IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კალმახა
ვიტო
პოსტი Sep 28 2010, 12:00
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბარემ რომ არ ვიცი რა ვქნა ამასაც დავწერ, ივარგებს მგონი newsmile045.gif

ვარ ჩემთვის ამ გაზაფხულზე საკუთარ ეზოში და რატომღაც გამახსენდა, რომ ხალხს საკუთარ ეზოებში მოყავთ რაღაც
სოკოები და ვიფიქრე მე რით ვარ მაგათზე ნაკლებითქო? ავდექი, მივედი სამთო ქიმიის შენობაში სადაც "საქართველოს
მემამულეთა კავშირია" განთავსებული და საიდანაც ვიღებ ძირიტად კონსულტაციებს ბაღის და ბოსტნის მოვლის შესახებ და
ვეკითხები სოკოებზე რომლებიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა მოიყვანოს მარტივი წესებით. აღმოჩნდა რომ მარტივი
კი არ ყოფილა ეს ყველაფერი არამედ ძალიან მარტივი. ძირითადად ქამაზე და კალმახაზე მესაუბრნენ. ბევრი მითხრეს
თუ ცოტა საბოლოო არჩევანი კალმახაზე გავაკეთე, უფრო მარტივი მომეჩვენა.

რა უნდა კალმახას: პირველ რიგში დაგვჭირდება ნებისმიერი ფოთლოვანი ხის მორები, სასურველია დიდი დიამეტრის,
სიმაღლესი დაახლოებით 30-40სმ. რადგან სოკო ხის ლპობის პროცესში ღვივდება, უფრო სწორედ ტენიანობის პირობებში
გადავწყვიტე მენახა შედარებით მსუბუქი ე.წ. მალე ლპობადი ხის ჯიში, კონსულტაციების შედეგად მივედი ალვის ხის არჩევნამდე.
სად ვიშოვოთ ალვის ხე: ბევრი რომ არ ვიაროთ ელექტრო ხერხით და ნაჯახით, თან არაკანონიერად რომ არ ვჩეხოთ
ბუნებრივი სიმდიდრე, მე გირჩევდით იპოვოთ თბილისში ნებისმიერი მერიაზე დაქვემდებარებული სამსახური რომელიც
დაკავებულია ქალაქში ზედმეტი ხეების ჭრით. მოკლედ მიხვალთ და ეტყვით თქვენ გასაჭირს, თუ იმ მომენტში ექნებათ ხომ
დაგამისამართებენ, თუ არადა გეტყვიან რომელიმე დღეს სადაც გეგმის მიხედვით ექნებათ ალვის ხე მოსაჭრელი, მიაკითხავთ და
გამოგატანენ, თან აჩუქებთ 2-3 თუმანს და მადლობასაც გეტყვიან newsmile05.gif
რამდენი მორია საჭირო: ეგ დამოკიდებულია თქვენ სურვილებზე და გურმანულ მოთხოვნილებებზე, აგრეთვე ოჯახში
რა რაოდენობის წევრებს უყვართ სოკო, მე მაგალითად ავიღე 8 მორი, გავყავი შუაზე დავადგი ერთმანეთს და გამომივიდა 2
კოლონა 3 შრით. ანუ მიწის შრე, პირველ და მეორეს შორის და მეორეს და მესამეს შორის.
თესვა:ბარემ გეტყვით იმასაც რომ სათესლე მასალის დამზადასაც არ უნდა ბევრი წვალება. რთული არც ეგ არის უბრალოდ
ხორბლის დაობებაა საჭირო, მაგრამ გარკვეულ პროცედურებს მაინც მოითხოვს. ასე რომ ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოთ,
მიბრძანდით ზემოთ არნიშნულ მისამართზედა პირდაპირ შეიძინეთ 1კგ-იან დაფასოებებში, ფასი თუ არ მეშლება იყო 7 გელა.
მე დამჭირდა 3 პაკეტი, წესით 2 ცალი უნდა მყოფნოდა, მაგრამ ხარბი თვალი რომ ექნება კაცს მაინც ზედმეტი ვიყიდე newsmile05.gif პაკეტი
იხსნება და იშლება მარტივ მამრავლებად, ანუ ვაფვიერებთ ობისგან გათეთრებულ ხორბლის მარცვლებს. ვასუფთავებთ კოლონის
დადგმის სავარაუდო ადგილს ბალახისგან და ვყრით მიწაზე, ვადგავთ პირველ მორს და ისევ ვაყრით თესლს, შემდეგ კვლავ
ვადგავთ და ვყრით... ვეცადოთ რომ პაკეტი 3 შრეზე გადანაწილდეს თანაბრად. პ.ს. ერთი დათესვა ყოფნის 3-4 წელი.
სად ავღმართოთ კოლონები: სასურველია ხის ქვეშ, ან ეზოს კუთხეში, ან ნებისმიერ ჩრდილიან ადგილში სადაც დღის
მანძილზე მზე ხშირად არ გაახურებს. ეს საჭიროა იმისთვის რომ ტენიანობა შენარჩუნდეს დიდი ხანი.
მოვლა:გავაკეთეთ ძირითადი სამუშაობი გაზაფხულის თბილი ამინდების დადგომასთან და ვიწყებთ მოვლას. ყველაზე
მთავარია არ დაგვავიწყდეს კოლონების დანამვა, შედარებით გრილ ამინდებში 4-5 დღეში ერთხელ, ხოლო ზაფხულის
ცხელ ამინდებში ყოველდღე. მე ზაფხულში ვცდილობდი რომ დაღამებისას მიმეშვა წყალი, რადგან ღამე უფრო დიდი ხანი ვერ
ახერხებს გაშრობას. თუმცა რამოდენიმე დღეც რომ გამოგრჩეთ რამე კატასტროფული არ მოხდება, უბრალოდ პირველი
მოსავალი ცოტა გადაინაცვლებს ვადებში.
მოსავლის აღება: ჩემ შემთხვევაში პირველი ტალღა მოარტყა მაისის ბოლოს, მაგრამ ამას ტალღა არ ერქვა, უფრო
იმის გამოვლინებას გავდა, რომ ზოგადად ყველაფერი წესრიგშია. ერთი კარგი დიდი ტაფა შეიბრაწა და ეგ იყო. ძირითადი ამოსვლა
ჩემთან დაიწყო ამ დღეებში. ასეთ რაოდენობას ნამდვილად არ ველოდი, ერთ მოკრეფაზე ავიღე 5კგ. კი ხვდებით რომ
ძალიან ბევრია, თან პატარ პატარა წამონაზარდები ყოველდღე ემატება. ასე რომ თესლის შეძენისას გაითვალისწინეთ რომ
ზედმეტი არ მოგივიდეთ newsmile05.gif პ.ს. სასიამოვნო ისიც არის რომ დაკრეფილ სოკოს ბევრი წმენდა არ ჭირდება, რადგან მწასტან შეხება
არ აქვს, მთავარია წყალი გავალოთ და ხელი მივახმაროთ.

ესეც პირველი მოსავალი, სულ 3 დღის წამონაზარდები





ცოტა რამ კულინარიაზე: უფრო სწორედ ზამთრისთვის შენახვაზე. რაოდენობის და გამო გადავწყვიტე მარინადის
გაკეთება, მგონი კონსერვიზაცია უფრო სწორე იქნება. ვიღებთ 3კგ კალმახას, ვრეცხავთ და ვჭითრით სასურველ ზომებად.
ვყრით, ვყრით ქვაბში და ვასხავთ 3 ლიტრ წყალს, ვამატებთ 5-6 დაფნის ფოთოლს და 10-15 მარცვალ შავი წიწაკისთესლებს.
წამოვადურებთ 5 წუთის განმავლობაში და გამოუცვლით წყალს. მომავალ წამოდუღებამდე ვნაყავთ 1 საშუალო ზომის
ნიორს და ვყრით ქვაბში. ვაგრძელებთ დუებას 30-40 წუთის განმავლობაში. გადმოგვაქვს სოკო საწურზე და ვაშრობთ,
მაგრამ დრჩენილ წვენს არ ვასხავთ, მისგან დამატებითი ნახარში უნდა გავაკეთოთ რასაც სოკოს ქილებში გადაღების შემდეგ გამოვიყენებთ
მათ შესავსებად. დარჩენილ წვენს ვადგავთ ისევ ცეცხლზე და ვაყრით 300-400 გრამ მარილს, წვენი საშუალოდ უნდა იყოს 1 ლიტრა
მაინც, თუ დაგაკლდათ ონკანის წყლი დაამატეთ. ვიღებთ მშრალ მიხაკს დაახლოებით ნახევარ მუჭას და მასაც ვყრით
ცეცხლე დამდგარ წვენში. ველოდებით წამოდუღებას და მარილის გახსნას.



ვიღებთ წინასწარ გასტერილებულ(მდუღარეში გავლებულ) ქილებს, მე მაგალითად პატარა ქილებს ვამჯობინებ. ვაწყობთ გადავსებამდე
სოკოს და ვასხავთ უკვე გამზადებულ წვენს იმ რაოდენობით სანამ ქილის პირი არ დაიფარება, ველოდებით 2 წუთი რომ წვენი კარგად
დაილექოს და ისევ ვამატებთ. საქმე გაკეთებულია. ველოდებით გაგრილებას და ვხუფავთ პლასტიკის თავსახურით, რატომ
ესე და არა რკინის სახუფით? არ ვიცი მაგდენი, უბრალოთ ყველამ ვისთანაც კონსულტაცია გავიარე ესე მირჩიეს newsmile05.gif დადგით
გრილ ადგილზე და ნებისმიერი სურვილის გაჩენის დროს ხელში გეჭირებათ მზა სოკო, რომელსაც მხოლოდ ტაფაზე კარაქში
მოხრუკვა დაჭირდება. სურვილი თუ გექნებათ სუნელებსაც მიამატებთ ცოტა არჟანს და პირდაპირ ტაფიდან არყის მიყოლებით მიირთმევთ.



არა ძალიან მაგარი ვარ რა, ესე კაცმა ყველაფერი ვიცოდე რავი აბა.... newsmile05.gif
გისურვებთ წარმატებებს newsmile045.gif






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ვიტო   კალმახა   Sep 28 2010, 12:00
- - შალვა   რა გვინდა შავნაბად...   Sep 28 2010, 12:08
- - ზახარა   ვიტო ნიჭიეეროო   Sep 28 2010, 12:10
- - ლევანი   ვიტო ოქრო ხარ...ოქრ...   Sep 28 2010, 12:20
- - ვიტო   ლევანი ციტატა(levani ...   Sep 28 2010, 12:24
- - Maverick   ვიტო სააღოლ, ძაან მ...   Sep 28 2010, 12:24
- - ვიტო   შენ ჩემი კულინარიუ...   Sep 28 2010, 12:27
|- - Maverick   ციტატა(ვიტო @ Sep 28 2010...   Sep 28 2010, 13:33
- - sabo73   მე ვამაყობ შენით ...   Sep 28 2010, 12:30
- - gogita.m   ნუ ვიტო სიტყვები ა...   Sep 28 2010, 12:57
- - T A M P L I E R   ციტატა(levani @ 28th September 20...   Sep 28 2010, 13:01
- - ვიტო   gogita.m ციტატა(gogitam @ 28th S...   Sep 28 2010, 13:22
- - ლევანი   ციტატა(vito @ 28th September 2010...   Sep 28 2010, 13:30
- - T A M P L I E R   ისე მგონი სახლშიც ...   Sep 28 2010, 13:31
- - ვიტო   Maverick ნატოს სიფათწიგ...   Sep 28 2010, 13:39
|- - Maverick   ციტატა(ვიტო @ Sep 28 2010...   Sep 28 2010, 13:45
|- - Luka_75   მოგესალმებით? ერთი...   Apr 17 2013, 20:20
- - ჩელე   ვიტო ღერძი ხარ, ღე...   Sep 28 2010, 14:25
- - T A M P L I E R   Maverick ციტატა(Nikolo @ 28th Se...   Sep 28 2010, 14:31
- - ჩელე   ისე მე რამდენადაც ...   Sep 28 2010, 14:36
- - Davitus   ბარაქა გოგი! შენა...   Sep 28 2010, 15:15
- - Jager_Man   ვიტო შენ გაიხარე, ე...   Sep 28 2010, 15:18
- - ლევანი   ციტატა(vito @ 28th September 2010...   Sep 28 2010, 15:50
- - ჩელე   Davitus ქართველოოოოო, ...   Sep 28 2010, 15:59
- - ლევანი   ციტატა(chele @ 28th September 201...   Sep 28 2010, 16:08
- - შალვა   ვიტო შუაზე გაპობი...   Sep 28 2010, 17:14
- - ვიტო   ჩელე იყოს წიფელიც, ...   Sep 28 2010, 17:26
- - შალვა   ვიტო ეტყობა არასწ...   Sep 28 2010, 17:35
- - ვიტო   შალვა მივხვდი კაც...   Sep 28 2010, 17:42
- - შალვა   ციტატა(vito @ 28th September 2010...   Sep 28 2010, 17:44
- - გოგა   ვიტო ეხლა შენ ერთ ს...   Sep 28 2010, 20:55
- - ლევანი   მე მაინც ღვინის ფი...   Sep 29 2010, 00:32
- - Davitus   ციტატა(shalva @ 28th September 20...   Sep 29 2010, 02:03
- - ვიტო   გოგა ციტატა(vito @ 28th ...   Sep 29 2010, 08:04
- - mixo555   თბილისიდან 30 წუთის ...   Oct 21 2010, 09:47
- - mixo555   ძალიან მაინტერესე...   Oct 21 2010, 11:35
- - ვიტო   mixo555 ციტატა(mixeili555 @ 21st...   Oct 21 2010, 20:17
- - ვიტო   ეს დღეს დილანდელია...   Oct 23 2010, 12:07
- - გოგა   მოკლეთ უნდა მასწავ...   Oct 23 2010, 16:03
- - irakli21   მართლა მაგარი ხარ ...   Jan 25 2011, 21:00
- - bakuri   იცი რა მაინტერესებ...   Jan 31 2011, 19:37
- - chalata   ერტი კიტხვა ტუ არ გ...   Feb 2 2011, 11:15
- - chalata   დუმილი თანხმობის ნ...   Feb 4 2011, 19:30
|- - irakli21   ციტატა(chalata @ Feb 4 2011, 20...   Feb 6 2011, 14:46
- - ვიტო   აქ მაგ კითხვებს უპ...   Feb 14 2011, 11:03
- - irakli21   ვიტო კი უეჭველი უნ...   Feb 17 2011, 21:15
- - Sos049   მადლობა ვიტოს!!...   Apr 17 2013, 13:32
- - mardi   ვა რა მაგარია!   Apr 17 2013, 15:34
- - Little Fisher   მეც მაქვს ხის სოკო ...   Apr 17 2013, 16:01
- - chalata   არა ალვის ხის კუმძ...   Apr 17 2013, 16:14
- - nik@a   მე მქონდა სოფელში ...   Apr 17 2013, 16:15
- - ჯეკო   Sos049 ადრე სოფელში გვ...   Apr 17 2013, 21:02
- - Sos049   Little Fisher ციტატაკარგი ...   Apr 17 2013, 21:24
- - T A M P L I E R   Sos049 რა შემოდგომაზე ...   Apr 17 2013, 21:31
|- - Sos049   ციტატა( T A M P L I E R @ Apr 17 ...   Apr 17 2013, 21:47
- - გიგი   რა საინტერესოა... გა...   Apr 21 2013, 19:51
- - ჯეკო   ციტატა(გიგი @ 21st April ...   Apr 21 2013, 19:57
- - Sos049   ესეც დაპირებული სუ...   Nov 11 2013, 18:43
- - maxo_987   ძან მაგარია საგოლლ...   Feb 21 2014, 14:23
- - assassin29   maxo_987 ციტატა(maxo_987 @ 21st ...   Feb 21 2014, 15:35
- - უიარაღო   კარგია. ლოქორაა მა...   Feb 21 2014, 15:39
- - uchuki   მე მაქ დათესილი და ...   Mar 12 2015, 17:16
- - დაქსი   uchuki ციტატა(uchuki @ 12th Marc...   Mar 12 2015, 17:49
|- - uchuki   ციტატა(დაქსი @ Mar 12 2...   Mar 29 2015, 12:06
- - fisher leo   გამარჯობა! გუშინ ...   Apr 23 2015, 08:13
|- - უიარაღო   ციტატა(fisher leo @ Apr 23 2015, ...   Apr 23 2015, 09:54
|- - fisher leo   ციტატა(უიარაღო @ Ap...   Apr 23 2015, 10:45
- - fisher leo   გამარჯობა ხალხნო დ...   May 9 2015, 14:45
- - fisher leo   გამარჯობა ხალხნო დ...   May 16 2015, 21:44
- - uchuki   კაკალზე მაქ დათესი...   May 25 2015, 19:47
|- - fisher leo   ციტატა(uchuki @ May 25 2015, 20...   May 26 2015, 11:04
|- - უიარაღო   ციტატა(uchuki @ May 25 2015, 20...   May 27 2015, 11:05
- - uchuki   ჩემმა სოკომ დაისხა...   Oct 1 2015, 00:56
- - უიარაღო   uchuki თუ შეიძლება სურ...   Oct 1 2015, 09:02
- - uchuki   როგორ დავდო ფოტოებ...   Oct 4 2015, 21:38
- - T A M P L I E R   uchuki http://www.ochopintre.ge/forum/index.php?s...   Oct 4 2015, 21:39
|- - uchuki   ციტატა( T A M P L I E R @ Oct 4 2...   Oct 4 2015, 21:44
- - uchuki   RE: კალმახა   Oct 4 2015, 21:49
- - უიარაღო   სურათებში რაც ჩანს...   Oct 5 2015, 09:55
|- - uchuki   ციტატა(უიარაღო @ Oc...   Oct 5 2015, 16:32
- - jadakis   ციტატა(ვიტო @ Sep 28 2010...   Oct 6 2015, 00:15
- - უიარაღო   ლოქორა გიჭამს ეტყო...   Oct 6 2015, 08:51
- - uchuki   ესეც ჩემი სოკო ლოკ...   Oct 24 2015, 16:25
- - uchuki   ნახერხი რო დავასვე...   Oct 27 2015, 16:31
- - koba1973   აპრილის დასაწყისშ...   Apr 18 2016, 20:07
- - ჩელე   koba1973 კაკალზე რატომ? ...   Apr 19 2016, 09:04
- - უიარაღო   კაკალიც ისხავს და ...   Apr 19 2016, 13:14
- - ჩელე   უიარაღო ხო რა ვიცი...   Apr 19 2016, 13:39
- - jaba_gugesha   ყოველ წელს,სააღდგო...   Apr 19 2016, 15:47
- - ჩელე   ტყეში მე კაკალზე ს...   Apr 19 2016, 16:13
- - koba1973   ჩელე არ ვიცი კაკლი...   Apr 21 2016, 11:05
- - ჩელე   koba1973 მასეც ვიფიქრე ...   Apr 21 2016, 11:38
- - უიარაღო   სოკოსთვის ახალგაზ...   Apr 21 2016, 12:10
- - shotaa   ტომარაში ხო არ გიც...   Apr 21 2016, 16:07
- - koba1973   shotaa ციტატა(shotaa @ 21st Apri...   Apr 21 2016, 17:15
- - shotaa   koba1973 ხო და რისი არ შე...   Apr 21 2016, 22:03
- - უიარაღო   წაბლს არ გირჩევ. არ...   Apr 22 2016, 09:12
- - ჩელე   shotaa რაც შენ ჩამოთვა...   Apr 22 2016, 10:07
- - koba1973   shotaa წიწვოვანი ხის ა...   Apr 22 2016, 10:09
- - ჩელე   ალვაც ძალიან კარგ ...   Apr 22 2016, 10:14
2 გვერდი V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 02:08