ბზრიალები და მათი გამოყენება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ბზრიალები და მათი გამოყენება
ბესო
პოსტი Dec 17 2009, 12:29
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



პირველი ბზრიალა მისი დღევანდელი (ცნობილი) ფორმით გამოიგონა ფრანგმა ინჟინერმა - ანდრე მეულნარტმა 1938 წელს. მანამდე რამოდენიმე წლით ადრე ჯეიმს ჰედონმა გააკეთა პირველი სიმრუდის სატყუარა, რომელსაც თევზის გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ სტაბილური არ გამოდგა თევზჭერისას. ანდრე მულნარტმა იცოდა, რომ ის არ აკეთებდა თევზის იმიტატორს - ბზრიალა უბრალოდ უნდა ყოფილიყო თევზის მაცდუნებელი.

ბზრიალები არსებობს სხვადასხვა ფირმის, ფორმის, ფერის და აგებულების, მაგრამ მათი ძირითადი დანიშნულება არის წყალში გამოსცენ ხმა - ვიბრაციის ხარჯზე და ქონდეთ ციმციმის ეფექტი. ხმა, რომესაც ბზრიალა წყალში იძლება გავს ვერტმფრენის ხმას და ისმის 7-ჯერ უფრო ძლიერად ვიდრე ჰაერზე. მტაცებელს თევზს ესმის ჯერ ბზრიალის ხმა, აქცევს ამ ხმას ყურადღებას და შემდეგ ხედავს ბზრიალას ფრთისგან შექმნილ ციმციმის ეფექტს! შესაბამისად ორივე ეფექტი ახდებს მის პროვოცირებას რომ გაეკიდოს ბზრიალას საკბენად.



ბზრიალები არ არის კონკრეტულად კალმახისთვის განკუთვნილი და ისინი წარმატებით მუშაობენ ნებისმიერ მტაცებელზე!

Blue Fox:


Mepps:


Panter Martin:


Joe's Fly


Panter Martin-ის მსგავსი ბზრიალები მე თვითონაც ავაწყე რამოდენიმე ცალი. თუ ფოთოლს სწორი მიმართულებით გახვრიტავთ და ტვირთს ზუსტად შეურჩევთ იდეალურად იმუშავებ. სურათს მოგვიანებით დავდებ.

Joe's Fly - ასევე ძალიან წარმატებული ბზრიალაა, რომელიც პრაქტიკულად კომბოს წარმოადგენს. ანუ არის სინთეზი ტიპიური ბზრიალასი და "მუშკის" ამიტომ იდეალურად მუშაობს. ოღონდ იშოვება მომცრო ზომები.

ამიტომ ავდექი და მსგავსი ფორმის ფოთლები შევუკვეთე კაბელასიდან, რომლებითაც აწყობილი ბზრიალები უმაღლეს დონეზე მუშაობს. ისევ და ისევ ტვირთის/სიმძიმის ზუსტი შერჩევა უნდა.

Indiana Blade


Colorado Blade


ეს კი არის ოსტატი ლეონის ტრიალები:

მოდელი: Stella


მოდელი: Дюймовочка


მოდელი: Picador



მოდელი: Scorpio



ეს ბზრიალები გამოირჩევა ფრთის ძალიან სტაბილური ბრუნვით, დაბალი გატარების სიჩქარის დროსაც... ამიტომ ის პოპულარობით სარგებლობს ძალიან ბევრ მეთევზეს შორის.

მეც ვიყავი STELLA-ს ბედნიერი მფლობელი, მაგრამ ვერ დავინახე, რომ "სალხინო" იყო newsmile035.gif newsmile035.gif

[b]მე[/b] ვერ გირჩევთ თუ რომელი და რა ფერის ბზრიალის გამოყენება არის წარმატების მომტანი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე, წყლის ფერზე, კონკრეტულ საკვებ გარემოზე, წელიწადის დროზე, დღის პერიოდზე და ბოლოს მეთევზის დაკვირვებაზე და არჩევანზე.

[b]პირადად[/b] მე ფერებში პირველ ადგილს ვანიჭებ შაფი ფერის ფოთოლს, რომელიც მწვანე კოპლებით არის დაფარული.

რაც შეეხება ზომებს 2,3 ზომები არის იდეალური და უნივერსალური კალმაზე თევზაობისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Feb 18 2011, 16:44
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



One More Finished... newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 23:25