ლოთების ვოიაჟი ფოთში ქარიყლაპიაზე. (და არა მარტო) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ლოთების ვოიაჟი ფოთში ქარიყლაპიაზე. (და არა მარტო) |
Dec 9 2015, 00:27
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოკლედ, ეს ამბავი ასე დაიწყო: ორიოდ კვირის წინ შევხმიანდით მე, თქვენი მონა-მორჩილი, გოჩა იგივე DON-G და ჩვენი მეგობარი ლაშა კამლაძე, იგივე იორამა)) დიდი ხანი არ დაგვჭირვებია ფიქრი იმაზე, თუ რა გაგვეფუჭებინა და გადავწყვიტეთ თავს დავსხმოდით ფოთს. გადავხედეთ ამინდს და რადგანაც ყველა ჩვენებური თუ უცხოური ამინდის მაცნე კარგ ამინდ გვამცნობდა დავგეგმეთ წასვლა ხუთშაბათს. მეოთხე კომპანიონად დაგვემგზავრა ჩემი და გოჩას ძველი მეგობარი, ერაყელი, მაგრამ ამერიკის მოქალაქე ტაიგერ ალჯაფარი, ჩვენებურად ვეფხია)))) კაცი, რომელიც უსაზღვროთ შეყვარებულია საქართველოზე, რომელმაც აქ ჩამოიყვანა თავისი ამერიკელი მეუღლე, აპირებს სახლი იყიდოს აქ და ძალიან უყვარს თევზაობა. მომავალში იმედი მაქვს ჯერ ფორუმის, ხოლო შემდეგ კლუბის წევრიც გახდება) მოკლედ, შევესიეთ ბაზარ-მარკეტებს, დავიხუნძლეთ სურსათით და ბეეევრი ალკოჰოლით, გავამზადეთ ნავები, დავლესეთ ვობლერ-ყანყალ-ტრიალები და დავიტვირთეთ ბევრისთვის უკვე ნაცნობ 6 კაციან ფიატში, რომელმაც სახლის მაგივრობაგაგვიწია მომდევნო 4 დღის განმავლობაში!
მე მომიწია საჭესთან დაჯდომა, რითიც ისარგებლეს ზემოთ დასახელებულმა პიროვნებებმა და გზაში სულ ჰარიჰარალე გამართეს ჩემს ზურგს უკან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ქუთაისში დაგვხვდა ლაშას ნაცნობი, მაგარი სპინინგისტი და უბრალოდ მაგარი ადამიანი ზაზა, შემდგომში მონათლული მასტერ-ჯედაის სახელით, რადგან იქ დაჭერილი ორი ქარიაყლაპიიდან ორივე მისი სპინინგის ანგარიშზე ჩაითვალა))) ხოოდა, განვაგრძეთ გზა ფოთისაკენ, სადაც საკმაოდ გვიან ჩავედით. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი ლამაზი სუფრა გაგვეშალა და ერთმანეთს მოვფერებოდით. დაღლილებმა გამოვიძინეთ და დილით დავიჭყეთ ბჭობა თუ სად სჯობდა გვეცადა ბედი: ადგილზე სადაც ვიდექით თუ მოშორებით არხებზე. ხმათა უმრავლესობით გადავინაცვლეთ არხებისკენ. ზაზას სპინინგის პირველივე გაქნევა შედეგიანი აღმოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ ერთადერთი იმ დღეს. რა აღარ ვსინჯეთ სად არ ვტოპეთ და ვიძრომიალეთ, მაგრამ.... გადავწყვიტეთ საღამოს დავბანაკებულიყავით ე.წ გაზკანტორის ტბებზე, რომ დილიდან იქაც გვესინჯა ბედი. მივედით თუ არა, ზაზა, ლაშა და ვეფხია თავიანთი სპინინგებით ისე გაქრნენ თვალი ვერ მოვკარით)))) დავიწყეთ მზადება საღამოს ტრაპეზისთვის მე და გოჩამ) ბიჭებიც მალე დაბრუნდნენ სველები და ხელცარიელები. არც იქ გაგვიღიმა ბედმა, თუ ოჩომ)))))) დავჯექით დავიწყეთ ვახშმობა, ცოტა ალკოჰოლიც და წარმოიდგინეთ ხუთი მეთევზე ერთ პატარა ოთახში))) იქ ამბები დატრიალდა, მიუნხაუზენი პატარა ბავშვი გამოჩნდებოდა ჩვენთან)))) მესამე დღეს შევიცვალეთ ისევ დისლოკაციის ადგილი და პირვანდელ ბანაკის ადგილს დავუბრუნდით. ამჟამად ვეცადეთ ბედი ნავით გვეცადა და სამი მეთევზე "შევესიეთ" არხს))) შედეგი ოროდ კილო "პლატვა'' რამოდენიმე ქორჭილა და სასწაული ხედებით ტკბობა))) დავბრუნდით ბანაკში, სადაც არც იორამას და არც მასტერ-ჯედაის დრო უქმად არ დაუკარგავთ პირველმა ისეთი სასწაული ვახშამი მოამზადა, არსად არცერთ რესტორანში მსგავსი გემრიელობა არ გამისინჯავს. მეორემ კი ნაპირიდან, სადაც არასოდეს არავის დაუჭერია არაფერი, ერთი მომცრო ქარიყლაპია გამოიყვანა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შედეგი იმისა თუ როგორ მუშაობენ იქაური რეინჯერები. ბადეები თვალითაც არ გვინახავს და თევზს საშუალება აქვს იმოძრაოს თავისუფლად. ორჯერ იყვნენ მოსულები რეინჯერები მანქანით, გაგვაფრთხილეს რომ ნადირობის შემთხვევაში 250 ლარით დავჯარიმდებოდით. და თევზაობაზე ანკესით პრობლემა არ არისო. ასე რომ ჩემო კარგებო, ეგ ადგილები ამოიღეთ თქვენი სანადირო "ტოჩკების" სიიდან, რამეთუ კოლხეთის ტყე-პარკის ზონაა უკვე. მოკლედ, იყო მაგარი საღამო, ბევრი სადღეგრძელოები (რომელშიც თქვენი სადღეგრძელოებიც შედის ) ბევრი ტყუილ-მართალი და ბეევრი ალკოჰოლი. ტაიგერამ, რომელიც ტანკისტია და "აბრამსს" დაახრიგინებს აქეთ იქეთ, კარგად იცის ქართული და ისეთები მოყვა, ვხოხავდით დანარჩენები. იყო ჭიამაიების შემოსევა, ასეთი რამ არ მინახავს არსად))) უმაგრესი საღამო იყო, ერთი რამ აფუჭებდა მხოლოდ, მეორე დღეს წამოსასვლელები ვიყავით... დილით წინა დღეს ნაპირზე დარჩენილები და მე კიდევ შევედით ნავით. 3 საათზე მეტი ვიარეთ, მაგრამ საერთოდ არაფერს მიეკარა თევზი. დავბრუნდით, ჩავლაგდით და წამოვგორდით თბილისისაკენ. გზად ქუთაისში შევიარეთ, ზაზა დავტოვეთ სახლში. დიდხანს გვეხვეწა სახლში ამოსვლაზე, მაგრამ რადგანაც საკმაო გზა იყო წინ აღარ გავჩერდით. დავემშვიდობეთ ზაზას, ქუთაისს და ზესტაფონში სრულიად შემთხვევით ერთი კარგი ადამიანი დაგვემგზავრა, რომელიც ასევე მეთევზე და იორამას ნაცნობი გამოდგა. გზაში დალეულმა 2 ბოთლმა კონიაკმა თავი იჩინა რიკოთზე)))) იორამამ აქანა თუ არ დავლიეთ მორჩა ჩვენი ძმობაო და "ჯარგვალთან" დავპარკინგდით))) იქაც იმერული სისწრაფით მოგვიტანეს მართლაც უგემრიელესი კერძები და შემდეგი ბოთლი კონიაკის შემდეგ საბოლოოდ დავიძარით სახლებისკენ. მშვიდობით ჩამოვედით სასწაულად დაღლილები , მაგრამ უზომოდ ნასიამოვნები და კმაყოფილები. მადლობა ბიჭებს ასეთი მაგარი მოგზაურობისათვის, ზაზას იმისათვის რომ არ დაეზარა და ამდენ გამოუცდელ მეთევზეს სათითაოდ გვიხსნა სპინინგის ანა ბანა. და ფიატს იმისათვის რომ უპრობლემოდ გვატარა ამხელა გზაზე)) და თქვენც, ვინც ამოდონა ნაჯღაბნის წაკითხვა ბოლომდე შეძელით) |
|
|
Dec 9 2015, 03:38
პოსტი
#2
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
აი ყოჩააღ როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხართ გასვლიან რეპორტიანად
|
|
|
Dec 9 2015, 08:41
პოსტი
#3
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga |
|
|
|
Dec 9 2015, 09:40
პოსტი
#4
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Dec 9 2015, 10:00
პოსტი
#5
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
თაზო
წლის რეპორტი. საღოლ ბიჭებოო.ჯიგრები ხართ |
|
|
Dec 9 2015, 11:47
პოსტი
#6
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
პროსტო სპინინგის არაფერი გაგეგებათ რააააა
გეთქვათ და გასწავლიდით მაიც აი ლოთობაში ხოოოოოო |
|
|
Dec 9 2015, 11:47
პოსტი
#7
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
სათაურის ასეთი სწორი ფორმულირება კარგა ხანია არ წამიკითხავს ამ ფორუმზე....
საღოლა თქვენ. ისე რატომ არ მოდიოდა საინტერესოა. წნევის ამბავი იყო ვითაამ?.... |
|
|
Dec 9 2015, 14:27
პოსტი
#8
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Dec 9 2015, 17:08
პოსტი
#9
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
ჩელე
რავიცი აბა, იქაურებმა ათი დღე იქნება ძალიან პასიურობსო. ჭალიმგელა ადიგადიმიდიმოდიი))) |
|
|
Dec 9 2015, 21:16
პოსტი
#10
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
დამპლები მაგენი...
|
|
|
Dec 10 2015, 09:18
პოსტი
#11
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ყოჩაღ თქვენ. მაგარი გასვლა გქონიათ.
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 23:56 |