IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

www.cabelas.com, როგორ გამოვიწეროთ საქონელი
გიორგი
პოსტი Dec 3 2009, 18:48
პოსტი #961


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



მოკლედ ძაან ბევრი PM-ი მომდის ამ თემასთან დაკავშირებით და გადავწყვიტე აქ დავდო მანუალი.

ესეიგი შევდივართ საიტზე http://www.cabelas.com/

ვისაც ჯერ არ აქვს გახსნილი ანგარიში:

1. ზედა მარჯვენა კუთხეში ვაჭერთ My Account



2. ვაჭერთ Login or Create a Cabelas.com Shopping Account



3. ვაჭერთ Create Account




4. ვავსებთ გახსნილ ფორმას. ყველა მონაცემი, რომელიც აღნიშნულია ფიფქით უნდა შეივსოს აუცილებლად და თანაც ზუსტად.



ამით რეგისტრაციის ნაწილი მორჩენილია.



ვისაც უკვე გავლილი აქვს რეგისტრაცია:

1. ზედა მარჯვენა კუთხეში ვაჭერთ My Account



2. ვაჭერთ Login or Create a Cabelas.com Shopping Account



3. შეგვყავს ჩვენი მომხმაებლის სახელი და პაროლი და შევდივართ სისტემაში



4. ვიწყებთ სასურველი პროდუქციის შერჩევას... თითოეულ საქონელს აქვს მარჯვენა მხარეს ადგილი, სადაც ვირჩევთ რაოდენობას, ზომას, ფერს და ასე შემდეგ (სხვადასხვა ტიპის საქონლისთვის - ჩამონათვალი განსხვავებულია)



ვაჭერთ Add to cart, რის შემდეგაც მოცემული საქონელი იმყოფება საყიდლების კალათაში. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ვაჭრობა და კალათაში დაამატოთ იმდენი საქონელი, რამდენიც გაგიხარდებათ.

5. მას შემდეგ რაც მორჩებით ვაჭრობას აჭერთ Cart (ზედა ზოლში) ან თუ კონკრეტულ მომენტში ხელმისაწვდომია – View Shopping Cart



6. გახსნილ გვერდზე შეგიძლიათ გადახედოთ თქვენს მიერ შესაძენ საქონელს და სურვილისამებრ შეიტანოთ ცვლილებები (გაზარდოთ ან შეამციროთ რაოდენობა) რის შემდეგაც ვაჭერთ - Checkout



7. თუ საქონელს ვაგზავნით იმ მისამართზე, რომლიც შეყვანილი იყო რეგისტრაციის დროს - მაშინ მოვნიშნავთ - ship to billing address და ვაჭერთ continue checkout.



8. ვირჩევთ ტრანსპორტირების მეთოდს: 1 საერთაშორისო სახმელეთო ან 2 საერთაშორისო საჰაერო. პირველის ღირებულება არის საქონლის ღირებულების 25% (მინიმუმ 20$) და ამანათი მიდის ფოსტაში (პლეხანოვზე) საიდანაც მოგივათ შეტყობინება და მიხვალთ მერე და წამოიღებთ თქვენს საქონელს. მეორეს შემთხვევაში - ტრანსპორტირება ჯდება საქონლის ღირებულების 45% (მინიმუმ 40$) და საქონელი UPS-ით მოგივათ პირდაპირ მითითებულ მისამართზე. პირველ ვარიანტში საქონელს მოდის 2-3 კვირაში, მეორე ვარინტში მაქსიმუმ 5-6 დღეში.

სასურველი მეთოდის არჩევის შემდეგ ვაჭერთ - continue checkout.


9. ბოლო გვერდზე შეგვყავს თქვენი ელექტრონული ბარათის ნომერი და მოქმედიბის ვადა, რის შემდეგაც ვაჭერთ - send order to cabela's



10. ფისდესამანა... მორჩა ამით ყიდვის პროცედურა



გაითვალისწინეთ

- თუ საქონლის და ტრანსპორტირების ღირებულება ერთად აღებული აღემატება 300 ლარს - მოგიწევთ საქონლის განბაჟება
- გარკვეულ საქონელზე არსებობს გამოგზავნის შეზღუდვები (მაგ. იარაღი და ტყვიამასალა) რასაც დამატებით გაგაბრთხილებთ საიტი
- ზომების გადამყვანი ტაბულა შეგიძლიათ ასევე იხილოთ საიტზე http://www.cabelas.com/cabelas/en/template...ngCharts*120209
- საერთაშორისო გაგზავნაზე დამატებითი ინფო შეგიძლიათ იხილოთ აქ http://www.cabelas.com/cabelas/en/template...tlOrders*120209
- PM-ები თხოვნებით რაღაცა ჩამომიტანე და ფულს მოგცემ - იშლება ავტომატურად. ინსტრუქცია დაგიდეთ და დანარჩენი თქვენ იცით.
- თუ რამე გაინტერესებთ ამ თემის ირგვლივ იკითხეთ აქ. მსგავსი PM-ებიც წაიშლება ავტომატურად.
- ინგლისურთან თუ არ ძმაკაცობთ, ჯობია დაიხმარიოთ ვინმე ენის მცოდნე

ხ.მ. ჯერ კი გამეცინა ეს აზრი, რომ მომივდა თავში, მაგრამ მერე მაინც გადავწყვიტე ესეც დავწერო: იქ შესავსებ ველებში თქვენი სახელი, გვარი და მისამართი დაწერეთ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif აქედან არ დააკოპიროთ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif




პატივისცემით,


გიორგი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
10 გვერდი V  « < 9 10


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd June 2024 - 23:13