www.cabelas.com - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

65 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
www.cabelas.com, როგორ გამოვიწეროთ საქონელი
გიორგი
პოსტი Dec 3 2009, 18:48
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



მოკლედ ძაან ბევრი PM-ი მომდის ამ თემასთან დაკავშირებით და გადავწყვიტე აქ დავდო მანუალი.

ესეიგი შევდივართ საიტზე http://www.cabelas.com/

ვისაც ჯერ არ აქვს გახსნილი ანგარიში:

1. ზედა მარჯვენა კუთხეში ვაჭერთ My Account



2. ვაჭერთ Login or Create a Cabelas.com Shopping Account



3. ვაჭერთ Create Account




4. ვავსებთ გახსნილ ფორმას. ყველა მონაცემი, რომელიც აღნიშნულია ფიფქით უნდა შეივსოს აუცილებლად და თანაც ზუსტად.



ამით რეგისტრაციის ნაწილი მორჩენილია.



ვისაც უკვე გავლილი აქვს რეგისტრაცია:

1. ზედა მარჯვენა კუთხეში ვაჭერთ My Account



2. ვაჭერთ Login or Create a Cabelas.com Shopping Account



3. შეგვყავს ჩვენი მომხმაებლის სახელი და პაროლი და შევდივართ სისტემაში



4. ვიწყებთ სასურველი პროდუქციის შერჩევას... თითოეულ საქონელს აქვს მარჯვენა მხარეს ადგილი, სადაც ვირჩევთ რაოდენობას, ზომას, ფერს და ასე შემდეგ (სხვადასხვა ტიპის საქონლისთვის - ჩამონათვალი განსხვავებულია)



ვაჭერთ Add to cart, რის შემდეგაც მოცემული საქონელი იმყოფება საყიდლების კალათაში. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ვაჭრობა და კალათაში დაამატოთ იმდენი საქონელი, რამდენიც გაგიხარდებათ.

5. მას შემდეგ რაც მორჩებით ვაჭრობას აჭერთ Cart (ზედა ზოლში) ან თუ კონკრეტულ მომენტში ხელმისაწვდომია – View Shopping Cart



6. გახსნილ გვერდზე შეგიძლიათ გადახედოთ თქვენს მიერ შესაძენ საქონელს და სურვილისამებრ შეიტანოთ ცვლილებები (გაზარდოთ ან შეამციროთ რაოდენობა) რის შემდეგაც ვაჭერთ - Checkout



7. თუ საქონელს ვაგზავნით იმ მისამართზე, რომლიც შეყვანილი იყო რეგისტრაციის დროს - მაშინ მოვნიშნავთ - ship to billing address და ვაჭერთ continue checkout.



8. ვირჩევთ ტრანსპორტირების მეთოდს: 1 საერთაშორისო სახმელეთო ან 2 საერთაშორისო საჰაერო. პირველის ღირებულება არის საქონლის ღირებულების 25% (მინიმუმ 20$) და ამანათი მიდის ფოსტაში (პლეხანოვზე) საიდანაც მოგივათ შეტყობინება და მიხვალთ მერე და წამოიღებთ თქვენს საქონელს. მეორეს შემთხვევაში - ტრანსპორტირება ჯდება საქონლის ღირებულების 45% (მინიმუმ 40$) და საქონელი UPS-ით მოგივათ პირდაპირ მითითებულ მისამართზე. პირველ ვარიანტში საქონელს მოდის 2-3 კვირაში, მეორე ვარინტში მაქსიმუმ 5-6 დღეში.

სასურველი მეთოდის არჩევის შემდეგ ვაჭერთ - continue checkout.


9. ბოლო გვერდზე შეგვყავს თქვენი ელექტრონული ბარათის ნომერი და მოქმედიბის ვადა, რის შემდეგაც ვაჭერთ - send order to cabela's



10. ფისდესამანა... მორჩა ამით ყიდვის პროცედურა



გაითვალისწინეთ

- თუ საქონლის და ტრანსპორტირების ღირებულება ერთად აღებული აღემატება 300 ლარს - მოგიწევთ საქონლის განბაჟება
- გარკვეულ საქონელზე არსებობს გამოგზავნის შეზღუდვები (მაგ. იარაღი და ტყვიამასალა) რასაც დამატებით გაგაბრთხილებთ საიტი
- ზომების გადამყვანი ტაბულა შეგიძლიათ ასევე იხილოთ საიტზე http://www.cabelas.com/cabelas/en/template...ngCharts*120209
- საერთაშორისო გაგზავნაზე დამატებითი ინფო შეგიძლიათ იხილოთ აქ http://www.cabelas.com/cabelas/en/template...tlOrders*120209
- PM-ები თხოვნებით რაღაცა ჩამომიტანე და ფულს მოგცემ - იშლება ავტომატურად. ინსტრუქცია დაგიდეთ და დანარჩენი თქვენ იცით.
- თუ რამე გაინტერესებთ ამ თემის ირგვლივ იკითხეთ აქ. მსგავსი PM-ებიც წაიშლება ავტომატურად.
- ინგლისურთან თუ არ ძმაკაცობთ, ჯობია დაიხმარიოთ ვინმე ენის მცოდნე

ხ.მ. ჯერ კი გამეცინა ეს აზრი, რომ მომივდა თავში, მაგრამ მერე მაინც გადავწყვიტე ესეც დავწერო: იქ შესავსებ ველებში თქვენი სახელი, გვარი და მისამართი დაწერეთ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif აქედან არ დააკოპიროთ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif




პატივისცემით,


გიორგი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(SimoN)
პოსტი Dec 3 2009, 22:18
პოსტი #2


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8
რეგისტრ.: 22-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ზიპ კოდი რო არასწორედ მივუთითოთ რა მოხდება? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Dec 3 2009, 22:24
პოსტი #3


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



(SimoN)

არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ 09 დარეკე და გეტყვიან შენს ზიპ კოდს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი Dec 3 2009, 22:27
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გიორგი
გაიხარე ძმაო, საჭირო მასალაა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Dec 3 2009, 23:25
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ჰოო კიდევ ერთი ბარათი აუაცილებელია მინიმუმ იყოს VISA CLASSIC -ს ტიპის, ელექტროსნ და მაესტროსკაბელასი არ იღებს და კიდევ შეეცადეთ TBC-ს ბარათებით არ შეუკვეთოთ მაგ ბარათებს ვეჩნი პრობლემა აქვს ინტერნეტ მაღაზიებთან newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(SimoN)
პოსტი Dec 4 2009, 00:18
პოსტი #6


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8
რეგისტრ.: 22-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვიზა ელექტრონით უეჭველი იცი რო ვერ გამოვწერ ??? newsmile038.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Dec 4 2009, 00:19
პოსტი #7


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



(SimoN)

სცადე შენგან რა მიდის.... შეიძლება წაიღოს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 4 2009, 00:37
პოსტი #8


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვიზაელექტრონით უკვე ნაცადია, საქართველოს ბანკის, არ უნდა, ტიბისი ბანკიც არ ევასება, არც პროკრედეიტი, სხვა არ მიცდია, მაგრამ ვიზაელეკტრონი ვიზაელეკტრონია ჩემი ზარით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიკო
პოსტი Dec 4 2009, 09:24
პოსტი #9


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 15-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



http://www.cabelas.com/cabelas/en/template...rset=ISO-8859-1 ეს მანოკი რო გმოვწერო ესეგი დამიჯდება 50$ + 50$ის 45% ?? ანუ სუ 73$ ???
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Dec 4 2009, 10:31
პოსტი #10


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ჩიკო

არა.... 50$ ის 45% = 22.5$ <40$. შესაბამისად სწრაფი გზავნილის შემთხვევაში ეგ მანოკი დაგიჯდება 50$+40$=90$
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Dec 4 2009, 11:34
პოსტი #11


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გიორგი
ეეე გიო მაგას ჯობია პმ ში მოგწერ და ჩამომატანინე რა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Dec 4 2009, 11:36
პოსტი #12


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ჭალიმგელა

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

გიოჯან, სულ რომ მაგინო PM-ში - შენი პოსტის წაშლაზე ხელს როგორ ავწევ newsmile05.gif (ხვევნაკოცნის სმაილიკი)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიკო
პოსტი Dec 4 2009, 14:32
პოსტი #13


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 15-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(გიორგი @ Dec 4 2009, 11:31) *
ჩიკო

არა.... 50$ ის 45% = 22.5$ <40$. შესაბამისად სწრაფი გზავნილის შემთხვევაში ეგ მანოკი დაგიჯდება 50$+40$=90$



და გიო ამერიკის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება რა ღირს ხო არ იცი ?? ანუ მე რო აქედან გამოვწერო , ამერიკაში ჩემ ახლობელს მიუვიდეს და მერე ჩემმა ახლობელმა რო გამომიგზავნოს უფრო იაფი არ დამიჯდება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Dec 4 2009, 14:38
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



1 მთავარი მომენტი არ დაგავიწყდეთ!!!! საკრედიტო ბარათის მონაცემები არ დაამასხსოვრებინოთ ბროუზერს!!!!!!

თორემ მერე ინტერნეტიდან ვინმე" ლოვკაჩი მოგპარავთ და გაგიცლით ანგარიშს!!

და ყოველი შესყიდვის მერე ქუქიები წაშალეთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Dec 4 2009, 15:03
პოსტი #15


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გიორგი
სხვა ზომების(არა ტანსაცმელი) გადამყვანი ტაბულა ხომ არიცი, მაგალითად აი ასეთი ,,ზომები" რომ გავშიფრო მაგ:3-3/8", ან 4-1/2" 5 oz, 8-3/4 კაროჩე დანების ტარის ან პირის ზომებს მიწერს და რამდენია ეს დედა აფეთქებული ვერ გავიგე, ინჩებია, დიუმებია თუ რა ჯანდაბაა ვერ გავიგე. p.s. ისე მეც ჭალიმგელასავით ხომ არ მოგწერო პმ-ში რამინდა? შენც დაისვენებ და მეცა ჰააა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

65 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 18:37