სეზონის ერთობლივი დახურვა, მტაცებელზე ნადირობა - ჭიაურში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

8 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
სეზონის ერთობლივი დახურვა, მტაცებელზე ნადირობა - ჭიაურში, 16 . 02 . 2014
საბო
პოსტი Feb 17 2014, 23:24
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დასასრულს მიუახლოვდა კიდევ ერთი სეზონი და კლუბი დიდი გულმოდგინებით ელოდა, შიძლება ითქვას, უკვე ტრადიციად ქცეულ საერთო შეკრებას და რიტუალად ქცეულ “საერთო დახურვას”.
ამჯერად უკვე მეორე წელია, ვიკრიბებით და ჭიაურის სამონადირეო მეურნეობას ვსტუმრობთ. მადლობა მეურნეობის მესვეურთ, ამ ურთიერთ სასარგებლო საქმისთვის.

ნადირობა მტაცებელ ცხოველებზე (მგელი, ტურა, მელა, ენოტი), საკმაოდ აზარტული და შრომატევადია, თუმცა ეს უფრო მეტ სტიმულს აძლევს ყველა მონადირეს და შედეგიანი დასასრულის შემთხვევაში, უდიდეს სიამოვნებას პირდება.

მაშ ასე:












32 ჟინით აღტკინებული და გადარეული მონადირე შეიკრიბა დილის 6 საათზე თბილისში. 32 რჩეული ვაჟკაცი იწევდა კახეთის მტაცებლების დასალაშქრად.
32 აიარაღ ასხმული და ეკიპირებული მეომარი არღვევდა დილის მყუდროებას სასტუმრო “რედისონი”-ს წინ.
32 მგზნებარე გული ბაგუნობდა მკერდში და ლამობდა გარეთ გამოვარდნას.
32 კაცს, გაკვირვებული შეჰყურებდა მიწისქვეშეთიდან ამოსული დილის პედერასტები და უშნო ბოზები.
32 მონადირე , როგორც იქნა მოთავსდა მანქანებში და გაუყვა კახეთის გზატკეცილს.






თუმცა იყო გაუთვალისწინებელი მანქანის გაფუჭებაც, სევდა, ჩაძინებულ და ვერ წამოსული მეგობრების გამო და უკვე ადგილზე ჩასულთ, მდევარივით უკან გამოკიდებული მანქანებიც.

კარგა გათენებული იყო, ადგილზე რომ ჩავედით. დილის წახემსების დრო არვის ქონდაო, წერს მატიანე. მცირე ინსტრუქტაჟი როგორც პრეზიდენტისგან , ასევე მეურნეობის ადგილობრივი წარმომადგენლისგან, აიარაღის აწყობა-ასხმა და ჯარი მზად იყო ტყის დასალაშქრად.










ლამაზი სანახავი იყო, ერთ მწკრივში, ჩუმად ტყეში შემავალი მონადირეები. განაწილება ნომრებში და ნანატრი ხმა მარეკისა..
გავარდა შორი ახლოს ერთი, მეორე, მესამე…. . . დაიწკავწკავა პირველმა ნადირმა. . . .

ე.ი. არის. . . . “ნეტავ ჩემკენ არაფერი გამოვა?”-დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობდა თითეული ჩვენგანი და სულგანაბული ელოდა იმ “არაფერს”. . . . გავარდა უკვა მეორე მხარეს, კიდევ , კიდევ მოისმა თოფის ხმა , გაფაციცებით აკვირდები ტყეს და აგერ ჩემს გვერდში დაუშვა ვიღაცამ კიდევ სასხლეტი, ერთი მეორე, მესამე. . . . გვერდზე მდგომი მამუკა ახდენს ამჯერად საკონტროლო გასროლას...

კიდევ ცოტა ხანი და ჰოი, ჩემი ჯერიც მოვიდა, ერთი გასროლა, ჯერ მგელი მეგონა , მაგრამ მიწაზე გაგორებულს რომ დავაკვირდა, ტურიკო იყო, ისევ მამუკას საკონტროლო გასროლა და უკნასკნელად გაიქნია ფეხი ცხონებულმა. კიდევ ცოტა ხანი და კიდევ ერთი გამობრძანდა, მაგრამ შემამჩნია, მიტრიალდა და იქ უვე მოტრიალება აღარ აცალეს, ისე გაუყოლეს მოუსავალს. პირველი სარეკი დამთვრდა , შედეგი 12 ტურა და 1 მელა.

აიყარა ნომრები, შევიკრიბეთ და მეორე სარეკისკენ გავემართეთ. აქ უკვე შედეგი 8 ტურა, მაგრამ ვერ ვითმენთ, მეტი გვინდა , გვინდა რაც მთავარია მგელი. . . თუმცა წელს "ნუკაბაძის" გარეშე მოგვიწია ნადირობის დასრულება.

სარეკი მესამე თუმცა კი კანტიკუნტად, მაგრამ მაინც გაისმა რამოდენიმე გასროლა.
საერთო შედეგი 22 ტურა და 1 მელა. უზომოდ კმაყოფილები ვართ ჩვენც და მასპინძლებიც. უკმაყოფილებას, მხოლოდ მწკრივში ჩაწიკჭიკებული ტურები გამოთქვამენ და ისიც მდუმარედ.

დაიწყო ფოტო-სესია, ხან ერთობლივი და ხან ინდივიდუალური გადაღებები. ზოგი საიდან წამოვუწექით ტურიკოებს და ზოგი საიდან. მცირე დასვენება და სანაქებო ნადიმი, რომლის დასასრულიც მაინცდამაინც კარგად ვერ მახსოვს. მთვარია ყველაფერი მშვიდობიანად და შედეგიანად დასრულდა. მივიღეთ კლუბის წევრობის კანდიდატები, კლუბში რასაც გულით ვულოცავ ყველას.

მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა მონაწილეებს, გადამღებ ჯგუფს და ჯრნალისტებს, მძღოლებს და თითოეულ მონაწილეს უნაკლოდ შესრულებუილი გასვლისთვის.


პ.ს. ახლა რაც მაქვს იმ სურათებს დავდებ და დანარჩენი თქვენ მიამატეთ, ყმაწვილებო.



სიუჟეტი მაესტროდან



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Feb 17 2014, 23:31
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi




image upload no compression


photo share


screenshot capture


image search


img


screenshot software
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Feb 17 2014, 23:46
პოსტი #3


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საბო

შენ ყოფილხარ ნამდვილი მემატიანე და არ ვიცოდით newsmile045.gif

ცოტა რაღაცეები ჩავასწორ-მივასწორე და გავალამაზე, იმედია არ გეწყინების newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Feb 17 2014, 23:49
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Davitus @ Feb 18 2014, 00:46) *
ცოტა რაღაცეები ჩავასწორ-მივასწორე და გავალამაზე, იმედია არ გეწყინების newsmile05.gif


არა ჯიმა, რა უნდა მეწყინოს. ჯერ კიდევ არ ვარ ბოლომდე გამოსული და აუცილებლა იქნებოდა შეცდომები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Gcckoka
პოსტი Feb 18 2014, 00:15
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 527
რეგისტრ.: 14-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგია კარგი ყოჩაღ თქვენ newsmile027.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Feb 18 2014, 00:18
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჰა .სადაა სურათები?? ტყვილა აჩხაკუნებდით? thinking.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marco-polo
პოსტი Feb 18 2014, 07:40
პოსტი #7


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 588
რეგისტრ.: 20-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ესეც ჩემი ნაჩხაკუნები.დიდებული დღე იყო

[/UR
[URL=http://www.radikal.ru]


ესეც ჩვენი ეკიპაჟი



ესეც ჩვენი გენერალი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Feb 18 2014, 08:25
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



კარგი დღე იყო newsmile05.gif


























































მე მოვრჩი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Feb 18 2014, 09:16
პოსტი #9


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგები ხართ ვართ
უსაფრთხოება მშვენიერი newsmile045.gif მე და ჩავლემ ცოტა კი დავარღვიეთ ზაგონის წესი მარა D.gif ეგ არაფერი

ყველას მადლობა და გილოცავთ : კლუბ ოჩოპინტრეს მიერ ნადირობის სეზონის ისტორიულ დახურვას
!
შემდეგში აუცილებლად ვეჭიდავები ვინმეს newsmile045.gif

კუთხა კარგი ხარ. კაი ფოტოებია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Feb 18 2014, 09:22
პოსტი #10


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



საბო

შემიქიხარ ვეჟო, მშვენიალურად აღწერე ნადირობა ესე. ხოშჩიან, ვერაფერს იტყვი.

კარგი დრო გიტარებიათ, გამიხარდა. კარგები ხართ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Feb 18 2014, 09:29
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



საღოლ საბოოო small3d018.gif small3d018.gif .მაგარი დღე იყო ამაში ბევრი დამეთანხმება.კიდე მინდაააა f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი Feb 18 2014, 09:35
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მაგარი დახურვა გამოვიდა newsmile027.gif , ეს ერთუ და სხვა მრავალი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Feb 18 2014, 10:21
პოსტი #13


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



საბო
xoshian.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Feb 18 2014, 10:28
პოსტი #14


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



საბო გაიხარე, მშვენიალურ... ვკითხულობდი და მეგონა მეც მანდ ვიყავი, გეუბნები რა)))) xoshian.gif small3d018.gif საღამოს დავდებ ჩემს ფოტოებსაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 18 2014, 10:37
პოსტი #15


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ყოჩაღ საბულიკ.

ცოტას მეც დავამატებ. პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა. მართლაც დაუვიწყარი დრე გამოვიდა.

ესეთი დაბადების დღე მე არ გადამიხდია ჯერ. ძვირფას ხალხთან და მონადირულ ატმოსფეროში. მეტი რა უნდა ინატროს მონადირემ.

დიდი მადლობა ბატონ თემურ ტყემალაძეს და ყველას ვინც ხელი შეგვიწყო ესეტიუ დაუვიწყარი დროს გატარებაში.

ცოტა სურათებსაც მივამატებ
























Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

8 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 23:49