კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #2 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #2 |
Jul 16 2009, 15:21
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
შედგა მეორე შეხვედრა
სამინისტროს წარმომადგენლები ოჩოპინტრე საფარი კლუბი მონკავშირი ბუნების დამცველები ძირითად საკითხებს ჩამოგიყალიბებთ, დანარჩენს მავერიკი დაჭალიმგელა დაამატებენ თუ გამომრჩა. რაღაც ცვლილებებზე მუშაობენ რომლებიც ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქებს ნადირობას, მე რატომღაც მხსოვდა რომ ოპტიკით ნადირობა დაშვებული არ იყო, თურმე ვცდებოდი, გავიგეთ რომ ღამე ნადირობასაც შეიძლება ეშველოს, ოღონდ ჩასაფრებით, არავითარი "ლამპა ფარის" გამოყენება... კანონიდან ამოვარდება ე.წ. ნომრებში ჩასარებით ნადირობზე შეზღუდვა, ძირითადად ვეცადეთ რა პუნქტებიც გვქონდა იმეებს შევხებოდით, მგელზე და ტურაზე ისევ ვერ დავითანხმეთ, ნადირობის ვადასთან დაკავშირებით ვეცადეთ რაც შეგვეძლო და სავარაუდოდ შეიძლება სეზონის დასაწყისის ადრე გადმოტანა დაახლოებით 20 აგვისტომდე, ქვის ხანაში მე-3 შაბათკვირას იხსნებოდა სეზონი და დაახლოებით მაგ თარიღის ფარგლებში ურტყავდა ამიტომ შევთავაზეთ შაბლონი რომ აგვეღო 20 აგვისტო, შეგვპირდნენ რომ გადახედავდნენ ამ საკითხს.... ღალღა სავარაუდოდ გადაწყდება, რაც შეეხება სავათს და სარსარაკს, გვითხრეს რომ სავათი ვერანაირად ვერ გათვალისწინდებოდა ხოლო სარსარაკი გადაიხედებოდა...... დუპელის ამბებიც შეგვიძლია დავივიწყოთ, მაგაზე კონკრეტული პასუხი მივიღეთ და ჯობია არც გაგვიჩნდეს პრეტენზია, პრობლემა არ მდგომარეობს იმაში რომ ჩვენი შეზღუდვა უნდათ, უბრალოდ რამოდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებაზე და კონვენციაზე აქვს სახელმიფოს ხელი მოწერილი რომლის მიხედვითაც გაზაფხულის ნადირობა საერთოდ ამოვარდნილია განხილვიდან, ეხლა არ დაიწყოთ რუსეთში ხომ დაშვებულიაო რუსეთს არ აქვს ხელი მოწერილი და იმიტომაც არის დაშვებული........... რაც შეეხება ჩვენ მოწინააღმდეგე ბუნების დამცველებს, ამაზე შემიძლია თამამად ვთქვა რომ სამომავლოდ არ იქნება სწორი ჩვენი ერთობლივი შეხვედრა სამინისტროსთან, უბრალოდ შეთანხმება ვერ მოხდება ვერანაირად და რახან სამინისტრო გარკვეული მოსამართლის როლს ასრულებს ჩვენ შორის მგონი უმჯობესი იქნება ორივეს აზრები ცალცალკე მოისმინოს. კიდევ ერთი, შევთანხმდით რომ სავარაუდოდ მომავალ კვირაში კიდევ დავნიშნავთ შეხვედრას, განხილვის თემა იქნება თევზაობა და ბრაკონიერები ამ სფეროში, დეტალებს თავის დროზე გეტყვით. კიდევ ძალიან კარგი პროექტის შესახებ გავიგეთ, კოლხური ხოხბის აღორძინებასთან დაკავშირებით, იგეგმება კოლხეთის ტყეპარკის მიდამოებში მათი მომრავლება, ანუ პროგრამა იდება, უნდათ ადამიანის მეშვეობით ბუნებრივად მოამრავლონ და ზოგადად შემდგომ ეტაპზე (საკმარისი რაოდენობის შემდეგ)საერთოდ უნდათ გაიყვანონ მომრავლების ზონიდანაც და წიტელი ნუსხიდანც ისე რომ ჩვეულებრი მოკვდავებიც შევძლებთ მათზე ნადირობას, რაც ძალიან მისასალმებელია. სეზონის დასასრული სავარაუდოდ იგივე დარჩება, 1 მარტი ტყის ქათამის ვადებზე ვერ დავილაპარაკეთ რაც შეეხება ბუფერულ ზონებს, მინიმუმი დავა 500 მეტრამდე, ხოლო სამონადირეო მეურნეობის საზღვართან იქნება ნულოვანი. წითლად ზოგი სიტყა იმიტომ მოვხაზე რომ ზუსტი პასუხის დაწერა არ შემიძლია, ჯერ ადრეა და იმიტომ, ასე რომ არავინ არ იფიქროთ რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გადაწყდება, მუშა პროცესია და იმედია ყველაფერი სასიკეთოთ გადაწყდება |
|
|
Jul 16 2009, 17:47
პოსტი
#2
|
|
ზევსი ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
კურდღელზე არ კითხეთ?
|
|
|
Jul 16 2009, 17:57
პოსტი
#3
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ვკითხეთ და თითი თქვენოოოო
ისე სერიოზულად მიდის რაღაცეების გადახედვა, მაგრამ ჯერ არაა ზუსტად დამტკიცებული. მერე გვეტყვიან |
|
|
Jul 16 2009, 17:59
პოსტი
#4
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ოპტიკით ნადირობა კი დაშვებულია მაგრამ ოპტიკიანი იარაღი რას უნდა ესროლოთ საინტერესოა.
ღალღაზე ვერ გავიგე რა გადახედვა უნდა?.... |
|
|
Jul 16 2009, 19:31
პოსტი
#5
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ღალღას ჩამატება უნდა მხოლოდ
ეს ტურა-მგელი მგონი შველსა და ირემზე მეტად უყვართ მაგ მამაცხონებულებს ისე კარგი შეხვედრა ყოფილა. კოლხურ ხოხობზე ინფორმაციამ ყველაზე მეტად გამახარა. იმედია შეასრულებენ დაგეგმილს. საგაზაფხულო სეზონის წინააღმდეგი შინაგანად მეც ვიყავი. ძალიანაც კარგი! რუსების დედაც |
|
|
Jul 16 2009, 20:13
პოსტი
#6
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
მივესალმები ,ოღონდ შესრულდეს უნდა :)50%მაინც
|
|
|
Jul 16 2009, 22:23
პოსტი
#7
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
ძალიან კარგია, იმედი მაქვს რაც გითხრეს იმას გააკეთებენ კიდეც. ხოხობზე მეც ძალიან გამიხარდა, ალაზნის ჭალებში რა ხანია გაქრა სულ ფაქტიურად, ხანდახან თუ იტყვის ხოლმე ვინმე ამიფრინდაო.
|
|
|
Jul 16 2009, 22:50
პოსტი
#8
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
კარგია ეგეც საქმეა , ისე პნევმატიკით ნადირობაზე არაფერი გიხსენებიათ ?
ოპტიკით ნადირობა აკრძალუალია, კანონში ეგრე წერია და მაგენს საიდან დაესზმრათ რომ დაშვებულია? აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს: ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით; ბ) სნაიპერული შაშხანებით; მემგონი ამაში გულისხმობენ ოპტიკას აბა სნაიპერული შაშხანა თავისთავად გულისხმობს სამხედროს და არა სამოქალაქოს გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით; ე) პნევმატური იარაღით; ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება |
|
|
Jul 16 2009, 23:50
პოსტი
#9
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
geojorjika
ეხლა ნუ ინტრიგნობ სადაც საჭიროა იქ გიპასუხეთ პნევმატიკაზე |
|
|
Jul 17 2009, 05:46
პოსტი
#10
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ეს ტურა-მგელი მართლა რა ხდება ვერ გავიგე? ეს სურათები აჩვენეთ????? ირემი აღარ დარჩა საქართველოში და ამაზე არავინ ფიქრობს? ბოლოს რომელმა ნახეთ ირემი და რამდენი წლის წინ მე ყურიც არ მომიკრავს, რომ ვინმეს ენახოს
|
|
|
Jul 17 2009, 09:41
პოსტი
#11
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jul 17 2009, 09:45
პოსტი
#12
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ვერ კი არა არ იტყვი და ეს დასაძრახი არ არის
|
|
|
Jul 17 2009, 09:50
პოსტი
#13
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jul 17 2009, 10:04
პოსტი
#14
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ბესო
კი, მართლა ნახეს და თავადაც გამოშტერებულები დადიოდნენ მას მერე ერთი კვირა... თან ისე ახლოდან უნახავთ, მაგრამ ამ მგლისმოყვარე ბიოლოგების გადამკიდე არ ვიცი სანამდე გაძლებენ ეგ საწყლები... ვინმეს არ დაუსვამს კითხვა ირმის რაოდენობის შესახებ დღეისთვის და რა კეთდება მისი პოპულაციის გადასარჩენად? ან რამდენად დიდია მგლისგან მისი განადგურების საფრთხე პროცენტულად? გადამრევენ ესენი! |
|
|
Jul 20 2009, 10:40
პოსტი
#15
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრის 512-ე ბრძანებით ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე დავით იოსელიანი ესწრებოდა. შეხვედრაში ექსპერტები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და მონადირეეიბი იღებდნენ მონაწილეობას და ნადირობის წესების დახვეწის საკითხი განიხილეს.
„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ნადირობის წესების დახვეწისა და ბრაკონიერობის აღმოფხვრის კუთხით. გარემოს დაცვის სამინისტრო შეხვედრაში მონაწილეთა შენიშვნებსა და მოსაზრებებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებლად გაითვალისწინებს.“ - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე დავით იოსელიანმა. გადაწყვეტილება ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ახლო მომავალში იქნება მიღებული. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:44 |