გამარჯობათ , თქვენი დახმარება მჭირდება . - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
გამარჯობათ , თქვენი დახმარება მჭირდება ., მაინტერესებს თევზაობისთვის საჭირო ატრიბუტები .
JohnDarbo
პოსტი Jul 26 2015, 12:27
პოსტი #1


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2
რეგისტრ.: 26-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობათ, მეგობრებო მე თქვენი ფორუმის ახალი წევრი ვარ. ვიმედოვნებ რომ თქვენ შეძლებთ ჩემს დახმარებას და დაკვალიანებას .
იმედი მაქვს თემა სწორად გავხსენი და გამოქვეყნებაზე არ იქნება პრობლემა .
მე მეთევზე არ ვარ , არც მონადირე უბრალოდ ძალიან მიყვარს თევზაობა . ეხლა ვემზადები სოფელში წასასვლელად და მინდა შევიძინო კარგი ანკესეი, ადრე ამას ყოველთვის ხაშურში ვაკეთებდი მაგრამ ანკესი მალევე ფუჭდებოდა ამიტომ იქნებ მირჩიოთ სად შეიძლება არც ისე ძვირად ნორმალური ანკესის შეძენა...
ასევე მთელი ცხოვრებაა , ვერ გავცდი ღორჯოს დაჭრას. ამიტომ მაინტერესებს როგორ შეიძლება დავიწირო მტკვარზე ციმორი ან რომელიმე სხვა თევზი ? რომელი სატყუარა გამოვიყენო ამისთვის? მაინტერესებს ხავსზე რომ თევზაობენ ეგ ხავსი სად უნდა ვიშოვო ? მოკლედ იქნებ დამაკვალიანოთ , რამე მარტივი რჩევებით და ბედნიერი ვიქნები . დიდი მადლობა ყველას !!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Jul 27 2015, 13:12
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



JohnDarbo

გაგიმარჯოს, კეთილი იყოს შენი მობრძანება. newsmile041.gif

რაც შეეხება შენს კითხვებს, დიდი ექსპერტი არა ვარ, მაგრამ ვეცდები შეძლებისდაგვარად გიპასუხო.

ნორმალური ანკესის დაკომპლექტება ბევრგან შეიძლება. მაგალითად ბიძოსთან FISHING CLUB-ში - საბურთალოს ქუჩაზეა ეკლესასთან.

მტკვარზე "ცოცხალის" ანუ მურწას (ციმორს რასაც ეძახიან ხაშურში), წვერას ან ხრამულის დაჭერა თუ გინდა, ფსკერული მეთოდით უნდა ითევზაო: ძირითად ძუაზე დააყენებ მოძრავ სიმძიმეს (შუაშია გახ**ეტილი და ძუას უბრალოდ გაატარებ შიგნით, სიმძიმემ თავისუფლად უნდა იმოძრაოს ძუაზე), შემდეგ სტოპორს კვანძი რომ არ დააზიანოს სიმძიმემ, კარაბინს და გრძელ 50-70 სმ სადავეს (ერთს ან ორს). სატყუარას რაც შეეხება თეთრ ჭიას მეტ ნაკლებად ზემოთ ხსენებული სამივე ჯიშის თევზი იღებს, წითელ ჭიას წვერა და ხრამული გეახლება, თხელ წყალში სადაც შედარებით სწრაფი დინებაა ქვების ქვეშ არის ხოლმე მიკრობილი ჭია თავისივე გარსში, მურწა გიჟდება მაგაზე და წვერა და ხრამულიც არ ინაზებიან მაინცდამაინც, ნედლ ნაკელში არის ხოლმე კიდევ თეთრი ჭიის მსგავსია, ოღონდ კუდი აქვს და საშინლად მყრალია მურწაზე ერთ-ერთი საუკეთესო სატყუარაა. წვერა ჰოლანდიურ ყველს მიირთმევს სიამოვნებით, კიდევ ათასნაირი "სმესის" მომზადება შეიძლება და ა.შ.

ჯოხს რაც შეეხება რაიმე ფსკერული თევზჭერისათვის განკუთვნილი ჯოხი დაგჭირდება ასე 100-130 გრამამდე ტესტით. მე ფიდერის ჯოხს ავიღებდი, ფიდერის ჯოხი ფსკერული თევზჭერისათვის არის განკუთვნილი თუმცა გაჭირვებაში ტივტივასაც თუ ააწყობ დამდგარ წყალში სათევზაოთ საყვედურს არ გეტყვის. ასეთი ჯოხის მინუსი ისაა, რომ ტრანსპორტირებისათვის ცოტა მოუხერხებელია რამდენიმე ნაწილად იშლება (არ იკეცება) და ყველა თევზაობის წინ ახალად ასაწყობი გექნება.

ხავსით თევზაობა კიდევ სულ სხვა რამაა, აბსოლიტურად განსხვავებული ჯოხი და კოჭა, აგრეთვე გარკვეული გამოცდილება ჭირდება.

ისე კი ფორუმს გადახედე, თეორიულ ცოდნას შეიძენ, არის შესაბამისი თემები, როგორც სხვადასხვა სტილით თევზაობაზე ასევე ჯოხებზე, კოჭებზე, სხვადასხვა თევზის ჭერის მეთოდებზე, სატყუარებზე და კიდევ ბევრ რამეზე დანარჩენი უკვე შენზე იქნება დამოკიდებული.

წარმატებებს გისურვებ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Mar 17 2017, 18:50
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხალხნო კითხვა მაქვს:
სად შეიძლება ეხლა ცოტა გაერთოს კაცი?
ვარინაში კერძო საკალმახეში წასვლას ეხლა თუ აქვს აზრი?
ან სადმე სხვაგან მომეცით ნიშანი რა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Mar 17 2017, 19:09
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(საბო @ Mar 17 2017, 19:50) *
ხალხნო კითხვა მაქვს:
სად შეიძლება ეხლა ცოტა გაერთოს კაცი?
ვარინაში კერძო საკალმახეში წასვლას ეხლა თუ აქვს აზრი?
ან სადმე სხვაგან მომეცით ნიშანი რა.


ვარიანში უნდა ქონდეს აზრი და ყველაზე რეალური თემაც ეგაა სავარაუდოდ. მანდ ზამთარშიც დაიჭერდი ალბათ რო გეთევზავა. ნომერი უნდა მოიძიო და დაურეკო გეტყვიან თითონ. გორთან არის რაღაც კერძო ტბები ფასიანი და ჩემი ახლობლები იყვნენ წინა კვირას და ნახევარ კილომდე საზანჩიკები მოდიოდაო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Mar 18 2017, 14:34
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



საბო

კალმახზე თუ გინდა თევზაობა ყოველთვის აქტიურია ეს თევზი. სატყუარად ნებისმიერ რამეს იღებს ხელოვნური კალმახი. სადაც კალმახს ყიდიან რომ უთხრა რომ შენი წილი თევზის დაჭერა გინდა შენ თვითონ არა მგონია უარი გითხრან. ერთხელ გავაკეთე მსგავსი რამ. თევზის საყიდლად მივედი და ვუთხარი რომ მე თვითონ დავიჭერდი. უპრობლეოდ დამთანხმდენ. ანკესის ჩაგდებას არ მაცდიდნენ. ნემსკავზე წამოგებულ პენოპლასტს ჰაერშივე იჭერდნენ. D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Mar 18 2017, 22:31
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ახალციხელი
უიარაღო

მადლობა ბიჭებო. newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Mar 20 2017, 15:36
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



საბო
ხო კარგად ხარ?
newsmile05.gif D.gif
შენ და თევზაობა?
წადი ან ვარიანში ან დებედაზე
ფასები ორივეგან 12 ლარია კილო.
მაგრამ მაინც ვარიანი ჯობია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Nodar_Ilarionich
პოსტი Mar 20 2017, 19:32
პოსტი #8


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 47
რეგისტრ.: 1-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



საბო
კვირას ვიყავი ვარიანში ოჯახთან ერთად, მე არც მითევზავია, ჭიის გაკეთებისა და თევზის ჩახსნის მეტს არაფერს ვაკეთებდი. ქალებმა და ბავშვებმა 2 საათში 4 კილო თევზი დაიჭირეს ორი ანკესით. მოდიოდა ნაკელის ჭიაზე, ტივტივაზე. ისე, რომ თუ წახვალ გაერთობი. (ყოველ შემთხვევაში ბავშვები მაინც)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Mar 21 2017, 11:49
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Nodar_Ilarionich

დიდი მადლობა , გაიხარე.
ვნახე თქვენი სურათები და მეც გავერთე თქვენთან ერთად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 22:42