დაუვიწყარი ნადირობა! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
დაუვიწყარი ნადირობა!, 23 . 10 . 2010
Bone
პოსტი Oct 25 2010, 10:56
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მონაწილეები :
მავერიკი
ზაზა
ბონე


ნიკო: ალო, ბონე წამოხვალ ქათამზე წალკაში ? თან მანქანა გავტესტოთ
ბონე: რაღაცეები მაქვს შესაკეთებელი და თუ გავაკეთე წამოვალ
......
23.X.2010 04:00
ჩაჯე დროზე კაკასთან არ დაგვაგვიანდეს
......
04:45
ზაზა: დილა მშვიდობისა ძმებო . ფუუუ როკი
.....
წავედით!
ცხელი შოთი ვიყიდოთ მომშივდა მაგრად
ნიკო: მაიცა გზაზე ვიყიდით სადმე
ზაზა: კი ვიყიდოთ
.....
ბიჭებო კბილი აქვს გამოწეული ჯილდას, მადარდებს მაგრად.
ნიკო: არაფერი არ ექნება დარწმუნებული ვარ
ზაზა: ეხლა არ ჩანს მაინც რომ ჩავალთ ვნახავ, მგონი საგანგაშო არ უნდა იყოს რასაც შენ აღწერ
კარგი იქ ვნახოთ
.....
06:40
ეს ასფალტი რა უბედურებაა, ღამე ვითომ რატომ აგებენ
ნიკო: ვადებში რომ ჩაეტიონ
07:00
ძლივს არ გავაღწიეთ
.....
07:55
ნიკო: აი აქ დაველოდებით "ტუზემცებს"
ზაზა: აბა მანახე ძაღლის კბილები....
ნიკო: (იცინის) ეხ ბონე.... ბონე....
ზაზა: (იცინის) ძაღლს კბილი აქვსო გამოწეული....
ნაცნობი მანქანაა, თბილისელები რომ არიან ფაქტია.
ვააა, თქვენც აქეთ ხართ. ჩვენი მეგობრები და ექსპერტები , მეძებრით ნადირობის მოყვარულთა კლუბიდან.
......
ნიკო: აი მოვიდა კიდევაც;
ვოვა: გამარჯობათ. ვოვა
ზაზა: ზაზა
ნიკა
წავედით
ვოვა : "საბაკი ხარაშო რაბოტაიუტ" ?
ნიკო: "და ნარმალნა, ადინ შენოკ"
ვოვა : "ზდეს ასტანავი"
ედიკა: გაუმარჯოს ,ედიკა
ზაზა:ზაზა
ნიკა.
...
წავედით
...
ნიკო: ქათამი არის?
ედიკა: "და იესტ , ვჩერა ბილი რიბიატა მნოგა ვზიალი"
ვოვა: ერთხელ ადრე "პერელიოტზე" 23 ცალი "უბილ", ეს ტყე ჯერ პატარ იყო. ""დესიტ ლეტ ტამუ ნაზად ნავერნა"
ნიკო: კურდღელი არის:
ედიკა: "და ნუ პრაჟექტარამი მამუ იებუტ"
.....
ზაზა: სტოპ, სტოპ, სტოპ !
ზაზა: ბონე გადადი დროზე !
.....
ნიკო: მეორე რატომ აღარ ესროლე
ერთი ვაზნა მქონდა თოფში
ზაზა: არაუშავს ერთიც კაი ნადავლია
.....
ედიკა: კაი აქვე გავჩერდეთ , "ნატკნულის ნანიხ", გავიშალოთ, "ცეპი" გავაკეთოთ
შევდივართ მინდორში.
ნიკო: ვალშნეპ ! ვალშნეპ !
ვოვა:" პოზნა უვიდელ"
"პერი" რაღაცას გრძნობს , წრიალებს მაგრამ ნაბულს არ აკეტებს. ძაღლები გიჟებივით დარბიან
ზაზა: წამო ჩვენ ქვევით ჩავიდეთ
წამო
ორი გასროლა ისმის ზევიდან. ნიკო გამოჩნდა.
რა ქენი
ნიკო: ერთი ვალდშნეპი
კაია
ზაზა ქვევითაა ხევში, მე ოდნავ ზემოთ მოვყვები . "პერიმ" გადმოიშლიგინა გორაზე ჩემგან 50 მეტრში მაღალ ბალახში მიტანებას აკეთებს, ქვავდება . გავრბივარ მისკენ მაგრამ ფრინველი არ უჩერდება და მის მოპირდაპირედ ხმაურით ფრინდება, პერი არ მისდევს ფრინველს, გორაზე გადადის და უჩინარდება
ზაზა: წამო ზევით ავიდეთ
იმავე მაღალ ბალახში შევდივართ მე და ზაზა, მოშორებით ვდგავართ ერთმანეთისგან, "ჯილდა" რაღაცას გრძნობს, მე საიარულს ვაგრძელებ
ფრრრრრ
6-7 ცალი ლამაზი ფრინველი ერთდროულდ ამოდის , ვარჩევ ცალკე მყოფს და სუფთად ვიღებ, ვუმიზნებ მეორეს მაგრამ სროლის წინ ვიცი რომ დავაცილებ, მაინც ვესვრი...
ზაზა: რამდენი იყო ჩემიი, საღოლ ბონე....
ყველა დაბნეულები ვართ, ფრინველი ბევრია , ორი გასროლის ხმა ისმის ზემოდან ვერავის ვხედავ. მე წინ მივდივარ გაშლილ სივრცებში, კაკა ჩემგან მარჯვნივაა. კაკასაც ვეღარ ვხედავ, "ჯილდა" მინდორში ტრიალებს . მიტანებასავით რაღაცას აკეთებს, აშკარად რაღაცას გრძნობს. ფრრრ
ჩემგან 40 ოდე მეტრში ფრინდება ლამაზი ფრინველი, ჯილდა მისდევს, კიდევ ერთი ფრინდება , მათ კიდევ ორი ერთად აყვება
ზაზა გამოჩნდა.
ზაზა: ბონე წამო აქეთკენ ჩავიდეთ.
გორაზე გადავდივარ მაგრამ სულაც არ მინდა ამ ადგილის მიტოვება, 200 მეტრზე შორს არ დაეშვებოდნენ.
გადავედით ფართე ველზე, ძალიან დაბალი ბალახია ბეღურაც ვერ დაიმალება. ნიკო ჩემგან 100 იოდე მეტრშია. "პერი" ქვავდება . რა უნდა ამ გადაპარსულში ფრინველს. ნიკო უახლოვდება. ფრრრ, ორჯერ ისვრის, ლამაზი ფრინველი უსულოდ ეცემა. "პერი" დაავლებს პირს და პატრონისკენ მოარბენინებს." ჯილდაც" გვერდში მოყვება , "როკი" იმდენს ახერხებს ართმევს პერის ნანადირევს და კაკასთან მოაქვს. ბევრი სიცილი და მხიარულება მოაქვს ამ სიტუაციას.
სიარულს ვაგრძელებთ. "ჯილდა" ბალახში ნაბულს აკეთებს, თან მე მიყურებს თავ გაუნძრევლად, "პუსტოი" . კაკა შორიდან აქებს
ზაზა: სუფთა მამამისია
ამ უზარმაზარ ხევსაც ამოვდივართ , "როკი" ჩემგან ზევით ნავარდობს, კაკაც უკვე ზემოდან მოუყვება, როკი სირბილის დროს წაიბორძიკებს და თავით ხევის ძირისკენ ქვავდება. კაკა უახლოვდება.
ზაზა: ვხედავ აგერ ზის !
მიდი მერე ძაღლთან .
ფრრრრ ლამაზი ფრინველი უსულოდ ვარდება.
გილოცავ , პირველი არაა ხო ?
ზაზა: არა რა პირველი
ვოვა: "ეტა პადრანოკ ბილ"
"პაჩიმუ"
ვოვა: "ტრუდნა ვსტალ"
ხევს დიდ წრეს ვარტყამ და მანქანასთან ყველაზე ბოლოს მივდივართ მე და "ჯილდა".
ნიკო: "პა მაშინამ"
.....
დაახ. 10:30
კაი აქ გავჩერდეთ.
შევედით ტყეში
ვოვა: "ტარაპიტსა ნე ნადა" ნელა ვიაროთ
ჯილდა წინ დარბის ვუყვირივა წარა მარა, ხმაურზე ამოყავს ვალდშნეპი, ჩემგან 20 მეტრში მაგრამ ხეები მეფარება
როკის ამოყავს. პერის ამოყავს , ორი გასროლა ჩემგან 10 მეტრში ვარდება. დაჭრილია.
ნიკო: ყოჩაღ პერი და ძაღლს ეალერსება.
"როკის" ამოყავს, მაგრამ სროლა შეუძლებელია, ხშირია ტყეა ძალიან
"როკის" ამოყავს ისევ.დაახლოებით 6-7 ვალდშნეპი ყველა ნაბულიდან. ბოლოს მაინც ვესვრი ერთს თითქმის არ ჩანს მაგრამ მაინც, დუბლეტს, ვაცილებ ორივეს.
ედიკა: "პაშოლ პაშოლ "
მოპირდაპირედ თავზე გადმომდის 15 იოდე მეტრში. ვესვრი, ვხედავ რომ დავჭერი მაგრამ ფრენას აგრძელებს
ნიკო: დაიჭრა
მაგრად მიხარია ნიკომაც რომ ნახა.
ძალიან გავიშალეთ, მარტო ვარ უკვე. 1საათი ვბოდიალობ.
"ჯილდა" გაჭიმული ჩერდება მიტანებას აკეთებს და ქვავდება, მერე ისევ მიტანებას და ისევ იყინება ერთ ადგილზე , ნეტა კაკა ხედავდეს ვფიქრობ მე, პირდაპირ ხის ფესვებიდან ფრინდება ვალდშნეპი
ირიბად მიფრინავს , ვაცილებ მზერით. ძაღლს ვაქებ და ვეფერები.
ნიკო მირეკავს და მანქანასთან მიხმობს.
მე რატომღაც მინდა ტყის კიდემდე გავიდე, ჯილდა წრიალებს , იყნოსა რაღაცა . ჩემგან მარჯვნივ ფრინდება ვალდშნები, ტყე ხშირია. ზემოთ თუ გავა. ტოტებს შორის ცა მოჩანს. ზუსტად იქ ვისვრი ისე რომ ქათამს არც ვუმიზნებს. არის ! ჯილდა გარბის , მაგრამ არ მოაქვს. დაყნოსავს და ოდნავ დაჯიჯღნის მიწაზევე.
გზაში ნიკო მხვდება , მივდივართ მანქანისკენ და ვსაუბრობთ დაბალ ნაძვნარში ძაღლებს ვერ ვხედავთ. ჩემგან მარჯვნივ 2 მეტრში ფრინდება , ჩემსა და ვალდშნეპს შორის ადამიანის სიმაღლე ნაძვია, ვერაფერს ვხედავ მაინც ვესვრი, ერთი ორი... შემდეგ ნიკო , დავინახე რომ დავარდა." პერი" პოულობს და პატრონთან მოაქვს.
მანქანასთან ვიკრიბებით და პურს გავტეხავთ. ნიკო ლიდერობს.
იქვე მინდორში გასეირნებას ვაპირებთ.
1-2 საათი ვბოდიალობთ. "პერი" ჩემგან შორსაა მაგრამ კარგად ვხედავ. წრიალებს, ნაბულს აკეთებს , ისევ წრიალებს. კაკა მეუბნება
ზაზა: ბონე უეჭველი რაღაცა ყავს პერის თავს დავდებ.
ნიკო მშვიდად უახლოვდება "პერის", პერის ნაბულიდან დიდი ყურცკვიტა ამოყავს და მისდევს , ნიკო სამჯერ ესვრის მაგრამ წვრილი საფანტისთვის უაზროდ შორსაა, პერიც და ყურცკვიტაც უჩინარდებიან.
სანამდე უნდა ზდიოს ეხლა...
ნიკო:მობეზრდება და მოვა ნუ გეშინია
ზაზა: ბონე ხო გითხარი
მაგარი ხარ რა კაკა
ისევ ტყეში შევდივართ .
მაგრად აცივდა. ორი სროლის ხმა ისმის არ ვიცი ვინაა. ძალიან უღრან ტყეში შევდივარ ვერ გავივლი აზრი არააქს, ვბრუდები. წითელფოთლება პოინტერი მიახლოვდება , როკი მგონია. პატრონი კი ზაზა.
სახეზე ვერ ვცნობ , ვუახლოვდებით ერთმანეთს.
გამარჯობათ ლერი ძია
გაგიმარჯობა , როგორა ხარ, ხელს მართმევს და მესალმება.
ვსაუბრობთ.
ის ბერძნები თქვენთან არიან
კი ჩვენთან არიან.
ბასა ბასა ეძახის ბნ ლერი. ვშორდებით ერთმანეთს. მხარზე "ვერნეი კარონი სუპერ 9 " უკიდია , ხარბად ვათვალიერებ თოფს.
10 წუთი ვბოდიალობ და მინდორზე გავდივარ ტყეში. "ჯილდა" წრიალებს , ყურადღებას რატომღაც არ ვაქცევ. შიგ ფეხებიდან მიფრინდება ვალდშნეპი. რაღაცა მწყერისა და კაკბის შორისაა. საროლად საკმაოდ ადვილია ღია სივრცეში, შორს არ ვუშვებ , ახლოშივე ვაგდებ, ზედმეტია ამ მანძილზე 7 ნომერი.
ზარის წკრიალი მესმის, გზაში შავფოთლება ინგლისელი რაინდი "დინო" მხვდება , ძალიან ლამაზი მეჩვენა ვიდრე ადრე. შემდეგ გიგო და მისი მეგობარი გამოჩნდნენ. მოვიკითხეთ ერთმანეთი , გაუზიარეთ ჩვენი შედეგები, გიგოს ვეხუმრები , ხომ იცი ჩვენი სასიძოა თქო დინო., ორივე ვიცინივართ.
მანქანსთან მივდივართ.
ზაზას ვხდები.
ნიკოდა მასპინძლები ქვევიდან ამოდიან.
.......
გავიარეთ ტბებზე , ტბებიც აღარ ქვია მაგას.
ედიკას უფრინდება 20 ფრთიანი იხვების გუნდი.
ვაგრძლებთ გზას, ერთი ლეწრმის ქათამურას ვესრვი ,დაჭრილი კამიშებში იმალება, ნისლია საშინელი ვერაფერს ვხედავ.
პურს ვჭამთ და ვემზადებით საღამოს გადაფრენისთვის.
შევდივარტ კამიშებში, საშინელი ნისლია , ბინდ ბუნდი თითქმის არაფერი ჩანს. ერთი იხვინჭა ჩემგან პარარლელურად მიფრინავს. ცოტა ხანში
ორი იხვი სისინით გადმომდის თავზე. ნეტა ნისლი არ იყოს !...
ისვრის ნიკო , ორჯერ.
.....
ისვრიან მასპინზლები.
კიდევ ერთი იქვე , ფრინდება ჩემთან ახლოს, კიდევ ერთი. ერთი პირდაპირ ჩემსკენ მოდის, ორივე გახელი თვალით ალალ ბედზე ვესვრი, წყალში ვარდება. მოძებნას არც ვფიქრობ აზრი არააქვს.
კიდევ ერთი იხვი ჩემგან 4 მეტრში ჯდება წყალზე , არაფერი არ ჩანს.
შევიკრიბეთ.
ნიკო: აი აქეთკენ დაეცა ჩემი, შენ იპოვე ?
ვერა
მივდივართ თბილისში.
ედიკა აი აქ მარცხნივ.
ედიკა: აბა კარგად ბიჭებო
ვემშვიდობებით.
ვოვა: აბა კარგა ბიჭებო, მე არასოდეს მძინავს. ალბათ გულისხმობს, ნებისმიერ დროს თქვენს სამსახურში მიგულეთ.
ვემშვიდობებით

დავადექით გზას, საშინელი ნისლია,
ნიკო: პირვეელ რიგში ეს ლუფტი გააკეთე
.....
ზაზა: ძაღლებმა მაგრად იმუშავეს , პერი მაგარი კაცია, ჩემი კიდე ....(ლანძღავს როგორც ყოველთვის როკის)
მე კი როკის ნაბულზე მეკეტება ჭკუა, ძალიან ჭკვიანიცაა და საყვარელი.
ზაზა: (ისევ ლანძღავს როკის)
ნიკო: შენი ბრალია კაკა
ზაზა: ძაღლმა მაქსიმუმი გააკეთა , დედას აქვს 68 ქულა მამას 69 ქულა როკიმ კი 76 გააკეტა მეტი არ შეუძლია და რა ქნას
ნიკო :პრაქტიკაა მთავარი
ზაზა: ნეტა ანდრონიკაშვილის ძაღლი რას იზამს ?
მე მაგრად მეძინება.
ნიკო: ჯილდამაც კარგად ირბინა და იმუშავა.
რავიცი რავიცი ცანცარაა ამის....
გზაში სიმღერებს ვღმერივართ, ნიკო გვეჩხუბება მაბნევთო, მე და კაკა მაინც ვაგრძელებთ.
აქ მაინც მიყიდეთ ერთი ცხელი ლავაში.
იცინიან ბიჭები.
ვტოვებთ კაკს სახლში , ვემშვიდობებით.
ვტოვებ ნიკოს სახლში, ვემშვიდობები.
მოვდივარ სახლში , მაქანის კარებს ვაღებ თუ არა ჯილდა თვისით არბის მეხუთე სართულზე, საშინლად დაღლილია და ცივა
ნიკოს ვურეკავ....
ვფიქრობ რა შეცდომები დავუშვი, მერე ფიქრები ერთმანეთში ირევა.........

აი ეს იყო, დაუვიწყარი ნადირობა ჩემო მეგობრებო.....















Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Oct 25 2010, 11:11
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კარგია, მართლა კარგი ნადირობა მოვარტყით

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Oct 25 2010, 11:12
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მართლა დაუვიწყარი ნადირობა იყო.მთავარი:ჯილდამ,ამ პატარა ლეკვმა ასაკთან შედარებით ძალიან კარგად იმუშავა,პერიმ კი როგორც ყოველთვის,არ დატოვა არაფერი მინდორშიც და ტყეშიც.როკიმაც ჩვეული მანერებით გამახარა კიდეც და გამაბრაზა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Oct 25 2010, 11:15
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი







Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი Oct 25 2010, 11:24
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ძაან მაგარი გასვლა გამოგსვლიათ, ამინდსაც კარგი პატივი უცია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Oct 25 2010, 11:39
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Maverick
ზაზა
Bonehill
ნადირობაც კარგი გამოგსვლიათ ,რეპორტიც სამაგალითო! small3d018.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 25 2010, 11:53
პოსტი #7


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



"ნიჟაიში პაკლონ ვსემ " newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Oct 25 2010, 11:59
პოსტი #8


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კარგად გინადირიათ !! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Oct 25 2010, 12:09
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(შუკა @ Oct 25 2010, 12:59) *
კარგად გინადირიათ !! newsmile05.gif



vetanxmebi.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Oct 25 2010, 12:31
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



მალაძეც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 25 2010, 12:33
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



თქვენა და თითონ ნადირობაზე ვერაფერს ვერ მოყვებით? თუ მარტო სურათებით გავიგოთ რომ კარგი ნადირობა იყო,
ან პერელიოტზე დაწერეთ, ან როგორ ადგილებში გხვდებოდათ, ან ძაღლები როგორ მუშაობდნენ, ან რამდენი
ნახეთ და მაქედან რამდენი ვერ აიყვანეთ, ან რა ტყვიებს ესროდით.... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მოკლედ რეპორტის წერის კურსები უნდა გავხსნა რა newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Oct 25 2010, 12:38
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



რა არ წამიკითხავს ამ და სხვა ფორუმებზე, რას არ შესწრებია ჩემი ბებერი თვალები, მაგრამ ასეთი რეპორტი ცხოვრებაში არასდ მომისმენია.
საღოლი გითხარი, ბონე პატონი. what.gif

პირდაპირ მეგონა ვაჟა წერდა წერეთელი. haied.gif ]

თქვენ გაიხარეთ, ისეთი მუღამით წავიკითხე და წარმოვიდგინე ყველაფერი, რომ მჯერა მეც იქ ვიყავი. small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 25 2010, 12:45
პოსტი #13


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ნიჟაიში პაკლონ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Oct 25 2010, 12:49
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ვიტო @ Oct 25 2010, 13:33) *
თქვენა და თითონ ნადირობაზე ვერაფერს ვერ მოყვებით? თუ მარტო სურათებით გავიგოთ რომ კარგი ნადირობა იყო,
ან პერელიოტზე დაწერეთ, ან როგორ ადგილებში გხვდებოდათ, ან ძაღლები როგორ მუშაობდნენ, ან რამდენი
ნახეთ და მაქედან რამდენი ვერ აიყვანეთ, ან რა ტყვიებს ესროდით.... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მოკლედ რეპორტის წერის კურსები უნდა გავხსნა რა newsmile035.gif



ნადირობაზე რა მოვყვეთ აბა ვიტო?

საქმემან შენმა გამოგაჩინოს-ო ხიომ გაგიგონია, ფრინველი საკმარისად ბევრი ვნახეთ 12-ავიყვანეთ, 20 მდე გავუშვით, ზოგს ვერ ვესროლოთ მხედველობა არ იყო, ზოგიც შორს ფრინდებოდა, ძაღლებმა საკაიფოდ იმუშავეს, მინდა ავღნიშნო ჯილდა, რომელიც ჯერ 1 წლისაც არაა, 6-7 საათი აქტიური ნადირობის პირობებში, ჩინებულად გრძნობდა თავს, მუხლჩაუხრელად მუშოაბდა და პატრონსაც ასიამოვნა თავისი მიტანებებით და სტოიკებით, ხო რას ვისროდით და თოფებს newsmile05.gif newsmile045.gif

მე ვნადირობდი 7 და 8 ნომერი ვაზნებით, 5 რომ მქონოდა ბაჭიაც შემომაკვდებოდა მაგრამ ის ბაჭია არ იყო ჩემი წერა ეტყობა იმ დღეს newsmile05.gif
ზაზა და ბონე იჟ 27-ებით იყვნენ მე ჩემი ATAთი
ქათმის პერელიოტი არ ვიცით როგორი და სად იყო, ჩვენ ნაბულიდან ვნადირობდით, ძარლებით ვიყავით და პერელიოტისთვის არც დაგვიცდია

იხვის პერელიოტზე, კი როგორც ბონემ მოგახსენათ, ძალიან ბლომად იყო იხვი, მაგრამ ამინდი გაუარესდა. სქელი ნისლი იყო და შეზღუდული მხედველობა გქვონდა, ამიტომაც იხვები ხშირად ჩვენგან მაქსიმუმ 15-20 მეტრში თავისუფლად სხდებოდნენ წყალში და მათი ფრთები ტლაშუნი გულს გვიკლავდა

ასევე შემოგვაკვდა 2 კვატა, მაგრამ ისინიც ტურებსა და მელიებს დავუტოვეთ, ჩვენ ვერ ვიპოვეთ

ვოტ ტაკ

P.S. ადგილებს რაც შეეხება წალკაში ერთი და იგივე ლანდშაფტია, წიწვოვანი ხელოვნური ტყეები და მინდვრები, ტყის სიღრმეში ჩვენ ან არ შევდიოდით ან გაუვალი იყო, ამიტომ კიდეებში შედარებით თხელ წიწვოვანში ვნადირობდით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lord
პოსტი Oct 25 2010, 13:07
პოსტი #15


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 95
რეგისტრ.: 27-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მშვენიერი ნადირობა მოგიწყვიათ და რეპორტიც ასეთივეა! საღოლ ბიჭებო!

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 19:29