თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები _ გაბი

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 9 2017, 23:33

გამარჯობათ მეგობრებო.

დავიწყებ იქიდან, რომ მყავდა ძუ დრათჰაარი, ჩემი პირველი მეძებარი იყო, ძალიან ბევრი სასიამოვნო მომენტი უჩუქებია ჩემთვის, (ტყის ქათამზე ნადირობას ვგულისხმობ) ცხრა წლის იყო რო რაღაც ვირუსი მოერია , ვეღარ მიუსწარი და დაიღუპა. ძალიან დამწყვიტა გული აი ძალიან რასაც ქვია, იმ მომენტებს რო ვიხსენებ ხოლმე და რო ვაცნობიერებ რომ აღარ არის, ცრემლებს ძლივს ვიკავებ. ilcry.gif
ეს სეზონი თითქმის ჩამამთავრებინა ისე წავიდა.


მოკლეთ დავრჩი უძაღლოდ, რა უნდა მექნა, დავიწყე ძებნა ლეკვი უნდა ამეყვანა, მონადირე, ოთხფეხა მეგობრის გარეშე რა მონადირეა?!
სეტერის სტილი ყოველთვის მომწონდა, მარტო გრძელი ბეწვის გამო ვიკავებდი თავს, შევაფურთხე ეშმაკს newsmile05.gif და გადავწყვიტე მაინც არჩევანი ლავერაკზე გამეკეთებინა. (ვითომ ერთი პერიოდი გორდონიც განვიხილე)

ბევრს აღარ გავაგრძელებ, ვნახე ეს განცხადება http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13453
დაურეკე და ჩავედი სანახავათ,(ხაშურიდან) დამხვდნენ ეს მურთხები
https://postimg.cc/image/853eesc43/

ვათვალიერე, აქედან შევხედე იქიდან შევხედე და ეს ავარჩიე, თითქოს ყველაზე აქტიური ჩანდა და რაღაცნაირათ მომეწონა

გაიცანით ინგლისური სეტერი გაბი

https://postimg.cc/image/sv00e42dj/

დაბადების მოწმობა და საგვარეულო ნუსხა

https://postimg.cc/image/aaf1splfv/

https://postimg.cc/image/dommdss33/

მამაზე უფრო მეტს ამ ბმულიდან გაიგებთ ვინც არ იცის
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10863

ეს დედაა, მეტი სურათი არ მაქ, ორივე მშობელი სამ ფერშია

https://postimg.cc/image/h0udjf0bb/

ერთი მომენტი არ მომეწონა ყველაზე მეტად, ძალიან მოუვლელი და დაჩაგრული ლეკვები იყვნენ.
სახლში რო მოვიყვანე 1.900 გრამი გამოვიდა რო ავწონე თვენახევრის ლეკვი.
დავამუშავე ჭიაზე (დამუშავებულები არიანო თითონ კი თქვა მარა მაინც)
ვაცადე ცოტა ხანი (სახლში მოყვანიდან 9 დღე) ადაპტაციისთვის და ავცერი ამერიკული ვაქცინით ვანგარდით. ორ კვირაში გაუმეორე იგივე ვაქცინა და ეხლა 23 -ში უწევს მესამე ვაქცინაცია, ამით მორჩება ყველაფერი და მერე გარეთ სეირნობაც შეიძლება თამამათ

დღეს (10.04.2017) ავწონე და 5.300 გრამია. თვე და სამი დღეა რაც ჩემთანაა, მემგონი არაუშავს იმას თუ გავითვალისწინებთ როგორი წამოვიყვანე.

https://postimg.cc/image/emw869xvb/

https://postimg.cc/image/p6c1a6mbx/

ძაან ცელქი და მოუსვენარი ვიღაცაა, სულ ჩასაფრებული უნდა იყო აპარატით რო ცოტა ნორმალური სურათი გადაუღო newsmile05.gif
შევეცდები შიგადაშიგ ავტვირთო ხოლმე სურათები, ზრდასთან ესთად.

კიდე მაინტერესებს ამ ბუდიდან ჩვენიანს ხომ არ ყავს ვინმეს აყვანილი ლეკვი?
საინტერესოა როგორ გამოიყურებიან newsmile05.gif
მადლობა ყურადღებისთვის!

პოსტის ავტორი: dima71 Apr 10 2017, 10:21

კარგია! წარმატებები თქვენც და გაბისაც!

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Apr 10 2017, 11:19

სასახელფასო გაგეზარდოს newsmile027.gif ზოგადად, კარგი მწარმოებელია ლარიჩე

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 10 2017, 12:33

გილოცავ სასახელო გაგეზარდოს კარგი ლეკვი ჩანს, კარგი დედ მამის შვილიო რო იტყვიან !..

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 10 2017, 14:59

აბა კაი კაი ნადირობებში.........

პოსტის ავტორი: bubusicha Apr 11 2017, 00:39

გილოცავ

კაი ნადირობებში

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 11 2017, 09:04

dima71
ოთო.
ნუკრიMax
bubusicha
დიდი მადლობა მეგობრებო ყველას ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 11 2017, 10:51

ლამაზ ფერებშია. კარგი მონადირე დამდგარიყოს. ამ ცოტა ხანში მეც შემოვუერთდები სეტერისტებს.

პოსტის ავტორი: apxazi Apr 11 2017, 12:22

სულ კაი ნადირობებში მეგობარო! რაღაც ამ ბოლო დროს დრათჰაარისტების სეტერისტებში გადასვლის ტენდენცია ჩანს

პოსტის ავტორი: general Apr 11 2017, 21:43

სასახელო გაგეზარდოს, გილოცავ წარმატებები შენ და გაბის აღზრდის გზაზე newsmile027.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 11 2017, 22:16

უიარაღო
apxazi
general
გაიხარეთ მეგობრებო, დიდი მადლობა!

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 12 2017, 09:05

ლეკვის დედის მშობლებზე მეპატრონეები არასწორადაა მითითებული, პირიქით უნდა იყოს. ელმარი არის შუვალოვასი, ტავი ტეილორი ლოკოტკოსი.

http://eng-setter.ru/%D1%89%D0%B5%D0%BD%D0%BA%D0%B8/%D0%BF%D0%BE%D0%BC%D0%B5%D1%82%D1%8B/category/248-%D1%8D%D0%BB%D1%8C%D0%BC%D0%B0%D1%80.html

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 12 2017, 11:11

gagrinski
ამ შემთხვევაში ჩემთვის მაგ მექანიკურ შეცდომას დიდი მნიშვნელობა აქვს?

ჩემი პირველი საბუთებიანი ძაღლია და ცოტა ჩამოუყალიბებელი ვარ მაგ სფეროში.

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 12 2017, 16:21

მაქსიმუსა


უნდა ჩაასწორებინო აუცილებლად, არასწორად ცაიწერება მერე გაბის ლეკვების საბუთებშიც. ამას გარდა რაც მე ვნახე პირადად დედის მხრიდან საველე დიპლომი ქონოდეს ეგეთი ვერ ვნახე. წარმატებებს გისურვებ

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 12 2017, 18:52

gagrinski


შენ თვალს რა გამოეპარება .

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 15 2017, 11:29

ციტატა(dato gagrinski @ 12th April 2017 - 17:21) *
ამას გარდა რაც მე ვნახე პირადად დედის მხრიდან საველე დიპლომი ქონოდეს ეგეთი ვერ ვნახე.
ეჰ
რა ვიცი, რა ვიცი.

ციტატა(kardinal84 @ 12th April 2017 - 19:52) *
შენ თვალს რა გამოეპარება

ძალიან კარგია რომ საქმის კარგი მცოდნე ხალხია ფორუმზე.


პოსტის ავტორი: ოთო. Apr 15 2017, 12:53

ისე ეგ დიდი პრობლემა არ არის როცა პასპორტის ასაღებად მიხვალ ჩაასწორებიე გვარები და ეგ არის.

ციტატა(MAQSIMUSA2 @ 15th April 2017 - 12:29) *
ეჰ
რა ვიცი, რა ვიცი.

არ იდარდო მაგაზე, მამის ხაზი აქვს ძალიან კარგი.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 15 2017, 20:43

ციტატა(kardinal84 @ 15th April 2017 - 13:53) *
არ იდარდო მაგაზე, მამის ხაზი აქვს ძალიან კარგი.

მარჯვენა ნახევარით გავს და იქნებ ისეც დაემგვანოს მამამისს, ნახევრად მაინც newsmile05.gif
https://postimg.cc/image/mllqnyx83/
პ.ს. დღეს ავწონე და 6.200-ია. 900 გრამი აქ მომატებული 6 დღეში, ელვის სისწრაფით იზრდება.
პარალელურად რაღაც ბრძანებებსაც ვსწავლობთ, ცოტა მოუსვენრობა გვაწუხებს წვრთნის დროს (წინა ფეხებს ვერ აჩერებს newsmile05.gif ) მაგრამ შედეგი გვაქვს
https://postimg.cc/image/ey4fx9l29/

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 18 2017, 21:39

https://postimg.cc/image/twq12ld0r/




newsmile05.gif

პოსტის ავტორი: bubusicha Apr 18 2017, 22:15

კარგია, გახუჭულია თუ ამ ზომის ბეწვი აქ?

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 19 2017, 07:55

bubusicha
მადლობა

ციტატა(bubusicha @ 18th April 2017 - 23:15) *
გახუჭულია თუ ამ ზომის ბეწვი აქ?

ვერ გავიგე რას გულისხმობ, თუ გაკრეჭას, ხელი არ მიხლია ,
გაეზრდება ბეწვი ალბათ რო გაიზრთება თითონ.

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 19 2017, 08:38

მაქსიმუსა ზოგს შვილი არ ჰყავს ასეთი დამჯერი, რას ერჩი? მაგარი ძაღლი დადგება . წარმატებები.

p.s. ჩემი სეტერიც დაიბადა უკვე.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 19 2017, 10:37

უიარაღო
დიდი მადლობა!

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 19 2017, 15:53

მაქსიმუსა


ძალიან კარგი ჭკვიანი და გონიერი ლეკვი ჩანს ამაშია სეტერის მთელი მუღამი რო ჭკუით გამოირჩევიან ეცადე ეგ ვარჯიში როცა მინდორში გაიყვან იქ გაუმეორო, წარმატებები კიდევ ერთხელ.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 19 2017, 17:38

ოთო.
გაიხარე ოთო, მადლობა რო მბალეშიკობ.
რა თქმა უნდა გაუმეორებ, ოთახში დავიწყეთ და ეზოში გამოვედით. 23- ში მესამე აცრა უწევს, რომ ავცრი მერე გავისეირნებთ ბუნებაში ნელნელა, ვერიდები მაინც სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 19 2017, 17:52

ზოგჯერ მეც გამიწევსხოლმე გული ინგლისურისკენ მაგრამ მაინც ირლანდიურის ერთგული ვრჩები .

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 16 2017, 19:38

წამოიზარდა გოგო

[/url]
[/url]

პოსტის ავტორი: უიარაღო May 17 2017, 10:15

ლამაზდება დღითი-დღე. მოტანა ეცოდინება ხომ უკვე. რა ხნისაა?

პოსტის ავტორი: ოთო. May 17 2017, 16:48

მაქსიმუსა

შეცვლილა მაგრად წონაში რამდენია ? კაი ზორბა ჩანს.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 18 2017, 12:53

უიარაღო
მოტანა არ იცის, ჯერ არ დაგვიწყია. ტყეში გამყავს, მინდორში ამ დროისთვის და ვამყარებთ იმას რასაც სახლში უპრობლემოდ აკეთებს, დისტანციაზე დაწოლას ვამუღამებთ ეხლა რთული ასათვისებელი ყოფილა მინდორში მითუმეტეს, ჯერ ბეცივითაა მაინც ხუთჯერ მაინც მყავდა უკვე და ყურადღება გაურბის აქეთ იქით სხვადასვა ხმებზე.
ოთო.
კიი გაიზარდა 17-ში გახდა 4 თვის და 9.600 კგ

პოსტის ავტორი: უიარაღო May 18 2017, 15:38

მაქსიმუსა
ადრევე უნდა ასწავლო მოტანა. ბურთით ან რბილი სათამაშოთი უნდა ეთამაშო და თამაშ-თამაშით ასწავლო მოტანა. ჩემს პოინტერს ყველაზე პირველი მოტანა ვასწავლე. 2 თვის იყო ნანადირევი იხვი რომ დავუდე და მომიტანა. იატაკს ვერ აცილებდე ისეთი პატარა იყო, ფეხებში ედებოდა იხვი და მაინც მომიტანა. მაგარი სასაცილო სანახაობა იყო. მაგ ბრძანებებთან ერთად მე მგონი დროა მოტანაშიც ავარჯიშო თორემ ასაკში რომ შევა მერე ძნელია მოტანის სწავლება.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 19 2017, 00:30

უიარაღო
რა ვიცი ვიფიქრე მეთქი ჯერ ესენი დაამუღამოს თქო უფრო კარგათ.
ისე რაც იზრდება ვატყობ რომ კონტროლს ვკარგავ, ძაან ცელქობს.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jun 16 2017, 20:11

გამარჯობათ მეგობრებო!
ცუდი სიტუაციის წინ ვდგავარ ნამეტანი, იქნებ რჩევები არ დაიშუროთ და გამომასწორებინოთ ეს სიტუაცია, დროც მაქ საკმარისი და ნერვებსაც მოვთოკავ როგორმე newsmile05.gif თქვენ „ლიჟბი” რამე მირჩიეთ.

რაშია საქმე, ჩემი ლეკვი ხუთი თვის ხდება უკვე და ვეღარ ვიმორჩილებ, მინდორში, თორე სახლში არაა პრობლემა. დამყავს ისეთ ადგილას რომ მწყერის ყოფნის ალბათობა არის ნოლი, იმდენად შორს გარბის რომ იკარგება თვალიდან, გინდ უძახე გინდ უსტვინე, აზრი არ აქ რო გაეკიდება ჩიტებს, მერე დამეძებს რო მოიგულისჭირებს თავისას, მაგ მომენტში აღარ ვეძახი ვემალები, რო მიპოვის როცა იქნება, გაუშვებ ისევ იგივე ხდება. ცემა არ მინდა ალბათ აზრი არ აქ. სწორი ძებნა მინდა ვასწავლო, ძალიან ენერგიული და აზარტული ლეკვია, სწორი მიდგომით კარგი მონადირე დადგება, უბრალოდ როგორ მოვიქცე რო დავიოკო ეგ მასწავლეთ.

ხოო კორდა მოვსინჯე დღეს, მაგრამ უშედეგოთ, იხლართება, ხან რას ედება ხან რას, ვფიქრობ თოკით ვერ გავართმევ თავს. რა ვიცი რა ვიცი.... vava.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 16 2017, 21:02



ცადე აბა ეს, ჩემსას ქონდა შედეგი,
პირველი პუნქტია ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელი ქორდით გყავდეს მინდორში და ავარჯიშე აუცილებლად იქონიე სასუსნავი.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 17 2017, 08:06

მაქსიმუსა
მე ზუსტად ეგ მეთოდი ვცადე დამალვისდა კაი ხანიც ვაძებნინე ჭინა სეტერს თავი. გაჭრა კიდევაც.



მაგრამ აქ მეორე მომენტიცაა, ჩემი სეტერი "ატეჩესტვენნი" წარმოების იყო newsmile05.gif ხოდა რომ გინდათ ევროპელები იმასაც შეეგუეთ რომ შორს გავა. ეგ სისხლში აქვს და მაგის გადაჩვევა საკმაოდ რთული, ან შეუძლებელია

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jun 18 2017, 15:05

ციტატა(kardinal84 @ 16th June 2017 - 22:02) *
გრძელი ქორდით გყავდეს მინდორში და ავარჯიშე

ვცადე ეგ მეთოდი და ძალიან მოუხერხებელია, წარამარა იბურდება, თან რამდენ მეტრიანი უნდა იყოს თოკი?
ციტატა(Chalimgela @ 17th June 2017 - 09:06) *
ხოდა რომ გინდათ ევროპელები იმასაც შეეგუეთ რომ შორს გავა. ეგ სისხლში აქვს და მაგის გადაჩვევა საკმაოდ რთული, ან შეუძლებელია

ძალიან ნამეტანს შვება ეს ერთი ციდა ლეკვი, ეს რო გაიზრდება რაღას ვიპოვი?! სწორ ძებნას დაეჩვიოს და ნაბულზე დამელოდოს მთავარია და არ დავეძებ შორს გასვლას.

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 18 2017, 15:05

რაშვები ამეცადინებ?

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jun 18 2017, 19:17

ოთო.
გუშინწინ მყავდა და შედეგი ხომ დავწერე, დაშხუილობს რაკეტასავით, დღეს მორიგე ვარ და ხვალ მოვახერხებ მემგონი გაყვანას, ვნახოთ როგორ მომიშლის ნერვებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 19 2017, 08:26

მაქსიმუსა

სულ ტყუილად ნერვიულობ. მასე უნდა იყოს როგორც არის. ასაკთან და პრაქტიკასთან ერთად ყველაფერი ზუსტად ისე დალაგდება როგორც შენს ხასიათში ჯდება.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jun 21 2017, 13:50

ოთო.
კიდე მყავდა გაყვანილი, კორდა აღარ მისინჯია, ვერ ვიხმარე ვერანაირად და შევეშვი.
ისევ იგივე სურათია.

ციტატა(uiaragho @ 19th June 2017 - 09:26) *
სულ ტყუილად ნერვიულობ. მასე უნდა იყოს როგორც არის. ასაკთან და პრაქტიკასთან ერთად ყველაფერი ზუსტად ისე დალაგდება როგორც შენს ხასიათში ჯდება

მაგის დიდი იმედი მაქ.
რავი აღარ ვინერვიულე ბოლო გაყვანაზე, უბრალოდ ცოტა ბევრი ვაძებნინე თავი იქნებ მომცეს შედეგი.
ხეზე ავედი და იქიდან უყურებდი მეთქი ვერ მიპოვის თქო, ეტყობა ყნოსვა ჩართო, ორჯერ კი ჩაუშხუილა იმ ხეს რომელზეც ვიყავი, მაგრამ მერე მომაგნო.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jun 21 2017, 13:57

ხო მართლა ისეთ ადგილებში ხომ არ გადავიყვანო სადაც, უკვე მწყერი შეიძლება შეხვდეს? რას მირჩევთ?
ძებნით ეძებს, რას თითონაც არ იცის მაგრამ სულ დვიჟენიაშია და მწყრის სუნი რო დაკრავს არ დადგება ნაბულზე ვითომ?
თუ ჯერ სამაგისოთ პატარაა? (5 თვისაა)

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 21 2017, 15:32

მაქსიმუსა

ადრეა ჯერ პატარაა.

ჯერ ეცადე ძაღლი დაიმორჩილო ასწავლო სწორად სირბილი და მერე ნადირობა.



პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jun 21 2017, 19:33

ციტატა(kardinal84 @ 21st June 2017 - 16:32) *
ადრეა ჯერ პატარაა.

რავიცი სირბილი არ უჭირს საერთოდ, არც მაღალ ბალახში და არც არსად
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10154152478581403&id=42180336402&_rdr

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 22 2017, 10:23

წელს მე მაინც მოვარიდებდი ნადირობას მთელ ყურადღებას მაგის მინდორში დამორჩილებაზე გადავიტანდი , პარალელებზე სირბილს ვასწავლიდი დაძახებაზე მოსვლას. გაზაფხულიდან გადავიყვანდი გეშვაზე ჯობია წელს მოითბინო და მერე სანამ გეყოლება მაგის მუშაობით სიამოვნება მიიღო.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 22 2017, 11:10

ციტატა(მაქსიმუსა @ Jun 21 2017, 20:33) *
რავიცი სირბილი არ უჭირს საერთოდ, არც მაღალ ბალახში და არც არსად
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10154152478581403&id=42180336402&_rdr


არა მგონია შეცდომა იყოს. მცირე ხნით და ერთეული შეხვედრები ფრინვეთან არ გააფუჭებს. ძებნის ინტერესს უფრო გაუღვიძებს. მთავარი მაინც სწორი ძებნის მანერის ჩამოყალიბებაა მაგრამ ერთეულმა ასეთმა შემთხვევამ არა მგონია საქმე გააფუჭოს.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jun 24 2017, 12:41

ციტატა(ოთო. @ Jun 22 2017, 11:23) *
წელს მე მაინც მოვარიდებდი ნადირობას მთელ ყურადღებას მაგის მინდორში დამორჩილებაზე გადავიტანდი , პარალელებზე სირბილს ვასწავლიდი დაძახებაზე მოსვლას. გაზაფხულიდან გადავიყვანდი გეშვაზე ჯობია წელს მოითბინო და მერე სანამ გეყოლება მაგის მუშაობით სიამოვნება მიიღო.

ძნელი იქნება მაი ამბავი newsmile05.gif რა მოითბენს, დავაკვირდები ჯერჯერობით და მოგვიანებით გადავწყვიტავ, გავაცდენინო თუ არა ეს სეზონი, თითქმის ორი თვეა გახსნამდე და იქნებ მოვიყვანო მანამდე ფორმაში

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jun 24 2017, 12:48

ციტატა(უიარაღო @ Jun 22 2017, 12:10) *
არა მგონია შეცდომა იყოს. მცირე ხნით და ერთეული შეხვედრები ფრინვეთან არ გააფუჭებს. ძებნის ინტერესს უფრო გაუღვიძებს. მთავარი მაინც სწორი ძებნის მანერის ჩამოყალიბებაა მაგრამ ერთეულმა ასეთმა შემთხვევამ არა მგონია საქმე გააფუჭოს.

ნუ მეც ეგრე ვფიქრობ, რა უნდა იყოს ამაში ცუდი? თუ სწორად მიუდგები ალბათ უკეთესიც იქნება ადრეული ასაკიდან ასეთი შეხვედრები.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 1 2017, 13:07

მაქსიმუსა
შვიდი თვისაა ახლა გაბი. როგორ გამოიყურება. რა მიღწევები გაქვთ?

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Dec 4 2017, 17:35

უიარაღო
ბოდიში, გარკვეული მიზეზების გამო იშვიათად შემოვდიოდი ფორუმზე.

გაბი ეხლა 10 თვისაა და გამოიყურება ასე
https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/
მიღწევებს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად დამყავდა მწყერზე (კვირაში სამი—ოთხჯერ) ნაბულს არ აკეთებდა, ბოლოს უკვე სანთლით საძებარი რომ გახდა მწყერი, ბოლო ორ გაყვანაზე გააკეთა თითო თოთო ნაბული, მერე აღარ გამიყვანია მინდორში, პირდაპირ ქათამზე მივიტანეთ იერიში და გაბიმ დაიწყო და რა დაიწყო, ნაბულით ამოყავდა ქათმები სულ, წელს 7 ავიღე 6 ნაბულით, ერთი ფეხზე, აცელა და უსროლელად გაქცევა ალბათ ორი იმდენი. ნაბულზე ძირითადად ეგეც.
ერთი რაცაა და არ მომწონს მეკარგება ტყეში გარკვეული დროით, თუ დიდი სივრცეა ტყის მაგ შემთხვევაში, თუ ტერასებია სანადიროთ, სხვა გზა არ აქ და ნადირობს, ნაბულზე მელოდება, კვლავიდან ბიპერს გაუკეთებ და ეგაა, შორს გასვლას ვერ აუკრძალავ რა უყო, ხო მართლა კაკაბი ვანახე და ნაბულზე ბრძანებით ორი ცალი ამოაგდო, ძალიან გამისწორდა რასაც ქვია. მოკლეთ ნადირობის დიდი ჟინი აქვს და სწრაფი ძებნა, საშვალოზე დიდი ყნოსვა ჩემი შეფასებით. დანარჩენს ნელნელა დრო და გამოცდილება მიცემს.
ეს სურათები, იმის სუღათს შეგნებულად არ ავტვირთავ
https://postimages.org/
https://postimages.org/
https://postimages.org/
https://postimages.org/

პოსტის ავტორი: ოთო. Dec 4 2017, 18:23

მაქსიმუსა

მშვენიერი გოგო დამდგარა გილოცავ!.
ბიპერს თუ უყიდი მაგრად გაგიადვილდება ტყეში,
კარგია თუ ქათამს ალღო აუღო ბევრ გამოცდილ ძაღლს უჭირს მაგის პოვნა, მოკლედ კარგი ძაღლი გყავს გილოცავ.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Dec 4 2017, 18:36

ოთო.
მადლობა ოთო გაიხარე ძმაო, მსიამოვნებს იმედებს რო ამართლებს და თქვენც გისურვებთ ყველას კარგ მონადირე ოთხფეხა მეგობარს

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 5 2017, 09:13

წარმატებებს გისურვებთ. ძალიან საჭირო დროს დაპოსტე. ჩემი 8 თვის ხდება და ვყოყმანობდი, გამეყვანა თუ არა წელს ქათამზე. ამ პოსტის შემდეგ თამამად გავიყვან ქათამზე ზოროს. მწყერზე გაიხსსნა. ვნახოთ ქათამზე რას იზამს.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Dec 5 2017, 11:32

უიარაღო
მადლობა მეგობარო თქვენც გისურვებთ წარმატებებს.

მწყერზე თუ გაიხსნა მაშინ ქათამზეც იმუშავებს, მთავარია არ მოერიდოს ჯაგებში შესვლას, გაბი პირიქით იყო, დიდ ინტერესს იჩენდა ბუჩქების და ჯაგების მიმართ, როცა მინდორში ან სასეირნოთ გამყავდა , შეძვრებოდა არ ერიდებოდა არაფერს. რო შეხვდება გაშეშდება უეჭველათ.
ამას აბა კაკაბი სად ყავდა ნანახი, როგორც კი იყნოსა ეგრევე გაშეშდა
შენ შემთხვევაშიც იგივე მოხდება newsmile027.gif
აბა წარმატებები და ველოდებით მოვლენების განვითარებას

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jan 17 2018, 20:14

დღეს ჩემი ცუგო ერთი წლის გახდა
[/url]

პოსტის ავტორი: უიარაღო Jan 18 2018, 08:20

სურათი ძველია ალბათ. რა ხნის იყო მაგ დროს? ფაქტიურად ძაღლია უკვე ისე ნადირობს. ინგლისური სეტერები მართლა ქათამზე სანადიროდ არის შექმნილი. ჩვენც გვაქვს რაღაც მიღწევები. ერთხელ მოვიცლი და გადავუღებ სურათებს.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jan 18 2018, 14:51

ციტატა(უიარაღო @ Jan 18 2018, 09:20) *
სურათი ძველია ალბათ. რა ხნის იყო მაგ დროს? ფაქტიურად ძაღლია უკვე ისე ნადირობს. ინგლისური სეტერები მართლა ქათამზე სანადიროდ არის შექმნილი. ჩვენც გვაქვს რაღაც მიღწევები. ერთხელ მოვიცლი და გადავუღებ სურათებს.

ძველია კი, 20 ნოემბერი, 10 თვისაა ამ დროს, ჯერ ძაღლობამდე აკლია, რო უყურებ მაინც ლეკვის შთაბეჭდილებას ტოვებს, მძუნაობისაც არაფერი ეტყობა ჯერ, ჩამოყალიბების პროცესშია ისევ.
ეს დღევანდელი ფოტო, ცეტია ისევ ჯერჯერობით.
https://postimages.org/
https://postimages.org/

ზოროს ფოტოები დადე ახალი, მაინტერესებს ვიზუალი.


პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 11 2019, 21:49

https://postimages.org/
https://postimages.org/

2 წლის და 3 თვის
შედეგები არაფერი გვაქ, შარშანდელი წელი მთლიანად გაგვიცდა ehh.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 12 2019, 09:57

კარგად გამოიყურება

ლეკვები ხოარ ყოლია ჯერ ?

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 12 2019, 22:16

ოთო.

ციტატა(kardinal84 @ 12th April 2019 - 10:57) *
ლეკვები ხოარ ყოლია ჯერ ?

არა, ორჯერ იყო ამძუნებული და არ დავრთე.

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 12 2019, 22:26

ბევრს ნუ გააცდენინებ არ არის კარგი ყველაფერი უნდა გამოსცადოს, კარგ ხვადს შეგარჩევინებ თუ სურვილი გექნება.

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 15 2019, 10:23

კარგი ტიპია აშკარად. ვერ ანადირებ თუ რატომ გაგიცდათ წინა წელი?

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 15 2019, 19:11

ციტატა(ოთო. @ Apr 12 2019, 23:26) *
ბევრს ნუ გააცდენინებ არ არის კარგი ყველაფერი უნდა გამოსცადოს, კარგ ხვადს შეგარჩევინებ თუ სურვილი გექნება.

კარგი ხვადი მართლაც დამჭირდება, მოვიწერები როცა დრო მოვა

ციტატა(chele @ 15th April 2019 - 11:23) *
კარგი ტიპია აშკარად. ვერ ანადირებ თუ რატომ გაგიცდათ წინა წელი?
მადლობა
ჯანმრთელობის მხრივ ვერ მქონდა კარგათ საქმე, ძაღლისთვის ვის ეცალა, ღვთის წყალობით ეხლა კარგად ვარ.

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 15 2019, 19:15

ძალიან ცუდი, იმედია ახლა ყველაფერი კარგადაა გაფრთხილება უნდა ყველაფერს.

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 15 2019, 20:09

მაქსიმუსა
ჯანმრთელობას გისურვებ ჩემო კარგო. რაც შეეხება გაბის, ისწავლის ყველაფერს ისეთი ეშმაკი თვალები აქვს მაგას. ????

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 15 2019, 22:56

ოთო.
ჩელე
მადლობა კეთილი სურვილებისთვის მეგობრებო, გაიხარეთ

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Nov 3 2019, 19:58

https://postimages.org/
გაბი ფორმაშია

პოსტის ავტორი: alex77 Nov 3 2019, 22:42

მალადეც გაბის და შენ. ჩემსასაც გაბი ქვია)))

ერთი რა მაინტერესებს,პირველ გვერდზე გიწერია გრძელი ბეწვის გამო ვიკავებდი თავსო, მაინტერესებს ეხლა რა აზრის ხარ ? არის პრობლემა გრძელი ბეწვი? ღირს შეგუება? ზუსტად ეგ გარემოება მაფიქრებდა ყოველთვის და მაგიტომ გეკითხები. ვფიქრობ მეც ხომ არ მივაფურთხო ეშმაკს? ))))

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Nov 4 2019, 08:15

ციტატა(alex77 @ Nov 3 2019, 23:42) *
მალადეც გაბის და შენ. ჩემსასაც გაბი ქვია)))

ერთი რა მაინტერესებს,პირველ გვერდზე გიწერია გრძელი ბეწვის გამო ვიკავებდი თავსო, მაინტერესებს ეხლა რა აზრის ხარ ? არის პრობლემა გრძელი ბეწვი? ღირს შეგუება? ზუსტად ეგ გარემოება მაფიქრებდა ყოველთვის და მაგიტომ გეკითხები. ვფიქრობ მეც ხომ არ მივაფურთხო ეშმაკს? ))))

შეგუება როგორ არ ღირს, როცა კარგი ძაღლი გყავს მზად ხარ აიტანო ის გარემოება, რომ სანადიროდან რო მოხვალ უნდა გააცალო ბირკები, არის გამოსავალი, გაკრეჭა! ჯიშისთვის დამახასიათებელ ვიზუალურ მხარეს კარგავს უბრალოდ მეტი არაფერი, ეს მწყერზე ნადირობისას, თორე ქათამზე რა პრობლემაა

პოსტის ავტორი: alex77 Nov 4 2019, 23:46

newsmile027.gif გასაგებია. წარმატებებიი.
შეჯვარებას თუ დააპირებ დავფიქრდები...

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Nov 5 2019, 11:30

ციტატა(Aleqsandre sidamonidze @ 5th November 2019 - 00:46) *
წარმატებებიი.

მადლობა.
ციტატა(Aleqsandre sidamonidze @ 5th November 2019 - 00:46) *
შეჯვარებას თუ დააპირებ დავფიქრდები..

მაგას როგორ შემოგკადრებ შე კაცო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 5 2019, 13:09

newsmile090.gif

პოსტის ავტორი: alex77 Nov 5 2019, 19:05

D.gif D.gif

ვფიქრობ ლეკვი ავიყანო თუ არა და მანამდე ჩამოვყალიბდები

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Nov 12 2019, 09:29

https://postimages.org/https://postimages.org/

https://postimages.org/https://postimages.org/

https://postimages.org/

პოსტის ავტორი: ოთო. Nov 13 2019, 07:42

უხდება სეტერს ტყის ქათამი.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Nov 13 2019, 09:15

ციტატა(ოთო. @ Nov 13 2019, 08:42) *
უხდება სეტერს ტყის ქათამი.

ნამდვილათ!
ერთ რამედ ღირს მისი ყურება როცა ნაბულზე დგას

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 13 2020, 21:32

გამარჯობათ მეგობრები, ჩემი ცუგა ამძუნებულია, უკვე მერვე მეცხრე დღეა, ხოდა სასიძოს ვეძებ, დამეხმარეთ შერჩევაში, სასურველია სამფერში რომ იყოს, ერთი პრობლემაა ოღონდ ხაშურში ვართ

პოსტის ავტორი: ოთო. May 24 2020, 22:43

მაქსიმუსა

რაქენი დართე ?
გვიან ვნახე პოსტი თორე დაგეხმარებოდი :(

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jul 20 2020, 17:52

ციტატა(ოთო. @ May 24 2020, 23:43) *
მაქსიმუსა

რაქენი დართე ?
გვიან ვნახე პოსტი თორე დაგეხმარებოდი :(

დავრთე, ლეკვები დაეხოცა მუცელში, განვითარდა სეფსისი და მშობიარობას გადაყვა, ძალიან გატეხილში ვარ მაგარი მონადირე იყო, ქათამზე განსაკუთრებით.
ლეკვს ვეძებ კურცჰაარზე შევაჩერე არჩევანი, ეს ინგლისელები ძაან ფაფუკი ძაღლები არიან სეტერზე მაქ საუბარი, მაგის ნერვი აღარ მაქ, გერმანულ კურცს ავიყვან, თუ რამე გეგულება მომეხმარე

პოსტის ავტორი: ოთო. Jul 22 2020, 08:51

ვაახ ძალიან ცუდი ამბავია,

თუ რამე გამოჩნდა შეგეხმიანები .

პოსტის ავტორი: avto@ Aug 5 2020, 16:41

ციტატა(მაქსიმუსა @ Jul 20 2020, 18:52) *
დავრთე, ლეკვები დაეხოცა მუცელში, განვითარდა სეფსისი და მშობიარობას გადაყვა, ძალიან გატეხილში ვარ მაგარი მონადირე იყო, ქათამზე განსაკუთრებით.
ლეკვს ვეძებ კურცჰაარზე შევაჩერე არჩევანი, ეს ინგლისელები ძაან ფაფუკი ძაღლები არიან სეტერზე მაქ საუბარი, მაგის ნერვი აღარ მაქ, გერმანულ კურცს ავიყვან, თუ რამე გეგულება მომეხმარე

ვიჟლა თუ გაინტერესებს შემეხმიანე მეგობარო და დანარჩენ ფოტო ვიდეო მასალას ნადირობისას გაჩვენებ 568 72 73 73 ავთო
ორი ძუ მყავს ერთს მე ვიტოვებ და ერთი შემიძლია გავცე
სეტერისტი ვიყავი მეც მანამდე ))

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)