:46
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობათ მეგობრებო. მართალია გაგანია ნადირობის სეზონია, მაგრამ, რათა მოვიკრიბოთ ახალი ენერგია უფრო წარმატებით ნადირობისთვის, და ასევე თემის გამოცოცხლების მიზნით გადავწყვტე გამომეთქვა ჩემი აზრი ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკიდან (ზ.დ.პ) ზუსტად სროლის შესახებ.
მე ალბათ არ „აღმოვაჩენ ამერიკას“, და დარწმუნებული ვარ ეს ბევრმა პნევმატიკის მოყვარულმა ისედაც იცის, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ არიან ისეთებიც ვისთვისაც ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება.
პნევმატიკიდან სროლის სიზუსტეზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას - ტყვიის ხარისხი, ლულის "ნარეზების" ხარისხი, ლულის შემავალი და გამომავალი „ფასკების’ მდგომარეობა, ტყვიის სიჩქარე, იარაღის ტექნიკური მდგომარეობა („შატკა“, მთელი აგრეგატის კონდახში მოყანყალება), სასხლეტი მექანიზმის მდგომარეობა, იარაღის რყევა გასროლის მომენტში, ზამბარის სხვადასხვა დროში გაშლა და ა. შ. მაგრამ მე მინდა ყურადღება გავამახვილო ისეთ ფაქტორზე, როგორიცაა ტყვიის სიჩქარის განმეორადობა. ცნობილია, რომ პ.ც.პ. სისტემებში ტყვიის სიჩქარის განმეორადობა პლის- მინუს 1 მეტრ. წამს აღწევს. ზოგ შემთხვევაში კი უფრო ნაკლებსაც. და ამიტომაც პ.ც.პ. სისტემების მაღალი სიზუსტის ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ეს გახლავთ. ხოლო ზ.დ.პ სისტემებში კი ტყვიის საწყისი სიჩქარე პლიუს-მინუს 10, და ზოგჯერ 20 მეტრ.წამიცაა. მე მხედველობაში არ მაქვს უვარგისი ზ.დ.პ სისტემები. სადაც ტყვიის საწყისი სიჩქარის განმეორადობაზე საუბარიც კი არ შეიძლება.
ტყვიის საწყისი სიჩქარის არგანმეორადობა იწვევს ტყვიის ტრაექტორიის არგანმეორადობას. ანუ უზუსტობას. ამაზე ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს. 1. -ტყვიის ვარდანა. 2-გერასკოპულობის ფაქტორი. ანუ, როცა ტყვიის საწყისი სიჩქარე ცვალებადია, ცვალებადი ხდება მისი (ტყვიის) ბრუნვის სიჩქარე თავისი ღერძის ირგვლივ. რაც თავის მხრივ იწვევს ტყვიის ტრაექტორიის არგანმეორადობას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტყვიები, როგორი კარგი ხარისხისაც არ უნდა იყვნენ ისინი, არ არიან ამსოლუტურად იდენტურები. და ასევე მათი გარეშემოწერილობის წონის ცენტრი ყოველთვის არ ემთხვევა მისივე ბრუნვის ცენტრს. რაც იწვევს მათ ტრაექტორიიდან გადახრას. და, ეს გადახრა მით უფრო მეტია, რაც მეტია ტყვიის თავისი ღერძის ირგვლივ ბრუნვის სიჩქარე, რაც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია ტყვიის საწყის სიჩქარესთან. ამიტომ იაფფასიანი, უხარისხო ტყვიებიდან ვერასოდეს ვერ მივიღებთ მაღალ სიზუსტეს. მაგრამ ვერც კარგი ტყვიებიდან ვერ მივიღებთ კარგ სიზუსტეს, ტყვიის საწყისი სიჩქარის არგანმეორადობის შემთხვევაში. ერთ-ერთი მიზეზი ასეთი მოვლენისა არის სისტემის ცუდი ჰერმეტულობა. ანუ გასროლის მომენტში დაწნეხილი ჰაერის დაკარგვა, ან არაერთნაირად დაკარგვა. ეს შეიძლება მოხდეს როგორც ტყვიის ხარისხით, ასევე დგუშ-კომპრესორის სისტემის ხარისხით, და, კომპრესორსა და ლულას შორის შემაერთებელი კონსტრუკციის დაბალი ხარისხიანობით. კერძოდ სალნიკის უხარისხობით, „რიგელის“ (სოლის მაგვარი დეტალი, რომელიც ლულას კეტავს), ან მისი ზამბარის უხარისხობით, შემაერთებელი ზედაპირების უხარისხობით. მათ შორის დიდი ღრეჩოთი და ა. შ.. ცნობილია, რომ ზ.დ.პ. სისტემებში (კომპრესორში) ჰაერის წნწვა 80 ატმოსფეროს აღწევს. და ზოგჯერ უფრო მეტსაც. და, ამ შემთხვევაში გადამშვებ სისტემაში არსებული თუნდაც მცირეოდენი ღრეჩოც კი საკმაო დანაკარგებს იძლევა. და ზოგჯერ ეს დანაკარგები არ არის ერთნაირი, რაც თავის მხრივ იწვევს ტყვიის საწყისი სიჩქარის სხვაობას. გარდა ამისა, როდესაც რიგელი მოცვეთილია, ან მისი მიმჭერი ზამბარა დამჯდარია ხდება ლულის გადახსნა მანამ, ვიდრე ტყვია ლულას დატოვებდეს. რადგან ზ.დ.პ. -ს უმრავლეს შემთხვევაში (დაახლოებით 95 პროცენტი) ტყვია ლულას ტოვებს მას მერე, როცა დგუში უკვე დაეტაკა კომპრესორის კედელს, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ლულის რყევა, მაშინ როცა ლულაში წნევა თითქმის 100 ატმოსფეროს აღწევს, რომელიც კიდევ უფრო ხელს უწყობს ლულის გადხსნას და იქედან ნაწილი ჰაერის დაკარგვას. და, ეს კიდევ თავის მხრივ ტყვიის საწყისი სიჩქარის ცვალებადობას. გარდა ამისა თვითონ ლულის გადახსნა იწვევს ლულის ბოლოს გადაგილებას. თუ გავიხსენებთ გეომეტრიას მივხვდებით, რომ ლულის კვეთის გადაადგილებამ ორი მილიმეტრით შეიძლება ტყვიის მიზნიდან (25 მეტრზე) 12-15 სანტიმეტრით გადაადგილებას მიაღწიოს.
სამწუხაროდ, პნევმატიკის მოყვარულების უმრავლესობა ამ მნიშვნელოვან ფაქტს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, და მიზეზს სხვაგან ეძებს.დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 21:19