თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტბები _ ჯანდარა

პოსტის ავტორი: CECEIRON Jul 17 2009, 18:41

ჯანდარაზე თუ ყოფილხართ ვინმე ,და რა ხდება ეხლა იქ?

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 18 2009, 17:52

ჯანდარა ზამთრის მაფიაა, ეგ ტბა ერთი რამით, მთელ საქართველოში თევზის სეზონი რომ
მიდის სიცივეების დადგომასთან ერთად მაგ ტბაზე იწყებს, განსაუთრებით ყინვებში,
არხში შემოდის მგონი ნაფოტა მაგრამ რატომღაც ფარფლწითელას(კრასნაპიორკას) ეძახიან.

ისე კლოვი თუ არის, ძალიან მაგრა მოდისხოლმე, მე ერთ ანკესზე 5 კილო მაქვს დაჭერილი ეგ ლიფსიტა
და წარმოიდგინეთ რა მაგარი ინტენსიურობით ვიჭერდი newsmile05.gif


პოსტის ავტორი: FISHING CLUB Jul 18 2009, 21:51

ნაგავია. შეჭამეს ეგ ტბა იქაურებმა. ბოლოს რო რეიდი ქონდა გ.დ.ი. -ის 3.4 კილომეტრი ბადეები ამოირეს მაქედან. მაგდენი ბადე მთელ აღმოსავლეთ საქართველოში შეიძლება არ იყოს..
ზამთარში იკლავენ მანდ ლომკას არხებში მოდის რაღაც ლიფისტები..

პოსტის ავტორი: pikaso Sep 22 2009, 10:23

კარასი იჭირება კარგად ნავიდან წითელ ჭიაზე საშვალო ზომის მოდის
პერლოვკაზე არაუშავს ღერები
პსკერიდან ღორჯოც იჭირება ჭიაზე
კარგი პადკორმკა უნდა სადაც დადგები და პრობლემა არ არის კარგად დაიჭერ კარასებს
კვირას ვიკავი და კარგად დავიჭრე ამინდი არ ვარგოდა ტორე უკეთესიც იქნებოდა

პოსტის ავტორი: GOLI Sep 28 2009, 09:43

ღორჯო თუ მოდის?

პოსტის ავტორი: ჩიკო Oct 13 2009, 22:55

ციტატა(GOLI @ Sep 28 2009, 10:43 AM) *
ღორჯო თუ მოდის?


კი მოდის და ბლომად ... პატარებია მარა ბევრია ...

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 17 2009, 00:44

ჯანდარა

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 17 2009, 12:05

რუსთავიდან არის დახლოეებით 25 კილომეტრი

პოსტის ავტორი: ochopintre Oct 17 2009, 16:43

და გზა როგორია ასფალტია თუ გრუნტიანი, დაბალ პასატკიანი მანქანით მივალთ?

პოსტის ავტორი: იკო1981 Oct 17 2009, 22:02

მაქ სისონობლები არიან ხო?
ამასწინათ დაუჭერიათ
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 17 2009, 22:03

იკო1981
კი თან საკმაოდ ბევრი სამწუხაროდ newsmile038.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 19 2009, 14:21

კი მიხვალთ დაბალ პასატკიანი მანქანითაც მაგრამ ცოტა მაღლ პასატკიანი ჯობია რომ არ იწვალოთ

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 19 2009, 14:53

იკო1981
რაც ფოტოზეა მაგხელა სისინობლებია თუ პატარები??.............

პოსტის ავტორი: Nikok Oct 21 2009, 09:34

გველები მაღლა მთებში არიან ტბასთან საშიში არ არის გზა ასფალტიანია თავისუფლად მიხვალ ყველანაირი მანქანით

პოსტის ავტორი: basota Oct 28 2009, 13:54

კი არის გიურზა მინახავს ოგონთ ტბასთან ახლოს არა

და ამ ბოლო დროს ხომ არ ყოფილხართ სათევზაოთ ოგონდ მაქეთკენ ?

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 28 2009, 17:55

basota
ჯერ მგონი ნამეტანი ადრეა არხისთვის, ყინვებამდე მანდ არასოდეს არ გავსულვარ

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 28 2009, 18:03

სანამ ტბა არ გაიყინება, მანამდე არხში თევზი არ შედის დიდი რაოდენობით....

პოსტის ავტორი: Pendragon Oct 28 2009, 21:53

შოთა.03

ციტატა
სანამ ტბა არ გაიყინება, მანამდე არხში თევზი არ შედის დიდი რაოდენობით..


და რომ გაიყინება, მერე ადგილობრივი სვანები არ უშვებენ და რა განსხვავებაა?

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 28 2009, 22:38

Pendragon

ციტატა(Pendragon @ 28th October 2009 - 10:53 PM) *
და რომ გაიყინება, მერე ადგილობრივი სვანები არ უშვებენ და რა განსხვავებაა?


და რა მიზეზით არ უშვებენ?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 28 2009, 22:40

კი უშვებენ, მაგრამ ბადეები აქვთ ტბასა და არხს შუა და თევზი ვეღარ შედი არხში...

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 28 2009, 22:42

გამოდის ზამთარში ჯანდარაზე ვერ გვითევზავია???

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 28 2009, 22:43

რავი მად არც გველი არის და არც სვანები გაგიჩმახებენ მთავარია კაცურად მიუდგე საქმეეს და არ გაუჩმახოო თუ მოვიდნეენნ როგორია შენს ეეზოში სხვას ხომ არ აბლატავებ, კაცურად მოიქცევი თან გადაგყვებიააანნ.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 28 2009, 22:45

ეგრეც არაა, ანუ სულ გადაკეტილი არააქვთ....
იშვიათად ხდებაო, როგორც იქ მითხრეს. მე მაგჰალითად შარშან რო ვიყავი სანადიროდ ხალხი იჭერდა ძაან ბევრს, შემდეგ წასვლაზე ანკესიც წავიღე, მარა გადაკეტილი დამხვდა და ვერავინ იჭერდა.
ანუ შანსები არის რა, შეილება დღეს დაგხვდეს გადაკეტილი და ხვალ გახსნილი....
მაგრამ ეს სისტემატიურ ხასიათს არ ატარებს.....

ჰერცოგი997

ციტატა(hercogi997 @ 28th October 2009 - 11:43 PM) *
რავი მად არც გველი არის და არც სვანები გაგიჩმახებენ

აუ მაგაზე გამახსენდა, პირველად რო ჯანდარაზე ვიყავი იქ კინაღამ პერესტრელკა მოგვივიდა სვანებთან, მაგრამ მერე მაგარი ჩავძმაკაცდით newsmile035.gif
და 10 კილო თევზი გამოგვატანეს...
აი პენდრაგონიც მანდ იყო მაშინ...
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 28 2009, 22:54

ხოდა მაგას ვამბობბ ისინი ჯანდარით ცხოვრობენ მად რა სიტვაციაცი იყო და ეეხლა როგორიცაა ზეპირად ვიცი რა ქნანა ტევზი უნდა დაიჭირონ რომ თავი ირჩინონ და კეტავენ მარტო კარასსს თუ დაიჯერ, ზევით უდაბნოში კი ბუჩქები იჩეხება სადაც კურდღელი და კაკაბი ბუდობდა და გვერდზე კიდევ სასროლეტი არის პოლიგონი და გადახნულია იქაურიბა რავი მემგონი მაგ ადგილებს სერიოზული მიხედვა უნდა რომ ამოიწიოსს

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 28 2009, 23:43

რეებს ლაპარაკობთ აბა, რა შუაში კაცურად მიდგომა, ან რა შუაშია სვანები არიან თუ რაჭველები, არ გავკარი ერთსაც და მეორაც და
კიდევ თუ ვინმე გამოერევა მესამესაც...............? თუ აჩანაგებენ იქაურობას(რა თქმა უნდა წარმომავლობა არაფერ შუში არ არის),
დედას უხნავენ იქაურობას, 3 წლის წინ მახსოვს 1 ანკესზე ვიჭერდი 5 - 8 კილო ნაფოტას, აბა წარმოიდგინეთ როგორი დაკავებული
ვიქნებოდი მთელი დღე მაგდენი ლიფსიტა რომ ამომეყვანა? 3 ფენად აქვთ ბადეები ჩაკრული არხის შესართავთან, აბა მითხარით
ამდენ ნაფოტაში რამხელა ფული უნდა იშოვოს კაცმა რომ ოჯახი არჩინოს, ვედროს ლარად ყიდიდნენ..........

ერთი მაგალითი მახსოვს კარასებზე ვკაიფობდით და ტიპები შემოიჭრნენ ნავებით ბადეებითურთ, ეს ადგილი დაგვოითმე და
რაც ანკესზე უნდა დაიჭირო 3 მადგენს მოგცემთო, თან ისე ამბობდნენ რომ ეგონათ უეჭველი გავიწეოდი, მაგათი მეხორცეობით
დაჭერილი კარასები უნდა მემჯობინა, დედა არ მოუხან ყველა მაგათ, შეითხარონ ტრაკში, და აპარატიც გაიკეთონ თან ძალიან ღრმად.
ვერ ვხვდები რა, საერთოდ რატომ უსვავთ ხაზს სვანობას? დაუთმოთ თუ როგორ არის საქმეები? თუ აფუჭებს ჩემი თამადაობით
ყველა მეგრელს არ გავარტყი? შემოიხვინ თავისი ბადეები და იარონ ისე, ქათმის გაზრდა რომ არ ეზარებოდეთ მაგ მხარეში
ბევრად მეტ შემოსავალს ნახავდნენ.............

არ დაგავიწყდეთ თევზაობის სეზონი მიდის და ერთადერთი ადგილი მთელ აღმოსავლეთში კაიფის გასასწორებლად
ეგ ცინდლიანი არხი რჩება, კაცურად მიდგომით და ძმობის ფიცებით თუ მიუდექით მაგ ადგილს იარეთ
და ფორუმზე კიდევ რეპორტები დადეთ მაგრა ჩავეხუტე ჯანდარლებსო და 5 კილო თევზი მაჩუქა მაგიტომო დაწერეთ........

ბოდიშით გაცხარებისთვის

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 29 2009, 09:42

დაიცა აპარატჩიკები სხვა რამეს ამბობენ??? ამითი ვირჩენთ თავსო. ყველა ბრაკონიერი მაგას ამბობს. აბა პრუტანკები რომ აქვს ჩაყრილი სულ საჭმელად უნდა??? ეგაა ბრაკონიერობა მეტი კი არაფერი. გარდა იმისა რომ აკრძალულია მაგარი ნაგლები არიან და უზრდელები. თევზაობის დროს რომ მოვა და ცხვირწინ ბადეს ჩაგიგებს იმ კაცის დედაც ვატირე, რა კაცობაზეა საუბარი.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 29 2009, 10:00

რა შუაშია ვიტო მაგათი სვანნობა და იმ შუაშია რო სვანები ცხოვრობენ და მაგათთან გვაქვს უშუალო შეხება ყოველი თევზაობისას, აზერები რო იყვნენ აზერებზე დავწერდი და ასე შემდეგ......

პოსტის ავტორი: dato79 Nov 3 2009, 16:24

გამარჯობათ მეთევზეებო. ერთი კითხვა მაქვს, თუ ყოფილა ვინმე ჯანდარაზე ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. სადმე სხვაგან მინდოდა გასეირნება, მაგრამ ისე აცივდა რომ ალბათ ჯანდარა იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი. არასოდეს არ მითევზავია იქ და მირჩიედ თუ რა სატყუარა უნდა იხმარო. ბოილების გამოყენებას თუ აქვს აზრი? და კიდევ ერთი თხოვნა იქნებ რუკაზე გვანახოდ ჩემნაერ პროფანებსnewsmile05.gif საიდანაც შეიძლება კაცმა ფსკერზე ითევზაოს. წინასწარ მადლობა.

პოსტის ავტორი: ბესო Nov 3 2009, 16:31

ნუ ფსკერზე თევზაობა ამ სიცვეში.... იავიცი, იავიცი. არხზე ცადე ტივტივათი, იქნებ შემოვიდა უკვე თევზი - წითელი ჭია სტანდარტულად "პლოტვას" და "კრასნოპიორკას" გამოკრა ხელი შეიძლება. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Nov 3 2009, 16:33

dato79
დავით ჯანდარაზე ეხლა კი არა ზაფხულში არ არის რეკომენდირებული ბოილით თევზაობა, ეხლა ტივტივა გატარებით ან მსუბუქი ფსკერულა, სატყუარად თეთრი ჭია ან მოზელილი პური
ყველაზე ოპტიმისტურ შემთხვევაში 200 გრ-იანი გუსტერა(ჩვენთან რომ პადლეშნიკს ეძახიან) შეიძლება დაიჭირო, დანარჩენ სხვა შემთხვევაში ნაფოტა(კრასნაპიორკას რომ ვეძახით ქართველები) და კარასი

ტბაზე არც შეხვიდე, ტბასთან ახლოს არხის შესართავთან

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 4 2009, 14:35

ნავით შედიან ტბაში და ისე თევზაობენ კარგად. ჯერ არხი ადრეა ყინვებმა უნდა დაარტყას

პოსტის ავტორი: mamuka555 Nov 6 2009, 11:24

მე ვიყავი და საკმაოდ კარგად დავიჭირე კიდეც,სიმინზე კარგი კაასი მოდიოდა და კრასნაპიორკამ სუ გამაგიჟა ისე კარგად იგებდა, ასე რომ კარგად ვისიამოვნე,კარგად რომ აცივდება მაგარი ლეშა მოდის არხზე,ტუ კი ცახვალტ ვინმე კარგადაც ისიამოვნებთ

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 13 2009, 02:17

ჯერ ძალიან ადრეა, მე ჯანდარაზე ყინვებამდე არ მითევზავია არასოდეს,
ყოპველთვის ეგრე იყო რომ ნაფოტა ყინვებზე შედიოდა არხში, არც ღირს ჯერ მოსინჯვა,
იმედია ბადეებით თუ არ ჩაკეტავებ რაღაცას დავიჭერთ, 2 წლის წინ ვიჭერდი ყველაზე კარგი შედეგით,
დღეში 1 ჯოხზე 3-5 კილო, მგონი ნაფოტასთვის ძალიან დიდი შედეგია, და მინახია
10 კილომდე რომდაუჭერიათ ჩემ თვალწინ

პოსტის ავტორი: LUI48 Nov 17 2009, 12:51

გაუმარჯოს ზოგიერთი წყაროებიდან გავიგე რო ჯანდარაზე ,არხზე დაიწყოო ცოტ ცოტა ტევზმა ამოსვლა გედეიც ყოველ დგე დარბისო მანდ რაღაც შეხვედრაც ქონიათ იქაურ მოსახლეობასთან .მაგას ზუსტად გავარკვევ რასთან დაკავსჰირებით ქონდათ შეხვედრა და დავწერ მერე. ნეტა ნალე დაიწყოს მანდ სეზონი მაგრად მომენატრა კაი გასვლა

პოსტის ავტორი: irakli (sera) Nov 20 2009, 17:24

მოგესალმებით ყველას, ამ საიტზე ახალი ვარ, ტევზაობასჰი კიდე არა 20 ცელია ვტევზაობ, წინა შაბათ კვირას ვიყავი ჯანდარის არხზე, რაც შეეხება სისინობლებს, ამჟამად არ არიან, სიცივეა და არ გამოდიან, მანდვე ადრე იკო მაგ სისინობლების პიტომნიკი, გზიდან შესამჩნევ ადგილზე მტაზე დგას, ამჟამად ჯარი იცავს, რაც შეეხება უშუალოდ თევზაობას, სანამ კაი კინვა არ იქნება მანამდე კლიოვი არ იქნება, როგორც ზემოთ გიტხარით წინა კვირას ვიკავი და კრასნაპიორკა არ იკო შემოსული, ზალიან პატარები მოდიოდა და ისიც წვალებით, კარასი ჯერ ჯერობიტ ტბიდან არ შემოსულა არხზე და არც ღორჯოები მობრზანმებულან, სხვა რა გიტხრატ იქაური მოსახლეობა ეკრანებიტ დაეტრეოდნენ და ნერვები მოგვისჰალეს, წინა წელს ტოფებით გამოვეკიდეთ და გაიქცნენ გვეგონა შევაშინეთ მაგრამ ერთ საათში მთელი სოფელი რო დაიზრა გადმოსახვევიდან მასჰინ ვთქვით ვაი დედა რა გვეშველებაო, ჩემმა ზმაკაცმა ვინც თან მახლდა ერთი იცნო ჯარში კოფილან ერთად და ბეწვზე გადავრჩით, ასე რომ ძმებო არ გირჩევთ იქ ეკრანით მოთევზავეს რამე უთხრათ, ვინმემ თუ იცის უფრო ახალი ინფორმაცია კლიოვის შესახებ დაწერეთ.



მადლობთ კურადგებისთვის

პოსტის ავტორი: (dila)adriano Dec 4 2009, 16:52

მოკლედ
ხვალ დილით ჯანდარაზე ვაპირებ გასვლას
თქვენ უნდა მირჩიოთ
არხზე გავიდე თუ ტბაზე?
ან
საერთოდ როგორ მოვხვდე მაგ მხარეში?

მანქანა არ მყავს
ავტობუსით ვაპირებ

რომელ საათზე აჯობებს გასვლა?

პოსტის ავტორი: ivana101 Dec 4 2009, 20:47

თბილისიდან ავტობუსები რომ დადიოდეს ჯანდარაზე არ გამიგია, ალბათ რუსთავიდან თუ გაყვები რამეს. გაითვალისწინე რომ ხვალ შაბათია და მანდ სათევზაო ადგილების დათრევა დილით ადრევე დაიწყება. ისიც გაითვალისწინე რომ შემავალი არხი კალაპოტიდან ყოფილა გადმოსული და სათევზაო ადგილების დიდი დეფიციტია.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Dec 4 2009, 20:51

რავი მე რუსთაველი ვარ და არასდროს გამიგია რომ ჯანდარაზე რამე ავტობუსი დადიოდეს და არასდროს შემხვედრია გზაზე არც მიმავალი არც მომავალი იქიდან

პოსტის ავტორი: შოთა.03 Dec 4 2009, 20:53

1-2 ჯერ მყავს პატარა პაზიკი დანახული და Aთუ არ ვცდები გარდაბნიდან უნდა დადიოდეს....

პოსტის ავტორი: (dila)adriano Dec 4 2009, 22:54

აი თავგადასავალი ხვალ მელიის newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ბესო Dec 5 2009, 00:07

ჯანდარაზე სპინინგით რაიმის შანსი გვაქვს ნეტავ?

პოსტის ავტორი: (dila)adriano Dec 5 2009, 22:59

ვახ ეს რა ვნახე
ეს ჯანდარა ქართველი მეთევზეების მექა
და სვანი მეთევზეების მესტია ყოფილა

დღეს ყველა იმას იძახდა
ეგეთი მთხლე newsmile029.gif დღე ჯერ არ გვქონიაო
მე კი მაგრად ვიკაიფე
მაგათზე მეტიც დავიჭირე
და დავლიე
კიდოც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 5 2009, 23:36

(dila)adriano
რა დაიჭირე აბა მოყევი და სურათებიც ხომ არ გაქვს?

პოსტის ავტორი: (dila)adriano Dec 6 2009, 09:26

ციტატა(T A M P L I E R @ Dec 6 2009, 00:36) *
(dila)adriano
რა დაიჭირე აბა მოყევი და სურათებიც ხომ არ გაქვს?

ჯერ თბილისში გარდაბნის მარშუტკა დავიჭირე პაპლაოკზე
გარდაბნის სუპერმარკეტში ნახლისტზე 300 გრამიანი ძეხვი დავსვი
მერე ჯანდარის არხიდან დონკით 5 სვანი (თითო პა 70-80 კგ) ამოვიყვანე
ოქროს სვანები გამოდგნენ
მუღამი დავუჭირე
სამი არა
მაგრამ
ერთი სურვილი ნაღდად ამისრულეს newsmile029.gif

მოკლედ თევზი ცუდად მოდიოდა
არაყი კარქათnewsmile05.gif)

პოსტის ავტორი: ლევანა90 Dec 22 2009, 03:36

როგორც ვხედავა თქვენი მონათხრობიდან ჯანდარა იყინება რა კაცი თუ გაივლის ყინულზე და კლასიკური რუსული ყინვაზე თევზაობა თუ გამოვა ??? ან ვინმეს უკვე ხოარ უცდია?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Dec 22 2009, 13:00

ლევანა90

ციტატა(levana90 @ 22nd December 2009 - 04:36) *
როგორც ვხედავა თქვენი მონათხრობიდან ჯანდარა იყინება რა კაცი თუ გაივლის ყინულზე და კლასიკური რუსული ყინვაზე თევზაობა თუ გამოვა ???

საინტერესოა, მაგრამ მაშინ ძაან ღრმად უნდა შეხვიდე ისე დაბალი წყალია, ხო და ღრმად რო შეხვალ და გაიტკაცუნოს მერე სადღა მიდიხარ?
არა და ისე მაგარი საინტერესოა....

პოსტის ავტორი: ბესო Dec 22 2009, 16:14

ციტატა(შოთა.03 @ Dec 22 2009, 14:00) *
ლევანა90

საინტერესოა, მაგრამ მაშინ ძაან ღრმად უნდა შეხვიდე ისე დაბალი წყალია, ხო და ღრმად რო შეხვალ და გაიტკაცუნოს მერე სადღა მიდიხარ?
არა და ისე მაგარი საინტერესოა....


2 თუ სამი წლის წინ ჯანდარა გაყინული იყო (მაგარი ყინვები, რომ დაიჭირა საქართველოში) ხოდა ძმაკაცი ნელ-ნელა ეპარებოდა ყინულს - და იქვე 2 მეტრში სატვირთო ავტომობილის ნასიარულები იყო newsmile035.gif newsmile035.gif ყინვას გააჩნია შოთა თორემ შეიძლება მატარებელმა გაიაროს ზედ...

პოსტის ავტორი: (dila)adriano Dec 26 2009, 21:46

ქარიშხლის და სამშაბათის მიუხედავად
არხზე 50-60 მეთევზე მაინც იყო
ცქნაფა თევზებიც და დიდკუებიც იყვნენ
ქარში დონკისტებმა გვაჯობეს და პირველი-ორი საათისთვის
ორი-სამი კილო თითქმის ყველას ყავდა დაჭერილი
ჩვენს პაპლაოკებს კი ქარი ხუთჯვრიანი დროშასავით აფრიალებდა
მანქანაში ჩავჯექით და ვარკეთილური კონიაკისნათესავი ჩავარტყით

მერე ნელ-ნელა ჩადგა ქარი
მაგრამ მან მანამდე სხვა მეთევზეები გაყარა არხიდან
კარგი ადგილები გამოთავისუფლდა და
ორმოცდაათამდე ბლიკა და ნაფოტა ვაზიარეთ ჭეშმარიტებას
ექვსი მათგანი 100 გრამამდე იყო (კიდეოც) newsmile041.gif
დანარჩენები საბავშვო ბაღელები

მოკლედ
არხზე თევზაობა ღირს
მაგრამ მხოლოდ არაშაბათ-კვირას და
არაქარიშხალში
და რაც მთავარია კარგი ადგილი უნდა დაითრიო

რაც შეეხება დღისით-მზისით ბრაკონიერობას
სანამ ეგ ტბა და არხი (გრკვეული მონაკვეთი)
სახელმწიფო საკუთრებაა -
ასეთი საქმიანობა გაგრძელდება
მაგრამ როგორ უნდა მოხერხდეს სასაზღვრო ტბის პრივატიზაცია? newsmile058.gif

პოსტის ავტორი: მამუ Jan 3 2010, 19:34

დღეს ვიყავი ჯანდარაზე ხო და რავიცი მე მაგას ლიჩნად თევზაობას არ ვეძახი ... 3 საათის განმავლობასში 10 ლაცი რაგაც ტილები დავიჭირეთ ! ერთი სიტყვით ჩემთვის არ გირს მაგ ტბა ! ვისაც იმენა თევზის მუგამი აქ და არა თევზთან ჯაჯგურის მაშინ გაგისწორდებათ !

პოსტის ავტორი: ჯეკო Jan 29 2010, 00:19

(dila)adriano თევზს რაც შეეხება იჭერდნენ წითელ ჭიაზე 3 4 კილო ყავდათ დაწერილი ოღონდ ტბის მხარეზე შიგნით სედი უკბე სანამ ტბას შეუერთდება არხი აი მაეთ რაა აქეთ მაინცდამაინც არაფერი იყოო იმდენი

პოსტის ავტორი: Davitus Jan 29 2010, 04:47

გაყინულია ჯანდარა




პოსტის ავტორი: (dila)adriano Jan 29 2010, 06:54

ციტატა(Davitus @ Jan 29 2010, 05:47) *
გაყინულია ჯანდარა


გაყინულია ჯანდარი
ცივი დაუდგა ზამთარი
თევზს ან დავიჭერთ ან არა
გაყინულია ჯანდარა

თუ დავიჭირეთ ნაფოტა
არაყს გადავკრავთ კაპოტთან
სხვა მეტი რა გვეხერხება
ეგაა ჩვენი რაბოტა

თუ დავიჭეირეთ კარასი
კაპოტზე დავჭრათ კალბასი
ერთიც დავასხათ დავურტყათ
მწვანე პაპიროსს ნაპასი
კარასი იქით დავტოვოთ
ჩვენ გავხდეთ კობა ხაბაზიnewsmile090.gif


თუ დავიჭირეთ ბლიკა
არყით ავავსოთ ჭიქა
ისეთი რეჩი წარმოვთქვათ
ქე რო დაგვიწვამს ჯიგარს

თუ დავიჭირეთ ჭანარი
ეჰ, ძმაო ეგრე სად არი
ცივი დაგვიდგა ზამთარი
გაყინულია ჯანდარი

გავედით და ნი პუხა ნი პერა newsmile090.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jan 29 2010, 20:33

დღეს ჯანდარაზე გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ტალახის ზელვაში
მონაწილეობას ღებულობდნენ ტალახის ზელვის გამოცდილი ოსტატები საქართველოსა და აზერბაიჯანიდან
პირადდ მე მესამე თანრიგი შევასრულე.

ახლა რაც შეეხება ფრონტის ხაზს
გაყინული დაჭაობებული გრუნტის დახმარებით
ჩვენმა სასიქადულო მეთევზეებმა დისლოკაცია შეიცვალეს
და დილაადრიანიდან შესართავისაკენ გადაინცვლეს
იქ მათ გზა კალაპოტიდან გადმოსულმა არხის წყალმა გადაუღობა
შედეგად
რამდენიმე მათგანი წელამდე ყინულოვან წყალში აღმოჩნდა
და მოუწია საერთაშორისო ტურნირის ნაადრევად დატოვება
(ო რარიგ მიხარია
რომ მე არ აღმოვჩნდი მათ რიგრბში)

დილით ძალიან ციოდა და თევზი ფაქტიურად არსად მოდიოდა
შემდეგ ნელ-ნელა დათბა და ჯანდარის ლიფსიტებმა ჩვენს გაყინულ ჭიაყელებზეც აწიეს კბილი
მერე ვიღაც ორმა ძაღლის სათესლე ჯირკვალმა ჩამოიარა
ხელში რაღაც უშველებელ ყლინჯზე წამოცმული ბადით
ორი ვედრო ჯანდარის საბავშვო ბაღელები უკვე ყავდათ დატყვევებული
ტურნირის მონაწილე მეთევზეებმა მორიგეობით სულ მშობელი ძუ უხსენეს
ამ ქალბატონის ხსენება ექოსავათ მოედო მთელს ფრონტის ხაზს
ამ სათესლე ჯირკვლებს კი ყურიც არ გაუბარტყუნებიათ
მე დავეწიე მათ
ტელეფონით ფოტოები გადავუღე
და თავი გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენლად გავაცანი
ძღნერის ფერი კი დაედოთ
მაგრამ მეტი ვეღარ გავქაჩე
მაგათ კი გააჯვეს მაგრამ თევზიც თან წაიყოლეს
მე როგორც ჭეშმარიტმა რაჭველმა გვიან მოვწვი რომ თევზი და ის ყლინჯეფორა აპარატი უნდა წამერთვა
მაგრამ მართლა არ მქონდა მაგდენის თავი
ბოლო-ბოლო საერთაშორისო ტურნირში ვმონაწილეობდი newsmile029.gif

თევზი დიდი ვერაფერი
მაგრამ
მონადირეებმა იქაურობა ვაზიანისსაწვრთნელ პოლიგონს დაამსგავსეს
ძალიან კარგად ინადირეს
ლისუხებზე

ხვალ USB კაბელს გამოვიტან და იმათ ფოტოებსაც დავდებ

პოსტის ავტორი: (dila)adriano Feb 12 2010, 08:35

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ესეც ჩემს მიერ ზედა პოსტში ნახსენები ვაჟკაცები
ძალიან კი გაუმართლათ ცუდი ფოტოები რომ გამომივიდა newsmile056 (1).gif

ისე ამ მოწყობილობას რა ქვის თუ იცით?

პოსტის ავტორი: (dila)adriano Feb 24 2010, 15:07

ციტატა(zuka225 @ Feb 24 2010, 14:37) *
ვინ იყო ამ დხეებში ჯანდარაზე? რა ხდება მოდის? ხვალ ვაპირებ ცასვლას და მაინტერესებს ხიირს?

ჯანდარზე ვიყავი გუშინწინ
ჯერ თბილსრესის არხზე გავიარეთ
ძალიან იყო ადიდებული და
თან თბოელექტროსადგურიც გამორთული იყო
ვერეფრი დავიჭირეთ კი არა
არც გვიცდია
მერე ჯანდარაზე გადავედით
ტბაში წყლის დონე იმდენადაა მომატებული რომ
სოფლელები დაშინებულები იყვნენ
წყალი მალე სახლებში შემოგვივაო

ხალხიც ფაქტიურად არ იყო
ვერევინ ვერაფერს იჭერდა
ერთი საცოდავი ნაფოტა დავიჭირეთ ოთხმა კაცმა

მერე იქაურ ჩემს ნაცნობ სვანებს გადავეყარე და ვკითხე თევზი სად მოდის თქო
ხიდზე უნდა გადახვიდე და სამხედრო ბაზის მხრიდან უნდა შეხვიდეთო წყალში
მაგრამ რეზინის კომბინიზონი თუ არ გაქვთ დასველდებითო

კონბინიზონი იქით იყოს და
უკვე ისეთი მთვრალები ვიყავით აზრი აღარ ქონდა

არადა სულ დუპლეტებს აჯენენო ასე თქვა
თავადაც მოქონდათ კარასით სავსე ორი ტომარა

მე კი ვიცი მაგათ ეგ თევზი როგორ დაიჭირეს
მაგრამ .........

მოკლედ რეზინის კომბინიზონით
სამხედრო ბაზის მხრიდან თუ მიხვალთ
თევზი გარანტირებულია small3d018.gif

დანარჩენი ვარიანტები გამორიცხე
აზრი არ აქვს

პოსტის ავტორი: nikola Feb 25 2010, 23:06

მოგესალმებით, დღეს ვიყავით ჯანდარის ტბაზე მე ზურა და ბექა, ასეთი წარმატებული თევზაობა ზაფხულის დღეებშიც კი ძალიან იშვიათობა არის, დაახლოვებით 9 საათზე დავიწყეთ თევზაობა და 3 საათისთვის მოვრჩით ისიც წითელი ჭია გაგვითავდა და იმიტომ newsmile019.gif მთელი ამ დროის განმავლობაში ( კლოვი ) არ გაჩერებულა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით newsmile027.gif 15სმ, 25სმ, 30სმ-იანი კარასი მოდიოდა დღლეზვაზე ძალიან ხშირად ( დუპლიც ) ჯდებოდა, სახლში რომ მივედით ავწონეთ თევზი და ზუსტად 10კგ გამოვიდა. ასე რომ დღევანდელი დღით უაღრესად კმაყოფილი ვარ. გისურვებთ წარმატებებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგა Feb 25 2010, 23:12

nikola
ალბათ არხზე ხო?

პოსტის ავტორი: nikola Feb 26 2010, 12:22

არა ძმებო არხზე არა, სამხედროების მხარეს ბაზა სადაც არის ხომ ხვდებით სადაც ვიძახი ორი დიდი ცისფერი ნავი რომ გდია

პოსტის ავტორი: nikola Feb 26 2010, 13:28

http://www.radikal.ru

დიდი მადლობა ჯეკო თუ შეგიძლია ისიც მასწავლე რა ჩემი სურათი რო გამოჩნდეს. ძმურად

პოსტის ავტორი: nikola Feb 26 2010, 13:33

აქ რომ მიხვალთ მიხვდებით, ეხლა მაგარი ადიდებულია ტბა და ვალინკების გარეშე არ წახვიდეთ თორე ვერ გადახვალთ, ვალინკა თუ არა მაშინ ნივა ან ჯიპი გინდათ და გადახვალთ თავისუფლად, აბა წარმატებები

პოსტის ავტორი: (dila)adriano Feb 26 2010, 14:36

ჩვეულებრივი ბოტებით ვერ გადავალთ?

პოსტის ავტორი: nikola Feb 26 2010, 21:28

ვალინკა გინდა მუხლამდე მინიმუმ ბოტებით ვერა დაგისველდება ფეხები

და ბიჭებო კიდევ ერთი, მე პირადად ბოლო ორ თევზაობაზე გამოვიყენე ( პრიკორკათ ) კოპტონი დაფშვნილი, ქატო, სიმინდის ფქვილი ღერღილი და ესენცია 2 ლარი ღირს სათევზაო მაღაზიაში ზუსტად არ მახსოვს რა ქვია გამითავდა და გადავაგდე თვალით რომ შევხედო ვხვდები რუსულია ეგ ვიცი უეჭველი, ხოდა ამას ყველაფერს ურევთ ერმანეთს უმატებთ მიწას და წყალს დავასხამთ ვაკეთებ კვერცხის ხელა ცოტა დიდ რგოლებს, და ყოველ ორ საათში ერთხელ ვყრი ხოლმე, შედეგი ძმაო სახეზეა ერთხელ 4 კილომდე დავიჭირეთ და გუშინ ვაფშე მაგრა იმუშავა.

პოსტის ავტორი: nikola Mar 3 2010, 01:35

http://www.radikal.ru

თბილისიდან ასე არის გზა და თვითონ ტბაზე თუ როგორ უნდა შეხვიდე მე13-გვერდზე არის სურათი და ნახე, ადვილი მისაგნებია

კაი ძმაო პრობლემა არ არის თუ არ გცალია.

პოსტის ავტორი: JaFaRa Mar 3 2010, 13:02

გზას აგიხსნით სიტყვიერადაც: რუსთავში ყველა მიხვალთ ადვილად newsmile05.gif რო შეხვალთ რუსთავში, ივლით პირდაპირ, ცენტრალურ გზაზე და როგორც კი გადახვალთ ხიდზე, ეგრევე ჩაუხვევთ მარჯვნივ. დაადგებით ამ გზას და ბოლოსკენ გზა მოუხვევს თავისით და გადახვალთ პატარა ხიდზე. არსად გადაუხვიოთ და ამ გზით (სწორი გზაა სულ) ჩახვალთ გარდაბანში. გარდაბანშიც ივლით სულ პირდაპირ, სანამ არ მიადგებით ერთადერთ და ისიც გაფუჭებულ შუქნიშანს. მაგ შუქნიშანთან გაუხვევთ მარცხნივ (იმისათვის რომ დარწმუნდეთ, რომ სწორად მიდიხართ, მარცხენა მხარეს უნდა დაინახოთ ცხენოსანი ხმალ-ამოგებული ქანდაკება, ვინაა არ ვიცი) ამ გზას გაუყვებით ბოლომდე (გადასახვევი მგონი არც არის) და მიხვალთ გადამკვეთ გზამდე (გადაკვეთაზე დგას ხარის ქანდაკება) და აქ გაუხვევთ მარჯვნივ. ამის მერე ივლით სულ პირდაპირ და მიადგებით სოფელ ჯანდარას. იქიდან სათევზაო ადგილებამდე მისასვლელი გზა გუგლის სურათზეა ზევით newsmile05.gif

მგონი გარკვევით ავხსენი და არ უნდა გაგიჭირდეთ მიგნება. მეც პირველად რო წავედი გუგლით მქონდა დამახსოვრებული და ეგრევე მივედი საჭირო ადგილას. ადვილი მისაგნებია. გზა არის დაახლოებით 55 კილომეტრი თბილისის ცენტრიდან ტბამდე (ესეც გუგლში გავზომე newsmile035.gif ) წვიმიან ამინდში როგორც ვიცი ჯიპია საჭირო და მშრალ ამინდში, ჩემი 07-თაც ძაან ადვილად მივედი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Mar 19 2010, 01:20

მოკლედ გაჯაზებული თემები იხურება.... და აღარ გაიხსნება.... წმენდა იწყება ჯანდარიდან... დარჩება მხოლოდ საინფორმაციო პოსტები.. ისეთი რომ კაცს აზრს გააგებინებს ჯანდარასთან დაკავშირებით... დანარჩენები წაიშლება....

daxurulia.gif

პოსტის ავტორი: zaza1978 Jun 14 2010, 18:57

ვინმე ხომ არ ყოფილხართ ჯანდარაზე რა ხდება?

პოსტის ავტორი: dmoral Jul 16 2010, 03:40

მეც მაინტერესებს ბოლო დროს ჯანდარაზე თუ იყო ვინმე და რა ხდება?

პოსტის ავტორი: picaso Sep 20 2010, 12:45

მოგესალმებით კველას
გუშინ ვიკავი ჯანდარაზე და კმაყოპილი ვარ 7 საათში 8 კილო თევზი დავიჭირე დძირითადად პლატვა(ანუ კრასნაპიორკა) კარასიც მოდიოდა კარგად
5 ცალი ღორჯოც იყო მოზრდილები
ტბა არის დძალიან დაწეული თითქმის განახევრებული
ჩვენი მესაზგვრეების ბაზა რო არის იქ წყალი არ არის მინდორია კამიშები მინდორზე დგას
რთქმა უნდა ნავით ვიკავით შესული ნაპირიდან ფაქტიურად ვერ ითევზავებ ადგილი არ არის წკალტან მისადგომი ტყლაპოა დიდი
თევზი მოდიოდა გაშლილ წყალში ნაპირიდან 50-100 მეტროში პადკორკაც კი არ ჭირდებოდა

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 20 2010, 12:55

picaso

ციტატა(picaso_80 @ 20th September 2010 - 13:45) *
პლატვა(ანუ კრასნაპიორკა)

платва - ნაფოტა

პოსტის ავტორი: zaza1978 Oct 1 2010, 15:57

მოკლედ ხვალ დილით მივდივართ ბიჭები ჯანდარაზე მთელი არჭურვილობით, თუ ამინდმა არ შეგვიშალა ხელი, შედეგებს მოგახსენებთ პატივცემულო მეთევზეებო

პოსტის ავტორი: FISHERMAN Oct 1 2010, 20:04

დიდი მოთმინებით დაველოდებით შედეგებს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: zaza1978 Oct 4 2010, 10:00

მოკლედ შაბათს დილის 7-ის ნახევარზე ჩავედით ჯანდარაზე. ვიყავით ხუთნი 2 ნავით. ამინიდ დილიდან ძალიან კარგი იყო თითქმის მთელი დღის განმავლობაში საგამოსკენ ბაქოს ქარი ამოვარდა და კარგადაც შეგვანჯღრია ტალღებმა. რამოდენიმე ადილის დაკორმვის შემდეგ დავიწყეთ თევზაობა. ვითევზავეთ როგორც ტივტივათი ასევე ფსკერულით. ჯამში დავიჭირეთ ალბათ 10 კგ თევზი: ნაფოტა, ე.წ. პოდლეშნიკი, ღორჯო და კარასი. მოკლედ ვისიამოვნეთ ძალიან კარგი კლოვი იყო. თან თევზი ძალიან გემრიელი. სურათებსაც დავდებ ცოტა ხანში

პოსტის ავტორი: zaza1978 Oct 4 2010, 10:50

http://pix.ge/x/a/a/qvw7d/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ესეც ჯანდარის სურათები

ეს კიდევ ერთი კვირის წინ ვიყავით მეორე ქესალოში მტკვარზე სათევზაოდ. ვითევზავეთ რეოგორც გატერებით ხავსზე ასევე ფსკერულით წიტელ ჭიაზე და თეთრ ჭიაზე. შედეგად ხავსზე ერთი ერთი დიდი ხრამული 1კგ-მდე და ორი პატარა 200-300 გრამი ერთი ეღტი ჭანარი1.5კგ და მეორე 400 გრამი, წითელ ჭიაზე მურწა 10 ცალი სტანდარტული 20-25სმ, ხოლო თეთრ ჭიაზე რებეცი 1-1.5კგ

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ჭანარის სურათი არ მაქვს სამწუხაროდ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 4 2010, 11:01

ვაი მალადეც ვაი საღოლ
კარგი შედეგია newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: basota Oct 9 2010, 18:23

მანდ ნავის გარეშე არაფერი არ გამოვა ხო?

პოსტის ავტორი: pitbul Oct 9 2010, 20:55

გამარჯობათ ხალხნო.ხვალ მივდივართ მეგობრები ჯანდარაზე და შედეგს ხვალ მოგახსენებთ.

პოსტის ავტორი: irakli-23 Oct 10 2010, 00:01

მეც დილით მოვდივარ , ორი კვირის წინ კარგად მოდიოდა და ალბათ ხვალაც კარგად მოვა : )

პოსტის ავტორი: irakli-23 Oct 10 2010, 16:31

არაფერიც არ მოვიდა, 3 საათამდე 2 კილომდე მოვიდა მელკი ისიც მარტო წითელ ჭიაზე
არც სიმინდს იღებს არც პერლოვკას
თანაც მაგარი ქარი ამოვარდა.

პოსტის ავტორი: bugi Nov 8 2010, 10:00

ამ შაბათს ვაპირებ ჯანდარის არხებზე წასვლას თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია საით უფრო მოდის ნაფოტა დაწერეთ ოკ. თან თოფსაც წავიღებ იქნებ რამეს გადავეყარო gunshot.gif

წესით უკვე უნდა მოხვდეს საკმაოდ აცივდა shiverdog.gif

პოსტის ავტორი: Fly Fisherman Nov 9 2010, 14:57

მეც მინდა შაბათას ჯანდარაზე ასვლა, ალბათ ტბას არხი ჯობია ხო ეხა?

პოსტის ავტორი: chubo1 Nov 13 2010, 21:20

შაბათს რა ქენით თუ გაგვაგებინებთ ძალიან კარგს იზამთ

პოსტის ავტორი: Fly Fisherman Nov 14 2010, 16:25

ვერც ვერაფერი, მანქანა გაფუჭდა და მხოლოდ დიღმის ტბებზე ვიყავით და იქვე მტკვარზე,შედეგი 0. არც ჭია აიღო,არც სიმინდი,არც თეთრი ჭია,არც დონკა არც ფსკერული,არც მუშკა, მარა შნურის ქნევით კი გავერთე მაგრად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: chubo1 Nov 14 2010, 22:51

ეგ არაფერი თევზი ხომ არ არის მთავარი, მაგრად მინდა მანდ წასვლა მაგრამ გზა არ ვიცი როგორია და ჯერ ღირს თუ არა წასვლა ვერავინ ვერაფერს მეუბნება


მსუბუქი მანქანით თუ ღირს წასვლა?

პოსტის ავტორი: 33 Nov 14 2010, 23:12

დიღმის ტბებზე არის თემა და იქ ვისაუბროთ newsmile027.gif newsmile027.gif newsmile041.gif

მანდ კარჩხანის მეტი არ მოდის რამე

პოსტის ავტორი: Danelli Nov 15 2010, 09:00

ჯანდარაზე, (არხზე) ვიყავით შაბათს, მოდის კრასნაპიორკა და კარჩხანა მაგრამ ისიც პასიურად, სამაგიეროდ სროლის ხმა ისმოდა ძალიან აქტიურად, მართალი გითხრათ ვერ მივხვდი რას ესროდნენ.. მოკლედ, შედეგი 5 საათის განმავლობაში 30 ცალი.

პოსტის ავტორი: chubo1 Nov 24 2010, 16:39

ჯანდარაზე (არხზე) ხომ არ ყოფილხართ ვინმე?ძალიან მინდა შაბათ კვირას წასვლა მაგრამ არ ვიცი რა ხდება არც ის ვიცი მსუბუქი მანქანით ღირს თუ არა

პოსტის ავტორი: გოგა Nov 24 2010, 18:32

ციტატა(chubo1 @ 24th November 2010 - 17:39) *
ჯანდარაზე (არხზე) ხომ არ ყოფილხართ ვინმე?ძალიან მინდა შაბათ კვირას წასვლა მაგრამ არ ვიცი რა ხდება არც ის ვიცი მსუბუქი მანქანით ღირს თუ არა

ვიყავით,ოღონდ ერთი კვირა მაინც გავიდა იმის მერე
მსუბუქი მანქანით მიხვალ უპრობლემოთ
მაგრამ თევზის დაჭერის რა გითხრა,ლიფსიტები დავიჭირეთ და ეგ იყო

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 26 2010, 18:14

feroni
ღლიღვა
პოსტები წავშალე, იცით რატომაც, შემდეგში ყურადრება მიაქციეთ განყოფილებებს

გოგა
ჰერცოგი997
რა გიქნათ ეხლა ამის გულისთვის?

პოსტის ავტორი: გოგა Nov 26 2010, 21:06

ვიტო
რათა კაცო,რა დავაშავეთ.
თევზიც ხო დავწერე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Nov 26 2010, 21:10

მეც არხზე თევზაობაზე მქონდა დაერილი ისედა დღეს ჯანდარის არხზე კარგად გავერთე 5 კილომდე დავიჭირეთ 2 კაცმა

პოსტის ავტორი: გოგა Nov 26 2010, 21:12

ჰერცოგი997
ვაა რას ამბობ.
რა თევზი იყო და რამხელები

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 26 2010, 21:14

ციტატა(hercogi997 @ 26th November 2010 - 22:10) *
5 კილომდე დავიჭირეთ 2 კაცმა


რამხელები ?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Nov 26 2010, 21:16

პატარები ციდიანები პლატვები იყო

პოსტის ავტორი: გოგა Nov 26 2010, 21:16

ციტატა(hercogi997 @ 26th November 2010 - 22:16) *
პატარები ციდიანები პლატვები იყო

ეგ რამხელაა კაცო

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 26 2010, 21:18

ჰერცოგი997

და კი მარა, რამ გაგამწარა ასე ??? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Nov 26 2010, 21:31

რავი მუღამში რომ შეხვალ ასწორებს თევზაობა და თან თევზიც რომ მოდის

პოსტის ავტორი: chubo1 Nov 27 2010, 19:36

დღეს ვიყავი ჯანდარაზე სათევზაოდ და საკმაოდ კარგად გავერთე, პატარებია მაგრამ არ მოიწყენhttp://pix.ge/ http://pix.ge/

პოსტის ავტორი: kasablanka Nov 27 2010, 20:51

ღორჯო არ მოდის?

პოსტის ავტორი: chubo1 Nov 27 2010, 21:29

კი ერტ კაცს ყავდა დაჭერილი (თევზის ხორცით აკეთებდა სატყუარას) 3 ცალი კაი მოზრდილი ყავდა დაჭერილი, ეტყობოდა რომ რაგაცა მუღამი იცოდა, მარტო ის იჭერდა

პოსტის ავტორი: Fly Fisherman Nov 28 2010, 23:24



როგორც მივხვდი წითელ ჭიაზე იჭერდით ხო? და ფსკერულით თუ გატარებით?

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 28 2010, 23:35

chubo1
სურათები დააპატარავე

პოსტის ავტორი: ბესო Nov 29 2010, 14:12

chubo1

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=3499

სურათები დააპატარავე თორემ ეს ამხელა ზეწრები წაიშლება!

პოსტის ავტორი: chubo1 Nov 29 2010, 16:13

კი ძირითადად წითელ ჭიაზე ფსკერულად, გატარებით ძალიან პატარები ჯდებოდა

პოსტის ავტორი: Fly Fisherman Nov 29 2010, 17:22

ნემსკავები გრუზის შემდეგ გეყენა თუ გრუზამდე? და რამსიგრძე სადავეები გქონდა? იქნებ აგვიხსნა დაწვრილებით რა, მეც მინდა წასვლა და არ ვიცი სიცივეში როგორ თევზაობენ მანდ : )

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 29 2010, 19:31

Fly Fisherman
ხანდახან სხვა თემებსაც გადახედე newsmile045.gif

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=56&st=0

პოსტის ავტორი: chubo1 Nov 30 2010, 01:16

ორივენაირად ვცადე უფრო ტყვიის შეემდეგ რომ ეყენა იმან აჯობა და ტყვიამდე რომ მეყენა უფრო ქვედა ნემსკავებზე იღებდა ეტყობა ფსკეღზე უფრო აქტიურად იღებს, გატარებით თევზაობდა ჩემტან ახლოს ვიგაცა და ძალიან კარგად იჭერდა მე ეგრე არ ვიცი და არც არაფერი გამომივიდა რომ ვცადე პავადოკს რაც სჰეეხება 14 -16 ნომერი და 15 -20 სმ სიგრძე ნემსკავის ძალიან პატარა უნდა საყლაპავები

პოსტის ავტორი: Fly Fisherman Nov 30 2010, 15:46

ციტატა(ვიტო @ Nov 29 2010, 20:31) *
Fly Fisherman
ხანდახან სხვა თემებსაც გადახედე newsmile045.gif

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=56&st=0



კი,მაგრამ კონკრეტული შემთხვევით და ინდივიდუალურობით დავინტერესდი : )
გადახედილი მაქვს ეგ თემა. ამ შაბათ კვირისთვის მჭირდებოდა ეგ ინფორმაცია : ) იქნებ მეც მივაღწიო ჯანდარამდე.

პოსტის ავტორი: chubo1 Nov 30 2010, 19:09

კარგად გაერთობი, შეიძლება გვერდზე მე ვთევზაობდეnewsmile05.gif)))

პოსტის ავტორი: gocha311 Dec 5 2010, 14:16

ჯანდარაზე ვიყავით გუშინ ტბაზე ცოტა კარასი დავიჭირეთ ,მარა კანალი რო ჩადის ბოლოს რო უერთდება ჯანდარას იქ კრასნაპიორკა საკაიფოდ მოდის 3 კილომდე დავიჭირეთ...

პოსტის ავტორი: chubo1 Dec 6 2010, 23:33

კვირას მეც ვიყავი სათევზაოდ ტბასტან ახლოს ძლივს ვნახე ადგილი გადაჭედილი იყო იქაურობა ტბიდან მოშორებით კარასი მოდიოდა ახლოს კი კრასნაპიორკა ძირითადად წითელ ჭიას იღებდა დონკაზე ორივე მოდიოდა კარასიც და კრასნაპიორკაც ხოლო ჩატარებით მხოლოდ კრასნაპიორკა მოკლედ კაი გასარტობია ზამტრის კვალობაზე თან ცაში ცოტა ბაკლანიც მომრავლდა და კაი ბახა ბუხის ხმაც იყო

პოსტის ავტორი: kasablanka Dec 7 2010, 08:16

კრასნაპიორკები მოზრდილები თუ დაიჭირეთ?

პოსტის ავტორი: FISHERMAN Dec 7 2010, 09:16

ბიჭებო თუ ვინმე იყავით ამ ბოლო დროს ზუსტად აღწერეთ რა რაზე მოდიოდა რითი თევზაობდით და რას იჭერდით, ან საერთოდ დაგვიანებული ხო არაა უკვე ჯანდარაზე წასვლა? newsmile041.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Dec 7 2010, 12:11

დაგვიანებული კი არა-ჯერ ადრეაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Dec 8 2010, 10:46

(dila)adriano
აბა როდისთვის შეიძლება მანდეთ წასვლა? ან რაზე მოდის ან რა მოდის? არ ვარ ნამყოფი მანდეთ და დიდი ინტერესი მაქვს, იქნებ ცოტა დამაკვალიანო newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 8 2010, 11:57

gocha311
chubo1
kasablanka

ციტატა(gocha311 @ 5th December 2010 - 15:16) *
იქ კრასნაპიორკა საკაიფოდ მოდის

ციტატა(chubo1 @ 7th December 2010 - 00:33) *
ახლოს კი კრასნაპიორკა

ციტატა(kasablanka @ 7th December 2010 - 09:16) *
კრასნაპიორკები მოზრდილები თუ დაიჭირეთ?

ხალხებო, ბევრჯერ დაიწერა და უკვე მართლა დავიღალე, ქართველები არ ხართ?
ქართული ენა ჯერ კიდევ არსებობს და გარკვეული სიტყვების მარაგი გვაქვს, ამის გარდა
არსებობს ზოგიერთი თევზები რომელთა ბინადრობის არეალი არ არის ჯანდარის ტბა,
ასე რომ:

ე.წ. "კრასნაპიორკა" ანუ ფარფლწითელა ჯანდარის ტბაში არ არის და არასოდროს არ ყოფილა
და რასაც თქვენ ეძახით "კრასნაპიორკას" ანუ ფარფლწითელას არის ნაფოტა

ძალიან გთხოვთ შემდგომში გაითვალისწინეთ

პოსტის ავტორი: (dila)adriano Dec 8 2010, 13:25

ციტატა(FISHERMAN @ Dec 8 2010, 11:46) *
(dila)adriano
აბა როდისთვის შეიძლება მანდეთ წასვლა? ან რაზე მოდის ან რა მოდის? არ ვარ ნამყოფი მანდეთ და დიდი ინტერესი მაქვს, იქნებ ცოტა დამაკვალიანო newsmile01.gif

წასვლით ახლაც შეიძლება
ერთი კვირის წინ ვიყავით და "ერთპავადოკიანი" ანკესით ყოველ გატარებაზე თუ არა
ყოველ მეორეზე თევზს ამოიყვან
პრობლემა ისაა
რომ
ჯერ მხოლოდ ძალიან პატარები მოდის
თეთრ ჭიაზე და წითელზე ერთნაირი წარმატებით

ბევრი რატომღაც დარწმუნებულია იმაში
რომ
თევზი არხში მხოლოდ ტბასთან ახლოს იჭირება
ჩავატარეთ ექსპერიმენტი და
უკანა გზაზე (შემთხვევით გარდაბნის გადასახვევს გავცდით)
რუსთავამდე არ მისული ვითევზავეთ იგივე არხზე
იქ არხი უფრო ფართოა და დინებაც ფაქტიურად არ არის
ტივტივით გემრიელად რო ჩაუჯდები სწორედ ისეთი ადგილებია
ჰოდა ეგ პატარა ნაფოტა იქაც ისევე მოდის
როგორც ტბის შესართავთან
ეგაა და ეგ

პოსტის ავტორი: (dila)adriano Dec 8 2010, 14:01


ესეც ჯანდარის თევზი

პოსტის ავტორი: Fly Fisherman Dec 8 2010, 15:18

ვაა მშვენიერია newsmile05.gif მაგრად მიყვარს პატარა თევზი როა სამიზნე და თან რო იჭერ ხო ვაფშე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Dec 8 2010, 15:23

(dila)adriano
ანუ გატარების მეთოდით უნდა ითევზაო მანდ, ხო?



ვიტო  ამ სურათზე რაც ეხლა დილა ადრიანოს აქვს დადებული ბადეში კარგად ჩანს რო წიტელკუდა თევზია, ხო და ზუსტად ეს თევზია მოხსენიებული ჩვენ ფორუმზე "იქტიოლოგიის" თემაში ე.წ "კრასნაპიორკად", ანუ რა გავიგო ? ფაქტებს ვენდოთ თუ ჩვენი ფორუმის საინფორმაციო წყაროს? (ან კიდე მე გავიგე არასწორად)     newsmile045.gif


http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=64

პოსტის ავტორი: (dila)adriano Dec 8 2010, 15:44

ფიშერმან
ახლა რამდენ თევზსაც წითელი კუდი ან ფარფლი ექნება
ყველას ხომ არ დავარქმევთ "კრასნაპიორკას"?

მე გატარების მეთოდით მომწონს
სხვას - შეიძლება დონკა მოსწონს (დონკითაც კარგად მოდის)
ყველაზე გავრცელებული და შედეგიანი კი "ტივტივიანი დონკით" თევზაობაა
ჩაგდებული გაქვს დინებაში და თევზი თავისით ებმება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Dec 8 2010, 19:33

ციტატა((dila)adriano @ Dec 8 2010, 16:44) *
ფიშერმან
ახლა რამდენ თევზსაც წითელი კუდი ან ფარფლი ექნება
ყველას ხომ არ დავარქმევთ "კრასნაპიორკას"?

მე გატარების მეთოდით მომწონს
სხვას - შეიძლება დონკა მოსწონს (დონკითაც კარგად მოდის)
ყველაზე გავრცელებული და შედეგიანი კი "ტივტივიანი დონკით" თევზაობაა
ჩაგდებული გაქვს დინებაში და თევზი თავისით ებმება newsmile05.gif

ნუ ყოველშემთხვევაში მე ეგრე მივხვდი (მაპატიეთ ტუ რამე არასწორად ვთქვი)




მეთოდებს რაც შეეხება თუ შეგიძლია გუგლით მანახე რა ადგილებში შეიძლება მასეთი მეთოდით თევზაობა, 


მადლობა წინასწარ  newsmile045.gif


პოსტის ავტორი: (dila)adriano Dec 8 2010, 20:11

ამ თემის მეოთხე გვედზე დევს გუგლის რუკა

პოსტის ავტორი: zlost Dec 9 2010, 10:14

გამარჯობათ.
აი ესეც, შაბათს ვიყავით 4.11.2010.
ვიყავით სამნი და:
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/
მე ფიდერზე ვიჭერდი, წითელი ჭიაზე.
როგორ გავიგე ფიდერი მნიშნელივანი რამეა!...და კიდე ანკესის გრძნობი კონჩიკი, და (არ გაგიკვირდეს) სიჩუმე newsmile015.gif .
მსუბუქი ტყვია, პატარა ნემსკავსი №3-4, პავადოკი 0,14.
ბევრმა ტასაობდა, გადაადგილდებოდნენ, იგინებოდნენ და ტიროდნენ რო თევზი არ არი)) მე კი ერთადგილას ვიჯექი და ფიდერით ვერთობოდი.
ღორჯოს დაჭერა მინდოდა, გავატყავე ნაფოტა, დავჭერი წვრილად და ... ისევ ნაფოტა... რა ვქნა?!

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 9 2010, 11:11

გუშინ ვითევზავეთ კარგად მოდიოდა ჯანდარაზე საკაიფოდ უკაკუნებდა ერთი 3 კგ ავიღეთ მაგრამ ჩვენ სათევზაოდ არ ვყოფლვართ სანადიროდ ვიყავით და ისე ჩაუარეთ მაგ ადგილებს! გავერთეთ კარგად!

პოსტის ავტორი: Maverick Dec 9 2010, 11:17

QUOTE (hunter777 @ Dec 9 2010, 12:11) *
გუშინ ვითევზავეთ კარგად ნოდიოდა ჯანდარაზე აკაიფოდ უკაკუნებდა ერთი 3 კგ ავიღეთ მაგრამ ჩვენ სათევზაოდ არ ვყოფლვართ სანადიროდ ვიყავით და ისე ჩაუარეთ მაგ ადგილებს! გავრეთეთ კარგად!



რისთვისაც იყავით იქ რა ქენით?

პოსტის ავტორი: zlost Dec 14 2010, 10:26

შაბათს კიდე ვიყავით 11.12.2010.
წყალი იყო აწეული სადგაც 30 სმ.
http://pix.ge/
კი მოდიოდა, მაგრამ უფრო წვრილი და დალიფსიტებული). სამნი დავიჯირეთ 2 კილო.
http://pix.ge/
მოდიოდა უფრო თეთრზე ვიდრე წითელზე.
ტბაშიც იყო სკუჩნი სიტუაცია...
http://pix.ge/
დილით ეგეთი ნისლი იყო რო ავცდით ჯანდარას... მერე დაარტყა ყინვა, მხოლოდ საფერავი გვეშველა და ცეცხლი)))
http://pix.ge/
2 საათში მზე გამოვიდა და მაისურაში ვიჯექი.... რაგაცა "კატასკლიზმი" ყოფილა.


პოსტის ავტორი: FISHERMAN Dec 14 2010, 11:07

zlost
როგორი მეთოდით თევზაობ ხოლმე და როგორ გაქვს ანკესი აწყობილი იქნებ დადო რა? მაგრად მაინტერესებს small3d018.gif

პოსტის ავტორი: zlost Dec 14 2010, 14:29

ციტატა(FISHERMAN @ Dec 14 2010, 12:07) *
zlost
როგორი მეთოდით თევზაობ ხოლმე და როგორ გაქვს ანკესი აწყობილი იქნებ დადო რა? მაგრად მაინტერესებს small3d018.gif

ანკესი მაქვს მოკლე, 2.4 და 2,2 . ორივე ფიდერი.
ძუა 0.23 -0.3.
ნემსკავსი N 2-4.
პავადოკი 40-60 სმ.
ტყვია დაბალ წყალზე 15-20გრ, თუ მაღალია - 30-35 გრ.

აწყობილი როგორ მტკვარზე: "სკალზიაში" ტყვია,მერე ვერტლუჟოკი (უკარაბინო), და 2 პავადოკი.

პოსტის ავტორი: Danelli Dec 14 2010, 14:46

FISHERMAN, ბევრნაირი მეთოდით თევზაობს მანდ ხალხი, ვის როგორ ურჩევნია და დამუღამებული აქვს, მაგრამ ძირითადათ (სხვათაშორის მეც მანდ მასწავლეს და იმის მერე სტაბილურად კარგად ვიჭერ-კარჩხანას, ნაფოტას, და კიდევ რაღაცა მთლიანად მოვერცხლო-მოთეტრო გაუგებარი ჯიშის თევზს) ე.წ. ნახევრად ფსკერულა, ანუ- სატყუარა (ძირით. წით.ჭია)ორიანი სადავე+დიდი ტყვია/სიმძიმე, და ტივტივა აწეული თითქმის ანკესის მთელ სიგრძეზე, ანუ როცა წყალში აგდებ სატყუარას, ტივტივა ჰაერშია წყლის დონოდან 10-15 სმ. ნემსაკვი #3/4, ძუა 0.15, ანკესის სიგრძე 3 მ.

პოსტის ავტორი: FISHERMAN Dec 14 2010, 15:14

zlost
Danelli
მადლობა ბიჭებო, ანუ როგორც მივხვდი დაახლოებით მტკვრის ვარიანტია, ანუ სიმძიმე ტივტივის შესაბამისი არაა როგორც ტბის შემთხვევაში მდორე წყალზე, ანუ ე.წ "ლიოხკი დონკ" ის ვარიანტია. და კიდე რა მაინტერესებს ეგ პატარა მდინარე სავით როა საით მხრიდან უნდა მიუდგე მაგ ადგილს? არ ვარ ნამყოფი სამწუხაროდ მაგ ადგილებში და ნაკლებათ განათლებული ვარ მანდ თევზოაბის თვალსაზრისით. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: zlost Dec 14 2010, 15:42

http://pix.ge/

ეს კიდე ადგილები სადაც ვთევზაობ მე.

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: FISHERMAN Dec 14 2010, 15:46

zlost
გაიხარე , მადლობა დიდი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: LUI48 Jan 5 2011, 14:37

გამარჯობათ გილოცსავთ ახალ წელს და ბედობას კაი თევზაობა და ნადირობა დაგბედებოდეთ ჯანდარაზე რა ხდება ეხლა ვინმე ხომ არ ყოპილხართ მაქეთ

პოსტის ავტორი: Lava Jan 6 2011, 15:28

გამარჯობა ბიჭებო
მანდ ნავებსაც აქირავებენ როგორც მსმენია ხომ?
სტუმარი მინდა წავიყვანო და არხის ამბები რომ ვიცი, შეიძლება უშველებელი რიგი დამხვდეს
ამიტომ ნავით მაინც შევიყვან მეთქი ვიფიქრე და ხომ არ ვცდები?

პოსტის ავტორი: Danelli Jan 6 2011, 18:47

Lava,
პირადად მე საკმაოდ ხშირად დავდივარ ჯანდარაზე სათევზაოდ და სასროლად, და უკვე ზეპირად ვიცი იქაური მიდამოები, მაგრამ ნავებს თუ აქირავებდნენ მართლა პირველად მესმის.

პოსტის ავტორი: მებადური Jan 6 2011, 22:30

ციტატა(Lava @ Jan 6 2011, 16:28) *
გამარჯობა ბიჭებო
მანდ ნავებსაც აქირავებენ როგორც მსმენია ხომ?
სტუმარი მინდა წავიყვანო და არხის ამბები რომ ვიცი, შეიძლება უშველებელი რიგი დამხვდეს
ამიტომ ნავით მაინც შევიყვან მეთქი ვიფიქრე და ხომ არ ვცდები?



ვადასტურებ ინფორმაციას. ნავის ქირაობა სვანებისგან შეგიძლია. არხზე არ ჩაუხვევ და პირდაპირ გაიწევი, იქვე ახლოს დაინახავ ე.წ. ლოდაჩნი სტანციას. იქ მეთევზეებს (სვანებს) ნახავ და დაელაპარაკები. თუ არავინ არ დაგხვდა ნაპირზე, დაელოდე და მალევე ვინმე გამოვა.
ფასი შეთანხმებით, სავარაუდოთ 15-20 ლარი, თუმცა შეიძლება ვცდებოდე.

წარმატებები.

პოსტის ავტორი: datunika Jan 7 2011, 17:16

ციტატა(Lava @ Jan 6 2011, 16:28) *
გამარჯობა ბიჭებო
მანდ ნავებსაც აქირავებენ როგორც მსმენია ხომ?
სტუმარი მინდა წავიყვანო და არხის ამბები რომ ვიცი, შეიძლება უშველებელი რიგი დამხვდეს
ამიტომ ნავით მაინც შევიყვან მეთქი ვიფიქრე და ხომ არ ვცდები?

კი აქირავებენ მთელი დგე 15 ლარი ჯდება

ციტატა(LUI48 @ Jan 5 2011, 15:37) *
გამარჯობათ გილოცსავთ ახალ წელს და ბედობას კაი თევზაობა და ნადირობა დაგბედებოდეთ ჯანდარაზე რა ხდება ეხლა ვინმე ხომ არ ყოპილხართ მაქეთ

ორი დგისუკან ვიყავი და წყალი მაგალი იყო და 2 კილო დავიჭირეთ

პოსტის ავტორი: zlost Jan 10 2011, 11:47

არასოდეს არ მითევზავია ნავით newsmile019.gif .მასწავლეთ რა ადგილას ნავი უნდა გავაჩერო ე.წ. "ბლიკური და ფარფლწითელური" წერთილები სად არი მიმასწავლეთ partyFishing.gif
ეგეთი რაღაცა მოვიგონე. და კოორდინატები დაადეთ))). მაგალითად წერთილი დავსვი K10.

http://pix.ge/

გმადლობთ ყურადღებისთვის!

პოსტის ავტორი: Sazani_Gio Jan 11 2011, 15:34

რა ხდება ბიჭებო ჯანდარაზე მოდის რამე?? იყავით ვინმე ამ წელს გასული???

პოსტის ავტორი: Danelli Jan 12 2011, 09:27

რა უნდა ხდებოდეს ჯანდარაზე გიო, ისევ ძველი კინოა... მოდის პატარა ნაფოტა და კარჩხანა, მარა ცუდათ შარშანდელთან შედარებით. ისე ეგ "პოდლეშიკი" რომელიც ადრე მოდიოდა არხზე კი დარჩა ლეგენდად და ჩაბარდა ისტორიას....

პოსტის ავტორი: Sazani_Gio Jan 12 2011, 09:43

OK.. ესეიგი ისტორიას ბევრი რამ ბარდება როგორც ჩანს newsmile05.gif
არა და ძმაკაცი ტვინს მიჭამს ჯანდარაზე მოდისო წამოდიო კაია რო არ უჯერებ newsmile035.gif:D:D

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jan 12 2011, 17:33

ჩემი ახლობელი მეზობელი ეერთად ვნადირობთ ხშირად დადის ჯანდარის არხზე არ მისული ბუღამდე ყოველ 3 დღეს 4 კილომდენ ნაფოტას და კარას იჭერს ანკესით წითელი ჭიაზე ასნავნოი ძუა უყენი 0.18 და პავადოკი 0.14 და ძალიან პატარა კრუჩოკები საყლაპავები და უკეთებს პატარა ჭიებს მაგარი დამუღამებული აქვს

პოსტის ავტორი: ჩუბო Jan 13 2011, 19:47

არხთან სვანებს ბადეები აქვთ ჩაფენილი და მოზრდილს არაფერს ატარებენ თორე ძალიან კარგადაც მოვა, ისე ზამთრისათვის კაი გასართობია

5ში იყვნენ ჩემები და სვანებისაგან კილო 1 ლარად იყიდეს მოზდრილი პადლეშნიკები და კარასები

ყველა ბადით ყოფილა დაჭერილი

პოსტის ავტორი: Sazani_Gio Jan 14 2011, 10:18

მოკლეთ ამ ბადეებმა და დენის აპარატებმა სჰეგვჭამეს სუ წყვიტავენ სადაც რამე ნომანულია დედა უტირეს იმენა

პოსტის ავტორი: zlost Jan 14 2011, 16:02

ეს ე.წ. გდი სად არი?! რას აკეთებს?! სად უყურებს?! bliadzl.gif newsmile056 (1).gif

პოსტის ავტორი: Sazani_Gio Jan 14 2011, 16:33

ერთ ადგილს უკურებენ რავი აბა სად არიან... ეგენი საცყალ რიბაკებს დასდევენ მარტო

პოსტის ავტორი: Danelli Jan 14 2011, 16:34

Zlost, სხვათაშორის გდი-შნიკები კი დადიან მანდ, ბევრჯერ მინახია, მაგრამ როგორც ჩანს უაზროდ

პოსტის ავტორი: Sos049 Jan 14 2011, 19:19

დღეს ვიყავი ჯანდარის არხზე.მოკლედ...კატასტროფული სიტუაციაა.დავიჭირე სულ 6ცალი ნაფოტა.საათში ერთხელ იყო
ჩარტყმა ანკესზე.წყლის დონე კი იყო დაწეული,მაგრამ ასეთი უთევზობა მე ჯანდარაზე არასოდეს მინახია...

პოსტის ავტორი: Sazani_Gio Jan 15 2011, 17:41

Soso-ს გაუმარჯოს როგორ ხარ კაცური კაცი კაი ხანია ვეგარ შემოვდიოდი ვეღარ გნახულობდით...
ძალიან ცუდი სიტუაცია ყოფილა ესეიგი აზრი არ აქვს წასვლას საანამ არ ცამოვა თევზი....

პოსტის ავტორი: Danelli Jan 15 2011, 19:18

Sos049, აქ შემოსული რომ დაგინახეთ, მეგონა --- აი ეხლა ეს კაცი დალეწავს და დაანგრევს იმ ლეგენდებს რომ ჯანდარის არხზე თევზი არაა, და გვანახებს-თქო მინიმუმ 1-კილოგრამიანს დაჭერილს, იმდენად ვარ გათამამებული თქვენს მიერ დადებულ სათევზაო სურათებით.

პოსტის ავტორი: Sos049 Jan 15 2011, 20:58

[b]Sazani_Gio [/b]
სალამი გიო! ვარ ნორმალურად ხვთის მადლით! მადლობა. newsmile041.gif
რა გითხრა...ვატყობ ყოველ წელს უარესდება სიტუაცია მანდ.ადგილობრივები ისევ სთავაზობენ 1 ლარად მეთევზეებს
ნარევ თევზს...ისე ვიყავი ნერვებზე იმ დღეს,რომ "ტრ..ში გაიკეთე"-მეთქი მივაძახე blashe.gif

ციტატა
Sos049, აქ შემოსული რომ დაგინახეთ, მეგონა --- აი ეხლა ეს კაცი დალეწავს და დაანგრევს იმ ლეგენდებს რომ ჯანდარის არხზე თევზი არაა, და გვანახებს-თქო მინიმუმ 1-კილოგრამიანს დაჭერილს, იმდენად ვარ გათამამებული თქვენს მიერ დადებულ სათევზაო სურათებით.

ჰმ....ხუმრობს? thinking.gif newsmile045.gif
ეხ...რამდენჯერ ხელცარიელი წამოვსულვარ...რომ დამეწერა ყველა.... newsmile040.gif newsmile035.gif
ვნახოთ,იქნებ დაიძრას თევზი...მაგრამ,რა ხდება იცი? ბევრი მეუბნება,რომ რაღაც დღეებში ძაან კარგად დაიჭირეს არხზე.
(კარგი ნაფოტები) შუადღეს საერთოდ აღარ ეკარებაო.დილის "კლოვი"უნდა მოასწრო და მერე 4 სთ-დან იწყებს ისევ.ხანდისხან შუადღესაც არ ემდუროდნენ..
ჰერცოგი997
ციტატა
ჩემი ახლობელი მეზობელი ეერთად ვნადირობთ ხშირად დადის ჯანდარის არხზე არ მისული ბუღამდე ყოველ 3 დღეს 4 კილომდენ ნაფოტას და კარას იჭერს ანკესით წითელი ჭიაზე ასნავნოი ძუა უყენი 0.18 და პავადოკი 0.14 და ძალიან პატარა კრუჩოკები საყლაპავები და უკეთებს პატარა ჭიებს მაგარი დამუღამებული აქვს

აი ამ პოსტმა დამაინტერესა ძაან.გუშინწინაც ვცადე და არაფერი საერთოდ...სხვა დროსაც მისინჯია მაგ ტერიტორიებზე და არც დაურტყია საერთოდ.ერთადერთი ეკრანებით იჭერენ მანდ რაც მინახია გავლა-გამოვლისას.იმ ხარის იქით არხი მილით გადის ასე 150მ და ქვევიდან შანსი არაა თევზი ამოვიდეს ტბიდან.ადგილი ზუსტად არის აღწერილი და მითითებული?

პოსტის ავტორი: zlost Jan 16 2011, 16:12

როგორც ჩანს ეხლა ყველაზე აკტუალური თევზაობაა ნავით. თუ იცით ნავს მოყვება ღუზა, თუ ..... სახლიდან უნდა წამოვიღო ორი აგური? wtfg.gif

პოსტის ავტორი: Sazani_Gio Jan 17 2011, 15:18

Sos049:
გეთანხმები ჯიგარო, ესეიგი წელს სადაც ვიყავი ვერსად ვერ დავიჭირე ნორმანული თევზი, ერტი მხოლოდ სიონზე დავრჩი კმაყოფილი შამაიით და საზანჩიკებით.... და კარასი რომელიც იწონიდა მიახლოებიტ კილოგრამზე მეტს.... დანარჩენი ვერსად ვერაფერ ვერ ავიღე.......
ეგ რო იძახიან რაგაც დღეებში მოდის ეტყობა ეგ ის დღეებია როცა ბადებს იღებენ და სანამ ჩაპენენ მაშინ გამორბის თევზი

პოსტის ავტორი: XACHASABA Jan 28 2011, 11:17

ჯანდარაზე რა ხდება ტუ მეტკვის ბინმე და რაზე მოდის

პოსტის ავტორი: LUI48 Feb 6 2011, 00:06

სალამი ყველას თუ იცით ჯანდარაზე მოდის რამე არხზე??????????????

პოსტის ავტორი: DATKA Feb 6 2011, 09:21

მოდის მაგრამ ძალიან ცუდად, ნახევარ საათში ერთხელ თუ დაარტყა ეს მოსვლაა?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 6 2011, 17:01

ეხლა მოვედი ეს წამია ჯანდარიდან, ამინდმა არ შემიწყო ხელი, მიუხედავად ამისა მაინც კმაყოფილი ვარ, დაახლოებით 3 - 3.5 კგ თევზი, თანაც სულ "კრასნაპიორი" (წითელფარფლა) დავიჭირე.....

პოსტის ავტორი: zlost Feb 6 2011, 17:04

რა ზომის?! მოზრდილი ეკზრმპლიარები იყო?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 6 2011, 17:05

უმეტესობა მოზრდილი იყო, მტკაველამდე ზომისანი....

პოსტის ავტორი: (dila)adriano Feb 6 2011, 22:12

შოთა
ძირითადად დილის საათებში მოდიოდა?

სამჯერ ვიყავი
და 12 საათის შემდეგ ფაქტიურად წყდებოდა თევზის აქტიურობაა თუ რაცაა
მაგრამ
ყველაზე დიდი მაინც შუადღეს დავიჭირე
თან სპინინგით
მაპსის ჯიგიან ბზრიალაზე
არგოს newsmile05.gifბოთლისხელა ნაფოტა იყო

პოსტის ავტორი: ochopintre Feb 7 2011, 16:19

ციტატა((dila)adriano @ 6th February 2011 - 23:12) *
ყველაზე დიდი მაინც შუადღეს დავიჭირე
თან სპინინგით

ტბაზე თევზობდი თუ არხზე?

პოსტის ავტორი: dmoral Feb 7 2011, 20:32

ციტატა((dila)adriano @ Feb 6 2011, 23:12) *
შოთა
ძირითადად დილის საათებში მოდიოდა?

სამჯერ ვიყავი
და 12 საათის შემდეგ ფაქტიურად წყდებოდა თევზის აქტიურობაა თუ რაცაა
მაგრამ
ყველაზე დიდი მაინც შუადღეს დავიჭირე
თან სპინინგით
მაპსის ჯიგიან ბზრიალაზე
არგოს newsmile05.gifბოთლისხელა ნაფოტა იყო

ჯიგიანი ანუ წინა მხრიდავ დატვირთული???

გამოედო თუ პირით აიღო???

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 10 2011, 13:49

(dila)adriano
რავი არ გაჩერებულა კლიოვი იმ დღეს, და სპინინგზე რა პონტში დაიჭირე ტო?
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: sekreta Feb 10 2011, 15:36

ხო ჯანდარაზე მეც დავდივარ ხშირად და ნიჩევო კაი კრასნაპიორკები მოყვება ბიჭებო დილით მოსდევს 12 ადმდე უფრო აქტიურად და მერე 3 ის მერე ისევ იწყებს მოსვლას

პოსტის ავტორი: LUI48 Feb 13 2011, 11:44

გამარჯობათ რაზე მოდის მარტო წითელ ჭიაზე და პადლეშიკი არ მოდის?????????????

და თუ იცით მიკრო ავტობუსი დადის მანდ და თუ დადის საიდან გადის წინასწარ მადლობა

პოსტის ავტორი: (dila)adriano Feb 13 2011, 22:16

ციტატა(შოთა.03 @ Feb 10 2011, 14:49) *
(dila)adriano
რავი არ გაჩერებულა კლიოვი იმ დღეს, და სპინინგზე რა პონტში დაიჭირე ტო?
newsmile035.gif

კლიოვი რომ შეწყდა
მონატრებული სპინინგით ვცადე
იდეაში მე იმ დღეს ანკესით ფაქტიურად არც მითევზავია
დილით ყინავდა
მთელი ეგ დრო სანამ სხვები კარასებს და ნაფოტებს იჭერდნენ
ცეცხლთან ვთბებოდი

ციტატა(dmoral @ Feb 7 2011, 21:32) *
ჯიგიანი ანუ წინა მხრიდავ დატვირთული???

გამოედო თუ პირით აიღო???

ბზრიალას "ტრაინიკზე" ჯიგი გამოვაბი
ლაყუჩზე გამოედო newsmile05.gif
განა მე ის კაცი ვარ ნაფოტას პირში რომ მისცეს newsmile05.gif
ციტატა(ochopintre @ Feb 7 2011, 17:19) *
ტბაზე თევზობდი თუ არხზე?

არხზე შესართავთან

პოსტის ავტორი: LUI48 Feb 25 2011, 00:22

jandaraze raxdeba xomar yopilxart vinme



პოსტის ავტორი: rezo197313 Mar 12 2011, 22:50

გუშინ ვიყავი არხზე და მაგრად მოდიოდა ტივტივაზე გატარებით, თეთრ ჭიაზე, სულ ნაფოტა მოდიოდა, თან კარგები, შესართავთან ვერ ჩახვალთ წყალია ადიდებული

პოსტის ავტორი: FISHERMAN Mar 13 2011, 11:04

rezo197313
სურათებიც დაყარე რა თუ შეგიძლია, რამხელები მოდიოდა მაინტერესებს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გურიკა Mar 13 2011, 16:58

და ბიჭებო ტბაზე თუ მოდის რამე?

პოსტის ავტორი: Sazani_Gio Mar 14 2011, 09:17

გაუმარჯოს კაი ხალხს....
როგორ ხართ მეგობრებო რა ხდება ახალი და კაი???
ამ თვის ბოლოს ვაპირებ ჯანდარაზე გასეირნებას ოგონდ ტბაზე ვფიქრობ, მოვსინჯო იქნებ თხა იყოს ტყუპი მოიგოსო.... რა აზრის ხართ

პოსტის ავტორი: rezo197313 Mar 14 2011, 19:07

ესეც ჩემი ნადავლი 4,700 კგ თეთრ ჭიაზე გატარებით

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

BB კოდი დააკოპირე ხოლმე. moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: Jenka_shi Mar 14 2011, 23:04

rezo197313

გაუმარჯოს! თეთრი ჭია სად შეიძინე? მადლობა! სათევზაოთ რომ იყავი,ხალხი ბევრი იყო?

ვახ კაცო! ვერ დავწერე ნორმალურად newsmile05.gif)))

საკონტროლო გავასწორე, სუფთა წერის მასწავლებელი გავხდი newsmile05.gif moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: rezo197313 Mar 15 2011, 20:13

ხალხი ძალიან ცოტა იყო, ყურებმა დაისვენა ყაყანისგან, თეთრი ჭია იყიდება მეტრო რუსთაველის მოპირდაპირე მხარეს, ეზოშია მაღაზია, მეპატრონეც გვერდზევე ცხოვრობს, გარიკა ქვია. დღესაც ვიყავი ჯანდარის არხზე, მაგრამ სუსტი კლოვი იყო, მოდიოდა საშუალოები თეთრ ჭიაზე

პოსტის ავტორი: Jenka_shi Mar 15 2011, 20:22

ციტატა(rezo197313 @ Mar 15 2011, 22:13) *
ხალხი ძალიან ცოტა იყო, ყურებმა დაისვენა ყაყანისგან, თეთრი ჭია იყიდება მეტრო რუსთაველის მოპირდაპირე მხარეს, ეზოშია მაღაზია, მეპატრონეც გვერდზევე ცხოვრობს, გარიკა ქვია. დღესაც ვიყავი ჯანდარის არხზე, მაგრამ სუსტი კლოვი იყო, მოდიოდა საშუალოები თეთრ ჭიაზე

გაიხარე!!!დიდი მადლობა!ფასსაც ხომ ვერ მეტყვი?ზაფხულში ლატი ღირს კოვზი,მარა ინდენ ფქვილს ამატებენ,რომ კაი ჭადს გამოაცხობს დიასახლისი)))

პოსტის ავტორი: Jenka_shi Mar 17 2011, 19:16

გამარჯობათ!ხვალ ვაპირებ წასვლას,თეტრი ჭია იყიდება დიღომში,ფასი 1 ლარი კოვზი.

პოსტის ავტორი: 33 Mar 17 2011, 21:03

საღამო მშვიდობისა, ეხლა ჩამოვადი ჯანდარიდან წვრილი თევზი განებრივებს მსხვილი კი ერთი- ოროლა მოდის ჟილკას მოიკლავს კაცი

პოსტის ავტორი: Jenka_shi Mar 17 2011, 21:32

ჟილკის მოკვლაა ,სუფთა გაერის ჩაყლაპვა და ბუნებაში ყოფნა))ჯერ-ჯერობით ესაა ეხლა მთავარი)))

პოსტის ავტორი: kasablanka Mar 17 2011, 21:56

კარასი ხომ არ წამოსულა სამხედრო ბაზასთან არხზე, ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: tarasa27 Mar 17 2011, 22:04

გაუმარჯოს თევზაობას მოტკურებულ ყოველივე კეთილჰობილ ადამიანს
ერთი რა მაინტერესებს თუ ვინმე არი გარკვეული რა სახეობის თევზია ჯანდარის ტბაზე?

პოსტის ავტორი: Jenka_shi Mar 17 2011, 23:54

ყველანაირი თევზია,მტაცებელი თევზის გარდა

პოსტის ავტორი: Jenka_shi Mar 18 2011, 19:43

ვესტუმრეთ ჯანდარის არხს,ერთი კილო თევზი,მოდის თეთრ და წითელ ჭიაზე,სამხედრო ბაზასთან არხში არი შემოსული პატარა კარასი,მარა სულ ბალახებია!

პოსტის ავტორი: paata71 Mar 20 2011, 08:30

გამარჯობათ.გუშინ ვიკავი ჯანდარაზე 1.5 კგ დავიჭირე.ამინდს არა უშავდა.კარასი და კრასნაპიორკა მოდის მხოლოდ არხზე

პოსტის ავტორი: kasablanka Mar 21 2011, 14:57

სამხედრო ბაზასთან თევზაობა ფასიანიაო გავიგე და რამდენად მართალია ხომ არ იცით ვინმემ?

პოსტის ავტორი: Danelli Mar 21 2011, 17:02

kasablanka, შაბათს ვიყავით ჩვენ სწორედ მაგ სამხედრო ბაზასთან, ზუსტად ვიცი რომ თევზაობა უფასოა, მაგრამ არაფერი არ მოდის, ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით...

პოსტის ავტორი: kasablanka Mar 21 2011, 22:38

მადლობა

პოსტის ავტორი: ჩუბო Mar 27 2011, 23:51

გუშინ ვიყავი სამხედრო ბაზასთან ძალიან ბევრი თევზაობდა, დილიდან კარგად იჭირებოდა კარჩხანა და ნაფოტა საშუალო ზომისები ნავიდან კამისშებში შედარებით მოზრდილები მოდიოდა

პოსტის ავტორი: gloster Mar 30 2011, 07:42

გაუმაჯოს მეთევზეებს newsmile05.gif
შაბათ კვირას ვიყავით ჯანდარაზე სათევზაოდ თანამშრომლები პალატკებით,მწვადებით და ანკესებით.
ჩავედით დავბანაკდით არხის პირას
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
და გავედით სათევზაოდ.დინების გამო ტივტივათი თევზაობა ვერ შევძელით და უცბად დონკაზე გადავაწყეთ იარაღები.საღამოს 6 საათი იქნებოდა თევზი აქტიური გახდა და დაახლოებით 15-20 "კარასი და კრასნაპიორკა" დავიჭირეთ დაბნელებამდე.
დაბნელდა თუ არა შევუდექით სუფრის გაშლას და დასპირტული სასმელით და შიშხინა მწვადით შევეგებეთ ძალიან ცივ ღამეს.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

საერთოდ ყველას გირჩევთ ვინ ღამის თევით წავა აუცილებლად ბევრი ჩაიცვით ესეთი სიცივე მანდ რომ იცის მთებში არ არის .

გათენდა თუ არა ყველა შევუდექით თევზაობას დაახლოოებით დილის 10 საათისთვის წამოვიდა თევზი და საკმაო რაოდენობაც დავიჭირეთ newsmile05.gif
ვისაც თევზაობის ჯილკის მოკვლა უნდა საკმაოდ კარგი ადგილია ზამთარი -გაზაფხულის პირობებში
http://pix.ge/
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: გოგა Mar 30 2011, 08:09

small3d018.gif
კარგია ბიჭებო newsmile05.gif
დრო კარგათ გაგიტარებიათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 30 2011, 09:22

gloster
გაიხარეთ. კარგათ გართობილხართ newsmile027.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 30 2011, 09:56

ვახ ვახ ვახ სღოლ და მალადეც თქვენ კარგი დრო გიტარებიათ

აბა ისიც თქვი რაზე მოვიდათევზი და რამდენი

პოსტის ავტორი: FISHERMAN Mar 30 2011, 09:57

მალაცი რებიატა მალაცი, საღოლ კაი დრო გიტარებიათ და კაი თევზიც დაგიჭერიათ newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გოგა Mar 30 2011, 10:02

ჭალიმგელა
ისე იდეა წამოსულია ერთი ვაჟბატონის მხრიდან და ერთი ეგეთი გასვლა შეკრება ხო არ მოვარტყათ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 30 2011, 10:22

გოგა

ეს, დღეს ხვალ არის კარგი ამინდები თორემ... ზეგიდან რომ დაიყება წარღვნების სეზონი... ბაიუს ჩტო კაი ხანი ვერსად ვერ გავალთ

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 30 2011, 10:30

კარგი დრო გიტარებიათ ყოჩაღ თქვენ!
მადაური სიცივეები კიდე ვცი მე! მად ავიკიდე ნერვის ანთება ბარძაყზე! გ.დ.ი. ში მუშაობის დროს.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 30 2011, 11:43

საღოლ კარგად გიმწვადავიათ და თევზიც დაგიჭერიათ ერთი ის თქვი რაზე სატყუარაზე დაიჭირეთ თევზი

პოსტის ავტორი: gloster Mar 30 2011, 14:56

მოდიოდა მხოლოდ და მხოლოდ წითელ ჭიაზე.
თეთრი ჭია გვქონდა წაღებული მაგრამ არც კი გვიცდია წითელ ჭიაზე ისე მოდიოდა .რეალურად არხში დიდი თევზები არ არის მაგრამ ''ლომკას" მოიკლავ newsmile05.gif 1.5 ზე აწეული ტივტივა ისე რომ ჰაერში ეკიდოს და დიდი გრუზიკი როგორც დონკაზე.
პურზე და სიმინდზე ჩემი გამოცდილებიდან ამ პერიოდში კლიოვი არ ააქვს ხოლმე .

პოსტის ავტორი: davit.p Mar 30 2011, 18:24

ვაა ამინდები ურევსო, არადა ამ დღეეებში მინდოდა ჯანდარაზე თევზაობა :(
ისე ვინმემ ხომ არ იციტ, სასაზგვროსტან თუ მოყვება კარასი?
მაგრამ იქ ეხლა წყალი იქნება ამოსული. ჯანდარამ მგონი დაყვინთა ცოტახნით, არადა მანდ უამინდობაშიც მაგრად მოყვება ხოლმე. საკუტარი გამოცდილებით ვიცი.

პოსტის ავტორი: gloster Mar 31 2011, 09:35

http://www.youtube.com/watch?v=nxc08nSuBT8&feature=player_embedded
აი ვიდეოც თებზების newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩუბო Apr 2 2011, 18:54

დღეს ვიყავი და ძალიან ცუდი ამინდი იყო წვრილად წვიმდა და ციოდა ტევზი პასიურობდა მხოლოდ რამოდენიმე კარასი დავიჭირეთ სამსაგიეროდ ვნახე სხვები რა კარგად იჭერდნენ

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Jenka_shi Apr 2 2011, 20:26

გდი-შნიკები არიან ალბათ,და პატრონს ეძებენ))

პოსტის ავტორი: ბესო Apr 6 2011, 16:39

ციტატა(Evgeni @ 2nd April 2011 - 21:26) *
გდი-შნიკები არიან ალბათ,და პატრონს ეძებენ))


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ხო და თუ დაიჭირეს გაიყვანენ გვერდზე და შეურაცხყოფას მიაყენებენ newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 6 2011, 20:08

რაარის ხალხო ნაყიდ თევზებს ამარიაჟებთ

პოსტის ავტორი: davit.p Apr 7 2011, 22:48

ისე კარასს რო იყიდი "კარაასს!" და იმას გაამარიაჟებ newsmile035.gif ოჩოპინტრემ კი არა, დალიმაც უნდა დაგჭიპოს newsmile035.gif:D
მაქეთ თუ მოდის კარასი კი იცით რო სადოკის ავსებაც მოსულა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Sos049 Apr 8 2011, 08:36

კაცო...იქნებ ნაყიდი არ არის? სადოკში ჩეკი ჩანს სადმე თუ რა? ამ პერიოდში რასაც დაიჭერ იმას თუ გაამარიაჟებ,თორემ მაისიდან კარჩხანას სურათს არც გადაუღებს კაცი! 6კაცი,თან ღამისთევით წასულებს ნორმალურად დაუჭერიათ....
რა ვიცი...გულს ესიამოვნა სურათები და ბიჭების მონდომება ჩვენთვისაც გაეზიარებინათ თავიანთი გასვლა... small3d018.gif
ნუ დაუკარგავთ ხალისს... newsmile058.gif
newsmile045.gif
ვახ wtfg.gif ,იქნებ პირადი ნაცნობობა გაქვთ და მე ვერ ჩავწვდი რაიმე აზრს...? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gloster Apr 8 2011, 21:46

უკეთესი შენ იყიდე და ის გაამარიაჟე newsmile05.gif))ა

პოსტის ავტორი: Sos049 Apr 9 2011, 12:35

ცუდი ამინდი კი არის,მაგრამ,....ხომ არ ყოფილხართ ვინმე?ბაზასთან თევზაობენ?

პოსტის ავტორი: davit.p Apr 14 2011, 18:44

სოსო მე მომწერეს ახლო მდებარე სოფლიდან და მითხრეს როომ ძალიან მაგრად მოყვებაო კარასი, ხო ეს 1 კვირის წინ, ეხლა რა ხდება არ ვიცი, მაგრამ იმან იმისთანა მითხრა რო გამეცინა, მთელი დგე ვითევზავე და 15 კილომდე დავიჭირეო thinking.gif 15 თუ არა, 7-8 ს ხო მაინც დაიჭერდა ის კაი კაცი, რაჭველი კაცი newsmile05.gif
ხოოო წასვლა კი ვერ მოვახერხე ამ 1 კვირაში. რო ინფო გადამემოწმებინა.

პოსტის ავტორი: CECEIRON Apr 14 2011, 19:18

ციტატა(davit.p @ Apr 14 2011, 19:44) *
სოსო მე მომწერეს ახლო მდებარე სოფლიდან და მითხრეს როომ ძალიან მაგრად მოყვებაო კარასი, ხო ეს 1 კვირის წინ, ეხლა რა ხდება არ ვიცი, მაგრამ იმან იმისთანა მითხრა რო გამეცინა, მთელი დგე ვითევზავე და 15 კილომდე დავიჭირეო thinking.gif 15 თუ არა, 7-8 ს ხო მაინც დაიჭერდა ის კაი კაცი, რაჭველი კაცი newsmile05.gif
ხოოო წასვლა კი ვერ მოვახერხე ამ 1 კვირაში. რო ინფო გადამემოწმებინა.

ფული გავჩითოთ და წავიდეთ კვირას

პოსტის ავტორი: Sos049 Apr 14 2011, 20:48

მადლობა დავით! იქნებ მოვახერხო წასვლა... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: davit.p Apr 16 2011, 20:17

ციტატა(CECEIRON @ Apr 14 2011, 20:18) *
ფული გავჩითოთ და წავიდეთ კვირას

წავიდეთ როცა გაგეხარდება, მაგრამ ამ კვირას წვიმა იქნება მგონი და არამგონია რომ შენ გარეთ გამოხვიდე სათევზაოთ. წალკის დრო რო მოვა მერე წავიდეთ ხოლმე და ისწავლი ცოტა რაგაცას newsmile035.gif partyFishing.gif

პოსტის ავტორი: pepe7 May 6 2011, 07:54

გამარჯობათ ხალხო. თუ იცით ჯანდარაზე მოდის თევზი?

პოსტის ავტორი: davit.p May 6 2011, 11:59

გაგიმარჯოს newsmile05.gif
ისე მანდ მგონი ყოველთვის რაგაცა მოდის, ნუ "კრუგლი გოდ" კარასი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გიოკულუ May 7 2011, 21:50

სალამი რიბაკებს...... დღეს ვიყავი ჯანდარის თავზე რაღაც წყალსაცავია(სახელი არ ვიცი)....დღის 1 საათიდან 6 საათამდე...5კგ კარასი (წითელ ჭიაზე) და ერთი 400გ-იანი საზანი დავიჭირეთ(სიმინდზე)


პოსტის ავტორი: davit.p May 8 2011, 20:19

სად თავზე შე კაცო, ჯანდარაზე არის ჯანდარის ტბა. კიდე რა არის მანდ????

პოსტის ავტორი: გიოკულუ May 9 2011, 02:46

ციტატა(davit.p @ May 8 2011, 21:19) *
სად თავზე შე კაცო, ჯანდარაზე არის ჯანდარის ტბა. კიდე რა არის მანდ????

ტრასიდან მარცხნივ, მეც პირველათ ვიყავი......ძნელი მისაგნები კია , მთებშია......მაგრამ xoshian.gif

პოსტის ავტორი: Davitus May 9 2011, 10:18

გიოკულუ

რაღაც სხვას ამბობ შენ, ჯანდარას არა აქვს სატავე მთებში, აგერ შეგიძლია ნახო რუკაზეც



http://maps.google.com/?ie=UTF8&ll=41.428699,45.213547&spn=0.094858,0.21389&t=h&z=13&source=embed

პოსტის ავტორი: akela1954 May 9 2011, 12:13

ჯანდარიდან ჩრდილო-ჩრდილო აღმოსავლეთისკენ არის დამბა რომელიც მელიორაციისთვის წყალს აგროვებდა, ჯიქების ტბას ეძახიან (მლასშე ტბაა) იმის ქვესშ ანუ სამხრეთით, ზევით სალოცავიც არის და წყარო.
გუგლში კოორდინატები; N 41 გრადუსი 32 მინუტი
O 45 გრადუსი 14 მინუტი

პოსტის ავტორი: gloster May 9 2011, 18:07

რა საინტერესოა რომელი ადგილია newsmile05.gif იქ ყოფნაში მაღალი ტერიტორია არ შემიმჩნევია newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: DATKA May 9 2011, 20:13

ვიცი ეგ ტბა. 2 წლის წინ ვიყავი, მძლივს მივაგენი.
ტრასიდან 16 კილომეტრია, და მართლაც მთაშია,
მაგ ტბას სვანი პატრონობს.
და რაც მთავარია - მას არავითარი კავშირი არ აქვს ჯანდარის ტბასთან.

პოსტის ავტორი: gloster May 9 2011, 20:44

მაგარია ღირს ალბათ მანდ ასვლა რას იტყვით ?

პოსტის ავტორი: gogita.m May 9 2011, 21:14

Davitus რომელ ტბაზეა საუბარი ხომ მიხვდი.

ჯანდარიდან სოფელ უდაბნოსკენ რომ მიდიხარ, ერთხელ ვიყავით მე და შენ, იხვებმაც კარგად გვიშხუილესnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus May 10 2011, 00:00

gogita.m

კი ახლა მივხვდი, უბრალოდ მაგ ტბას ჯანდარასთან არანაირი კავშირი არა აქვს, თუ არა ის რომ შორიახლოს არის თავისთვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიოკულუ May 10 2011, 15:48

გამარჯობა!!!!!!!! მიხვდით რომელ ადგილზეა?????? მე პირველად ვიყავი , ჩემები მესამე ან მეოთხედ...იქ მოსული არავინ გვინახავს ,მონადირეების გარდა....სურათებს ვერ ვდებ......ისე კაი დიდი კარასი მოდის , 5-6 საათში დავიჭირეთ 5კგ......რაც შეეხება ჯანდარას, იქამდე თუ არ მიხვედი წყალსაცავზე ვერ მოხვდები, გზა სხვა მხრიდან ვერავინ მითხრა!!!!!!! გუგლზე ცუდათ ჩანს მისასვლელი გზა...

პოსტის ავტორი: davit.p May 11 2011, 09:13

ვაახ რა საინტერესოა newsmile05.gif
ისე 16 კილომეტრი კიდე რომ არ იარო, თან ეძებო ტბა რომელზეც არ გითევზავია არ ჯობია ისევ ჯანდარაზე დაიჭირო ის ოხერი კარასიი. თან ყური მოვკარი ეხლა სხვა თევზებიცმოყვებაო და რავიცი რავიციი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიოკულუ May 11 2011, 11:46

16 არ არის, 11ია......საზანიც მოვიდა 400გრ..... თან ბოლო კილომეტრნახევარია ძნელი მისაგნები....

პოსტის ავტორი: Infest May 11 2011, 14:20

რუკაზეც მონიშნეთ რა

პოსტის ავტორი: zlost May 11 2011, 14:38

ციტატა(Infest @ May 11 2011, 15:20) *
რუკაზეც მონიშნეთ რა

ამ ტბაზე მიდის საუბარი?...
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: akela1954 May 11 2011, 16:21

[quote name='zlost' date='May 11 2011, 15:38' post='145700']
ამ ტბაზე მიდის საუბარი?...

ეგ არის. ტბა არარის წყალსაცავია.
სურათი რომ ამოაბრუნო კარგი იქნება. ჯანდარიდან სამხრეთით არ დაუწყოს ხალხმა ძებნა

პოსტის ავტორი: zlost May 11 2011, 16:26

ციტატა(akela1954 @ May 11 2011, 17:21) *
ეგ არის. ტბა არა წყალსაცავი.
სურათი რომ ამოაბრუნო კარგი იქნება. ჯანდარიდან სამხრეთით არ დაუწყოს ხალხმა ძებნა

ძალიან კარგად ჩანს პლატინა... წყალსაცავი თუ არ არი მაშინ სად არი ჯანდარისკენ წყალსაცავი? ან ტბა სად არი?... ან რომელ წყალტბასსაცავზე მიდის საუბარი ვაფშემ.... newsmile035.gif ვერაფერი ვერ გავიგე newsmile040.gif

პოსტის ავტორი: akela1954 May 11 2011, 17:52

ციტატა(zlost @ May 11 2011, 17:26) *
ძალიან კარგად ჩანს პლატინა... წყალსაცავი თუ არ არი მაშინ სად არი ჯანდარისკენ წყალსაცავი? ან ტბა სად არი?... ან რომელ წყალტბასსაცავზე მიდის საუბარი ვაფშემ.... newsmile035.gif ვერაფერი ვერ გავიგე newsmile040.gif


ეგ არის, სხვა მანდ მსგავსი არაფერია.

პოსტის ავტორი: davit.p May 11 2011, 22:13

ხო ისე აშკარად პლატინა ჩანს, და რაც გინდათ ის დაარქვიით.
მანდაც თუ კარასი იღებს რა მუღამი აქვს იქ ბოდიალს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Caldera Sep 11 2011, 15:04

რამდენიმე დღის უკან იყვნენ მეზობლები და რამდენიმე პადლეშა დაიჭირეს, კარასი და კრასნაპიორკაც ცუდათ მოდისო

zlost
akela1954
davit.p

ნასვამები ხართ? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Sep 11 2011, 19:47

ციტატა(Caldera @ Sep 11 2011, 16:04) *
რამდენიმე დღის უკან იყვნენ მეზობლები და რამდენიმე პადლეშა დაიჭირეს, კარასი და კრასნაპიორკაც ცუდათ მოდისო

zlost
akela1954
davit.p

ნასვამები ხართ? newsmile035.gif
ნასვამი ვიყავი თუ არა არ მახსოვს newsmile041.gif მაგრამ რაც დავწერე სწორია. მანდ ბევრჯერ ვარ ნამყოფი.
"პოდლეშიკი და კრასნოპიორკა" არც მე და არც ჩემიანებს მანდ არ დაგვიჭერია.კარასი და საზანი იცოცხლე, ბლომად.

პოსტის ავტორი: darcho Sep 11 2011, 20:17

ეჭვი მაქვს წითელფარფლაში გეშლებათ საზანი :(

პოსტის ავტორი: Sos049 Sep 13 2011, 22:23

ციტატა(darcho @ Sep 11 2011, 21:17) *
ეჭვი მაქვს წითელფარფლაში გეშლებათ საზანი :(

არც წითელფარფლა და არც ფარფლწითელა არ ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოში.
ეს არის-ნაფოტა. კრასნაპიორკა--ნაფოტაა.
პადლეშნიკს რასაც ვეძახით,ეს არის ბლიკა.
კარასი--კარჩხანა.
ერთხელ, სადღაც ვყვებოდი:ჯანდარის არხზე ვიყავით,კარჩხანა,ბლიკა და ნაფოტები დავიჭირეთ მეთქი
კარგად.(გამოვიდე თავი ქართულ ენაზე... newsmile090.gif )
-რამდენი წელია დავდივარ ჯანდარაზე და კარასის და კრასნაპიორკის მეტი არაფერი დამიჭერიაო,ხანდისხან
პადლეშნიკიც ჯდებაო.თქვა ერთმა... newsmile035.gif საღოლ თქვენო... newsmile015.gif
მოკლედ, "გავაქართულოთ"ჩვენც ეს ჯანდარის არხის ბინადრები,რა დაშავდება? newsmile027.gif



პოსტის ავტორი: DaTo-KiZo Sep 14 2011, 10:50

ციტატა
კრასნაპიორკა--ნაფოტაა.


ნაფოტა პლატვას არ ჰქვია?

აჰა, გავარკვიე რუსულად краснопёрая плотва ჰქივა თურმე


ციტატა


ზემოთ თეთრი როა ის ტბაა? იყინება თუ რატოა თეთრი?

პოსტის ავტორი: zlost Sep 14 2011, 11:39

ციტატა(DaTo-KiZo @ Sep 14 2011, 11:50) *
ნაფოტა პლატვას არ ჰქვია?

აჰა, გავარკვიე რუსულად краснопёрая плотва ჰქივა თურმე




ზემოთ თეთრი როა ის ტბაა? იყინება თუ რატოა თეთრი?

ქარი...ირეკლავს...

პოსტის ავტორი: arkip Sep 22 2011, 19:49

რა ხდება ჯანდარაზე ხომ არ ყოფილხართ ვინმე?

პოსტის ავტორი: davit.p Oct 14 2011, 07:44

კი უკვე ორჯერ ვიყავი, წინა ხუთშაბათს და ეხლა სამშაბათს. ორივეჯერ არხზე ვითევზავე, სანამ "ტყემდე" მიხვალთ.და ორივეჯერ კმაყოფილი დავბრუნდი. პირველ წასვლაზე მასწავლებელი ვიყავი და მოსწავლეებმაც დაიჭირეს წითელფარფლა. პატარა პლატვა და კარასი. და მეც გავერთე კარგად. მოყვებოდა მშვენივრად შუადღემდე, მერე ვისადილეთ და ზედ ტყემლის არაყიც მივაყოლეთ. ალკოგოლმა ჩემს მოსწავლეებში ნოსტალგიის მოზგვავება გამოიწვია და "პოიეხალი დამოი" newsmile05.gif
აი მეორეთ უკვე თოპიან ძიებთან ერთად ვიყავი და 6-7 კილომდე დავიჭირეთ ოთხმა.
სულ წვრილი, "ანჩოუსები" მაგრად კი გავერთეთ newsmile05.gif
არადა კვირას ჩემი ძმაკაცი იყო და დამირეკა იგივე ადგილიდან:ეს სად გამომიშვი.? ვერაფერს და ვერავინ ვერ იჭერსო newsmile05.gif)
მე კი ვიჭერ და სხვების რა მოგახსენოოთ.
ძირითადათ მოყვება "კრასნაპიორკა" და ძალიან პატარა "კარასიკა".
რაც უფრო აცივდება უფრო კარგად წამოვა.
მაგარი მზე იყო, 2-3 საათისკენ, შესართავისკენ გადავიწიეთ. თოფიანი ძიების ხათრით newsmile05.gif იქნება რამე მფრინავი ობიექტი ""შემოგვაფრინდესო"" იმედი ქონდათ, რომელი იმედიც: იმედადვე დარჩა! ეგრე უნდა მაგათ D.gif
ცოტა იქაც დავიჭირეთ, მერე ისევ ძველ ადგილზე. კიდე დავიჭირეთ და ბოლოს დაბინდდა კიდეც, რამაც სახლის მოთხოვნილებაც გააჩინა და ჩვენც არ დაგვიწყია ორჭოფობა. აბარგდა,მაგრამ კოღომ დაგვცხრილა საღამოს. არ ველოდი მაგდენს. "ვოტ ი ვსიო" newsmile05.gif

პოსტის ავტორი: shotka Oct 22 2011, 14:43

ბიჭებო, ხვალ მინდა ჯანდარაზე წასვლა, რას მირჩევთ ღიირს? თან რა წავიღო წითელი ჭია, თეთრი თუ სხვა რამე. იქნებ დამაკვალიანოთ.

პოსტის ავტორი: maxo06 Oct 23 2011, 20:32

ჯანდარაზე არ ვყოფილვარ---იქნეგ გუგლზე გზა დამიხაზოთ როგორ მივიდე??არ დაიზაროთ რა,შეიძლება თავში დამარტყას და ხვალვე გაიქცეე

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 24 2011, 12:19

maxo06
შენ თუ გეზარება რომ ამ თემას გადახედო და მიიღო ის პასუხი რაც გაინტერესებს სხვამ რატომ არ უნდა დაიზაროს

პოსტის ავტორი: topner Oct 24 2011, 21:08

გუშინ ვიყავი ჯანდარაზე. ნავის გარეშე იქ სერიოზულს ვერაფერს ვერ გააკეთებ და ამიტომ არხსზე დავდექი. საშუალო ზომის კარასი მოდის. ისე ადგილობრივებმა თქვეს ტბაში წყლის დონე მაგრად არის დაცემული. დაშრა თუ დააშრეს არ ვიცი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იქეთ სანადიროდ ჯობია წასვლა...

http://pix.ge/x/b/l/xmj48/



http://pix.ge/x/b/l/drzuj/

პოსტის ავტორი: eqstazi Oct 25 2011, 11:05

გაუმარჯოს ისე კარასის გარდა რამე თევზი თუ მოდის მაგ არხზე ? ხო მართლა როგორი გზა არის არხამდე ?

ხო მარტლა რაზე თევზაობდით?

პოსტის ავტორი: topner Oct 25 2011, 12:49

კრასნოპიორკა მოდიოდა... წითელ ჭიაზე ვიჭერდი..
გზას რაც ეხება: ზოგი მონაკვეთი ნორმალურია, ზოგი უვარგისია. მე ჯიპით ვიყავი ტან ამინდი ხელს გვიწყობდა. სხვა დროს იქ რა სიტუაცია არ ვიცი

პოსტის ავტორი: shotka Oct 25 2011, 17:07

ამ კვირას ვიყავი ჯანდარაზე. საკმაოდ ბევრი ხალხი იყო და უმრავლესობა არხზე თევზაობდა. ტბაზე ნავებიც სეირნობდნენ. არხზე თევზაობის შედეგად ჯამში სამმა კაცმა 4 კილო თევზი დავიჭირეთ წითელ ჭიაზე. 4 ცალი ნორმალური კარასი, დანარჩენი წვრილი ნაფოტა და კარასი. მაგრად ვისიამოვნე ,,პაპალაოკი" არ გაჩერებულა ))

პოსტის ავტორი: eqstazi Oct 27 2011, 11:15

ისე წვიმიან ამიდში იქნება ვითომ შაბატს მინდა წასვლა და წვიმაა გამოცხადებული კონკრეტულად რამე განსხვავებული ადგილი არის მაგ არხზე მე არ ვარ ნამკოფი

და რა ნომერი კრუჩოკები უნდა მანდ და ლესკა რომელი ნომერი ხომ ვერ მეტყვით ?

პოსტის ავტორი: topner Oct 28 2011, 10:57

თუ არხსზე დადგები მაშინ უბრალოდ შეარჩიე ადგილი სადაც წყნარი დინებაა.. 3 ნომერი ნემსკავი პატარა კარასზე ნორმალური იქნება... დიდზე სხვა ზომა შესაბამისად..

ნავით თუ იქნები უშუალოდ ტბაზე გახვალ: უფრო ისიამოვნებ და მეტს დაიჭერ...

პოსტის ავტორი: eqstazi Oct 28 2011, 13:46

არა ნავი და კარგი ცხოვრება ჯერ არააა არხზე მინდა გავერტო თეთრი ჭია და წითელი მიმაქსვ მაგრამ წვიმააა გამოცხადებული და ნეტა ღირს წასვლა ?

პოსტის ავტორი: topner Oct 28 2011, 17:25

წვიმის დროს გზა იქნება რთული და წვალება არ ღირს მე მგონი...
სხვათა შორის ეს არხი რუსთავის მერე გზის გასწვრივ გადის და ყველგან ცოც-ცოტა არიან მეთევზეები. შეგიძლია ბოლომდე არ მიხვიდე და სადაც მოგეწონება ადგილი დაიწყო თევზაობა...

პოსტის ავტორი: eqstazi Oct 31 2011, 09:14

შაბათს იყო ჩემი ძმაკაცი და 1 კილო კრასნაპიორკა დაიჭირა პატარები

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Oct 31 2011, 15:25

ხვალ მივდივარ და ვნახავ აბა რა იქნება.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: davit.p Oct 31 2011, 20:46

მე ვიყავი წყუხელის და ვაი "რიბალკა" იყოო :(
დავიჭირეთ 1.5 კილო,პატარა "პლატვა", "კრასნაპიორკა" და "კარასები".
მოკლედ წინა წასვლებისაგან განსხვავებით ეს ყველაზე ცუდი დღე იყო. newsmile05.gif
ისე კი უკვე სამჯერ ვიყავი და აქედან 2 ჯერ მშვენივრად ვითევზავეეთ/ ხო მინდა ავგნისნო როომ სულ წვრილი მოყვებოდა.

პოსტის ავტორი: giga65 Nov 1 2011, 06:36

გუშინ ვიყავით მე და ჩემი მეგობარი ასე დილის 10 ზე შევედით ნავით, ვტევზაობდით სუფთაზე და ორმა კაცმა 4 კილომდე თევზი დავიჭირეთ. მოდიოდა თეთრ ჭიაზე, ძირითადად ფარფწითელა, პატარა ზომის მტკაველზე დიდი არ ყოფილა. პაპლაოკი არ გაჩერებულა. 3 სთ.ზე წამოვედით. მოკლედ გართობით კარგად.

პოსტის ავტორი: pachman Nov 15 2011, 15:35

თოვლია იქეთ თუ იცით?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 15 2011, 17:04

არა არა არის, გუშინ იყო ჩემი ძმაკაცი და არ ვაფშე არაა თოვლიო....

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Nov 15 2011, 17:58

არანაირი თოვლი არ არის არც რუსთავში და არც მის იქით გარეჯაის მონასტრამდე რაც ვიცი და რაც ვნახე


პოსტის ავტორი: ბესო Nov 15 2011, 22:08

ციტატა(giga65 @ 1st November 2011 - 07:36) *
ფარფწითელა

ეს ჯიში არარის მაგ ტბაში დას როგორ იჭერთ ხოლმე? newsmile05.gif
ეგ არის ნაფოტა!

პოსტის ავტორი: Qartvela™ Nov 16 2011, 10:40

ციტატა
გუშინ იყო ჩემი ძმაკაცი და არ ვაფშე არაა თოვლიო....

და შედეგი რა ქონდათ?

პოსტის ავტორი: giga65 Nov 16 2011, 10:59

მე და ჩემი მეგობარი ვიყავით გუშინ და არხზე ვიტევზავეთ, ძალიან მაგრად მოდის ერთი 5 კილომდაე თევზი დავიჭირეთ. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: davit.p Nov 18 2011, 19:25

და რა თევზი დაიჭირეთ?

პოსტის ავტორი: giga65 Nov 19 2011, 07:01

რა და პარპწიტელეს( კრასნაპიორკა) რომ ეძახიან. მაგრამ თუ არ ვცდები ეგ სხვა თევზია.

პოსტის ავტორი: gocha-tita Nov 19 2011, 17:49

ს გუშინ ვიყავით http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 19 2011, 17:53

gocha-tita
მაგარი სურათია

პოსტის ავტორი: gocha-tita Nov 19 2011, 22:10

T A M P L I E R
მადლობთ ბატონო

პოსტის ავტორი: pachman Nov 21 2011, 17:50

ხვალ მივდივართ პირველად, იმედია კაი კლიოვი იქნება, მერე უხას გაკეთებას და გიორგობის შეხვედრას ვაპირებთ newsmile05.gif ფოტოებს საღამოს მოგართმევთ... აბა წარმატებები გვისურვეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 21 2011, 18:04

აბა წარმატებები
კარგი ჭერა კარგი დროსტარება

პოსტის ავტორი: FISHERMAN Nov 21 2011, 22:29

pachman
გაგვაგებინე რას იზამთ. თუ არ დაგეზარებატ ფოტოებიც გადაიღეთ. წარმატებები !!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 22 2011, 08:49

ციტატა(pachman @ Nov 21 2011, 18:50) *
ხვალ მივდივართ პირველად, იმედია კაი კლიოვი იქნება, მერე უხას გაკეთებას და გიორგობის შეხვედრას ვაპირებთ newsmile05.gif ფოტოებს საღამოს მოგართმევთ... აბა წარმატებები გვისურვეთ newsmile05.gif

აბა თქვენ იცით. ბევრი სურათები გადაიღეთ. უხა და გიორგობის იქ შეხვედრაც ორიგინალურია, მოკლედ რეპორტს ველით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 22 2011, 09:12

კვირას ვიყავი ჯანდარაზე , თევზი იჭირება მარა აი იხვის რა გითხრათ.თოლია და ბაკლანი არის ოხრად .იხვის ჭაჭანება არ იყო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: shotka Nov 22 2011, 12:13

ამ კვირას მეც ვიყავი ჯანდარაზე. სადღაც დილის 9 საათზე მივედით. იმდენი ხალხი იდგა არხზე ნახევარი საათი ადგილის ძებნას მოვანდომეთ. 12 საათამდე კარგად მოდიოდა თევზი. მერე ქარი ამოვარდა და თევზიც გაჩერდა. საბოლოო ჯამში 2 კილო მაინც დავიჭირეთ. ისე, ცნობისათვის ,ფსკერულზე თეთრი ჭიით უფრო კარგი ეგზემპლიარები მოდიოდა ვიდრე ტივტივათი წითელ ჭიაზე. ხო კიდე დილას ისეთი ნისლი იყო 3 მეტრში არაფერი ჩანდა.

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 22 2011, 12:24

კი დილით მაგარი ნისლი იყო. მე რომ წამოვედი კარგი ამინდი იყო მერე რა მოხდა არ ვიცი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: pachman Nov 22 2011, 19:55

მოკლედ ვიყავით, ეხლა ჩამოვედით newsmile05.gif დილით ჟინჟლავდა, ჯერ არ მისული ბუღამდე მოვსინჯეთ ძალები, არც ჩაუკრია... გავედით ჯანდარის არხზე, ძალიან იწვალა თევზმა და ძალიან გვაწვალა ჩვენც. ნაშუადღევს 1 კილო არც გვყავდა რა newsmile05.gif გადავირიეთ, წამო იხვი ან ტყის ქატამი იქნებაო და ნავი ვიქირავეთ (ცნობისთვის ვისაც დაგჭირდებათ დრო რო არ დაკარგოთ 593 26 18 91 იურა, ნავებს აქირავებს 15 ლარად, მიხვალთ ნიჩბებს გამოგატანთ და ნავიც ნაპირზე უყენია) ხოდა შევედით კამიშებში და ჩავუჯექით, ტყის ქათამი არა იხვი newsmile05.gif ბაკლანები იცოცხლე, როგორც გედები გედების ტბაში, 2 ცალი ვიმსხვერპლეთ ნერვების აშლისგან, დავტოვეთ და დავუბრუნდით არხს სათევზაოდ, მარა რად გინდა, იგივე სიტუაცია, ის ორი კაცი ვინც ისხდნენ დილით, ისინიც აღარ იყვნენ ადგილზე, მოკლედ ცეცხლი დავანთეთ, დავთვერით და წამოვეხეტეთ თბილისში დიდი მეთევზე-მონადირეები newsmile05.gif იტოგში არც იქ არ ღირს რა, როგორც ძირითადად არსად თბილისის ირგვლივ, ალბათ უფრო მეტი დამეთანხმება, ვიდრე არ დამეტანხმება newsmile05.gif ფოტოები ცოტაა, რამეთუ მობილი დაჯდა, სახეებზე გვაწერია რა დღეშიც ვართ, თევზის რაოდენობა კიდე ქართული მენტალიტეტიდან და სიამაყის გრძნობიდან გამომდინარე შეგნებულად არ გადავიღე D.gif


























პოსტის ავტორი: Davitus Nov 22 2011, 20:12

pachman

რაც მთავარია, ცოტა ხომ გაერთეთ ასე თუ ისე, გული ხომ გადააყოლეთ ქალაქის დამღლელ რიტმს, ზოგს მაგის დროც არა აქვს, ასე რომ იმ დღეს თუ არაფერი იყო სხვა დროს იქნება newsmile045.gif

ციტატა(pachman @ 22nd November 2011 - 20:55) *
ხოდა შევედით კამიშებში და ჩავუჯექით, ტყის ქათამი არა იხვი ბაკლანები იცოცხლე,


ახლა აქ ცოტა დავიბენი, კამიშებში რა ტყის ქათამს ჩაუჯექით კაცო?

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 22 2011, 20:24

ციტატა(Davitus @ 22nd November 2011 - 21:12) *
ახლა აქ ცოტა დავიბენი, კამიშებში რა ტყის ქათამს ჩაუჯექით კაცო?

წყლის ქათამი იგულისხმა ალბათ newsmile045.gif

კაი დრო გიტარებიათ newsmile027.gif მთავარია პროცესი და არა შედეგი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Nov 23 2011, 00:37

pachman
სატყუარად რას ხმარობდით? ჭიაყელა თუ სხვა რამე კიდე?

პოსტის ავტორი: jorj Nov 23 2011, 08:37

გაუმარჯოს.გავიგე ბადეებს ვერ ხმარობენ ბრაკები/ვიღაცას უყიდიაო ეგ მონაკვეთი/მართალი თუა?

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 23 2011, 10:14

თეთრ ჭიაზეც მოდიოდა კვირას და წითელზეც.

ციტატა(pachman @ 22nd November 2011 - 20:55) *
, ტყის ქათამი არა იხვი

წყლის ქათამში აერია ალბათ .ისე წყლის ქათამი როგორც იყოს ისე რომ იხვი ყოფილიყო მარგად გაერთობოდა კაცი მარა ბედი არ გინდა D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: pachman Nov 23 2011, 18:37

წყლის ქათამი, პარდონ D.gif არც თეთრ ჭიაზე მოდის და არც წითელზე... :(

პოსტის ავტორი: Sos049 Nov 23 2011, 20:57

ციტატა(pachman @ Nov 23 2011, 19:37) *
წყლის ქათამი, პარდონ D.gif არც თეთრ ჭიაზე მოდის და არც წითელზე... :(

რა ჯანდაბა ეტაკა ნეტავ? 4დღის წინ ვიყავით,ორი ანკესით ვითევზავე ჭიაყელაზე
და ჩემ წილად 5კგ-მდე დავიჭირე.ნაფოტა ჭარბობდა კარჩხანას...
არადა, წყლის დონე იყო დაცემული სასწაულად.

პოსტის ავტორი: giga65 Nov 28 2011, 08:07

ვინმემ ხომ არ იცით, ლეშა მოდის თუ არა? partyFishing.gif

პოსტის ავტორი: davit.p Nov 29 2011, 15:53

მარტო ნაფოტა მოყვება თუ "პოდ ლეშნიკიც"?

პოსტის ავტორი: ალთაზარ Nov 29 2011, 15:55

giga65
მე პირადად ლეშა ჯანდარაზე არ მინახია კაი ხანია შარშან პრინციპში არ იყო რამდენადაც მახსოვს ეხლა არ ვიცი არის თუ არა 2 კვირაში გავიგებ მაგას D.gif

პოსტის ავტორი: davit.p Nov 29 2011, 19:16

ისე შარშან არც მე დამიჭერია იქ პატარა ლეში, მაგრამ იმის წინ იყო, და ნოემბრის სიცივეებისას იწყებდა აღებას.
წეელს კი ვიყავი, მაგრამ პატარა "კრასნაპიორკა" ანუ ნაფოტა და კარჩხანა.
ეხლა მქონდა იმედი, მაგრამ აქ საიმედოს არაფერს ამბობენ.

პოსტის ავტორი: UFO Nov 30 2011, 16:27

გამარჯობათ მეგობრებო ჯანდარაზე მაგ არხზე მისასვლელი გზა როგორ არის მეგობრებს გვინდა წასვლა ჯანდარამდე გზა კი იციან მაგრამ მაგ არხზე საიდან მივიდეთ არა იქნებ დამეხმაროთ წინასწარ დიდი მადლონა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 30 2011, 16:38

UFO
ტბაზე რო მიხვალ სადაც ბევრი ხალხი ნახო იქ მიდი იქ იქნება არხი

პოსტის ავტორი: gocha-tita Nov 30 2011, 18:48

UFO
სოფელ ჯანდარის ბოლოს მიწიანი გზა შედის და პირდაპირ არხს მიადგები და რაც შეიძლება შესართავისკენ ითევზავეთ უფრო მოდის.

პოსტის ავტორი: giga65 Dec 2 2011, 11:38

დზაან მაგრად მოდის პადლეშნიკებიც წამოვიდა! მოკლედ მაგრად გაგისწორდებათ. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: shotka Dec 2 2011, 17:31

giga65
იქნებ ისიც გვითხრა რაზე მოდის ფსკერული თუ ტივტივა, წითელი ჭია თუ თეთრი ჭია?

პოსტის ავტორი: jorj Dec 2 2011, 18:35

არხზე თუ ტბაში? newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 3 2011, 05:20

ციტატა(giga65 @ Dec 2 2011, 12:38) *
დზაან მაგრად მოდის პადლეშნიკებიც წამოვიდა! მოკლედ მაგრად გაგისწორდებათ. newsmile027.gif

ეს შავი პიარის ვარიანტია , გაგონილი თუ პირადად გქონდა მონაწილეობა მიღებული მაშინ გეთაყვა სურათები დადეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Sos049 Dec 3 2011, 09:17

გუშინ ვიყავი არხზე მეგობრებთან ერთად.3კაცმა 3კგ ძლივს დავიჭირეთ.
სულ ნაფოტა იყო და რამოდენიმე კარჩხანა.
ბლიკა,ე.წ"პადლეშნიკი" ჩვენ, საერთოდ არ დაგვიჭერია...
მხოლოდ, ერთადერთი დაიჭირა გვერდში მდგომმა მეთევზემ.
ერთნაირად კაპრიზით მოდიოდა როგორც ჭიაყელაზე,ასევე თეთრ(ბუზის)მატლზედაც.
ტბაში კი...ნავებით ისევ ჩალიჩობენ სახლართ ბადეებს,რასაც დურბინდით კარგად ვხედავდი

პოსტის ავტორი: shotka Dec 3 2011, 11:54

აბა აკრძალეს ბადეებიო? არა რა, საშველი არ არის. შეიძლება არხის სათავეც გადაკეტილი აქვთ და მაგიტომაც არ მოდის თევზი.

პოსტის ავტორი: Sos049 Dec 3 2011, 13:18

ძალიან ბევრი ნაგავი მოქონდა წყალს.უმეტესად ხმელი ფოთლები,რომლებიც ჩაგდებისთანავე ედებოდა ნემსკავს...
ხარის ძეგლი რომაა,სადღაც მაგ მიდამოებში სპეციალური ტრაქტორი მუშაობდა,რომელიც არხს ასუფთავებდა შლამისაგან.არ ვიცი,შეიძლება ეგეც იყო მიზეზი,თორემ წინა წასვლაზე ჩემ წილად 5,2კგ დავიჭირე...
ბადეების ამბავი სათავეში არ ვიცი,მაგრამ თითონ ტბაში--ჩემი თვალით ვხედავდი!!!

პოსტის ავტორი: giga65 Dec 3 2011, 15:58

shotka
აბა ამ ხნის კაცი ხომ არ მოვიტყუები?
ვთევზაობდით არხზე, ხეებში, შესართავისკენ. მოდიოდა ჭიაყელაზე და მხოლოდ ტივტივით ისიც ე.წ. "პრავოდკით" სიღრმეს 30 სმ. ვადზლევდით და პავადოკიც მოკლე, მტკაველზე ცოტა დიდი.
ისე დღესაც ვიყავით აი შესართავთან რომ გაშლილი ადგილია იქ. მარტო კარასი და " კრასნაპიორკა". მერე ქარი ამოვარდა და დავახვიეთ. დზაან ბევრი ხალხი იყო, ამიტომ ვერ დავდექი დზველ ადგილზე, ყველა იჭერდა მხოლოდ კარასებს და კრასნაპიორკებს.

პოსტის ავტორი: giga_bai Dec 4 2011, 04:42

ეს არის ნაფოტა, რომელიც ბინადრობს ჯანდარაზე. ბევრს ფარფლწითელა-ში ეშლება. ანუ "კრასნაპიორკაში"




აი ეს არის ფარფლწითელა, რომელიც საერთოდ არ ბინადრობს ჯანდარის არხში.


პოსტის ავტორი: giga65 Dec 4 2011, 06:54

giga_bai
100% იანია მარტალია ეს კაცი. vetanxmebi.gif

პოსტის ავტორი: jorj Dec 5 2011, 18:15

გუშინ ვიყავი არხზე.ცუდათ მოდიოდა ძალიან.ძლივს მოვაგროვე 2კგ. ძირითადათ კარასი მაგრამ გავიგე ერთი კაი ამბავი.ჩვენი მხარე ჯანდარის იჯარით აუღიათ და ბადეები აკრძალეს/პოლიცია გამოუძახიათ/და ერთი-ორიწელი ბადეები აღარ იქნებაო newsmile055.gif newsmile055.gif იმედია vot-tak.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Dec 5 2011, 23:51

მშვენიალურია, იქნებ ეშველოს რამე დანარჩენ ტბებსაც xoshian.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)