დამხმარე აღჭურვილობა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
დამხმარე აღჭურვილობა
ბესო
პოსტი Sep 9 2010, 00:38
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სპინინგისტის აღჭურვილობაში არის გარკვეული ნივთები/საგნები, რომლის ქონაც აუცილებელი ან საჭიროა.


1. ბრტყელტუჩა/მკვნეტარა.
ბრტყელტუჩა/მკვნეტარა არის აუცილებელი ნივთი ყველა სპინინგისტის აღჭურვილობაში. დაწყებული იქედან, რომ ხშირად საჭირო ხდება ნემსკავების გასწორება . ასევე უნდა ვიფიქროთ პირად უსაფრთხოებაზე. გაუფრთხილებლობით შეიძლება მოხდეს ისე, რომ ადამიანს ხელში/თითში გაერჭოს ნემსკავი. ამ დროს მკვნეტარა "უებარი" საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს. newsmile05.gif ბრტყელტუჩას უნდა ქონდეს გრძელი წვრილი პირები.

2. ქლიბი.
ქლიბი საჭიროა ერთად-ერთი რამისთვის - ეს არის ნემსკავების წვერების დამუშავება საჭიროების შემთხვევაში. ქლიბს გირჩევთ, რომ შეიძინოთ სადმე ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე და შეარჩიოთ რუსული წარმოების ალმაზური "ნადფილი"!!

3. ფრჩხილების მკვნეტარა ან მაკრატელი
გაცილებით საჭიროა იმათთვის ვინც იყენებს წნულ ძუას ვინაიდან კვანძის გაკეთებისას ზედმეტი ნაჭრის კბილებით მოძიძგვნა newsmile035.gif ცოტა არ იყოს და რთულია. ან დანით გადაჭრა!




4. თევზის გამოსაყვანი ჩოგანი.
მსგავსი ჩოგანი საჭირო ნივთია არა მხოლოდ იმისთვის, რომ თევზი გამოვიყვანოთ და შემთეგ კალათში მოვათავსოთ ამასთანავე იმისთვისაც, რომ დაიჭირე გაუშვის პრინციპით თევზაობის დროს თევზი მინიმალური ზიანით დავუბრუნოთ დედა ბუნებას.
მე გირჩევთ ხისგან დამზადებულ ჩოგანის გამოყენებას. ბადე უნდა იყოს დამზადებული ისეთი მასალისგან, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მასში თავისუფალი სამავების/ნემსკავების აბურდვა თევზის გამოყვანისას.



5. თევზის ჩასაყრელი კალათა.
ზოგი მეთევზე "სადოკს" newsmile05.gif იყენებს, ზოგიც ნაჭრის ჩანთას, ლითონის კალათს, კუკანს და ა.შ კალმახზე სათევზაოდ მე გირჩევთ ხის კალათს. კალათი კარგია იმიტომ, რომ სუნთქავს, ხე კარგად ინახავს თევზს. ნაჭრის ჩანთასთან შედარებით იგი მყარია და შესაბამისად თევზაობის/დღის ბოლოს თევზის ფარშს ან "ოტბივნოის" არ მიიტანთ სახლში newsmile05.gif არის საკმაოდ მსუბუქი და თუ ერგონომიულ საკიდს/ქამარს შეურჩევთ მისი ტარებაც არ დაგღლით.



6. პოლარიზებული სათვალე.
პოლარიზებული სათვალე სასურველია იყოს ყვითელი/სპილენძის ფერი ვინაიდან ამ ფერის სათვალიდან გარემოს უკეთესი აღქმა ხდება! პოლარიზებულის სათვალის ძირითადი დანიშნულება არის ის, რომ წყლის ანარეკლ შუქს ფილტრავს და წყლის სიღრმეების უკეთესი გარჩევის საშუალებას იძლევა. წყლის სიღრმის აღქმა და სატყუარაზე გამოკიდებული თევზის დანახვა კი ზოგ მომენტში გადამწყვეტი გახდეს, ვინაიდან მეთევზეს შეუძლია თევზის ქცევიდან გამომდინარე ან სატყუარას თამაში და გატარების სიჩქარე შეცვალოს, ან თვით სატყუარის შეცვლაც კი ჩათვალოს მიზანშეწონილად.



7. ქუდი.
პოლარიზებული სათვალე ეფექტურად მუშაობს მაშინ, როდესაც მას მზის შუქი არ ხვდება. სწორედ ამისთვის არის საჭირო ქუდი/კები, რომ სათვალე დაიცვას მზის პირდაპირი შუქის მოხვედრისგან.



8.დანა
თუ რისთვის არის დანა საჭირო - აღარ დავკონკრეტდები newsmile05.gif უბრალოდ ვიტყვი, რომ პირადად მე ფილეს ასათლელ დანებს/ფორმას ვანიჭებ უპირატესობას.



9."ზაცეპების" გამოსახსნელი მოწყობილობა
თუ რა ფუნქციის მატარებელია მსგავსი მოწყობილობები - დასახელებიდანაც ჩანს. ამოტომ ასახსნელი არაფერი არ არის. უბრალოდ კარგი იქნება მსგავსი მოწყობილობის ქონა ვინაიდან არაერთ მარადმწვანეს დაგიზოგავთ თუ თქვენთვის მოსახერხებელ მსგავს მოწყობილობას შეიძენთ და გამოიყენებთ. newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 9 2011, 22:36
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ თუ რამე გამომრჩან - გამახსენეთ და ჩავსვათ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Mar 9 2011, 22:56
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბესო

მგონი არაფერიც არ გამოგრჩა, სკამი მანდ არ გამოგადგება და დანარჩენი კი დაწერე....... მონადირის ასანთი და ქაღალდი კი უნდა ედოს ყველას.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Mar 10 2011, 20:31
პოსტი #4


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



მშვენიერ !

ისე ვეიდერსი და ამბები ?? თუ ეგ ცალკე თემაა ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Mar 10 2011, 20:37
პოსტი #5


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(somkhishvili @ 10th March 2011 - 21:31) *
ისე ვეიდერსი და ამბები

მაგის დაწერა მინდოდა და ვიფიქრე ეხლა დამცხებენ,რა უნდა აქ ვედერსსო newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 10 2011, 22:15
პოსტი #6


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(somkhishvili @ 10th March 2011 - 21:31) *
ისე ვეიდერსი და ამბები ??


ვეიდერსი დამხმარე აღჭურვილობაა შე ბემურაზო? მაგას სხვა თემაში მივასვავ newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Mar 10 2011, 22:19
პოსტი #7


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(Beso @ 10th March 2011 - 23:15) *
მაგას სხვა თემაში მივასვავ


ხო მართალი ხარ... თანაც ეგ კაი ფართო თემაა სხვათაშორის newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 10 2011, 22:22
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(somkhishvili @ 10th March 2011 - 23:19) *
ეგ კაი ფართო თემაა სხვათაშორის


კია ფართო თემა და თანაც იმენი დამატებითი რამ ჭირება ვეიდერსს, რომ მეშინია სპინინგზე ხელი არ აიღოს ხალხმა newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Mar 10 2011, 22:25
პოსტი #9


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(Beso @ 10th March 2011 - 23:22) *
რომ მეშინია სპინინგზე ხელი არ აიღოს ხალხმა


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ამიტომ ითევზავეთ ზააააფხულშიი !! newsmile05.gif) ბოტასები და მისი ჯანი newsmile05.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Mar 11 2011, 21:18
პოსტი #10


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(somkhishvili @ 10th March 2011 - 23:25) *
ამიტომ ითევზავეთ ზააააფხულშიი !! newsmile05.gif) ბოტასები და მისი ჯანი newsmile05.gif)

ასპროცენტიააან newsmile05.gif
მაგრამ ზაფხულამდე მოთმენა არ გინდა კაცს? newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 16:18