თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კლუბის ერთობლივი ღონისძიებები _ 2020-2021 წლის ნადირობის სეზონის ერთობლივი დახურვა,

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 28 2021, 22:41

2021 წლის 27 თებერვალი. 2020-2021 წლის ნადირობის სეზონის მორიგი დახურვა კლუბ ოჩოპინტრეს კლუბის წევრთათვის.

გუშინდელ დღეზედ მინდა ოცდაათიოდე სიტყვა ვთქვა.

მიუხედავად მცირედი ნერვიულობისა გუშინდელი დღე იყო კარგი. არა, ძალიან კარგი. საუკეთესო ივენთი ამ ბოლო ორწლეულში.
მშვენიერი ოფროუდიც გამოგვივიდა. მშვენიერი ტალახი იყო. მე კმაყოფილი ვარ. ნადირობა დიდებული რამ იყო. არაჩვეულებრივი გუნდური მუშაობა. ბიჭების კოორდინირებულობა. პროფესიონალიზმი, დამაჯერებლობა, ბატონი მამუკა შილაკაძის ხელმძღვანელობა და საუკეთესო შედეგიც სახეზე იყო. უფრო კიდევ დიდებული პურიჭამა. ჩემი უმი მწვადი, ჯერ ჯოლას, შემდეგ კი კლუბის არაჩვეულებრივი ღვინო. ბატონი მამუკას სუპერ-უგემრიელეს-უმაგრეს-ზებუნებრივი ქმნილება ტაფაზე და ჯოლას იდეალური თამადობა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა ქართულ-მონადირული სუფრის ძალა და მადლი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეგვიძლია ძველებურად, გემრიელად და მხიარულად გავერთოთ, ვისიამოვნოთ და 9 საათამდე მოვასწროთ ყველაფერი ამ დედანაქაჩ კორონას გამო.

დიდი მადლობა ყველას ვინც ამ ივენთში მიიღო მონაწილეობა.

ყველას, ვინც ითავა ეს არაჩვეულებრივი ივენთი.

მადლობა ყველას, ვინც ასე გემრიელად გაგვატარებინა ეს არაჩვეულებრივი დღე.

დიდი მადლობა ამინდს. ძალიან გვაცალა.

განსაკუთრებული მადლობა ორგანიზატორებს. ჭალიმგელას, ზახარას, ოთო

დიდი მადლობა ბატონ მამუკას ზებრწყინვალე კერძისთვის.

დიდი მადლობა ჯოლას, სუფრის არაჩვეულებრივად გაძღოლისთვის.

ნიკოს მადლობა, რომ მათრია აქათ-იქათ. უბრალოდ, სნიკერსი არ ჩამომიტანა და გული დამწყვიტა. ეგ არაფერი, მიპატიებია ჩემო მხედარო.

გრიზლი, არ გამიბლატავდე. რაც იყო, იყო. გუშინ დაიწყო და გუშინვე დამთავრდა. სადაც დაიწყო, იქ დამთავრდა. ვიცით მხოლოდ სამმა კაცმა. მე, შენ და ნიკომ. არ გაბაზრდეს იცოდე ????

დიდი მადლობა დავითუსს და კუდიგორელს რომ ვიდეოს გადაღებაში შემენაცვლნენ.

დიდი მადლობა ჯურჯენას, რომ დამითმო ე.წ. ფაუერ ბანკი და დამატენინა წვერსაპარსი გადამღები, თორე დარჩნებოდნენ კუდიგორელი და დავითუსა მადლობის გარეშე.

დიდი მადლობა მეც, რომ ასეთი ლამაზი, კოხტა და ბუთხუზი ვარ.

გენაცვალეთ, ჯიგრები ხართ

გკოცნით და გეხვევით, თქვენი: ნიკო კეცხოველი

♥️♥️♥️

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

პოსტის ავტორი: ჩავლე Feb 28 2021, 23:13

ესეთი დღეები და შეკრება, ღმერთმა არ მოგვიშალოს. მშვენიერი ფამოვიდა და იმედია შემდეგში კიდევ უფრო კარგი იქნება ✌️

პოსტის ავტორი: Davitus Mar 2 2021, 00:05

ალთაზარა როგორ დამიჩაგრეთ თქვე მტარვალებო თქვენა, ხალხი ხართ თქვეენ?

პ.ს. მომნატრებია ისე ფორუმი. მალე ცუკერას და ყველა სოც მედიას მეეკითხება და დაუბრუნდება ხალხი ისევ ფორუმებს.

აგერ თქვენ და აგერ მე. თუ ეგრე არ მოხდა, გამპარცეთ აი ულვაში )))

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 2 2021, 07:04

კარქი იყო კარქი !.
მადლობა ყველას,
ჩელე შენ ხარ რეპორტებში პელე.

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 3 2021, 21:10

lotebo.gif ravari-misca.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 5 2021, 23:22

რა კარგები ხართ ყველანი. როგორ შეავსეთ ფოტოებით და ამბებით ეს პოსტი. ძალიან მიხარია. ძალიან მრავალფეროვანი თემა გამოვიდა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: alex77 Apr 9 2021, 22:20

small3d018.gif small3d018.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)