თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იქთიოლოგია _ მდინარის კიბო

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 7 2009, 18:53

მასწავლეთ აბა....

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 23 2009, 09:54

ვიტო
კიბორჩხალების მოპოვება იკრძალება. წარმოიდგინე - წითელ ნუსხაშია შესული.

მე გამოგიგზავნე მეილზე წითელი ნუსხა და გადაამოწმე. მანდ არის მდინარის კიბო

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 23 2009, 15:39

მონადირე
მე კიბორჩხალა ტბაში ვიცი არ მეგონა მდინარეში თუ იყო

პოსტის ავტორი: Maverick Jul 23 2009, 16:19

ტბაში კიბოა, კიბორჩხალა სხვაა, კიბორჩხალის მოპოვება აკრძალულია, კიბოსი არა

ბრტყელი კიბორჩხალაა, კიბო კუდიანი, ლუდზე რომ მიდის ის არის

პოსტის ავტორი: ახოტნიკ Jul 23 2009, 16:23

მაგი არვიცი მე აკრძალულია თუ ნარა მაგრამ!?!?!?! ბაყაყიც ხორცზრე იჭირება კარგად პაპლაოკზე და ასევე სპეციალური კობოდ ბადეებია რაა მერგვაი საჩოკივითაა და მუცელიაქ სადაც მაგრდება ბაყაყი და ხვატკის მსგავსად გრძელი ჯოხით უნდა ცაუშვა წყალში და გააცერო ერთი 5_10 წუთი და გაივსება მთელი ბადე რაა სულ ესაა მთელი თევზაობა ვიტო

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 23 2009, 16:23

ეეე აბა ეგენი არავის არაფერში არ ჩირდება

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 23 2009, 18:49

ახოტნიკ

ციტატა(jeko 15 @ 23rd July 2009 - 03:23 PM) *
მაგი არვიცი მე აკრძალულია თუ ნარა მაგრამ!?!?!?! ბაყაყიც ხორცზრე იჭირება კარგად პაპლაოკზე და ასევე სპეციალური კობოდ ბადეებია რაა მერგვაი საჩოკივითაა და მუცელიაქ სადაც მაგრდება ბაყაყი და ხვატკის მსგავსად გრძელი ჯოხით უნდა ცაუშვა წყალში და გააცერო ერთი 5_10 წუთი და გაივსება მთელი ბადე რაა სულ ესაა მთელი თევზაობა ვიტო

რაფერ ნოსოსავით კარგად ჩამოგიყალიბებია ყველაფერი newsmile05.gif
ხუთიანი შენ მართლწერაში http://www.stamp.caucasus.net

პოსტის ავტორი: ახოტნიკ Jul 23 2009, 19:32

ვიტო ვირუსი შემეყარა ვირუსიიიი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 24 2009, 11:10

უკაცრავად, შესწორება შემომაქვს - წითელ ნუსხაში შესულია კიბოს ეს ორი სახეობა და არა კიბორჩხალა, მაგრამ ამ კოლხურ ან პევცოვის კიბოს ჩვეულებრივი მდინარის ან ტბის კიბოსგან ვინც გაარჩევს, საღოლ მაგას newsmile05.gif


Astacus colchicus Kessler, 1876 კოლხური ფართოფეხა კიბო VU B2ა მცირე ფრაგმენტირებული არეალი

Pontastacus pylzowi Skorikov, 1911 პევცოვის კიბო VU D2 ძალზე მცირე არეალი

პოსტის ავტორი: aragveli Jul 29 2009, 18:10

ხორცის ნაჭერი უნდა ჩაუკიდო საჩოკით წყალში და გაივსება საჩოკი 10, 20 წუთში. ოგონდ ღამით იჭირება კარგად. და ხორცი თუ გაფუჭებულია და სუნი უდის უკეთესია

პოსტის ავტორი: puskuna Jul 31 2009, 08:26

მე ადრე ვიცჰერდი კობოს ლისის ტბაზე.საჩოკით და ფანარით გამით ნაპირზე გამოდიოდნენ და ისეე.საკმაოდ დზაან ბევრს ვიჩერდი სადღაც 45ცუთში ერთ ვედროს ვავსებდი.ასე რომ გამით ტბაზე გამოდიან ნაპირზე ასედაც შეიძლება კობოს დაჩერა small3d013.gif newsmile071.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 31 2009, 12:15

puskuna
მეც ზუსტად მასე ვთევზაობ და მემგონი ძალიან პრაქტიკულია

პოსტის ავტორი: puskuna Aug 4 2009, 19:20

კი კაი შედეგი მოაქვს მასეთ ჭერას.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 5 2009, 11:37

puskuna
მარა ერთხელ კიბორჩხალის მაგივრად სხვა რამეს მოვკიდე ხელი და კინაღამ ჩავი......ი

პოსტის ავტორი: შალვა Aug 5 2009, 11:59

ციტატა(nika @ 5th August 2009 - 12:37 PM) *
სხვა რამეს მოვკიდე ხელი და კინაღამ ჩავი......ი

კინაღამ არ ითვლება newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 5 2009, 12:08

შალვა
ყველაფერს ხო არ ვიტყვი ეხლა კაარგიიი რა შალვა კარგი რა

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 10 2009, 22:48

ვიტო
კიბოები დაჭერილი მყავს რამდენჯერმე, ლიპას ტბაზე, იქ. ნაპირზე, შლამში, ჩრდილიან ადგილებში ვიჭერდი, საღამოსკენ უფრო. ხორცის ნაჭერებს ვუშვებდი სატყუარად და მერე ხელით ამომყავდა newsmile05.gif

ისე, კაი დებილი არსებები კი არიან ეგ კიბოები, ადვილი დასაჭერები არიან.

P.S. ე.ი. კიბორჩხალა სხვაა კიდევ? მრგვალი რომაა ისაა კიბორჩხალა და კუდიანი კიბოა?

პოსტის ავტორი: 79999 Aug 11 2009, 21:27

არ ვიცოდი კიბორჩხალას დაჭერა თუ იკრძალებოდა newsmile035.gif

ერთი კითხვა მაქვს newsmile05.gif




ეს რა არის ?




ბავშვობაში ვიჭერდით მე და ჩემი ძმაკაცი ასეთებს ოხრად newsmile035.gif



გატყავებული ბაყაყის ფესხებით

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 12 2009, 09:02

აი ეგ არის კიბო ზუსტად newsmile05.gif კუდიანი, გრძელი "ულვაშებით"

ეგეთებია ოხრად ლიპის ტბაზე.

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 12 2009, 11:31

ადრე რომ იყო იმდენი აღარ არის, დაცოტავდა, როცა დააშრეს ეტყობა შემცირდა რაოდენობა,
ცოტა კი არის ისევე, ალბატ მომრავლდება

პოსტის ავტორი: იკო1981 Aug 12 2009, 11:59

ხოო მეც ვიწერდი ხოლმე სოფელში მაგეებს ოხრად,კაროჩე 2 ხერხი გვქონდა ხოლმე კიბორჩხალის დაჭერის:
1.ბადეზე მივამაგრებდით ან მაყაყს ან ვიცჰინას და წყალსჰი ვდებდით ცოტა ხანში ამოგვქონდა და კიბორჩხალა ბადეში გვხვდებოდა newsmile05.gif
2.ხელით ვიწერდით სადაც პატარა და სუფტა წყალი იყო,რო დავინახავდი კიბორჩხალას ფსკერზე ნელნელა ცჰავყოფდი ხელს წყალში იქედან და აქედნ ჩაუკეტავდი გზას ,ანუ წინ და უკან წასასვლელს და ნელნელა ვავიწროებდი მარწუხებს,ხოდა ვიჭერდი!

პოსტის ავტორი: 79999 Aug 12 2009, 18:52

იკო1981

ციტატა(irakli kvachadze @ 12th August 2009 - 01:59 PM) *
ხოო მეც ვიწერდი ხოლმე სოფელში მაგეებს ოხრად

+1 newsmile035.gif

ციტატა(irakli kvachadze @ 12th August 2009 - 01:59 PM) *
1.ბადეზე მივამაგრებდით ან მაყაყს ან ვიცჰინას და წყალსჰი ვდებდით ცოტა ხანში ამოგვქონდა და კიბორჩხალა ბადეში გვხვდებოდა newsmile05.gif
2.ხელით ვიწერდით სადაც პატარა და სუფტა წყალი იყო,რო დავინახავდი კიბორჩხალას ფსკერზე ნელნელა ცჰავყოფდი ხელს წყალში იქედან და აქედნ ჩაუკეტავდი გზას ,ანუ წინ და უკან წასასვლელს და ნელნელა ვავიწროებდი მარწუხებს,ხოდა ვიჭერდი!

საინტერესოა


ბარემ ერთ ჩემეულ ხერხსაც დავწერ newsmile05.gif


მე ძირითადად სოფელში ვიჭერდი კიბოებს, ღელეში.

ვიღებდი ჯოხს ასე 1-1.5 მერტი და კაპრონის ძაფს 2-3 მეტრი.

მერე ანკესისავით ვაწყობდი,

შემდეგ ვნადირობდით ბაყაყებზე newsmile035.gif ვატყავებდით და ფეხებს ვამაგრებდით ძაფის ბოლოში,

სატყუარას ვაგდებდით ოდნავ ღრმა წყალში და ვდებდით ჯოზს სანამ ძაფი არ გამოძრავდებოდა newsmile035.gif (თევზაობის მუღამიც ქონდა newsmile035.gif newsmile035.gif)

როცა გამოძრავდებოდა ნელნელა ვიღებდით და გამოჩენისთანავე ქვემოდან ვუცურებდით ე.წ. "საჩოკს" newsmile035.gif newsmile035.gif

ეს საჩოკი პეპლის საჭერს გავს, გრძელტარიანი ჯოხი ბოლოში რკინის რკალით და ბადით






საკმაოდ აზარტული იყო


პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 12 2009, 21:31

ვიტო

ციტატა(vito @ 12th August 2009 - 01:31 PM) *
ადრე რომ იყო იმდენი აღარ არის, დაცოტავდა, როცა დააშრეს ეტყობა შემცირდა რაოდენობა,
ცოტა კი არის ისევე, ალბატ მომრავლდება


ისე, ძალიან სწრაფად კი მრავლდებიან მგონი.
ესე ერთი წლის წინ სადღაც 10-მდე კიბო ჩავსვი დიდ ბაკში, 2 ტონიანში. რამდენიმე დღეში პატარა კიბოები გაიჩითნენ იქვე newsmile035.gif საკმაო რაოდენობით თან.

პოსტის ავტორი: qobala Sep 7 2009, 20:03


საარსებო გარემო


მდინარის კიბო წყალში ლამიან ფსკერზე ბინადრობს. ის უფრრო მდორე მდინარეებს ეტანება და მათ ნაპირებთან ახლოს რჩება. უკეთესი პირობები ექმნება მშინ, თუ წყლის მცენარეებიც იქნება ახლოს, რადგან ასეთი ადგილები მდინარის კიბოსთვის თავშესაფარიცაა და საკვებიც.
მდინარის კიბოს აგებულება წყლიან გარემოში ცხოვრებასთანაა შეგუებული.
http://www.radikal.ru

გარეგანი აგებულება

მდინარის კიბო მწერივით ფეხსახსრიანია, მაგრამ მსგავსებასთან ერთად, მათ შორის განსხვავებაცაა. მდინარის კიბოს თავი და მკერდი, მწერებისგან განსხვავებთ, შეზრდილია და მას თავმკერდი ჰქვია. კიბოს თავმკერდი ისე როგორც სხეულის სხვა ნაწილი, კირით გაჟღენთილი მთლიანი ქიტინოვანი საფარველითაა დაფარული. იგი კარგად იცავს დაზიანებისგან და გარეგანი ჩონჩხის ფუნქციასაც ასრულებს. თავმკერდზე მდინარის კიბოს ერთი წყვილი, რთული თვალი აქვს, რომლებიც დიდ და მოძრავ ღერაკებზე სხედან. ამ ღერაკების საშვალებით კიბოს საგნის დანახვა თავის მოუბრუნებლად შეუძლია. კიბოს ორი წყვილი ულვაში აქვს რომეთაგან ერთი წყვილი მოკლეა ხოლო მეორე წყვილი შედარებით გრძელი. ულვაშები ასრულებს ყნოსვისა და შეხების შეგრძნებების ფუნქციას. მდინარის კიბოს თავის ექვსი წყვილი კიდური აქვს. მათ შორის სამი წყვილი ყბების ფუნქციის შემსრულებელია. ზედა ერთი წყვილი კიდური საკვებს ანამცეცებს ქვედა ორი კიდური კი საკვებს იჭერს და პირისკენ გზავნის. მდინარის კიბოს მკერდთან შენაწევრებულია ხუთი წყვილი სასიარულო ფეხი აქვს. ამიტომ მას შეუძლია ფსკერზე იაროს. პირველი წყვილი ფეხი მარწუხისებრი ფორმიასაა. ის კიბოს საკვების დაჭერაშიც ეხმარება.
მდინარის კიბოს მუცელი მწერის ნაცვლად დანაწევრებულია. ნაწევრები ერთმანეთმანეთთან მოძრავადაა შეერთებული. ამიტომ კიბო მუცელს თავისუფლად ამოძრავებს ცურვის დროს. მდინარის კიბოს აქვს ერთი დამახასიათებელი ჩვეულება ის უკან-უკან ცურავს ასე რომ ის კარგად აკონტროლებს თავის მტერს რომელიც მას უკნიდან დაედევნება. თუმცა ამას აქვს ერთი მინუსიც ის ვერ ხედავს რა ხდება მის ზურგს უკან და საით მიცურავს ამიტომ ხსირად ხაფანგშიც ეხვევა.

შინაგანი აგებულება


მდინარის კიბოს ლაყუჩები კარგად განვითარებული აქვს. ლაყუჩები თავმკერდის ფარის განსაკუთრებულ სიღრუეშია მოთავსებული. ლაყუჩები ნაზი და ფურცლისებრია. ლაყუჩებში წყლის მუდმივ დინებას წყალთან მინარევი ჟანგბადიც შეაქვს, რითაც კიბო სუნთქავს.
კიბოს საჭმლის მომნელებელი ორგანოები, ნერვიული სისტემა და სისხლის მიმოქცევის ორგანოები ძირითადად ისეთივეა, როგორიც მწერებს აქვთ...

გამრავლება და აგანვითარება

ზრდასრული მდედრი კიბო უფრო დიდი ზომისაა ვიდრე ზრასრული მამრი კიბო. კიბო მრავლდება ქვირითით. ის ზათარში 100-200 ქვირითს დებს. ქვირითი მუცლის ქვეშ მოთავსებულ საცურავ ფეხებზეა მიწბებულიი, შესახედავად დაპატარავებულ საფერავს ჰგავს. newsmile090.gif
შემდგომი წლის ზავხულში ქვირითიდან პატარა კიბოები იჩეკება. ახალგამოჩეკილი კიბოები იმავე ადგილას არიან დედასთან ჩაბღაუჭებული სადაც მანამდე ქვირითი იყო მიმაგრებული. კიბოები გარკვეული დროის შემდეგ ეცლებიან დედას და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყბენ ზრდის პროცესში ზრდასრულ ასაკამდე მიღწევამდე მრავალჯერ იცვლიან ქიტოვან საფარველს. მდინარის კიბო ძალიან ნელა იზრდება გამოჩეკიდნ მხოლოდ მეხუთე წელს აღწევს ზრდასრულ ასაკს. მდინარის კიბოს სიცოცხლის ხანგრძლივობა ხანდახან 20 წელიწადს აჭარბებს.

სარგებლობა


მდინარის კიბოი გარდა იმის რომ გემრიელია და ადამიანს ძალიან უყვარს მისი ჭამა newsmile090.gif newsmile090.gif

ის იკვებება ლეშითაც ამიტომ ის მდინარეში ერთგვარი “სანიტარის” როლსაც ასრულებს.

პოსტის ავტორი: 919 Sep 7 2009, 21:39

დავამატებ ერთ რამეს:

მდინარის კიბო მოხარშული მარილიან წყალსა და კამაში
ძალზედ გემრიელი კერძია განსაკუთრებით ლუდთან ერთად
და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრია კიბოც და ლუდიც newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 7 2009, 21:42

და კიდევ მდინარეებში სხვა სახეობებიც არის შებრუნებულად რომ დადიან მაგას ვგულისხმობბ

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 7 2009, 22:51

აი პირველ სურათზე რომაა, ეგეთები ოხრადაა ლიპას ტბაზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 7 2009, 23:47

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 7th September 2009 - 11:51 PM) *
აი პირველ სურათზე რომაა, ეგეთები ოხრადაა ლიპას ტბაზე

იყო newsmile05.gif ეხლა ცოტა ვერარ არიან, წელს რამდენჯერაც ვიყავოით ზალიან ცოტააო ყველა წუწუნებდა.........

qobala
მადლობა ინფოსთვის

919
ციტატა(Gigs13 @ 7th September 2009 - 10:39 PM) *
ძალზედ გემრიელი კერძია განსაკუთრებით ლუდთან ერთად
და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრია კიბოც და ლუდიც

გიგა სად ნახე მაგდენი ლუდი ბევრ კიბოს რომ ეყოს? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 8 2009, 11:36

ვიტო
აჰაა, ე.ი. ოხრად იჭერდნენ. შარშან ზაფხულში ოხრად იყო რასაც ქვია, უამრავი კიბო იყო.

პოსტის ავტორი: qobala Sep 8 2009, 15:27

სამეგრელოში... პაპანწყურის ტბა თუ გაგიგიათ იქ არის ოხრად... ერთ საათში ნახევარ ვედროს ვავსებდი... თან ლეშის ან რაიმე სატყუარას წაღებაც არ მიწევდა. მაგ ტბაში მოლუსკები ბინადრობენ და მოლუსკზე მოდიოდა მაგრა newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 8 2009, 16:52

qobala
ეგ ხობშია მგონიnewsmile05.gifnewsmile05.gifრაღაც ლეგენდაა მაგ ტბაზე და იძახიან უძიროაო კიდევ!!!

პოსტის ავტორი: qobala Sep 8 2009, 19:22

ციტატა(ჰერცოგი997 @ Sep 7 2009, 10:42 PM) *
და კიდევ მდინარეებში სხვა სახეობებიც არის შებრუნებულად რომ დადიან მაგას ვგულისხმობბ


ხო მაგას კირჩხიბი ქვია... ძაან გემრიელი რაღაცაა. ყველგან მრავლადაა მდინარეებშიც და ტბებზეც. ქვის ქვეშ ან ტალახიან ადგილებში იცის ყოფნა newsmile090.gif newsmile090.gif

ციტატა(ნოსო @ Sep 8 2009, 05:52 PM) *
qobala
ეგ ხობშია მგონიnewsmile05.gifnewsmile05.gifრაღაც ლეგენდაა მაგ ტბაზე და იძახიან უძიროაო კიდევ!!!



ხოო გცოდნია ხო ხობის რაიონ სოფელ ხეთაშია newsmile090.gif newsmile090.gif მაგრამ უძირო არააა, შარშან კაცი დაიხრჩო და აკვალანგები ყავდათ მოყვანილი... ისე საოცარი ფსკერი ქონია, მღვიმეებია წყალქვეშ და მიწის ქვეშ გადის წყალი... ისე ტბა დაგუბებული წყაროს წყალია და ამიტომ ძალიან ცივი და გამჭვირვალეა... თევზი მრავლადაა არის საზანი. კარჩხანი. არის მოლუსკები რომლებიც მტკნარი წყლის მემარგალიტეებად მოიხსენიება და მარგალიტს წრმოშობს... იქაურებს ნაპოვნი აქვთ რამოდენიმე მარგალიტი... თვითონ მლუსკი დელიკატესია და რაც ყველაზე მთავარია სავსეა კიბოღჩხალებით და თან ძალიან კარგად იჭირება newsmile071.gif newsmile071.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 8 2009, 20:48

qobala
კიდევ რაღაც ლეგენდააა სახელთან დაკავშირებით!!!

პოსტის ავტორი: qobala Sep 8 2009, 22:04

ხოოო... პაპანწყურე მეგრულად დაახლოებით ესე ჟღერს... " მღვდელი ჩაძირულა" ამბობენ აქ ერთი მღვდელი ცხოვრობდაო, მუშები ყავდა დაქირავებული და სამუშაოს მერე, საღამოს მათ ძაღლის ხორცი აჭამა ისე რომ მათ ეს არ იცოდნენო... როდესაც მუშები წავიდნენ მღვდელმა ფანდურზეე დაამღერა ის ამბავი თუ როგორ გააცურა მუშებიო... იქვე მონადირემ ჩამოიარა ეს რო მოისმინა მღვდელი დაწყევლა, იქაურობა ჩაიძირა და ტბად იქცაო newsmile011.gif თუმცა სიმართლე გითხრათ ეს კომუნისტების დროს შეთხზული ისტორიააა... სინამდვილეში ისტორიული წყაროები გვამცნობს რო ეს ტბა წმინდა ტბაა სადაც ხალხს ნათლავდნენ... იქვე წმინდა გიორგის ეკლესიაა და უახლოესი ტბა ეს არის... და მისი ნამდვილი ისტორიული სახელია
არა "პაპანწყურე" (მღვდელი ჩაძირულა) არამედ "პაპაშწყურე" ანუ თარგმანში მღვდლის წყარო newsmile090.gif ანუ ლეგენდები უკვე ღმერთმა იცის ვინ შეთხზა... ლეგენდა ხომ ისტორიული წარსულის გაზღაპრებული ფორმააა... ისე ულამაზესი ტბაა... კიდევ ავღნიშნავ ეს არის მთებს შორის დაგუბებული წყაროს წყალი რომელიც შემდეგ ღელის სახით გაედინება... წყალი ისმევა... ძალიან სუფთაა ხუთი მეტრის სიღრმეზე ფსკერი სარკესავით ჩანს newsmile090.gif newsmile071.gif newsmile071.gif ისე ძალიან ღრმაა და და ძალიან მძიმე წყალია...

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 8 2009, 23:21

qobala
ხოდა გახსენი ახალ ამ სახელIთ ტბებში იქნება და როდესმე მოგვიწიოს იქ თევზაობაnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: qobala Sep 9 2009, 16:10

მოვემზადები ცოტა კარგად... ფოტოებს მოვიძიებ და აუცილებლად... newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ირაკლი21 Sep 21 2009, 13:25

ვიტო
მართლა თუ გაინტერესებს კიბოს დაჭერა მოგცემ საიტის დასახელებას სადაც დაწვრილებით აღწერილი რა დროს როგორ და რითი უნდა დაიჭირო კიბოები
კიბორჩხალას ვეძახით თორემ სინამდვილეში არის მტკნარი წყლის კიბო



პოსტის ავტორი: Maverick Sep 21 2009, 13:37

ირაკლი21
გვაინტერესებს ბატონო ირაკლი, აბა ეს თემა რისთვის გაიხსნებოდა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: mamuka555 Nov 7 2009, 11:20

კუს ტბაზე ადით და ხელით დაიჭერთ უამრავს,მე მაგალითად 500 ცალი მყავს დაჭერილი.გამით უნდა ახვიდეთ გვიან და თან კარგი ფანარი იქონიეთ დაანთებ და თავისით მობძანდებიან,უფრო კამიშების მხარესაა დიდები

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 7 2009, 13:09

კიბორჩხალის დაჭერას თუ აქვს სეზონი,ანუ ნებისმიერ დროს მოდის?

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 7 2009, 13:15

mamuka555

ციტატა(mamuka555 @ 7th November 2009 - 12:20) *
კუს ტბაზე ადით და ხელით დაიჭერთ უამრავს,მე მაგალითად 500 ცალი მყავს დაჭერილი.გამით უნდა ახვიდეთ გვიან და თან კარგი ფანარი იქონიეთ


მანდ სხვა ერთობ საჭირო საქმით დაკავებულ წყვილებს უფრო მეტს აღმოაჩენ ვიდრე კიბოებს newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: mamuka555 Nov 7 2009, 16:39

არც მაგის ნაკლებობაა მაგრამ იბორჩხალაც საკმაოდ ბევრია newsmile045.gif

საერთოდ სიცივეში ცოტა სიგრმეში შედის მაგრამ ეხლაც დაიჭერ იმდენს რომ ლუდთან ერთად ისიამოვნო newsmile027.gif

პოსტის ავტორი: lawyer Apr 15 2010, 23:48

http://www.youtube.com/watch?v=gWYUJK828Dk&feature=related

რა კარგები არიან newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 16 2010, 11:45

lawyer
ესეთი რაღაცეები სხვაგან დადე

პოსტის ავტორი: NNN-504 May 1 2010, 00:50

ალგეთზე ანკესზეც მოდის(წითელი ჭიით თუ თევზაობ).... ჩამომხრჩვალივით კიდია ხოლმე ზედ newsmile090.gif

პოსტის ავტორი: შუკა May 1 2011, 11:28

გუშინ ვიყავი კიბორჩხალებზე სათევზაოთ 9 საათზე ღამე (ერთი კაი ტბა მეგულება წინა წელს მაგრად ვიჭირე)

ვიყავი და ვაბშე ვერაფერი!! სულ მოვიარე მთელი ტვა ფანრით.. ვერ გავიგე რისი ბრალია გაწყდა, დრო არ აქვს ჯერ თუ ..

თუ ვინმე დადიხართ კიბორჩხალებხზე დაწერეთ წელს რა ხდება სად და როდემდეა ხოლმე სათევზაო პერიოდი..

პოსტის ავტორი: edwin May 1 2011, 18:24

შუკა , გაუმარჯოს.რომელ ტბაზე იყავი ვერ მეტყვი?მე ხშირად დავდივარ და დასაჩერად გოდრები მაქ.ადრე ალგეთი სავსე იყო კიბორჩხალებით.6-7 წლის წინ ერთ ღამეში 200-300 ცალს ვიჩერდით.ბოლო წლებში ამოწყდნენ.გრევნისხევშიც არის-ცოტა სხვა ჯიში,უფრო პატარაა.სანამ წყალი გამოუშვეს ლიპაზეც იყო ბლომად.შეიზლება ეხლა ხუნდება,მაგ მომენში იმალება,არც ჩამს არც მოძრაობს.მე უფრო ივნისის ბოლოში დავდივარ.

პოსტის ავტორი: DATKA May 1 2011, 19:00

შუკა
edwin
მეც დავდივარ ხოლმე, ძირითადად ლაკბეს ტბაზე, საპატრიარქოს ტბებზეც არის, და აკიდევ რამდენიმე ძალიან პატარა ტბები ვიცი თბილისთან ახლოს. თბილისის ზღვაზეც არისო იძახიან მარა მე იქ არ მითევზავია.
ჯერ ადრეა თუ დათბა მაისის ბოლოდან წამოვა უკვე.
სპეციალური საჭერი ბადის ხაფანგებით ვიჭერთ, სატყუარათ კი ვიყენებთ ხოცის ნაჭრეებს ან ნიორწყალში მოზელილ შავ პურს.

პოსტის ავტორი: ჯეკო May 1 2011, 20:14

DATKA მე სატყუარად ბაყაყს ვიყენებ ხოლმე დაა ერთ დღეს 8 კილო დავიჭირე, საკმაოდ მოზრდილები.აქ რუსთავში ერთი პატარა ტბა არის და მანდ.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 1 2011, 20:15

ვადაკაჭკას გულისხმობ ჯეკო

პოსტის ავტორი: ჯეკო May 1 2011, 20:20

ჰერცოგი997 კიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 1 2011, 20:33

მად მეც ვიჭერ კიბორჩხალებს ჩასადები სეტკებით 2 კილმდე ხან რაზე ხან რაზე რაც მაქვს კალბასზეც მოდის, თევზეც მოდის და ბაყაყზეც

პოსტის ავტორი: ჯეკო May 1 2011, 20:39

ჰერცოგი997 კი კი ეგრეა ნაგდაგ, ლიჟბი რამე ჩაუკიდო რააა, მე შებოლილ ხამსაზეც ვიჭირე ხოლმე მაგრამ პერიოდი აქვ თავისი ყოველთვის ვერ დაიჭერ.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 1 2011, 20:43

ეხლა არა 1 თვეში შეიძლება მოსინჯვა

პოსტის ავტორი: შუკა May 1 2011, 21:11

მე გოდრით არ მიცდია ფანრით და ჩანგლით ვიჭერ ხოლმე ფონიჭალის ტბაზე

გუშინ ვიყავი ამ წელს პირველად და ვაბშე არ იყო ალბათ სიცივეების ბრალია თორემ ხომ არ ამოწყდებოდნენ?

ისე რა მაინტერესებს გოდრის ვარიანტში დიდი რკინის სადოკი არ წავა ლილოში რომ იყიდება ისეთი?

და ყველაზე კარგად როდოს სატყარაზე მოდის?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 1 2011, 21:49

გააჩნია ნიკა როგორ ხასიათზე არიან მაგის მიხედვით მოდის უფრო ბაყაყებიც ევასებათ, კალბასიც ოღონდ მწვანილიანი არა და თეთრ თევზზსაც კარგად ჭამენ, მე ეგ სადოკი მაქვს რაც ლილოში იყიდება მაგათვის

პოსტის ავტორი: sabo73 May 2 2011, 10:04

ციტატა(ჯეკო @ May 1 2011, 21:14) *
ერთ დღეს 8 კილო დავიჭირე, საკმაოდ მოზრდილები.


მერე არ შეგრცხვა უჩვენოდ რომ შეჭამე 8 კგ კიბო? ჰე მიდი ეხლა გაიმეორე და ლუდი პირადად ჩემზეა. ბიჭები მოხარულები იქნებიან.

პოსტის ავტორი: ჯეკო May 2 2011, 17:56

sabo73 მარტო ნამდვილად არ მიჭამია newsmile035.gif newsmile035.gif თუკი ვინმერს უყვარდა სამეზობლოში ყველას მადლი მოვისხი ასე რომ ვთქვათ. newsmile035.gif newsmile029.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: goxnari May 3 2011, 12:23

ჯერ ადრეა წყალი უნდა გათბეს.მე კუსტბაზე ვიჭერ უკვე 15 წელია ბაყაყზე,,მესტნი ბაყაყი ოღონდ,, newsmile035.gif ამინდები თუ დაიჭირა მაისის ბოლოდან წამოვა თუ არადა ივნისის შუა რიცხვებიდან. წარმატებებიიიი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 3 2011, 12:33

ციტატა(goxnari @ May 3 2011, 13:23) *
ჯერ ადრეა წყალი უნდა გათბეს.მე კუსტბაზე ვიჭერ უკვე 15 წელია ბაყაყზე,,მესტნი ბაყაყი ოღონდ,, newsmile035.gif ამინდები თუ დაიჭირა მაისის ბოლოდან წამოვა თუ არადა ივნისის შუა რიცხვებიდან. წარმატებებიიიი newsmile027.gif

მეც მანდ ვიჭერ ხოლმე ძალიან კარგი პროცესია
ზიხარ პივას ურახუნებ და ბადე კი დევს წყალში და ელოდება სტუმრებს


მანდ დაცვა მამაძაღლობს ხოლმე თორე ბევრის დაჭერა შეიძლება

პოსტის ავტორი: goxnari May 3 2011, 12:55

კიიი ზუსტად ეგრე ვაკეთებ მეც,თან ფანრითაც დავაბოტებ წყალში პლაჟის გაყოლებაზეnewsmile05.gif))აზრზე არ ვარ დაცვა რას შვება მე არ მინახავს მაგათი მამაძაღლობა,ერთხელ იყო რომ ,,რუპორით,, გვითხრეს ცეცხლი ჩააქრეთო თორე ძაღლებს ავუშვებო,მერე დაიძახა უკვე ავუშვიო და მერე გათენდაnewsmile05.gif)))) სანამ კუსტბა +18 გახდებოდა მაგ პერიოდში იმდენი იჭირებოდა რომ 6 კაციან სასტავს კარგად გვყოფნიდა ლუდზე newsmile05.gif.ხრამულიც იყო მარა აღარ შემხვედრია.უკაცრავად ძაან გადავუხვიე გამახსენდა კაი დროnewsmile05.gif))). მაისის ბოლო-ივნისი. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gloster May 9 2011, 18:52

არაგვზე ვთევზაობდით სადოკი წყლიდან რომ ამოვიღე თევზაობის შემდეგ სადოკზე 3 ცალი კიბო იყო მოკიდებული და ჩვენს თევზებს აწვალებდნენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kupra May 10 2011, 02:26

გემრიელი კიარის მაგარი და სხვა რა გიტხრათ

პოსტის ავტორი: backa Jun 20 2012, 15:19

გამარჯობათ. სიონზე თუ იჭირება კიბო?

პოსტის ავტორი: Gcckoka Jul 1 2012, 21:06

მარჯვნივ რო არის ეს კიბორჩხალაა?
http://postimage.org/image/ifonlryj5/

პოსტის ავტორი: kriko Mar 17 2014, 19:11

ეგ კიბორჩხალა იჭმევა?

პოსტის ავტორი: მარდი Mar 17 2014, 19:13

ამასაც ჩამენ მაგრამ მე არ გამისინჯავს და არც მაქ სურვილი. მდინარისს კიბო სხვაა....

პოსტის ავტორი: KEVIN WENDEL CRUMB Jan 21 2021, 19:18

ციტატა(qobala @ Sep 8 2009, 16:27) *
სამეგრელოში... პაპანწყურის ტბა თუ გაგიგიათ იქ არის ოხრად... ერთ საათში ნახევარ ვედროს ვავსებდი... თან ლეშის ან რაიმე სატყუარას წაღებაც არ მიწევდა. მაგ ტბაში მოლუსკები ბინადრობენ და მოლუსკზე მოდიოდა მაგრა newsmile027.gif newsmile027.gif
მე ვიცი მაგარი ადგილია


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)