ჩაქირა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

17 გვერდი V   1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
gia554
პოსტი Dec 20 2009, 17:26
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 25-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩაქირა .რაიცით ამ ძაღლის შესახებ? იქნებ მოვიძიოთ ეს გადაშენების გზაზე მდგომი ერთად ერთი ქართული მონადირე ჯიშის მეძებარი ჩაქირა (იგივე მეკვერნე)მე ეხლა გავიგე ამ ძაღლის შესახებ და ძალიან დავინტერესდი .პრინციპში ქათული ნაგაზის ქვეყანაში არც არის გასაკვირი რომ ასეთი ძლიერი და უნივერსალი ქართული მეძებარიც გვყოლოდა .ირკვევა რომ ეს ძაღლი ძირითადად გურიაში მაღალ მთიან აჭარასა და ტაოკლარჯეთში (ეხლა უკვე თურქეთის ტერიტორიაზე ) იყო გავრცელებული .და მას ძირითადად კვერნაზე და კატაზე სანადიროდ იყენებდნენ.ეს იმიტომ რომ ძალიან შეუპოვარი და ჟინიანი ყოფილან და ამის გამო დიდ ნადირზე არიდებდნენ ნადირობას იმიტომრომ ხშირად ნადირობა სიკვდილით მთავრდებოდა მას ამის გამო თვითმკვლელი ძაღლიც კი შეარქვეს . მაგრამ შესანიშნავად ნადირობდა მსხვილ ნადირზეც როგორიცაა; დათვი,ღორი,ირემი,და ა შ.....მოკლედ კურდღელზეც კარგად ნადირობდა და ფრინველზეც .მე ერთ -ერთ წიგნში მაქვს წაკითხული რომ გურიაში ძველ მონადირეებს უთქვამთ რომ ერთხელ პოინტერთან ერთად ვანადირეთო და როგორც ის უკეთებდა ფრინველს ნაბულსო (სტოიკას) ჩაქირამაც ისე დაუწყო ნაბულის კეთება ფრინველსო . და თანაც მოკლული ფრინველი მოიტანაო.ჩაქირას წყლის ფრინველებზე სანადიროდაც იყენებენ თურმე ,კიდე წერენ თუ როგორ ნადირობს სოროს ნადირზე ;მაჩვზე,ტურა მელაზე ,მოკლედ უნივერსალიაო , რომ წავიკითხე გავგიჟდი თუ რა ჯიში გვყოლია და გადაშენების გზაზეა .რაც შეეხება აღწერილობას მე სურათიც მაგვს ნანახი ის 45-50-სმ სიმაღლისაა; წაბლისფერია მოწითალო თვალებით, თავით ტურას წააგავს დაცკვეტილი ყურებით ,დაშვებული კუდი და ყველაზე მთავარი და გამორჩეული ნიშანი აქვს მას ყელზე (კისერზე )თეთრი რკალი დასდევს გეგონება თეთრი საყელო აქვსო გაკეთებული ,მოკლედ ;ყელი ,გულმკერდი, მუცელი,ფეხები სახსრებს დაბლა და კუდზე ნახევარს ქვევით სულ თეთრი აქვს და რაც მთავარია ააქვს ძლიერი ყნოსვა . ძალიან წააგავს მყეფარებს (ლაიკას) და არსებობს ვერსიებიც რომ ლაიკას სისხლში დიდი პროცენტი ჩაქირას სისხლი ურევიაო .ასერომ ეხლა თქვენ გაანალიზედ თუ რაოდენ ძლიერი და უნივერსალური ჯიში გვყოლია ქართველებს ჩაქირას სახით .ასერომ სელექციური თვალსაზრითითაც შეიძლებოდა ამ ჯშიდან მაგარი ჯიშებიც გამოგვეყვანა . ერთს კიდევ დავამატებ რომ არიან ძალიან ავები და თითქმის სულ დამბულები ყოლიათ იმიტომ რომ სულ სანადიროდ უნდათ წასვლა და თუარ დაამბავთ ან დაამწყვრევთ თვითონვე გარბის სანადიროდ .არ ეკარებს უცხოპირს და არიან ძალიან შეუპოვარი და ავები რის გამოც მას ღორზე აღარ ანადირებენ იმიტომ რომ სავალალოდ სიკვდილიდ მთავრდება მისი ტახზე ნადირობა იმდონის შეუპოვარია .რაც შეეხება ამ ჯიშის საქართველოში არსებობას როგორც ვიცი ძალიან ცოტა ყოფილა ისიც ნაჯვარები .მაგრამ გეტყვით რომ ჩვენს მეზობელ თურქეთის მთიან რაიონებში( ანუ ლაზეთში) ეს ჯიში დიდი პოპულარობით სარგებლობს და შეიძლება იქიდან მაგის შემოყვანა .დასაერთოდ იქნებ ვინმეს მეტი იმფორმაცია ქონდეს ამ მართლაც უნიკალურ და უნივერსალ ჯიშზე და იქნებ დავწეროთ რამე .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Dec 20 2009, 18:08
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



gia554
ჟურნალ ნადირობაში წერია ის რაც შენ ეხლა დაწერე ( და უფრო მეტიც newsmile045.gif ) სადაც ამდენი წერე შეგეძლო მთლიანად დაგედო ის სტატია და იქ მშვენივრად არის მოთხრობილი მაგ ჯიშის შესახებ , და თუ ვინმეს რაიმეს დამატება მოუნდა დაწერენ არ მოერიდებათ newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Dec 20 2009, 18:25
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ჩაქირა მეძებრებში არ გადის მყეფრებს უფრო მიეკუთვნება. ჩემი აზრით ძაღლი ერთ დროულად ნაბულსაც აკეთებდეს მყეფრის და მდევრის ფუნქციებსაც ითვისებდეს შეუძლებელია. მასე ვიღაცის ნათქვამით შეიძლება ნაგაზმაც გააკეთოს ნაბული
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gia554
პოსტი Dec 20 2009, 18:51
პოსტი #4


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 25-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



[1

ციტატა(aragveli @ Dec 20 2009, 19:25) *
ჩაქირა მეძებრებში არ გადის მყეფრებს უფრო მიეკუთვნება. ჩემი აზრით ძაღლი ერთ დროულად ნაბულსაც აკეთებდეს მყეფრის და მდევრის ფუნქციებსაც ითვისებდეს შეუძლებელია. მასე ვიღაცის ნათქვამით შეიძლება ნაგაზმაც გააკეთოს ნაბული

არა ძმაო ეს ვერსიები და ვიღაცის მონაგონი ან მონაყოლი კიარარის ეს სინამდვილეა რაც ჩვენ ძველი მონადირეებიდან გვსმენია და შემოგვრჩა. თუმცა თქვენ გააქვთ იმის უფლებაც რომ არ დაიჯეროთ

ციტატა(geojorjika @ Dec 20 2009, 19:08) *
gia554
ჟურნალ ნადირობაში წერია ის რაც შენ ეხლა დაწერე ( და უფრო მეტიც newsmile045.gif ) სადაც ამდენი წერე შეგეძლო მთლიანად დაგედო ის სტატია და იქ მშვენივრად არის მოთხრობილი მაგ ჯიშის შესახებ , და თუ ვინმეს რაიმეს დამატება მოუნდა დაწერენ არ მოერიდებათ newsmile045.gif

მე ეგ ჟურნალი საერთოდ არ წამიკითხავს და ეს იმფორმაცია სულ სხვადასხვა წყაროებიდან მაქვს მოძიებული (დაარამარტოეს) და თურამე წერია მაგ ჟურნალში ამ ძაღლზე მაგასაც აუცილებლად წავიკითხავ . ხოდა სადრაწერია ეგ კიარმითქვავს მემაინტერესებს თუვინმეს ააქნს ან ქონია მაგ ჯიშთან შეხებათქო. და იმედია ამ ფორუმზე გამოჩდებიან ისეთებიც ვისაც ჩემნაირად აინტერესებს და აწუხებს ეს საკითხი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 20 2009, 19:24
პოსტი #5


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



საინტერესოა..პირვლად მესმის მაგის თაობაზე....თუ მართლა ეგეთი მაგარია ნამდვილად ღირს მაგის ლეკვის მოძიება....ეგ კი არა და მაგის პოპულარიზაციაც მაგარი იქნება...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მამუკა555
პოსტი Dec 20 2009, 19:49
პოსტი #6


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 244
რეგისტრ.: 26-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(geojorjika @ Dec 20 2009, 19:08) *
gia554
ჟურნალ ნადირობაში წერია ის რაც შენ ეხლა დაწერე ( და უფრო მეტიც newsmile045.gif ) სადაც ამდენი წერე შეგეძლო მთლიანად დაგედო ის სტატია და იქ მშვენივრად არის მოთხრობილი მაგ ჯიშის შესახებ , და თუ ვინმეს რაიმეს დამატება მოუნდა დაწერენ არ მოერიდებათ newsmile045.gif

geojorjika' რატომღ გაგაღიზიანა GIA554-ის დაწერილმა და მაგ კაცმა იკიტხა რა იცით ამ ძაღლის შესახებო და ტუ კი არაფერი არ იცი და პასუხს ვერ ცემ ზედმეტი კომენტარების გაკეთება არავის უტხოვია შენტვის .გია რასაც წერს მართალს წერს და თუ კი რამე არ იცის კიტხულობს . და მართლაც უნიკალური ჯიშის ძაღლი ყოფილა და მეც დამაინტერესდა .სამწუხაროდ მე მაგ ძაღლზე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Dec 20 2009, 20:03
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(mamuka555 @ Dec 20 2009, 20:49) *
geojorjika' რატომღ გაგაღიზიანა GIA554-ის დაწერილმა და მაგ კაცმა იკიტხა რა იცით ამ ძაღლის შესახებო და ტუ კი არაფერი არ იცი და პასუხს ვერ ცემ ზედმეტი კომენტარების გაკეთება არავის უტხოვია შენტვის .გია რასაც წერს მართალს წერს და თუ კი რამე არ იცის კიტხულობს . და მართლაც უნიკალური ჯიშის ძაღლი ყოფილა და მეც დამაინტერესდა .სამწუხაროდ მე მაგ ძაღლზე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია


და ვინ გითხრა რომ გამაღიზიანა? მე ვთქი რომ კარგი იქნებოდა თუ მთლიან სტატიას დაწერდა ის რას ჟურნალში ეწერა და სხვათაშორის საკმაოდ ვრცლად და საინტერესოდაც , ამ კაცმა ამდენი წერა და ბარემ მარილი მოეყარა და სრულად დაეწერა სტატია რომელზეც მე ვამბობდი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
singbadi
პოსტი Dec 20 2009, 20:06
პოსტი #8


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6
რეგისტრ.: 15-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: terjola



ეხ ამ ქართველებს ყველაფერი კარგი და საუკეთესო გვაქვს მაგრამ მოვლა პატრონობაც რომ ვიცოდეთ უფრო კარგი იკნებოდაjava script:add_smilie(":no","smid_18")
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Dec 20 2009, 22:50
პოსტი #9


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(aleksandre @ 20th December 2009 - 19:25) *
ჩემი აზრით ძაღლი ერთ დროულად ნაბულსაც აკეთებდეს მყეფრის და მდევრის ფუნქციებსაც ითვისებდეს შეუძლებელია.

aragveli
შეუძლებელი არ არის.დრათხარი აკეთებს ნაბულსაც და ცხოველსაც დასდევს,მაგრამ არ იყეფება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Dec 20 2009, 22:59
პოსტი #10


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ვეთანხმები aragvels, ჩაქირა მეძებარი არაა, მყეფრებს მიეკუთვნება. მეძებრები ფრინველზე სანადიროდ სპეციალიზირებული ჯიშთა ჯგუფია, რომელთა მუშაობის დამახასიათებელი თავისებურებაა - ნაბული.
ეგრე, ლაიკასაც ანადირებენ ყველაფერზე და ფრინველზეც მათ შორის, მაგრამ მეძებრებში არ გაუყვანიათ ჯერჯერობით და არც მიაკუთვნებენ არასდროს. newsmile058.gif newsmile05.gif იგივეა ჩაქირას შემთხვევაშიც.
ამიტომაც, ეს თემა სხვა განყოფილებაშია გადასატანი, მყეფრებთან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Dec 20 2009, 23:10
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



AlekoN
ეგ ყველაფერი კარგია ,მაგრამ იქნებ გვითხრათ როგორ შეიძლება ამ ძაღლზე ინფოს მოძიება, ან ჯიშის აღორძინება ?newsmile05.gifnewsmile05.gif

როგორც ჩანს საკმაოდ გესმით და იმიტომ გკითხეთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Dec 20 2009, 23:19
პოსტი #12


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



სურათი თუ მოგეპოვებათ ვინმეს.თუ შეგიძლიათ დადეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Dec 20 2009, 23:22
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



სიამოვნებით ვიყოლიებდი ამ ძაღლის წყვილს. ისე სურათს თუ დადებს ვინმე მართლა კარგი იქნება. და უფრო კონკრეტულად თუ იტყვით სად შეიძლება ამ ძაღლი შოვნა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Dec 21 2009, 02:47
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ამონაწერი სტატიიდან ჯეორგიან თამსიდან პასუხობს იუზა ბერაძე კინოლოგიის ფედერაციიდან


_ საქართველოს რომელი ჯიშის ძაღლები ჰყავს?
_ კავკასიური ნაგაზი. ქართული მთის ძაღლი და იყო ასეთი ჯიში - ჩაქირა, ანუ მეკვერნე, მონადირე ძაღლი, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე ეგზემპლარია შემორჩენილი და რამდენად არის შესაძლებელი ამ ჯიშის აღდგენა, ეს ბევრი წლების და ექსპედიციის შედეგად შეიძლება ითქვას. ამის ხარჯები კი ჩვენს ფედერაციას არ გააჩნია.





ამათ ხო არაფერი შეუძლიათ დაჯე კავკასიური ნაგაზის დარეგისტრირებაბაც ვერ შევძელით თავის დროზე ქართველებმა აბა სად გვეცალა !! და დაგვახიეს რუსებმა ძაღლი newsmile038.gif მყეფარაზე იქნებ მართლა ვიპიკროთ სერიოზულად და ეს ჯიში არ დავკარგოდ.. სურატი რო ვიშოვოთ სადმე არ გამოვა ??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Dec 21 2009, 10:00
პოსტი #15


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ლევანა90
ციტატა(levana90 @ 21st December 2009 - 03:47) *
მხოლოდ რამოდენიმე ეგზემპლარია შემორჩენილი და რამდენად არის შესაძლებელი ამ ჯიშის აღდგენა, ეს ბევრი წლების და ექსპედიციის შედეგად შეიძლება ითქვას. ამის ხარჯები კი ჩვენს ფედერაციას არ გააჩნია.

ვერაფერი ვერ გავიგე, რა ხარჯები უნდა ამ ყველაფერს? ეხლა რახან იშვიათია და მაგიტომ ლეკვზე 1000 ლარს დააწესებენ ეგრე არაფერი
არ ეშველება ამ საქმეს, მართლა თუ უნდათ ამ ჯიშის აღდგენა მე ვიქნები ერთ ერთი პიონერი და ავიყვანდი ლეკვს თუ მომცემენ, კარგადაც მოუვლი და
სელექციისთვისაც მოვამზადებდი, და ჩემნაირი კიდევ ბევრი გამოჩნდება ალბათ, ესეთი სიმდიდრე თუ გვაქვს არა მგონია ვინმემ არ დაუჭიროს მხარი
ამის პოპულარიზაციას... მაინცდამაინც ძაღლთსაშენით არ არის საჭირო ყველაფრის დაწყება, ჩემი ხარჯებით გამოვკვებავ, ვაქცინაციებსაც ჩაუტარებ
და ვეტერინარის ხარჯებსაც დავფარავ.......

რაც შეეხება თითონ ძაღლს, ნამდვილად არ ვიცი რეალურად რისი გამკეთებელია, საერთოდ ვარგა რო? მე იმის ეჭვი მაქვს რომ თითონ ჯიში
არ უნდა იყოს კარგი თორე ეს თემა სალაპარაკო არ იქნებოდა, თუმცა ესმეორე საკითხია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V   1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 01:12