ИЖ- 43 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ИЖ- 43, იჟ- 43
Bone
პოსტი Sep 3 2010, 14:01
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



იჟ 43 რუსული სერიული იაფფასიანი კატეგორიის იარაღია. მის შექმნას საკმაოდ საინტერესო და ასე ვთქვათ რუსული ისტორია აქვს.
მას შემდეგ რაც იჟ54 -მა სერიული თოფისათვის ყველა მოლოდისნ გადააჭარბა, რატომღაც მისი გამარტივება გადაწყდა. კონსტრუქტორთა საბჭოში, პირველ რიგში საჭიროდ ჩათვალეს მუშა ხელის ჩართვა თოფის აწყობაში მინიმალუი ყოფილიყო, ეს უკანასკნელი გულისხმობს დეტალების მასიურ და მანქანურ დამზადებას, შესაბამისად ყველა დეტალის იდენტურობას და აქედან გამომგდინარე აწყობისათვის საჭირო დროისადა გამოცდილების გამოთიშვას. აქედან გამომდინარე, წამოვიდა სერიული იჟ 26 რომელშიც შეიმჩნეოდა დეგრადაციები, მას მოყვა სერიული იჟ 58-ი სადაც უკვე აშკარა იყო მუშა ხელის ეკონომია, როგორც დეტალებზე ასევე აწყობა გამართვაზე ,ბოლოს იჟ58 -ი კიდევ უფრო გაამარტივეს და მიიღეს იჯ 41 რომელიც ამოცანას ვერ გადაჭრიდა რიგი ფაქტების გამო, ბოლოს კი მაქიმალური გამარტივების შედეგად შექმნეს იჟ 43. მისი კონსტრუქციიის დახვეწაზე 1984 წლიდან 1986 წლამდე მიმდინარეობდა1986 -ში სერიაში ჩაუშვეს. ავტორად ითვლება კალინინი.


იჟ 43-ს პირველ რიგში მოაშორეს მესამე ჩამკეტი რომელიც ლულებს კალაპოტთან მტკიცედ აერთებს, მოჭიდების ზედაპირს ზრდის და დროთა განმავლობაში რყევისგანაც საკმაოდ იცავს, თოფს დაუტოვეს მხოლოდ პერდეს ჩარჩო. იარაღი მაქსიმალულარ გაამარტივეს, რათქმაუნდა ამან რესურსზე უარყოფითად იმოქმედა.(ქვემოთ სურათზე მაცხნივ იჟ43 მარჯვნივ მისი წინამორბედი იჟ58)



პირველი მოდელის ინდექსი იყო მარტივი იჟ43 რომელიც უნივესრალური სასხელტ დამცემით სისტემით იყო აღჭურვილი, ეს სისტემა უნივერსალური იმითაა რომ ორივე სასხლეტი ცალ ცალკე ორივე ლულაზე მუშაობდა, ადვილი მისახვედრია რომ მექანიზმი ურთულესია პრაქტიკულ ნადირობებში დიდი საიმედოობით დიდად ვერ გამოირჩევა მისი ავტორი იყო ისევ და ისევ კალინინი, თუმცა რეალურადეს მექანიზმი მოიგონეს და დააპატენტსე თავის რდოზე ლონდონში.

აღსანიშნავია რომ ეჟექტორები ოდნავ დაიხვეწა მისი წინამორბედი იჟ58- ისგან განსხვავებით, თუმცა კონსტრუქცია იგივე დატოვეს.
საინტერესოა ის ფაქტი რომ ინდექსი იჟ43E და იჟ43 EM მოდიფიკაციები ამოიღეს და წარმოებაში თავიდან ჩაუშვეს იჟ 43 ყოველგვარი ინდექასების გარეშე.
იჟ43-ს ლულის შიდა დიამეტრი "ეკონომიური" 18,2 მმ-ია. სერიული თოფების ჩოკური გაბურღვა სტანდარტული ჩოკი და ნახევარჩოკია. თუმცა ღა თოფის გამარტივების კომპლექსმა მოიცვა კონდახიც და ჩოკური შევიწროებებიც, რომელიც: ჩოკების შემთხვევაში უდიერადაა გაბურღული, გარდამავალ მონაკვეთებს არ შეიცავს; კონდახი კი კოპირების მანქანით კეთდება(სხვა თანამედროვე იჟევსკის ქარხნის თოფებზეც იგივეანაირადაა) უმთავრესად წიფლის იშვიათად კაკლის და არყის მერქნისაგანაა . ლულები 50A მარკის ფოლადი, ლულების სიგრძე 725მმ. სერიულ თოფებს გაფორმება საერთოდ არ გააჩნიათ, ან კალაპოტზე დაშტამპული უგემოვნო გამოსახულებებია.
ზემოთხსენებულ ნაკლებს ვერ იხილავთ საცალო სასაჩუქრე და სასუვენირო ეგზემპლარებზე, რომლებიც საუცხოო გაფორმებისაა და იშვიათობასაც წარმოადგენს.
ბოლო პერიოდში გამოშჩნდა მოდიფიკაცია შესაცვლელი ჩოკებით, თუმცა ინდექსის გარეშე.


იჟ 43 მეტწილად 12 და 16 ყალიბის გამოდიოდა მაგრამ ამ ბოლო დროს გამოჩნდა 20 ყალიბიც რომელიც 12 ყალიბის თოფის კალაპოტზეა მორგებული და ცოტა არ იყოს სასცილოდ გამოიყურება.
1994 წელს ძალიან უცნაური მოდიფიკაცია გააკეთეს რუსებმა იჟ43 K ანუ (куркавое) გარეჩახმახიანი.


საიდან მოუვიდათ აზრად ასეთო მოდიფიკაცია გაუგებარია, თუ იქმნებოდა გარეჩახმახიანი თოფი მაშინ უნდა შეექმნათ დამოუკიდებელი მოდელი, ამ შემთხვევაში კი ამ ისედაც ტლანქ უხეშ შიდაჩახმახიან თოფს გარეთ გამუტანეს ჩახმახები, და კალაპოტი კიდევ უფრო განიერი და ულამაზო გახადეს. ამუკნასკნელს იგივე კალაპოტზე აწყობენ , დამცველიც იმავე დაგილზე აქვს როგორც "ბოქსლოკ" იჟ43 -ს. რამდენიმე წლის შემდეგ თოფს "მოაჭრეს" ლულების და ის მინიმუმადე 51 სმ-მდე შეამცირეს! არსებობს ვარაუდი, საკმაოდ რეალური, რომ ეს მოდელი კონკრეტულად ამერიკული ბაზრისთვის გაკეთდა. ამერკიაში გრანდიოზული ფესტივალები და ჩემპიონატების იმართება XIX საუკუნის იარაღის მონაწილეობით, სადაც რეპლიკებსაც შეხვდებით, კოლტისა და სმიტ ვესონის პირველი მოდელების რევოლვერებსადა ჰენრის ქვედა ბერკეტიან შაშხანებს ნახავთ , აქვეა ფინდიხის სასროლი ძალიან მოკლე ლულიანია გარეჩახმანიანი ორლულიანი თოფი, მათ შორის იჟ43 K. ამ თოფის პოლულარიზაციისვის კიდევ ერთი გარემოებაა შექმნილი, მისიმი ძალიან დაბალი ფასი.



იჟ43-ის ყველანაირ მოდიფიკაციებს გააჩნია მოკლე 510მმ-იანი ლულებით აღჭურვილი ორეული. ასეთი სიგრძის ლულებიანი იჟ43 შეიძლება ქონდეს მობილური ჩოკებიც.
იჟ43 შემდგომი თანამედროვე მოდიფიკაციაა იჟ43E 1C , ერთსახლეტიანი მექანიზმით. არ მიმაჩნია სწორად დაუთმო დრო უიაფესი სერიული თოფის ერთსასხლეტიანი სისტემის არასაიმედოობას !

იჯ 43 ათასობით მონადირის სავარელი თოფია, უამრავი ადამიანი იყენებს მას წარმატებით. ბოლო დროის გამოშვებულ იჟ 43 -ში წუნის კოეფიციენტი უზარმაზარია.
თუმცა გვხდება უამრავი ეგზემპლიარი რომლებიც წარმოების პირველ წლებში იყო დამზადებული, ამ თოფებში დამაკმაყოფილებელი ბალისტიკა, ნორმალური შესრულების ხის ნაწილები და გაფორმება შეიმჩნევა.. ზოგი მონადირის უსაყვარლეს იარაღად რჩება და მასთან განშორებას არავინ ფიქრობს.





რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს იჟ43 -ის ბაზაზე შეიქმნა შტუცერი!!!!!! "არტემიდა" MP 221
დამაკმაყოფილებელი ბალისტიკით, კალიბრის ვიწრო არჩევანით. უგემოვნო ფორმებით.
შტუცერი სხვა მცნებაა, მისი დამზადების სირთულეებზე და თავისებურებებზე დროს არ დავკარგავ ისედაც ყველამ ძალიან კარგად იცით, შტუცერს ყველა მსხვილი იარაღის მწარმოებელი როდი ამზადებს თუმცა რუსებმა ასე გადაწყვიტეს...
ძალიან მაინტერესესბს რამდენ ერთეულ(და არა ათეულ) გასროლას გაუძლებს რყევის გარეშე შტუცერი, რომლის ჩაკეტვის მექანიზმი გლუვლულიან თოფებშიც სუსტად ითვლება.


თოფის წონა 3,300 გრამია მწარმოებლის ცნობით.
ლულების სიგრძე 600მმ.
თოფში გამოიყენება 308win- ის ჩანაჭდევიანი(არ ვიცი როგორ იქნება ქართულად) მასრები.
30-06 springfield (იგივენაირი მასრა)
ლულები მიდურებული არაა ! სახრახნისებითა ერთმანეთთან მიერთებული.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
4 გვერდი V  « < 2 3 4  
Start new topic
გამოხმაურებები (45 - 46)
Bear Grylls
პოსტი Nov 18 2012, 17:03
პოსტი #46


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 39
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ყვარლის რ.ნ სოფელი შილდა. (თბილისი)



Bonehill
54 პირველ ადგილზე


http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=3336140

ძალიან კარგ მდგომარეობაშია, თქვენი აზრით ღირს ამდენი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Nov 18 2012, 18:47
პოსტი #47


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ჩემი აზრით იქ სადაც იჟ-27 ღირს 1000-1200 ლარი და ტოზ-34 1200 ლარი , იჟ-54 -ისთვის 1300 ლარი კარგი ფასია მითუმეტეს თუ ძალიან კარგ მდგომარეობაშია რეალურად და არა მაიმარკეტული საზომებით

ისე კი მაგ თოფისთვის 1000 ლარი ალალია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

4 გვერდი V  « < 2 3 4
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 01:22