ლანგჰაარი - გერმანული გრძელბეწვიანი პოინტერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
ლანგჰაარი - გერმანული გრძელბეწვიანი პოინტერი
tavadi baratashv...
პოსტი Oct 30 2010, 20:43
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ეს გერმანული ჯიშის გრძელბეწვიანი მეძებარია, ძლიერი, ძალიან თვინიერი და ამტანი ძაღლია, მყავდა და მომიკვდა, მაგარ ლომკაში დავრჩი, მინდა ისევ ვიყოლიო და იმ ძაღლის სახელზე გავზარდო. ძალიან ჭკვიანი ძაღლია, იქნებ ვინც ამ ჯიშს იცნობს მომაწოდოს ინფორმაცია მასზე ან სად შეიძლება ვიყიდო ან ვის ყოლია და როგორ დაახასიათებს?
იუთუბზე ვნახე ვიდეოები და გერმანულ გრძელბეწვიან პოინტერად არის მოხსენიებული
აი ასეთი მყავდა შავი მკერდზე თეთრი ლაქით newsmile039.gif




http://www.youtube.com/watch?v=5p_OiIW-MpI

http://www.youtube.com/watch?v=YkWaD_wfhl4...feature=related

http://www.youtube.com/watch?v=790lpu4WEtM...feature=related
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Oct 30 2010, 20:46
პოსტი #2


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი








Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Oct 30 2010, 21:17
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მიყვარს ეს ჯიში იქნებ მომაწოდოთ რამე ინფორმაცია, მაგარი ძაღლი მყავდა როცა უკვე გავგეშე მაშინ მომიკვდა და სინდისის ქენჯნასავით მაქვს რომ ვერაფერი ვუშველე, იქნებ ვინმეს გყავდეთ ამ ჯიშის ლეკვი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Oct 30 2010, 21:46
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



hunter87
ეგ საქართველოსთვის საკმაოდ იშვიათი ჯიშია.
კარგს იზამ თუ მოგვიყვები უფრო დაწვრილებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Oct 30 2010, 22:34
პოსტი #5


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



აი ეს ინფორმაცია მოვიძიე ერთ ერთ საიტზე

გერმანული ლანგჰაარი არის ერთ ერთი უძველესი კონტინენტური პოინტერის ჯიში ცენტრალურ ევროპულ ძაღლის ჯიშებს შორის. ჯიშის რეგისტრაცია მოხდა 1879 წელს. უმეტესობა ამ ძაღლებისა, როგორც შემონახული ნახატებიდან ჩანს, გამოიყენებოდა როგორც შევარდნით ასევე იარაღით ნადირობისას.
ძველი გერმანული ტექსტები გვაუწყებს, რომ ეს გრძელბეწვიანი ძაღლი ნადირობდა ქორთან ერთად ფრინველებზე, ასევე ნადირობდა ნადირზე და წყალმცურავ ფრინველებზე.
ამ ძაღლის აღწერა ნაპოვნი იქნა 1870 წელს. 1879 წელს დადგინდა მისი პარამეტრები და სტანდარტები
ლანგჰაარს აქვს ძლიერი და დაკუნთული სხეული. მამლის სიმაღლე 60-70 სმ-ია, დედლის კი 58-66სმ. იდეალური წონაა 30 კგ. არსებობს 6 ფერის შეფერილობით, ყავისფერი, თეთრი და სხვა ფერის ლაქებით.

ესაა ის ტექსტი რაც ჩემი ინგლისურის ბაგაჟით მოვახერხე და ვთარგმნე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Oct 30 2010, 22:53
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჩემ გამოცდილებას რაც შეეხება და შთაბეჭდილებებს მოგიყვებით:
მაჩუქეს უკვე დიდი ძაღლი, სულ მთლად შავი იყო თეთრი ლაქით მკერდზე, ვითომ დაგეშილიაო. გავიყვანე სანადიროდ და იმდენად დიდი იყო იმედგაცრუება რომ რამის მოვკალი ძაღლიც და მისი მჩუქებელიც newsmile090.gif ხელი არა ჩამიქნევია და მაინც ვატარებდი სანადიროდ, გენმა და ჯიშმა თავისი ქნა და ძაღლის ნელნელა გაცოცხლებულმა მონადირულმა ინსტიქტმა იმედები გამიცოცხლა. პარალელურად ჩემი ძმა ატარებდა დილა საღამოს სანადიროებში და რომ მითხრა სტოიკას უკეთებს ფრინველსო არ მჯეროდა. ერთხელაც ტყის ქათამზე გაყვანილმა ერთი ამოაფრინა და მეორე ვალდშნეპი კი დამიჭირა ცოცხალი, გაოცებული ვიყავი სიხარულისგან ვყვიროდი და ძაღლს ვიხუტებდი, ამის მერე დაიწყო და აკრიფა ამ ძაღლმა, სტოიკას იშვიათად აკეთებდა მარა მიეჩვია წყალში შესვლას, მერე გამოტანაც ისწავლა და ბოლოს როცა გაიგო რომ ძნელად მისადგომ კამიშებში ბევრი საინტერესო რამე იმალება წყლიდან ვეღარ ამომყავდა, ანგრევდა იქაურობას. ერთხელ ასეთ სურათს წავაწყდი, ძაღლი კამიშებში იყო შესული და ყეფდა, მივედი იმ ადგილას და რას ვხედავ ჩალებში წყალში დგას ძაღლი და კამიშებს კბენს და თან ყეფავს, თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა და როცა კარგად დავაკვირდი ჩალებს მაღლა წყლის ქათამა იჯდა და დაჰყურებდა ძაღლს. ძალიან მორჩილი და საყვარელი ძაღლია, რომ გავუბრაზდებოდი იბუტებოდა და ზედ მეხუტებოდა ხოლმე რომ მოვფერებოდი, ეხლა ამ ტექსტს რომ ვწერ ცრემლები მომდის, ამისთანა ჟილკიანი ძაღლი იშვიათად მინახავს, თოფს რომ ხედავდა გიჟდებოდა, ერთხელ გავეპარები თქო და ჩუმად გამოვედი ძმაკაცის მანქანა ეზოს გარეთ მელოდებოდა, კარები გახსნილი დამრჩა და შიგნით შევბრუნდი საქმეზე, უცებ ძახილი მესმის მოდი ნახე რა გააკეთა ამ ჩემისამო და რას ვხედავ გადმოაგდებს ჩემი ძმაკაცი მანქანიდან და მაინც ძვრება რია კარებში, ბოლოს ისე შემომხედა ნამუსმა ვეღარ მომითმინა და ჩავსვი.
რაც შეეხება ძალას, თავის წონის და სხეულის ძაღლებს არ ეპუებოდა თუ აგრესიას ამჟღავნებდნენ მაგრა ცემდა, ერთი ორჯეს დიდ ნაგაზს ძვლივს გავაგდებინეთ პირიდან. გაყინულ წყალში გიჟივით ეძებდა გაუვალ კამიშში დამალულ ფრინველს და ხასიათდებოდა წყლის დიდი სიყვარულით. როცა უკვე მაგრად დაიგეშა განსაკუთრებიტ იხვზე მაშინ მომიკვდა და ეხლა უფრო ვხვდები და ვაფასებ რა ძაღლიც დავკარგე, მარა რაღა დროსია newsmile039.gif
სევდიანი ისტორია გამომივიდა მარა ამ ძაღლმა მართლა დაიმსახურა ჩემი სიყვარული და პატივისცემა, ეხლა კი გაგიჟებულე ვეძებ ამ ჯიშის ლეკვს რომ გავზარდო მის სახელზე. ერთგან დიდს მივაკვლიე, ეზოს ყარაულად ყავთ არამონადირე კაცს და უნდა მოვიშველიო მთელი დიპლომატია ან მაჩუქოს ან მომყიდოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Oct 31 2010, 09:13
პოსტი #7


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



hunter87
ციტატა(hunter87 @ 30th October 2010 - 23:53) *
ერთგან დიდს მივაკვლიე, ეზოს ყარაულად ყავთ არამონადირე კაცს და უნდა მოვიშველიო მთელი დიპლომატია ან მაჩუქოს ან მომყიდოს

არის კი ნამდვილად ლანგჰაარი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Oct 31 2010, 10:44
პოსტი #8


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კი ძმა ნადვილად ეგაა, რომ შევხედე იმენა კოპიო ჩემი ძაღლია, ჯიშიანი და მოზრდილი ხვადია, ლამაზი პრიალა ბეწვით. ასაკს არ ვჩივი, რაღაცას მოახერხებს, ჯიში თავისას აკეთებს, მაინც გაიგეშება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Oct 31 2010, 19:12
პოსტი #9


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



შავი ლანგჰაარი არ არსებობს. ეგ ჯიში სამამულო ომის შემდეგ შემოიყვანეს სსრკ-ში. სანადირო თვისებებით დაახლოებით კურცჰაარისა და დრათჰაარის ტიპისაა, მაგრამ ფაქტია ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო მათ კონკურენცია ვერ გაუწია და პრაქტიკულად გადაშენდა სსრკ-ში. ჩვენთან კიდევ დაახლოებით ბოლო 20-25 წელია არ მინახავს, ადრე კიდე თუ იყო აქ შემოყვანილი -ერთეულ ეგზემპლიარებში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Oct 31 2010, 19:42
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(თენგო @ Oct 31 2010, 10:13) *
hunter87

არის კი ნამდვილად ლანგჰაარი?



ბატონო, თენგო,თქვენთან კლუბში არავის უხსნებია ეს ჯიში,ანუ საბუთიანი არ ჰყავთ ჩვენთან,GIGO-ც წერს,იშვიათად შემხვედრიაო.გამოდის,რომ არ ჩამოყავთ.გერმანულებიდან ისევ კურცხაარი და დრათხაარია პოპულარული.საინტერესოა ეს ჯიშიც.ვიდეოებში კარგი ჩანს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Oct 31 2010, 20:17
პოსტი #11


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ზაზა
ლანგჰაარის თბილისში არსებობის შესახებ ვერაფერს გეტყვი,ნამდვილად არ მსმენია ვინმეს რომ ყოლოდა.
ჩემი აზრით დაახლოებით იგივე მუშაობა ექნება,რაც სხვა "გერმანელებს".უბრალოდ ბეწვის სიგრძით და სტრუქტურით იქნება განსხვავებული.
ლანგჰაარი ნიშნავს გრძელ ბეწვიანს,კურცჰაარი -მოკლებეწვიანს,დრატჰაარი-ხისტ ბეწვიანს,შტიხელ ჰაარი-მავთულისებურ ბეწვიანს(თუ არ მეშლება) და ა.შ.

ციტატა(zaza @ 31st October 2010 - 20:42) *
.საინტერესოა ეს ჯიშიც.ვიდეოებში კარგი ჩანს

რა თქმა უნდა საინტერესოა,მაგრამ ბეწვის სტრუქტურის გამო მეეჭვება ჩვენში მასიურად მოიკიდოს ფეხი.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Nov 1 2010, 00:29
პოსტი #12


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მგონიას დონეზე ცოტა უხერხულია ჯიშზე მსჯელობა, მყავდა და ძაან მაგრა მუშაობდა. რაც შეეხება იმას რომ არ არსებობს შავი ლანგჰაარი, ჩემი დადებული სურათი ნახე პირველი და გინდა გუგლით მოიძიე, ეს ძაღლი ისეთ სიმაგრეებში ჯაგებში და ეკლიან ბუჩქებში შედიოდა მეცოდებოდა ხოლმე, სადაც ბევრი კურცჰაარი, პოინტერი და თუნდაც სხვა ცნობილი ჯიშებიც კი ვერ შებედავენ. მე მაქვს პრაქტიკა ამ ჯიშთან ნადირობის და ვიცი რასაც ვწერ, ასე რომ ვარაუდებს სჯობია ან ინტერნეტ რესურსი მოვიძიოთ ან ვინც რეალურად იცის ამ ჯიშზე რამე ის დაწეროს. ძალიან მუშა და ენერგიული ძაღლია და სიმაგრეებს არ ეპუება, უცხოურ საიტებზე დევს ამ ძაღლის დახასიათებები სადაც ნათლად სწერია, ესაა ბევრი სხვა ჯიშისგან განსხვავებით ადვილად გასაწვრთნელი, თვინიერი და ძლიერი ძაღლი, რომელიც არის ძალიან ჭკვიანი და გააჩნია ბევრი კარგი თვისება.
ამიტომ ვთხოვ იმ ადამიანებს ვინც კინოლოგიაში ერკვევა დამეხმაროს და მომაწოდოს ინფორმაცია ქართულ ენაზე, ან თუ ჰყოლია ვინმეს იქნებ გამოცდილება გამიზიაროს.
ის რომ კლუბში არავის ყავს და საქართველოში არაა გავრცელებული ეგ არაფერს ნიშნავს და იმას მითუმეტეს არ ნიშნავს რომ სხვა ჯიშებს რამით ჩამოუვარდება, ვარაუდებით კი მასე ბევრ რამეზე შეიძლება მსჯელობა, მარა რეალობა ყოველთვის სულ სხვაა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Nov 1 2010, 09:37
პოსტი #13


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



hunter87
ციტატა(hunter87 @ 1st November 2010 - 01:29) *
მგონიას დონეზე ცოტა უხერხულია ჯიშზე მსჯელობა, მყავდა და ძაან მაგრა მუშაობდა. რაც შეეხება იმას რომ არ არსებობს შავი ლანგჰაარი, ჩემი დადებული სურათი ნახე პირველი და გინდა გუგლით მოიძიე

ჩემი უდიდესი თხოვნა და რჩევაც იქნება ,არ გვინდაეგეთი აგრესიულობა გამონათქვამებში.
შავ ლანგჰაარს რაც შეეხება,სტანდარტი კარგად რომ წაგეკითხა,ნახავდი რომ ლანგჰაარი არის მთლიანად ღია ყავისფერი ან "ჩამოცვენილი ფოთლის"ფერი.
შავი ფერის ნიშნებიც კი შეფერილობაში ხინჯია.
ისე მაინტერესებს,რომელი უფრო კარგად ნადირობდა,ყვარელის სურათებში რომ გყავს რაღაც "ავჩარკა" თუ შენ რომ ამბობ ის ლანგჰაარი?
სანამ GIGO-ს,ან სხვა ვინმეს,ურჩევ კინოლოგიაში გარკვევას,ინტერნეტში მასალების მოძიებას,იკითხე ვინ არიან ეგ ხალხი,რა გაუკეთებიათ.

კიდე გთხოვ,ახალგაზრდა კაცს ეგეთი აგრესიულობა არ შეგშვენის.მერე უკვირთ რატომ ვერიდებით უცხო ხალხთან სანადიროდ სიარულს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Nov 1 2010, 10:00
პოსტი #14


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(თენგო @ Nov 1 2010, 10:37) *
hunter87

ჩემი უდიდესი თხოვნა და რჩევაც იქნება ,არ გვინდაეგეთი აგრესიულობა გამონათქვამებში.
შავ ლანგჰაარს რაც შეეხება,სტანდარტი კარგად რომ წაგეკითხა,ნახავდი რომ ლანგჰაარი არის მთლიანად ღია ყავისფერი ან "ჩამოცვენილი ფოთლის"ფერი.
შავი ფერის ნიშნებიც კი შეფერილობაში ხინჯია.
ისე მაინტერესებს,რომელი უფრო კარგად ნადირობდა,ყვარელის სურათებში რომ გყავს რაღაც "ავჩარკა" თუ შენ რომ ამბობ ის ლანგჰაარი?
სანამ GIGO-ს,ან სხვა ვინმეს,ურჩევ კინოლოგიაში გარკვევას,ინტერნეტში მასალების მოძიებას,იკითხე ვინ არიან ეგ ხალხი,რა გაუკეთებიათ.

კიდე გთხოვ,ახალგაზრდა კაცს ეგეთი აგრესიულობა არ შეგშვენის.მერე უკვირთ რატომ ვერიდებით უცხო ხალხთან სანადიროდ სიარულს?

აგრესიულობა რა შუაშია, სულაც არ დამიწერია აგრესიულად და ვინმეს შეურაწყოფის მიზნით, უბრალოდ რაც მე მოვიძიე ინტერნეტში და პლიუს ჩემი მცირედი გამოცდილლებით ის დავწერე, აგრესიულობა სრულებით არ იგრძნობა ჩემს პოსტში უბრალოდ ვთხოვე ფორუმელებს რეალური და პრაქტიკული ინფორმაცია მოეწოდებინათ ვარაუდის ნაცვლად, და ამაში ნაღდად არავის გაემტყუნება. მე არავის კომპეტენტურობას არ ვაყენებ ეჭვის ქვეშ, თუ იციან ამ საკითხის შესახებ რამე დამეხმარონ თუ არადა კი არავის დავემდურები კაცო, ყველაფრისმცოდნე არავინ არ ვართ, მათ შორის რათქმაუნდა მეც. ასე რომ აგრესია ვიცი ვისთან და როდისაა საჭირო, გენაცვალეთ სუყველას ერთი წუთით არავინ იფიქროს ეგ. newsmile090.gif newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Nov 1 2010, 10:13
პოსტი #15


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



hunter87
გაიხარე!)newsmile05.gifnewsmile05.gif:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 23:46