სეზონი 2013-2014, (განხილვა) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სეზონი 2013-2014, (განხილვა) |
Mar 5 2014, 22:32
პოსტი
#286
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Mar 6 2014, 01:59
პოსტი
#287
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბარემ მეც დავწერ
იმის გათავლისწინებით რომ,საკმაოდ დატვირთული აგვისტო და სექტემბებრი მქონდა,ოქტომბერში კი სწავლა და სამსახური დავიწყე,რამდენჯერმე მაინც მოვახერხე და ვინადირე... სეზონი ბევრისგან განსხვავებით 24 აგვისტოს გავხსენი,საკმაოდ საინტერესო იყო პირველი ნადირობა და თითქმის კურიოზულიც,თითქმის არა,კურიოზული მოკლედ... როგორც იქნა დავაღწიე თავი დედაქალაქს და ჩავედი სოფელში,(დილით გადმოსული შუადღეს სახლში ვიყავი) რა მამასვენებდა ?! ორი ენერგიით სავსე ძაღლიც მელოდა,ვაზნები არ მქონდა ნაყიდი (სამწყრო ვაზნებს ჩემით ვტენი ) და ვეღარც დატენვას ვასწრებდი,ვიფიქრე ძაღლებთან ერთად გავისეირებ უთოფოდ და მწყერსაც ვნახავთქო და დავადექი გზას,შორტებით და ჩუსტებით გზაში კი ბაბუაჩემი შემხვდა,სანადიროდ მიდიდოდა ახალბედა ძაღლთან ერთად,ჰოოდა ჩემო ძვირფასო მკითხველო,თოფიც და ვაზნებიც გადმომაბარეს ... მე ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე მივედით სანადირო მინდვრებამდე,ნაწვიმარი იყო და ვიცოდი რომ ბევრი მწყერი არ შეგვხდებოდა რადგან ყანებში იყვენ შეხიზნულნი(მინდვრებში წყალი იდგა). მივდიოდით,მივდიოდით,მივდიოდი თ და კიდევ მივდიოდით... ვუყურებდი ჩემს ძაღლებს, როგორი თავისუფლები და სიცოცხლით სავსეები იყვენ,რადგან მათთვის ყველაზე სასურველი პერიოდი იწყებოდა დატყაპუნობდნენ წყლიან მინდორში,არ იყო მწყერი მაგრამ მოთელვას ვაკეთებდით,სხვა დღეებისთვის... ჰოდა მაშინ,როცა არ ველოდი ამ ტყაპუნ-ტყაპუნში ჩემი ახალბედა ლეკვი რაღაცას წაეპოტინა და ამოფრინდა ბეკასი (სეზონის გახსნაზე,პირველად შემხვდა ბეკასი) ბახ !!! (16 კალიბრიანი იჟ-43 ით) ვესროლე ჩამოვაგდე წლის პირველ ნადირობაზე,პირველი ამოფრენილი ფრინველი,ისიც ბეკასი,პირველი და ერთადერთი გასროლა,პირველი მონადირებული ფრინველი ვინ იყო იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი ? ... არც არავინ მხოლოდ მე გავაგრძელო თხრობა ? კაი... ვაგრძელებ მივყებოდით ასე წყლიან-წყლიან მინდვრებს და ნანატრი მწყერიც ამიფრინდა,სამწუხაროდ ყანაში აფრინდა და სროლას აზრიც არ ქონდა,გაფრინდა ჯანმრთელი,მაგრამ რამდენად ბედინერი,არ ვიცი... არ მომაძახა ბევრი ვიარეთ თუ ცოტა,გზად ერთი წყლის ქათამურა და ერთი ღალღაც მოვინადირე ნელნელა შებინდებაც დაიწყო და სახლისკენ გავეშურეთ,ასეთი იყო ჩემი პირველი ნადირობა 2013-2014 წლის სეზონის გახსნაზე პირველი დღის მოლოდინმა გაამართლა და დადებითი ემოციით დამუხტული წამოვედი სახლში,მივედი თუ არა უკვე პირადი აღჭურვილობა მოვიყვანე მწყობრში ახლა კი ზოგადად : და გახსნის დღის შემდეგ არც ისე ხშირად,წვიმების გამო,მაინც დავდიოდი სანადიროდ,ასე თუ ისე მწყერიც იყო,ღალღაც და ამ ორზე მეტი ბეკასი და წყლის ქათამურები.საკმაოდ კარგად ვინადირე მაგ პერიოდში,ცოტა მაგრამ ხარისხიანი ნადიორბები იყო კარგად დასამახსოვრებელი.მოვიდა სექტემბრის ბოლო და წამოვედი განათლების მისაღებად ასე თუ ისე,დეკემბერში ისევ ჩავედი სოფელში და მოვაწყვე ტყის ქატამზეც საკმაოდ საინტერესო და ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ნადირობა,სადაც პირადად მე 3 გასროლით 2 ქათამი მოვინადირე (პირველი ერთი გასროლით, სუფთად ავიღე და მეორეზე,ორი გასროლა დამჭირდა,რომ არ გვეწვალა მეც და იმასაც)...მაგ ნადირობას და ზოგადად სოფელში ყოფნის იმ დღეებს თემაც მივუძღვენი ამ ფორუმზე(დაინტერესების შემთხვევაში,სხვა გასვლებში ნახავთ დეტალურ განხლივას) მაგ პერიოდშიც იხვზეც ვცადე ბედი,მაგრამ ხელი მოვიცარე...ისევ დაბრუნდი განათლების მისაღებად და უვკვე შუა თებერვალში ისევ ჩავედი სოფელში,ხუთ დღიანი დაძაბული წანწალის შემდეგ,მხოლოდ რამდენიმე ფოტო და 2 თუ 3 გასროლილი ვაზნა დამრჩა ვერ მოვინადირე იხვი და 100 % შანსებიც არ მქონია... სამწუხარო და ყველაზე ცუდი,რაც ამ სეზონზე შეიძლებოდა მომხდარიყო,სოფელში ჩემს ჩასვლას,ჩემი ლეკვის სიკვდილი დაემთხვა,ძალიან დამწყდა გული და ბვერიც ვიტირე..... ისე კი მოკლედ რომ მიმოვიხილო 2013-2014 წლის სეზონი,ჯამში მოვინადირე : მწყერი-20მდე. ღალღა-7 თუ 8. ბეკასი-იგივე. წლის ქათამურა 7 (და მხოლოდ ნაბულიდან ამოწეულს ვესროდი...ისე კი ბვერი იყო). დუპელი-1. ტყის ქათამი-2... ასე და ამგავარად ჩავატარე გასული სეზონი,იყო რამდენიმე დასამახსოვრებელი ნადირობა,რომელიც არასდროს დამავიწყდება,ჩემთვის ეს სეზონი იყო ერთ-ერთი გამორჩეული იმ 7 სეზონიდან რომელიც აქამდე ჩამიტარებია,რომ არა ჩემი ლეკვის ამბავი,უფრო მეტად კარგი დღეები დამამახსოვრდებოდა! აქვე დავამატებ და ამ სეზონმა ბევრი რამ მასწავლა,შედეგით ვერ დავიკვეხნი მაგრამ პრაქტიკისთვის კარგი სეზონი იყო ჰოდა ჩემო კოლეგებო ბევრ თქვენგანს ვუსურვებ წარმატებულ და მშვიდობიან 2014-2015 წლის სეზონს!!! მომავალ შეხვედრამდე ! მეგრელი... პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია megreli: Mar 6 2014, 02:04 |
|
|
Mar 6 2014, 09:37
პოსტი
#288
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
megreli
შენ ისე წერ..მარტო მეგრელი არ უნდა გერქვას. შენ უნდა გერქვას დუტუ მეგრელი. |
|
|
Mar 6 2014, 10:25
პოსტი
#289
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
megreli
ყველამ რომ ეგრე ჩამოვაყალიბოთ მომავალში კარგი წასაკითხი იქნება განვლილი სეზონის ჩანაწერები |
|
|
Mar 6 2014, 12:32
პოსტი
#290
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
წელს ზოგადად შარშანდელზე ნაკლები სეზონი იყო ჩემთვის. მხოლოდ იხვზე და ქათამზე გავაუმჯობესე შედეგი . ქათამზე მაგრად ვისიამოვნე. ძაღლიც დავგეშე. იხვი სულ 5 ცალი ავიღე. ქათამი სადღაც 15 ცალამდე. ზუსტად აღარ მახსოვს.
მწყერზე წინა სეზონზე ლიმიტის შესრულების გამო რომ ვაჩერებდით ნადირობას წელს ნაკლებად იყო და დღიური ლიმიტი ვერც ერთხელ ვერ შევასრულე. |
|
|
Mar 6 2014, 13:26
პოსტი
#291
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ლეონ-ბლექი
მადლობა ლევან და დათო მეგრელი არ წავა ?! ზახარა ყველამ რომ ეგრე ჩამოვაყალიბოთ მომავალში კარგი წასაკითხი იქნება განვლილი სეზონის ჩანაწერები კი,მართლაც კარგი წასაკითხი იქნება,მაგიტომაც არ დავიზარე და დავწერე ამდენი მეც და ალბათ ბევრ აქაურს გაუხარდება მსგავსი პოსტები და ასეთ გამორჩეულ პოსტებს თემაც კი უნდა გაუხსნათ,სახელით : განვლილი სეზონის ჩანაწერები ჩემი თხოვნა იქნება ვისაც არ დაეზარება დაწეროს მსგავსი მიმოხილვა |
|
|
Mar 6 2014, 17:31
პოსტი
#292
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მარგალი
(ასე გადაიკეთე კაი იქნება ) ნიჭიერი ადამიანი ხარ, გადმოცემით აიენტერესოთ და სასიამოვნოთ გადმოგვცემ ყოჩაღ მგრამ ყველა ოფი წაიშლება ! |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 13:20 |