ტკბილი მოგონებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტკბილი მოგონებები |
Jun 3 2015, 01:46
პოსტი
#16
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Aug 11 2015, 12:05
პოსტი
#17
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
წინა საუკუნეში დაღესტანში ვართ სანადიროდ. იალაღზე ნადირობა სულ სხვაა. აქ განსაკუთრებული თანადგომა და ყურადღებაა საჭირო. ყველა ყველაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ასეთ ნადირობაში გაიცნობ ადამიანს. გასაჭირი და სირთულეების გადალახვა "აშიშვლებს" ადამიანის ხასიათს და სწორედ იმას ავლენს რაც სინამდვილეშია. მე განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევენ რადგან ახალბედა ვარ. ჩემი ნათლიმამა მპირდება რომ დღეს დეკაზე შემწვარი მწვადი უნდა მაჭამოს. პრინციპში საწვავის სხვა საშუალება აქ მაინც არაა. მხოლოდ დეკის ბუჩქები. მივუახლოვდით საბინაო ადგილს. ესაა სიმაღლე საიდანაც სამი ხეობა იღებს სათავეს, და სადაც ვულკანის კრატერში კამკამა ტბაა. ამ ადგილზეა მხოლოდ სწორი ადგილი საბინაოდ. დანარჩენი სხვაგან ციცაბო ფერდობებია.
ადგილს რომ მივუახლოვდით ნადირი შევნიშნეთ ნაშალზე. ეტყობა მანამდე თვითონ გვიყნოსა, გადაიარა სერი და მარცხენა ხეობაში გაუჩინარდა. აჩქარდნენ მონადირეები. საღამოა უკვე და უნდათ პირველ ღამესვე ნადირის მწვადით გაალამაზონ სუფრა და სასაუბროც ცხელ-ცხელი ამბები გვქონდეს. მივედით ადგილზე. მოვხსენით ცხენებს საპალნე. ტბასთან ცხვარი იყო ნამყოფი და ნაპირები ცხ**ის კურკლითაა მოფენილი, წყალი კი სუფთაა მაგრამ მაინც არაა სასიამოვნო, გასაჭირში თუ დალევს ასეთ წყალს მონადირე. მებინავედ მე დამტოვეს, მონადირეები კი გაჰყვნენ ნადირის კვალს. ბარგი შევაგროვე, გადავაფარე ნაბდები. ცხენები გამოვაბი თოკებით პალოებზე. ჩემ ცხენს მოვკიდე ხურჯინი, ცალ მხარეს ჩავდე კანისტრა წყლისთვის და დავყევი საცალფეხო ბილიკს მარჯვენა ხეობაში რომ წყლამდე მივაღწიო. საკმაოდ დიდი სიმაღლე მქონდა ჩასავლელი წყლამდე. ნახევრამდე არ ვიქნებოდი მისული რომ მარჯვენა ფერდობზე ცხვარი შევნიშნე, მაგრამ შანსი არაა ცხენით ამ ფერდობზე გასვლის, თან საკმაოდ შორია, ჩავიქნიე ხელი და გავაგრძელე გზა წყლისაკენ. "გზას ვამბობ თორემ რა გზაა, ვიწრო ბილიკი კლდეზედა" ისეთი ჩასახტომები აქვს ცხენი ძლივს მიმყავს. ხოდა წყლამდე რომ ჩავედი გავიხედე ზემოთ და ჩემს თავს მაღლა არაა ასე 200 მეტრში ეს ბეკეკა. ირგვლივ 11 ცხვარი და თხა დავითვალე მგლისაგან დაგლეჯილი. გამოვაბი დეკის ბუჩქზე ცხენი და მივაღწიე ცხ**ამდე. ყელი და დუმა ჰქონდა მგლისაგან გაფუჭებული. ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩამოვიყვანე წყალთან, დავკალი და გავატყავე, არც ხეა რომ დავკიდო, არც მომხმარე მყავს. ბევრი ვიწვალე. დავტვირთე ცხენი წყლით და ხორცით და გამოვუყევი უკან ბინისკენ. ბინდია უკვე. ბინას რომ მოვუახლოვდი მონადირეები იქ დამხვდნენ . შორიდან მივაძახე ნათლიმამას დეკა მოაგროვე, მწვადი შევწვათ მეთქი. ვერაფერი მოვინადირეთ არ დაგვჭირდებაო, ჩამომძახა იმედგაცრუებით. ასეთი უცნაური რამაა ნადირობა. ნადირს კვალზე მიყვნენ ნადირობაში გამოცდილი ხალხი და ვერ მოინადირეს, მე კი წყალზე წასული ახალბედა "ნანადირევით" დამშვენებული დავბრუნდი . იმ ღამეს ავაშიშხინეთ დეკაზე ჭუხელი ლეკების გაზრდილი , მგლისაგან ჩვენთვის ნაზიარები თოხლი. მაგრად გამისწორდა რომ მე , ახალბედა, ვიყავი იმ საღამოს "გმირი" და მასპინძელი . |
|
|
Aug 11 2015, 12:10
პოსტი
#18
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
უიარაღო
|
|
|
Aug 11 2015, 14:35
პოსტი
#19
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
უიარაღო
|
|
|
Aug 11 2015, 16:57
პოსტი
#20
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 28 რეგისტრ.: 24-May 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
არაგველო
|
|
|
Aug 11 2015, 18:17
პოსტი
#21
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 238 რეგისტრ.: 19-February 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: racha/qutaisi |
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:42 |