თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სასტენდო _ მც - 8

პოსტის ავტორი: Bonehill May 31 2009, 11:50

http://www.radikal.ru

საბჭოთა ხელმძღვანელობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით რომ , საბჭოთა სპორცმენები ვარჯიშობდნენ და შესაბამისად ასპარეზობნენ უცხოური თოფებით, არ გააჩნდათ უბრალოთ სამამულო , რომელიც მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა... და ეს ყველაფერი ზესახელმწიფოს პირობებში ! ეს ღირსების საკითხი იყო, ამის ასე დატოვება არ შეიძლებოდა...
...და აი , გონივრული გადაწყვეტილების საფუძველზე და კონსტრუქტორების გულმოდგინე შრომის შედეგად , შეიქმნა ასეთი თოფი. ეს იყო მც - 8. ამ თოფმა საბჭოთა სასტენდო სპორტში შეუცვლელი ადგილი დაისაკუთრა
მც 8 იყო სპორტული თოფი ვერტიკალურად განლაგებული ლულებით. ლულების სიგრძე 750 მმ, გაბურღვა სასანგრე სტენდისთვის 1,0 მმ ; 1,25 მმ . სამიზნე თამასა არავენტილირებული, განიერი 11მმ, ბოლოსკენ შევიწოვებული. სავაზნე 70მმ, ჩაკეტვის სიტემა და სასხლეტ დამცემი მექნიზმი ორიგინალური.

http://www.radikal.ru
თოფი ღჭურვილი იყო ორი სასხლეტით, შემდეგ გამოვიდა უკვე ერთ სასხლეტიანი მექანიზმით რომელსაც გადამრთველი არ ქონდა ანუ სასხლეტი თანმიმდევრობით ემსახურებოდა ჯერ ერთ შემდეგ მეორე ლულას. დამცველი ავტომატური. (რაც არ იყო საჭირო სპორტულ თოფზე) ტიპჟირი(ცევიო) არ შორდება ლულებს, მიმაგრებულია სახრახნისებით, ცევიოზე კეთდებოდა პერფორაციები გადახურების თავიდან ასაცილებლად. ლულების კალაპოტთან შეერთების სისტემა ორიგინალური
http://www.radikal.ru
თოფის წონა 3 600 - 3 800გ
მრგავლი სტენდისათვის გამოდიოდა შესაბამისად მოკლე 675 მმ-ანი ლულებით, რომლებსაც ქონდათ ლულები გაბურღული სპეციალური გაფართოებით ბოლოსკენ ("რასტრუბები") რაც მაქსიმალურად საფანტის გაშლას იძლეოდა მოკლე მანძილზე. სამიზნე თამასა ვენტილირებული. წონა 3 600გ.
თოფი კოლოსალურ დატვირთვებს უძლებდა და უძლებს კიდევაც. პრაქტიკულად ამოუწურავი რესურსით გამოირჩევა. ეს კი თავისმხრივ დამსახერებაა ჩაკეტვის მეტად ორიგინალური და მტკიცე სისტემის, მეორე მხრივ კი სალულე ფოლადის საშალებით 3ХН2М фА , ეს ფოლადი ავიაციური ტყვიამფრქვევების სალულე მასალაა..... და კიდევ ერთი ლულების კალაპოტთნ შეერთებისზედაპირის ფართობი ძალიან დიდია, ეს უკანასკნელი,დროთა განმავლობაში ლულების რყევას მომენტს მინიმუმადე ამცირებს.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე , ყველაზე მეტი თასი მსოფლიოს პირველობა თუ ოლიპიური მედალის უმეტესობა ამ თოფით და მისი მოდიფიკაციებითაა მოპოვებული.
მც -8-ს გააჩნია სანადირო მოდიფიკაცია, შესაბამისი ლულების გაბურღვით და მარალმხატვრული გაფორმებით. ასევე სურვილის მიხედვით თოფ შეიძლება მოყვეს ნებისმიერი სიგრძის და გაბურღვის ლულები, ასევე ხრახნიანი ლულებიც. თუმცა სანადირო მოდიფიკაცია იყო საკმაოდ მძიმე, რათქმაუნდა გამოვიდა მცირე რაოდენობით.

http://www.radikal.ru

მც -8-ს სპორცმენები და იარაღის ექსპერტები დამსახურებულად უწოდებენ " თოფი ლეგენდა " ! ........
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: გრიზლი May 31 2009, 13:36

ეს კარგი თოფია ნამდვილად, და საკმაოდ ძვირიც ჯდებოდა, ისე ვიგაცა ყიდის ეგეთს ორი ლულით 2500 დოლარად, მე მგონი მც8 კი არა მც 6 ია ის რომ ყიდიან

პოსტის ავტორი: Bonehill May 31 2009, 14:27

ციტატა(გრიზლი @ May 31 2009, 01:36 PM) *
ეს კარგი თოფია ნამდვილად, და საკმაოდ ძვირიც ჯდებოდა, ისე ვიგაცა ყიდის ეგეთს ორი ლულით 2500 დოლარად, მე მგონი მც8 კი არა მც 6 ია ის რომ ყიდიან

მც 6 ია newsmile093.gif მინდააა

პოსტის ავტორი: გრიზლი May 31 2009, 14:57

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=205935

ისე ცოტა ძვირია მგონი არა?

პოსტის ავტორი: Bonehill May 31 2009, 15:45

ციტატა(გრიზლი @ May 31 2009, 02:57 PM) *
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=205935

ისე ცოტა ძვირია მგონი არა?

ჩვენს პირობებში ცოტათი კი... რეალურად არც ძვირია და არ იაფი, ნორმალური ფასია ორ წყვილ ლულაზე

პოსტის ავტორი: გრიზლი May 31 2009, 22:06

ხო მაგრამ ხომ იცი ამ ფასში გაცილებით მაგარს და ახალ თოფს იყიდი, 2500 ლარი რომ იყოს კიდევ არა უსშავს, თან მაინს ნახმარია, ვინ იცი რამდენი ტყვიაა გასროლილი

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 10 2009, 16:25

ერთი დეტალი მც-ეს შექმნის ისტორიიდან: ЦКИБ - ეს იყო ორგანიზაცია, რომელმაც გამოუშვა მც-ს თოფები. აღნიშნული ორგანიზაცია შეიქმნა 1946 წელს და იდეა ეკუთვნის ლავრენტი ბერიას. სხვათაშორის საბჭოთა სპორტსმენების მიერ უცხოური თოფებით ასპარეზობას იმდენად განურისხებია ლავრენტი პავლოვიჩი, რომ მან იმჟამინდელ სპორტულ ხელმძღვანელობაში წმენდაც კი ჩაატარა.

http://www.sportguns.ru/10-02/mc8/mc8.html

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 10 2009, 19:14

მონადირე
შენი ტელეფონი და მისამართი დროზეე .... newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif
გაიხარე ძმაო, გაგიმარჯოს ღმერთმა, უკვე ვიცი რა კაციცა ხარ, თუნდაც იმიტომ რომ მაგ საიტზე შედიხარ ხოლმე... newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif
სპორტთან თუ გაქვს შეხება ?

პოსტის ავტორი: kupra Dec 7 2009, 12:45

ნამდვილად კაი ტოპია მც 8 მარა ცოტა მდზიმეა

პოსტის ავტორი: wudu Dec 8 2009, 11:22

აი ეს კაცი ყიდის, ჩემი ნაცნობია.

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=375586


პოსტის ავტორი: Bonehill Dec 8 2009, 12:33

ეგ 108 -ააა

პოსტის ავტორი: wudu Dec 8 2009, 20:36

ციტატა(Bonehill @ Dec 8 2009, 13:33) *
ეგ 108 -ააა

შეიძლება ვცდები მაგრამ, მე ვერ ვანსხვავებ ვიზუალურად.

პოსტის ავტორი: kupra Feb 28 2010, 21:10

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ესეც ჩემი მც-8

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 15 2010, 21:18

kupra
ნიკა ამ თოფის ფასი რა არის დაახლობით

პოსტის ავტორი: kupra Apr 13 2011, 00:51

მარტლა მაგარი ტოპია ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით.

newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: kupra Jul 2 2011, 11:40

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: შუკა Jul 2 2011, 11:45

kupra
მაგარი თოფი გაქვს!! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 2 2011, 12:50

მართლა მაგარი რამეა. თან წყვილი ლულებით(მათ შორის კომბინირებული) სერიოზული რამეა. newsmile027.gif newsmile027.gif ეგ თოფი...ალბათ 5 თაობას ეყოფა.
ისე ბოდიში აქ მიოფებისთვის და მე უფრი იმ ზაუერმა დამაინტერესა.."ჩვენ ბიჭებში" რომ დადე. იქ არავინ გვაწერინებს(რას გვიშვება ეს მათავრობა) newsmile035.gif newsmile035.gif და იქნებ სადმე შესაბამის თემაში ცოტა უფრო განვრცობილად დადო რაა მონაცემები და სურათები. მაგარი რამე ჩანდა.

პოსტის ავტორი: kupra Jul 4 2011, 10:00

http://pix.ge/

არაა ცუდი თოფები ჩესნად გავარუ.

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jul 4 2011, 10:01

kupra
ზევითა პლანკის მხრიდან სურათები არ გაქვს

პოსტის ავტორი: kupra Jul 4 2011, 10:05

http://pix.ge/

თუ რამეა კარაბინსაც დაადებ. newsmile045.gif

დავდეფ ამ დღეებში.

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 4 2011, 10:31

სურათებს სწორად რატომ ვერ დებ ?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 4 2011, 11:12

მაგარი არის ძალიან საცვლელი ლულებიც რომ აქვს

პოსტის ავტორი: kupra Nov 24 2015, 20:48

ციტატა(kupra @ Jul 2 2011, 12:40) *
http://pix.ge/

რა არის ამ თოფის რეალური ფასი?

პოსტის ავტორი: kupra Nov 24 2015, 21:17

რა იყო არ იცით ??

პოსტის ავტორი: kupra Nov 25 2015, 08:27

ციტატა(kupra @ Nov 24 2015, 22:17) *
რუსულს აღარაფერს აღარ ვცნობთ ხო თუ რა ხდება??


პოსტის ავტორი: ჯოლა Nov 25 2015, 08:38

kupra
რუსულ ფორუმებზე დადე, აქ იშვიათია მაგის რეალურ ფასში მყიდველი.

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 25 2015, 11:39

kupra
ჩვენთან..მაგისი დადგენილი ფასი არ არსებობს. მინახავს 2 რომ აფასებდნენ(ჩვეულებრივს..1 წვილი ლულით) 3-ც გამგია. აი სადღაც ეგეთ ფასებზეა საუბარი. ეგ 2 წყვილი ლულით არის ხოდა მაგ რეალობის შესაბამისად. რავიცი..რამდენიც გინდა დააფასე და გამოჩნდება. ცოტა რთული დასადგენია ფასები. მითუმეტეს საკმაოდ რთული პერიოდიც არის. მაგ ყველაფერის გათვალისწინებით რაა.

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 25 2015, 11:43

ციტატა(jola @ 25th November 2015 - 10:38) *
რუსულ ფორუმებზე დადე, აქ იშვიათია მაგის რეალურ ფასში მყიდველი.

ნუ ეგ მართალია. თუმცა რუსეთში წაღება ძალიან რთული პროცესია. რამე ისეთი თოფი თუ არ იქნა..რაც იქ არ იშივნება და ძვირად ღირებული არ არის..არ ჩამოდიან წასაღებად. იქ ხომ ქრთამის გარეშე არაფერი კეთდება..ხოდა სადღაც 4 უჯდებათ იქ შეტანა. ასე რომ ძალიან გიჟობა ნივთი თუ არ იქნა(ანტიკვარულ-რარიტეტულ.ძვირად ღირებული) ისე არ მოდიან როგორც წესი.

პოსტის ავტორი: ჯოლა Nov 25 2015, 12:05

ბლექ-ხასან
სადღაც წავიკითხე აღარ მახსოვს, ეგ თოფი ეროვნულ სიმდიდრედ აღიარეს და ქვეყნიდან გატანა აკრძალეს თუ რაღაც ეგეთი

პოსტის ავტორი: kupra Nov 25 2015, 15:22

მე არ ვყიდი მეგობარს აინტერესებდა ფასი და იტოგში არ ვიცით რეალური ფასი ამ თოფის ესე გამოდის

პოსტის ავტორი: ჯოლა Nov 25 2015, 15:42

kupra
როგორც ბლექმა გითხრა 2–3 $ ია მაგის ფასი, მდგომარეობაზე ბევრია დამოკიდებული. დღეს საქართველოში მაგ ფასად გაყიდვა გაჭირდება ჩემი აზრით.

პოსტის ავტორი: kupra Nov 25 2015, 15:46

ამაზე მუშა და გამდზლე დავიჯერო ეს თურქული ნაგვები რაცაა შემოკრილი ეგ ჯობია 2 3 დზაან ცოტაა ამ თოფისთვის


ვერც იშოვი აქ თან თუ ვინმემ არ გაყიდა

პოსტის ავტორი: ჯოლა Nov 25 2015, 15:51

kupra
2–3 K$ რომელი თურქული თოფი ღირს? მაგ ფასად კარგ იტალიელს იყიდი ახალს. ძველებიდან გერმანულ ფრანგულ ბელგიურებს

ცუდი ნამდვილად არაა

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 25 2015, 16:04

ციტატა(jola @ 25th November 2015 - 16:51) *
კარგ იტალიელს იყიდი ახალს

ძალიან მაგარ იტალიელს იყიდი მაგ ფასად
კარგი იტალიელები იაფია უფრო

პოსტის ავტორი: ახალციხელი Nov 25 2015, 20:25

მაგარი თოფი კია, მაგრამ ფასს მოთხოვნა განსაზღვრავს. პატრონს შეიძლება 5 იც უღირდეს და რეალურად ღირდეს კიდევაც მაგდენი, მაგრამ დღეს 2-3 ის გადამხდელიც თუ გამოჩნდა ეგეც კარგი იქნება.
თურქულს რაც შეეხება სულაც არ არის ნაგავი, ამ ფორუმზე უმეტესობა სწორედ თურქული თოფებით ვნადირობთ და არ ვემდურებით. 3 k $ ად კიდე თურქეთში ქარხანაში შეუკვეთავ და შენს პარამეტრებზე მორგებულ ძაან მაგარ თოფს დაამზადებინებ, რომელიც არაფრით იქნება ნაკლები ევროპულ თოფებზე გარდა სახელისა.

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 25 2015, 20:33

ციტატა(axalcixeli @ 25th November 2015 - 21:25) *
ატრონს შეიძლება 5 იც უღირდეს და რეალურად ღირდეს კიდევაც მაგდენი, მაგრამ დღეს 2-3 ის გადამხდელიც თუ გამოჩნდა ეგეც კარგი იქნება.

მართალია კოლექციონერს შეიძლება მეტიც უღირდეს თორე სანადიროთ ამ თოფს არ ვიყიდდი არც მე

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 26 2015, 00:41

ციტატა(levani mgebrishvili @ 25th November 2015 - 22:33) *
მართალია კოლექციონერს შეიძლება მეტიც უღირდეს

კოლექციონერს არაფერში არ ჭირდება მც-8. დაჟე მც 10ც. ერთადერთი..რაც კოლექციონერმა შეიძლება შეიძინოს..მც-9 მოდელია..ოღონდ არა ჩახმახიანი. არის კიდევ ვერტიკალური ლულებით.. ისიც მც-9 მოდელია. აი ის აინტერესებთ. მც-11-ც შეიძლება. ეს კი კარგი..გამძლე და მუშა..სპორტული თოფია. სტენდისთვის გადასარევია. ოღონდ რასტრუბი ლულებით.
ციტატა(lashak @ 25th November 2015 - 17:46) *
ამაზე მუშა და გამდზლე დავიჯერო ეს თურქული ნაგვები რაცაა შემოკრილი

ნუ ეხლა.. სხვადასხვა წონით კატეგორიაზე თუ ვისაუბრებთ..კი ბატონო..თორემ 2000 დოლარიანი თოფი. 900 ლარიანს რომ არ უნდა შევადაროთ არ არის რთული მისახვედრი.
ციტატა(lashak @ 25th November 2015 - 17:46) *
2 3 დზაან ცოტაა ამ თოფისთვის

თუ ძალიან ახალი და ხელუხლებელი არ არის ეგ თოფი..ძალიან მეეჭვება 3 აქაჩოს.(დღევანდელ რეალობაში) ისე..პატრონის ნებაა.. შეუძლია 60 000 დააფასოს. ვინ არის დამშლელი.
ციტატა(lashak @ 25th November 2015 - 17:46) *
ვერც იშოვი აქ თან თუ ვინმემ არ გაყიდა

ალბათ 7-8 ცალის გაყიდვას ვარ შესწრებული. და მათგან 4 თუ 5 რასტრუბი იყო. ეგ კიდე უფრო დიდი იშვიათობაა. საშუალო ფასი..2000 იყო. 2 გაიყიდა 1500 დოლარად. ლულებში ცოტა სიპები ქინდა და მსუბუქად მისახედი იყო. კარგ მდომარეობაში გაიყიდა რამდენიმე 2-დ ერთიც საერთოდ უხმარი თოფი იყო.(საბჭოური) 4 უნდოდათ..მაგრამ არ გაიყიდა. ბოლოს 3-დ გაიყიდა. ერთიც 2 წყვილი ლულით. ტრანშეის და რასტრუბით. ისიც 3-დ. მაგაზე მაღალი ფასი..ჯერ არ დაფიქსირებულა ბოლო წლებში. ეგ მაინც კომბინირებული ლულით არის.. რავიცი.. ღმერთმა ქნას მეტი აქაჩოს. თუმცა მდგომარებობაზე..ძალიან ბერია დამოკიდებული..როგორც ჯოლამ არნიშნა.

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 26 2015, 18:18

ციტატა(lashak @ 26th November 2015 - 16:22) *
ბლექ-ხასან 2 რო გამოჩდება გამაგებინე

იყიდი?.. შეიძლება გაყიდინო.

ციტატა(lashak @ 26th November 2015 - 16:22) *
გვაკიდინე 1500 მითუმეტეს

ზუსტი მისამართი აღარ მახსოვს. დიღომში ყიდის კაცი. თუ მოვიძიე მაგასაც გაგაგებინებ.

პოსტის ავტორი: kupra Nov 26 2015, 21:47

ხო აბა მე რას ვიყიდი ხო გითხარი მეგობარს უნდათო და აბა შენ იცი თუ მოიძიებ

Shooting.gif

პოსტის ავტორი: kupra Nov 26 2015, 23:31

ციტატა(assassin29 @ Nov 25 2015, 21:33) *
მართალია კოლექციონერს შეიძლება მეტიც უღირდეს თორე სანადიროთ ამ თოფს არ ვიყიდდი არც მე

უკეთესი რა გაქ რომ გვირჩიო?

ამ თოფმა თავისი სათქმელი კაი ხნის უკან თქვა

ციტატა(assassin29 @ Nov 25 2015, 21:33) *
მართალია კოლექციონერს შეიძლება მეტიც უღირდეს თორე სანადიროთ ამ თოფს არ ვიყიდდი არც მე

რატო არ იყიდიდი კაცურად ცუდი თოფია და მაგიტომ?

პოსტის ავტორი: ახალციხელი Nov 27 2015, 10:12

kupra

არც მე გადავიხდიდი მასეთ თოფში 2000 დოლარს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ცუდი თოფია და იმიტომ.

ციტატა
უკეთესი რა გაქ რომ გვირჩიო?


მჯობზე მჯობი არ დაილევა.

ჩემს აზრს მოგახსენებთ ძველ (20-40-50 წლის წინანდელ) თოფებთან დაკავშირებით:
მამა-პაპის დანატოვარი თოფი რომ მქონდეს რა მოდელიც არ უნდა იყოს, მით უმეტეს მაგისთანა მაღალი კლასის, თვალის ჩინივით მოვუფრთხილდებოდი.
ყიდვით კი ძველ თოფს მხოლოდ ორ შემთხვევაში ვიყიდდი: თუ თავის ფასთან შედარებით ნახევარ ფასში ან უფრო ნაკლებში ვიყიდდი ან თუ რაიმე ანტიკვარი ან უიშვიათესი მოდელი იქნებოდა.

მც-8 არის საუკეთესო თოფი, სიამოვნებით ვიყიდდი ვთქვატ 1000 დოლარში (რაც რა თქმა უნდა ძალზე იაფია), 2000-3000 დოლარათ კი ბრაუნინგის ან ბერეტას ასევე საუკეთესო, ახალთახალი ორლულიანი (ნახევარავტომატებზე აღარაფერს ვამბობ) თოფის ყიდვა როცა შემიძლია რატო უნდა ვიყიდო გინდ მც და გინდ სხვა 50 წლის თოფი არ მესმის, თუმცა ვისთვის როგორ ალბათ არიან ადამიანები ვინც საპირისპიროს ფიქრობენ.

პოსტის ავტორი: ჯოლა Nov 27 2015, 10:57

ციტატა(lashak @ 27th November 2015 - 00:31) *
რატო არ იყიდიდი კაცურად ცუდი თოფია და მაგიტომ?

ვინ გითხრა რო ცუდი თოფია? უბრალოდ ფასი იკბინება. 1500$ ვიყიდე გიოტი ვიტვორსის ლულებით (პერდე იყენებდა ამ ლულებს) . ძალიან მაგარ მდგომარეობაში . ეხლაც ამ ორი თოფიდან არჩევანის წინაშე რომ დამაყენო ისევ გიოტს ავიღებდი. გენო ძიამ იყიდა ეხლა სრული საკეტით ესპანელი , სიმართლე გითხრა ისიც მირჩევნია მც-ს. ძალიან გთხოვ საწყენად არ მიიღო.

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 27 2015, 12:16


ციტატა(lashak @ 27th November 2015 - 00:31) *
რატო არ იყიდიდი კაცურად ცუდი თოფია და მაგიტომ?

არა ვინ იძახის რო ცუდი თოფია უბრალოდ როცა ერთი თოფით უნდა ვინადირო მირჩევნიია ახალი ბრაუნინგი ავიღო მაგ ფასად ვიდრე მც-8

თუ ეხლა ბევრი თოფები მაქვს და არის საშუალება რაატომაც არა
უბრალოდ მე რომ მაგდეენუ თანხა შევაგროვო 3 წელი უნდა ვაგროვო და მც--ში ვერ გადავიხდიდი

ანუ იმას ვიძახი რო თქვენი თოფი კოლექციონერს უფრო მოუნდება ვიდრე მონადირეს ბოლობოლო იშვითი მოდელია ძალიან

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 27 2015, 17:40

ბარემ მეც დავწერ რატომ არ ვიყიდიდი. სასტენდო სროლით არ ვარ გატაცებული სერიოზულად და იმიტომ. ეგ თოფი..ძალიან კარგია თავისი დანიშნულებით. იდეალურია სტენდზე. ანუ..ეგ არის სპორტული თოფი..რომელსაც აქვს ძალიან დიდი რესურსი და უძლებს ძალიან ბევრ გასროლას. მოკლედ..ძლიერი იარაღია. თუმცა..მონადირისთვის ზედმეტად მძიმეა. დიდ მანძილზე მაგისი ტარება საკმაოდ რთულია. მქონდა მც-6.(პრაქტიკულად იგივეა) იშვიათი შესრულებით. ლულებიც კი გრავირებაში იყო. 1 წრის დარტყმა მომიწია კუმისის ტბაზე მაგ თოფით და ძლივს მოვაღწიე მანქანამდე. არც სარემნე ქონდა..მომანგრია ხელები. ავიღე და გავყიდე. 1000 დოლარად. 2011 წელს. მოკლედ..მაგ თოფს თავისი დანიშნულება აქვს და უძლიერესია მაგ დანიშნულებით. სწორედ მაგიტომ..ეგ თოფი..როგორც წესი..სპორტსმენებს აინტერესებთ და არა მონადირეებს. კოლექციონერებსაც ნაკლებად. ისინი სულ სხვა ტიპის თოფებს ეძებენ. იმათ არც ეგ უნდათ.. არც ბერეტა და არც ბრაუნინგი. ისენი ეძებენ მაცკას.. ჩერჩილს.. ევანსს.. სტასარტს და ა..შ..

პოსტის ავტორი: ჯოლა Nov 27 2015, 19:01

ბლექ-ხასან
რამდენი სპორტსმენი იცი საქართველოში მაგ თოფის კლიენტი?

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 27 2015, 19:16

ციტატა(jola @ 27th November 2015 - 21:01) *
რამდენი სპორტსმენი იცი საქართველოში მაგ თოფის კლიენტი?

როგორც წესი..სწორედ ეგენი ყიდიან. თითქმის ყველას აქვს. კომუნისტების მიწურულს..საკმაოდ შემოიტანა მონკავშირმა. მაგათ დაურიგეს. ხოდა ძირითადად მაგ ხალხში გადადის ხელიდან ხელში..ზოგი ყიდის..ზოგი ყიდულობს. ყიდულობენ დამწყებები..ვისაც მანამდე არ ქონია. ბევრიც იტალიურ თოფებზე გადაერთო.(რაც მანამდე არ ღირსებიათ) newsmile05.gif ვისაც აქვს მაგისი შესაძლებლობა.
ისე..როგორც სპორტული ტოფი..მართლა ძლიარია. ბევრი ემადლიერება. ძალიან გამძლე თოფია.

პოსტის ავტორი: kupra Nov 27 2015, 20:35

ციტატა(Bonehill @ May 31 2009, 12:50) *
http://www.radikal.ru

საბჭოთა ხელმძღვანელობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით რომ , საბჭოთა სპორცმენები ვარჯიშობდნენ და შესაბამისად ასპარეზობნენ უცხოური თოფებით, არ გააჩნდათ უბრალოთ სამამულო , რომელიც მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა... და ეს ყველაფერი ზესახელმწიფოს პირობებში ! ეს ღირსების საკითხი იყო, ამის ასე დატოვება არ შეიძლებოდა...
...და აი , გონივრული გადაწყვეტილების საფუძველზე და კონსტრუქტორების გულმოდგინე შრომის შედეგად , შეიქმნა ასეთი თოფი. ეს იყო მც - 8. ამ თოფმა საბჭოთა სასტენდო სპორტში შეუცვლელი ადგილი დაისაკუთრა
მც 8 იყო სპორტული თოფი ვერტიკალურად განლაგებული ლულებით. ლულების სიგრძე 750 მმ, გაბურღვა სასანგრე სტენდისთვის 1,0 მმ ; 1,25 მმ . სამიზნე თამასა არავენტილირებული, განიერი 11მმ, ბოლოსკენ შევიწოვებული. სავაზნე 70მმ, ჩაკეტვის სიტემა და სასხლეტ დამცემი მექნიზმი ორიგინალური.

http://www.radikal.ru
თოფი ღჭურვილი იყო ორი სასხლეტით, შემდეგ გამოვიდა უკვე ერთ სასხლეტიანი მექანიზმით რომელსაც გადამრთველი არ ქონდა ანუ სასხლეტი თანმიმდევრობით ემსახურებოდა ჯერ ერთ შემდეგ მეორე ლულას. დამცველი ავტომატური. (რაც არ იყო საჭირო სპორტულ თოფზე) ტიპჟირი(ცევიო) არ შორდება ლულებს, მიმაგრებულია სახრახნისებით, ცევიოზე კეთდებოდა პერფორაციები გადახურების თავიდან ასაცილებლად. ლულების კალაპოტთან შეერთების სისტემა ორიგინალური
http://www.radikal.ru
თოფის წონა 3 600 - 3 800გ
მრგავლი სტენდისათვის გამოდიოდა შესაბამისად მოკლე 675 მმ-ანი ლულებით, რომლებსაც ქონდათ ლულები გაბურღული სპეციალური გაფართოებით ბოლოსკენ ("რასტრუბები") რაც მაქსიმალურად საფანტის გაშლას იძლეოდა მოკლე მანძილზე. სამიზნე თამასა ვენტილირებული. წონა 3 600გ.
თოფი კოლოსალურ დატვირთვებს უძლებდა და უძლებს კიდევაც. პრაქტიკულად ამოუწურავი რესურსით გამოირჩევა. ეს კი თავისმხრივ დამსახერებაა ჩაკეტვის მეტად ორიგინალური და მტკიცე სისტემის, მეორე მხრივ კი სალულე ფოლადის საშალებით 3ХН2М фА , ეს ფოლადი ავიაციური ტყვიამფრქვევების სალულე მასალაა..... და კიდევ ერთი ლულების კალაპოტთნ შეერთებისზედაპირის ფართობი ძალიან დიდია, ეს უკანასკნელი,დროთა განმავლობაში ლულების რყევას მომენტს მინიმუმადე ამცირებს.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე , ყველაზე მეტი თასი მსოფლიოს პირველობა თუ ოლიპიური მედალის უმეტესობა ამ თოფით და მისი მოდიფიკაციებითაა მოპოვებული.
მც -8-ს გააჩნია სანადირო მოდიფიკაცია, შესაბამისი ლულების გაბურღვით და მარალმხატვრული გაფორმებით. ასევე სურვილის მიხედვით თოფ შეიძლება მოყვეს ნებისმიერი სიგრძის და გაბურღვის ლულები, ასევე ხრახნიანი ლულებიც. თუმცა სანადირო მოდიფიკაცია იყო საკმაოდ მძიმე, რათქმაუნდა გამოვიდა მცირე რაოდენობით.

http://www.radikal.ru

მც -8-ს სპორცმენები და იარაღის ექსპერტები დამსახურებულად უწოდებენ " თოფი ლეგენდა " ! ........
http://www.radikal.ru

მაგარია მაგარი და რაც არ უნდა წეროთ მე ამ სტატიას დაუჯერებ

ბლექ-ხასან კაცურად იქნებ გაიხსენო ვინ ყიდიდა

პოსტის ავტორი: ჯოლა Nov 27 2015, 20:40

kupra
წყაროც მიუთითე თუ შეძლებ.

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 27 2015, 23:34

ციტატა(lashak @ 27th November 2015 - 22:35) *
მაგარია მაგარი და რაც არ უნდა წეროთ მე ამ სტატიას დაუჯერებ

ნუ პრინციპში მანდაც ის წერია რაც მე დავწერე..ოღონდ არის ცდომილებები.
ციტატა(lashak @ 27th November 2015 - 22:35) *
საბჭოთა ხელმძღვანელობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით რომ , საბჭოთა სპორცმენები ვარჯიშობდნენ და შესაბამისად ასპარეზობნენ უცხოური თოფებით, არ გააჩნდათ უბრალოთ სამამულო , რომელიც მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა... და ეს ყველაფერი ზესახელმწიფოს პირობებში ! ეს ღირსების საკითხი იყო, ამის ასე დატოვება არ შეიძლებოდა...

სწორედ მაგის გამო..გამოუშვეს(გამოუშვეს რა..მოიპარეს ზაუერიდან) იჟ 54. ეგ იყო პირველი საბჭოური თოფი..რომლითაც იასპარეზეს საბჭოთა სპორტსმენებმა. მაგას მოყვა იჟ-12 ვერტიკალური. მალევე ამოქმედდა ცკიბი და შეიმუშავეს მც-6. მაგის ბაზაზე შეიქმნა მოგვიანებით მც-8. ასე რომ..მცდარია მაი ამბავი.
ციტატა(lashak @ 27th November 2015 - 22:35) *
მეორე მხრივ კი სალულე ფოლადის საშალებით 3ХН2М фА , ეს ფოლადი ავიაციური ტყვიამფრქვევების სალულე მასალაა.

არ ვიცი..რომელიმე სპეც მოდელზე თუ გამოიყენებოდა ეგ ფოლადი..მაგრამ სინამდვილეში..რაც მასიურად გამოვიდა..ჩვეულებრივი ა 50 მარკის ფოლადი გამოიყენებოდა. რაც დანარჩენ საბჭოთა თოფებში.(საკმაოდ მაღალი ხარისხია სხვათაშორის) განსხვავება მხოლოდ დაფერვაში იყო. რიგითი ვარანენიეს ნაცვლად.. შავი ქრომით იფარებოდა.

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 27 2015, 23:38

ციტატა(lashak @ 27th November 2015 - 22:35) *
კაცურად იქნებ გაიხსენო ვინ ყიდიდა

შევეხმიანები.

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 27 2015, 23:45

ციტატა(lashak @ 27th November 2015 - 22:35) *
კაცურად იქნებ გაიხსენო ვინ ყიდიდა

შევეხმიანები. kupra
ისე..მოვძებნი. მაქვს ძველი ჟურნალები(პრინციპში ინტერნეტშიც კი იქნება) "ოხოტა" იქ არის ეგეტი რუბრიკა "ორუჟიე ი სნარიჟენიე" მაგ იბეჭდებოდა ეგეთი სატაურით სტატიები "ნოვინკა" და ყველა თოფზეა..რაც კი საბჭოეთში გამოსულა. აი მც 8- ნანახი მაქვს რომელიღაც ჟურნალში. მთელი აღწერილობით არის მოცემული რა ფოლადია და ა..შ.. მოკლედ..მაგაზე ზუსტი სტატია არამგონია იდოს სადმე. გაზვიადებული თუ იქნება..ხოლოდ მოკლებიტ არაფერს მოაკლებდნენ. მე იმას უფრო სარწმუნოდ მივიჩნევდი. ეგ სტატია ძალიან მესუსტება. ძირითადი არსი კი სწორია..მაგრამ ბევრი იაღლიში აქვს.

პოსტის ავტორი: ჯოლა Nov 28 2015, 08:03

http://www.mymarket.ge/ka/product/view/8517948/
მც-6 ია

პოსტის ავტორი: kupra Nov 28 2015, 09:57

კაი ნარახუნები თოფი ჩანს კონდახი გამოცვლილი თან მც 6 არ გვინდა

პოსტის ავტორი: kupra Nov 28 2015, 16:59

ეს თოფი თუ 1500 ღირს რაღაზეა ლაპარაკი

პოსტის ავტორი: www.Ochopintre.ge Nov 30 2015, 10:57

moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: kupra Nov 20 2016, 20:02

ციტატა(kupra @ Jul 2 2011, 12:40) *
http://pix.ge/

იყიდება ფასი 4000 დოლარად არაფერი დააკდება.

პოსტის ავტორი: kupra Nov 23 2017, 17:07

newsmile040.gif


მომაცილეთ ეს თოფი არავის გინდათ იაფად მივცემ

3000 მივცემ

პოსტის ავტორი: kupra Nov 23 2017, 23:12

2000 დოლარი ჰა კაცი არაა ამის მყიდველი მე რასაც ვატყობ აქ სულ რო 1000 გავყიდო D.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Nov 24 2017, 11:03

ციტატა(lashak @ 20th November 2016 - 21:02) *
ფასი 4000

ციტატა(lashak @ 23rd November 2017 - 18:07) *
3000 მივცემ

ციტატა(lashak @ 24th November 2017 - 00:12) *
2000 დოლარი

ცოტას კიდევ მოვიცდი .

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)