თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მდინარეები _ ზანა

პოსტის ავტორი: Topka Jun 5 2012, 16:34

მოგესალმებით,

მინდა გაგაცნოთ მდინარე ზანა, რომელიც მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ძველი აბაშაში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის ეზოში.
ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს პატარა მდინარე ჩამოედინება ჩემი სახლის წინ და მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული, ძალიან მიყვარს და ყველაზე კარგად მანდ ვისვენებ და ვთევზაობ. მართალია გიგანტები არაა მაგრამ მე მაინც ძალიან მსიამოვნებს.
ბევრ მდინარეზე თუ ტბაზე მითევზავია, მაგრამ ზაფხულობით როცა ჩავდივარ აბაშაში, გული მაქვს ამოვარდნაზე სანამ ზანაზე გავალ და პატარა ღორჯოებს მოვეფერები newsmile090.gif
ღორჯო, ტყემალი, ღომი, ტყემლის არაყი . . . იფ იფ იფ

P.S. შეიძლება ზოგიერთს ძალიანაც არ აინტერესებს ზანა, მე უბრალოდ მინდოდა მომეთხრო ამ პატარა მდინარეზე, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია ასე მოიხსენიებდა: "მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას, მას ქვია ზანა."


http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 5 2012, 16:48

კარგი თემაა small3d018.gif
და ეს პატარა რამხელაა??

პოსტის ავტორი: Topka Jun 5 2012, 19:20

ციტატა( T A M P L I E R @ Jun 5 2012, 17:48) *
კარგი თემაა small3d018.gif
და ეს პატარა რამხელაა??



მაგალითად მეორე სურათზე (ეზოდან ამ ადგილზე მივყავართ ბილიკს) იქნება კოჭს ზემოთ, მუხლებამდეც არა. მესამე სურათზე კიდე ოდნავ მეტი, თუმცა არის ცოტა მაღალი დონიანი ადგილები თუმცა მიუდგომელია. სიგრძეში ნამდვილად არ ვიცი რამხელაა.

პოსტის ავტორი: motevzave Jun 5 2012, 19:27

Topka
სამოთხე გქონიათ სახლის წინ newsmile027.gif
ეჰ ნეტა ჩემი სახლის წინაც მიედინებოდეს მდინარე newsmile035.gif
კეთილი შურით მშურს თქვენი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Topka Jun 5 2012, 20:09

ციტატა(motevzave @ Jun 5 2012, 20:27) *
Topka
სამოთხე გქონიათ სახლის წინ newsmile027.gif
ეჰ ნეტა ჩემი სახლის წინაც მიედინებოდეს მდინარე newsmile035.gif
კეთილი შურით მშურს თქვენი newsmile05.gif


არ მინდა ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ მართლა კარგი ადგილია, მდინარის პირას დგას ფაცხები, იქვე მიწიდან ამოდის კამკამა და ცივი წყალი, ხიდზე გადახვალ და მოტეხავ სიმინდს, წამოაგებ თხილის ტოტზე და ჩაიტკბარუნებ პირს newsmile027.gif


პოსტის ავტორი: motevzave Jun 5 2012, 20:46

ტრაბახი რა შუაშია მართლა მაგარი ადგილია newsmile05.gif
რა ჯობია მასეთ ულამაზეს ადგილას დასვენებას
პირადად მე მაგრად მომეწონა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 5 2012, 21:37

Topka

იქნებ უფრო დეტალურად დაგეწერა.

პოსტის ავტორი: megreli Jun 5 2012, 22:45

ციტატა(Topka @ Jun 5 2012, 17:34) *
მოგესალმებით,

მინდა გაგაცნოთ მდინარე ზანა, რომელიც მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ძველი აბაშაში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის ეზოში.
ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს პატარა მდინარე ჩამოედინება ჩემი სახლის წინ და მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული, ძალიან მიყვარს და ყველაზე კარგად მანდ ვისვენებ და ვთევზაობ. მართალია გიგანტები არაა მაგრამ მე მაინც ძალიან მსიამოვნებს.
ბევრ მდინარეზე თუ ტბაზე მითევზავია, მაგრამ ზაფხულობით როცა ჩავდივარ აბაშაში, გული მაქვს ამოვარდნაზე სანამ ზანაზე გავალ და პატარა ღორჯოებს მოვეფერები newsmile090.gif
ღორჯო, ტყემალი, ღომი, ტყემლის არაყი . . . იფ იფ იფ

P.S. შეიძლება ზოგიერთს ძალიანაც არ აინტერესებს ზანა, მე უბრალოდ მინდოდა მომეთხრო ამ პატარა მდინარეზე, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია ასე მოიხსენიებდა: "მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას, მას ქვია ზანა."


http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ჩემი სოფელიააააააააააააააააა გაიხარე ძმაო newsmile05.gif რა დრო მაქვს აქ ნატარები xoshian.gif partyFishing.gif

პოსტის ავტორი: megreli Jun 5 2012, 22:54

მართლა მაგარი გარემოაა small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif როგორ გამახარა ამ თემამ partyFishing.gif Shooting.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif იხვიც ჯდება ხოლმე ზამთარში და ახალ გათენებულზე რო დაუვლი აუუუუუ სიტყვით აუღწერელი რამეა small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: megreli Jun 5 2012, 23:27

თევზაობა კი წვრილ თევზებზე ძალიან მაგარია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Topka Jun 6 2012, 12:46

ციტატა(megreli @ Jun 5 2012, 23:45) *
ჩემი სოფელიააააააააააააააააა გაიხარე ძმაო newsmile05.gif რა დრო მაქვს აქ ნატარები xoshian.gif partyFishing.gif


გაიხარე ძმაო, გამიხარდა, რომ ერთი სოფლიდან ვართ. მუზეუმის პირდაპირ 2 სახლი დგას, მარცხენაში ვცხოვრობ მე newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 6 2012, 12:51

Topka
megreli

ჰოდა ეხლა კი ნუ გააოფებთ და გააფუჭებთ თემას, მოყევით თქვენი სოფლის შესახებ. რითია დასამახსოვრებელი, რა შეიძლება ნახო, ღირსშესანიშნაობები და ა.შ.

პატივისცემით: მე.....

პოსტის ავტორი: Topka Jun 6 2012, 12:55

ციტატა(ჩელე @ Jun 5 2012, 22:37) *
Topka

იქნებ უფრო დეტალურად დაგეწერა.


ჩელე

ამ ეტაპზე მეტი ინფორმაცია არამაქვს მდინარესთან დაკავშირებით, სიმართლე გითხრა უფრო მეტ დროს ვატარებდი მანდ ბავშვობაში, როცა მხოლოდ ჯოხი და თევზი მაინტერესებდა. ეხლა მხოლოდ ზაფხულობით ვახერხებ ჩასვლას.

კიდევ ერთი, ამ მდინარიდან დაახლოებით 500 მეტრში ჩამოედინება მდინარე აბაშა, თუმცა მანდ არ მითევზავია, მხოლოდ საბანაოდ დავდიოდით. გავიგე რომ ქარიყლაპია და ქაშაპი (სხვაზე რომ არაფერი ვთქვა) ბლომად ბინადრობს, მაგრამ ელექტრიკები მუშაობენ მოშნად. თუ მოვახერხე ამ მდინარის დალაშქვრა, აუცილებლად შეგატყობინებთ.

პოსტის ავტორი: Topka Jun 6 2012, 13:10

ციტატა(ჩელე @ Jun 6 2012, 13:51) *
Topka
megreli

ჰოდა ეხლა კი ნუ გააოფებთ და გააფუჭებთ თემას, მოყევით თქვენი სოფლის შესახებ. რითია დასამახსოვრებელი, რა შეიძლება ნახო, ღირსშესანიშნაობები და ა.შ.

პატივისცემით: მე.....


რავიცი აბა, შეგიძლია ნახო კოციას მუზეუმი, მისი პირადი ნივთები, სამუშაო ოთახი, ქვაში გამოთლილი დიდოსტატის მარჯვენა.
ხო კიდე, ახლახან მღვიმე რომ აღმოაჩინეს თავისი დინოზავრის ნაკვალევი, ჩვენკენ ყოფილა და ეგეც დასალაშქრი მაქვს newsmile090.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jun 6 2012, 13:59

აბაშაში ხშირად ვარ ნამყოფი, ეგ მდინარეც ვიცი, გამსახურდიას სახლმუზეუმი პირველად გავიგე D.gif


აბაშისწყალზეც მითევზავია, მაგრამ იქ სადაც ყველაზე მაგარია ეგ მდინარე არ ვყოფილვარ, ადვილადმისადგომი და ყველასთვის მისაწვდომი ცენტრალური ადგილებიდან, თევზაობის მხრივ, ხობისწყალი უკეთესია ისე...

პოსტის ავტორი: Topka Jun 6 2012, 22:06

ციტატა(Davitus @ Jun 6 2012, 14:59) *
აბაშაში ხშირად ვარ ნამყოფი, ეგ მდინარეც ვიცი, გამსახურდიას სახლმუზეუმი პირველად გავიგე D.gif


აბაშისწყალზეც მითევზავია, მაგრამ იქ სადაც ყველაზე მაგარია ეგ მდინარე არ ვყოფილვარ, ადვილადმისადგომი და ყველასთვის მისაწვდომი ცენტრალური ადგილებიდან, თევზაობის მხრივ, ხობისწყალი უკეთესია ისე...


davitus

როგორც ზემოთ ავღნიშნე, აბაშის წყალზე არ მითევზავია, შენ გამოგიცდია ეგ მდინარე და იქნებ გამანათლო რაზე გითევზავია? უფრო მტაცებლის ინტერესი მაქვს

პოსტის ავტორი: megreli Jun 6 2012, 22:51

სიმართლე რომ გითხრათ თევზაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს მაგრამ აბაშის წყალზე სკბილო თევზზს ყოველთვის ვიჭერდი newsmile05.gif რაც შეეხება იქ მობინადრე თევზებს ქაშაყი კარგად არის მაგრამ ადუღებენ ხოლმე წყალს მანდ ელექტრიკები:( მურწაც ბინადრობს(იქ წვერას ეძახიან) სხვა წვრილ-წვრილი თევზიც არის,ნუ კარგი პროფესიონალი კარგად გაერთობა მანდnewsmile05.gif ბრაკონიერობაზე მაგ მიდამოებში საუბარსაც არ აქვს აზრი,პირადად იმ აზრზე ვარ რომ უკვე დამეკარგა მანდ თევზაობის ხალისი,რამდენჯერ გავსულვარ უთენია სათევზაოდ და ქარავანივით ჩამწკვრივებული ბრაკონიერები მინახავს,ანკესსაც არ ვშლიდი ისე ვბრუნდებოდი სახლში........ამაზე ლაპარაკით თავს არ მოგაბეზრებთ,მართლა გული მწყდეა რა(((იმედია გამიგეთ რისი თქმაც მინდოდა... სანადირო პირობები არც ისე ცუდია ძირითადად გადამფრენ ფრინველებზე ვნადირობთ,კურდღლის სიმრავლით ვერ ვიტრაბახებ მაგრამ "არის რა" newsmile045.gif ტურა არის ბლომად მაგრამ არამგონია ეს სატრაბახო იყოს D.gif ყველაზე დიდი ნადირია ეგ ჩვენთან,მაგრამ აბაშის წყლის მიდამოებში(ჩვენგან გაღმა წყემის ტყეში) ამ ზამთარს მგლის ნაფეხურებს გადავეყარე... მგონი პატარა რეკლამა გავუკეთე ჩემ სოფელს newsmile05.gif გაიხარეთ d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: megreli Jun 6 2012, 23:12

მოკლედ რომ გითხრათ პატარა ტურის მოწყობა შეიძლება მაგ სოფელშიnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: Topka Jun 7 2012, 00:21

ციტატა(megreli @ Jun 7 2012, 00:12) *
მოკლედ რომ გითხრათ პატარა ტურის მოწყობა შეიძლება მაგ სოფელშიnewsmile05.gif


საპატიო მიზეზების გამო წელს ვერ ჩავალ სოფელში, თორემ დიდი სიამოვნებით გაგიწევდით მასპინძლობას. მომავლისთვისაც აუცილებლად ამ აზრზე ვიქნები, ვნახოთ თუ იქნება დაინტერესება

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)