2015-2016 წლბის სანადირო სეზონის ერთობლივი დახურვა. - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
2015-2016 წლბის სანადირო სეზონის ერთობლივი დახურვა.
საბო
პოსტი Feb 26 2016, 21:48
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მიიწურა კიდევ ერთი სანადირო სეზონი. დგემა ჟამი მოწყენისა მონადირეთათვის... განსხვავებით სეზონის საწყისისა, როდესაც სეზონის გახსნას ყველა მონადირე გამალებული გულისცემით ელოდება, ამ შემთხვევაში დიდია ყველა ჩვენგანის გულისტკივილი. იწყება ხანგძლივი მოლოდინი მომავალი სეზონისა. მაგრამ რას ვიზამთ. ასეთი ყოფილა ხვედრი ჩვენი იგი მძიმეი და ჩვენც მორჩილად ვეგუებით მას. ერთადერთი სასიხარულო და სანუგეშო ამ საქმეში არის ის, რომ კვლავ შეიკრიბება უძლეველი და სახელგანთქმული კლუბი “ოჩოპინტრე”-ს ნარჩევი საზოგადოება და ერთად ჩაატარებს იმ აუცილებელ და სასიხარულო რიტუალს, რომელსაც სეზონის დახურვა ქვია.
მაშ ასე.. დაიწყო დაგეგმარება ერთობლივი გასვლისა, რომელსაც როგორც ყოველთვის დიდი ვნებათაღელვა მოყვება. ამჟამად ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების და გამო, რიტუალის ჩვეულ ადგილას, ანუ ტყემალაძეების სანადირო მეურნეობაში ჩატარება და ბევრი სჯა-ბაასის შემდგომ, მისმა აღმატებულებამ, კლუბის პრეზიდენტმა შემგვთავაზა ჩინებული ადგლი სხვა მეურნეობისკენ. ვინაიდან კლუბის სახელოვანი იაგტერიერებიდან მხოლოდ “აიშა” იყო ფორმაში, გადაწყდა დაგვხმარებოდნენ იაგებით დიდებული ხალხი ბატონები გია დარჩიაშვილი, ზურა მიქაია და გიორგი პარკაული. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ვინ არ ვიცნოდით ამ ადამიანებს, ნამდვილად ნასიამოვნები დავრჩით მათი გაცნობით. მადლობა მათ დამხარებისთვის და უბრალოდ კარგი ადამიანობისთვის.
და აი დადგა ნანატრი დილა და დაიწყო შეკრება ოჩოს უძლეველმა არმიამ. ვიკრიბეთ, ვიკრიბეთ და ბოლოს როგორც იქნა შევიკრიბეთ, ოღონდ.... როგორც ყოვეთვის მცირედი დაგვიანებით. ასევე აღმოჩნდა, რომ ჩვენი კლუბის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი, მზრუნველი კაცი კლუბის ჯანმრთელი გემოკვებისა და უბრალოდ კეთილი ჯოლა,სამწუხარო მიზეზების გამო ვერ მოდიოდა ჩვენთან ერთად. ყველას გვეწყინა როგორც ვერ წამოსვლის მიზეზი, ისე ფაქტი ჯოლას გარეშე ყოფნისა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. გავაგრძელეთ მშვიდი მუსაიფი, შევიძინეთ მცირედი პროდუქტები, მოახტა კონდოლი შვინდისფერი რაშის საჭეს, აატყლაშუნეს მათრახები დანარჩენი ბედაურების მძღოლებმაც და კოლონა დაადგა გზას. Gგზას, რომელიც ჩვენ მონადირული ჟინის დაოკებას, ტურებს კი დიდ ალიაქოთს პირდებოდა.
მშვიდობით ჩავედით დანიშნულების ადგილეზე. დაიწყო სამზადისი. აჟღრიალდა იარაღი.....


























ბატონმა გიამ და ჭალომ იკისრეს თავიკაცობა, მიგვანაწილ-მოგვანაწილეს ნომრებში, ჩავკეტეთ ცხრაკლიტულები, გაუშვეს უუუუუშველებელი იაგტერიერები და დაიწყო პირველი სარეკი. ჩაძვრნენ-ამოძვრნენ, აქეთ მოდგნენ, იქეთ მიდგნენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, მაგრამ რად გინდა?! სორე ტურა, ვარე ტურა….. ან კიდევ იყვნენ და გაძვრნენ……..
ჰოოდააა.. იმას გეუბნებოდით, რომ შევიკრიბეთ, ზოგმა თითო რქით მოვიოხეთ უტურობით გამოწვეული დროებითი ვარამი და გადავინაცვლეთ მეორე სარეკის მოსაწყობად. იქაც მივლაგდ-მოვლგდით და დაიწყოოო.. აწრიალდა ჯოღორები, ერთმა ხომ სულ გადამრია, არ გვშორდება მე და კიდო თაზოს (გვერდი-გვერდ ნომრებში ვდგავართ ნუ), შეძვრება ჩვენს წინ ბუჩქებში ატეხავს კივილს, გამოძვრება.. კიდევ და კიდევ თავიდან.. გამოჩნდა ბატონი გიაც, შეუძახა ძაღლს, გაამხნევა და ისევ მიუშვა. დამიდგა შორიახლოს.

მოვიხედე გვერდზე სადაც თაზო მეგულებოდა და სადაა თაზო? ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერ გავიგე, მოვიფშვნიტე ბებერი თვალები, კარგად დავაკვირდი და ქამელეონივით სრულად არ არის შეხამებული გარემოსთან. გამეხარდა, რომ არ მიმატოვა მეგობარმა.


იპოვნეთ თაზო....











იქეთ შორს ჩავლე ჩანს, იქვეა გურგენაც. უცებ დაიწყო სირბილი ჩავლემ,ხან იქეთ,ხან აქეთ… კი გამიკვირდა, მაგრამ ჩემი გაკვირვება წამსვე ჩაკლა თოფის ხმამ, ერთი მეორე.. დავინაზე ტურაც მაგრამ უცებ ისეც მოცელელივით მოწყდა და დაგორდა. ვერ გაუძლო საწყალმა ჩავლეს ტყვიას. უცებ ქვემოდან გავარდა კიდევ რამოდენიმე, ისევ დარბის ჩავლე, გურგენა აწყნარებს.. მაგრამ ჩავლეს რა დააწყნარებს, კიდევ სწყურია ტურის სისხლი.. შორს ცქერა უცებ შემაწყვეტინა ჭალოს ძაღლის ხმამ, დავიძაბე, დაძაბულია ჩემს გვერდზე ბატონი გიაც, მივჩერებივართ ერთ გამოსასვლელს და აი ისეც .. გამოჩნდა ქართული ფოლადი, ფოლადი კი არა ტურა კაცო... ესროლა გიამ, მივაყოლე დუპლი მეც ... ეჰ უშედეგოდ, თუმცა კი ორივემ ვიცოდით ასე რომ იქნებოდა,მაგრამ არ სროლა არ შეიძლებოდა, გააშუქებდა ტელევიზია და შევრცხვებოდით..... აი სამაგიეროდ ზემოდანაც ისმის გაძლიერებული ზალპი, ვიმედოვნებ რომ შედეგიანად და მართალებიც ვიყავით. შედეგიანი გამოდგა მეორე სარეკი 3 ტურა დაეცა გმირულად, ეს რაც ვნახეთ, ერთი ჩავლემ და გურგენამ დაკარგეს ჩამოგდებული მწყერივით. ჩვენმა მეგობარმა ოთარიმ (კარდინალმა) კი დუპლი შეასრულა და მით უფრო დასამახსოვრებელი გაიხადა, მსგავსი ტურაზე ნადირობის დებიუტი. შევიკრიბეთ, წავიხემსეთ, წავირქინეთ (ანუ ყანწით მოვწრუპეთ ორაყი), გავუზიარეთ ერთმანეთს განცდები და დავიძარით მესამე სარეკის მოსაწყობად......














მეტნაკლებად იქაც გასიმა სროლები, იქაც დაეცა სამიოდ ტურა და ერთი კუდგრძელი და ნასიამოვნებ ცოტა დაღლილები გამოვუდექით თბილისის გზას. გზას რომელიც დიდ ნადიმს და საამო საღამოს გვპირდებოდა.










არც ეხლა გვიმტყუნა ფორტუნამ, ხაშლამის საამო ოხშივარმა გაგვინათა გონება. მშვენიერმა სუფრამ კი მიაყუჩა შიმშილის სინდრომი. მთელ ამ სიამოვნებას კი აორმაგებდა ბატონი მამუკა შილაკაძის მიერ ნათქვამი სადღგერძელოები. წარმოვთქვით ტრადიციული და არატრადიცილული (კარგი გაგებით) სადღეგძელოები. გავიხსენეთ წასული მონადირეები. იყო სიმღერაც და ჩუმი ცრემელბიც... სათითაოდ ყველა კლუბის წევრმა შესვა კლუბის ყოფილი თუ ეხლანდელი წევრების სადღეგძელო, ვადღეგრძელეთ მოწვეული სტუმრები და ოთხფეხა მეგობრები და ამასობაში ქე გადავიჩეხეთ ბახუსის მორევში.
ასე დასრულდა მშვენვრად დაწყებული დღე და კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა კლუბის ცხოვრებაში. მადლობა ბიჭებო ყველას სათითაოდ, მადლობა რომ არსებობთ და ასეთი კარგები რომ ხართ.. (ცოტა ქე ავქშუტუნდი ეხლა).. მადლობა მოწვეულ სტუმრებს და უფალს, მშვიდობიანი და ლამაზი დღისთვის.

ეს არის სულ, რაც ერთი სულის ამოთმით მოვზღაპრე. თვენს თუ რაიმე გექნებათ ჩასამატებელი სიამოვნებით გითმობთ ასპარეზს.
კეთილი მთხრობელი იგი, მუდამ თქვენი მონა მორჩილი საბო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 27 2016, 02:18
პოსტი #2


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მეც ვიტყვი თითო სიტყვას

დიდებული დახურვა გამოვიდა. პირველ რიგში დიდი მადლობა ჩაპაევს და გიო პარკაულს, თორემ აიშა მარტო ვერ გაქაჩავდა.

შემდეგ გეხუტუნეთ ყველა მონაწილესა და გულშემატკივარს

აგერ ცოტა ჩემი სურათებიც








































Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 27 2016, 03:02
პოსტი #3


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





ესეც მეორე ტამის სურათები. მართლა მაგარი სუფრა გამოვიდა. აქ კიდევ კონდოლს მოვახსენებ მადლობას





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Feb 27 2016, 10:44
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ოხ ოხ რა რეპორტი საბო მალადეც. მეც ვიტყვი ერთ ორ სიტყვას მაგრამ ყველაფერი დაგიწერიათ, იმასა და იმას შუა რო იყო იმას ვიტყვი მაშინ, მოკლედ ჩავედით მივლაგდით მოვლაგდით და გავნაწილდით ზოგი მარცხნივ ზოგი მარჯვნივ ხოდა მოლოდინმა არ გაამართლა არცერთი ტურა არ გვინახავს, ცოტა არ იყო გული ამიცრუვდა, შევგროვდით და ადგილი შევიცვალეთ აქაც გავნაწილდით მაგრამ ყველა მარჯვნივ წავიდა მე ჭალო და ფიშუ წავედით მარცხნივ ვიარეთ ვიარეთ და პრეზიდენტმა ერთ პატარა ხევს მიაპყრო არწივის მზერა გულში ჩაიცინა და ეგ არისო გვითხრა, გავნაწილდით მე და ფიშუ, ჭალომ ზემოდან დაუარა მე ერთი კარგი ღია ადგილი შევარჩიე და სმენად ვიქეცი ცოტა მოლოდინი და ატეხეს აიშამ და ზორომ ერთი ამბავი, ხოდა ტურამაც არ დააყოვნა და ჩემი ნომრის წინ ჩაირბინა ერთი მეორე და უსულოდ დაეცა ბრძოლის ველზე, არ გაუვლია ხუთ წუთს და სულ ახლოს იყო ძაღლების ყეფა ცოტაც და მეორე ტურაც გამოჩნდა სასროლზე გასროლა და ისიც დაეცა მაგრამ დაჭრილი იყო ვინ აცადა წამოდგომა აიშა და ზორო ლომებივით ეტაკნენ 2 წუთში გაისტუმრეს საიქიოს
upload
фотохостинг бесплатный
хостинг картинок бесплатный
хостинг картинок для форумов იქეთ ჭალო და ფიშუც ახურებდნენ ლულებს ერთი ას პროცენტიანი მოკლული დაჰკარგა ფიშმენამ .მოკლედ აქაც ავიყარეთ და ისევ შევგროვდით მაგარი გახარებული ვიყავი ორი ტურა იყო ჩემ ანგარიშზე იქეთ ბიჭებს ერთი მიუმატებიათ და სამი ტურა დავდეთ ამ სარეკში
хостинг картинок bmp
хостинг изображений შევიკრიბეთ და მივეძალეთ ცოტა ორაყს და სარჩო სანოვაგეს
хостинг изображений
фото хостинг
хостинг изображений gif
хостинг фотографий

хостинг фотографий
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Feb 27 2016, 11:08
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მერე იყო პოზიორობა კამერების წინ
image share
фото хостинг
фотохостинг бесплатно
image share
куда залить картинку
залить картинку


фотохостинг бесплатный
хостинг картинок bmp
фотохостинг бесплатный
image uploader

აქ თაზომ რატომღაც გადაწყვიტა სელფი ფეხით გადაეღო გამოუვიდა თუ არა არ ვიცი
хостинг изображений png

საბო და გაჩო სულ ერთად იყვნენ xexe.gif
фотохостинг png
фотохостинг png

ბოლოს ტრადიციული ქეიფის და ოჩოს არაჩვეულებრივი ღვინის დროც დადგა
куда залить картинку
фотохостинг
фото хостинг
image uploader


залить картинку на форум


фотохостинг бесплатный


хостинг картинок бесплатный

ესეც თქვენი მონა მორჩილი მე ოთო.
хостинг картинок для форумов
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Feb 27 2016, 11:30
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მშვენიერია. ყოჩაღ ბიჭებო, კარგი დროება გიტარებიათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Feb 27 2016, 11:50
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



საღოლ კაია!!!!
გილოცავთ კარგ გასვლას, და ვიზიარებ სეზონის დახურვის მწუხარებას....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Feb 27 2016, 21:14
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გილოცავთ, სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო საქმეც გაგიკეთებიათ, ძირს მავნებლები!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gacho
პოსტი Feb 27 2016, 21:45
პოსტი #9


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 918
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ყოჩაღ საბო მართლაც რომ წლის საუკეთესო შემაჯამებელი რეპორტია.

და როგორც წლის საუკეთესო რეპორტის ამკრეფს გადმოგეცემა ჯილდო.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Feb 27 2016, 22:21
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



gacho

f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Feb 27 2016, 22:41
პოსტი #11


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საბო

მანგარ რეპორტ რე საბულიკ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Feb 28 2016, 12:33
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



small3d018.gif კარგად დაგიხურავთ სეზონი,მტაცებლებიც შეამცირეთ gunshot.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Feb 28 2016, 13:38
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Davitus @ Feb 27 2016, 23:41) *
საბო

მანგარ რეპორტ რე საბულიკ



მადლობა ჯიმა.... animated smilies_006.gif

წლის ბოლოს ჩასატარებელი კონკურსისთვის ვემზადები 36_1_5.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Feb 28 2016, 14:07
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



საღოლ კარგი დახურვა იყო ძალიან მინდოდა წამოსვლა მაგრამ ვერ მოვახერხე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მამუკა
პოსტი Feb 29 2016, 10:07
პოსტი #15


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 367
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მართლაც საღოლ, კაი დახურვა გამოვიდა, გაიხარეთ ყველამ, მაგრად მიყვარხართ, სამწუხაროდ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხე თქვენთან ერთად ამ სეზონის დახურვა, მაგრამ სულითა და გულით თქვენთანა ვარ. newsmile027.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 01:56