მეძებარი ძაღლის ყნოსვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მეძებარი ძაღლის ყნოსვა |
Jul 7 2012, 16:59
პოსტი
#16
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 223 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
პროსტა ის მიკვირს არცერთს არ გვინადირია ამ შორს და სწრაფად მორბენალი ძაღლებით და წარმოდგენები გვაქ ისაო და ესაო... გიგოს (გიორგი კუხალეიშვილი) გარდა ვინმეს გყოლიათ ძაღლი რომელიც 200 250 მეტრზე გადიოდა ცალ მხარეზე???? რაღაც არა მგონია რო ვინმეს ესეთი გყოლოდათ თორე აუცილებლად ყველასთვის ცნობილი იქნებოდა.... მონადირეები ვართ ყველა. ყველას მოგვწონს ლამაზი ნადირობა, ოღონდ ზოგს როგორ და ზოგს როგორ ესმის სილამაზე.... დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენტაგანი ამ ძაღლებს შეუზღუდავს ძებნის დიაპაზონს. რადგანაც 200 მეტრში ნაბულზე დამდგარ ძაღლთან სირბილი არაა ცოტა. შეზღუდავ და იმ ესთეტიკას დაკარგავს რასაც მოვითხოვთ მათგან. არ დაბორკავ ძაღლს და თმას გაგითეთრებს სანამ დაგეშავ. გეშვაშიც რაღაც ცოტაოდენი გამოცდილება უნდა გქონდეს რო ეს ძაღლები დაგეშო(გეშვაში კი მარტო მყარ ნაბულზე დადგომა არ იგულისხმება და რო არ გამოეკიდება) მათ ჩვენ ძაღლებზე მეტი დრო ჭირდებათ და მეტი ენერგია მიაქვთ რადგანაც უფრო მეტი აზარტი და ჟინი აქვთ სირბილის. ასე რომ ეს ძაღლები ყველას არ ჭირდება... ყავს და იყოლიებს ის ვისაც ჭირდება.... ყველასთვის არაა ეს ძაღლი საჭირო გაფუჭდებიან გაფუჭდებიან....
|
|
|
Jul 7 2012, 17:04
პოსტი
#17
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 33 რეგისტრ.: 5-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
samo
ეხლა შენ რასაც მე მიხსნი ეგ როგორ ვიცი იცი??? ისე როგორც ჩემი სახელი რო არ დამავიწყდება არასდროს.. |
|
|
Jul 7 2012, 17:23
პოსტი
#18
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 223 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ეეე წაშლილა ახლიდან დაგიწერ ისევ!
abu რო ამბობ ძაღლი ყოველთვის ვერ აღიქვამს სუნსო..... წარმოიდგინე ეხლა სუნტქვა მიმდინარეობს რითმში. ამოსუნთქვას ჭირდება 3 წამი ცასუნთქვას 3 წამი (3 წამი ეს ისე მაგალითისთვის) 3 წამში ის ძაღლი საშვალოდ გარბის 10 მეტრს .. ანუ შენი მსჯელობით გამოდის რო ძაღლი მინდვრის პარალელის ყოველ მომდევნო 10 მეტრს ტყუილა გარბის ანუ გამოტოვა ის ადგილი... საბოლოოდ კი გამოვიდა ასე. როცა ნადირობ 4 საათი აქედან 2 საათი ძაღლი ტყუილ უბრალოდ დარბის??!!! |
|
|
Jul 7 2012, 18:09
პოსტი
#19
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 84 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
მეგობრებო ტყვილად ვკამათობთ მე ძაან მჯერავს GIGO-ს და სხვა ამ ფორუმში გაწევრიანებული მონადირეებისა , პირველ რიგში ძაღლის ანატომია უნდა შევისწავლოთ და ყნოსვაზე მერე ვისაუბროთ, რაც შეეხება ის ძაღლი მუდმივად კი არ ცილდება 200-300მეტრს პატრონს თუ ფრინველი ახლოსაა 30მეტრში იკაც აკეთებს ნაბულს, GIGO-მ რაც თქვა სრულიად მართალია.
|
|
|
Jul 7 2012, 18:24
პოსტი
#20
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 33 რეგისტრ.: 5-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
samo
abu რო ამბობ ძაღლი ყოველთვის ვერ აღიქვამს სუნსო რა გინდა ,პატივცემულო,რას მერჩი,რა დაგიშავე! სად ვამბობ ,რას ვამბობ?! რა სუნს ვერ აღიქვამსო? რა ატამი,რი ატამი?! ისე შენი აზრით,კონკრეტულ მინდორში მყოფ სანადირო ფრინველის რამდენ პროცენს პოულობს ძაღლი? ჩემი დაკვირვებით არა უმეტეს 10-15 პროცენტისა! ეს ჩემი აზრია,შენ ტუ სხვა უტყუარი მონაცემი გაქვს ,მიუთითე წყარო და დაგიჯერებ! ხოდა ტუ მინდორში მყოFი ფრინველის 10-15,ტუნდაც 50 პროცენტს პოულობს,დანარჩენს ხომ ტოვებს? ხოდა ეგ გამოტოვებული ფრინველი ზუსტად იმ ამოსუნთქვის დროს არის გამოტოვებული! წინააღმდეგ შემთხვევასი ძაღლი წამდაუწუმ ნაბულზე იდგება. ამის მაგალითად ე.წ. "პერელიოტზე" დაყრილი მწყერი გამოდგება. დააკვირდი,რამდენი ფრინდება ძარლის სიახლოვეს ისე,რომ ძაღლს არც კი უყნოსია! სამო,,ვიცი რომ ახალგაზრდა ,წესიერი ,განათლებული და ძალიან კარგი ბიჭი ხარ!): ძალიან გთხოვ.არ გინდა ესეთი კატეგორიული ტონით კამათი! ზოგჯერ მაინც დაუშვი რომ სხვაც შეიძლება მართალი იყოს! |
|
|
Jul 7 2012, 22:40
პოსტი
#21
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
სამო, სიტყვაზე ნურავის უჯერებ, არგუმენტები და ახსნა-განმარტება მოითხოვე.. ამოსუნთქვისას ძაღლი ვერ ყნოსავს, ეს აქსიომაა!!
რასაც გიგო ამბობს, ვარაუდია, - რომ ამოსუსთქვისასაც მცირედ, მაგარამ მაინც ღიზიანდებიან ყნოსვის რეცეპტორები. როგორი შეფარდებით იცი, 1:30, 1:50. ამოსუნთქვისას ჰაერი ფილტვებგამოვლილია, სხეულებ და ჟანგბად სუნებ და უამრავრამგამოცლილია. შეიძლება, ეს გახდეს დამატებითი ფაქტორი, რომ ყნოსვის სიზუსტის ნაკლებობის დროს, ტვინმა, გვიან, მაგრამ მაინც ხელმეორედ და რა თქმა უნდა, შედარებით არასრულყოფილად გადაამუშავოს ჩასუნთქვისას მიღებული ძველი ინფორმაცია. მაგრამ ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია. |
|
|
Jul 8 2012, 01:05
პოსტი
#22
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
სამო, სიტყვაზე ნურავის უჯერებ, არგუმენტები და ახსნა-განმარტება მოითხოვე.. ამოსუნთქვისას ძაღლი ვერ ყნოსავს, ეს აქსიომაა!! რასაც გიგო ამბობს, ვარაუდია, - რომ ამოსუსთქვისასაც მცირედ, მაგარამ მაინც ღიზიანდებიან ყნოსვის რეცეპტორები. როგორი შეფარდებით იცი, 1:30, 1:50. ამოსუნთქვისას ჰაერი ფილტვებგამოვლილია, სხეულებ და ჟანგბად სუნებ და უამრავრამგამოცლილია. შეიძლება, ეს გახდეს დამატებითი ფაქტორი, რომ ყნოსვის სიზუსტის ნაკლებობის დროს, ტვინმა, გვიან, მაგრამ მაინც ხელმეორედ და რა თქმა უნდა, შედარებით არასრულყოფილად გადაამუშავოს ჩასუნთქვისას მიღებული ძველი ინფორმაცია. მაგრამ ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია. შადიმან ცდები: ძაღლი სირბილით თავაწეული ძებნისას სუნთქავს პირით, და აქვს უნარი სირბილისას ცხვირში ეჭიროს ჰაერის ნაკადი მიუხედავად იმისა ჩაისუნქა თუ ამოისუნთქა. უფრო მეტიც ამ პერიოდში -ამოსუნთქვისას ცხვირიდან ჰაერი შედის შიგნით-პირისაკენ. წარმოუდგენელია ხომ? რაც ექსპერიმენტში დაამტკიცეს ამ მდგომარეობას (ცხვირით არსუნთქვა-მხოლოდ ჰაერის ნაკადის გატარება ) კონკრეტული ძაღლი ახერხებდა 40 წამის (დაახლოებით 20-30 ჩასუნთქვა ამოსუნთქვის) განმავლობაში. ეს ყველეფერი ხდება სირბილისას თავაწეული ძებნის დროს. მდგომარეობა იცვლება როდესაც ძაღლი იყნოსავს ფრინველს: ძაღლი აკეთებს 40-44 ერთ შემთხვევაში და 160-240 ჩასუნთვას წუთში ცხვირით. დაახლოებით იმდენივეს (140-210) რასაც აკეთებს კვალზე ძებნის დროს. ძებნისას ძაღლი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის რაოდენობა არ გაუზომიათ, მაგრამ გაზომეს ჯდომისას და სიარულისას (14-32 ციკლი) სირბილის დამთავრების თანავე რამაც წუთში 35-50 ციკლი შეადგინა. ეს რბოლო რაოდენობა 35-50 შეიძლება ავიღოთ მინიმუმათო სირბილის დროს. კარგი ძაღლი მინდორში 10-15 და 50 პროცენტზე გაცილებით მეტასც პოულობს. თუ სწორადაა დაგეშილი და ნიავის საწინააღმდეგოდ გამართული ჩელნოკით თავაწეული ეძებს. მიუხედავად ნაპოვნი პროცენტებისა ცხვირით ამოსუნთქვა ერთერთი მიზეზთაგანია რის გამოც ძაღლმა შეიძლება გამოტოვოს ფრინველი. როგორ გგონიათ შეყნოსვისას ფრინველს არ ტოვებს? ასე რომ სირბილისას ცხვირით ჩასუნთქვა აუცილებელი არაა-მთავარია სკვაზნიაკი იყოს ცხვირში და შემოსული ნაკადების გარჩევა შეძლოს ძაღლმა. აქსიომის მიუხედავად ძაღლს ამოსუნქვისას ყნოსვა შეუძლია |
|
|
Jul 8 2012, 01:44
პოსტი
#23
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ძაღლის ყნოსვაზე ცალკე თემა რო გაგვეხსნა და ეს ყველაფერი(თემატური) იქ გადაგვეტანა ძალიან შემეცნებითი და საინტერესო თემა გამოვიდოდა.
|
|
|
Jul 8 2012, 07:46
პოსტი
#24
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 33 რეგისტრ.: 5-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
GIGO
კარგი ძაღლი მინდორში 10-15 და 50 პროცენტზე გაცილებით მეტასც პოულობს მარტივ ექსპერიმენტს გთავაზობ! ავიღოთ მინდორი 100 100. ჩავსვათ იქ 10 მწყერი. შევუშვათ კარგი ძაღლი და დავაკვირდეთ თუ რამდენ მწერს იპოვის მინდორის თავიდან ბოლომდე გავლამდე. ეს ექსპერიმენტი გავიმეოროთ 10 ჯერ. თუ 50 პროცენტს ან მეტს იპოვის10 გაშვებიდან უმეტეს შემთხვევაში,,5 კაციანი მონადირული პურმარილი ჩემგან მოსულა,თუ ვერ იპოვის, შენგან! გამოტოვებას რაც შეეხება,გეთანხმენბი,ჩასუნთქვ ისასაც ტოვებს,თან არც თუ ისე ცოტას! თუ ყურადღებას მიაქცევ,ვწერ რომ ფრინველის დაფიქსირება უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული,უმთავრესად კი ტვინის სწრაფ და უშეცდომო რეაგირებაზე ამა ტუ იმ გამაღიზიანებელზე,ამ სემთხვევაში სანადირო ობიექტის სუნზე. პრინციპში ,ერთი და იგივეს ვამბობთ. უბრალოდ ნორვეგიელების მოსაზრება ჩემთვის უცნობია,ამიტომ სანამ არ წავიკითხავ არგუმენტებს,ცოტა ძნელი წარმოსადგენი. თხოვნა მაქვს,იქნებ მიმითითო,სად შეიძლება გავეცნო ნორვეგიელი მეცნიერების აღნიშნულ ნაშრომს. მართლაც ძალიან საინტერესო თეორიაა. .ძირეულად ცვლის აქამდე არსებულ წარმოდგენას ძაღლის ყნოსვასთან დაკავშირებით |
|
|
Jul 8 2012, 10:15
პოსტი
#25
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
გიგო, სად წაიკითხე ეგ სიჭკვიანეები.. რას ამბობ, პირში შედის ჰაერი და ცხვირიდან გამოდის და ამ დროს ყნოსავს? მა, ფილტვები? ხოლო ცხვირიდან ამოსუნთქვისას პირში ჯერ როგორ შედის, რა ჰაერზეა ლაპარაკი, უკვე ფილტვებგამოვლილზე? ან პირიდან ისევ ცხვირში, რა გზით ხვდება, უკანა ცხვირიდან? მერე შუა ცხვირს გაივლის და მერე წინა ცხვირს და ასე უკუღმა მიმდინარეობს შეყნოსვის ციკლი? (შენც იცი, ცხვირი ურთულესი მექანიზმია,მინიმუმ სამი პრიბორისგან შედგება, წინა შუა და უკანა ნაწილებისგან, სხვადასხვა ფუნქციებით)
მართლა მაინტერესებს, სად წაიკითხე? ვისი სტატიაა? თუ ვინმემ მოგიყვა, კარგად ვერ მოუყოლია. თუმცა, დიდი ხანია, არსებობს მაგდაგვარი წარმოდგენა, ჯერ ვერვისგან დამტკიცებული. მარტივად: ძაღლი სუნთქავს პირით, როცა დარბის, ცხვირში ჰაერი თავისით შედის და გამოდის, რაც მეტია სისწრაფე, მეტი წნევით. მაგრამ, ის რომ ცხვირი ძალიან მალე ერთვება ჩასუნთქვა ამოსუნთქვის ციკლში, ჟანგბადის მოთხოვნილების მატებასთან ერთად, ესეც ფაქტია. |
|
|
Jul 8 2012, 10:19
პოსტი
#26
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ამოსუნთქვის დროს, თეორიული შანსი არის მეძებარმა რამე იყნოსოს....... მხოლოდ თეორიული
|
|
|
Jul 8 2012, 18:04
პოსტი
#27
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 202 რეგისტრ.: 15-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: batumi |
ბატონო შადიმან.Структура струй вдыхаемого собакой воздуха при проработке следа (а, б) и при принюхивании к дальнему источнику запаха (в)
Хотелось бы остановиться на вопросе о том, как поступает воздух в носовую полость собаки, когда она движется по следу с достаточной скоростью. Собаки бегут по следу с открытым ртом, дыхание при этом частое и поверхностное: при незначительных нагрузках — около 100–140 вдохов в минуту, при значительных (бег в течение 30 мин. и более) 200–250 вдохов в мин. Охлаждение тела осуществляется за счет дыхания. Через нос проходит лишь 5–15% от вдыхаемого воздуха, причем почти весь он проходит через круглую часть ноздри. При вдохе этот воздух проходит через носовую полость и вместе с основной массой воздуха поступает в легкие (рис. 12 а). При выдохе через рот также наблюдается засасывание воздуха в ноздри извне (рис. 12 б). Возможно это связано с тем, что при движении воздуха из легких с большой скоростью в глотке (самом узком месте), создается область пониженного давления, что способствует засасыванию порции воздуха через хоаны из носовой полости. Эта часть воздуха в легкие не попадает, а, пройдя через нос, выбрасывается наружу с основной массой выдыхаемого животными воздуха. Таким образом, обонятельная информация поступает к бегущей по следу собаке непрерывно — на вдохе и на выдохе, что позволяет ей достаточно эффективно корректировать свое поведение при преследовании убегающего человека или зверя. Источник.Ниже привожу главу из книги Кинологическое обеспечение деятельности органов и войск МВД РФ ОБОНЯТЕЛЬНАЯ ОРИЕНТАЦИЯ И ФОРМИРОВАНИЕ АКТИВНОЙ ПОИСКОВОЙ РЕАКЦИИ У СОБАК |
|
|
Jul 8 2012, 20:03
პოსტი
#28
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ალიკ, ეს სულ სხვა ვერსიაა,რასაც გიგო წერს, იმასთან შედარებით. აქ სწორედაც რომ კვალზე მუშაობაა განხილული. ეს При выдохе через рот также наблюдается засасывание воздуха в ноздри извне, რა მტკიცებულებაა? Кем наблюдается? Где наблюдается? მერე, Возможно это связано с тем - საერთოდ ვარაუდია. თვითონ როგორც წერენ, 10-15 % პროცენტი ჰაერისა შეიყნოსება ცხვირით შესუნთქვის დროსო, ახლა პირიდან ამოსუნთქული, ფილტვებგამოვლილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ჰაერის რა ნაწილი შედის ნესტოების ჭრილებიდან ცხვირში (თუ საერთოდ შედის), რომ ჩასუნთქვის და ამოსუნთქვისას შეყნოსვის თანაბრობაზე ვილაპარაკოთ? თანაბრობა კი არა , მე რაც ადრე დავწერე, კამერნიცკის სტატიიდან იყო ციფრები, 1:30, 1:50 , ასე მახსოვს. ეს პრინციპში იმას ნიშნავს, რომ ამოსუნთქვისას ნაყნოსი დოზა იმდენად მცირეა შესუთქვასთან შედარებით, ტვინისთვის მიწოდებული ინფორმაციის ძირითადი წყარო რომელია, კითხვაც აღარ უნდა.
საერთოდ, ეს თემა ყველაზე ნაკლებად შესწავლილია და ძირითადად ჰიპოტეზების დონეზე განიხილება ხოლმე . ისე, გიგო უცნობ, მაგრამ ევროპელ- ნორვეგიელებს მაინც ეყრდნობოდა და სხვათა შორის, სულ სხვა სურათს ხატავდა. საბჭოთა არაფერი ვარგოდა კინოლოგიაშიო და შენ კიდე მთლად რუსეთის მვდ-ს გამოცემას იმოწმებ? |
|
|
Jul 8 2012, 20:49
პოსტი
#29
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 202 რეგისტრ.: 15-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: batumi |
ბატონო შადიმან ჩვენ რაიმეს არ ვამტკიცებთ ეს თემა უყვე კარგი ხანი დამტკიცებულია,ეკსპერიმენტებ
|
|
|
Jul 8 2012, 20:53
პოსტი
#30
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 202 რეგისტრ.: 15-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: batumi |
და თქვენ იცით მამ ეკსპერიმენტების შედეგები რადგანაც ნორვეგია ახსენეთ/
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 19:07 |