IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ქობულეთის პრიჩალი
amroci
პოსტი Nov 11 2009, 15:31
პოსტი #76


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



აი ჩემი მშობლიური პრიჩალი

არ ვიცი როდის ააშენს მაგრამ ნამდვილად ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, რაც თავი მახსოვს ასე გამოიყურება
პირველად ჩაინგრა 90-იანი წლების დასაწყისში როცა მანდარინს ტვირთავდნენ სატვირთო მანქანიდან სატვირთო გემზე. მას შემდეგ ბევრჯერ გავაკეთეთ მეთევზეებმა თვითნაკეთი დაკიდული ხიდი მაგრამ ყოველთვის ზღვა გვინგრევდა . თანაც მეორე მხარე უფრო და უფრო შორდება ნაპირს

ერთი პერიოდი ვიღაცამ ზედ რესტორანი გააკეთა სახელად ”ნათიას ტივი” და კარგი რკინის კონსტრუქციაც გაუდო ხიდად. მაგრამ რად გინდა დათვრნელ უკრანულ სათევზაო სეინერზე ის ბასიაკები და ამხელა ზღვაში მაინცდამაინც ამ ხიდს დაეტაკენ (წარმოგიდგენიათ!!).
მას შემდეგ ხან ნავით გადავდიავართ სათევზაოდ ხან კატამარანით

ერთის მხრივ კარგიც არის. ზედმეტი ტვინის მბურღველები აღარ გაწუხებს თევზაობის დროს და მართლაც რო მოწყევეტილი ხარ ამ ცხოვრების სანერვიულოებს. მაგრამმეორესმხრივ, თუ შუა ხიდზე მოგისწრო შტორმმა მეყოლე ვარდივით. ნავი ვერ მოადგება და მოგიწევს გადმოხტომა წყალში
ხიდზე გამოსვლის დროს ყველა დიდი ენთუზიით და სიხარულით არის სავსე

პრიჩალი ორ სართულიანია და ორივეგან თავისებურად კარგი სათევზაოა, ორივეს თავის თავისი პრივილეგიები აქვს,
ქვედა სართულზე ძალიან კარგია ბარაბულკების, ზღვის ოკუნების, ღორჯოების და ქოთეხის ჭერა.

ხანდახან საკუთარი თვალით უყურებ როგორ კიდებტ პირს თევზი შენს სატყუარას

ამასთან ზაფხულში იქ ისე გრილა რომ მთელს ქობულეთში უფრო სასიამოვნო ადგილს ნამდვილად ვერ იშონი

თუმცა უფრო ხშირად ზემოდან ვთევზაობთ.

აქ მოგეცა ჯანი. ყველაფერი იჭირება სეზონისდა მიხედვით
ყველაზე გავრცელებული სტავრიდკა - მოდის სულ, გარდა თებერვალი, მარტი და აპრილის პირველი ნახევრისა
ასევე:
ზღვის ოკუნი (იგივე სმარიტკა) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი
სარღანა - ოქტომბერი, ნოემბერი
ლოფა (იგივე ლიფიორი) - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი
სელდი (იგივე სილიოტკა) - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი
სკუმბრია - ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი
კეფალი - მოდის 3 სეზონად პირველი სეზონი -მაისის მეორე ნახევარი ივნისი. მეორე სეზონი - აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. მესამე სეზონი დეკემბერი იანვარი. ყოველ სეზონზე განსხვავებული სატყუარათი და ანკესით იჭირება.
კამბულა - ნომბერი, დეკემბერი, ინავარი, თებერვალი, ხანდახან მარტშიც იცის
სკატი - არის სულ ზოგიერთი მხოლოდ მისთვის ცნობილი გამონაკლისის გარდა.
კატრანი - დეკემბერი იანვარი. სხვადროს იშვიათად
ღორჯო დიდი (აზოვის) - მარტი, აპრილი, ნოემბერი
ბარაბულკა -ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი
ზღარბი - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი.
დრაკონი - არის სულ. უფრო ცხელ სეზონებში
ქოთეხი ქვიშის (ვერცხლისფერი) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი
ქოთეხი ქვის (იასამნისფერი) ივლისი, აგვისტო, სექტემბერი
ნალიმი - ზაფხულის თვეებში, მხოლოდ ღამით.
ხამსა - ივლის, აგვისტოსა და შემდეგ მთელი ზამთარი
გარდა ჩამოთვლილისა ვიჭერ კიდე პატარ-პატარა ქარავნის თევზუკებს რომელსაც ცოცხლად ვიყენებ სატყუარად დიდი სტავრიტკებისა და იასამნისფერ ქოთეხის საჭერად.
ასე რომ გვეწვიეთ ქობულეთის პრიჩალზე და იჭირეთ თევზები ჩვენთან ერთად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th May 2024 - 08:02