მობილჩოკი, უნივერსალური საშუალება ? - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მობილჩოკი, უნივერსალური საშუალება ?
Bone
პოსტი Oct 3 2010, 16:27
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საფანტის გამოგონებასთან ერთად მონადირეები, საფანტის მოქმედებისთვის, მეტ და მეტ მანძილებს ითხოვდნენ თოფებისგან. ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში არსებობდა სხვადასვა საშუალება საფანტის მოქმედების არეალის გაზრდისთვის. თუმცა საიდანაც არ უნდა მოეარათ მონადირეებსა თუ მეიარაღე ოსტატებს , რა გზებიც არ უნდა მოეძებნათ საბოლოოდ მაინც გავიდოდნენ ჩოკის შექმნის იდეაზე. ასეც მოხდა XIX საუკუნის 70ანი წლებისთვის. კერძოდ კი, ამერიკელმა მონადირემ ფრედ კიმბლიმ ყველასგან დამოუკიდებლად 1870 წლისთვის ცდების საფუძველზე მიაგნო ჩოკის ფენომენს.
მაგრამ ოფიციალურად; 1866 წელს ინგლისელმა პეიპმა დააპატენდა ჩოკის ბურღვის მეთოდიკა.
ასეა თუ ისე ჩოკის გამოგონებასთან ერთად ფაქტიურად დაიწყო გლუვი იარაღის გაფურჩქვნა. ამ მოვლენსთან ერთად მთელმა კოლონა, მეიარაღეებმა თუ ქარხნებმა სხვა და სხვა ნადირობისათვის ჩოკების გათვალისწინებით თოფების მთელი კლასიფიკაცია ჩამოაყალიბეს. ლულის შევიწრობის გათვალისწინებით (სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად, მაგრამ პირველ რიგში შევიწროების სიძლიერეის მიხედვით) თოფებმა მიიღეს ქვეკატეგორიები: საიხვე თოფები, მეძებრით ნადირობისათვის მოკლე მანძილზე სასროლი თოფები, სამტრედე სპორტული და ა.შ.
ყველა ცნობილი თუ წვრილი მეიარაღე ფირმა ცალკე ცდილობდა ჩოკის დამზადების სისტემის დახვეწას. ჩამოყალიბდა ჩოკის უამრავი სხვა და სხვა გაბურღვის მეთოდი, ზო გი მათგანი ძალიან მარტივი დამზადების და დამაკმაყოფილებელი ბალისტიკის იყო, ზოგიც საკმაოდ ნოვატორული და ექსპერიმენტული იმ ეპოქისთვის, სფანტის სიჩქარეზე რეზონანსული მოქმედების, ზოგიც იმდენად რთული კონსტრუქციის რომ მხოლოდ ერთეულ თოფებზე თუ შევხდებოდით. და ა. შ.
ჩამოყალიბდა კონკრეტული ზომები და აღნიშვნები, ყველა ქვეყნისთვის (და არა მწარმოებლისთვის) განსხვავევბული თუმცა ზომებში მაინც მიახლოებული ერთმანეთთან.
რათქმაუნდა ეს ყოველივე ისევ და ისევ მონადირის სურვილით იყო გამოწვეული მოენადირებინა ესა თუ ის ობიექტი უფრო და უფრო შორ მანძილებზე. ( სხვათაშორის დღესაც კი გრძელდება სწრაფვმა ზე მანძილებზე საფანტის სროლის შესაძლებლობისთვის) საჭირო იყო თოფს მაქსიმალურად კომფორტული ნადირობის პირობები შეექმნა.
ასეა დღესაც, ჩოკების ზომის თუ წონის მიხედვით (ამ შენმთხვევაში ეს უკანასკნელი მეორეხარისხოვანია) როგორც ასეთი მონადირის არსენალში, ჩემი აზრით მინიმუმ ორი გლუვლულიანი თოფი უნდა შედიოდეს, ესაა მაგ. ერთი ცილინდრული ან ახლო მანძილებზე სასროლი სალულე შევიწროებებით აღჭურვილი თოფი მეძებრით ნადირობისას 0.0მმ 0.25 მმ ან საერთოდ გაფართოებით ლულებში.
და მე მეორე ზომიერად მძიმე თოფი, სრული ჩოკებით 0.5 0.75 ან 1მმ შევიწოროებით, 35 - 40 მეტრზე ფრინველის საიმედო დაზიანებისთვის და სევე მსხვილი სფანტით წვრილ ცხოველებზე სანადიროდაც. წონა კი სროლის კოფორტისათის და თვითონ თოფის ხანგრძლივი რესურსისათვის.
თუ ვინმე გადაწყვიტავს გლუვი თოფიდან ტყვიის სროლას მსხვილ სანადირო ობიექტზე., ან საერტოდ უპირატესობას ანიჭებს სლაგ ტყვიებს ამა თუ იმ პირობებში, ამა თუ იმ მიზეზებით, მაშინ უკვე ჩნდება აუცილებლობა და არა უბრალოდ საჭიროება ცილინდრული თოფის ქონისა არსენალში.
ვერანაირად ვერ აუვლით გვერდს ისეთ საინტერესო და დისკუსიების მოყვარულ თემას რასაც ქვია ნხევრად ავტომატური გლუვ ლულიანი თოფი. უპირველეს ყოვლისა ვიტყოდი რომ, უამრავი მონადირისთვის ესთეტიური მხარე სანადირო იარაღშიც საკმაოდ მნიშვნელოვან საფეხურზე დგას, სწორედ ამ საფეხურის გათვალისწინებით შევეხებოდი თვითდამტენ თოფებს.
შეიძლება თუ არა "ავტომატი" იყოს ერთადერთი სანადირო თოფი მონადირისთვი ეს სამარადისო თემაა , ვერც აქ და ვერც მინდორში ამ კითხაზე პასუხი არ მომწიფდება . მაგრამ "ავტომატის საჭიროებასთან დაკავშირებით მკითხველი მიმართ დიდი პატივსცემის და მიუხედავად მგონია რომ ამაზე საერთოდ არ ღირს ფიქრი შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ "ავტომატი საჭირო ნივთია"
ასე მაგ. იხვის საშემოდგომო გადაფრენისას სადაც ათეულობით ფრინველი მოაპობს ჰაერის ნაკადს, ქედნის და გარეული მტრედის ღრუბელივით უზარმაზარი გუნდების მიმოფრენისას ჩემი აზრით ორ ლულიანი თოფების ადგილი საერთოდ არ არის.



კანონის ფარგლებსი მდევრებით წვრილ ცხოველებზე ნადირობისას , ზედმეტი 2 თუ სამი ვაზნა მზადყოფნაში, ნერვულ სისტემაზე უდაოდ დადებითად მოქმედებს. მე თვითდამტენ თოფებს ზედმეტსახელსაც შევარქმევდი " მომპოვებელი".
ფაქტიურად გამოდის რომ ჩვენი მონადირის არსენალში მინიმალური რაოდენობა თოფებისა არის 1 წყვილი.
არის კიდევ ერთი პატარა და საინტერესო საკითხი თოფი ორი წყვილი ლულით, მაგრამ მის დადებით თვისებებისდა მიუხედავად აქვე ევიტყოდი რომ ასეთი კოპლექტაციის თოფი პირველ რიგში საკმაოდ იშვიათია, სულ სამჯერ თუ შემხვედრია გსაყიდად ასეთი სანადირო იარაღი მე პირადად. მეორე გარემოება, ყოველთვის უფრო ძვრი ღირს(დაახ. ორჯერ) ვიდერე იმავე კლასის თოფი დამატებითი ლულის გარეშე.
არიან მონადირები ვინც მთელი ცხოვრება ერთი და იმავე თოფიდან, ყოველგვარ ნადირსა თუ ფრინველზე ნადირობენ, თუმცა რამდენად წარმატებით ყველაფერზე მაინც სადაო თემა მგონია, თანაც ასეთი მონადირეები მოერგნენ თოფებს და არა თოფები მოერგნენ მათ,
რაც შეეხება მოხვედრის კოეფიზინტს ვიდრე ეს ე.წ. შეჩვევა თოფთან მოხდებოდა , არავინ იცი როგორი იყო , სვარაუდოდ საშინელი.
ეს ისე მცირედი გადახვევა.
დაუბრუნდეთ ისევ გლუვ ლულიანი იარაღის გავნითარების ისტორიას.
სწორედ რომ ზემოთხსენებული სიტუაციიდან გამომდინარე ერთი "უნივრსალური თოფი", მეიარაღეები მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე რომ შესაძლებელია ერთი თოფი იყოს ინივერსალური სანადირო იარაღი. სხვა გარემოებებთან ერთად უმთავრესი იყო ცვალებადი ლულის შევიწროება.
ასეც მოხდა, ამერიკულმა საიარაღო კომპანიამ Winchester -მა 1959 წელს, თავის ერთ ერთ პირველ ავტომატურ გლუვ ლულიან თოფზე კერძოდ 59 -ე მოდელზე Model 59 , პირველად დააყენა გარედან ჩასასხრახნი ჩოკი და ჩაუშვა სერიულ წარმოებაში. თოფს კომპლექაციაში მოყვებოდა რამდენიმე სხვადასხვა შევიწროება.

მაგრამ ეს მოხდა ნახევარი საუკუნის წინ და ეს იყო სტარტი, იმ დღიდან დღევანდლამდე მობილ ჩოკის დახვეწა ერთი წუთითაც არ შეჩერებულა. დღეისთვის მსოფლიოს თითქმის ყველა დიდი საიარაღო კომპანია, უმეტესობა სახელოვანი მწარმოებელი და იშვიათად მაღალი კლასი თოფების მწარმოებლებიც კი იყენებენ თავიანთ ნაწარმში ჩასახრახნ ცოკებს.Famars Abbiatico & Salvinelli ფასი 35 000 დოლარი და Beretta SO 10 ფასი 75 000 დოლარი. ორივე თოფი აღჭურვილია მობილჩოკით.


მობილჩოკი ნებისმიერი ზომის შეიზლება იყოს გაფართოებიდან გაძლიერებულ ექსტრა ჩოკამდე. მათი სიგრძეც ნებისმიერი შეიძლება იყოს 5 სმ დან 1 00 სმ - დე !
მობილჩოკი ძალიან კომპაქტურია, მცირე და მოსახერხებელი გაბარიტებისაა. თითქმის არაფერს იწონის.ნდირობისას ადგილზევე შეიხლება ჩოკების ჩეცვლა და სასურველი შევიწროების დაყენება. პრაქტიკულობა სახეზეა.


მაგ. 10 სმ იანი დამაგრძელებელი საშუალო სიგრძის ლულას 71 სმ-ს დააგრძელებს 81 სანტიმეტრამდე ეს კი 20 მ/წამით მეტი სიჩქარეა ვიდრე 71 სმ ლულის სემტხვევაში, ეს კი მსხვილი საფანტის პირობებში დაახლოებით 5 მეტრით გაზრდილი საფანტის მოქმედების მანძილია.
ვერნეი კარონის მიერ შემოთავაზებული ბატებზე სასროლი, ჩასახრახნი, პერფორირებული დამაგრძელებლის სიგრძე 1 მეტრია .


რაც შეეხება შიდა ჩასახრახნ ჩოკებს , ეს უკანასკნელი გაცილებით ესთეტიურია და თოფის საერთო დიზაინს ასე ვთქვათ ერწყმის. ლულაში ჩამალული ჩოკიი ერთი შეხედვით არ ჩანს და ესთეტური საფეხურების მქონე, ზემოთხსენებული მონადირებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. მართალია შიდა ჩასახრახნის შემთხვევაში ლულის კედელი მინიმუმზე იყო მაგრამ ბოლო პერიოდისთვის ეს პრობლმა ლულების კედლის უმნიშვნელო გასქელებით გამოსწორდა.
დამაგრძელელებლების გარდა , მობილური ჩოკები , როგორც ზემოთ ავღნიშნეთ პრაქტიკულად ყველანაირი შესაძლო კონსტრუქციის და დანიშნულებისაა. ასე მაგ. საიარაღო ფირმა ბერეტა (არა მარტო ბერეტა) სპორტული სროლისათვის აწარმოებს ბოლოში პერფორირებულ ჩოკებს, სპორტული სროლის დროს კიდევ მეტი კომფორტისა და აირების, საფანტზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. საფანტის თანაბარი და სტაბილური დაჯგუფებისთვის.


ამ ბოლო პერიოდში ჩასახრახნი ჩოკების გამოყენებისა თუ მოქმედების ან შესაძლებლობის როგორც გაგიხარდებასთ ისე უწოდეთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, შექმნა რა პარადოქსული კონსტრუქციის ჩოკი, უფრო სწორად კი კუთხვილი ჩოკი 6 ან 8 ღარით, რომელიც საბოლოოდ თოფს პარადოქსის ფუნქციას ანიჭებს.




რაარის პარადოქსი და რა ბალისტიკური მონაცემი აქვს მას, ამაზე არ შევჩერდები, უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში ევროპაში, მსხვილ ცხოველზე მორეკვით ნადირობისთვის შაშხანებმა სულ იფრო და უფრო დაკარგეს პოპულარობა, მათ ადგილს კი იკავებს სლაგ ტყვიის თოფები ან პარადოქსები, დიახ, ძალიან ბერვი ევროპული საიარაღო ფირმა ითვისებს ან უბრუნდება პარადოქსის დამზადებას, ხოლო ის გარემოება თუ რა ღირებულება აქვს პარადოქსს ყველამ ძალიან კარგად იცით. პარადოქსი ყოვეთვის ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და მისი ფასი როგორც ასეთი ყოველთვის ვარსკვლავებთან ახლოს იყო, ამ გარემოებას დამატებული მისი დამზადების ტექნიკის სირთულე შესაბამისად დიდ იშვიათობასაც წარმოადგენდა.
დღეს კი, ჩვენი გადასახედიდან, დაახლოებით (მართალია სხვადა სხვა ფირმ,ა სხვადა სხვა ღირებუელბის საოქნელს სთავაზობს მომხმარებელს) 100-150 იმპორტული ვაზნის ფასად , შეუძლია მონადირეს შეიძინოს პარადოქსული ჩოკი, ჩაახრახნოს თოფში და ხელთ დამანგრეველი ძალის მქონი სანადირო თოფი იქონიოს.
ჰოლანდ ჰოლანდის 12 კალიბრის პარადოქსი 44 000 ფუნტად.


ფაბარმის 12 კალიბრის პარადოქსი 2 000 ევროდ.


ბენელის ფირმის ჩასახრახნი ჩოკი "პარადოქსი" 64 დოლარად.


მპ 153 -ს ჩასახრახნი ჩოკი " პარადოქსი" დაახ. 90 დოლარად.

თვითონ ჩოკი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მოკლე 20 - 30 მმ სიგრძის მონაკვეთია ლულაში , რომელიც სხვადასხვა ზომის შევიწროებას წარმოადგენს, ლულის შიდა დიამეტრი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება ჩოკისკენ. საშუალო და მაღალი კალასის გლუვ ლულას გაბურღვა პარაბოლური უნდა ქონდეს, ეს იმისთვისაა საჭირო რომ საფანტი ეტაპობრივად შეიკრას ჭურვის მდგომარეობაში , საბოლოოდ კი მოთავსდეს ზემოთ თქმულ 20-30 მმ შევიწროვებაში და გაიტყორცნოს. თუ საფანტი მკვეთრად გაივლის ჩოკში ისა აუცილებლად დეფორმირდება და უარყოფითად აისახება გაფანტვის მაჩვენებელზე. ამიტომაა რომ ავტორიტეტულ გლუვ ლულიან თოფებზე უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება გრძელი ჩოკი და ძალიან გრძელი და გარდამავალი მონაკვეთი ლულიდან ჩოკში.
დღეისათვის , იაფფასიანი და იშვიათად საშუალო აწყობა გამართვის თოფებშიც, ჩასახრახნი ჩოკები მინიმალური სიმაღლიასაა, ასე მაგ. მპ 27 ში მისი სიგრძე 4 სმ ია, ამ შემთხვევაში ადგილი გვექნება (საუბარია ძლიერი შევიწროების შემთხვევაში) საფანტის სწრაფ და მკვეთრ გადასვლას შევიწროებაში, მინიმალური გარდამავალი მონაკვეთის გარეშე. ეს სემთხვევა გვიტოვებს სადარდებელს ვისურვოთ უკეთესი, თუმცა ასეთი მოკლე ჩოკები ცილიდრის ან მსუბუქი შევიწროების შემთხვევაში არავითარ მავნე მოქმედებას არ მოიცავს.
იტალიური მწარმოებლები იგივე შიდაჩასახრანხიან ჩოკებს , 10 სმ-დე სიგრძისას სთავაზობს მომხმარებელს, გასაგებია რომ შემთხვევა გვაქსვ ფაქტიურად ლულის გაგრძელებასთან ანუ საფანტის დეფორმაცია ჩოკში დამატებითი ზემოქმედების გარეშეა, ეს კი უმნიშვნლოვანესია.
ამ მაგალითებიდან დავინახეთ რომ ჩასახრახნი ჩოკის სიგრძე სასურველია იყოს 5-6 სმ და მეტი სიგრძის, ანუ 2-3 სანტიმეტრი შევიწროება და ამდენივე ლულიდან გარდამავალი მონაკვეთი.
მობილჩოკს მოვლის თავისებურებები გააჩნია, თუ ჩოკი მყარად არ ზის თავის ბუდეში გასროლის დროს შესაძლებელი მის დაზიანება და საერთოდ ლულის გახეთქვა ჩოკის მონაკვეთში. ჩასახრახნი ზედაპირი მუდამ გაპოხილი უნდა იყოს შესაბამისი საშუალებით. 100 - 150 გასროლის შემდეგ სასურველია, ხოლო უფრო მეტის სროლის შემთხვევაში კი აუცლილებლია ჩოკი ამოიხრახნოს და დაიზეთოს.


მეტ ნაკლებად ვფიქრობ შევეხე ჩასახრახნი ჩოკების თავისებურებებს ნაკლებს და პლიუსებს, სხვაობას მუდმივ და საცვლელ ჩოკებს შორის. არის თუ არა მობილჩოკი უნივერსალური საშუალება, მგონი მაიც საკამათო საკითხია და დისკუსიები თქვენთვის მომინდია.
პატივისცემით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
4 გვერდი V  « < 2 3 4  
Start new topic
გამოხმაურებები (45 - 48)
assassin29
პოსტი Sep 3 2014, 13:10
პოსტი #46


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




demuka123
არაა მგონია, ისე რა ლოგიკაში ჯდება როცა ჩოკს უფრო ნაკლები მიაქვს მიზანში ვიდრე პოლჩოკს?
ჩემსას ყველაფერი რიგზე აქვს რავი
0.25 იანს ვხმარობ 8 10 ნომერზე და კარტეჩზე
0.75 3 4 5 6 ნომრებზე
და 1.0 ჩოკს ქვეკალიბურ ტყვიებზე
პოლუჩოკი არც მიხმარია სიმართლე გითხრა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 3 2014, 13:46
პოსტი #47


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



assassin29
არც მასე არაა. საფანტის ზომა და ჩოკი განსხვავდება. მაგალითად მწყერზე და ბეკასზე #10 ს ვხმარობ. მწყერზე ცილინდრს (5ჭრილი) და ბეკასზე 0.75 (2 ჭრილი) რადგან ბეკასზე შორს მიწევს სროლა.


demuka123

ტესტირება გაამეორე, თუ თითო გასროლით შემოიფარგლე? და აუცილებლად საყრდენიდან ესროლე, რომ შემთხვევითი უზუსტობა გამოირიცხოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
demuka123
პოსტი Sep 3 2014, 13:56
პოსტი #48


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 88
რეგისტრ.: 10-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჭალიმგელა, ორჯერ გავიმეორე სხვადასხვა ვაზნებით, ვისროდი საყრდენის გარეშე 36 მეტრზე და მასეთი შედეგები მივიღე, მაგრად მომწონს ეს თოფი და არ მინდა გული ავიცრუო იქნებ მე ვერ გავაკეტე რამე ისე თან ახალი ნაყიდი მაქვს და მაგრად მიტყდება... newsmile019.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 3 2014, 14:08
პოსტი #49


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



demuka123
თურქულებში ერთერთი საუკეთესოა ეგ მოდელი. ვისაც აქვს ყველა კმაყოფილია. ცადე საყრდენიდან სროლა. ერთი და იგივე მანძილზე და ერთი და იგივე ვაზნებით. ეცადე უქარო ამინდში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

4 გვერდი V  « < 2 3 4
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th May 2024 - 08:32