საველე შეჯიბრი ''ოჩოპინტრეს თასი -2015'' - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

საველე შეჯიბრი ''ოჩოპინტრეს თასი -2015''
www.Ochopintre.g...
პოსტი Jul 29 2015, 12:26
პოსტი #1


www.ochopintre.ge
***

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 275
რეგისტრ.: 4-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლებს შორის (მწყერზე) - მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრე“-ს თასი 2015.
შეჯიბრის მთავარი მიზანია წინა სასეზონო პერიოდში მეძებარი ძაღლების გამოცდა რთულ სანადირო პირობებში, რათა დადგინდეს როგორი მომზადების დონით ვხვდებით სანადირო სეზონს...
შეჯიბრი ჩატარების ადგილი გაირკვევა 1 კვირით ადრე.
შეჯიბრი ჩატარდება 7.8.9 აგვისტოს ან 8.9 აგვისტოს. დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე.
ზოგადი წესები:
1. შეჯიბრი იმართება მეძებარ ძაღლებს შორის. მისი მიზანია:
1.1. საუკეთესო მუშა თვისებების მქონე მეძებარი ძაღლების გამოვლენა
1.2. ჯიშიანი ძაღლების სანადიროდ გამოყენების პოპულარიზაცია;

2. თითოეულ მეძებარს ეძლევა 15 წუთი ფრინველის პირველ შეხვედრამდე. გამოცდის ხანგრძლივობა მთლიანობაში შეადგენს 30 წუთს; მეძებრების შეფასება ხდება 100 ბალიანი სისტემით, მეძებრის საველე გამოცდის 1981 წლის წესების შესაბამისად;
3.გაშვებიდან პირველი წუთის განმავლობაში ძაღლის მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ყურადღებაში არ მიიღება და საბოლოო შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ამავე დროს,ნებისმიერი დადებითი მუშაობა რომელიც მოხდა გასვებიდან პირველივე წუთის განმავლობაში ფასდება ჩვეულებრივად.
3.1 შეჯიბრი ტარდება გასროლის აუცილებელი თანხლებით.გასროლა უნდა მოხდეს წამყვანის მიერ პირველივე დადებითი მუშაობის შემდეგ.
თუ გასროლის შემდეგ ძაღლი გაეკიდება ფრინველს 10 მეტრის მეტ მანძილზე იგი იხსნება სეჯიბრიდან.
ასევე ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან გასროლის შემდეგ აშკარა შიშის გამოვლენის,ან ძებნის გაგრძელებაზე უარის ტქმის შემთხვევაშიც
4. შეჯიბრზე დაიშვებიან მეძებრები 10 თვის ასაკიდან 10 წლამდე, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი საველე დიპლომი მაინც;
5. შეჯიბრის სამსაჯოდ მოიწვევიან ექსპერტები სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან;
6. კენჭისყრა ჩატარდება შეჯიბრამდე 2 დღის ადრე. დრო და ადგილი დაიწერება შეჯიბრამდე 1 კვირით ადრე;
7. გამარჯვებული დაჯილდოვდება კლუბის „ოჩოპინტრე“ თასით;
8. გამარჯვებულსა და პრიზიორებს ასევე გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები;
9. ორგანიზაციებსა და კერძო პირებს უფლება აქვთ დააწესონ დამატებითი შესაბამისი პრიზები, რომლის კონკრეტული მეძებრისათვის გადაცემის პირობები უნდა გაჟღერდეს შეჯიბრის დაწყებამდე;
10. დავა ამა თუ იმ მეძებრის შეფასების შესახებ ექსპერტების მიერ განხილულ და გამოცხადებული უნდა იქნას შეჯიბრების დღესვე;
11. აღნიშნული დებულება წარმოადგენს შეჯიბრებაზე მონაწილეობის ოფიციალურ მოწვევას.

შეჯიბრი ჩატარდება 7.8.9 აგვისტოს . გაჩნია მეზებრების რაოდენობას , თუ 15 და მეტი იქნება სამ დღეზე გავაკეთებთ .




პს : მინდორი ძებნის პროცეშია და კონკრეტულ ადგილს ჯერ ვერ დავწერთ ! როგორც კი გაირკვევა მინდვრის დეტალები დაიწერება დაუყონებლივ ადგილიც და კენჭისყრის დეტალები !!

მონაწილეებს შეუძლიათ ჩაეწერონ დღეიდან !!


წინასწარ დიდი მადლობა!

პატივისცემით
„ოჩოპინტრე“-ს გამგეობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
4 გვერდი V  « < 2 3 4  
Start new topic
გამოხმაურებები (45 - 51)
megreli
პოსტი Aug 6 2015, 21:19
პოსტი #46


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



სექტემბერში ჩავატაროთ...
მოკლედ რომ ვთქვათ,მომსვლელი მოვა newsmile05.gif

იგორის იდეას თუ მოვაბამთ თავს,ინოვაცია იქნება საქართველოში newsmile05.gif მე დაგეხმარებით ყველანაირად newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Aug 6 2015, 21:29
პოსტი #47


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ცუდი ისაა რომ მაგ დროს მინდვრები მონადირეებით იქნება სავსე და გაჭირდება ადგილის მოძებნა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
achiko-l
პოსტი Aug 7 2015, 13:54
პოსტი #48


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,355
რეგისტრ.: 24-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: mtskheta



წალკა-ახალქალაქი-კახეთი ეს ის ადგილებია,რომლებსაც მონადირეები ვერ გაავსებენ.შეირჩევა რამე ნორმალური ადგილი.მთავარი მონდომებაა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 7 2015, 14:44
პოსტი #49


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(megreli @ Aug 6 2015, 22:19) *
სექტემბერში ჩავატაროთ...
მოკლედ რომ ვთქვათ,მომსვლელი მოვა newsmile05.gif


სად მიდიხარ და რას ატარებ იქნებ ჩვენც გვითხრა 36_1_12.gif
აგიწყვია ყველაფერი და აღარც ვართ მე მგონი დანარჩენები საჭირო. ხო შედეგები დაგვიწერე ოღონდ chali.png
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
apxazi
პოსტი May 31 2016, 19:35
პოსტი #50


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 137
რეგისტრ.: 4-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



2016 ის რეპორტი როდის დაიდება? მეორე დღეს ვეღარ წავედი და შედეგები მაინტერესებს ძალიან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი May 31 2016, 21:43
პოსტი #51


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



apxazi
ეს 2015 წლის თემაა იქნება 2016-იც იმედია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი May 31 2016, 23:43
პოსტი #52


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



apxazi

საველე შეჯიბრი "ოჩოპინტრეს თასი 2016"
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  « < 2 3 4
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 02:17