ბინოკლი, ბინოკლის არჩევა, მისი მომართვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ბინოკლი, ბინოკლის არჩევა, მისი მომართვა |
Oct 20 2012, 16:18
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 22 რეგისტრ.: 15-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
[size="4"][/size]ბინოკლი
upload picture იმაზე, თუ რაოდენ საჭიროა ბინოკლი მონადირეთათვის არ ვაპირებ საუბარს. უბრალოდ, ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ჩემი მწირი გამოცდილება იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ ავარჩიოთ ბინოკლი სწორად და შემდგომ, როგორ მოვმართოთ იგი. მაშ ასე, რას მივაქციოთ ყურადღება ბინოკლის არჩევისას? ყველა ბინოკლს, მწარმოებლისა და კონკრეტული მოდელის მითითების შემდეგ, მიწერილი აქვს რაღაც ციფრების ნამრავლი (მაგ., 7x35 ან 8x40) ამ ნამრავლის პირველი ციფრი გვიჩვენებს თუ რამდენჯერ აღემატება ჩვენს მიერ ბინოკლით დანახული გამოსახულება იმ გამოსახულებას რასაც შეუიარაღებელი თვალით ვხედავდით. ანუ, თუ ბინოკლს აწერია 7x35 ეს ბინოკლი შვიდჯერ გაადიდებს გამოსახულებას. ამ ნამრავლის მეორე ციფრი გვიჩვენს ობიექტივის დიამეტრს. რაც მეტია ობიექტივის დიამეტრი, მით უფრო მეტი სინათლის გატარება შეუძლია მას. მართალია დიდი ობიექტივის მქონე ბინოკლებით კარგად დავინახავთ ცუდი ხილვადობის პირობებშიც კი, მაგრამ აქაც საჭიროა რაღაც ოქროს შუალედის გამოძებნა. ასეთი ბინოკლები როგორც წესი, მძიმეა ხოლმე და მე გირჩევთ ისეთი ბინოკლები შეიძინოთ, რომელთა ობიექტივის დიამეტრი 40-50 არ აღემატება. არც იმაზე გამოკიდებას გირჩევთ, რომ ბინოკლმა რაღაც "უსაშველოდ" გაადიდოს, 7-ჯერ 8-ჯერ ან 10-ჯერ გადიდება საკმარისია. ისე, გადიდების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად შესამჩნევად მცირდება ხედვის არეალი, ასე რომ ესეც გაითვალისწინეთ. ბინოკლის კიდევ ერთი მახასიათებელი გახლავთ ე.წ. выходной зрачок (მაპატიეთ, ამ ტერმინს ვერაფრით მოვუძებნე ქართული შესატყვისი) ამ მახასიათებლის გამოთვლა შესაძლებელია ასე: ობიქტივის დიამეტრის სიდიდეს ვყოფთ გამოსახულების გადიდების მაჩვენებელზე. რაც მეტია ე.წ. выходной зрачок, მით უფრო მკვეთრია გამოსახულებაც. იმისათვის რომ შებინდებისას კარგად დაინახოთ გამოსახულება, სასურველია ბინოკლის ეს პარამეტრი 5-ზე ნაკლები არ იყოს. შეძენის შემდეგ აუცილებელია ბინოკლი მოვირგოთ ჩვენს თვალზე. ამას ვაკეთებთ იმისდა მიხედვით თუ როგორი ფოკუსირების სისტემა აქვს ჩვენს ბინოკლს. ცენტრალური ფუკუსირების მქონე ბინოკლებში ორივე ოკულარის ფოკუსირება ხდება ერთდროულად, ხოლო თუ ბინოკლს არ გააჩნია ფოკუსირების ეს სისტემა მაშინ ორივე ოკულარს ვასწორებთ ცალკ-ცალკე. ჩემი აზრით ეს უკანასკნელი უფრო მოსახერხებელია, იმიტომ რომ ადამიანის ცალი თვალი შესაძლოა უფრო უკეთ ხედავდეს, ვიდრე მეორე და ასეთ შემთხვევაში ბინოკლი გასწორდება ამ კონკრეტული ადამიანის მხედველობის თავისებურებების გათვალისწინებით. დღეისათვის, უამრავი ცნობილი ფირმა აწარმოებს ბინოკლებს სპეციალურად მონადირეთათვის. ასეთი ბინოკლები წყალგაუმტარია, დარტყმაგამძლეა და კომპაქტური, თუმცა როგორც ყოველთვის, ყველაფერი საუკეთესო ყოველთვის ძვირია |
|
|
Jan 31 2013, 23:51
პოსტი
#16
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Fishman
ჯაპანა ბუშნელს 100$ აც ვერ დაითრევ |
|
|
Feb 1 2013, 00:04
პოსტი
#17
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
May 31 2014, 12:13
პოსტი
#18
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 253 რეგისტრ.: 2-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: barcelona catalunya |
|
|
|
Jun 2 2014, 08:42
პოსტი
#19
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
gelka72
ციტატა 8/40 გადიდებით მეგობარო, შეიძლება იცი, მაგრამ მე მაინც დავწერ შეცდომაში რომ არ შეხვიდე. ეს არის 8-იანი გადიდებით. 40 არის ლინზის დიამეტრი. ფასს რაც შეეხება, ვერაფერს გეტყვი. |
|
|
Jun 2 2014, 23:07
პოსტი
#20
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 253 რეგისტრ.: 2-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: barcelona catalunya |
gelka72 მეგობარო, შეიძლება იცი, მაგრამ მე მაინც დავწერ შეცდომაში რომ არ შეხვიდე. ეს არის 8-იანი გადიდებით. 40 არის ლინზის დიამეტრი. ფასს რაც შეეხება, ვერაფერს გეტყვი. საერთოდ რომელი გადიდებით უნდს იყოს კარგი ბინოკლი ?????? ვნახე რ ამოდენიმე ბინოკლი 8/40 გადიდებით და არცერთი არ მომეწონა . პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gelka72: Jun 2 2014, 23:07 |
|
|
Jun 3 2014, 11:40
პოსტი
#21
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
gelka72
რამდენიც გაკმაყოფილებს იმდენით. ზოგისთვის შეიძლება 4X იყოს საკმარისი და ზოგისთვის 30X. გაითვალისწინე, რომ რაც მეტია გადიდება მით უფრო ხარისხიანი ლინზაა საჭირო რომ კარგი გამოსახულება მიიღო, რაც თავის მხრივ ფასს ზრდის. უნდა შეუფარდო შენთვის სასურველი გადიდება ფასს და იმის მიხედვით უნდა აარჩიო. |
|
|
Jun 4 2014, 11:27
პოსტი
#22
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
კიდევ ერთი საკითხია რისთვის გჭირდება. ამ საქმეში გამოუცდელი რომ ვიყავი ამაზონზე ვიყიდე ცელესტრონის სკაიმასტერი. 20-100 ზუმით ,70 ობიექტივით. ვითომ სანადიროდ მინდოდა მაგრამ მხოლოდ აივნიდან საცქერლად თუ გამოდგება. სანადიროდ რომ წავიღო საჭურველთმტვირთველიც დამჭირდება ისეთი მძიმეა.
|
|
|
Jun 4 2014, 12:38
პოსტი
#23
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
უიარაღო
მაგ ბინოკულარს სხელზევე ეტყობა რისთვისაც არის ნახევარკილოიანი ტყუილად კი არ არის საერთოდ დიდ ჯერადობას ბინოკულარში ნუ დახარბდებით, ბინოკულარის ფიქსაცია არ ხდება, ხელში უნდა გეჭიროთ, ამიტომ მაღალ ჯერადობაზე ფოკუსირება გაძნელებული იქნება ყანყალის გამო. 10-12 სრულიად საკმარისია |
|
|
Jun 4 2014, 13:17
პოსტი
#24
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
მაგიტომაც ვიყენებ ციურ სხეულებზე დაკვირვებისათვის
|
|
|
Nov 18 2016, 05:58
პოსტი
#25
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 72 რეგისტრ.: 5-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
მე შევიძინე ბინოკლი 10x70x70 რავი ძალიან კმაყოპილი ვარ თავის საკმეს ხუთიანზე აკეთებს bushnel-ის
|
|
|
Nov 19 2016, 14:45
პოსტი
#26
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
vaxusti
წონა რააქვს? მაგ მონაცემების ბინოკლი სანადიროდ ნაკლებად გამოდგება და როგორც წესი მძიმეა |
|
|
Mar 30 2017, 21:02
პოსტი
#27
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1 რეგისტრ.: 1-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბიჭებო დამეხმარეთ რა, ამარჩევინეთ აქედან უკეთესი რომელია, ორიანი არ მინდა, ცალიანი მინდა. ძლიერი რო არ იქნება ვიცი, მაგრამ ისე მინდა რა. https://www.aliexpress.com/wholesale?minPri...&isrefine=y
სანადიროდ არ მინდა, ისე საკაიფორ რა პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Mr.Oto: Mar 30 2017, 21:07 |
|
|
Mar 30 2018, 21:25
პოსტი
#28
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 72 რეგისტრ.: 5-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
10x70x70 რას ნიშნავს. 70 გადიდების არეალია და მეორე 70 რას ნიშნავს. მოკლედ დაწვრიდ მითხარით ეს მონაცემები. და დაწერეთ როგორი მონაცემების ბინოკლები გამოდგება სანადიროდ
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია vaxusti: Mar 30 2018, 21:26 |
|
|
Mar 31 2018, 09:38
პოსტი
#29
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ალბათ 10-70*70 ზე უნდა იყოს. 10-70 ნიშნავს ცვლად ზუმს 10 დან 70 მდე. მეორე 70 ნიშნავს გამომავალი ლინზის დიამეტრს მილიმეტრებში.
კილო ნახევარი მაინც იქნება, ყოველ შემთხვევაში კილოზე მეტი. ზუმის გარდა ბინოკლები ფასდება (და უფრო მეტად) ლინზების სისუფთავით, ან გამოსახულების სისუფთავით, სხივგამტარობით. ზოგიერთ მწარმოებელს კიდეც უწერია რამდენი პროცენტი აქვს შუქგამტარობა. 90-93 .... გააჩნია რაზე სანადიროდ იყენებ. მთაში ნადირობისას ყოველი გრამი მნიშვნელოვანია. და გააჩნია ბიუჯეტს. ჩემთვის სასურველი იქნებოდა ბინოკლი და მასში ინტეგრირებული მანძილმზომი, ლეიკა, ცეისი, სვაროვსკი. 2000 დოლარზე ზემოთ ღირს. ამიტომ რისი საშუალებაც არის ის უნდა იყიდოს ადამიანმა. დიდ ზუმიანი იაფი ას პროცენტიანი უვარგისი იქნება. ცვლად ზუმიანებიც ძვირი ღირს (ძვირი უჯდება მწარმოებელს). ამიტომ ფიქსირებულ ზუმიანი, ვთქვათ 10 დაბალ ფასში უფრო მეტად ხარისხიანი იქნება . პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Mar 31 2018, 09:39 |
|
|
Mar 31 2018, 13:00
პოსტი
#30
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 72 რეგისტრ.: 5-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
20x50 ჯობია თუ 10x70 რომელი უფრო კარგია
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2024 - 12:39 |