კერძები გარეული მტრედისგან - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
კერძები გარეული მტრედისგან, ძირითადი რეცეპტები
919
პოსტი Oct 13 2009, 23:48
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



NO.1
კლასიკა - მტრედი მონასტრულად

გასუფთავებულ მტრედს (2 ცალი მტრედი) დაზილავთ მარილით დაუმატებთ პილპილს.
საშუალო სიღრმის ქვაბში ჩაამატეთ 5-6 კოვზი კარაქი, ზეთი ან ერბო მტრედის ოქროსფრამდე
შესაბრაწად. შემდეგ ჩაამატეთ 18-20 თავი პატარა ზომის ხახვის ბოლქვები. ცალკე ტაფაზე
შეწვით სოკო და ჩაამატეთ მტრედის ქვაბში, ჩაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი და დააფარეთ
თავსახური. მომზადების თანავე მტრედი გაჭერით შუაზე...

ბონ აპეტიტ მონ ამი! newsmile045.gif

NO.2
მტრედი რძეში.

2-3 მტრედს მოათავსებთ საშუალო სიღმის ჭურჭელში. დაასხით რძე.
გააჩერეთ 3 საათი. ამოიღეთ რძიდან და აცალეთ დაწურვა. ათქვიფეთ 3-4 კვერცხი.
დაწურული მტრედი დაზილეთ ხრეში მარილით. ჩააწეთ მტრედები ათქვეფილ
კვერცხში, რის შემდეგაც ამოსვარეთ საფანელში (დაფშნილ ორცხობილაში).
შეწვით მტრედი დიდი რააოდენობით ერბოში.

NO.3
მტრედი ბეკონით

აიღებთ გსაუფთავებულ გამოშიგნულ მტრედს აზილავთ ხრეში მარილით.
თუ ღვიძლი არ არის დაზიანებული და ნაღველი დაღვრილი ჯიგარსაც
ტოვებთ მუცლის ღრუში. შემდე მაღაზიაში იყიდეთ შინჰოფერის დაჭრილი
ბეკონი (ასე კაკაბსაც ვამზადებდით შუააზიაში) თუ ბეკონი არ არის მაშინ
"გრუდინკა" ისევ შინჰოფერის, რომელსაც დაჭერით თხელ ლენტებად.
გაამზადე ძაფი და ძაფის მეშვეობით შემოახვიეთ ბეკონი მტრედებს.

შემდეგ კარგად გაახურეთ ღუმელი (დუხოვკა) და ე.წ. ჟაროვნაზე მოათავსეთ
მტრედები. როგორც კი ბეკონი შეიბრაწება, ახსენით ძაფი და შეინახეთ (ბეკონი)
თბილ ადგილას. მანამდე კი ერბოში გადაზელილი წითელი წიწაკის ფხნილის
მასა გადაუსვით მტრედებს. მტრედები მადისმომღვრელად დაგებრაწებათ 10-15 წუთში...

გამოღებისთანავე შემოულაგეთ თბილად გადანახული ბეკონი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Oct 15 2009, 12:23
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



მტრედისა და სხვა ფრინველის საველე პირობებში მომზადებისათვის
აუცილებელი და სასარგებლო პროდუქტების ნუსხა:

1. მარილი
2. შაქარი
3. პილპილი
4. სვანური მარილი
5.წითელი წიწაკა
6. ერბო ან ღორის მკერდის წილი (გრუდინკა)
7. ნიორი
8. ხახვი
9.აჯიკა
10. მდოგვი
11. ძმარი
12. სოდა (სუფრის)
13. ლუდი ან ღვინო (ნებისმიერი სახეობის)

მოწყობილობები და ჭურჭელი

1. 2ცალი (მინიმუმ) შამფური
2. საშუალო სიღრმის საველე ქვაბი (საკიდით) ე.წ. კოტელოკი
3. "იზგარა" 2 ფრთიანი რკინის ან უჟანგავი ფოლადის ბადე
4. რკინის მოხერხებული შურდულები თუ ორკაპები
5. დიდი ჩანგალი
6. დიდი კოვზი ან ქაფქირი

ამ ყველაფრის წამოღება რა თქმა უნდა მაშინ ხდება, როდესაც
საკულინარო ღონისძიება წინასწარ არის დაგეგმილი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი Oct 23 2009, 16:08
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





ეს გახლავთ "მწყერი შქმერულად"

ანალოგიური მეთოდით გარეული მტრედიც გადასარევი იქნება, უბრალოდ ცხიმი უნდა დავამატოთ newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Der Rote Baron
პოსტი Oct 23 2009, 17:58
პოსტი #4


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 138
რეგისტრ.: 15-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(919 @ Oct 14 2009, 12:48 AM) *
NO.1
კლასიკა - მტრედი მონასტრულად

გასუფთავებულ მტრედს (2 ცალი მტრედი) დაზილავთ მარილით დაუმატებთ პილპილს.
საშუალო სიღრმის ქვაბში ჩაამატეთ 5-6 კოვზი კარაქი, ზეთი ან ერბო მტრედის ოქროსფრამდე
შესაბრაწად. შემდეგ ჩაამატეთ 18-20 თავი პატარა ზომის ხახვის ბოლქვები. ცალკე ტაფაზე
შეწვით სოკო და ჩაამატეთ მტრედის ქვაბში, ჩაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი და დააფარეთ
თავსახური. მომზადების თანავე მტრედი გაჭერით შუაზე...

ბონ აპეტიტ მონ ამი! newsmile045.gif

გიგ ეს პირველი მგონი ის მეთოდია ხო ქესალოში როგორც დაამზადეთ? (ოღონდ იქ 2 ცალი მტრედი არ იყო რათქმაუნდა)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 24 2009, 17:57
პოსტი #5


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(gio2515 @ 23rd October 2009 - 05:08 PM) *
ეს გახლავთ "მწყერი შქმერულად"

აუ..დამახრჩო ნერწყვმა...შქმერულზე ჯერ ისე მეკეტება ჭკუა..და მწყერით რა იქნება წარმომიდგენია... newsmile027.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Oct 25 2009, 12:09
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



დაიმახსოვრეთ, რაც უფრო დაანაწევრებთ ნანადირევს,
მით უფრო ხარისხიანად და სწრაფად შეიწვევა.

ხორცის სტრუქტურის გამო, ფრინველი მკერდის ძვლისა და ხერხემლის ხაზზე უნდა
გაიჭრას და არა ტაბაკად შეიწვას...

მე ვთვლი, რომ მწყერი ძვლიანად უნდა იჭმეოდეს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 02:44