ჯეიმს პერდე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
ჯეიმს პერდე
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 13 2013, 14:39
პოსტი #1


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დინასტიის მამამთავარი ჯონ პერდე შოტლანდიიდან ლონდონში მე-18 საუკუნის დასაწყისში გადმოსახლდა. მისი შვილი ჯეიმსი უკვე მჭედელი-მეიარაღე იყო. მას ყავდა შვიდი შვილი. ყველაზე უმცროსი. ისიც ჯეიმსი, დაიბადა 1784 წელს. 1805 წელს მუშაობდა ჯოზეფ მენტონის სახელოსნოში შეგირდად და კონდახებს ამზადებდა. 1808 წლიდან მუშაობდა თავისი დროის კიდევ ერთ გამოჩენილ მეიარაღე ფორსაიტთან კონდახებისა და ჩამკეტი მექანიზმების ოსტატად. ამ ორი მეიარაღისაგან ჯეიმს პერდე უფროსმა (James Purdey Elder) როგორც მას მოგვიანებით შეარქვეს, შეისისხლხორცა გამომგონებლობით გატაცება, თვისება - არ დაკმაყოფილებული მიღწეულით და ეძებნა გზები თავისი ნაკეთობების ტექნიკური და მხატვრული სრულყოფისაკენ

ჯეიმს პერდე უფროსი

1814 წელს ჯეიმს პერდემ თავისი სახელოსნო გახსნა. 1826 წელს, როცა ჯოზეფ მენტონი ასაკის გამო წარმოებას ჩამოსცილდა, ჯეიმს პერდემ თავისი სახელოსნო მასწავლებლის მისამართზე, ოქსფორდ სტრიტზე გადაიტანა (ზოგიერთი წერილობითი წყაროს თანახმად მან ჯ. მენტონის სახელოსნო შეისყიდა და ამით პირდაპირი თუ გადატანითი მნიშნველობით, მენტონის საქმის გამგრძელებლად მოგვევლინა. ყველა წერილობით დოკუმენტში ფირმის დაარსების თარიღად 1814 წელია მითითებული. 1826 წლისათვის პერდეს თოფებმა ხარისხით თავისი მასწავლებლის თოფებს გაუსწრეს. პერდეს პირველი თოფები კაჟიანი იყო. შემდეგ დაიწყო კაფსულიანი თოფების წარმოება.

პერდეს კაჟიანი თოფი №14 (1816-1817 წლები)


პერდეს კაფსულიანი თოფის №287 (1821 წ.)
1828 წელს დაიბადა ჯეიმს პერდე უმცროსი (James purdey The Jounger). იგი მამის სახელოსნოში მოწაფედ მუშაობდა 1843 წლამდე და მამის სიკვდილის შემდეგ, 1863 წელს სათავეში ჩაუდგა ფირმას.
1877 წელს ოჯახურ ბიზნესში ჩაება უმცროსი პერდეს ორი შვილი, ჯეიმსი და ათოლი, რის შემდეგაც, 1877 წლის 21 დეკემბრიდან ფირმას მიეცა სახელწოდება „ჯეიმს პერდე და შვილები“ (James purdey & Sons). 1925 წლიდან ფირმის სახელწოდება James Purdey & Sons Ltd.

ჯეიმს პერდე უმცროსი
ჯეიმს პერდეს ფირმის თოფების დახასიათება, რომელიც დაწერილია 1878 წელს სერგეი რომანოვის მიერ, ზუსტი და სამართლიანი იყო საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც ამ ფირმის უნიკალურობაზე მეტყველებს: „მიუხედავად იმისა, რომ ამ ოსტატის თოფები რუსეთში ძალზე უმნიშვნელო რაოდენობისა შემოდიოდა, და თავისი ძალიან მაღალი ფასის გამო ადრეც არასოდეს ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ფართო გამოყენებაში, პერდეს სახელი იცის თითქმის ყველა რუსმა მონადირემ. ეს ოსტატი სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი საუკუნის ღირშესანიშნაობად და მხოლოდ ლანკასტერის თოფები თუ შეიძლება შეედაროს მის ნაწარმს.

ათოლ პერდე (1858-1939), შვილებთან ჯეიმსთან (1891-1963) და თომასთან (1897-1957) ერთად

პერდეს ნაკეთები თოფები არ იყოფიან სხვადასხვა ხარისხებად. იგი მათ ამზადებს ერთნაირი ღირსებისას. ისინი გაფორმებულები არიან სადად და არ ბრწყინავენ ძვირფასი მეტალებით. მნახველს მასში სხვა რამ ანცვიფრებს: „შესანიშნავი მხატვრულობა და ყურადღება თოფის ყველა, სულ პატარა ნაწილის მიმართაც კი და მათი მწყობრი, საკვირველი შეხამება მთლიანობაში. თუ პერდეს თოფს დაშლი ნაწილებად და ყურადღებით დაათვალიერებთ, უნებლიედ აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია იარაღის წარმოების ღრმა გააზრებით მიუხედავად გაფორმების სისადავისა, დაკვირვებული თვალი პერდეს თოფისაგან შეუდარებლად უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებს, ვიდრე ნებისმიერ, ათასნაირი სირთულეებით მოხატული სხვა თოფის ხილვისაგან... რასაკვირველია, ასე შესანიშნავად დამზადებული თოფი არ შეიძლება იაფი იყოს. ასე რომ, პერდეს ნამდვილი თოფი რუსეთში ღირს არანაკლებ 600-700 რუბლისა. მაგრამ სამაგიეროდ, ყველა, ვინც მას იყიდის, შეიძლება სრულიად დარწმუნებული იყოს, რომ შეიძინა კაპიტალი, რომელიც სულ მცირე მოვლით, მას მთელი სიცოცხლე მოემსახურება და მაინც არ დაკარგავს ფასს. მთელი მორთულობა პერდეს თოფებში გათვლილია მის მრავალწლიანი მუშაობაზე და არა ეფექტის მოხდენაზე, რაზეც ეს ოსტატი ნაკლებად ზრუნავს.“
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჯეიმს პერდეს ფირმამ ყველა ძვირფასი თვისებები, კარგი მიტანა, საიმედოობა და გამძლეობა შეინარჩუნა გაფორმების სადა სტილის გარდა. მე-20 საუკინის 50-იანი წლების შემდეგ, როდესაც ომებმა და ფინანსურმა კრიზისებმა უამრავი ფირმა წარსულის საკუთრებად აქცია, როდესაც იტალიელი და ესპანელი მეიარაღეების წარმატებულმა წინსვლამ სასტიკი კონკურენცია წარმოშვა, ჯეიმს პერდეს ფირმა იძულებული შეიქნა გაფორმების სადა სტილი შეეცვალა. დამცემ-სასხლეტი მექანიზმის გვერდით ფირფიტებზე და კალატოპის ქვედა ზედაპირზე გაჩნდა ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებები, ნადირობის სცენები. დეკორაციებში დაიწყო ძვირფასი მეტალების გამოყენება.

პერდეს ფირმის თანამშრომლები (1890 წ.) ამ ხელოვან ოსტათთაგან დღეს არც ერთი არაა ცოცხალი, მაგრამ მათი ნახელავი დღესაც აღტაცებას იწვევს

ჯეიმს პერდე უმცროსის სახელს უკავშირდება რამდენიმე გამოგონება, რითაც მან სანადირო თოფების მსოფლიო წარმოებაში მნიშვნელოვანი წვლილი (სურათი) შეიტანა, 1867 წელს ჯეიმს პერდე უმცროსმა გამოიგონა თოფის ლულების საიმედო ჩამკეტი, ე.წ. პერდეს ჩარჩო, დღეს ჰორიზონტალურლულებიანი თოფების დიდ უმრავლესობაში ლულების ჩაკეტვა პერდეს ჩარჩოთი ხდება. 1856 წელს პერდემ დაამზადა კუთხვილლულიანი შტუცერი, რომლის ტყვიასაც გაზრდილი სიჩქარე ჰქონდა და აღინიშნებოდა სიტყვით „ექსპრესი“. ამის შემდეგ მსგავს სანადირო თოფებს ექსპრესები დაერქვა.
1879 წელს ცნობილმა მეიარაღემ, ფრედერიკ ბიზლიმ (Frederick Beesley), რომელიც მას ადრეც ემსახხუტებოდა, პერდეს შესთავაზა თავის მიერ გამოგონებული ახალი ტიპის დამცემ-სასხლეტი მექანიზმი, ერთი პირობით: 200 გამომშვებულ თოფამდე პერდეს მისთვის თითო თოფში დაყენებულ მექანიზმში 5 შილინგი უნდა გადაეხადა, რის შემდეგაც გამოგონება პერდეს საკუთრებაში დარჩებოდა.
ფ. ბიზლის კონსტრუქციის დამცემ-სასხლეტი მექანიზმი განსხვავდება ყველა სხვა, მანამდე თუ შემდეგ შექმნილი მექანიზმებისაგან და დღესაც საუკეთესოდ ითვლება. ამ მექანიზმის დაყენებით პერდეს თოფებმა სხვებთან შედარებით ერთი მნიშვნელობანი უპირატესობა შეიძინეს: გასროლის შემდეგ საკმარისია მონადირემ ზევითა ბერკეტი მოატრიალოს და თოფი თვითონ, ძალის დაუხმარებლად, სწრაფად გადაიხსნება. ცხადია, ეს თავისებურება თოფიდან გასროლილი ვაზნის ამოგდებას და ახლის ჩადებას მნიშნვლოვნად აჩქარებს, რაც სწრაფმსროლელობას ზრდის. 1880 წლიდან დაიწყო ბიზლის მექანიზმიანი თოფების გამოშვება, რომელიც დღემდე გრძელდება..
ამავე დროს, ფირმა უშვებდა ჩახმახიან 12 კალიბრის გლუვლულიან სანადირო თოფებს. თოფების ორივე მოდელი მორთული იყო მაღალ-მხატვრული ინგლისური გრავირებით, რომელიც ყველა თოფებში ზუსტად მეორდებოდა.
მე-19 საუკუნის 70-იან წლებიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ინგლისელი მეიარაღეები თოფებს ხარისხის მიხედვით ჰყოფბდნენ A,B,C,D და E კლასებად. A კლასი, ანუ The best (საუკეთესო), უფრო ძვირი ღირდა. მაგალითად 1912 წლის რუსულ, ფალკოვსკისა და შიროკორიადენკოს მაღაზიის პრეისკურანტში 850 და C კლასისა 780 რუბლი.
დროთა განმავლობაში გამოირკვა, რომ უმაღლესი ხარისხის მოდელების გვერდით ნაკლები ხარისხის მოდელების გამოშვება ჩრდილს აყენებდა ფირმის პრესტიჟს, ამიტომ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან B, C, D და E კატეორიის თოფების გამოშვება შეამცირეს და 1920 წლისათვის საერთოდ შეწყვიტეს.
ინგლისელები სანადირო თოფებს ცდიდნენ ნადირობისას და სპეციალურად ამისავის მოწყობილ სტენდებზე. სტენდი ასე იყო მოწყობილი: დაახლოებით 40 იარდზე განლაგებული იყო გალია, რომელშიც ერთი მტრედი იჯდა. მსროლელის შეძახილზე მის უკან მჯდომი დამხმარე თოკს მოჰქაჩავდა, გალიის კარი იხსნებოდა და იქედან მტრედი ამოფრთხიალდებოდა. მსროლელის ამოცანას წარმოადგენდა მტრედის ძირს ჩამოგდება. იქვე ჰყავდათ ძაღლი რომელსაც ჩამოგდებული მტრედი უნდა მოეტანა.
1894 წელს ლონდონში გაიმართა მესტენდურთა მორიგი შეჯიბრი. თუ რატომ ითვლებოდა ჯეიმს პერდეს თოფები მსოფლიოში საუკეთესოდ, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება იმ ცხრილიდან, რომელიც შეჯიბრის შედეგებს ასახავს.
ცხრილი


ცხრილი აღებულია დონალდ დალასის წიგნიდან. ცხრილიდან ამოღებულია რამდენიმე ჩვენთვის ნაკლებმნიშვნელოვანი ფირმის დასახელება.

ჯეიმს პერდე უმცროსი გარდაიცვალა 1909 წელს. ფირმას სათავეში ჩაუდგა მისი ვაჟი ათოლ სტიუარტ პერდე (Athol Stuart Purdey).
1929 წლიდან წარმოებას სათავეში ჩაუდგა მისი შვილი, თომას პერდე (Thomas purdey). იგი 1954 წლამდე იყო ფირმის აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო სიკვდილამდე, 1957 წლამდე, მისი პრეზიდენტი. 1954 წლიდან ფირმის დირექტორები იყვნენ ლორდი შერვუდი, სერ ვიქტორ სილი, რიჩარდ ბიუმონტი და ლორენს სოლტერი.
2000 წელს ფირმა ჯეიმს პერდემ დაამზადა საიუბილეო №30000 კლასიკური ჰორიზონტალლულებიანი 28 კალიბრის თოფი, სახელწოდებით The Millennium Gun - ათასწლეულის თოფი, Ultra Round Bodi-ს სტილში. თოფზე გამოსახულია კურდღლები, გნოლები და ხოხბები.
დღეისათვის ფირმა შეკვეთით ამზადებს მხოლოდ უმაღლესი კლასის თოფებს, წელიწადში დაახლოებით, 70 ცალს. წარმოება ფაქტიურად, კუსტარულია, ხელის შრომის მაქსიმალური და მანქანურის მინიმალური გამოყენებით. იგი თავის კლიენტებს სთავაზობს ერთ, ტრადიციულად მიჩნეულ კლასიკურ მოდელს ლულების ჰორიზონტალურიგანლაგებით და ერთ ვერტიკალურლულებიანს, ანუ ბოკფლინტს. თოფის მახასიათებლები: წონა, კალიბრი, ლულების სიგრძე, შევიწროვება დამკვეთის სურვილზეა დამოკიდებული. ამას გარდა, ფირმა ეწევა თავისი ძველი წარმოების თოფების შესყიდვას, რესტავრაციას და შემდგომ მათ რეალიზაციას.
ჯეიმს პერდეს სანადირო თოფი, ესაა ყველაზე პრესტიჟული მარკა, რომელიც კი ოდესმე დედამიწის ზურგზე არსებულა. მას ფლობდნენ და ახლაც ფლობენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მბრძანებელი დინასტიები. ტიტულოვანი მონადირეები ესწრაფვოდნენ და ახლაც ესწრაფვიან იყვნენ მისი მფბლობელები.
პირველად ჯეიმს პერდეს ორლულიანი საფანტის თოფი და ერთლულიანი შტუცერი 1838 წელს შეიძინა ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ თავისი კორონაციის აღსანიშნავად. პერდეს თოფებს ფლობდნენ ინგლისის სამეფო გვარის მომდევნო წარმომადგენლებიც. 1991 წლიდან ფირმის სავაჭრო ნიშანზე განთავსებულია ინგლისის სამეფო დინასტიის წარმომადგენელთა სამი ღერბი. პირველი, 1955 წელს ფირმას დედოფალმა ელისაბედ II მიანიჭა, მეორე - 1956 წელს ედინბურგის ჰერცოგმა, ხოლო მესამე - 1981 წელს დღევანდელმა უელსის პრინცმა. მანამდე ასეთივე პრივილეგიები ფირმას მინიჭებული ჰქონდა დედოფალ ვიქტორიასგან, ედუარდ VII-სგან, გეორგ V-სგან, უელსის პრინცისაგან, აგრეთვე ესპანეთისა და შვედეთის მეფეებისაგან.
არსებობს ფოტო, რომელზეც გამოსახულია ცხრა მამაკაცი მდიდრული ჩაცმულობით. ესენი არიან ევროპის მონარქები, რომლებიც 1910 წელს ლონდონში ჩავიდნენ ინგლისის მეფის, ედუარდ VII დაკრძალვაზე. ისინი, ისევე როგორც განსვენებულები, ყველანი იყვნენ ჯეიმს პერდეს ფირმის ყოფილი შემკვეთები: ნორვეგიის მეფე ჰაკონ VII, ბულგარეთის მეფე ფერდინანდი, პორტუგალიის მეფე მანუელ II, საბერძნეთის მეფე გეორგ I,
ბელგიის მეფე ალბერტი, ესპანეთის მეფე ალფონს XIII, ინგლისის ახალი მეფე გეორგ V და დანიის მეფე ფრედერიკ VIII. ინგლისის მეფის, გეორგ მეხუთის კუთვნილი, პერდეს ფირმის ჩახმახიანი წყვილი წიგნის ყდაზეა გამოსახული.
ფირმის მონაცემების მიხედვით, რუსეთში პერდეს თოფის პირველი შემკვეთი იყო დიდი მთავარი კონსტანტინე, 1847 წელს. შემდეგ ნიკოლოზ პირველს, 1850 წელს შეუკვეთა 4 თოფი. ნიკოლოზ მეორემ, 1897 წელს შეუკვეთა კომპლექტი - 12 კალიბრის წყვილი, 1900 წელს კი კიდევ ორი თოფი, მხოლოდ 16 კალიბრისა.



ჯეიმს პერდეს ათასწლეულის თოფი №30000


ჯეიმს პერდეს ჩახმახიანი თოფი რუსულ რევოლუციამდელ პრეისკურანტში

პერდეს თოფები რუსეთის მხოლოდ რამდენიმე, პრესტიჟულ მაღაზიაში იყიდებოდა. ასეთები იყო ბიტკოვის, ვარშავის ამხანაგობის, სოსნოვსკის, ფალკოვსკის და შიროკორიადენკოს, ზიმინის და ნიკიფორეს, ბერნგარდისა და შენბრუნელის მაღაზიები. მათში იყო წარმოდგენილი ორი მოდელი: უჩახმახო და ჩახმახიანი.
აღსანიშნავია, რომ ინგლისურ სიტყვას „Purdey”, რუსები ბოლო 150 წლის განამვლობაში სხვადასხვანაირად კითხულობნდნენ და წერდნენ. ამის მიზეზი იყო ის, რომ რუსებში ეს სიტყვა უხერხულობას იწვევდა ერთი რუსულ სიტყვასთან მსგავსების გამო. თანამედროვე რუსი იარაღთმცოდნე ჯოზეფ მერლინსკი პერდეზე წერდა: „გაუმართლა ბიჭს, რომ ასეთი გვარით რუსეთში ცხოვრება არ მოუწიაო.“
როგორც ლავრენტი არდაზიანის სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი ეცადა თავისი გვარიდან სიტყვა „ჯღანი“ ამოეგდო (მეჯღანუევსკი, მეჯღანუიჩი, და ა.შ) მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ისე რუსი ავტოები ბევრს ეცადნენ ამ დიდი ინგლისელი მეიარაღის გვარისათვის რუსებისათვის მისაღები სახე მიეცათ. ასე მაგალითად, ს. რომანოვი წერდა Пюрдей -ს, ს.ა. ბუტურლინი - Пэрдэ-ს, ა. სატინსკი - Пёрде-ს, შტეინგოლდი - Пердей-ს და ა.შ.
ა.ა. ბიტკოვი თავისი მაღაზიის: „არასოდეს აქამდე მსოფლიოს არ ჰყოლია უფრო გენიალური მხატვარი სანადირო თოფების დამზადებაში. თითოეული თოფი ამ გენიალური მხატვრისა (Художника) არის შედევრი ყველა სხვა თოფებს შორის. ჯეიმს პერდე არის სიამაყე არა მხოლოდ ინგლისელი მეიარაღეებისა, არამედ ის კუთვნლილებაა მთელი კცაობრიობისა. სანადირო იარაღის ყველა მცოდნეთა შორის ეს სახელი მათ მიერ წარმოითქმება ღრმა პატივისცემით. დღეს პერდეს სახელოსნოში თოფებზე შეკვეთები 84,50 ფუნტზე, ანუ 845 რუბლზე ნაკლებად საერთოდ არ მიიღებიან. მზა, დასრულებული თოფები არა აქვთ, ხოლო შეკვეთები სრულდება 6-9 თვის ვადაში. სანადირო თოფების გაუმჯოესების მხრივაც პერდეს პირველი ადგილი უკავია. ყველა მონადირემ იცის „პერდეს ჩარჩო“ და ა.შ. ხოლო მის მიერ შექმნილი თოფები იმდენად სრულყოფილია, რომ არსებობენ ნაყალბევი თოფები, რომლებიც 600-800 რუბლად ფასობენ. შარშან, ლონდონში ჯეიმს პერდეს სახელოსნოს მონახულეისას მე შევუკვეთე ბატონ პერდეს ჩახმახიანი და უჩახმახო თოფები, რომლებიც მაღაზიამ უკვე მიიღო.“

ჯეიმს პერდეს უჩახმახო თოფი რუსულ რევოლუციამდელ პრეისკურანტში

საბჭოთა ლიდერები პერდეს ფირმის თოფებს კი უკვეთავდნენ მაგრამ უბრალო მოქალაქეებს ამის ცოდნის უფლება არა ჰქონდათ. ფირმა იუწყება, რომ 1949, 1960-67 წლებში საბჭოთა კავშირიდან ათამდე 12 კალიბრის თოფი შეუკვეთიათ.
საქართველოში მონადირეები როგორ მოისვენებდნენ, რომ პერდეს თოფების გარეშე დარჩენილიყვნენ. ავტორმა 1974 წლიდან ჯეიმს პერდეს ფირმის 37 თოფი დააფიქსირა და აღწერა საქართველოში. აქედან ოთხი იყო ჩახმახიანი. ყველაზე ძველია № 10498, დამზადებულია 1879 წელს. იგი ეკუთვნოდა ჟურნალისტ გ.კ-ძეს. ეს იყო ორლულიანი კაფსულიანი შტუცერი, რომელიც იდო ფირმისავე ყუთში. შენახულობა საშუალო, ან საშუალოზე უარესი. ყველაზე გვიან. 1937 წელს იყო დამზადებული თოფის № 25422. იგი ეკუთვნოდა ცეკას ყოფილ მდივანს. იყო ძალიან კარგად შენახული და მოთავსებული იყო ყუთში, ფირმის დამადასტურებელი წარწერის გარეშე.
ქართველ მონადირეებს დააინტერესებთ პერდეს თოფების ნუმერაცია წლების მიხედვით:
1877 წ. - № № 9555; 9583 – 9584; 9740, 9760; 9785 – 10107
1878 წ. - № № 10108 – 10356; 10363; 10366 – 10388
1879 წ. - №№ 10357; 10364 – 10365; 10389 – 10625; 10627 – 10639
1880 წ. - №№ 10626; 10640; 10 643 – 10885;
1881 წ. - №№ 10886 – 11106; 11110 – 11113; 11115; 11119; 11123 – 11124;
1882 წ. - №№ 11108 – 11109; 11116 – 11118; 11120 – 11122, 11125 – 11420; 11422 – 11430;
1883 წ. - №№ 11421; 11432 – 11710; 11712 – 11724; 11726 – 11732; 11734 – 11753; 11755 – 11781;
1884 წ. - №№ 11711; 11725; 11733; 11754; 11782 – 12058; 12063;
1885 წ. - №№ 12059 – 12062; 12064 – 12330; 12336 – 12338; 12341 – 12345;
1886 წ. - №№ 12331 – 12335; 12339 – 12340; 12346 – 12616;
1887 წ. - №№ 12617 – 12325;
1888 წ. - №№ 12326 – 13223;
1889 წ. - №№ 13224 – 13510;
1890 წ. - №№ 13511 – 13851;
1891 წ. - №№ 13852 – 14259;
1892 წ. - №№ 14260 – 14605;
1893 წ. - №№ 14606 – 14922;
1894 წ. - №№ 14923 – 15185;
1895 წ. - №№ 15186 – 15509;
1896 წ. - №№ 15510 – 15809;
1897 წ. - №№ 15810 – 16139;
1898 წ. - №№ 16140 – 16479;
1899 წ. - №№ 16480 – 16827;
1900 წ. - №№ 16828 – 17126;
1901 წ. - №№ 17127 – 17439;
1902 წ. - №№ 17440 – 17744;
1903 წ. - №№ 17745 – 18073;
1904 წ. - №№ 18074 – 18320;
1905 წ. - №№ 18321 – 18599;
1906 წ. - №№ 18600 – 18893;
1907 წ. - №№ 18894 – 19204;
1908 წ. - №№ 19205 – 19488;
1909 წ. - №№ 19489 – 19732;
1910 წ. - №№ 19733 – 20007;
1911 წ. - №№ 20008 – 20306;
1912 წ. - №№ 20307 – 20586;
1913 წ. - №№ 20587 – 20967;
1914 წ. - №№ 20968 – 21270;
1915 წ. – 1918 №№ 21271 – 21503;
1919 წ. - №№ 21504 – 21701;
1921 წ. - №№ 22002 – 22215;
1922 წ. - №№ 22216 – 22444;
1923 წ. - №№ 22445 – 22636;
1924 წ. - №№ 22637 – 22828;
1925 წ. - №№ 22829 – 22992;
1926 წ. - №№ 22993 – 23221;
1927 წ - №№ 23222 – 23480;
1928 წ. - №№ 232481 – 23778;
1929 წ. - №№ 23779 – 24076;
1930 წ. - №№ 24007 – 24334;
1931 წ. - 1934 №№ - 24335 – 24871;
1935 წ. - №№ 24872 – 25088;
1936 წ. - №№ 25089 – 25265;
1937 წ. - №№ 25266 – 25479;
1938 წ. - №№ 25480 – 25663;
1939 წ. - №№ 25664 – 25767;
1940 წ. -
1945 წ. - №№ 25768 – 25830;
1946 წ. - 1949 წ. - №№ 25831 – 26173;
1950 წ. - №№ 26174 – 26234;
1951 წ. - №№ 26235 – 26318;
1952 წ. - №№ 26319 – 26389;
1953 წ. - №№ 26390 – 26443;
1954 წ. - №№ 26444 – 26500;
1955 წ. - №№ 26501 – 26562;
1956 წ. - №№ 26563 – 26636;
1957 წ. - №№ 26637 – 26680;
1958 წ. - №№ 26681 – 26778;
1959 წ. - №№ 26779 – 26828;
1960 წ. - №№ 26829 – 26910;
1970 წ. - №№ 27691– 27750;
1980 წ. - №№ 28436 – 28460;
1990 წ. - №№ 29108 – 29187;
2000 წ. - №№ 29393 – 30000;


ცნობილი პიროვნებების ნაქონი ჯეიმს პერდეს ფირმის თოფებიდან აღსანიშნავია ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელის, ანუ როგორც მას უწოდებდნენ, ნიკო ბურის ნაქონი თოფი. იგი იყო ჩადებული ტყავის ყუთში. შეკეთებული იყო უვიცი ხელოსნის მიერ, რომელსაც წარწერები ხელახლა გაუკეთებია და... შეცდომით სიტყვა Purdey-ს ნაცვლად, რუსულად ეწერა Пэрдэ.
ერთი თოფი, სავარაუდოდ, ეკუთვნოდა ცნობილ საბჭოთა მხედართმთავარ როკოსოვსკის, რომელსაც შემდეგ თბილისში ერთი ცეკას მდივანი ფლობდა. ჯეიმს პერდეს ერთი თოფი ცნობილ კომუნისტ მოღვაწეს, აბელ ენუქიძეს რაჭაში ვიზიტის დროს ამბროლაურის მილიციის უფროსის, რაჟდენ მურცხვალიძისთვის უჩუქებია. იგი იყო ძალიან ცუდად შენახული, კონდახი უხეიროდ ჰქონდა გამოცვლილი და ლულაზე წარწერები ცუდად ემჩნეოდა. ერთი 12 კალიბრის ჯეიმს პერდეს ცეკას პირველი მდივნის მჟავანაძის ნაქონი, ცნობილ მესტენდურს, ალბერტ უნტერზეგერეს (ხახანაშვილი) ჰქონდა. ამ თოფმა შემდეგ ერთ ცნობილ მოჭიდავესთან გადაინაცვლა.
საქართველოში არსებული ჯეიმს პერდეს თოფებიდან ყველაზე მეტი - 5 ცალი, გამოშვებულია 1912 წელს. ამ 37 თოფის გარდა, კიდევ იყო 3-4 თოფი, რომელთა აღწერა სხვადასხვა მიზეზთა გამო არ მოხერხდა.
საინტერესოა თუ როგორ იცვლებოდა ჯეიმს პერდეს თოფების ფასები წლების მიხედვით:
1900 წ. ----------------------------- 92 ფუნტი და 2 შილინგი;
1920 წ. ----------------------------- 92 ფუნტი და 8 შილინგი;
1930 წ. ----------------------------- 130 ფუნტი;
1940 წ. ----------------------------- 150 ფუნტი და 10 შილინგი;
1950 წ. ----------------------------- 375 ფუნტი;
1960 წ. ----------------------------- 653 ფუნტი და 2 შილინგი;
1970 წ. ----------------------------- 1500 ფუნტი;
1971 წ. ----------------------------- 2000 ფუნტი;
1976 წ. ----------------------------- 4500 ფუნტი;
1978 წ. ----------------------------- 7500 ფუნტი;
1983 წ. ----------------------------- 11000 ფუნტი;
1993 წ. ----------------------------- 27000 ფუნტი;
2000 წ .----------------------------- 34000 ფუნტი;

მე-20 საუკუნის 30-იან წლების პერდეს ფირმის ბუკლეტში მოცემულია შემდეგი ფასები:
1. უჩახმახო, სანადირო მოდელი, ვიტვორტის ლულებით - 130 ფუნტი;
2. უჩახმახო, სანადირო და სპორტული, სამმაგი ჩაკეტვით - 133 ფუნტი;
3. ჩახმახიანი, ვიტვორტის ლულებით, სამმაგი ჩაკეტვით - 115 ფუნტი;
4. ტყავის ყუთი ერთი თოფისთვის - 14 ფუნტი; ორი თოფისათვის - 18 ფუნტი.

2002 წლის მაისით დათარიღებულ ბუკლეტში ფირმა დამკვეთებს ასეთ ფასებს სთავაზობს:
1. უჩახმახო, ჰორიზონტალურლულებიანი, სანადირო 12, 16, 20 კალიბრი - 46500 ფუნტი.
2. ისეთივე, მხოლოდ 28 კალიბრისა - 48500 ფუნტი;
3. ისეთივე, 10 კალიბრის და 410 კალიბრის - 52000 ფუნტი;
4. ჩახმახიანი, 12 და 20 კალიბრის - 48500 ფუნტი;
5. ბოკფლინტი, 12, 16 და 20 კალიბრის - 55000 ფუნტი;
6. ისეთივე, 28 კალიბრის - 58000 ფუნტი;
7. ისეთივე, 410 კალიბრის - 62200 ფუნტი.

ამ ინფორმაციის წაკითხვისას მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ფუნტის მყიდველობითი უნარი უკანასკნელი 100-130 წლის განმავლობაში უცვლელი არ იყო. არსებობს წერილობითი ინფორმაცია, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს ერთმა ინგლისელმა დიდებულმა თავისი შვილი ევროპაში სამოგზაუროდ როცა გაუშვა, მას სახარჯოდ 80 ფუნტი სტერლინგი გაატანა.
როგორც ზემოთ უკვე იყო აღნიშნული, ავტორის მიერ ბოლო 40 წლის მანძილზე დაფიქსირებული თოფებიდან 37 თოფი აღიწერა. მათი ნომრებია:
10498; 10537; 11851; 14162; 15074; 15151; 16559; 16789; 16606; 16435; 16564; 16140; 16329; 17395; 17759; 17777; 18616; 18403; 18498; 18686; 18781; 18901; 19242; 19304; 19518; 19900; 20320; 20393; 20404; 20421; 20471; 20571; 21072; 2234; 23005; 23686; 25422.
ამათ გარდა არის კიდევ რამდენიმე თოფი, რომელთა მხოლოდ ნომრებია დაფიქსიერბული, სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ მკითხველს საშუალება მიეცემა ამ თოფების წარმომავლობასა და პარამეტრებს გაეცნოს. 50-ე ცხრილში მოცემულია ზოგიერთი მათგანის პარამეტრები.




21-ე საუკუნის დასაწყისში მოსკოვში გაიმართა „მრგვალი მაგიდა“, რომელსაც ესწრებოდნენ ჟურნალ „мастеr ружьё“-ს გამომცემელი იგორ სამოხინი, და მთავარი რედაქტორი სერგეი სტაროდუბცევი, მაღაზიის „Oхотник на головинском” გენერალური დირექტორი სტეპან ბობროვი და ფირმა James Purdey & Sons Ltd-ს მმართველი ნაიჯელ ბომონი (Nigel Beaumont). რუსების კითხვებს პასუხობს ინგლისელი.
აი მათი საუბრის შემოკლებული თარგმანი:
კითხვა: როგორია მყიდველის საშუალო ასაკი?
ბომონი: ... ესაა ჩამოყალიბებული ადამიანი, მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებით, რომელმაც იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანს ესმის რაში გადაიხადა ფული. ეს მისი შინაგანი კულტურის და განათლების მაჩვენებელია.
კითხვა: მაგრამ არის მეორე მხარეს. ნაწილობრივ პერდეს კლასის თოფის ფლობა განიხილება, როგორც კაპიტალდაბანდება?
ბომონი: გარკვეული აზრით, ეს ასეც არის.
კითხვა: ბოლო დორს ვინმემ რუსეთიდან თუ შეგიკვეთათ თოფი?
ბომონი: ფირმას უკავია პოზიცია, რომლის მიხედვითაც ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება შემკვეთის სურვილის გარეშე ხდება.
კითხვა: საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწეებიდან? მაგალითად ხრუშჩოვს ჰქონდა პერდეს თოფი?
ბომონი: იმ დროს თოფების შესყიდვას აწარმოებდა საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენლობა ლონდონში. ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იქნებოდა საბოლოო მომხმარებელი
კითხვა: ბევრი საიარაღო ფირმა უშვებდა და უშვებს როგორც მაღალი კლასის თოფებს, ასევე საკმაოდ რიგითებს?
ბომონი: ჩვენ ვუშვებთ მხოლოდ უმაღლესი კლასის თოფებს The Best Gun. უნდა აღინიშნოს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, დაახლოებით 6 წლის მანძილზე, ფირმა არ უშვებდა ასეთი მაღალი ხარისხის თოფებს. მაგრამ მალე გახდა გასგები, რომ ეს ადაბლებდა „ფირმის სახელს“
კითხვა: სად უკვეთავთ გრავირებას?
ბომონი: ჩვენ 14 გრავიორი გვყავს დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, იტალიაში და ამერიკაში.
კითხვა: არის თუ არა ასეთი ცნება: „მეიარაღე ოსტატების დინასტია“?
ბომონი: ფირმაში 3-4 ოჯახია, რომელთა მეოთხე თაობა მუშაობს ჩვენთან.
კითხვა: რამდენ თოფს ამზადებთ წელიწადში?
ბომონი: 1947 წლიდან 60-70 თოფს. ომამდე ორჯერ მეტს ვამზადებდით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრი შემკვეთი დავკარგეთ. აღარ არსებობს ბევრი სამეფო დინასტია, რომლებიც მოდას ამკვიდრებდნენ.
კითხვა: ახლა რომ ლონდონში პერდეს მაღაზიაში შეხვიდეთ, დაინახავთ ძველ ფოტოებს, რომლებზეც გამოსახულები არიან რუსი ვაჭრები და მეწარმეები. რომელი ქვეყანა ლიდერობს ახლა შეკვეთების მხრივ?
ბომონი: ომის შემდეგ შეკვეთების 75% მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
კითხვა: დავუბრუნდეთ ძველ თოფებს. გამოისყიდის თუ არა მას ფირმა კერძო პირებისაგან რესტავრაციისა და შემდგომი რეალიზაციისათვის?
ბომონი: ყველა ძველ თოფს აქვს ფასი, რომელიც განსხვავდება ახლისაგან. არ უნდა ვიფიქროთ, რომ წარწერა James Purdey & Sons ავტომატურად აქცევს თოფს უნაკლოდ. მთავარია, რა მდგომარეობაშია იგი. პირველი მტერი კარგი თოფისა არის ენთუზიასტი მეიარაღე! ის მეიარაღე, რომელსაც აინტერესებს: „რა არის შიგნით?“
კითხვა: ძალიან ემატება ფასი თოფს, თუ იგი ეკუთვნოდა „ისროტიულ პიროვნებას“?
ბომონი: თუ ამის დოკუმენტური დადასტურება არსებობს, შეიძლება ფასმა რამოდენიმეჯერ გადააჭარბოს ჩვეულებრივს. თუ თქვენ გაქვთ ჩვენი თოფი, ჩვენ შეგვიძლია შეგიყვანოთ ჩვენს ჩანაწერებში, როგორც ამჟამინდელი მფლობელი.
კითხვა: როგორ ხდება თოფის ექსპერტიზა და მისი შეფასება? როგორია ექსპერტიზისა და შეფაების მექანიზმი?
ბომონი: უპირველესად განისაზღვრება ლულების მდგომარეობა. ეს მნიშვნელობანი კრიტერიუმია. მაგალითად, გაცვეთილი (расстрелианое) ლულები მაშინვე ამცირებს თოფის ფასს. მექანიზმი, თუ შიგ არ იძრომიალა მეიარაღე-ენთუზიასტმა, ასწლიან თოფებშიც კი კარგადაა შენახული. მესამე კრიტერიუმია კონდახის მდგომარეობა.
კითხვა: თქვენ თვითონ როგორ აფასებთ შეფარდებას „ფასი - ხარისხი“ თქვენს თოფებში იმ გაგებით, რომ ხომ არ ემატება მას ფასი „სახელგანთქმულობისათვის“
ბომონი: ღმერთი-რჯული, ჩვენი თოფები არაა ყველაზე ძვირი. მაგალითად, თუ შევადარებთ ბოსის, ჰოლანდ-ჰოლანდის და იტალიელი ფაბრის თოფებს, ისინი უფრო ძვირად ფასობენ იმისდამიუხედავად, რომ მთლიანად მანქანური წარმოებისანი არიან.
კითხვა: გრავირებაც?
ბომონი: ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ. ლაზერი აკეთებს საბაზრო მონახაზს, ოსტატი მას მხოლოდ ბოლომდე დაიყვანს.
კითხვა: შეგიძლიათ განმარტოთ „Best Gun”?
ბომონი: ესაა უკომპრომისო ხარისხი, იდეალური ბალანსი და ელეგანტურობა. თოფის სული.. მე ბევრი მინახავს, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, მხოლოდ ინგლისურ თოფებზე შემიძლია სიტყვები: „სული და ელეგანტურობა“.

სტატია წიგნიდან "სანადირო თოფი" ავტორი ოთარ ლომთაძე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Dec 13 2013, 15:45
პოსტი #2


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სუპერ !!! small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Dec 13 2013, 15:59
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ბრავო, ბრავო...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 13 2013, 16:34
პოსტი #4


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სუპერი ბატონი ოთარია ნამდვილად. ეს ყველაზე ვრცელი და ამომწურავი სტატიაა პერდეზე რაც მინახავს. მოცემულია ნომრები..რითაც ადამიანი შეძლებს თავისი თოფის ასაკის დადგენას და რავიცი..მოკლედ ყველაფერს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 13 2013, 16:41
პოსტი #5


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(levani @ 13th December 2013 - 16:39) *
მხოლოდ ინგლისურ თოფებზე შემიძლია სიტყვები: „სული და ელეგანტურობა“.

აი ეს ფრაზა ზუსტად ასახავს იმას..რატომ ვაფანატებ კლასიკურ თოფებზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Dec 13 2013, 17:07
პოსტი #6


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბლექ
ნელნელა ჩვენი ფორუმის მემატიანე ხდები
ასაკიც ხელს გიწყობს, გამოცდილებაც და გემოვნებაც.
ხვალიუ დარაგოი, ხვალიუ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი Dec 13 2013, 17:57
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლეონ-ბლექი
ერთი თემა გაქვს გახსნილი "პროფესიონალების კომენტარები"
იქნებაო ლეუშ და ვერ ვპოულობ და მოგვაძებნინე რა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ams
პოსტი Dec 13 2013, 18:05
პოსტი #8


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ლეონ-ბლექი
მაგარი ხარ რა ძმაო ძალაა f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 14 2013, 00:54
პოსტი #9


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nukry @ 13th December 2013 - 19:07) *
ნელნელა ჩვენი ფორუმის მემატიანე ხდები

newsmile035.gif newsmile035.gif
იღლიაში გამორღვეულ კაბელასის ბუშლატაზე რომ გადავალ მერე ნახე.. newsmile035.gif
ციტატა(gio2515 @ 13th December 2013 - 19:57) *
ერთი თემა გაქვს გახსნილი "პროფესიონალების კომენტარები"

ეგ ახალი თემაა დამღებში. ჯერ არ გაგვიშვია..მაგრამ თუ რამე გაინტერესებს დაწერე და გაგცემენ პასუხს პროფესიონალურ დონეზე.
ams
დავიმორცხვე.. blashe.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 14 2013, 03:07
პოსტი #10


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლეონ-ბლექი

ეგეთი დალაგებული სტატია ვიკიპედიაზეც არ მინხავს, საღოლ შენ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Dec 14 2013, 10:50
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კარგია ბებერი კააარგია ეგრე გააგრძელეე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Dec 14 2013, 11:48
პოსტი #12


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბლექ, რა მითXარი იცი?
ეს სტატია Dაკოპირებულია თუ შენი შემიქმედებაა Mთლიანად?
თუ Eგრეა, საავტორო უფლებებით უნდა ვისარგებლოთ, შემთხვევით ვინმეს ხელი რომ არ წაუცდეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Dec 14 2013, 12:34
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ნამდვილად დიდი სიამოვნებაა ამ სტატიების წაკითხვა
ისე მე კი ვიცი სად ბუდობს ერთი პერდე საქართველოში, თანაც იყიდება newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 14 2013, 16:02
პოსტი #14


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ნუკრიMax
ეო ოთარ ლომთაძის სტატიაა წიგნიდან "სანადირო თოფი" წარმოუდგენლად საინტერესო წიგნია..იმიტომ..რომ ამ ადამიანმა..მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება დაუთმო კლასიკური თოფესის შესწავლა-ძიებას. ამ წიგნში არის მისი პირადი აღმოჩენებიც..რომელიც სხვაგან უბრალოდ არ არსებობს(ვიკიპედიაშიც კი)არის ამ დარგის ექსპერტი. ეგ წიგნი კი მისი ნამოღვაწარის ერთად თავმოყრაა. მე მადამდე ბევრი მიკლია..მაგრამ ვცილობ მეც. newsmile05.gif (უფრო ტექნიკური განხრით)

პირადად ავტორმა..მოგვცა ექსკლუზიური უფლება ამ სტატიების გამოქვეყნების..მხოლოდ ოჩოპინტრეზე. ასე რომ ხელი ნამდვილად არ უნდა წაუცდეს არავის. ექსკუზივი ჩვენია..ანუ ochopintre.ge-ს.

ყველაფერს ნამდვილად ვერ გადმოვიტან..მაგრამ მაგარი საინტერესო სტატიები ჯერ კიდევ წინ არის.(ჯერ ისტორიებს მივადგე)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 14 2013, 16:10
პოსტი #15


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(feroni @ 14th December 2013 - 14:34) *
ისე მე კი ვიცი სად ბუდობს ერთი პერდე საქართველოში, თანაც იყიდება

უფრო კონკრეტული ინფორმაცია არ იქნებოდა ცუდი.
ციტატა(levani @ 13th December 2013 - 16:39) *
ბომონი: უპირველესად განისაზღვრება ლულების მდგომარეობა. ეს მნიშვნელობანი კრიტერიუმია. მაგალითად, გაცვეთილი (расстрелианое) ლულები მაშინვე ამცირებს თოფის ფასს. მექანიზმი, თუ შიგ არ იძრომიალა მეიარაღე-ენთუზიასტმა, ასწლიან თოფებშიც კი კარგადაა შენახული. მესამე კრიტერიუმია კონდახის მდგომარეობა.

აი ამას..თვითონ პერდეს წარმომადგენელი ამბობს...ამიტომ შეფასების გარეშე.. ნამდვილად გაუჭირდება. აჩვენოს ბატონ ოთარს და ზუსტ დასკვნას მიიღებს. ბევრი ეგეთი დასკვნა აქვს დაწერილი.(რამდენიმე პერდეს..თვიტონაც ფლობდა)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 10:17