რა არის - Parallax, ბევრისთვის გაუგებარი და იდუმალებით მოცული თემა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა არის - Parallax, ბევრისთვის გაუგებარი და იდუმალებით მოცული თემა |
Oct 18 2009, 15:20
პოსტი
#1
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
მოკლედ დღეს მინდოდა დამეწერა სტატია თუ რა არის პარალაქსი, რაგავლენას ახდენს ის ზუსტ სროლაზე და ა.შ. მაგრამ იმდენი ტექნიკური ტერმინების ბრახა ბრუხი გამომივიდა რომ , ის სტატია რომ წაგეკითხათ უფო დაიბნეოდით , ამიტომ აგერ ვნახე ჩვენს მეზობელ ფორუმზე , ამ კაცს (Jah) უწვალია და შედარებიტ გასაგები ენით დაუწერია პარალაქსზე , ჰოდა პირდაპირ შემოგთავაზებთ აღნიშნულ სტატიას და ჩემი ინიციატივით სურათებს დავუმატებ
არსებობს ბევრი მცდარი აზრი ამ თემაზე. ჩვენ გავჩერდებით სწორზე. რა არის პარალაქსი? პარალაქსი - არის მიზნის გამოსახულების ხილული ჩაწევა, სამიზნის მარკასთან (reticle) შეფარდებით, თუ თვალი იწევა ოკულარის ცენტრიდან გვერდზე. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ მიზნის გამოსახულება ფოკუსირებულია არა ზუსტად სამიზნის მარკის ფოკალურ სიბრტყეში. მაქსიმალური პარალაქსი ჩნდება მაშინ, როდესაც თვალი მიაღწევს, სამიზნის გამსვლელი გუგის საზღვარს. ამ უკიდურეს შემთხვევაში, ოპტიკური სამიზნე ფიქსირებული გადიდებით 4x, პარალაქს გასწორებული 50 მეტრზე (ქარხნულად) მოგვცემს შეცდომას დაახლოებით 10მმ 150მ დისტანციაზე. ნადირობისას, მოკლე მანძილებზე, პარალაქსი თითქმის არ უშლის ხელს მსროლელს, სხვა შემთხვევა - სპორტი. ასევე გავითვალისწინოთ რომ, თუ შევინარჩუნებთ თვალის პოზიციას, ზუსტად ოკულარის შუაში (სამიზნის ოპტიკურ რერძზე), პარალაქსის ეფექტი პრაქტიკულად არ არის და არ მოქმედებს სროლის სიზუსტეზე, უმეტეს სანადირო სიტუაციაში. ოპტიკური სამიზნეები პარალაქსის ქარხნული გასწორებით. ნებისმიერი ოპტიკური სამიზნე ფიქსირებული გადიდებით, შეიძლება იყოს პარალაქს გასწორებული მხოლოდ ერთ გარკვეულ დისტანციაზე. უმეტესი ოპტიკური სამიზნე ქარხნულად პარალაქს გასწორებულია 50-100 მეტრზე, რაც არ გვაძლევს საშუალებას ისნი გამოვიყენოთ 10, 30,50,80,90,150, 300 და ა.შ. მეტრზე მეტრზე ზუსტი სროლისას. ოპტიკური სამიზნეები პარალაქსის რეგულირების საშუალებით. ზეზუსტი სროლა და ვარმინტინგი მოითხოვს დამიზნების მაქსიმალურ სიზუსტეს. დამაყმაყოფილებელი სიზუსტისთვის სხვადასხვა მანძილებზე, გამოდის მთელი რიგი სამიზნეების, დამატებითი პარალაქსის რეგულირების საშუალებით, ობიექტივზე, ოკულარზე ან ცენტრალური მილის კორპუსზე შესაბამისი მანძილების შკალით. ასეთი სისტემა გვაძლევს საშუალებას შევათავსოთ მიზნის გამოსახულება და სამიზნის მარკა ერთ ფოკალურ სიბრტყეში. იმისთვის რომ მოვაცილოთ პარალაქსი არჩეულ დისტანციაზე, საჭიროა შემდეგი ქმედებები: 1. სამიზნის მარკის (reticle) გამოსახულება უნდა იყოს მკვეთრი. ამისთვის არსებობს ფოკუსის რგოლი ოკულარზე (დიოპტრიული კორექცია, არ უნდა აურიოთ პარალაქსის და ფოკუსირების მოვლენები) 2. მანძილმზომით გამოთვალეთ მიზნამდე მანძილი. მერე, პარალაქსის მარეგულირებელი ბორბლით დააყენეთ გაზომილი მანძილის მონაცემი, შესაბამისი მეტკის პირისპირ. 3. მყარად დააფიქსირეთ იარაღი, მაქსიმალურად სტაბილურ მდგომარეობაში და შეიხედეთ სამიზნეში, კონცენტრირება მოახდინეთ სამიზნის მარკის ცენტრზე. ოდნავ აწიეთ შემდეგ კი დაწიეთ თავი. სამიზნის მარკის ცენტრი უნდა იყოს აბსოლუტურად შეურყევი სამიზნესთან შეფარდებაში. სხვა შემთხვევაში შეიყვანეთ დამატებითი რეგულირება, პარალაქსის ბორბლით, სამიზნის მარკის მოძრაობის სრულად გაჩერებამდე. სამიზნეები რომლებსაც აქვს ასეთი პარალაქსის მარეგულირებელი კორპუსზე, გვაძლევს უპირატესობას იმაში რომ გასწორება შესაძლებელია უშუალოდ სროლის პოზიციაში, და არ საჭიროებს რაიმე ხელსაწყოებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ხშირ შემთხვევაში აცილება მსროლელის ბრალის და არა სამიზნის პირველწყარო: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=66 საავტორო უფლებები დაცულია |
|
|
Nov 10 2009, 22:48
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
დავიჯერო ყველამ გაითავისა ეს სტატია კითხვები რომ არ დარჩა?
|
|
|
Nov 11 2009, 08:08
პოსტი
#3
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
ვიტო
მემგონი არც არავის წაუკითხავს |
|
|
Nov 11 2009, 11:41
პოსტი
#4
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
geojorjika
კი წავიკითხე მაგრამ..... რას სთხოვ სამშობლოს ვერ მივხვდი |
|
|
Nov 11 2009, 12:21
პოსტი
#5
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
geojorjika
როგორ არ წავიკითხე, მაგრამ იცი რაა თუ ნადირობისას ერთი ფეხია და ხელს არ უშლის, მაშინ ??????? ალბათ www.guns.ge-ლებს უფრო მეტი კითხვა ექნებოდათ, ან Shoters, რომელიც ჩვენი ფორუმის წევრია, მაგრამ ალბათ მაგან უკვე იცის აუუ, რას ვწერ მეც არ ვიცი |
|
|
Nov 11 2009, 12:56
პოსტი
#6
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
Maverick
ჭალიმგელა ეხლა რა ხდება აქედან რომელიმს კარგი შაშხანა რომ ქონდეს და შორს ისროდეს ან კარგი პნევმატიკა კარგი ოპტიკით დაინტერესდებობდნენ მაგრამ .......................... ასე რომ რომ გექნებათ კარგი შაშხანაბი და ოპტიკასთან ხშირი შეხება მერე დაინტერესდებით |
|
|
Nov 11 2009, 13:01
პოსტი
#7
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
შენს პირს შაქარი. კაი შაშხანა დავითრიო და ბოლო ბოლო თავიდან ახსნას არ დამამადლებ ალბათ
|
|
|
Nov 11 2009, 13:13
პოსტი
#8
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
ჭალიმგელა
ეგრე იყოს |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:17 |