თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტყვიები, დენთი, საფანტი, ზეთები _ ლულის შევიწროება (ჩოკი)

პოსტის ავტორი: woodman Jan 6 2014, 19:42

გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას დაესწარით მრავალს. ბევრი გენადიროთ და ზომიერად მოგეპოვებინოთ.
ასეთი კითხვა მაქვს ფორუმელ კოლეგებთან გთხოვთ მიპასუხოთ ვინც გარკვეული ხართ ამ საკითხში newsmile05.gif. როცა დიდ მანძილზე ვისვრით საფანტს მაგალითად იხვს 50 -60 მეტრ მანძილზე რომელი ნომერი საფანტი რა მუხტის ვაზნა ( რამდენ გრამიანი) უნდა ვიხმაროთ და რომელი შევიწროება უნდა გვეყენოს ლულაზე. მე როგორც ვიცი სრული ჩოკიდან მსხვილი მაგალითად 3,2,1,0 ნომერი საფანტის სროლა არათანაბარ გაფანტვას იწვევს. მაშინ რისთვის არის სრული ჩოკი რომ მარტო წვრილი საფანტი ვისროლოთ ???? წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: rezident Jan 6 2014, 19:50

მეც გილოცავ. ჯერ ერთი იხვს არ ესვრიან 1,2,3 ნომერს. N 5 საფანტი და სრული ჩოკით უნდა ეროლო იხვს შორ მანძილზე.

პოსტის ავტორი: გოგიტა Jan 6 2014, 21:11

woodman

50 მეტრის მანძილზე სრული ჩოკით და მინიმუმ 34 გრამიანი 5 ნომერი ვაზნებით ინადირებ კარგად.

სრული ჩოკიდან შეგიძლია ასევე ისროლო 3,2,1,0 ნომერი საფანტიც.

პოსტის ავტორი: Bone Jan 6 2014, 21:51

ჩემი "ძალით პროფესორული " აზრია ; სანადიროდ საერთოდ არ უნდა გამოიყენო 0,75 ზე მეტი შევიწროება
ისე კითხვა მართლა აზრიანია newsmile027.gif

საერთოდ ზე შორ მანძილზე 12 კ დან მეტ საფანტის მარცვალს ყოველთვის მიიტანს წმინდა ხცილინდრი ! ! ! გაგიკვრირდებათ გაგეცინებათ მაგრამ ეგრეა. ჩოკი ეფექტურია

ჩოკიდან ნასროლი შესაბამისი ზომის და წონის საფანტის ჭურვი ეფექტურია მხოლოდ მცოდნე მსროლელის შემთხვევაში

ჩოკი პროცენტულად ჩამორჩება მრავალჯერ - იმავე ცილინდს , ეს ყველამ ვიცით

ჩოკიდან, სანადირო ობიექტზე სროლა, თუ ის მართი კუთხით მოძრაობს , თანაც არც ისე ახლოს, პრაქტიკულად მონადირესთვის გადაუჭრელი სირთულეა. (ადამიანი ვინც მხოლოდ სანადიროდ ისვრის)


როგორც ერთი მცონდე იტყოდა , თუ არ იცი როგორ ? შეგიზლია ერთი ვედრო საფანტი ისროლო სამიზნის მხარეს და დააცილოო...

ჩოკი არის სპორტისთვის და შერჩეული ზომა წონის საფანტის სასროლად

პოსტის ავტორი: assassin29 Jan 6 2014, 22:03

Bone

ციტატა(niko @ 6th January 2014 - 22:51) *
ჩემი "ძალით პროფესორული " აზრია ; სანადიროდ საერთოდ არ უნდა გამოიყენო 0,75 ზე მეტი შევიწროება

f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif dastur.gif
2-3 ნომრები და ორჭრილიანი ჩოკი ჩემთვის ყველაზე მისაღებია

პოსტის ავტორი: rezident Jan 6 2014, 22:33

Bone
მიტანით საფანტს ყველანაერი შევიწროება მიიტანს მაგრამ საფანტის ბადეს გაშლის სხვადასხვა მანძილზე. შორ მანძილზე ნასროლზე იხვი თუ საფანტებს შორის გაძვრა გატეხავს ))))).
პ.ს. ამ შობის ღამეს რა საფანტები და ჩოკები აგვიტყდა )))). გილოცავთ ყველას!

პოსტის ავტორი: Bone Jan 6 2014, 23:20

rezident
გეთანხმები

უბრალოდ რომ შევაჯიბროთ ცილინდრი მოიგებს,დაწინწკლულ მარცვალთა რაოდენობაში

მრავალს დაესწარით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Jan 6 2014, 23:25


ციტატა(niko @ 7th January 2014 - 00:20) *
უბრალოდ რომ შევაჯიბროთ ცილინდრი მოიგებს,დაწინწკლულ მარცვალთა რაოდენობაში


ჭრაში ? xexe.gif

rezident
Bone

აქაც გილოცავთ !!!

პოსტის ავტორი: Bone Jan 7 2014, 00:01

რა არის ჭრა


პოსტის ავტორი: Davitus Jan 7 2014, 00:05

megreli

"ჭრა" ერთი ექნება ცილინდრიდან და ჩოკიდან ნასროლს, ნუ მცირედ სხვაობას თავისთავად მოგვცემს, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა მაგას არა აქვს

ციტატა(niko @ 7th January 2014 - 01:01) *
რა არის ჭრა


ჭურვის აჩქარებას გულისხმობს

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)