ახალი იარაღი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

8 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
ახალი იარაღი
minchanin
პოსტი May 26 2013, 21:46
პოსტი #31


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Shooter მეგობარო!
ციტატა(Davitus @ 26th May 2013 - 22:20) *
ეს კონკრეტული სიტუაცია, მემგონი უფრო შემეცნებითი ხასიათის არის, საკუთარი ძალების მოსასინჯად, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და ა.შ. არამგონია რამე კონკრეტული დანიშნულებისთვის იყოს, თუმცა მაინც საკმაოდ საინტერესოა,

მე ამაზე უკეთესად ვერ გიპასუხებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 26 2013, 22:09
პოსტი #32


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(Davitus @ May 26 2013, 22:20) *
ეს კონკრეტული სიტუაცია, მემგონი უფრო შემეცნებითი ხასიათის არის, საკუთარი ძალების მოსასინჯად, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და ა.შ. არამგონია რამე კონკრეტული დანიშნულებისთვის იყოს, თუმცა მაინც საკმაოდ საინტერესოა, ბოლო-ბოლო საქართველოში კეთდება ეს ყველაფერი და ქართველის მიერ. რომელ ერთს დამისახელებს ვინმე, ვინც მსგავს რამეს ღიად და დაუფარავად აკეთებს და ხალხსაც უზიარებს თავის გამოცდილებას.

მემგონი არ არსებობს ასეთი ადამიანი. ამიტომ მინჩანინს დიდი რესპეკტები. უფრო საინტერესო პროეკტებისთვის მოგეკიდოთ ხელი. მე პირადად სიამოვნებით ვადევნებ თვალს ყველანაირ თქვენს წამოწყებას.



small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 26 2013, 22:39
პოსტი #33


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(Davitus @ May 26 2013, 22:20) *
ეს კონკრეტული სიტუაცია, მემგონი უფრო შემეცნებითი ხასიათის არის, საკუთარი ძალების მოსასინჯად, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და ა.შ. არამგონია რამე კონკრეტული დანიშნულებისთვის იყოს, თუმცა მაინც საკმაოდ საინტერესოა, ბოლო-ბოლო საქართველოში კეთდება ეს ყველაფერი და ქართველის მიერ. რომელ ერთს დამისახელებს ვინმე, ვინც მსგავს რამეს ღიად და დაუფარავად აკეთებს და ხალხსაც უზიარებს თავის გამოცდილებას.

მემგონი არ არსებობს ასეთი ადამიანი. ამიტომ მინჩანინს დიდი რესპეკტები. უფრო საინტერესო პროეკტებისთვის მოგეკიდოთ ხელი. მე პირადად სიამოვნებით ვადევნებ თვალს ყველანაირ თქვენს წამოწყებას.


მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი დუბელის იარაღიდან რბილი ტყვიის არასწორი ფორმის სფეროების სროლის შემეცნებითობის ხარსხის მიმართ. მაგრამ ეს მე ვარ და ყურადღებას ნუ მიმაქცევთ. უკვე წავედი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Jul 1 2013, 19:06
პოსტი #34


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



გავაგრძელებ ჩემს თემას. დღევანდელი ქვეთემა შეეხება პნევმატიკისა და ცეცხლსასროლის შეჯვარებას. თითქმის ყველა ფორუმზე, რომლის ენაც მე მესმის, დრო და დრო წამოჭრილა ხოლმე კითხვა-შეიძლება თუ არა პნევმატური იარაღის ტყვიის გასროლა „ჟეველოთი“ ? და, თუ რა ენერგიას განავითარებს ტყვია, და იქნება თუ არა ის ზუსტი, და რამდენად მიზანშეწონილია ეს შეჯვარება როგორც ფინანსურად, ასევე პრაქტიკულად. ჰო, და მეც გადავწყვიტე ჩამეტარებინა ჩემი ექსპერიმენტები და გამომეტანა ჩემი დასკვნები.
მინდა მივმართო ადმინს - ეს ქვეთემა არ გამოდის გლუვ ლულიანებზე საუბარი, მაგრამ არც მთლად პნევმატიკაცაა, და არც ხრახნ ლულიანად შეიძლება ჩაითვალოს. გარდა ამისა ეხება იარაღს, რომელიც ამ თემაშია, და ამიტომ გადავწყვიტე აქვე დამეწერა ეს ქვეთემაც. თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის შეიძლება ამ ქვეთემის გადატანა სხვა თემაში.
მაშ ასე გავაგრძელოთ. გამოვიყენე ისევ ჩემი ხირიმი. მასში ჩავსვი პნევმატური თოფის MP-512-ის ლულა


და მივიღეთ ეს


იქნა გამოყენებული ტყვიები „ბარაკუდა მატჩ“ -0,69 გრ., „შმელი“ (რუსული წარმოების)-0,69 გრ., და 0.8 გრ.. კაფსული „ჟეველო“ თეთრი გულით. გამოვჩარხე „ჟეველოს“ ჩასასმელი ბუდე, ჩავდე ტყვია და შემდეგ ზედ მივადე კაფსული. პირველი სროლების მერე საერთოდ სიზუსტეზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. 20 მეტრზე თაბახის ფურცელს ნახევარი არ ხვდებოდა. დავიწყე ძიება. შევამჩნიე, რომ კაფსული ტყვიას თავის (ტყვიის) საწყის ადგილზე აზიანებდა და „იუბკას“ აწყვეტტა. და იმ ადგილზე ლულის შიგა ზედაპირზე აწეპებდა. და დანარჩენი ტყვიის ნაწილი კი გარეთ გამოდიოდა. ამიტომაც იყო სროლის ასეთი უზუსტობა. ტყვიის (უფრო სწორედ ტყვიის იმ ნაწილის, რომელიც გარეთ გამოვარდებოდა) სიჩქარე მერყეობდა 307 დან 358 მ/წ-დე. ლულის ენერგიის გაზომვას აზრი არ ჰქონდა, რადგან ტყვიის წონის დადგენა შეუძლებელი იყო. ამ ეფექტის თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტე ტყვია წამეწია 25 მმ-ით წინ, და ამით მომეცილებინა „ჟეველოდან“. სიზუსტემ ცოტა მოიმატა. 20 მეტრზე უკვე ყველა ნასროლი ეტეოდა თაბახის ფურცელზე. კიდევ წავწიე ტყვია წინ 10 მმ-ით (სულ 35 მმ). სიზუსტემ კიდევ უფრო მოიმატა. და ასეთი ექსპერიმენტების საფუძველზე მივიღე ტყვიის „ჟეველოდან“ ოპტიმალური დაშორება 50 მმ. ასეთ შემთხვევაში ტყვიის სიჩქარეები იყო: „ბარაკუდა მატჩი“-0,69 გრ.-267 მ/წ -24,6 ჯ., “შმელი”-0,69 გრ. – 263 მ/წ -23,9 ჯ., „შმელი“-0,8 გრ. -253 მ/წ -25,6 ჯ. სიზუსტით ყველას აჯობა „შმელმა“-0,69 გრ.

ეს ტყვია წააგავს მცირე კალიბრიანი (5,6 მმ.) ვაზნის ტყვიას. სურათზე მარცხნივ. სამწუხაროდ ჩემი ფოტო ვერ იღებს ახლოდან საკმაოდ კარგად, და ამიტომ ტყვიის ფორმა და მისი დამზადების ხარისხი გარკვეულად არ ჩანს. სიზუსტე 39 მეტრზე, ოდნავ ქარი იყო. !!!!!!!!!!


ყველა ეს ექსპერიმენტები ჩატარებული იყო ორი თვის უკან. მერე ეს ლულა გვერდზე გადავდე და გადავედი 8 მმ.იან კალიბრზე. რომელზედაც რეპორტი ზემოთაა ნაჩვენები. და ახლახან გადავწყვიტე ისევ დავბრუნებოდი 4,5 მმ.-იან კალიბრს. და გამეგრძელებინა ექსპერიმენტები. კერძოდ „ჟეველოს“ ლულაში ჰერმეტულად ჩასმა. გამოვიყენე ფტოროპლასტი. ჰერმეტულობა კარგი გახდა. დავიწყე სროლები. 20 მეტრში 10 სანტიმეტრიანი ჯგუფი. კარგად გავწმინდე ლულა ლატუნის ბუძგით. სიზუსტე ცოტა უკეთესი გახდა. მაგრამ მაინც შეუდარებლად ცუდი, ვიდრე იყო. გადავწყვიტე „ჟეველოს“ ბუდე გამეკეთებინა იმ ზომის, როგორიც არის გილზში. ე.ი. „ჟეველო“ არა თუ თავისუფლად, არამედ მჭიდროდ, ჩაქუჩის მეშვეობით ჩამესვა. მართალია სრულიად არა პრაქტიკულია, მაგრამ საჭირო იყო მიზეზის ნახვა. ჩავსვი. დავაგრძელე სროლები. არავითარი დადებითი შედეგი. დავიწყე ტყვიის ლულაში გატარება და მისი დათვალიერება გამადიდებელი შუშის მეშვეობით. და რა ვნახე, ტყვიაზე „ნარეზების“კვალი საერთოდ არ იყო. ვისროლე წყალში.ტყვია ნაწილობრივ დეფორმირდა წყალთან შეხვედრის გამო, მაგრამ „ნარეზის“კვალი არც მას არ აჩნდა. მაშინ მივაქციე ყურადღება, რომ ტყვიის ლულაში წინ წაწევის დროს იგრძნობოდა არა თუ მისი სრიალი, არამედ თითქოს რაღაც ხაოიანს ეხებაო. და ეს შეგრძნება იყო მაშინ , როცა ტყვია გადიოდა ზემოთ ხსენებულ 50 მმ.-ს. გადავწყვიტე ლულის ეს ნაწილი გადამეჭრა, შემდეგ გამეჭრა შუაზე და დამეთვალიერებინა. ასეც ვქენი

სამწუხაროდ აქაც ცუდად ჩანს. ლულას შიგნით „ნარეზები” აღარც კი ემჩნეოდა. ლულის ეს ნაწილი არა თუ დაჟანგული იყო, არამედ ეროზირებული. და ეს იმის გამო, რომ ბოლო სროლების მერე, ლულა რომ მოვხსენი და 8 მმ.-იანი კალიბრის ექსპერიმენტებზე გადავედი, ლულა არც გამიწმენდია, და არც დამიზეთია. მანამდე კი „ფეირის“ და WD-40 -ს ვხმარობდი ხოლმე. ახლა კი დამავიწყდა მისი გაწმენდა. და შედეგმაც არ დააყოვნა. იარაღიდან ნამდვილად არ ვარ შორს, მაგრამ თუ ასე ჩქარა, და ასე ძლიერად მოხდებოდა ლულის (მოუქრომელი ლულის) ეროზია ნამდვილად არ მეგონა. ბერთოლეს მარილმა თავისი „საქმე“ ფრიადზე შეასრულა. ნამდვილად გული დამწყდა მინსკში 50 დოლარად ნაყიდ ლულაზე. მაგრამ „ნაუკა ბეზ პოტერ ნე ბივაეტ“.
მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას:
1. ტყვიის სიჩქარე და ლულის ენერგია საკმაოდ მაღალია.
2. სიზუსტეც, ჩემი აზრით, კარგია. 39 მეტრზე 7 გასროლიდან 22 მმ.-იანი ჟგუფი შეიძლება კარგ რეზულტადად ჩაითვალოს. არ გამოვრიცხავ შედეგის უფრო გაუმჯობესებას, თუ „ჟეველოს“ უფრო ჰერმეტულად ჩავსვავთ. ტყვიის სიჩქარის არა სტაბილურობა იყო + -14 მ/წ. თუმცა არ გამოვრიცხავ თვითონ „ჟეველოში“მყოფი ასაფეთქებელი მასალის რაოდენობის არა სტაბილურობასაც. რადგან მასში („ჯეველოში“) ამ მასალის წონა არის დაახლოებით 0,15 გრ. და მისი შევსება +- 10 პროცენტით სანადირო თოფის ნებისმიერი კალიბრისთვის დიდ ცდომილებას არ წარმოადგენს. ხოლო ჩვენს შემთხვევაში კი მოსალოდნელია საგრძნობი ცდომილების მოსაცემად.
3. საკმაოდ არა პრაქტიკულია, განსაკუთრებით სანადიროდ. რადგან საჭიროა , როგორც ზემოთ ვახსენე „ჯეველოს“ ჰერმეტულად ჩასმა. და ამ შემთხვევაში მისი ამოღება საკმაოდ ძნელდება.
4. თვითონ ტყვიისა და მერე „ჟეველოს“ ჩასმა გაცილებით რთულია ვიდრე თოფში ვაზნის ჩადება.
5. „ჟეველო“ პრაქტიკულად ანადგურებს 4,5 კალიბრის ლულას. რადგან, სანადირო თოფთან განსხვავებით მხოლოდ ის მოქმედებს ლულის ზედაპირზე. თუ სანადირო თოფში ბერთოლეს მარილის ნამწვი ეხება ლულის ზედაპირს უკვე შერეული დენთის აირთან, და ამ მოცულობაში მისი (ბერთოლეს მარილის ნამწვის მოცულობა) გაცილებით ნაკლებია დენთის აირებთან შედარებით , ჩვენს შემთხვევაში კი დენთის აირები საერთოდ არ არიან. გარდა ამისა ის („ჟეველოს“) ნამწვი უშუალოდ, კორპუსიდან („ჟეველოს“ კორპუსიდან) გამოვარდნისას ეხება უკვე ლულის შიგა ზედაპირს, და არა გილზს, როგორც სანადირო თოფში. და ყველა ეს პროცესები სწრაფად აფუჭებენ პნევმატური თოფის ლულის შიგა ზედაპირს. შეიძლება ამის თავიდან აცილება სჭრაფი წმენდით? სრულიად მოსალოდნელია. თუმცა ბერთოლეს მარილის ნამწვი იმდენად აგრესიულია ასეთ მცირე მოცულობაში, რომ მე პირადად მეორეთ ვერ გავრისკავ კარგი ლულის გამოყენებას ასეთი ექსპერიმენტებისთვის.

6. ფინანსურად, ვფიქრობ რომ არამიზანშეწონილია, რადგან ერთი „ჟეველოს“ ფასი 10 თეთრია, და ამას პლიუს ტყვიის ფასი 15 თეთრი 1 ცალი. უბრალო ტყვიას ვერ იხმარ. ხოლო „შმელი“, და სხვა ზემოთ ხსენებული ტყვიები საკმაოდ ძვირებია. მე გაყიდვაში „შმელი“ არც კი მინახავს. კიდევ მინსკიდან მაქვს შემორჩენილი ცოტაოდენი. სულ 25 თეთრი. არც ისე იაფია ერთი გასროლა.
7. ასეთი გადაკეთება საჭიროებს ლიცენზიას. რადგან ეს უკვე ხეცხლსასროლია და აქედან გამომდინარე ყველა შესაძლო შედეგებით.
ესც კიდევ ერთი რეპორტი საინტერესო (ვფიქრობ რომ ბევრისთვის) თემაზე.
შემდეგი რეპორტი იქნება 12 მმ.-იანი კალიბრის გამოყენების ექსპერიმენტებზე.
ყველას მიმართ პატივისცემით მინჩანინი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 2 2013, 00:54
პოსტი #35


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



minchanin

შეიძლება პრაკტიკულობის თვალსაზრისით, "თავიდან იგონებთ ველოსიპედს" მაგრამ იმდენად საინტერესოა ეს ყველაფერი, რომ სულ არ მადარდებს პირადად მე შედეგის სრულყოფილება.

ანუ ეს ის თემაა, რისი გაკეთებაც საკუთრარი ხელებით გაინტერესებს, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვერ ახერხებ, სამაგიეროდ სხვა აკეთებს ამას შენს მაგივრად და სიამოვნებას მაინც ღებულობ.

მოკლედ, მე სიამოვნებით ვადევნებ თვალს თქვენს ასევთქვათ "ჩხირკედელა ექსპერიმენტებს". საკმაოდ საინტერესო და ინფორმატიულია, თუ რამე იდეა გამიჩნდება ან გამახსენდება აუცილებლად მოგაწვდით, დაინტერესების შემთხვევაში რომ ფრთები შეასხათ

ტაკ დერჟაწ მინჩანინ! newsmile041.gif:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 2 2013, 06:39
პოსტი #36


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Davitus
+1 ზუსტად მასე ვფიქრობ მეც newsmile05.gif დიდი სიამოვნები და ინტერესით ჩავიკითხე, თუმცა ინეტში პერდეს და ჰოლანდის ვიდეოები დევს newsmile05.gif კარგია როცა ადამიანს ინტერესი აქვს.

minchanin
კარგი იქნებოდა სადმე ინგლისური სკოლა გაგევლო მეიარარეების. აშკარად ნიჭი გაქვს და გასაქანი გაკლია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Jul 2 2013, 21:32
პოსტი #37


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Chalimgela @ 2nd July 2013 - 07:39) *
minchanin
კარგი იქნებოდა სადმე ინგლისური სკოლა გაგევლო მეიარარეების.

კარგი იყო, მაგრამ... შორსაა ინგლისი. იქ რა ჩავა. vava.gif


Davitus
მადლობთ მხარდაჭერისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Jul 2 2013, 22:05
პოსტი #38


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



minchanin
ბევრი გიწვალიათ ბატონო სოსო, ვაფასებ თქვენ შრომას, გლუვ ლულაზე საფანტის შემთხვევასი .410 კალიბრის ჩასახრახნი ჩოკის დაგება შეიძლენა ,ნეტშI მემგონი არ იქნება პრობლემა მაგის ყიდვის, რაც მოგცემს ე.წ. "ჩოკის" პრობლემის მოგვარების საშუალებას

გლუვ ლულაზე
ციტატა(minchanin @ 1st July 2013 - 20:06) *
ასეთი გადაკეთება საჭიროებს ლიცენზიას. რადგან ეს უკვე ხეცხლსასროლია და აქედან გამომდინარე ყველა შესაძლო შედეგებით

უკვე არა აქვს მნიშვნელობა ცეცხლასროლია თუ პნევმატიკა , ორივეს რეგისტრაცია სჭირდება

მეც ვჩხირკედელაო რაღაცეებს, ვერ ვიტყვი რომ იარაღებს ვაკეთებ (ამის ლიცენზია არ მაქვს) , მაგრამ რაც აკრძალული არ არის იმის გაკეთებაე ვცხოდვილობ რაღაცეებს , აგერ ჩემი სახელოსნოც newsmile05.gif მაგრამ სივიწროვე და დროოის ქრონიკული უქონლობა მკლას, ამ ყველაფერს ემატება ისიც რომ ჯერ დამწყვები ვარ და ვარ ესე ვცოდვილობ newsmile05.gif



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Jul 3 2013, 16:15
პოსტი #39


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Geoჟორჟიკა
მადლობა წინადადებისთვის.
ყოჩაღ! კარგი სახელოსნო გაგიკეთებიათ. კარგი ჩარხები შეგიძენიათ. "მოლოდეც". მინსკში რომ ვცხოვრობდი ჩემი ყველაზე დიდი ჩარხი იყო 800 ვატიანი ელექტრო დრელი. ამასთან შედარებით თქვენ უკვე დიდი უპირატესობა გაქვთ. გისურვებთ წარმატებებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Jul 4 2013, 22:08
პოსტი #40


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



minchanin
გაიხარე დიდი მადლობა , მოკლედ ძნელია ყველაფერს რომ ეხლა სწავლობ მაგრამ ნელ ნელა წინ მიიწევს საქმე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Jul 5 2013, 13:03
პოსტი #41


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Geoჟორჟიკა
სწავლა მთელი ცხოვრება გვიწევს. "გლავნოე ნე პადატ დუხომ". " უდაჩი"
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Jul 27 2013, 20:28
პოსტი #42


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობათ მეგობრებო.
დღეს მინდა გაგაცნოთ ჩემი ექსპერიმენტების შედეგები 12 მმ-იან კალიბრის ლულაზე.
როგორც ადრე ვახსენე ჩემს "ხირიმს" მოყვა 8 მმ-იანი კალიბრის და 12 მმ-იანი კალიბრის ლულები. 8 მმ-იან, და ასევე 4,5 მმ-იანი ლულების შედეგებზე ზემოთაა ნახსენები. დარჩენილი იყო 12 მმ-იანი ლულა. ეს კალიბრი თითქმის 32 კალიბრს უტოლდება (საერთაშორისო - 12,7-13,1 მმ., რუსეთის - 12,5-12,7 მმ.), მაგრამ იმ განსხვავებამ, რასაც აქვს ადგილი, არ მომცა საშუალება 32 კალიბრის ვაზნა გამომეყენებინა. და ამიტომ მივმართე უკვე გამოცდილ ხერხს, და გამოვჩარხე ვაზნები.

ვაზნის სიგრძე გამოვიდა 65 მმ. დავტენე დენთით "რექსი" - 0,7 გრ. და საფანტით #6 - 18 გრ. გავტესტე 30 მეტრზე, და მივიღე, სამიზნეზე ზომებით 73 სმ Х 53 სმ. - 41 პროცენტი მოხვედრა. სახამებლით დატენილმა კი მომცა 52 პროცენტი მოხვედრა. არც თუ მაინც და მაინც სახარბიელოა. გადავწყვიტე დამეყენებია ჩოკი. მაგრამ საქმეს ართულებდა ის გარემოება, რომ ლულა (როგორც ზემოთ ვახსენე) არის ნაწრთობი ისე კარგად, რომ საჭრისი არ იღებს და იწვის. ამიტომ მასში შიგნიდან ხრახნის მოჭრა შეუძლებელი გახდა. ამ გარემოებამ გამირთულა ჩოკის მექანიზმის კონსტრუკცია, მაგრამ პრობლემა საბოლოოდ მაინც დადებითად გადაწყდა.

და დავუყენე ჩოკი 0,5 მმ. ჩავთვალე, რომ ამ კალიბრისთვის ჯერ-ჯერობით საკმარისი იქნება. დავტენე ვაზნები სახამებლით და უსახამებლოდ. ყველაზე კარგი რეზულტატი ისევ სახამებლით დატენილმა ვაზნებმა მოგვცა.



საფანტმა # 9 მოგვცა 65 პროცენტი, და საფანტმა #6 მოგვცა 74 პროცენტი.
რა თქმა უნდა, ეს თოფი ვერ შეედრება ქარხნული წარმოების თოფს. მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება მისი სანადიროდ გამოყენების ცდა. მალე მოდის ნადირობის სეზონი და აუცილებლად გამოვცდი მწყერზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Jul 27 2013, 21:17
პოსტი #43


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



მშვენიერია, მგონი რომ ურიგო არ იქნება მწყერზე სანადიროდ. 30 მეტრისათვის საკმაოდ კარგი შედეგებია...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jul 28 2013, 06:42
პოსტი #44


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



იკრძალება newsmile055.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Jul 28 2013, 12:21
პოსტი #45


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(irakli fofxadze @ 28th July 2013 - 07:42) *
იკრძალება

რა იკრძალება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

8 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 19:29