IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

საველე შეჯიბრი "ოჩოპინტრეს თასი -2016", რეპორტი (18-19 მაისი 2016 წელი)
ლაშა თევზაძე
პოსტი May 31 2016, 23:32
პოსტი #16


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



როგორც მოგეხსენებათ ჩვენს კლუბს "ოჩოპინტრე" ტრადიციად ექცა მეძებრების საველე შეჯიბრის ჩატარება მწყერზე ყოველწლიურად და შეჯიბრს დაერქვა "ოჩოპინტრეს თასი".

"ოჩოპინტრეს თასი" ყოველწლიურად იმართებოდა სანადირო სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ამ პერიოდში საშეჯიბრო მინდორი და
ფრინველის რაოდენობა მუდამ პრობლემას წარმოადგენდა გადავწყვიტეთ ფორმატი ოდნავ შეგვეცვალა და გაზაფხულზე გადმოგვეტანა.

ამიტომაც შეჯიბრი დაანონსდა 28-29 მაისს და ჩატარების ადგილი გადაწყდა სოფ. მჭადიჯვრის მიმდებარე მინდვრები.

დავუკავშირდით ექსპერტებს: ნოდარ როსტიაშვილს, გია ადიკაშვილს და რამაზ კენჭიაშვილს, რომლებიც დაგვთანხმდნენ შეჯიბრის ექსპერტობას და გვერდით დაგვიდგნენ
ყველანაირად და ამიტომ აქვე ვუხდი ამ ადამიანებს დიდ მადლობას.




მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ და შაბათს დილის 5 საათზე შევხვდით ერთმანეთს ბარამბოს ქარხანასთან, კოლონად დავიძარით მინდვრისკენ და
რაფერც გვჩვევია მივპარკინგდით ტროტუარებზე D.gif


















გავშალეთ ჩვენი საფირმო ფანჩატური, საფირმო მაგიდა, დავასხით საფირმო ყავა და ამოვალაგეთ საფირმო ბუტერბროტები (მერე რა, რომ ნუკრამ ძეხვები მოიპარა და სამმაგი ბუტერბროტი მიირთვა სხვის ხარჯზე)




































მინდორი ჩვეულ ფორმაში დაგვხვდა...
პ.ს. ხონდრორიცი არაფერ შუაშია





შესრულდა თუ არა 6 საათი დაიწყო შეჯიბრი და შევესიეთ ძაღლიან პატრონიანა, ექსპერტიან ფოტოგრაფიანა მინდორს


































ერთ-ერთმა ძაღლმა(სახელ და გვარს არ დავასახელებ) I ხარისხზე იმუშავა თავისი აპორტირებით, მაგრამ ზღარბი ვერ აფრინდა სამწუხაროდ... D.gif




ჩამთავრდა პირველი დღე... ბუტერბროტების მიუხედავად მაინც მოგვშივდა, მერე გაგვახსენდა კუჭის კანონი და მივმართეთ ნაცად ხერხს...












ასე გაილია დღე პირველი იგი, ვითარცა თვის ბოლოს ბარათზე ფული...

დავბრუნდით სახლებში დაქანცულები, ღამე მოვამზადეთ ისევ ბუტერბროტ-ყავები და თავს უფლება მივეცით გასვლამდე ცოტაოდენი წაგვეძინა....




კვირას შევუდექით ისევ სამზადისს, შევიკრიბეთ დათქმულ დროს დათქმულ ადგილას, დავიძარით მინდვრისკენ და ა.შ.... (სრულად იხ. ზემოთ) D.gif


დაიწყო მეორე დღის ძაღლების გამოცდაც...




































მიუახლოვდა შეჯიბრი დასასრულს. ექსპერტებმა დაიწყეს ქულების დათვლა და ჩვენც შევუდექით დაჯილდოვების სამზადისს
























გაგრინსკიმ სურათი გადაგვიღეო




გადავუღე და მერე რაღაც კუნტრაჟურიო და აქედან გადამაღებინა. რა უნდა თვითონაც არ იცის...




















სანამ კულმინაციაზე გადავალთ შეძლებისდაგვარად წარმოგიდგენთ მონაწილეებს

























მოკლედ, მოახლოვდა გამარჯვებულების დასახელების დროც.



I ადგილი: გოგა კელაპტრიშვილის პოინტერი "ლულუ" - 76 ქულით და III ხ/დ

II ადგილი : ლაშა თევზაძის ინგ. სეტერი "რიჩი" - 76 ქულით და III ხ/დ

III ადგილი : რომან გოგოლაძის კურცჰაარი "ვენდი" - 74 ქულით და III ხ/დ








ასევე "ოჩოპინტრეს" დაწესებული ქონდა ორი პრიზი: "საუკეთესო მგეშავი" და "ოჩოპინტრეს სიმპათია"



"საუკეთესო მგეშავი" გადმომეცა მე, თქვენს მონა მორჩილს ლაშა თევზაძეს.

"ოჩოპინტრეს სიმპათია" კი დაიმსახურა დათო ჯიღაურის კურცჰაარმა "ბუბუ"







რა ორგანიზატორი და მიკერძოებული გამოვიდოდი ეხლა ეს სურათები რომ არ დამედო... D.gif








ბოლოს, როგორც გვჩვევია შევქუჩდით ერთად და გადავიღეთ ერთობლივი ფოტო. ფოტო რომელიც შევა ისტორიაში და მომავალი თაობები აღიზრდება ამ ფოტოთი




აქვე მოგახსენებთ მონაწილეთა შედეგებს:

1. ლაშა თევზაძე - ინგ. სეტერი "რიჩი": 76 ქულა III ხ/დ
2. იგორ გორდაძე - ინგ. სეტერი "დენდი": გაეკიდა
3. ალეკო თალაშვილი - ინგ. სეტერი "ბობი": დიპლომის გარეშე
4. მირიან ჯალაღონია - პოინტერი "სუზი": უფრინველოდ
5. გიორგი თარხნიშვილი - კურცჰაარი "პერი": 71 ქულა III ხ/დ
6. იკა აბრამაშვილი - პოინტერი "როკი": 70 ქულა III ხ/დ
7. ბადრი ცატავა - ინგ. სეტერი "მესი": 73 ქულა III ხ/დ
8. ლაშა ძაძამია - კურცჰაარი "ჯეკა": უფრინველოდ
9. გოგა კელაპტრიშვილი - პოინტერი "ლულუ": 76 ქულა III ხ/დ
10. გრიოგი შეყილაძე - კურცჰაარი "გაბი": უფრინველოდ
11. ზაზა სოლომნიშვილი - პოინტერი "ჯინა": 74 ქულა III ხ/დ
12. რომან გოგოლაძე - კურცჰაარი "ვენდი": 74 ქულა III ხ/დ
13. ლევან ასიტაშვილი - კურცჰაარი "გაბი": უფრინველოდ
14. დათო ჯიღაური - კურცჰაარი "ბუბუ": უფრინველოდ


ახლა დროა დაგემშვიდობოთ. მაგრამ ისე ვერ გაგიშვებთ, რომ არ განახოთ ზახარას უბადლო ნიჭი მსახიობობისა და ნიჭი მიმიკების ცვალებადობისა...




და ბოლოს ისევ და ისევ მადლობას ვუხდი ექსპერტებს, "ოჩოპინტრეს" გამგეობას და ზახარას გვერდით დგომისთვის და დახმარებისთვის!

მადლოაბს ვუხდით მაღაზიათა ქსელს " ბუნება" კალორიული პრიზებისთვის


დაკა დოლი , გაწი გარმონი . შენ დაუკააააააარ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 06:52