თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები _ SLUG ლულა

პოსტის ავტორი: GIO-85 Sep 17 2010, 15:34

სლაგ ლულიანმა თოფებმა დამაინტერესეს. და თქვენი აზრის გაგება გადავწყვიტე. თუ გაქვთ ვინმეს...? ან თუ გინახავთ საქმეში..? ან საერთოდ რააზრის ხართ..? ჩემის აზრით კაი რამე უნდაიყოს თუ ნახევრადავტომატური ტყვიის სასროლი თოფი გინდა და ბენელი არგოშიც 4500 ლარის მიცემის იდეაც არგხიბლავს. ოღონდ თუარვცდები მოქმედების რადიუსი აქვს შეზღუდული 150 მეტრი.

პოსტის ავტორი: cipo Sep 17 2010, 16:26

ციტატა(GIO-85 @ Sep 17 2010, 16:34) *
სლაგ ლულიანმა თოფებმა დამაინტერესეს. და თქვენი აზრის გაგება გადავწყვიტე. თუ გაქვთ ვინმეს...? ან თუ გინახავთ საქმეში..? ან საერთოდ რააზრის ხართ..? ჩემის აზრით კაი რამე უნდაიყოს თუ ნახევრადავტომატური ტყვიის სასროლი თოფი გინდა და ბენელი არგოშიც 4500 ლარის მიცემის იდეაც არგხიბლავს. ოღონდ თუარვცდები მოქმედების რადიუსი აქვს შეზღუდული 150 მეტრი.

ძალიან კარგი თემაა gio-85-ო, რაც შეეხება სლუგ ლულას მართლაც კარგი რამე იქნება ჩვენს პირობებში, მაშინ როდესაც ჩვენი ტყეების მაქსიმალური არეალი (სანადირო მანძილი) 150-200 მეტრია ...... ისე მეც მაინტერესებს თუ ვინმეს აქვს ფორუმელს slug ლულით თოფი და მათი აზრი ამ იარაღის შესახებ...ეფექტურობა.. და სხვა...

პოსტის ავტორი: dato6 Sep 17 2010, 18:14

სლუგ ლულაზე ვუსმინე ამას წინათ და 100მეტრამდე დისტანციაზე შეიძლება სროლაო ანუ ეფექტურ გასროლაზე იყო საუბარი. მეც ძალიან მაინტერესებს ფორუმის წევრებს თუ აქვთ და თუ შეუმოწმებიათ ბალისტიკა.

პოსტის ავტორი: axalcixeli Sep 17 2010, 19:37

მეც მაგრათ მაინტერესებს ეს თემა, რამდენადაც ვიცი ეს ლულა უფრო მოკლეა ჩვეულებრივზე, მაგრამ ალბათ რაღაც განსაკუთრებული კონსტრუქცია აქვს ზოგ თოფს კი ორივე ლულა მოყვება. იქნებ ვინმემ განმარტოთ როგორია ამ ლულის კონსტრუქცია და რითი განსხვავდება ჩვეულებრივისაგან?

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 17 2010, 22:03

ვერ მივხვდი.... ანუ ჟაკნის სასროლი თოფია ?? თუ რაზეა საუბარი ??

პოსტის ავტორი: Davitus Sep 18 2010, 04:46

თვითონ სიტყვა SLUG არის ტყვიის (Bullet) სინონიმი, დაახლოებით მეოცე საუკუნის მიწურულამდე, ყველა ლულა გამოდიოდა ჩოკური შევიწროებით, მათ შორის ცილინდრული, ნულოვანი შევიწროვების, ამიოტმ შეცდომად არ ჩაითვლება თუ ვიტყვით რომ პირველი მარტივი სლაგ ლულა იყო ჩვეულებივი ცილინდრი

მეოცე საუკუნის ბოლოდან დაიწყეს სლაგ ლულების წარმოება, სლაგ ლულა უშუალოდ არის ტყვიის სასროლად წარმოებული და შექმნილი ლულა, სლაგ ლულიდან საფანტით ნადირობა უაზრობაა, ისევე როგორც ჩოკური შევიწროების ლულიდან სლუგ ტყვიების სროლა, ამ უკანასკნელი დეფორმირების და აეროდინამიკის შეცვლის გამო, ძლიერი ჩოკიდან კი საერთოდ ლულის მწყობრიდან გამოყვანაც შეიძლება

ის აზრი რომ სლაგ ლულიდან შეიძლება 200 მეტრზე ზუსტი სროლა, სინამდვილეს არ შეესაბამება და არის უფრო ბაიკების სერიიდან...

გლუვლულიანი ტყვიით ზუსტად სროლის მაქსიმალური მანძილი არის 70-80 მეტრი, ისიც ქვეკალიბრული ტყვიებით თუ ვისვრით, სადაც ჩოკური შევიწროვება ხელს უწყობს ქვეკალუბრული ტყვიის სროლას

მე მაპატიეთ არეულ- დარეულად ვწერ, ჩამოყალიბება და დალაგებულად, თანმიმდევრობით განმარტების დაწერა დიდ დროს წამართმევს, თუ ბონე არ ითავებს ამ თემის დაწერას, მაშინ ჩავუჯდები და დავწერ, მაგრამ როდის არ ვიცი...

პოსტის ავტორი: axalcixeli Sep 18 2010, 10:12

თუ სწორედ მივხვდი, სლაგ ლულა არის მოკლე და არანაირი შევიწროვებით (ცილინდრი), რომლითაც უნდა ისროლო სლაგ ტყვიები? ეს სლაგ ტყვიები რაღაც განსაკუთრებულია თუ მაგ. იაკანი იგივე სლაგ ტყვიაა?

ციტატა
ის აზრი რომ სლაგ ლულიდან შეიძლება 200 მეტრზე ზუსტი სროლა, სინამდვილეს არ შეესაბამება და არის უფრო ბაიკების სერიიდან...


გამოდის რომ სლაგ ლულის ქონა უაზრობაა, იმიტომ რომ არსებობს მრავალი ქვეკალიბრული ტყვია, რომელსაც ჩოკური შევიწროვებით უფრო კარგად ისვრი.

ბოდიშით თუ ძალიან უაზრო კითხვებს ვსვავ, უბრალოდ მაინტერესებს ყველაფერი ამ თემასთან დაკავშირეებით, თვითონ კიდე ტყემალზე ვზივარ wtfg.gif



პოსტის ავტორი: Bonehill Sep 18 2010, 10:33

Davitus
გეტანხმები დავიდ ყველაფერში.
სლაგ ლულას უნდა შესაბამისი ტყვია ! არ გაგიკვირდეთ. თუ შორი მანჭილები გინდათ მიიღოთ მაშინ მკაცრად შერჩეული ტყვია.

ციტატა(axalcixeli @ 17th September 2010 - 20:37) *
იქნებ ვინმემ განმარტოთ როგორია ამ ლულის კონსტრუქცია და რითი განსხვავდება ჩვეულებრივისაგან?

ესაა მსხვილ კედლიანი ფოლადის "ტრუბა" newsmile05.gif არავითარი კონსტრუქცია არ გააჩნია.
კონსტრუქცია შეიძლება ქონდეს სამიზნე მოწყობილობას.

საფანტის სროლაზე სლაგ ტყვიიდან ერთ პატარა მაგალითს მოგიტანთ: იჟ 43 პუჭურა ესაა სუფთა სლაგ ლულა თოფი, რა შედეგები აქვს ამ თოფიდან საფანტის სროლას , თოფის პატრონებს კითხეთ.

სლუგ ლულიდან შორი მაძილებისთვის უნდა ისროლოთ სპეციალური კონსტრუქციის უსარტყელო ტყვიები, რაც შეიძლება მსუბუქი. მოკლედ დიდი თემაა.
მანძილს რაც შეეხება, იდეალურ პირობებში ფიქსირებული თოფიდან, მაქსიმუმი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ესაა 150 მ.

დაახლოებით ასეთი მაიმუნობებით http://pix.ge/

პოსტის ავტორი: axalcixeli Sep 18 2010, 13:24

ყველაფერი გასაგებია, დიდი მადლობა Davitus და Bonehill

ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენს პირობებში სლაგ ლულიანი თოფის ქონა პირადად ჩემთვის არაა პრაქტიკული. თუ მაინცდეამაინც გინდა და მატერიალური მდგომარეობაც გიწყობს ხელს აიღე და იყიდე თოფი და ორი ლულა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 18 2010, 15:21

axalcixeli
კი მაგრამ სლაგ ლულის პრიორიტეტებზე ხომ არ გვილაპარაკია ჯერ ? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: axalcixeli Sep 20 2010, 09:27

Bonehill
პრიორიტეტებიც აქვს მაგ ლულას? დაწერე თუ არ დაგეზარება.
მე იარაღის ამბავში გარკვეული, ავტორიტეტული ბიძიებისა მჯერა newsmile045.gif

ციტატა
ესაა მსხვილ კედლიანი ფოლადის "ტრუბა" არავითარი კონსტრუქცია არ გააჩნია.


აქედან გამომდინარე ალბათ მთელი მარილი სლაგ ტყვიებშია?

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 20 2010, 12:58

დაიწერება აუცილებლად რაც ვიცით და შეგვიძლია დ საერთოდ:;
ჩემი მცირეოდენი ცოდნა (თავმდაბლობაში არ ვამბობ) მართლა მცირეოდენი ცოდა, მინდა გაუზიარო ამ ფორუმის ყველა სტუმარს, ყველა ფორუმელს, კლუბის წევრს და ა.შ.

თუ ერთი ადამიანი მაინც, თუნდაც ერთი, სასარგებლო ინფორმაციას მიიღებს, ჩემ ყოფნას არზრი აქვს ე.ი.

ყველა ადამიანი რაღაცისთვის არსებობს, რაღაცის იმედით თუ რაღაცა გეგმით ცოცხლობს , ჩემი გეგმა კი ასეთია, რაც ვიცი გაუზიარო იმას ვისაც ჭირდება ან არ იცის.

რითიც შემიძლია თქვენს გვერდში მიგულეთ.

დიდი პატივისცემით.

პოსტის ავტორი: axalcixeli Sep 21 2010, 10:12

ციტატა
დაიწერება აუცილებლად რაც ვიცით და შეგვიძლია დ საერთოდ:;
ჩემი მცირეოდენი ცოდნა (თავმდაბლობაში არ ვამბობ) მართლა მცირეოდენი ცოდა, მინდა გაუზიარო ამ ფორუმის ყველა სტუმარს, ყველა ფორუმელს, კლუბის წევრს და ა.შ.


მადლობის მეტი რა მეთქმის d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: Infrared Jan 7 2011, 18:57

ბიჭებო რაღაც ამეკვიატა პომპის ყიდვა სათრევად და იდეაში სამწყერედ და სლაგ ლულათი ძალიან კოშმარი იქნება ვითომ? ნუ ზოგადად პომპათი ნადირობაზე ვიცი ბევრის აზრი, სუფთა სლაგ ლულაზე სათრევად და სამწყერედ გამოყენებაზე მაქვს საუბარი, ბევრი თურქია შემოსული ისიც მხიბლავს, რომ ლულების არჩევანიც არის ორ ლულაზე ავარჩევდი რამეს.

პოსტის ავტორი: romeo 1 Jan 7 2011, 19:11

თუ სამწყროდ გინდა სლაგ ლულა რათ გინდა? სათრევადაც სამიზნეები ყველაფერს ედება. აიღე ჩვეულებრივი 51სმ ლულით.მეორე ლულა კი 71 ან 76სმ საცვლელი თოფებით. გამოგივა უნივერსალური თოფი, რომლითაც ყველაფერზე ინადირებ. მე არმტაკი მაქვს მასეთ კომპლექტაციაში თურქული და კარგადაც ვხმარობ.

პოსტის ავტორი: Infrared Jan 7 2011, 19:46

romeo 1

მასეც ვიზავ მოკლე ცილინდრს ავიღებ და ერთს გრძელ ლულასაც დავაგდებ მადლობ!:)

პოსტის ავტორი: gela_07 Jan 7 2011, 22:25

ციტატა
ბიჭებო რაღაც ამეკვიატა პომპის ყიდვა სათრევად და იდეაში სამწყერედ და სლაგ ლულათი ძალიან კოშმარი იქნება ვითომ? ნუ ზოგადად პომპათი ნადირობაზე ვიცი ბევრის აზრი,



სხვისი არ ვიცი მაგრამ პომპაზე მე პირადად აზრი შევიცვალე, არც მე მომწონდა, მაგრამ რომ დავუკვირდეთ რითია ნაკლები სხვაზე? მართალია თუ ერთი თოფი გაქვს ორლულიანი ჯობია ყველას, მაგრამ მეორე თოფად პომპა ძალიან კარგია საიმედო, იაფი და მარტივია ,მეტი რაა საჭირო ტყეში სათრევად ზედგამოჭრილია. ის კი არა და მე ნახევარავტომატსაც მირჩევნია, რომ რამე ისეთი მარტივი მექანიზმი აქვს ნახევარავტომატთან შედარებით, რომ მინდორშიც შემიძლია ერთი ლუსმნით ან ცოტა მაგარი წვრილი ხის ტოტის გამოყენებით სრულად დავშალო და ავაწყო, მე მაქვს და საკუთარი გამოცდილებით ვიცი რაცაა, სიმარტივეს ფასს და ამტანობას ვგულისხმობ, მაგარი ნატანჯია და არავითარი პრობლემა არ ჰქონია დღემდე, მართალია სანადიროდ არ ვარგა ჩემი იმიტომ, რომ მოკლე კულა აქვს 50სმ. იც არ არის, მაგრამ სათრევად უკეთესს ვერ ინატრებ მომაწონა თავი და მეც შემეცვალა პომპაზე შეხედულება

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 26 2013, 17:37


პოსტის ავტორი: game 91 Feb 27 2013, 10:44

სლაგ ლულაზე მეც გამიჩნდა რამოდენიმე კითხვა.

რადგანაც ლულა ხრახნიანი, წესით გლუვ ზედაპირიანი ტყვიები უფრო კარგად არ უნდა დაამუშაოს? მაგალითად პოლევა 3.

როგორი შედეგი აქვს 9-იან და 6-იან კარტეჟზე სროლის დროს? ბევრად ჩამოუვარდება ბალისტიკით ჩვეულებრივ გრძელ ცილინდრულ ლულას?
თუ კი კარტეჟში იჯვავს მაშინ აზრი არ ქონია მაგ ლულის ხმარებას საქართველოში ვინაიდან ჩვენთან მსხვილ ნადირზე სახმარი ტყვია ძირითადად კარტეჟია.

ხოლო მარტო ჟაკნის სასროლად თუ გვინდა კიდევ, ეგრე სკს-საც კი ვიყიდი, ბევრად უფრო შორ მანძილზე იმოქმედებს.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Feb 27 2013, 11:44

არასწორი შეფასება და შეხედულებაა


1) სლაგ ლულა გათვლილია სპეციალურ შედარებით მძიმე და დიდი ენერგიის მატარებელი ტყვიის სასროლად შედარებით ახლო მანძილებში ისეთ დიდ ნადირზე როგორიცაა ლოსი ტახი დათვი მგელი.

2) სლაგ ლულიდან პოლევას ხმარება ნებისმიერი ტიპის პოლევა ან ნებისმიერი ქვე კალიბრული ტყვიის) არა რეკომენდირებული და აზრს მოკლებულია იმიტომ რომ ესეთი ტიპის ტყვიები მაქსიმალურ შედეგს იძლევიან ჩოკური შევიწროვების მქონე ( არა გაძლიერებული ჩოკიანი) ლულიდან სროლისას

3) არსებობს სლაგ ლულის განსაკითრებული კონსტრუქციის მოდიფიკაცია ეგრედწოდებული სუპერ სლაგი რომელიც ლულის შესქელებული კედლებით და ლულის მთლიან სიგრძეზე არსებული საშუალო ნაბიჯის მქონე განიერ ,,ნარეზის,, ხრახნებით გამოირჩევა ეს არაა პარადოქსი ანუ მარტო ლულის ტუჩთან კი არააქვს ნარეზი ლულას არამედ მთლიან სიგრზეზე და ასეთი ლულიდან სპეციალური ამ ლულისთის განკუთვნილი მაღალი ენერგიის მძიმე ტყვიების ხმარება 150 მეტრამდე შეიძლება დამაკმაყოფილებელი სიზუსტით.

რაც შეეხება კარტეჩს რაღა თქმა უნდა ასეთი ლულიდან კარტეჩი ვერასდროს ვერ მოგემს ისეთ შედეგს როგორც გლუვი ცილინდრიდან თუმცა გაჭირვების შემთხვევაში ახლო მანზილზე დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა

დასკვნა! ჩვენი ქვეყნის პირობებში სლაგ ლულა კიბატონო მაგრამ სუპერ სლაგს ნაკლები გამოყენება ექნება მუდამ

სლაგი ლულა კი მშვენიერი გამოსაყენებელია მორეკვით ნადირობისას ხშირ ბიუჩქნარიან ტყეში 70 მეტრამდე მანძილის დასაფარად ნებისმიერი ტიპის ცალი ტვიით ( ბრენეკე მაიერი გუალანდი როსა პოლევა იდეალი იაკანი მირაჟი ჰექსოლიტი მონოლიტი და ასე შემდეგ) თუმცა მაქსიმალური შედეგისათვის სლაგ ლულას ტყვია უნდა შეურჩიო სლაგი ასევე შეიძლება გამოიყენო ქათამზე და მწყერზე ნადირობისას.

პოსტის ავტორი: game 91 Mar 19 2013, 18:05

ციტატა(HUNTER FREDY @ Feb 27 2013, 12:44) *
არასწორი შეფასება და შეხედულებაა


სლაგი ასევე შეიძლება გამოიყენო ქათამზე და მწყერზე ნადირობისას.



ნარეზიანი ლულით ესეიგი წვრილი საფანტის სროლა დასაშვებია??

მორეკვით ნადირობისას, ჩვენს პირობებში ყველაზე კარგი ვარიანტი სხვდასხვა ზომის კარტეჟია, ასე რომ სანამ სლაგის ყიდვას გადავწყვეტდე ცოტას კიდევ ვიფიქრებ.

პოსტის ავტორი: Zicvi Mar 19 2020, 08:21

სლაგ ლულა მირჩიეს და გადავხედე თემას, მარტო შერჩევითი ტყვიები მიდისო და ჩვეულებრივი მწყერის საფანტი ან დაბალგრამიანი ტყვია რო ვისროლო გაფუჭდება რამე ან ძალიან არაეფექტური იქნება?

ძირითადად მინდა ტყეში სატარებლად დათვი მგელი მელა ტურა newsmile05.gif რომ შემხვდეს + ნადირობა + მიზანში სროლა (ტირი, თვითვარჯიში)...

რას მირჩევთ?

პოსტის ავტორი: alex77 Mar 20 2020, 20:15

ეგრე ყველაფრისთვის ჩვეულებრივი გლუვი ლულით იყიდე , ერთი თოფით და ერთნაირი ეფექტურობით თან მწყერი და თან დათვი არ გამოდის newsmile05.gif ამიტომ ჩვეულებრივი გლუვი ლულა ამშემთხვევაში უკეთესია

პოსტის ავტორი: bondoshondo May 23 2023, 19:14

ძალიან მაგარი იარაღები მთავარია არ გაისროლო თავში.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)