კობრი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
კობრი, Cyprinus Carpio - Карп
ნოსო
პოსტი May 16 2009, 09:28
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



სიგრძე___100სმ. წონა___20კგ.


ბ ი ნ ა დ რ ო ბ ს :ძირითადად მტკნარ წყალში, ირჩევს მცენარეებით მდიდარ, მდორე და მდგარ ადგილებს.

ს ა თ ე ვ ზ ა ო ა დ გ ი ლ ე ბ ი :ალაზანი, ბაზალეთის ტბა, თბილისის წყალსაცავი, იორი, კუმისი, ლისი, მტკვარი, სუფსა,
ტაბაწკურის ტბა, ფარავნის ტბა, შავნაბადას ტბა, ჭოროხი, ჭურია, ხანისწყალი, ხობისწყალი, ხრამისწყალი. შაორი ,პალიასტომის ტბა.

ი კ ვ ე ბ ე ბ ა :მცენარეული და ცხოველური საკვებით, ზოგჯერ ჭამს სხვადასხვა მცირე ზომის თევზებს, ლიფსიტებს. ოპტიმალური წყლის ტემპერატურა სათევზაოდ:23*--28*

ს ა ტ ყ უ ა რ ა:პური, ჭია, სიმინდი, ხორბალი, კოპტონი(მაკუხა), (ასევე არსებობს სპეციალური ბოილები და ხელით დამზადებული სტყუარები)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jun 13 2009, 23:38
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კობრი, გოჭა

(Cyprinus carpio), თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სიგრძე 1 მ აღწევს, მისი მასა 12 კგ, ზოგჯერ მეტსაც. ბინადრობს ხმელთაშუა, შავ, კასპიის, არალის ზღვებში, წყნარი ოკეანის აუზის და აღმოსავლეთ აზიის მდინერეებსა და ტბებში. საქართველოში გვხვდება ბევრ მდინარეში, ტბაში და წყალსაცავში. სელექციით მისგან გამოყვანილია მრავალი ჯიში, რომელთაგან საქართველოში შემოყვანილია სარკისებრი კობრი. იკვებება უხერხემლო ცხოველებით და მცენარეებით. მრავლდება 2-5 წლისა. ნაყოფიერება აღწევს 1,5 მლნ. ქვირითს, ტოფობს ზაფხულში. ძვირფასი სარეწაო თევზია. იყენებენ ნედლად, დამარილებულს, დაკონსერვებულს და სხვა.

წყარო: ვიკიპედია

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sergeevich
პოსტი Jul 11 2009, 23:14
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 348
რეგისტრ.: 18-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კარპ რუსულად-კობრი ქართულად. ეგ კობრია, რომელიც გარეული ანუ პირველადი ფორმიდან, საზანიდან გამოიყვანეს ხელოვნურად. კობრის ჯიშები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ტანის ფერითა და მოყვანილობით აგრეთვე ქერცლის წყობით.
URL=http://www.radikal.ru][/URL]



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
shuba
პოსტი Jul 13 2009, 16:04
პოსტი #4


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 1-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi aeroportis das.




ესეც ,,სარკისებრი კობრი,,

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Jul 16 2009, 11:43
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ, ერთხელ კიდევ დავაზუსტოთ - კარპი რუსულად ქვია კობრს, რომელიც როგორც ზემოთ არის ნახსენები, მისი ველური წინაპარიდან - საზანიდან ხელოვნური გზით გამოიყვანეს.

ისმება კითხვა - საზანს ანუ ველურ კობრს ქართულად რამე ცალკე სახელი ჰქვია?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sergeevich
პოსტი Jul 17 2009, 10:14
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 348
რეგისტრ.: 18-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



საზანას ქართულადაც საზანი ქვია, ისე კახეთში გოჭას ეძახიან მარა ეს უკვე კუთხური ვარიანტია უფრო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sergeevich
პოსტი Jul 21 2009, 10:12
პოსტი #7


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 348
რეგისტრ.: 18-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კობრი და რუსულად карп ერთი და იგივე თევზის ჯიშის აღმნიშვნელი ტერმინია. ლათინურად Kuprynos karpio linne. ზემოთ მოყვანილ სურათებში სწორედ გარეული კობრისგან ანუ გოჭასაგან ანუ საზანისაგან ხელოვნურად გამოყვანილი სახესხვაობებია წარმოდგენილი. ამათი მამამთავარი გახლავთ საზანი, ანუ გარეული კობრი. ეს არის დაახლოვებით როგორც გარეული კურდღელი და მისგან ხელოვნურად გამოყვანილი შინაური ბოცვერის სხვადასხვა ჯიში. რადგანაც ჩვენ წყალსაცავებსა ტბებსა და მდინარეებში გვხვდება როგორც გარეული ასევე შინაური ფორმები კობრისა ამიტომ მათ განმასხვავებელი ტერმინის სახით ვხმარობთ საზანს ან გოჭას გარეული ფორმის აღმნიშვნელად ან კობრს ხელოვნურად გამოყვანილი სახეობის აღმნიშვნელად. ფაქტიურად კი ერთი და იგივე ჯიშთან გვაქვს საქმე. ზემოთ მოყვანილია: 1 ფერდი სარკისებური კობრი, რუსულად цветной зеркальный карп ლათინურად kuprynos karpio linne multicolor, 2 ჩარჩოსებური კობრი, რუსულად рамчатый карп, აქ ლათინურად აღარ ვწერ რადგან ბოლოში იცვლება ფერადის აღმნიშვნელი სიტყვა ჩარჩოსებურით წინა კი რაც გვარსა და სახეობას აღნიშნავს იგივე რჩება. 3 ჩვეულებრივი სარკისებური კობრი, რუსულად, зеркальный карп. 4ქრეცლიანი კობრი, რუსულად чешуйчатый карп. და ბოლოს წარმოგიდგენთ საზანს იგივე გოჭას იგივე გარეულ ამურის კობრს

რომელიც გვევლინება პირველსახეობად ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშებისა და მათგან განსხვავდება ფერით ქერცლის ზომითა და განლაგებით და კორპუსის სიმაღლით. მე მგონი ამოვწურე კარპისა და კობრის თემა, თუ რამე დარჩა გაუგებარი მკითხეთ, ვზად ვარ გემახუროთ. newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sergeevich
პოსტი Jul 21 2009, 13:04
პოსტი #8


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 348
რეგისტრ.: 18-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კობრია ნამდვილი მეცნიერული სახელი ამ თევზის, როგორც გარეული ფორმის ისე შინაურის, ეს არის და ეს.

ქართულად-კობრი, კუთხურად-გოჭა, წიგნის ზოგიერთ გამოცემაშიც-გოჭა.

რუსულად-გარეული ფორმა-сазан, შინაური ფორმა-карп.

მეცნიერული ანუ ლათინური დასახელება-Cyprynos carpio.

ეხლა კი ვისაც უნდა შიფანერკა დაუძახოს, მისი პრობლემაა. newsmile051.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Feb 17 2010, 15:33
პოსტი #9


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ა.შ.შ-ს ინდიანას შტატის ქალაქ მედისონთან მდებარე ტბორში
ცხოვრობდა კობრი სახელად donkey

მან ორმოც წელზე მეტ ხანს იცოცხლა
და ამ ხნის განმავლობაში
იგი მეთევზეებმა სამოცდასამჯერ დაიჭირეს
მეთევზეთაგან ყველაზე იღბლიანი ლორენს ბროერი აღმოჩნდა
მან donkey შვიდგზის დაიჭირა

არ გაუმართლა დანიელ ჰიუზს
შარშანწინ მას ბებერი თევზი ხელში შემოაკვდა

ინდიანელმა მეთევზეებმა პატივისცემის ნიშნად
მრავალჭირნახული კობრი საჭმელად ვერ გიმეტეს და
ტბორისპირა ტყეში ადამიანივით დამარხეს

გარდაცვალებისათვის იგი 29 კგ-სა და 570 გრამს იწონიდა

ამბობენ
donkey იმდენად შეჩვეული იყო ანკესზე წამოგებას
რომ ამოყვანისას არანაირ პროტესტს არ გამოხატავდაო

ხსოვნა იყოს ამ პატიოსანი არსების newsmile038.gif



განუყრელი მეგობრები
donkey და ლორენსი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sergeevich
პოსტი Feb 28 2010, 00:09
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 348
რეგისტრ.: 18-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ირაკლი21 @ Sep 15 2009, 12:18) *
ველურ კობრს ქართულად გოჭასც ეძახიან საზანი ყირგიზულადაა რაც ნიშნავს კობრს რომლისგანაც გამოიყვანეს კობრი, სარკისებრი და ა.შ.

მართალი კაცი ხარ! ა კიდევ საბანეევისაგან!
Название карп, собственно, не русское, а так же, как все его европейские названия, происходит от греческого слова Чбсрпо - плод, которое, очевидно, дано по причине необычайной плодовитости этой рыбы. Впрочем, название карп, чаще - карпия, употребительно только в средней России и относится исключительно к карпам, живущим в больших прудах и озерах; в юго-западной России оно заменяется другим - короп, а в юго-восточной, на Волге и Урале, карп известен под киргизским названием сазана.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 7 2010, 20:13
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხოოოდა ჩემი მწირი თუ დიდი გამოცდილებით და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენში(ოჩოპინტრეზე) დიიიიიიდი
არაფერი არ დაწერილა ამ თევზზე და მისი ჭერის ტექნიკაზე - გადავწყვიტე დამეჯღაპნა სამიოდ სიტყვა ზემოხსენებულზე,
თუმცა აქ მხოლოდ ჩემი პირადი გამოცდილებით ვერ შემოვიფარგლები და ვაღიარებ რომ, გარკვეული ელექტრონული,
ფურცვლოვანი და ჟურნალური ლიტერატურის სინთეზით უნდა მოგაწოდოთ ეს ყველაფერი newsmile05.gif თუმცა წერას
როდესაც ვიწყებ მერე კარაქივით მიდის და შპარგალკებში არ ვიყურები, ასე რომ წინასწარ მაპატიეთ თუ რამე გლეხური
და არა მხატვრული ენით ნაამბობი მოგაწოდეთ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


დევიწყოოოოო? კაით დევიწყებ აბა........

ამ სტატიაში არ შევეხები აღჭურვილობის დეტალურ დახასიათებას, ფირმებს, ყველა ტექნოლოგიებს, დავწერ მხოლოდ
ჩემს მიერ დანახულ და დახასიათებულ ამბავს, რომელიც იმედია ვინმეს გამოადგება


რაც თავი მახსოვს, უფრო სწორედ იმის მერე, რაც კარჩხანების ჭერის მერე განვითარება და მე-20 საუკუნის
ბოლო ათწლეული შემოვიდა ჩემ ცნობიერებაში და კარჩხანა უკვე აღარ იყო ინტერესის საგანი, მისი ჩანაცვლება დაიწყო
მძინეწონოსნების შემოტევამ და საიდანღაც გავიგე ისეთი თევზის შესახებ როგორიცაა კობრი და ისიც გავიგე, რომ
თურმე მაი თევზი დიდი იზრდება, თან ძალიან დიდი, თან ისიც გავიგე, რომ ძველებური მეთოდებით მარტივად ვერ
დავიჭერდი, ამას ისიც დაემატა რომ თურმე იმის გარდა, რომ სხვანაირი მოწყობილობა ჭირდება-გამოყვანაც განსხვავებული
ჭირდებოდა, გამოყვანას ისიც მიემატა, რომ ბევრი დელიკატური ინსტრუმენტი, სატყუარა, მომზადება
და 1000 წვრილმანის ცოდნაც ემატებოდა........ თუმცა ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში გამომჟღავნდა newsmile05.gif

ვიწყებდი ჯოხზე მობმული ჭიით რომელსაც ტივტივის ნაცვლად მძიმე საძირავი ქონდა მიმაგრებული, გადავაგდებდით
და ველოდებოდით სანამ ჯოხს ლამის წყალში არ გაიტაცებდა newsmile05.gif მერე იმას მივხვდით, თუ რისთვის არსებობდა ზარები,
შემდეგ შემოვიდა პურის სატყუარა, შემდეგ შესაბამისი(იმ დროისთვის) კოჭები, ძუა რა თქმა უნდა უნდა ყოფილიყო
კაი 2-3 ტონიან "მაშინას" რომ გამოათრევს ისეთი newsmile035.gif ხო, ნემსკავის ზომის შემცირებას თავიდანვე მივხვდით newsmile05.gif
მერე კოპტონი დაემატა, შემდეგ ევროპამ სიმინდი მოგვიტანა + კარგი ჯოხები, ძუები, ბოილები, კოჭები,
მოსატყუებელი საშუალებები, მეთოდები, ლიტერატურა, დრომ გამოცდილება, ასაკმა მოთმინება და გავხდით
მსოფლიოში ყველაზე მაგარი მეთევზეები, რომლებსაც შეგვიძლია ყველა გასვლიდან დაბრუნებულებს მოვუყვეთ
მეზობლებს, რომლებიც არ გვახლდნენ თევზაობის დროს ჩვენთან ერთად, თუ რა მაგრა გავასწარით მსოფლიოს
რეკორდულ წონას და უბრალოდ თანამეთევზეს გავატანეთ სახლში ის თევზი რადგან ცოლი გვიტრაკებს -თევზი
არ დამანახო მოტანილიო და იმის ცოლი რომელსაც გავატანეთ თურმე დიდი სიამოვნებით წმინდავს, ფატრავს და
ამზადებს ძალიან მაგარ კერძს რომელზეც დაგვპატიჟებს ზეგ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif (რამხელა წინადადება მივეცი? newsmile05.gif )

ხო, გადავიდეთ სისერიოზულეებზე newsmile05.gif
რეალურად დავიწყოთ სახელებში გარკვევით, ამ ფორუმზე და ზოგადად ქართულ ლექსიკონში გვხვდება ამ
თევზის ძალიან დამახინჯებული სახელწოდებები, ხან კარპიო, ხან გოჭაო, ერთი ქართულია, მეორე
კახურიო, მესამე ლათინურიო, მეთხე ისაო, მეხუთე ესაო, რელურად არც ისე და არც ესეო newsmile05.gif რაც პირადად მე
ამომიკითხავს არის ის რომ ამ თევზს ქართულ-გურჯულ-მამაპაპურად ქვია კობრი.

რას დავამატებდი სახელს: მოდით და ამ სახელს დავუკავშიროთ საზანი, ან პირიქით, საზანი განვიხილოთ
კობრივით, ეს იმიტომ რომ (ესეც ლიტერატურიდან) ერთ და იგივეზე იქნება საუბარი, რადგან ორივე განიხილება
შემდეგნაირად, არ ვიცი მეცნიერულად როგორ არის, მაგრამ საზანი ითვლება გარეულ კობრად ხოლო კობრი საზანის
კულტივირებულ ფორმად, მაგრამ (მე ხომ მაინც მექნება ეს სიტყვა მაგრამ) მაინც ოჯახები იყოფა
როგორც კობრისებრები, და დავარქვათ ზოგადი სახელიც ესე........... მაგალითისთვის, შამაია, კარჩხანა, თეთრი ამური,
ქაშაპი და კიდევ ბერი ძმანი მისნი მოიხსენიებიდან როგორც კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენლები. რამდენი ვწერე
ტო? newsmile05.gif ბარემ აქაც დავყოთ ქვესახეობებად ანუ ავიღოთ - სამეფო კობრი, რომელიც სრულად ქერცლით არის დაფარული და
რომელიც თითქმის არაფრით არ განსხვავდება მდინარის საზნისაგან, არაფრით ნიშნავს იმას რომ საერთოდ არაფრით,
არც ქცევით, არც საკვები რაციონით, არც ადგილსამყოფელით, თუ გინდათ ვივარაუდოდ რომ საზანი და სამეფო კობრი
ერთი და იგივეა newsmile05.gif მეორე ქვესახეობა - სარკისებრი კობრი, ეს სახეობა ბევრს გვეცნობა ალბათ, 2-3 ქერცლის რიგი, პაწია მოკუზო
მოყვანილონა, მუქი ზურგი, მოკლედ ხვდებით ალბათ newsmile05.gif მესამე არის ე.წ. - შიშველი, რომესაც საერთოდ არ აქვს
ქერცლის ნასახი და რომელიც ამოყვანისთანავე შეგვიძლია გამოვშიგნოთ და პირდაპირ ტაფაზე დავაგდოთ, მისი ხორცი
ითვლება ყველა ზემოთხსენებულზე გემრიელად......... ხო ამაზე აღარ გავგრძელდები თორემ რომანი გამომივა newsmile05.gif

როგორც მძიმეწონოსანი: მინდა ვთქვა რომ კობრი არის მეთევზეების დიიიიიიდი კასტის ან თუ გნებავთ
სექტა დაარქვით (მართალია იეღოვლებივით მძკლავრები არ არიან) ყველაზე სანუკვარი ოცნება, უფრო სწორედ დიდ
ეგზემპლარზეა საუბარი, და დიდის თქმით მინდა ვთქვა რომ დიდი არის ძალიან დიდი, კობრის შემთხვევაში შეგვიძლია
დავიწყოთ 3 კგ-თი, ანუ 3 კგ არის მინიმუმი რამაც შეიძლება ძალიან დიდი უსიამოვნება მოგვანიჭოს მისი გამოყვანისას
და თუ გამოვიყვანეთ ეს უსიამოვნება 10-მაგ სიამოვნებაში გარდაიქმნება, და წარმოიდგინეთ სიტუაცია როდესაც
წონა აღწევს 5-7-10 და მეტ კგ-ს. მართალია გურჯისტანში ძალიან, ძალიან, ძალიან იშვიათია ესეთი წონები,
პრინციპში უხვათ არც არსად არ რის, მაგრამ შანსი მაინც არის, და შიგადაშიგ მაინც გვხვდებიან. რამდენადაც
მახსოვს მსოფლიო რეკოდრი არის 37 კგ ს ჩემტა, თუმცა ეგ საქართველოს არ ეხება newsmile05.gif შთამბეჭდავია არა? გამოყვანა
1.5 კგ-იანისაც ჭირს, უფრო სწორედ არც ისეთი ადვილია, ხან იქეთ მიაქვს, ხან აქეთ, ხან თითქოს მოდუნდება და
უეცრად მკვეთრ დარტყმებს აკეთებს, მოკლედ ადრენალინი ნამდვილად დიდი მოაქვს....

რა გვჭირდება აუცილებლად: ჩემი რჩევაა რომ თუ მიდიხართ კობრზე სათევზაოდ და არ მოდის არ გადაერთოთ
სხვა თევზზე, ძალიან დიდი შანსია რომ ეს დიიიიიიიიდი შანსი ხელიდან გაუშვათ, ნუ იჩქარებთ ჯოხების ამოყრას, ან სხვა
თევზზე გადაწყობას, მეთევზეს ისევ დიიიდი ნებისყოფა ჭირდება თუ უნდა რომ მიზანს მიაღწიოს. არ დაგავიწყდეთ რომ
კობრი კარჩხანა არ არის და ყოველ 2 წუთში ვერ დაიჭერთ. ჩემი რჩევაა - გამოჩინოთ ნებისყოფა.

აღჭურვილობა


ჯოხი: გლეხურ-მუშურად რომ განვიხილოთ, ანკესი უნდა გამოირჩეოდეს ზეძლიერი მდგრადობით, რომელიც
გაუძლებს დიდ დატვირთვებს, ამავე დროს იქნება ელასტიური და არა ხისტი, რომელიც გაუძლებს დიდი და ძლიერი
თევზის სწრაფ დაქაჩვებს (რივოკებს). რა საჭიროა ელასტიურობა? გამომდინარე იქიდან, რომ კობრი და განსაკუთრებით
დიდი კობრი არის მძლეოსანი და შეუძლია ძლიერი ჩარტყმების განხორციელება, ჯოხის სიხისტე იზამს იმას,
რომ ან გატყდება ან კიდევ ძედმეტი ზეწოლის მიყენებისას თევზი საკუთარ ტუჩს შეახევს ნემსკავს და გაძვრება, ხოლო
ელასტიურის შემთხვევაში ამორტიზაციის მექანიზმი იმუშავებს და ნადავლის დაკარგვის შანსიც შემცირდება.
სიგძეც ალბათ 3.40 დააკმაყოფილებს თქვენ მოთხოვნებს თუ რაიმე ზეშორ მანძილებზე არ გინდათ თევზაობა ან კიდევ
ტბის შუაში არ გყავთ მიმბული ტირანოზავრიკი, და მგონი კლასიკურ სიგრძეთაც ეგ ითვლება.

კოჭა: ვიტყოდი, რომ როგორც ყველა სხვა დეტალი, რომელიც ახლავს ამ თევზის ჭერის მეთოდს, კოჭაც არ დგას
უკანასკელ ადგილებში. სავალდებულოა, რომ გქონდეთ კარგად გამართული, ნაცადი და უღალატო კოჭა, რა თქმა უნდა
უღალატო პირობითია, მაგრამ მაინც ეცადეთ რომ მაქსიმალურად გქონდეთ გადამოწმებული ბრუნვის მომენტი, არ ქონდეს
რაიმე უცხო ხმები ტრიალის დროს და ხარვეზები, იყოს ე.წ. ძალისმიერი (სილავოი). არ ქონდეს სწრაფი გადაცემის
მომენტი, ანუ არ არის აუცილებელი სახელურის ერთ ბრუნზე ხვეულამ გააკეთოს 7 ბრუნი, 4-4.5 სავსებით საკმარისია.
და კიდევ - კოჭის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის გაბარიტებს, უფრო სწორად, თავად ხვეულზე ძუის სიგრძის
დატევის მომენტს, სასურველია 0.4 მმ დიამეტრის ძუა დაეხვეს 150-200 მტ.

ძუა: ოოოოოოოო, ესეც ძლიერ მნიშვნელოვანია ჯენტლმენტებო newsmile05.gif ჩქიმი უბიჟძენიით საკმაოდ ოპტიმალური ქნება
0.35 მმ დიამეტრით, ძუაც როგორც ჯოხის პრიციპი ისე უნდა შეირჩეს, ნაკლები სიხისტე და მეტი მოქნილობა. აქაც
იგივენაირად მოქმედებს ამორტიზაციის პრინციპები და ფიზიკის კანონები, ფირმებს არ განვიხილავ უბრალოდ ყიდვის
დროს დარწმუნდით, რომ მითითებული ტესტი შეესაბამება სინამდვილეს, კიდევ იმას გირჩევდით, რომ ყოველ სეზონზე
გამოცვალოთ ძუები თუ რაიმე ძალიან ძვირიან ბრენდს არ ხმარობთ, მართალია თუ ინტენსიურად არ თევზაობთ
კობრზე შეიძლება 3 და 4 სეზონიც გაგიძლოთ, მაგრამ აუტკივარი თავის ატკივებას ჯობია არ აიტკივოთ და პროცესის დროს
თავის ტკივილი არ გამოსცადოთ, დამიჯერეთ ძალიან გეტკინებათ თავი თუ თქვენ წარუმატებლობაზე იმოქმედებს
თქვენივე დაუდევრობა ან სიზარმაცე და აგტკივდებათ ისედაც სისხლგაჟღენთილი თავი რომელიც იქნება სიხარულისაგან
იმედგაცრუებული...... (რაო???)

ნემსკავები: ნუუუუუ ამაზეც მივაჯღაპნოთ რამოდენიმე სიბრძნე. მთავარი პირობა არის ის რომ ნემსკავი უნდა იყოს
ძალიან წვეტმილესილი და არ უნდა იღუნებოდეს ძალის დატანებისას, ესეც თავის ტკივილია და თავიდან ნუ მახსნევინებთ newsmile05.gif

აღკაზმულობა: ვიტყვი ფრიად დიიიიდ სიბრძნეს რომ ტროსებს და უბედურობებს შეეშვით რომელზეც
განლაგებულია ერთზე მეტი ნემსკავი, არაფერს ეგ არ მოგცემთ თევზაობისას იმის გარდა რომ ზედმეტ და უაზრო
პრობლემებს შეგმატებთ, ისეთებს როგორიცაა დროის დაკარგვა საყუარების წამოგებისას, გადახლართვებს და
უბრალოდ მოუხერხებლობებს, იხმარეთ ერთი და ნაღდი, ჰა და ჰა ორი. რაც შეეხება მძირავ ტვირთს თუ "გრუზს",
დაამაგრეთ ლიდერებამდე "ვერტლიუჟოკზე"(ქართულად თუ იცით დაწერეთ და ჩავასწორებ), მე ვიყენებ სრიალა
ვარიანტს, თუმცა ფიქსირებულიც მუშაობს, სრიალას შემთხვევაში "ვერტლიუჟოკსა" და საძირავს შორის ვაყენებ
სპეციალურ რეზინის მოსტოპერო რაღაცას რომელიც არბილებს საძირავის დარტყმას ყულფზე, ეს აუცილებელია რადგან
ხშირი სროლებისას ყულფი ზიანდება და ხდებახოლმე ლიდერის ჩაწყვეტა სროლის დროს.

სატყუარები: ძალიან ბევრი დაწერილა სატყუარების შესახებ, მეც არ დავიწყებ ყველა მათგანის განხილვას,
უბრალოდ შევეხები რამოდენიმე და საქართველოში ყველაზე ხშირად გამოყენებადებს, ესენია სიმინდი, კოპტონი,
პურის ბურთულები, ნაკელის და წვიმის ჭიები, ზემოთჩამოთვლილები ყველაზე კლასიკური ვარიანტებია რასაც უმუშავია
ჩემ პრაქტიკაში. მინდა შევეხო კიდევ ერთ სატყუარას სახეობას რომელიც ეხლა იდგავს ჩვენთან ფეხს, ეს არის ე.წ.
ბოილები, რომლებზეც ბევრს ვერაფერ გეტყვით რადგან არ მიცდია, თუმცა მოარული ხმები დადის რომ მუშაობენო newsmile05.gif
ბოილები შეიძლება დამზადდეს სახლის პირობებშიც და მაღაზიაშიც შეიძლება შეიძინოთ, არის უზარმაზარი
ნაირსახეობა განსხვავებული არომატებით, თუმცა გამიგია რომ არომატებსაც შერჩევა უნდა, ფორუმზე გვაქვს შესაბამისი
განყოფილება ფსკერულ ჭერაზე და კითხვები იქ შეგიძლიათ დასვათ......

ჭერის მეთოდი: კობრს იჭერენ როგორც ტივტივათი ისევე ფსკერული მეთოდით, თუმცა ჩვენთან და ზოგადად
ყველგან მაინც ფსკერულით ჭერა არის აპრობირებული, ესეც ალბად გამომდინარე კობრის საკვები რაციონის ძებნის
მანერიდან გამომდინარეა, თევზი ფსკერზე ეძებს საკვებს და სწორედ მაშინ ხვდება ბოროტი მანტიორის მიერ
ჩაგდებული ნემსკავი საინტერესო დესერტით რაზეც უარს ვერ ამბობს newsmile05.gif იმის გადთვალისწინებით რომ არ მინდა ამ თემის
დაყოფა კიდევ უფრო მარტივ მამრავლებად შევჩერდეთ სწორედ ამ ზოგად სახელზე როგორიცაა ფსკერული.
ვიღებთ ჯოხს კოჭათი+ძუა+საძირავი+სატყუარა, ვაგდებთ და ველოდებით newsmile05.gif

კობრის(საზანის) აქტივობაზე და ჭერის
საუკეთესო პერიოდებზე


ცნობილია რომ კობრისთვის საუკეთოსო არის მაისი და ზაფხულის ცხელი თვეები.

კარგია როდესაც:
- დგას წყნარი, თბილი, უქარო და მოღრუბლული ამინდი.
- ხანდახან, როდესაც გრძელხნიანი ავდარების შემდეგ უცებ დგება კარგი ამინდი.
- ჭექაქუხილამდე.
- გრძელვადიანი გვალვების შემდეგ მოკლე წვიმების შემდეგ.
- მოკლე წვიმების დროს, ე.წ "მზე პირს იბანს"-ის დროს newsmile05.gif
- დინების საწინააღმდეგოდ მქროლავი ქარის დროს.

არ ვარგა როდესაც:
- ჩრდილოეთ ან ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარის დროს.
- წყლის დონის სწრაფი ამაღლების ან დაწევისას.
- ჩქარი ქარების დროს, რომელსაც ახლავს დიდი ნალექების ჩამოწოლა.
- სიცივეების მკვეთრი დადგომის დროს.
- როდესაც ქარი ქრის დინების მიმართულებით.
- წალსატევში დაბინძურებული და გაუფილტრავი ქიმიური ნარჩენების ჩასვლისას.

ეს იყო ის რისი დაწერაც მინდოდა, მართალია არ ვამტკიცებ რომ მაინცადამაინც ამ პრინციპების გათვალიწინებით
დაიჭერთ ტევზს, მაგრამ ეს არის ყველაზე აპრობირებული და ნაცადი მეთოდები რაც ჩვენ ქვეყანაში გვხვდება
და არც იმას ნიშნავს რომ სხვა მეთოდი არ მუშაობს ან არ ღირს ცდა, იმედია დამწყებებს გამოგადგებათ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი Oct 29 2010, 19:48
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



იაპონური კობრი აკვარეუმში გქაჩავს 220 ლიტრიანია 3-5 სმ
http://mymarket.ge/product_info.php?type_i...oduct_id=881552
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი Nov 24 2010, 20:52
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



გამარჯობა newsmile05.gif მე მინდა რომ ჩემ სოფელში მდინარე ძირულაში გავუშვა ეს თევზი და აქედან შორია 168 კილომეტრია და მინდა გავამრავლო მდინარე ძალიან სუფთაა და კარგი newsmile05.gif რა ვქნა გავუშვა თუ არა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Nov 30 2010, 15:30
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



nikoloza_migina

რა უნდა გაამრავლო ? კარპი? ძირულა ცივი მდინარე არ არის?

საერთოდ თევზის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანაზე შეიძლება კანონის მხრივ შეგექმნას პრობლემა და ამიტომ აფიშირებას მაინც ნუ გაუკეთებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი Nov 30 2010, 18:17
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



ციტატა(ბესო @ Nov 30 2010, 16:30) *
nikoloza_migina

რა უნდა გაამრავლო ? კარპი? ძირულა ცივი მდინარე არ არის?

საერთოდ თევზის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანაზე შეიძლება კანონის მხრივ შეგექმნას პრობლემა და ამიტომ აფიშირებას მაინც ნუ გაუკეთებ newsmile05.gif

დიდი მადლობა newsmile05.gif))))))))))) არც ისე ცივი ქაშაყი უყძლებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 08:50