თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა ჯიშები _ ირლანდიური მგელთმგუდავი

პოსტის ავტორი: კუდიგორელი May 28 2009, 20:05

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


სიმაღლე: ხვადი-არაუმცირეს 79 სმ-ის
ძუ-არაუმცირეს 71 სმ-ის
წონა: ხვადი-არანაკლებ 55 კგ-ისა
ძუ- არანაკლებ 41 კგ-ისა
შეფერილობა: ნაცრისფერი, წითური, შავი, თეთრი, ჩალისფერი და ვეფხვისფერი.

ჯერ კიდევ რომაული წყაროები გვატყობინებენ გიგანტური მონადირე ძაღლების შესახებ, რომლებიც ლომზე, ირემზე და მგლებზე ნადირობდნენ. ირლანდიურ გიგანტებს არამარტო სანადიროდ, არამედ მეფეების და დიდგვაროვნების ეტლების გამცილებლებადაც იყენებდნენ. ირლანდიური მგელტმგუდავი სამეფო ძაღლად ითვლებოდა.
ამ ეგზოტიკურ ძაღლზე უამრავი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ირლანდიურ მგელთმგუდავ გელერტსა და უელსის პრინც ლიუელინს უკავშირდება. პრინცს ძაღლი ინგლისი მეფე ნოანმა აჩუქა 1210 წელს. ლიუელინი დიდგვაროვნებთან ერთად სანადიროდ წასულა, ძაღლი კი თავისი მცირეწლოვანი შვილის სადარაჯოდ დაუტოვებია. სახლში დაბრუნებულ პრინცს ძაღლი სისხლში ამოსვრილი დახვედრია - უფიქრია შვილი მომიკლაო, უშიშვლებია ხანჯალი და მოუკლავს ძაღლი. შემდეგ გვერდით გაუხედავს და ორი მკვდარი მგელი დაუნახავს, იქვე ახლოს კი შეშინებული თავისი შვილი. ამის შემდეგ პრინცს გელერტის ძეგლის აგება უბრძანებია, წარწერით "გელერტი პრინცის ერთგული მეგობარი".
მე-19 საუკუნეში ეს ჯიში თითქმის მთლიანად გადაშენდა. 1860 წელს კაპიტანმა გრეხემმა მოძებნა ამ ჯიშის რამოდენიმე ეგზემპლიარი და მათ დურხაუნდომის, გერმანული დოგის და რუსული მწევარი ძაღლის სისხლი დაუმატა რის შედეგადაც დღევანდელი ირლანდიური მგელთმგუდავი მიიღო.
ირლანდიური მგელთმგუდავი მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდ ძაღლად ითვლება. ის ხალხის მოყვარული და მეგობრული ძაღლია. დღესდღეობით მან თითქმის დაკარგა მონადირული თვისებები, მაგრამ სწორი აღზრდის შემთხვევაში შესანიშნავი მონადირე დადგება.


პ.ს. ინფო აღებულია ამ საიტიდან http://site.vipanimals.ge/

პოსტის ავტორი: ვიტო May 29 2009, 02:02

კუდიგორელი
ავთო ეს მწევარია და განოფილებას გავხსნი და იქ გადავიტან არ ჯობია?

პოსტის ავტორი: კუდიგორელი May 29 2009, 08:39

ვიტო
ჰო რავი შენ უკეთ არ იცი

პოსტის ავტორი: ვიტო May 29 2009, 11:44

ჯერ აქ იყოს, და თუ რამე თემები მიემატება მერე გავაკეთოთ გნყოფილება

პოსტის ავტორი: ნოსო May 29 2009, 13:24

მგლეთგუდავი არის ,ნაგაზი კართულადnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო May 29 2009, 13:38

ნოსო
არა, ნაგაზი არ არის, ნუ შეგყავს ხალხი შცდომაში

პოსტის ავტორი: ნოსო May 29 2009, 14:17

100% დაგენიზლავები, ეგრეა ნაგაზი არის რუსულად: ვალკადავ

პოსტის ავტორი: დიტო May 29 2009, 16:48

არა ნოსო ნაგაზი არის რუსულად ;ავჩარკა: newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო May 29 2009, 17:13

დიტო
რა გინდოდა, ხომ მოვიგებდით მაზიანს არა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დიტო May 29 2009, 19:02

უი ეს რა ვქენი newsmile029.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ნოსო May 30 2009, 08:59

კაცო აგერ რუსულის სპეციალისტი მეუბნება (დედაჩემი)ვალკადავ ეს ჯიში არაა, ზედმეტსახელია და არქმევენ ნაგაზებს(ავჩარკებს რუსულად)ასე რომ ეგრეა. თორემ დიტო რასაც მეუბნება და ვიტოც მართალია newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო May 30 2009, 10:23

ნოსო
რატომ ხარ ესეთი იაღოველი ჰააააა?
"ირლანდსკი ვალკადავ" არის ჯიში ისევე როგორც "ნემეცკაია ავჩარკა"
შენი ლოგიკით აბა გერმანულ ნაგაზს რასაც ვეძახით ნაგაზი არ ჭირდება და ჯიში გამოდის "გერმანული" ? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ნოსო May 30 2009, 11:48

იტოგში ,ასე იშიფრება ნაგაზი : მგლებისმგუდავი

პოსტის ავტორი: BEK_M May 30 2009, 11:51

ნოსო ნაგაზი რუსულად ავჩარკაა და ავჩარკებს ნამდვილად ეძახიან ვალკადვს მაგრამ ყველა ავჩარკას არ ეძახიან, მაგალითად გერმანულ ავჩარკას ვალკადავს არ ეზახიან ესე მოიხსენიებენ იმ ძაღლებს რომლელთა შესაძლებლობებში მართლა შედის მგლის მოხრჩობა რაც იმას ნიშნავს რომ ვალკადავი შესაძლებლობის აღმნიშნელია ისევე როგორც ქართული მთის ძაღლი ანუ ნაგაზი ხშირად მოიხსენიება მეცხვარედ ამ შემთხვევაში მეცხვარე იგივე დანიშნულებით ეწოდება რისთვისაც ვალკადარი რაც შეეხება ირლანდიურ ვალკადავს ეს არის ჯიშის სახელწოდება რაც სავალდებულოდ არ ნიშნავს იმას რო ეს ძაღლი ირლანდიურ ნაგაზია ანუ ფუნქციურად მეცხვარე

პოსტის ავტორი: ნოსო May 30 2009, 11:57

ტერმინოლოგია და ტერმინის თარგმანი [რედაქტირება]

ცნობილი თუში მომჯიშებლის ჭოლოკიძის ბავშვები და ლეკვები 2005
კავკასიური მეცხვარული ძაღლი (რუს.: Кавказская Овчарка, ინგლ.: Caucasian shepherd)
ნაგაზი (რუს.: Нагази, ინგლ.: Nagazi)
„კავკასიური მეცხვარული ძაღლი“ ანუ „ქართული მეცხვარული ძაღლი“ ნაგაზი-ს ვულგარული ფორმებია.

შენიშვნა: Овчарка, Shepherd, Sheep dog არ შეიძლება ითარგმნოს როგორც „ნაგაზი“, არამედ ყოველთვის უნდა ითარგმნოს როგორც „მეცხვარული ძაღლი“ ან „ცხვრის ძაღლი“.
მამალ ძაღლს ეწოდება „ხვადი“
დედალ ძაღლს ეწოდება „ძუ“, „ძუკნა“
ჩვილ ძაღლს ეწოდება „ლეკვი“
მგელზე შემტევ, მგლების გამანადგურებელ ნაგაზს ეწოდება „მახრჩობელა“ძაღლის ლითონის საყელურს, რომელსაც აქვს ნემსები მგლის კბილებისაგან დასაცავად, ეწოდება „ჩანგლები“
უჯიშო, შერეული სისხლის ძაღლს ეწოდება „ბაშკია“
ნაგაზებს ტრადიციისამებრ ყურებს აჭრიან ანუ „უცვითავენ, უცქვიტავენ“ (რათა ამ სათუთი, მტკივნეული ორგანოთი მგელმა არ დაიმორჩილოს). ბარში აგრეთვე „უკვეცავენ“ კუდს, რათა ბალანში გახვეულმა ეკალ-ბარდებმა არ შეაწუხონ.
„ყურშას“ უწოდებენ ნაგაზს, რომელსაც ყურები არ აქვს „დაცვეთილი“
„ხალასსისხლიანი“ ანუ „ჯიშიანი“ არის ძაღლი, რომელიც წინაპრების კონტროლირებადი შერჩევითაა გაჩენილი (აბორიგენული ძაღლებისათვის სულ ცოტა 3 თაობისა)
ხალასსისხლიანი ძაღლების მოსაშენებელ ფერმას ეწოდება „ჯიშთსანაშენე“
პერიოდს როდესაც ძუ მზადაა განაყოფიერებისათვის ეწოდება „მძუნაობა“ („მძუნავი ძუკნა“

პოსტის ავტორი: BEK_M May 30 2009, 12:08

ნოსო მოკლედ ნაგაზი ქართული სიტყვააა ქართული მთის ძაღლის სახელია და ავჩარკა იმიტო შეესაბამება რო ორივე არის ფუნქციურად მეცხვარე ძაღლის არმნიშვნელი. გერმანული მეცხვარე ძაღლი ანუ ავჩარკა რო არაა ვალკადავი ამაში ხო მეთანხმები შესაბამისად ვალკადავი ყველა მეცხვარე ძაღლს არ ეწოდება რაც იმას ნიშნავს რო ავცარკა იგივე ვალკადავი არააა

პოსტის ავტორი: ვიტო May 30 2009, 12:09

ნოსო

ოხ გიგი როგორ მეზარება ეხლა შენთვის ახსნა რა, ჩემი სიკვდილი დინდა ხო?

ირლანდიური მგელთგუდავი - irish wolfhound
ირლანდიური ნაგაზი - irish shepherd
გერმანული ნაგაზი" - german shepherd


ეხლა რუსული ვარიანტი
wolfhound - волкодав
shepherd - пастух

ასე რომ მე ვარ მართალი და შენ არა, ამავდროულად გავაქარწყლე შენი კიდევ 1 ცთომილებას, ვითომდა ნაგაზი ნიშნავს მგელმთმგუდავს

აგერ კიდევ ირლანდიური ნაგაზის ვიდეო



ყველაფერი აგიხსენი და დაგიღეჭე, კიდევ რამე რომ თქვა იმენნა იაღოველად მოინათლები, ვოტ

ესაა ჩემი კომენტარი, დიდი მადლობა პატრულს

პოსტის ავტორი: ნოსო May 30 2009, 12:15

კაცო ჩემი ინფო რატომ არუყურებ ა?წიკიპედიში ბებიაჩემმა დააგდო ეგ ინფო newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ვიტო May 30 2009, 12:57

ნოსო
ვიკიპედიაში შენც შეგიძლია დადო ინფო და დაწერო რომ წითელი შავიაო

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 30 2009, 22:28

კაცო ვინ ხართ თქვენ აზრზე არავინ არ ხართ არაფრის და ედავებით ამ ცამდე მართალ კაცს მიიიიდი ნოსო მიდი ჩემი ბიჭი შენთვის ყველაფერი შეიძლება, სპანიელიც ვალკადავია დაჯე ლავერაკიც არ იცოდი??

პოსტის ავტორი: BEK_M May 30 2009, 22:59

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი May 30 2009, 23:17

ისე მეცეგრე ვიცი რომ ავჩარკა რუსულად ნაგაზს ნიშნავს

პოსტის ავტორი: mgm Jun 1 2009, 21:10

სულხან საბას განმარტებით: ნაგაზი---მწევრისა და თართის ნაჯვარი.
ნოსოს ვეთანხმები, ნაგაზი არის ქართული დასახელება და არ უნდა ითარგმნებოდეს. რაც შეეხება ოვჩარკას ითარგმნება როგორც მეცხვარე. ოვეც---ცხვარი!

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 1 2009, 21:14

ესეც მე ვარ? ანუ დასკვა волкадав___ნაგაზი

პოსტის ავტორი: mgm Jun 1 2009, 22:08

მე ეგ არ მითქვამს small3d029.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 1 2009, 22:34

ნოსო

ციტატა(giorgixomeriki @ 1st June 2009 - 07:14 PM) *
ესეც მე ვარ? ანუ დასკვა волкадав___ნაგაზი

ციტატა(mgm @ 1st June 2009 - 08:08 PM) *
მე ეგ არ მითქვამს

გეიგეnewsmile05.gif ხოდა ნუ გვიტრაკებ ეხლა, ნუ ხარ იაღოველი

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 1 2009, 22:45

newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Aug 24 2009, 13:46

რაარი გაურკვეველი ტერმინი კავკასიური ნაგაზი შეარქვეს რუსებმა როცა დაგვასწრეს ჩვენი ძაღლის დარეგისტრირება არადა მისი ნამდვილი სახელია ქართული მეცხვარე რუსები იყვნენ არჩევანის წინაშე თუ რა დაერქვათ ჯიშისთვის და იყო ბევრი ვარიანტი ასევე "რუსული ვალკადავი" მაგრამ ბოლოს შეჩერდნენ კავკასკაია აფჩარკაზე . ქართველებს ჯიში წაგვარტვეს ამაზე ვიმსჯელოტ ჯობია :( :( ა

პოსტის ავტორი: 919 Sep 15 2009, 13:37

საერთოდ რა უნდა ისთ უგნურ ძაღლს როგორიც არის კავკასიური
ძუკნა, ამ ფორუმზე? ჰა???? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Oct 12 2009, 01:14

ნოსო მაგარი კაცი ხარ რა! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 12 2009, 13:21

აუ თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეს ვიდეო ნახეთ რა.......
http://www.youtube.com/watch?v=qniwI2hNhDs&feature=player_embedded#

ოღონდ ბოლომდე

ოღონდ ბოლომდე

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 13 2009, 00:56

ეს რა იყო ტო, ძალიან უძაანმაგრესი რაღაცაა, სუპერ შედევრი და ძაღლების და მძვრთნელების ბომბა ანსამბლი

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 14 2010, 20:54


პოსტის ავტორი: RISING Oct 30 2018, 13:52

ძალიან ძველი თემაა, მაგრამ სადმე საქართველოში მოიძებნება ეს ჯიში რომ ვიყიდო?

პოსტის ავტორი: ოთო. Nov 4 2018, 19:33

RISING


სალამი მე როგორც ვიცი ყავთ საქართველოში,
შევეცდები გავარკვიო.

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 9 2018, 09:28

ისე, ოლივერას გავს მაგრად. უბრალოდ ოლივერი პატარაა ტანით...

პოსტის ავტორი: ოთო. Nov 9 2018, 11:43

სისხლში რო უზის აშკარად ეტყობა ფაქტი სახეზეა.

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 9 2018, 12:21

ოთო.

გეფიცები...

პოსტის ავტორი: ოთო. Nov 10 2018, 10:59

ეგ ოლივერა ძუა თუ ხვადი ერთი ლეკვი იქნებ შემახვედრო.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)