ახალი იარაღი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

8 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
ახალი იარაღი
minchanin
პოსტი May 24 2013, 21:02
პოსტი #16


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Davitus @ 24th May 2013 - 21:08) *
ტყვიის (სვინეცის) მაგივრად ფოლადის "ტყვიების" გამოყენება თუ გქონიათ იდეაში. მართალია წონა და ენერგეტიკა ნაკლები ექნება მაგრამ... ნუ ცდად ღირს, რამე "პაჩებნიკის შარიკი" შეიძლება დიამეტრში წავიდეს. დამრგვალება იდეალური ექნება სამაგიეროდ

ვააააა! მეგობარო, ტელეპატი ხომ არა ხართ? ორიოდე საათის წინ ვბჭობდით ამ საკითხზე. ჩემი აზრით იდეა კარგია. მაგრამ მისი გამოცდაა საჭირო. ანალოგიური ფორმის ტყვიებით დატენვაზე მთელი წიგნი აქვთ დაწერილი მიტიჩკინებს. მამა-შვილი არიან. მამა იყო ნომერ პირველი საკისრების ("პოდშიპნიკების") ქარხნის გენერალური დირექტორი მოსკოვში. ეს საკმაოდ სერიოზული საწარმოა. 80-ინ წლებში ორმოცი ათასამდე კაცი მუშაობდა ამ ქარხანაში. ადრე ყველა საკისრების ქარხანა საბჭოთა კავშირში დანომრილი იყო. და ერთ ერთ მათგანში (# 11, ქ. მინსკი) მე ვმუშაობდი. სახვათა შორის ამ ორი ადამიანის გამოგონებაა "ტანდემი". ყველაზე ეფექტური ე.წ. ჟაკნით დატენილი გილზები. მაგრამ მათ ჰქონდათ საშუალება ნებისმიერი ზომის ბურთულა გაეკეთებინათ. ყოველ შემთხვევასი იდეა კარგია, ჩემი აზრით, და ღირს მასზე ფიქრი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი May 24 2013, 21:12
პოსტი #17


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ასეთ ტყვიებს აქვთ საკმაოდ კარგი სიზუსტე. მაგრამ სანადიროდ, განსაკუთრებით თუ ეს ბურთულები ამოღებულია საკისრიდან, ძალიან საშიშია ჯგუფური ნადირობის დროს. რადგან მას ახასიათებს სასტიკი ასხლეტვა. ის ძალიან მკვრივია (62 ერთეული როკველის სეტკით) და არ დეფორმირდება ქვასაც რომ მოხვდეს. ისინი, მიტიჩკინები, იყენებდნენ არა ნაწრთობ ფოლადის ბურთულებს, რომლებიჩ ცოტათი მაინც დეფორმირდებიან რაიმე მყარზე მოხვედრის დროს და კარგავენ ენერგიას და ნაკლებად განიცდიან ასხლეტვას. ამიტომ ისინი შედარებით უსაფრთხოები არიან. მიუხედავად ამისა მიტიჩკინები კატეგორიულად კრძალავენ ფილადის ბურთულების გამოყენებას ჯგუფური ნადირობის დროს. ისე ექსპერიმენტისთვის კი ღირს ამაზე ფიქრი. მადლობა წინადადებისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი May 24 2013, 21:33
პოსტი #18


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მე თქვენს ადგილას ა თემას დახურულში გადავიტანდი, თუ დამიჯერებთ!!!! ეს ადამიანი კი ჩვენი თავდაცვისთვის მიგნება იქნება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 24 2013, 21:35
პოსტი #19


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



დიდი არაფერია მეგობარო ბევრჯერ მაქვს ნაცადი და სხვადასხვა თოფიდან ძირითადად რუსული წარმოების სავალალო მდგოარეობასი მყოფი თოფები მემეტებოდა ამისთვის მაგრამ შედეგით ვერმოვიხიბლე ვერც სიზუსტემ დამაკმაყოფილა და ვერც მოხვედრის სიძლიერემ ასხლეტა იცოცხლე კარგი იცის და ისხლიტება თითქმის ყველა სიმკვრივის ზედაპირიდან რათქმაუნდა შეხების კუთხესაც დიდი მნიშვნელობა აქვს მქონია შემთხვევა სქელი თუნუქის დიდ ალაყაფის კარებს ვესროლე და სასწაულად გადავრჩი პირდაპირ უკან გამოისროლა ძალიან ახლოს ჩამიშხუილა კიდევ კარგი არ მომხვდა

დატენვისას ვხმარობდი პლასმასის, პენოპლასტის, პოლიურეტანის, თუქული ფლოსტის ძირისგან გამოჭრილ კონტეინერს რომელსაც მეთვიტონ ვამზადებდი ვარგებდი ფოლადის სფერიოოს და ასევე ლულის ჩოკურ ნაწილსვ ექსპერიმენტები ძალიან საინტერესო იყო მაგრამ როცა ვნახე და დავრწმუნდი რომ ხეირი არაფერი იყო და ესეთი ვაზნა რეალურად არაფერში გამომადგებიოდა შევწყვიტე.


პირდაპირ შიშველი (უკონტენეირო) ბურთულის გასროლას არამც და არამც არ გირჩევ მეგობარო იმედიაგაითვალისწინებ ჩემ რჩევას და გამოცდილებას გისურვებ წარმატებას newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 24 2013, 23:05
პოსტი #20


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ხო უნდა პატარა შესწორება შევიტანო ჩემ წინა პოსტში. სიჩქარე და სიზუსტე დამოკიდებულია ლულის ვიბრაციის და ტყვიის მიერ ლულის დატოვების მომენტს შორის. ეს აკავშირებს სიჩქარეს და სიზუსტეს. შესაბამისად გლუვლულიანს ნაკლებად ეხება და ამ თემაში ნაჩვენებ არკებუზას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 25 2013, 00:54
პოსტი #21


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



http://improguns.blogspot.ca/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი May 25 2013, 09:19
პოსტი #22


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Shooter @ 25th May 2013 - 00:05) *
ხო უნდა პატარა შესწორება შევიტანო ჩემ წინა პოსტში. სიჩქარე და სიზუსტე დამოკიდებულია ლულის ვიბრაციის და ტყვიის მიერ ლულის დატოვების მომენტს შორის. ეს აკავშირებს სიჩქარეს და სიზუსტეს. შესაბამისად გლუვლულიანს ნაკლებად ეხება და ამ თემაში ნაჩვენებ არკებუზას.

მადლობთ გამოხმაურებისთვის. მხოლოდ "აკრებუზა" ვერ გავიგე რას ნიშნავს.
ციტატა(Shooter @ 25th May 2013 - 01:54) *

საინტერესო იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 25 2013, 11:29
პოსტი #23


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



აკრებუზა კი არა არკებუზა მეგობარო

არკებუზა ძველებური ლულის ტუჩიდან დასატენი ზუმბიანი ცეცხლსასროლი იარაღია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი May 25 2013, 15:27
პოსტი #24


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(irakli fofxadze @ 25th May 2013 - 12:29) *
არკებუზა ძველებური ლულის ტუჩიდან დასატენი ზუმბიანი ცეცხლსასროლი იარაღია

დიდი მადლობა ახსნისათვის.

ციტატა(Shooter @ 25th May 2013 - 00:05) *
ნაკლებად ეხება და ამ თემაში ნაჩვენებ არკებუზას.

რაღაც ვერ გავიგე. ზემოთ ნაჩვენები იარაღი ტუჩიდან არ იტენება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 25 2013, 22:18
პოსტი #25


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



იარაღზე მუშაობა როგორ ისწავლეთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი May 26 2013, 01:33
პოსტი #26


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მე როგორც ვიცი მაგ ლულას შევიწროვება არა აქვს და ისევე დატოვეთ თუ რამე მოუხერხეთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი May 26 2013, 18:52
პოსტი #27


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Shooter @ 25th May 2013 - 23:18) *
იარაღზე მუშაობა როგორ ისწავლეთ?

შეკითხვა ზუსტად ვერ გავიგე. ალბათ გაინტერესებთ, თუ რა კავშირი მაქვს იარაღებთან და რა ცოდნა მაქვს ამ საკითხში. იარღებთან კავშირი მე-6 კლასიდან მქონდა.მაშინ გავაკეთე პირველი თვითნაკეთი ტყვიის სასროლი ხელსაწყო. სხვათა შორის მაღალი წნევის მილიდან (რუსთავის ქიმიური ქარხნის, ამიაკის წარმოებიდან გამოტანილი. სადაც 1978-1983 წლებში მე თვითონ ვმუშაობდი, საწარმოს ერთ ერთი განყოფილების უფროსად). მაქვს დამთავრებული საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. ვმუშაობდი -მანქანათმშენებლობის ქარხნის ოსტატის თანაშემწედ, ინჟინერ-ტექნოლოგად, ინჟინერ კონსტრუქტორად, ტექნოლოგიური ბიუროს უფროსად, საამქროს უფროსის მოადგილედ, მთავარ კონსტრუქტორად, საპროექტო ინსტიტუტის ხელმძღვანელად. მაქვს მუშა პროფესიები-ფრეზეროვსჩიკი მე-3 თანრიგი, ხარატი მე-4 თანრიგი, ელექტრო და გაზით შემდუღებელი მე-4 თანრიგი, თერმისტი მე-5 თანრიგი, გალვანისტი მე-5 თანრიგი, მაღალი წნევის (320 ატმოსფერო) დანადგარების შემკეთებელი ზეინკალი მე-6 თანრიგი (ეს უმაღლესი თანრიგია). სპეციალური ინსტიტუტი იარაღების შესახებ არ დამიმთავრებია. მაგრამ მაქვს წაკითხული 30-დე წიგნი, ფაქტიურად ყველა რაც საბჭოთა კავშირში გამოსულა. ბაბაკი, შტეინგოლდი, ტროფიმოვი, მიტიჩკინები, ბუტურლინი, ჯილინა, ბოგდანოვი და სხვები. ბოლოს ოთარ ლომთაძის ქართული წიგნი "სანადირო თოფი". ბევრი მათგანი ჩემს ბიბლიოთეკაში მაქვს. მაქვს ჩემი სახელოსნო (შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი თემა) და ვარემონტებ ყველა ტიპის სამოქალაქო იარაღს. ვიყავი გატაცებული ტყვიის სროლით. 1987 წელს გავხდი ქ. მინსკის ვერცხლის პრიზიორი, და შევასრულე სპორტის ოსტატის კანდიდატის ნორმატივი მცირე კალიბრიანი პისტოლეტიდან (მარგოლინი) ტყვიის სროლაში. საკმაოდ კარგად ვერკვევი პნევმატურ იარაღებში. თუ გადაიკითხავთ ჩემს თემებს შესაბამის განყოფილებებში მიხვდებით. მე პირველმა დავიწყე ბელორუსიაში პნევმატური თოფებისთვის გაზის ზამბარების კეთება, და დღესაც მარტო მე ვაკეთებ მათ საქართველოში. და კიდევ ბევრ რამეს. ყველაფერს აქ ვერ დავწერ. მე მგონი ამომწურავად გიპასუხეთ. თუ კიდევ რაიმე კონკრეტული გაინტერესებთ მკითხეთ და არ დაგამადლით, გიპასუხებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი May 26 2013, 18:59
პოსტი #28


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(jola @ 26th May 2013 - 02:33) *
მე როგორც ვიცი მაგ ლულას შევიწროვება არა აქვს და ისევე დატოვეთ თუ რამე მოუხერხეთ?

სწორი ბრძანდებით. ლულა აბსოლუტურად ცილინდრულია. თანაც საკმაოდ კარგი ხარისხით. არაფერი არ გამიკეთებია, რადგან ისე კარგადაა ნაწრთობი რომ საჭრისი ვერ იღებს. ამ კალიბრზე აზრს ვერ ვხედავ, ხოლო 12 მმ.-ს კალიბრზე კი ღირს რაიმეს წამოგება. საინტერესო პროექტი მაქვს. მაგრამ, მაგ ცოტა მოგვიანებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 26 2013, 20:59
პოსტი #29


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(minchanin @ May 26 2013, 19:52) *
შეკითხვა ზუსტად ვერ გავიგე. ალბათ გაინტერესებთ, თუ რა კავშირი მაქვს იარაღებთან და რა ცოდნა მაქვს ამ საკითხში. იარღებთან კავშირი მე-6 კლასიდან მქონდა.მაშინ გავაკეთე პირველი თვითნაკეთი ტყვიის სასროლი ხელსაწყო. სხვათა შორის მაღალი წნევის მილიდან (რუსთავის ქიმიური ქარხნის, ამიაკის წარმოებიდან გამოტანილი. სადაც 1978-1983 წლებში მე თვითონ ვმუშაობდი, საწარმოს ერთ ერთი განყოფილების უფროსად). მაქვს დამთავრებული საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. ვმუშაობდი -მანქანათმშენებლობის ქარხნის ოსტატის თანაშემწედ, ინჟინერ-ტექნოლოგად, ინჟინერ კონსტრუქტორად, ტექნოლოგიური ბიუროს უფროსად, საამქროს უფროსის მოადგილედ, მთავარ კონსტრუქტორად, საპროექტო ინსტიტუტის ხელმძღვანელად. მაქვს მუშა პროფესიები-ფრეზეროვსჩიკი მე-3 თანრიგი, ხარატი მე-4 თანრიგი, ელექტრო და გაზით შემდუღებელი მე-4 თანრიგი, თერმისტი მე-5 თანრიგი, გალვანისტი მე-5 თანრიგი, მაღალი წნევის (320 ატმოსფერო) დანადგარების შემკეთებელი ზეინკალი მე-6 თანრიგი (ეს უმაღლესი თანრიგია). სპეციალური ინსტიტუტი იარაღების შესახებ არ დამიმთავრებია. მაგრამ მაქვს წაკითხული 30-დე წიგნი, ფაქტიურად ყველა რაც საბჭოთა კავშირში გამოსულა. ბაბაკი, შტეინგოლდი, ტროფიმოვი, მიტიჩკინები, ბუტურლინი, ჯილინა, ბოგდანოვი და სხვები. ბოლოს ოთარ ლომთაძის ქართული წიგნი "სანადირო თოფი". ბევრი მათგანი ჩემს ბიბლიოთეკაში მაქვს. მაქვს ჩემი სახელოსნო (შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი თემა) და ვარემონტებ ყველა ტიპის სამოქალაქო იარაღს. ვიყავი გატაცებული ტყვიის სროლით. 1987 წელს გავხდი ქ. მინსკის ვერცხლის პრიზიორი, და შევასრულე სპორტის ოსტატის კანდიდატის ნორმატივი მცირე კალიბრიანი პისტოლეტიდან (მარგოლინი) ტყვიის სროლაში. საკმაოდ კარგად ვერკვევი პნევმატურ იარაღებში. თუ გადაიკითხავთ ჩემს თემებს შესაბამის განყოფილებებში მიხვდებით. მე პირველმა დავიწყე ბელორუსიაში პნევმატური თოფებისთვის გაზის ზამბარების კეთება, და დღესაც მარტო მე ვაკეთებ მათ საქართველოში. და კიდევ ბევრ რამეს. ყველაფერს აქ ვერ დავწერ. მე მგონი ამომწურავად გიპასუხეთ. თუ კიდევ რაიმე კონკრეტული გაინტერესებთ მკითხეთ და არ დაგამადლით, გიპასუხებთ.


მე იმიტომ გკითხეთ რომ საერთოდ იარაღი იქმნება რაღაც დანიშნულებით და სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიყენება განპირობებულია იარაღის დანიშნულებით. მაინტერესებს რა დანიშნულების არის თქვენი იარაღი და რით არის განპირობებული მასზე ასეთი ოპტიკის და ლაზერული სამიზნის არსებობა.

ენერგიები და შედარებები "გეკოსთან" და 7.62X39-თან კარგია მაგრამ .22-ით შესაძლებელაი ზუსტი სროლა 200 მეტრზე და თქვენ რა მანძილზე ისროლეთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი May 26 2013, 21:20
პოსტი #30


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს კონკრეტული სიტუაცია, მემგონი უფრო შემეცნებითი ხასიათის არის, საკუთარი ძალების მოსასინჯად, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და ა.შ. არამგონია რამე კონკრეტული დანიშნულებისთვის იყოს, თუმცა მაინც საკმაოდ საინტერესოა, ბოლო-ბოლო საქართველოში კეთდება ეს ყველაფერი და ქართველის მიერ. რომელ ერთს დამისახელებს ვინმე, ვინც მსგავს რამეს ღიად და დაუფარავად აკეთებს და ხალხსაც უზიარებს თავის გამოცდილებას.

მემგონი არ არსებობს ასეთი ადამიანი. ამიტომ მინჩანინს დიდი რესპეკტები. უფრო საინტერესო პროეკტებისთვის მოგეკიდოთ ხელი. მე პირადად სიამოვნებით ვადევნებ თვალს ყველანაირ თქვენს წამოწყებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

8 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 10:47