ზაუერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
Bone
პოსტი Oct 4 2012, 09:26
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ა. სატინსკი თავის ცნობილ წიგნში "იარაღის შტამპები და მათი მნიშვნელობა" 1953 წელს წერდა: "იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი ყველაზე მეტად გაჯერებულია ზაუერის თოფებით, ჩვენში, რევოლუციამდე და მის შემდეგაც უზარმაზარი რაოდენობით, რომ შემოჰქონდათ"-ო გადაგვაწყვეტინა, გერმანული თოფების აღწერა - ზაუერით დაგვეწყო.
ქართველი მონადირეები, უცხოურ სანადირო თოფებს, ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. მთელი ასი წლის განმავლობაში, ყველაზე პოპულალურ უცხოურ ფირმას ჩვენში - ფირმა ზაუერი წარმოადგენდა. ( J.P. SAUER & SOHN, Suhi in Th.) ანუ ზაუერი და შვილი ქალაქი ზულიდან, რომელიც გერმანიაში - ტურინბიის მიწაზეა.
იარაღის ცნობილი ოსტატი ლეონიდ მედვედევი (თბილისში მუშაობდა 1945-1983წ.წ) ამბობდა : " იაფასიანი უცხოური თოფებიდან ყველაზე კარგია ზაუერიო". ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ჩვენც რუბრიკას "სახელგანთქმული ფირმები" - ზაუერით ვიწყებთ.



1751 წელს, გერმანიის ქალაქ- ზულში მცხოვრებმა მეიარაღემ იოჰან პაულ ზაუერმა, საიარაღო საწარმო გახსნა და დაიწყო თოფების გამოშვება. მან კომპანიონად თავისი შვილი - პაული აიყვანა. XIX საუკუნის ბოლოს, ფირმა ზაუერი ჩარხების პარკს აფართოვებს, რაც თავის მხრივ, შრომაში მანქანური წარმოების წილს ზრდის. ეს კი წარმოებული თოფების რაოდენობას, მკვეთრად ამაღლებს. ითვლება, რომ ზაუერმა საფუძველი ჩაუყარა გერმანიაში იარაღის ინდუსტრიალურ წარმოებას.
1870-1871 წლების, ფრანკო-პრუსიის ომის მსველობისას, ზაუერმა 150 000 შაშხანის დამზადების შეკვეთა მიიღო. გაიზარდა გლუვლულიანი სანადირო თოფების წარმოებაც. მათი დიდი ნაწიული რუსეთის იმპერიაში იგზავნებოდა. როგორც ჩანს არამხოლოდ მზა პროდუქცია იგზავნებოდა, არამედ სანადირო თოფების სხვადასხვა ნაწილებიც. ამ პერიოდში თბილისში სამი გერმანელი იარაღის ოსტატი- გეგელე, კურცი და გიუჩკე მუშაობდნენ. ისინი სანადირო თოფებს, ევროპიდან მიღებული მზა ლულების და სხვა ნაწილებისგან აწყობდნენ. მათ, რასაკვირველია კავშირი ჰქონდათ თავიანთ თანამემამულეებთან და თვით ზაუერთანაც. 1896 წელს თბილისში გამომავალ ფრანგულენოვან გაზეთში განთავსებულია მეიარაღე ოსტატის - გოტლიბ კურცის რეკლამა, რომელშიც მოქალაქეებს, სამ ლულიან სანადირო თოფებს სთავაზობს. იქვე გამოსახულ თოფის ლულებს აქვს რუსული წარწერა "ზაუერ ი სინ", ხოლო მექანიზმზე გ. კურცი, ტფილისი.



რევოლუციამდე, ზაუერის ფირმა უშვებდა სანადირო გლუვლულიანი თოფების და შტუცერების 35 მოდელს და ორიგინალურ კარაბინს - "ტელს". ფირმა, თოფის ლულების დასამზადებლად იყენებდა მხოლოდ მეტალურგიული ფირმა- კრუპის რამოდენიმე მარკის ფოლადს: " KRUPP INERSO-LAUF ან KRUPP-LAUF". გლუვლულიანი თოფების ლულები ძირითადად მზადდებოდა ტიგელური დნობის ფოლადისაგან და ჰქონდათ წარწერა: " Flus-Stahi KRUPP,ESSEN". უფრო ძვირფასს თოფებზე, ზაუერი აყენებდა ე.წ. სპეციალურ ფოლადს - მარკით "სამი რგოლი".



ზაუერმა მოიპოვა მონოპოლიური უფლება, რომ ეს ფოლადი- თოფის ლულების წარმოებაში, მხოლოდ მას გამოეყენებინა(ამას იგი, თავის კატალოგებში საგანგებოდაც აღნიშნავდა). თოფები სამრგოლიანი ფოლადის ლულებით, მალე ძალზედ პოპულალური გახდა საშუალო და დაბალი შეზლების მონადირეებში. ასეთ თოფებს სიყვარულით "ტრიკალცას" ეძახდნენ. მოგვიანებით დაახლოებით 1910 წლის შემდეგ, ამ ფოლადის გამოყენების უფლება სხვა გერმანულმა და ზოგიერთმა ბელგიურმა ფირმამაც (მაგ.: დიუმულენმა) მოიპოვეს.
თოფები სამრგოლიანი ლულებით მეტად ძვირად ფასობდა. ზაუერი ძვირფას თოფებზე, აყენებდა აგრეთვე კრუპის უჟანგავ ფოლადს, რომელსაც "ნიროსტა" ერქვა.
1950 წლის შემდეგ გამოშვებულ ზაუერის თოფის ლულებზე გამოჩნდა ასეთივე წარწერა, მხოლოდ ოთხი რგოლის გამოსახულებით.
კრუპის მეტალურგიული ქარხნები, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დასავლეთ გერმანიაში დარჩა, ხოლო გდრ-ს ტერიტორიაზე - ქ.ზულში დარჩენილი საიარაღო ქარხნები ერთხანს, ფოლადის ძველ მარაგს იყენებდნენ. რომელიც 1949 წელს გაუთავდათ. ამის შემდეგ თოფის ლულების დამზადება საბჭოთა -50A მარკის ფოლადისაგან დაიწყეს და მას ოთხი რგოლისაგან შემდგარი დამღა დაარტყეს.
ზაუერის თოფების სამიზნე - თამასის ბოლოში, სავაზნის თავზე ამოტვიფრული იყო ხელკეტიანი მამაკაცის ფიგურა: ეს გამოსახულება წარმოადგენდა ზაუერის საფაბრიკო ნიშანს. ზოგი მონადირე მას შეცდომით აღიქვამდა, როგორც თოფიან კაცს. აქედან მოდიოდა გამოთქმა "ჩელავეკ ს რუჟიომ".
ქვევით მოვიყვანთ ზაუერის ძირითადი მოდელების აღწერილობას, რომელსაც ფირმა XX საუკუნის პირველ მეოთხედში უშვებდა..
მოდელი-1 ორლულიანი, ჩახმახიანი, ლულები დამზადებულია კრუპის ტიგელური ფოლადისაგან. კალიბრი 12-16-20, ფასი 100 მარკა.



მოდელი-2 ისეთივე, მხოლოდ უფრო მაღალმატერული გრავირებით. ფასი- 120 მარკა.



მოდელი-3 და -4 ისეთივე, მხოლოდ კომბინირებული, მოდელი 3 გლუვლულიანია, მოდელი-4 კუთხვლულიანი 8-11 მმ. ტყვიით.



მოდელი-5 გლუვლულიანი, მაღალმხატვრული, ცალობითი ნამუშევარი, ფასი-160 მარკა.



მოდელი-6 და -7 კომბინირებული, გლუვლულიანი კალიბრი 12-16-20. კუთხვილლულიანი -8 ან -11მმ ტყვიით.ფასი 160-225 მარკა.



მოდელი-8 ესაა ზაუერის, ყველაზე გავრცელებული უჩახმახო მოდელი, რომელიც დღესაც გამოდის, ეს არის ენსონისა და დილეის უჩახმახო სისტემის თოფი, სამმაგი ჩაკეტვით, გრინერის ჭანჭიკით, კალიბრი 12-16-20. ფასი 150 მარკა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ზაუერის დღევანდელ მფლობელთა 90% მე-8 მოდელია.



მოდელი -9 და 10 მე-8 მოდელის მსგავსი, მხოლოდ კომბინირებული ლულებით, გლუვლულიანი 12-16-20 და კუთხვლულიანი 8-11მმ კალიბრით.



მოდელი-11 მხოლოდ გლუვლულიანი, უკეთესი გაფორმებით, ფასი - 200 მარკა.



მოდელი- 12 და-13 ისეთივე გაფორმებით,როგორც მე-11 მოდელი მხოლოდ ლულები კომბინირებული.



მოდელი-14 უკეთესი მხატვრული გაფორმებით, კალაპოტის გვერდებზე შვერილები აქვს, რათა სროლისას, ლულებმა ნაკლები რყევა განიცადონ. ფასი - 250 მარკა



მოდელი 15 და -16 ისეთივე, მხოლოდ კომბინირებული.



მოდელი -17 ისეთივე, როგორც მე-14. მხოლოდ ეჟექტორით, ფასი-400 მარკა.



მოდელი -18 ისეთივე როგორც მე-14. მხოლოდ ძვირფასი მხატვრული გაფორმებით, ეჟექტორით, გრინერის ფარული ჭანჭიკით, კრუპის სამრგოლიანი ფოლადით, იწოდება აგრეთვე "MEISTERWERK"- ად. ე.ი. ოსტატურ ნამუშევრად. ფასი - 750-დან 1200 მარკამდე.



მოდელი-19 ესაა სამ ლულიანი ჩახმახიანი თოფი,უბრალო გაფორმებით, ორი ზევითა ლულა 12-16-20 დაბლა მესამე 8-ან 11 მმ.



მოდელი -20 და -21 ისეთივე, ოდნავ უკეთესი გაფორმებით.



მოდელი-22 ჩახმახიანი, სამლულიანი, ცალობითი, მაღალმხატვრული გაფორმებით, "MAISTERSTUCK" ფასი -500 მარკა.



მოდელი-24 სამლულიანი, უჩახმახო თოფი, ზევით ორი გლუვი ლულა,ქვევით ერთი კუთხვილიანი.



მოდელი-26 სამლულიანი, ისეთივე, როგორც "MEISTERWERK" ფასი -750 მარკა.



მოდელი- 27 სამლულიანია, ზევითა 2 ლულა კუთხვილულუიანია, ქვევით მესამე ლულა, გლუვი, 12 ან 16 კალიბრი.



მოდელი-28 ჩახმახიანი, ორი გლუვლულიანი სპორტული თოფი, წონით 3.4-3.6 კგ.



მოდელი -29A. 29B. 29ც ორლულიანი, სპორტული უჩახმახო თოფები. წონით 3.4-3.6 კგ.



მოდელი-30 და 31 ორლულიანი, ჩახმახიანი შტუცერები.





მოდელი -32 და 33 ორლულიანი, ჩახმახიანი შტუცერები.



მოდელი-34 და 35 ორლულიანი, უჩახმახო შტუცერები. ორიგინალური კარაბინი "ტელი".



რამოდენიმე ხნის შემდეგ ამ მოდელებს დაემატა ორი იაფფასიანი, მანქანური წარმოებით შექმნილი თოფები - უჩახმახო "ქორი" (HABICHT)



და ჩახმახიანი "ყარყატი" (REIHER).



გვერდებზე, პირველს გამოსახული ჰქონდა ქორი, მეორეს კი ყარყატი.
მეორე მსოფლიო ომში, გერმანიის დამარცხების შემდეგ, ოთხთა კავშირმა გერმანიას, ომით მიყენებული ზარალისასანაზღაურებლად დაავალა კონტრიბუციის გადახდა. გერმანიიდან გაიზიდა ქარხნები, ზოგან ქარხნები დატოვეს, მასში მომუშავე მაღალკვალიფიციური მუშახელის გამო, ხოლო გამოშვებულ პროდუქციას, მთლიანად გამარჯვებულ ქვეყნებში გზავნიდნენ. ასე გამოჩნდა ქ.ზულში დამზადებული თოფები საბჭოთა მაღაზიებში და მათ შორის ზაუერებიც. ასეთ, თოფებზე ჩვენი ჟურნალის წინა ნომრებში გიყვებოდით და შეგახსენებთ, მათ რეპარაციულს უწოდებენ.
ომისშემდგომ პერიოდში, წინა მოდელებს რამდენიმე ახალი მოდელი დაემატა. ესენია N47 და N29ს მოდელები.
1951 წელს, ზულის ყველა ქარხანა გაერთიანდა ერნსტ ტელმანის სახელობის საწარმოდ და ზაუერის დამღით სანადირო თოფების გამოშვება შეწყდა.



ავტორი - თემურ ლომინაძე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Oct 4 2012, 09:29
პოსტი #2


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Bonehill
კარგია ბაბუ მალადეცები შენ!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Oct 4 2012, 09:37
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
კაცი ხარ კაცური.მადლობა ესეთი პოსტებისთვის f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 4 2012, 10:32
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მზადაა შეგიძლიათ იხილოთ.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Oct 4 2012, 10:33
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კარქი ხარ ბაბუ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 4 2012, 10:36
პოსტი #6


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ისევ შენ ბაბუ თორემ ეს შვლის ნუკრის ნაამბობი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 20:19