ჯოსეფ მენტონი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ჯოსეფ მენტონი
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 5 2013, 14:38
პოსტი #1


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





ჯოსეფ მენტონი
(Joseph Manton)
დღეს საქართველოში შეიძლება ამ მეიარაღის არც ერთი თოფი არ ინახებოდეს, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ სანადირო თოფების ინგლისური სკოლაზე, მისი საფუძვლების ჩამყრელის იგნორირება უსამართლობა იქნებოდა.
ჯოზეფ მენტონი დაიბადა 1766 წელს. იგი ჯერ თავის უფროსი ძმის, ჯონის, ასევე მეიარაღის კომპანიაში მუშაობდა, ხოლო შემდეგ, 1789 წელს თავისი სახელოსნო გახსნა. ჯოზეფ მენტონმა მთელი თავისი ნიჭი და ენერგია სანადირო თოფის გაუმჯობესების საქმეს შეალია. დაიწყო კაფსულიანი თოფების ერა და მენტონმა შექმნა ამ მოდელის თოფის სრულიად ახალი სისტემა და 1818 წელს დააპატენტა იგი. მას ჰყავდა მეგობარი, მოუღლელი და გატაცებული მონადირე, პოლკოვნიკი პიტერ ჰოკერი, რომლის გონებაც უამრავ ახალ იდეებს აფრქვევდა. მისი რჩევით ჯოზეფ მენტონი აუმჯობესებდა თოფის კონსტრუქციას და გადასცემა მას გამოსაცდელად. მენტონის კონსტრუქციის თოფები მთელს ინგლისში გახდა პოპულარული.
არც ერთი ის ტექნიკური სიახლე, რაც ჯოზეფ მენტონმა თავისი თოფის კონსტრუქციაში ჩადო, მომავალ სანადირო თოფებს არ შემორჩა, მაგრამ მუშაობის იმ ახალმა სტილმა, საქმისადმი კეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ, ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების ესთეტიკურ ღირებულებებთან შერწყმამ, რაც მან თავის მოწაფეებს, ჯეიმს პერდეს და თომას ბოსს ჩაუნერგა, საფუძველი ჩაუყარა ინგლისურ საიარაღო ხელოვნებას. აქ სიტყვა ხელოვნების ხმარება, გაზვიადებული არ არის. გამოჩენილი რუსი ნატურალისტი და იარაღთმცოდნე ბუტურლინი ლონდონელ მეიარაღეებს „ლონდონელ არტისტებს“ უწოდებდა (Art - ხელოვნება). ამ ლონდონელი არტისტების ორი ბრწყინვალე წარმომადგენელი, ჯეიმს პერდე და თომას ბოსი ახალგაზრდობაში საიარაღო ხელოვნებას ჯოზეფ მენტონის სახელოსნოში ეზიარნენ. შემდეგში სახელმოხვეჭილი ლანკასტერი მისი შეკვეთით თოფის ლულებს ამზადებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნაწარმი ჯოზეფ მენტონის მოთხოვნილებების შესაფერი უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთი, შემდეგში სახელგანთქმული მეიარაღე ვ. გრინერი (ვ.ვ. გრინერის მამა) მუშაობდა მენტონთან, ოღონდ ჯონთან, ჯოზეფის ძმასთან. სწორედ მასწავლებლისა და მოსწავლეების ამ თანავარსკვლავედმა ჩაუყარა საფუძველი ინგლისურ საიარაღო ხელოვნებას.
ინგლისური თოფების მწარმოებელი კორიფეების თოფების უამრავ ღირსებათა შორის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად მათი საოცარი გამძლეობა ითვლება. თვისება, რომ დადებითი მონაცემები წლების განმავლობაში შეინარჩუნონ. როგორც ჩანს, ეს ღირსებაც მათ მენტონისაგან შეითვისეს. „თოფით მონადირეთა ჯიბის წიგნში“ ვაკსელი წერს:
„მე მინახვს სახელგანთქმულ ძველი ლონდონელი ოსტატის, მენტონის თოფი. იგი 40 წელიწადს ემსახურებოდა გატაცებულ მონადირეს, იყო განუწყვეტლივ ხმარებაში, არც ერთხელ არ ყოფილა გადაჩარხული, არ მოუთხოვია უმცირესი შეკეთებაც კი და დღემდე განაცვიფრებს ყველას ძლიერი მიტანით.“
ჯოზეფ მენტონი 1835 წელს გარდაიცვალა. მის საფლავს ამშვენებს მისი მეგობრის, პიტერ ჰოკერის სიტყვები: „სახსოვრად მისტერ ჯოსეფ მენტონს, რომელიც ყველასათვის სამწუხაროდ 1835 წლის 29 ივნისს, 69 წლისა გარდაიცვალა. ეს მოკრძალებული დაფა მისმა დამწუხრებულმა ოჯახმა განათავსა ერთი მიზნით - აღნიშნოს ადგილი, სადაც განისვენებს მისი ნეშტი. მაგრამ ამ უდიდეს გენიოსს სამუდამო ძეგლი დედამიწის ყველა კუთხეში უკვე დაუდგა მისმა ისეთ უდიდეს მეიარაღედ აღიარებამ, როგორიც კი ოდესმე განგებას ქვეყნიერებისათვის უბოძებია. დამფუძნებელისა და თანამედროვე საიარაღო წარმოების მამისა და გამოჩენილი გამომგონებლისა, არა მარტო თავისი მეგობრის, მსოფლიო სპორტის სასახელოდ, არამედ მეფისა და მისი ქვეყნის საკეთილდღეოდაც.“
ინგლისში, ჯოზეფ მენტონის გარდაცვალებიდან 170 წლის შემდეგაც კი მას ყველა დროისა და ყველა ხალხების პირველ მეიარაღედ მოიხსენიებენ.

ავტორი ოთარ ლომთაძე, სტატია წიგნიდან "სანადირო თოფი".







Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Dec 5 2013, 17:03
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგია ბლექ small3d018.gif

ბატონი ოთარი ხომ დიდი მცოდნე და ლეგენდაა უკვე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Hubert
პოსტი Dec 5 2013, 17:13
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 429
რეგისტრ.: 16-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ძალიან მიხარია ასეთი თემები რომ იხსნება! მენტონი ინგლისელ მეიარაღეთა მამა ნამდვილად იყო!!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Hubert: Dec 5 2013, 17:13
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Dec 5 2013, 17:26
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კააგიაააააა მაგარიაა ესეთი სტატიები კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ ფორუმის მაღალ ინტელექტზე და მის ინტელექტუალურ სიმდიდრეზე ბრავო ვრავისიმო პერფექტო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Dec 5 2013, 18:53
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Dec 5 2013, 18:57
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგია, თანაც ძალიან სასიამოვნო "ენით" არის დაწერილი, ველოდები შემდეგ სტატიას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 22 2013, 14:03
პოსტი #7


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მეიარაღეების ბიოგრაფიების წაკითხვისას რაღაც კითხვები გამოჩნდა მაგალითად მენტონებზე: რატომ შეწყვიტეს არსებობა ჯონ და ჯოზეფ მენტონების ფირმებმა? ისინი მე-19 საუკუნის დასაწყისში უაღრესად ცნობილები, ძალიან კარგ და ძვირფას იარაღს ამზადებდნენ, ჰყავდათ მემკვიდრეები, რომლებიც იმ დროს ინგლისში საკმაოდ გამოცდილი და ცნობილები იყვნენ (მაგალითად ჯოზეფის ერთი შვილის, ჩარლზის მიერ დამზადებული კარაბინის კონსტრუქცია ინგლისის ჯარმა 1833 წელს შეიძინა, თავისი კავალერიის ნაწილებისთვის. რატომ მიჰყიდა ჯოზეფ მენტონმა (ჯოზეფს ინგლისში შემოკლებით ჯფ-ს ეძახდნენ) პერდეს 1826 წელს ის ხომ კიდევ 9 წელი მუშაობდა და ამზადებდა თოფებს? ჯ.ლანგის ბიოგრაფიის წაკითხვისას ყველა ავტორი ხაზს უსვამს, რომ ლანგის მაღაზია, რომელიც ჯ.ფ მენტონის სახელოსნოს მისამართზე მდებარეობდა, ძირითადად თავისი, ე.ი. ლანგის და ჯო მენტონის თოფებით ვაჭრობდა.
აუქციონებზე თოფების ჩამონათვალში ხშირად შემხვედრია ასეთი კომპანია Manton&co. Calcutta (მენტონი და კომპანია კალკუტა). მაინტერესებდა, რომელი მენტონის იყო ეს ფირმა. რატომ კალკუტა და არა ლონდონი ან დელი მაინც?
რატომ არ დარჩა არავითარი ჩანაწერები, კლიენტების წიგნები ჯონ და ჯო მენტონების ფირმების?
ჰოდა, საკმაო ინფორმაციის მოძიების შემდეგ ყველაფერი გაირკვა: მე-19 საუკუნის დასაწყისში ჯო მენტონი ინგლისში ცნობილი და მდიდარი ადამიანი გახლდათ, ძვირფასი იარაღის წარმოების და კიდევ უფრო ინგლისის სახელმწიფო და ჯარის შეკვეთების ხარჯზე. მენტონის კუთვნილ სტენდზე სროლაში ვარჯიშობდა ინგლისის არისტოკრატია. სწორედ აქ ჩაისახა სამტრედე (გლუვლულიანი თოფით) და შორ მანძილებზე სროლა (შტუცერებით და კარაბინებით).
ჯო მენტონს ხასიათი საკმაოდ მძიმე და ჯიუტი ჰქონდა. მან წამოიწყო სასამართლო დავა ინგლისის ჯართან და ფლოტთან გადახდილი თანხის თაობაზე. ჰქონდა სასამართო დავა სხვა გამომგონებლებთან. სხვათაშორის საკუთარ ძმასთა, ჯონთანაც კი ჰქონდა სასამართლო პროცესი.
ყველაფერმა ამან: სასამართლოებმა, ადვოკატებმა, ჯარიმებმა შეარყია მისი ქონებრივი მდგომარეობა და ის 1825 წლისთვის გაკოტრებულად გამოაცხადეს. 1826 წელს მისი ქონების გაყიდვისას აუქციონზე სახელოსნოს დიდი ნაწილი ჯ. პერდემ შეიძინა, ხოლო მცირე ნაწილი და დიდი რაოდენობით მზა, დამთავრებული თოფების ჯ. ლანგმა.
მიუხედავად ამისა, ჯო მენტონი თავისი სიცოცხლის ბოლომდე, 1835 წლამდე, განაგრძობდა მუშაობას და თოფების კეთებას.
ახლა რაც შეეხება Menton&co. Calcutta-ს - 1825 წელს ჯო მენტონმა გაკოტრების შემდეგ ერთ-ერთი თავისი ვაჟი, ფრედერიკ მენტონი გაგზავნა კალკუტაში ფირმის გასახსნელად. რატო კალკუტაში? იმიტომ, რომ ამ დროს ინდოეთის დედაქალაქი იყო კალკუტა, თანამედროვე დელი საერთოდ არ არსებობდა. ამ დროს ინდოეთი უზარმაზარი ქვეყანა იყო. მასში შედიოდა ახლანდელი პაკისტანი და ბანგლადეში, აქ განთავსებული იყო ინგლისის უზარმაზარი ჯარი, ოფიცრებით და გენერლებით, ქვეყნის მართველობით ორგანოებში უამრავი ჩინოვნიკი და პლიუს ადგილობრივი თავადაზნაურობა: რაჯები, მაჰარაჯები და ბევრი შეძლებული ნადირობის მოყვარული.
ისტორიამ აჩვენა, რომ ფირმის გახსნა ძალიან გამართლებული იყო.
1825-1828 წლამდე ფირმას ფრედერიკ მენტონი მართავდა, შემდეგ იგი ძმამ ჯონ ავგუსტმა შეცვალა 1828-1833 წლამდე. 1836 – 1846 წლამდე კი ფირმას ჯონ მენტონის შვილი, ჩარლზი მართავდა. ამ ფაქტის გამო ინგლისელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ 1825 წელს ბიზნესი ჯონ მენტონმა დააფინანსა. მართალია, მას ძმასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ ძმისშვილებთან შესანიშნავ დამოკიდებულებაში იყო.
ჯონის და ჯოს გარდაცვალების შემდეგ 1834 - 1835 წლებში ფირმების მთელი ჩანაწერები, კლიენტების ჟურნალები, საბუღალტრო წიგნები ლონდონიდან კალკუტაში გაგზავნეს, სადაც ისინი, (უფრო სწორედ ჟურნალების ფურცლები) თურმე, ტერმიტებმა სტულად შეჭამეს.
1846 წელს მენტონები ფირმას ჰყიდიან. იგი შეიძინა ინდოეთში ინგლისის ჯარის ოფიცერმა უოლოსმა, რომელიც 1878 წელს თვითონ მართავდა ფირმას, შემდეგ კი შვილებს გადასცა. 1864 წელს უოლესმა ლონდონში ჰ. ნოკის, ცნობილი ლონდონელი მეიარაღის, ფირმა შეიძინა და მის სახელწოდებაში ლონდონი დაემატა - Menton&co. London, Calcutta. 1911 წელს ინგლისის მეფის გეორგ V-ის ბრძანებით ინდოეთის ახალი დედაქალაქის ახალი დელის მშენებლობა დაიწყეს და ფირმამ 1916 წელს აქაც გახსნა ფილიალი, ამის შემდეგ დასახელებაში დელიც დაემატა.
ფირმა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. 1920 წლებში დიდი დეპრესია ფირმას და ინდოეთს მთლიანად არც კი უგრძვნია. იგი უკვეთავდა ძვირფას და საშუალო იარაღს ინგლისის, ბელგიის და გერმანიის წამყვან მეიარაღეებს.
1946 წელს ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ფირმა ადგილობრივმა ინდოელმა შეიძინა და მან 2001 წლამდე იარსება.
ჯონ და ჯოზეფ მენტონების ვაჟი, ედვარდი, ჩარლზი, ფრედერიკი და ჯონ-ავგუსტი 1838 – 1836 წელებში ავსტრალიაში გადავიდნენ საცხოვრებლად და იქ გააგრძელეს ბიზნესი.
ლონდონში ჯონის და ჯოს შვილებმა ჯორჯ-ჰენრიმ და გილდორმა კი შეჰქმნეს ფირმა და უშვებდნენ საშუალო და იაფიან თოფებს, მაგრამ ამ ფირმასაც დიდიხნის საცოცხლე არ ეწერა:
ინგლისის უდიდეს მეიარაღე ჯოზეფ მენტონზე წერილს, როგორც წესი, მისი უახლოესი მეგობრის პოლკოვნიკ პიტერ ჰოკერის სიტყვებით ამთავრებენ, რომელიც მან დააწერინა მის საფლავის ქვაზე. მე კი მინდა მისი ყველაზე ცნობილი შეგირდის ჯ. პერდე უფროსის სიტყვებით დავამთავრო, რომელსაც ის მასწავლებლის გახსნებაზე იმეორებდა:
„რომ არა ის (ჯოზეფ მენტონი), ჩვენ ყველანი უბრალო მჭედლებად დავრჩებოდით!“

გია კიკაჩეიშვილი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Dec 22 2013, 18:53
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვაა გიააა newsmile05.gif გვეღირსა გიას ნაწერიც small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 09:02